Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/juli-150x150.jpgცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით 73-ვე ოქიდან მიღებული მონაცემებით, 12 საათისთვის სულ 706ათას 375 ამომრჩეველმა მისცა უკვე ხმა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ceesko3.jpg itvს ლინკი
  2. ბათუმის 79 ოლქში, 28-ე უბანზე, ხმის მიცემის საშულება არ მიეცა მოქალაქე რაულ პეტრიაშვილს. აღმოჩნდა, რომ ამ მოქალაქის ნაცვლად ხმა უკვე მიცემული ჰქონდა სულ სხვა ადამიანს. გადამოწმების შემდეგ კომისიამ დაადგინა, რომ 839-ე ნომრის გასწვრივ დაფიქსირებული იყო ხელმოწერა - რ. პეტრიაშვილი. სწორედ ამის შემდეგ აღარ მისცეს მოქალაქე რაულ პეტრიაშვილს ხმის მიცემის უფლება. ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარს წერს „ალიანსი საქართველოსთვის“ დამკვირვებელი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი", რომელიც არჩევნებს ეთნიკური არაქართველებით დასახლებულ სოფლებში 100 დამკვირვებლით აკვირდება, აცხადებს, რომ დღის მეორე ნახევრიდან არჩევნებზე ვითარება გართულდა. უჩა ნანუაშვილი, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც რეგიონში იმყოფება, ამბობს, რომ ცენტრის დამკვირვებლებს არ აძლევენ საშუალებას, დარღვევები დააფიქსირონ. კომისიის წევრები უარს ამბობენ საჩივარი მიიღონ და საჩივრის დახევით იმუქრებიან. ცენტრი აცხადებს, რომ დამკვირვებლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე კომისიის ოპოზიციონერი წევრებიც კი არ აფიქსირებენ. ბაბულია შაოშვილს, დამკვირვებელს ლაგოდეხის ოლქში, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა,–ამბობს ცქიტიშვილი და სხვა მსგავსი ფაქტების არსებობაზეც საუბრობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. Tamar KHidasheli by netgazeti.ge ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ამ დრომდე 30 საჩივარი აქვს შეტანილი. თამარ ხიდაშელი, ცესკოს დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. საია სამ ქალაქში– თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში– აკვირდება არჩევნებს. ხიდაშელის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის ბათუმშია.თუმცა საარჩევნო პროცესი საერთო ჯამში მშვიდად მიმდინარეობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. ბათუმში, 79 ოლქის 29-ე უბანზე, დაახლოებით ხუთი შვიდი –წუთის წინ შეჩერდა ხმის მიცემის პროცედურა. ამის მიზეზი ის არის, რომ უბანზე არ აღმოჩნდა სათადარიგო აკუმულატორი, რომელიც საჭიროა მარკირების აპარატის ასამუშავებლად. არსებული აკუმულატორებით კი ვეღარ ხერხდება მარკირების აპარატის ამუშავება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/semnebi2-150x150.jpgსამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი პიტერ სემნები ცეესკოში მივიდა და დახურულ კარს მიღმა თითქმის ერთი საათი ზურაბ ხარატიშვილს ესაუბრებოდა. პიტერ სემნების თქმით, მან ცეესკოს თავმჯდომარესთან წინასაარჩევნო სამზადისზე ისაუბრა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/semnebi3.jpg itvს ლინკი
  7. ეს არის შეფარული აგიტაცია და ჩვენი ორგანიზაცია იმსჯელებს, მიმართოს თუ არა საჩივრით საარჩევნო ადმინისტრაციას - განაცხადა ნეტგაზეთთან საუბარში სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა, ეკა სირაძემ პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებზე. საარჩევნო უბანში ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილი ამბობს: „როგორც ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარეს, ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ ნაციონალური მოძრაობის ამ არჩევნებზე გამარჯვებაში. ეს არავის უნდა გაუკვირდეს და, საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს მანამ, სანამ ეს იქნება ნამდვილი მოძრაობა და არ გადაიზრდება უძრაობაში; სანამ ქვეყანა იქნება მოძრაობის პროცესში უკეთესობისკენ. დედაქალაქში ბევრად შეიცვალა სიტუაცია 2007 წლის ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ, როცა მოგვიხდა სახელმწიფო გადატრიალების ღია მცდელობის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ზომების მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ დედაქალაქში გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში“. მოძრაობამ „ალიანსი საქართველოსთვის“ ამ ფაქტს საარჩევნო აგიტაცია უწოდა. პრეზიდენტის სიტყვა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადასცეს ტელეკომპანიებმა (რუსთავი 2, იმედი). ეკა სირაძეს მიჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადება არ არის პირდაპირი მოწოდება, აგიტაცია: „ამ შემთხვევაში იქნებოდა ორმაგი დარღვევა- ერთი ის, რომ ეს არ უნდა გადაეცათ ტელევიზიებს, რადგან არჩევნების დღეს, კანონმდებლობით, აგიტაცია აკრძალულია და ასეთ შემთხვევაში ტელევიზიები უნდა დაჯარიმდნენ და მეორე ის, რომ დაუშვებელია აგიტაცია საარჩევნო უბანზე ნებისმიერი პირისგან, მათ შორის პრეზიდენტისგან”. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრეზიდენტის გამონათქვამები აშკარა ირიბი აგიტაციაა. ”შეფარული აგიტაციის ცნება სამართლებრივად არ არსებობს, ამიტომ საკმაოდ რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ პრეზიდენტმა ირიბი აგიტაცია გაუწია თბილისის მერობის კანდიდატს და ნაციონალურ მოძრაობას. მით უმეტეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკმაოდ მიკერძოებულია, ისევე, როგორც სასამართლო. ჩვენ ვიმსჯელებთ, გავივლით კონსულტაციას იურისტებთან და ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მივმართოთ თუ არა ცესკოს” - აცხადებს სირაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/dargvevebi3-150x150.jpg„ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” 07:00-10:00 საათების დარღვევათა მონაცემებს აქვეყნებს.აღნიშნულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებზე ორგანიზაციამ უკვე ათეულობით საჩივარი დაწერა,მუშაობს ცხელი ხაზიც,სადაც ოპერატორებს „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” -ს დამკვირვებლები ყველა უბნიდან დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/dargvevebi4.jpg itvს ლინკი
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilaur2.jpg ნომერ მე_3 საუბნო საარჩევნო კომისიაში პრემიერ_მინისტრმა ნიკა გილაურმა არჩევანი გააკეთა. პრემიერ_მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება. დღეს მერობის პირველი არჩევნებია, როდესაც მერის პირდაპირი არჩევა ხდება. “მე ქვეყნის აღმშენებლობას მივეცი ხმა”,_განაცხადა ნიკა გილაურმა იხილეთ epn.ge
  10. მთაწმინდის ოლქის 43–ე სპეცუბნიდან საარჩევნო ბლოკის "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელ გიორგი კასრაძეს უბანი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მან უბნის კომისიის თავმჯდომარის სახელზე საჩივარი დაწერა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, თამარ ხიდაშელის თქმით, მათი წარმომადგენელი იქ იმყოფებოდა. საიას დამკვირვებლის თქმით, უბნის დატოვება იყო უსაფუძვლო. საჩივარი, რომელიც გიორგი კასრაძემ კომისიის თავმჯდომარის სახელზე დაწერა, ეხებოდა სპეციალურ უბანზე შეირაღებული პირების გადაადგილებას. 43–ე სპეციალურ უბანზე სამხედრო მოსამსახურეები აძლევენ ხმას. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/archevnebi2-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარებ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მახ ხმა თბილისის 27 საარჩევნო უბანში მისცა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/baqradze1.jpg itvს ლინკი
  12. ბათუმის 79–ე ოლქის 29-ე უბანზე ხმის მიცემის უფლება არ მისცეს 1983 წელს დაბადებულ ილია დევაძეს. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ მას უკვე გავლილი ჰქონდა მარკირება. ილია დევაძეს, რომელიც სწორედ 29-ე უბანის საარჩევნო სიებშია რეგისტრირებული, სავარაუდოდ, სხვა უბანში უკვე აქვს ხმა მიცემული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი პროექტ ”მოქალაქე ჟურნალისტის” ფარგლებში მთელი საქართველოდან იღებს ინფორმაციებს მოქალაქეებისგან დარღვევების შესახებ საარჩევნო უბანზე. ნეტგაზეთი პროექტის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ია ანთაძეს სთხოვა, მოეთხრო ამ დროისათვის მათთვის მიწოდებული ინფორმაციების შესახებ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გორში, აცხადებს ია ანთაძე: Antadze-ia gori-election by netgazeti.ge სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. პარტია „მომავალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გიორგი ლაღიძემ მედიას პარტიის წარმომადგენლების მიერ დედაქალაქში და საქართველოს რეგიონებში უბნებზე არსებული… ლინკი მედიანიუსზე
  15. ქუთაისის #54 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. როგორც “ალიანსი საქართველოსთვის” ავტოქარხნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა მღვდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,… ლინკი მედიანიუსზე
  16. დუშეთის #28 საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ეროვნული საბჭოს” წარმომადგენლის მარინა მოლოდინის ინფორმაციით, #2 საარჩევნო უბანზე მან მოითხოვა საოლქო… ლინკი მედიანიუსზე
  17. ქუთაისში “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლის მიხეილ კოტიშაძის მტკიცებით, ქუთაისის გამარჯვების ოლქის #90 და #64 საარჩევნო უბნებზე ერთდროულად 200-ზე… ლინკი მედიანიუსზე
  18. გაზიარება [15:13 30.05.2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TAJIIrxtllI/AAAAAAAADtg/Xq0MbE-u0PA/s200/iliaII.gifღმერთმა ღირსეული ადამიანები აგვარჩევინოს,- ასეთი კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არჩევნებში ხმის მიცემის შედეგ . უწმინდესი ხმის მისაცემად კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ მივიდა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმ მრევლს ყოველთა წმინდათა ხსენება მიულოცა და ქადაგებით მიმართა. interpressnews.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
×
×
  • შექმენი...