Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/gamoshveba-150x150.jpgნახეთ დღის საარჩევნო ამბები ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/bolo.jpg itvს ლინკი
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/archevnebi4-150x150.jpgმთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ლიდერები არჩევნების მსვლელობას პარტიულ შტაბბინებში ადევნებდნენ თვალს. ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ კი პირველი შეფასებებიც გაკეთდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/bolo-sejameba.jpg itvს ლინკი
  3. ამ წუთებში ნინო ტავლალაშვილი ოლქში საჩივარს ადგენს და აყენებს უბნის საარჩევნო კომისიის წევრების პასუხისმგებლობის, ასევე, სისხლისა სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს. იგი საარჩევნო უბნის ბათილად ცნობასაც მოითხოვს. ნინო ტავლალაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, უბნის დამკვირვებელ სულხან ფალავანდიშვილის ცემის შესახებ ყვება და ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ არეულობა ბათუმის 79-ე ოლქის მე-3 საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურის დასრულების და შედეგების შეჯამების შემდეგ მოხდა. საიას დამკვირვებელმა, სულხან ფალავანდიშვილმა დააფიქსირა, რომ რეგისტრაციაში არსებულ ამომრჩეველთა რაოდენობას საარჩევნო ბიულეტენის რაოდენობა ერთით აჭარბებდა. ტავლალაშვილი ამბობს, რომ გამოძიების მიზნით, კომისიამ დალუქული მასალები გახსნა. ამ დარღვევის დაფიქსირების მიზნით, დამკვირვებელმა საჩივარი შეადგინა, რომელიც კომისიის მდივანმა არ ჩაიბარა. ყოველივე ამას კი საარჩევნო კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ წევრთა მხრიდან სულხან ფალავანდიშვილის მიმართ აგრესია მოყვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/saganelize-300x293.jpg“ალიანსი საქართველოსტვის” ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის დავით საგანელიძის განცხადებით, Edison Research –ის მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. როგორც საგანელიძემ, “ახალი მემარჯვენეების” ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, ვალის რაიონში არჩევნები “ალიანსმა” მოიგო. “ვაკეში არჩევნები მოვიგე, დედმისის შვილია და შედეგები შეცვალოს ვინმემ, “რუსთავი2″–ის და “იმედის” მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლებს უნდობლობას ვუცხადებ, რადგან ეს გამოკითხვა, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ოკუპირებული საარჩევნო უბნების მიმდებარედ ტარდებოდა”, – განაცხადა საგანელიძემ. შეგახსენებთ, რომ “Edison Research” – ის ეგზიტპოლის მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ამომრჩეველთა ხმების 60% მოიპოვა, “ალიანსის საქართველოსთვის” კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ კი – 17%. Share View the full article
  5. მრავალწლიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ შინ მიმავალი ჯვაროსნების რაზმი პოულობს წმიდა რელიქვიას, რომლის რომის პაპთან ჩატანას გადაწყვეტენ. რაინდებმა არ იციან მასზე დადებული წყევლის შესახებ, რომელის შედეგაც ათავისუფლებენ დემონს, რომელიც ყველაფერზე მზადაა რელიქვიის გასანადგურებლად… View the full article
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/photo27.jpgდღის განმავლობაში არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა არაერთი დარღვევა აღმოაჩინეს. ნახეთ დავით გოჩიაშვილის შემაჯამებელი სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/opoziciis-dargvevebi.jpg itvს ლინკი
  7. ბათუმის მე-3 საარჩევნო უბანზე ამ წუთებში პატრულს და 79-ე ოლქის თავმჯდომარეს ელოდებიან. მე-3 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც კომისიის ორმა წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან საიას დამკვირვებელს სცემა და საარჩევნო უბნიდან გაიქცა - აცხადებს ნინო ტავლალაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ბათუმში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/4955-300x250.jpg“ახალი მემარჯვენეების” წევრი, მამუკა კაციტაძე ეგზიტპოლის შედეგებს არ ენდობა. ამის შესახებ კაციტაძემ, რამდენიმე წუთის წინ, “ახალი მემარჯვენეების” ცენტრალურ ოფისში განაცხადა. კაციტაძის შეფასებით, Edison Research–ის მიერ გამოქვეყნებული შედეგები ნულის ტოლია. ”იმ უბანზე, სადაც მივეცი ხმა, ადამიანი, რომელიც ეგზიტპოლს ატარებდა, ერთერთ ამომრჩეველს უთხრა, რომ 5–იანი შემოეხაზა. საარჩევნო უბნიდან გამოსულს კი, ჰკითხა თუ ვის მისცა ხმა. აქედან გამომდინარე, ეს შედეგები ჩემთვის ნულის ტოლია”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ. შეგახსენებთ, რომ “Edison Research” – ის ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ამომრჩეველთა ხმების 60% მოიპოვა, “ალიანსის საქართველოსთვის” კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ კი – 17%. Share View the full article
  9. ბათუმში ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი ცემეს 79 -ე ოლქის მე-3 უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა ნაციონალური მოძრაობიდან - განაცხადა ნეტგაზეთთან საუბარში საიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა ნინო ტავლალაშვილმა. სულხან ფალავანდიშვილმა, რომელიც არჩევნებს მე-3 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა საჩივარი დაწერა, იმის გამო, რომ რეგისტრირებულ ამომრჩეველზე მეტი ჩაგდებული ბიულეტენი აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში. ტავლალაშვილის თქმით, კომისიის მდივანმა საჩივარი არ ჩაიბარა, შემდეგ კი კომისიის ორმა წევრმა დამკვირვებელი ცემა და უბვანი მიატოვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. ორიგინალური მარტივი სახალისო თამაში სადაც მოთამაშემ უნდა შექმნას ჯარისკაცები და მუშა რობოტები . მტერს არ მისცეს საშუალება დაიყროს პორტალი არამედ თვითონ გაანადგუროს მოწინააღმდეგის პორტალი View the full article
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/eurasia_review.gif დენის სამუტი კვირას, 30 მაისს ქართველი ხალხი კვლავ მივა საარჩევნო ურნებთან. ამჯერად ისინი არც პრეზიდენტს და არც პარლამენტის წევრებს არ აირჩევენ. 30 მაისს მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები ტარდება. მაგრამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ამ არჩევნების შედეგები გამოვლენს ქართული დემოკრატიის სუსტ და ძლიერ მხარეებს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის დემოკრატიული მისწრაფებები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა. მაგრამ იმ დრომდეც, ვიდრე კენჭისყრა დაიწყება, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ სწორად კეთდება, თუმცა ბევრიც არასწორად. საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ ენერგიულია, ხანდახან ზედმეტად ენერგიულიც. ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების ნაკლებობა არ არის და ნებისმიერს ვისაც საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა სურს, ამის გაკეთება დაუბრკოლებლად შეუძლია. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი გახლდათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან. და მიუხედავად იმისა, რომ ის იდეალურისგან ძალიან შორსაა, საკმაოდ ადეკვატურია, და შესაბამისი გამოყენების შემთხვევაში, ქართველ ხალხს კარგად მოემსახურება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე რეგიონალური და ადგილობრივი კომისიების ადმინისტრაციული პოტენციალი. პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერის თანამდებობა არჩევითი გახადა, ასევე ქების ღირსია. საქართველოში ასეთი რამ პირველად ხდება. ეს მნიშვნელოვანი პოსტი არჩევითობას იმსახურებს. საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს და დედაქალაქის არჩევნების შედეგები ნაციონალურ პოლიტიკას განსაზღვრავს. ადგილებზე საარჩევნო კამპანია დიდწილად მშვიდად მიმდინარეობს; ძირითადი ყურადღება ეკონომიკურ საკითხებს ეთმობა. ეს ქართული პოლიტიკური ცხოვრების მეტ სიმწიფეზე მიუთითებს. როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციასაც ხელი მიუწვდებათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; მაგრამ, ამაზე ცოტა მოგვიანებით. მართალია ბევრი რამ ქართულ დემოკრატიაში სრულყოფისგან შორსაა, ხოლო დიდწილად ამაში ბრალი ქვეყნის ხელძღვანელობას მიუძღვის, მაგრამ გარკვეულწილად ოპოზიციაც პასუხისმგებელია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სერიოზულ პრობლემად რჩება. 2003 წლის ნოემბერში, ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლამდე საქართველოში ბევრი პრობლემა არსებობდა. მაგრამ არსებობდა ასევე მიღწევებიც. საქართველო გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და საინტერესო თავისუფალი პრესით, რომელიც ყოველთვის მზად იყო მთავრობისთვის პასუხი მოეთხოვა. დღეს ასე აღარ არის. ქართული მედიის დიდ ნაწილს სახელმწიფო აკონტროლებს, ხოლო თავისუფალი მედიის დარჩენილი ნაწილი მუდმივად იდევნება. ბევრი ჟურნალისტი იმედგაცრუებული ან დაშინებულია. მართალია, პოლიტიკოსებს საკუთარი აზრის გამოთქმა ეთერში შეუძლიათ, მათ შორის სახელმწიფო არხებზეც, თუმცა გადაცემები ჩვეულებრივ ისე ეწყობა, რომ მათი შეხედულებები ნეიტრალიზებულია, რედაქტორები დაუფარავად ტენდენციურები არიან. თბილისის გარეთ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა. კვირას დაგეგმილ არჩევნებს ჩრდილს აყენებს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით თბილისის მერის და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების ნაწილში. პოლიტიკური პატრონაჟი – საქართველოსთვის უცხო მოვლენა არ არის, თუმცა ამ ქვეყანაში მისი მასშტაბები შემაშფოთებელია. ყველაზე დიდი კითხვები იმას უკავშირდება, თუ როგორ წარიმართება თავად ხმის მიცემის პროცესი. მთავრობა მონდომებით უსვამს ხაზს მის მისწრაფებას არჩევნები სამართლიანად ჩაატაროს. ადგილობრივი და საერთაშორისო მიმომხილველების დიდი რიცხვი კვირას იმას დააკვირდება, ეს ყველაფერი მართლაც ასეა თუ არა. თუმცა უკვე ცხადია, რომ ქართული არჩევნებისთვის ტრადიციული ერთი არსებითი პრობლემა არსად გამქრალა – ეს ამომრჩევლების არასწორი სიებია. დადასტურებით ცნობილია, მაგალითად, რომ ამ სიებში რატომღაც ჩნდება დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ადამიანთა სახელები, ხანდახან იმის შემდეგაც კი, როდესაც მათ წინა სიებიდან ამოშლიან. არჩევნების წინ, სიების გადახედვის გარკვეული მცდელობები არსებობდა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიებისთვის ამ მიზნით გარკვეული რესურსებიც კი გაიღო; მაგრამ საბოლოო ჯამში პრობლემა გადაუწყვეტელია. ეს დიდწილად ოპოზიციური პარტიების ბრალიცაა, რომლებსაც შეეძლოთ ეს ამოცანა საკუთარ თავზე აეღოთ და საკმაოდ სერიოზულად მიდგომოდნენ ამომრჩევლების სიების გადამოწმებას. რა სამართლიან არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი როდესაც ამომრჩეველთა სია ზუსტი არ არის, და ძირითადი პასუხისმგებლობა ამაზე არჩევნების ორგანიზატორებს ეკისრებათ. ოპოზიციას ბრალი იმაში მიუძღვის, რომ მან ვერ შეძლო ვერც საერთო სტრატეგიის და ვერც კანდიდატთა საერთო სიის შემუშავება. ზოგიერთმა პარტიამ არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ბოიკოტი არჩევნებზე არ მუშაობს. ოპოზიცურმა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ ის ვალდებულება, რომ დემოკრატიული პროცესით მინიჭებული ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, თუნდაც ის უნაკლო არ იყოს. არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ვერ შეძლეს საკუთარი ძალების გაერთიანება. გათითოკაცებული ქართული ოპოზიცია კი ვერ შეძლებს ძველებურად შესანიშნავად ორგანიზებულ და სერიოზული რესურსების მქონე მმართველ პარტიასთან დაპირისპირებას. მუნიციპალური არჩევნების მიჯნაზე საქართველოში უკვე შეიძლება გარკვეული დადებითი და უარყოფითი დასკვნების გაკეთება. გაცილებით მკაფიო სურათი შეიქმნება კენჭისყრის დღეს, ასევე ხმების დათვლის პროცესში, რომელიც ყოველთვის პრობლემურია. ორშაბათს ქართველები იგივე პრეზიდენტის და პარლამენტის იგივე შემადგენლობის, თუმცა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიაზე ახალი წარმოდგენით გაიღვიძებენ. თუკი საქართველოს მთავრობა ამ ადგილობრივი არჩევნების სწორად ჩატარებასაც კი ვერ უზრუნველყოფას – საეჭვოა, რომ ის ოდესმე შეძლებს ქვეყნის მოსახლეობის საარჩევნო უფლების უზრუნველყოფას. ორიგინალი ორიგინალი
  12. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/n109575102397802_3562-300x219.jpgარასამთავრობო ორგანიზაციამ “სამოქალაქო მონიტორინგი” ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა . თბილისის მასშტაბით 100 უბანზე 14 300 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო 38.6%, ხოლო “ალიანსმა” 33.41%. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, გამოკითხვის თანახმად, ირაკლი ალასანიამ მიიღო ხმათა 37.6%, ხოლო გიგი უგულავამ – 32.58%. ეს მონაცემები ორგანიზაციის თავმჯდომარემ ედნარ გიორგობიანმა გამოაქვეყნა. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: გოგი თოფაძე – 3.2%, ზვიად ძიძიგური – 12.9%, გია ჭანტურია – 12.1%, გიორგი ლაღიძე – 0.001%, თამაზ ვაშაძე – 1.3% და ნიკა ივანიშვილი – 0.31%. პოლიტიკურ პარტიებს შორის კი ასეთი შედეგები დაფიქსირდა: “თოფაძე – მრეწველები” – 7.99%, “ეროვნული საბჭო” – 10.6% და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – 10.48%. Share View the full article
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/1-arxi-egzitpoli-150x150.jpgკომპანია ჯი ეფ ქეის ეგზიტპოლის მონაცემებით მერობის კანდიდატების შედეგები ასე გამოიყურება: გიგი უგულავა - 60,4 % ირაკლი ალასანია - 18,1 % გიორგი ჭანტურია - 7,3 % ზვიად ძიძიგური - 6,7 % გოგი თოფაძე - 3,9 % http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/1-a.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...