Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 16:45 საათის მდგომარეობით, ზუგდიდის რაიონში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 28,7 პროცენტმა (37234 ამომრჩეველი) მიიღო, _ ამ ინფორმაციას საარჩევნო… ლინკი მედიანიუსზე
  2. გარდაბნის 21–ე საარჩევნო ოლქის სოფელ თაზაქენდის 25–ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის განმეორებითი ხმის მიცემა,–აცხადებს ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლი. მოქალაქემ, რომელმაც განმეორებით მისცა ხმა, ჩაცმულობა შეიცვალა და ისე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ამომრჩეველმა ბიულეტენის მაგივრად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჩააგდო საარჩევნო ყუთში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. ცენტრალური საარჩევნო კომისია მარკირების სისტემის თბილისის რიგ უბნებზე გაუმართაობასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს უარყოფს. როგორც „მედიანიუსს“ ცესკოს… ლინკი მედიანიუსზე
  4. ქრისტიან _დემოკრატების ცნობით, რეგიონებში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის კაბინაში ნაციონალური მოძრაობის პლაკატებია გაკრული. როგორც “მედიანიუსს” ქრისტიან-დემოკრატების… ლინკი მედიანიუსზე
  5. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს ბაბულია შაოშვილს კომისიის წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, _ აცნობეს `მედიანიუსს~ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან. … ლინკი მედიანიუსზე
  6. ბათუმში, 79 ოლქის მე-17 უბანზე, ორ მოქალაქეს - ნატო კვინტრაძესა და ლაშა ადამიას- ხმის მიცემის საშუალება არ მიეცათ. ეს ორი მოქალაქე უბანში 19:15 საათზე გამოცხადაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ნაცვლად ხმა უკვე მიცემული იყო. მე-17 უბანში სულ 1452 ამომრჩეველია დარეგისტრირებული; 12 საათისთვის ამ უბანზე 288 ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული. 17 საათისთვი ამომრჩევლის რაოდენობამ 560-ს მიაღწია. მე-17 უბანზე სხვა დარღვევაც დაფიქსირდა - სადემონსტრაციო ოქმებზე არ არის მითითებული არც ბეჭდების და არც უბნის ნომრები. ასევე ხარვეზებით მუშაობს მარკირების აპარატი. მარკირების აპარატის ხარვეზით მუშაობის გამო, ამ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დროებით შეწყდა. "ალიანსი საქართველოსთვის" ამ ფაქტებთან დაკავშირებით საჩივარს წერს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. ბათუმში, 79 ოლქის 29-ე უბანში, საარჩევნო კომისიის სამი წევრი თავს შეუძლოდ გრძნობს. ჟურნალისტ ნათია როყვას თქმით, რომელიც უბანზე იმყოფება, შეუძლოდ მყოფი კომისიის წევრები ამბობენ, რომ ცუდად მას შემდეგ გახდნენ, რაც უბანზე მიტანილი საჭმელი შეჭამეს. ნათია როყვას ინფორმაციით, უბნის თავმჯდომარე სასწარაფო სამედიცინო ჯგუფის გამოძახებას გეგმავს. ,,რა უნდა ვქნა, ხმები ვის დავათვლევინო - ამბობს კომისიის თავმჯდომარე”, - აცხადებს ნათია როყვა. შეუძლოდ არიან "კონსერვატორების", "ნაცმოძრაობის" და საოლქოს დამკვირვებლები. ამ უბანზე "ალიანსის" დამკვირვებლის თქმით, შემოტანილი საჭმელი თვითონაც შეჭამა, მაგრამ ის თავს კარგად გრძნობს. 29-ე უბანზე ამ დროისთვის 459 ამომრჩეველმა მისცა ხმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. დღეს მიმდინარე არჩევნებში `საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო~ ახორციელებს წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცედურების მონიტორინგს… ლინკი მედიანიუსზე
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/dargveveb-150x150.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს აჯამებს. მთავარ დარღვევად პრეზიდენტის მიერ საკუთარი პარტიის აგიტაცია შეფასდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/dargvev.jpg itvს ლინკი
  10. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/31297_1193832745352_1814436910_374351_4415203_n-300x225.jpg“ალიანსმა” რეგიონებში დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაცია გაავრცელა. “ალიანსის” პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველაზე უხეში დარღვევა ქობულეთის #81 ოლქში, #58 უბანზე დაფიქსირდა, როცა მოქალაქე თეა აბუსერიძე უბანზე მივიდა, ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ მას ხელმოწერა დახვდა. ჩიქოვანის ინფორმაციით, რუსთავის მე-14, 63-ე და მე-15 უბნებზე, “ნაციონალების” შტაბის უფროსი დემნა გოგოლაძე შედის რეგისტრაციის თუ რამე სხვა მოწმობის წარმოდგენის გარეშე. მისივე თქმით, აღნიშნული პირი ოლქში დარეგისტრირებულია ორი პოზიციით: როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და როგორც “სპორტსმენთა კავშირის” დამკვირვებელი. მარნეულის 47-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე ხალილოვი და კომისიის წევრი გასანოვი მოსახლეობას აქტიურობის შემთხვევაში დაჭერით ემუქრებიან. ჩიქოვანის ინფორმაციით, საჩხერეში უბნებზე ღიად დგანან “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლები და მისულ ამომრჩეველს აგიტაციას უწევენ. Share View the full article
  11. ნისლიან ალბიონზე გავრცელებული ხმების თანახმად, ცესკ ფაბრეგასის დაბრუნება კატალონიურ "ბარსელონაში" დამოკიდებულია იაია ტურეზე. იხილეთ fanebi.com
  12. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/ciskarishvili__petree_494994964.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, ცოტა ხნის წინ, დუისის საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაცი ცენტრის ცნობით, ცისკარიშვილი დუისის საარჩევნო უბანზე ახმეტის გამგებელ კობა მაისურაძესთან ერთად მივიდა, სადაც დაახლოებით 20 წუთი გაჩერდა და დამკვირვებლებს ესაუბრა, რის შემდეგ უბანი დატოვა. პეტრე ცისკარიშვილი ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია. Share View the full article
  13. "სამართლიანი არჩევნების" და "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლის ეკა სირაძის თქმით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული დარღვევების უმეტესი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა. თუმცა აქვე სირაძე აღნიშვნავს,რომ ზეწოლის ამდენ ფაქტსაც არ მოელოდა. ორგანიზაციას ამ დრომდე სულ 22 საჩივარი აქვს დაწერილი. რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, "სამართლიანი არჩევნები" 5 ასეთი ტიპის დარღვევაზე საუბრობს. 6 საათისთვის დაფიქსირდა საბურთალოს 38–ე უბანზე დამკვირვებელზე ზეწოლის ფაქტი,–აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი. მისი თქმით უბანზე, იყო ქაოსი, საჩივრის დაწერა მოითხოვა დამკვირვებელმა, "რაზეც წყობიდან გამოვიდა უბნის კომიის თავმჯდომარე. უწყებათაშორის კომისიას შევატყობინეთ, თუმცა ამ დრომდე რეაგირება მას არ ჰქონია". "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი წამოვიდა უბნიდან, რადგან მუშაობას ვეღარ აგრძელებდა. ქუთაისის ოლქის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდნენ ისეთი პირები, რომლებიც აღნიშნული ორგანიზაციის სახელით დარეგისტრირდნენ, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდნენ და სხვა ორგანიზაციის სახელით გაიარეს რეგისტრაცია, მას შემდეგ, რაც "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტის შესახებ შეიტყვეს. ეკა სირაძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვას და უშუალოდ დათვლის პროცესს უკაშვირდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/32548_121307164574574_121058794599411_123630_614555_n.jpgკაბალში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში არჩევნები სერიოზული დარღვევები. ადამიანის უფლ ფიქსირდება. მათშორის ამომრჩევლები მოულოდნელად შედიან საარჩევნო უბნებზე და ბიულეტენებს ყუთში ტენიან, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბნებზე ყოფნის ფაქტებიც, ასევე ამომრჩევლები ჯგუფ-ჯგუფად შედიან საარჩევნო კაბინაში და ასე მონაწილეობენ არჩევნებში. Share View the full article
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/kukava1-150x150.jpgკონსერვატიული პარტიის ლიდერის კახა კუკავას ინფორმაციით, სამხრეთ საქართველოში, კერძოდ _ ახალაქალაქში, ადიგენსა და ნინოწმინდაში არარეალურად მაღალი აქტივობაა დაფიქსირებული. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/kukava2.jpg itvს ლინკი
  16. არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი ალექსანდრა კალატოზიშვილი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს. ორგანიზაციის მობილურმა ჯგუფმა დამკვირვებლების საქმიანობის შეფერხება, სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზები (მარკირების აპარატის მოშლა, გაუმართავი სარეგისტრაციო ჟურნალები), ერთი და იმავე ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემა და სხვა დარღვევები დააფიქსირა. მათ უკვე დაწერეს 40–მდე საჩივარი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/cesko8-150x150.jpgცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნების მიმდინარეობით კმაყოფილია, თუმცა მცირედი დარღვევები მაინც შეინიშნება. წალკის 25-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნები შეცდომით მიტანილი ბიულეტინების გამო გადაიდო. ანალოგიური ფაქტი მოხდა დუშეტშიც, სადაც მეორე საარჩევნო უბანზე მცხეთის 27 საარჩევნო ოლქისთვის განკუთვნილი მაჯორიტარობის კანდიდატის ბიულეტინები მიიტანეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/xidasheli4.jpg itvს ლინკი
  18. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/phpThumb_generated_thumbnail.jpegცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ, 15:00 საათზე, არჩევნების მიმდინარეობაზე ისაუბრა. იქნა რამდენიმე შენიშვნა გამოთქმული, რომ ბიულეტენები უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია. ცესკო განმარტავს, რომ დაახლოებით 125 ათას ამომრჩეველს აქვს მინიჭებული სხვადასხვა სტატუსი (იმყოფება საზღვარგარეთ, ჯარისკაცია და იმყოფება პატიმრობაში) შესაბამისად ამ ამომრჩევლებისათვის ბიულეტენები არ დაბეჭდილა. 12:00 საათის მონაცემებით ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 706375 (ამომრჩეველთ 20%-ი) ამომრჩეველმა. ეს მონაცემი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ყველა, 73 საარჩევნო ოლქიდან. შეგახსენებთ რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51, სადაც შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია დარღვევებზე და ნებისმიერ ინცინდენტზე, რომელმაც თქვენი კონსტიტუციური უფლება ხმის მიცემა შეაფერხა. ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით. ცესკო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ დარღვევაზე. დღეს დილის შვიდი საათიდან 15:00 საათამდე ცესკოს ცხელ ხაზზე შემოვიდა 1899 ზარი. ძირითადად კენჭისყრა მიმდინარეობს შეუფერხებლად, უბნებზე არ არის დაფიქსირებული რაიმე სერიოზული სახის დარღვევა. მხოლოდ დაფიქსირებულია რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც ამ დროისათვის გამოსწორებულია. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები და მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ “თავად ირჩევთ – თავად მართავთ”. ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისათვის დარჩათ კიდევ ხუთი საათი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს და დააკვირდება 13 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა 36 ადგილობრივი, 28 საერთაშორისო და 54 მედია საშუალება. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 17:00 საათის მონაცემებით მოგაწვდით 18:00 საათზე. შემდეგი ბრიფინგი ცესკოში 30 21:00 საათზე გაიმართება და მოხდება კენჭისყრის პროცესის შეჯამება. ასევე გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 20:00 საათისათვის Share View the full article
  19. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/saakashvili-150x150.jpgმიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეუღლემ სანდრა რულოვსმა ხმა მე-17 საარჩევნო უბანში მისცეს. ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტმა მიმიდინარე არჩევნები დადებითად შეაფასა და ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნიო კამპანია მოუწონა. სააკაშვილის განცხადებით ოპოზიცია ხალხთან პირდაპირი კონტაქტის გზას დაადგა. ამასთან პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა რომ ნაციონალური მოძრაობა და გიგი უგულავა არჩევნებში უპირობოდ გაიმარჯვებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/misha3.jpg itvს ლინკი
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg ფრაგმენტული ოპოზიციის წყალობით, რომელიც შეეცადა სააკაშვილის მმართველობის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოეყენებინა, მოსალოდნელია რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვირას მის პირველ საარჩევნო ტესტს რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ ჩააბარებს მუნიციპალური არჩევნები, რომელიც პირველად თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევასაც მოიცავს, განიხილება ასევე როგორც ტესტი მიხეილ სააკაშვილის პოტენციური მემკვიდრის გამოსავლენად. სააკაშვილის ათწლიან მმართველობას ვადა 2013 წელს ეწურება. ურთიერთობა ყოფილ საბჭოთა პატრონთან რუსეთთან კვლავ სავალალოა და ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი ამ ქვეყანასთან კავშირების განმტკიცების მოწოდებებით გამოდის, რათა დასრულდეს რუსეთის ემბარგო ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე და ქვეყნებს შორის აღდგეს პირდაპირი საავიაციო კავშირი. მაგრამ საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლების უმთავრეს პრობლემად დასაქმება და სიღარიბე რჩება. საქართველოს ეკონომიკა შარშან 3.9%-ით შემცირდა. „მე ხმას მივცემ კანდიდატს, რომელიც უკეთეს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამას წარმოადგენს, რადგან უმუშევრობა, დაბალი ხელფასები და პენსიები, ისევე როგორც სამედიცინო დაზღვევა რიგითი ადამიანებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა“ – ამბობს 68 წლის პენსიონერი ხათუნა მუმლაძე. სამი საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს 3.5 მილიონი ამომრჩევლის ხმისა და 64 მუნიციპალურ საბჭოში, მათ შორის დედაქალაქის საკრებულოში ადგილების მოსაპოვებლად. კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყება და საღამოს 8 საათზე დასრულდება. 42 წლის სააკაშვილის დასავლური მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობისა და ომის გამო შემცირდა, რომლის დროსაც აშშ-ს მიერ გაწვრთნილი ქართული არმია აჯანყებულ რეგიონს სამხრეთ-ოსეთს თავს დაესხა, რითაც რუსეთის დამანგრეველი კონტრშეტევა გამოიწვია. სააკაშვილი ამბობს, რომ მან იმ რეგიონში სადაც არჩევნები ყალბდება და ქვეყნებს ხანგრძლივად მართავენ ავტორიტარი ლიდერები, სამაგალითო დემოკრატია შექმნა. ოპონენტები მას ძალაუფლების მონოპოლიზებაში, ოპოზიციის მარგინალიზებასა და მედიით მანიპულირებაში ადანაშაულებენ. მმართველი პარტია და რეიტინგები სააკაშვილი შარშან რამდენიმეთვიანი საპროტესტო მოძრაობის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მის „ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე სოლიდური მხარდაჭერა აქვს. ოპონენტები იმუქრებიან, რომ კვლავ ქუჩაში გამოვლენ თუკი არჩევნებს უსამართლოდ ჩათვლიან, თუმცა მოსალოდნელი არ არის სერიოზული არეულობა. „2008 წლის ომის შემდეგ, ეს პირველი შანსია მთავრობის მხარდაჭერის ხარისხის გასარკვევად“ – ამბობს ლოურენს შითსი საერთაშორისო კრიზისების ჯგუფიდან. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია სხვაობათა გამო დაქსაქსულია და თანმიმდევრული პლატფორმა არ გააჩნია, ის მთელი ძალით ცდილობდა ამომრჩევლისთვის სააკაშვილის მმართველობის შთამბეჭდავი ალტერნატივის შეთავაზებას. ავტორიტეტული ორგანიზაციის აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით, მმართველი პარტია კვირის არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებს. მმართველი პარტიის წევრი გიგი უგულავა, როგორც სჩანს შეინაჩუნებს თბილისის მერის თანამდებობას – პოსტს რომელიც პრეზიდენტობისთვის პოტენციურ ტრამპლინად მიიჩნევა. მისი ყველაზე რეალური მეტოქე, როგორც სჩანს ირაკლი ალასანიაა, მშვიდი მანერების მქონე საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში. დასავლელმა დამკვირვებლებმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზული დარღვევები აღმოაჩინეს და ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) კვირის არჩევნებისთვის საქართველოში 300 დამკვირვებელზე მეტი გააგზავნა. დასავლეთს ამ შფოთიან სამხრეთ-კავკასიაში სტაბილურობა სურს. რეგიონი ევროპისკენ მიმავალი ნავთობისა და გაზის სატრანზიტო მარშრუტია. ორიგინალი ორიგინალი
  21. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/archevnebi3-150x150.jpgთბილისის მერობის ცხრავე კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დღის პირველ ნახევარში დააფიქსირა. მერობის ყველა კანდიდატს ოპტიმიტური გამწყობა ჰქონდა. სამომავლო სტრატეგიას კი ისინი არჩევნების შედეგების შემდეგ განსაზღვრავენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/archevne.jpg itvს ლინკი
  22. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/irakli_chikovani.JPG“ალიანსი” მიხეილ სააკშვილს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება,რამდენიმე წუთის წინ ”ალიანსის” პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებზე, რომელიც “იმედის” ეთერში გავიდა ცესკოსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. “მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად მივიდა, ჟურნალისთებთან საუბარში მოსახლეობას პირდაპირ მოუწოდა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერისკენ, რაც საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევაა. მივმართავთ ცესკოს, რომ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლის შეიკრიბოს და რეაგირება მოახდინოს”, – განაცხადა “ალიანსის” პრესპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. Share View the full article
×
×
  • შექმენი...