planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/photo28-150x150.jpgთამბაქოს კონტროლის ალიანსი მთავრობისგან მოწევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს. მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე საქართველომ მეთორმეტედ აღნიშნა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. თემას დავით გოჩიაშვილის სიუჟეტით ვაგრძელებთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/tambako.jpg itvს ლინკი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkin626-150x150.jpg დღეიდან ქართულ სკოლებში მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 25 მაისს ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პედაგოგებს სისტემაში არსებული მდგომარეობა გააცნო და ბოლო პერიოდის სიახლეებზე დეტალურად ისაუბრა. იხილეთ epn.ge
-
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ხმების დათვლის პროცესს ნეგატიურად აფასებს, თუმცა სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, 30 მაისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, საქართველოს მიერ ეუთოსა და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ, აშკარა პროგრესი აღინიშნა. წინასწარი დასკვნები ეუთოს და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიამ 31 მაისს გამოაქვეყნა. ანგარიშის ყველაზე კრიტიკული ნაწილი, რომელიც არჩევნების დღეს ეხება, ხმის დათვლის პროცესია. ”საშუალოდ, ხუთიდან ერთ შემთხვევაში ხმების დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც ცუდი, ან ძალიან ცუდი, მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომები და გამორჩენებია დაფიქსირებული ხმების დათვლის ერთ მეოთხედზე მეტ შემთხვევაში” - ნათქვამია ანგარიშში. საშუალოდ, ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიიდან ერთში დაფიქსირდა პრობლემები ოქმების შევსების დროს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების ერთ მესამედზე მეტში ოქმები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ითხოვს. იმ 43 საოლქო საარჩევნო კომისიიდან, რომელთა მუშაობასაც აკვირდებოდნენ არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ხუთში წარმოებული ხმების შეჯამების პროცესი ნეგატიურად შეფასდა. პრობლემები განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მოწოდებული ხმების დათვლის შედეგების ოქმებთან დაკავშირებით იქნა დაფიქსირებული. დამკვირვებლებს ზოგჯერ ხელს უშლიდნენ დაკვირვებაში, ხოლო საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი დამკვირვებელი გამოიხმეს უბნიდან, მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო. ეუთოს და ევროსაბჭოს წინასწარი დასკვნის თანახმად, საზოგადოებრივი ნდობის დაბალი ხარისხი მაინც შენარჩუნდა ხელისუფლების და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. არჩევნების ადმინისტრირების თვალსაზრისით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნა რეგიონებში, განსაკუთრებით კახეთში, სამცხე–ჯავახეთსა და შიდა ქართლში დაფიქსირებულ „სისტემურ უწესრიგობებზე მიუთითებს.“ ასევე, წინასწარი დასკვნის თანახმად, ადგილი ჰქონდა არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოს და გაყალბების იზოლირებულ შემთხვევებს. ეუთოს აზრით, ცვლილებების მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში ხარვეზი მაინც რჩება, მათ შორის, ხმის მიცემასა და არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენებასთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვები და საარჩევნო სისტემა, რომელიც ხმის თანასწორობას არ უზრუნველყოფს. დასკვნის მიხედვით, ის დებულებები, რომლებიც გარკვეული საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში შეუზღუდავი მონაწილეობის და ასევე საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა, არ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის. საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების 96%-ში წარმოებული ხმის მიცემის პროცესი პოზიტიურად შეფასდა. თუმცა საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მონაცემებით, რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა დაძაბულობას და პროცედურულ დარღვევებს, ზოგიერთი მათგანი სერიოზული ხასიათის მქონე დარღვევა იყო, მათ შორის, 13 შემთხვევაში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას. საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მონაცემებით, შედარებით ნაკლები იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები ვერ პოულობდნენ საკუთარ მონაცემებს ამომრჩეველთა სიებში. დასკვნის მიხედვით, ამომრჩევლებს საკმარისი ინფორმაცია და დრო ჰქონდათ სიებში საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად. დასკვნა ასევე გამოყოფს იმ ფაქტს, რომ წელს, პირველად, არჩევნებში კომისიების მდივნები ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო კომისიის წევრების მიერ იყვნენ არჩეული. ანგარიშის თანახმად, კანდიდატების სიმრავლის და მრავალფეროვნების შედეგად, ამომრჩევლებს რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცათ, თუმცა კონკურენტების რაოდენობა ზოგიერთ ერთმანდატიან ოლქში შეზღუდული იყო, ხოლო მაჟორიტარი კანდიდატების 4.5%-მა რეგისტრაციის შემდგომ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. რაც შეეხება მედია საშუალებებს, დასკვნა ამბობს, რომ მედია საშუალებები დაყოფილია პოლიტიკური ხაზით და ბევრი მათგანი საკუთარი მფლობელის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. გარდა ამისა, “მედია მფლობელობის გამჭვირვალობის საკითხი გაუმჯობესებას საჭიროებს.“ დასკვნა ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბების გამოშვებებში მაყურებელს, ანუ ამომრჩეველს „დაბალანსებულ სურათს აწვდიდა, “ თუმცა, სხვა სატელევიზიო არხები, რომელთაც მისია აკვირდებიდა, არ იყო დაბალანსებული. წინასწარ ანგარიშში საუბარია გენდერულ და ეთნიკურ ბალანსზეც საარჩევნო სიებში. კანდიდატებსა და ცესკოს წევრებს შორის ქალების წილი მცირე იყო, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეებზე ქალები საკმაო რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი- ნათქვამია დასკვნაში. ”ბევრმა პარტიამ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში კანდიდატებად ამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები წამოაყენა; ამისგან განსხვავებით, ამ რაიონების საოლქო საარჩევნო კომისიებში უმცირესობები მცირედ იყვნენ წარმოდგენილი. სხვადასხვა საარჩევნო მასალა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ხელმისაწვდომი იყო”. ზოგადად კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს დადებითად, როგორც ეუთოს და ევროპის საბჭოს მიერ დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილი ვალდებულებების და სტანდარტების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესრულების თვალსაზრისით. წინასწარი დასკვნა ასევე მოიცავს საარჩევნო გარემოს შეფასებას. იხილეთ სრულად დოკუმენტი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/30138_10150182819505007_691975006_11992687_7546668_n-300x199.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია, “ახალი მემარჯვენეების” ცენტრალურ ოფისში, დღეს საკუთარ მხარდამჭერებს შევხდება. როგორც ”ჯეოტოპნიუსს” “ალიანსის” მედიაცენტრიდან აცნობეს, მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ, ალასანია მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ალასანიას მხარდამჭერებთან შეხვედრა ორთაჭალაშის ოფისში, 18:00 საათზე დაიწყება. Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/dakavebuli-150x150.jpgზაზა კაკაბაძის მკვლელობა გახსნილია. 30 მაისს მკვლელობაში ეჭვმიტანილები ტარიელ ალიხანაშვილი, მარიამ მანუკიანი და გიორგი კიკნაძე წარსულში ნარკოტიკული საშუალებების განმეორებით მოხმარებისთვის იყვნენ ნასამართლევები. ამ დროისათვის გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 236-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/police.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/inga.jpgინგა გრიგოლია განცხადებით “ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობა საკრებულოში ყველაზე მწვავე ოპოზიციური ფრაქცია იქნება. ”ხელისუფლება რომელიც ახლა ზეიმობს, ძალიან მალე საზეიმოდ არ ექნება საქმე, რადგან ოპოზიციური ფრონტი შედის საკრებულოში და იბრძოლებს, რათა შესრულდეს ყველა დანაპირები, რაც საზოგადოებას “ქრისტიან–დემოკრატიულმა” მოძრაობამ მისცა. დავხარჯავთ მთელ ძალას, ენერგიას და ხელისუფლებას ვპირდებით, რომ არ მოვასვენებთ”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ. Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/cesko11-150x150.jpgცესკო ოზურგეთის შუალედური არჩევნების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. ამ დროისათვის ოზურგეთში 25 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის დიდი შანსი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გოჩა შანიძეს აქვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ce.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/ugulava_mzia_saganelidzis_foto__7__360385677-300x213.jpg“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, რომელიც ცესკოს წინასწარი შედეგებით, 54% –ით ლიდერობს, კონკურენტებს თანამშომლობა შესთავაზა. “ირაკლი ალასანიას საინტერესო მოსაზრებები ჰქონდა ჯანდაცვის სფეროზე, გოგი თოფაძეს – საწარმოების ამუშავებაზე, გია ჭანტურიას – კომუნალური მომსახურების გაუმჯობესებაზე. მე მზად ვარ, თითოეულ მათგანს, მათი სურვილის შემთხვევაში შევხვდე და ამ საკითხებზე ვისაუბროთ”, – აღნიშნა გიგი უგულავამ. უგულავას შეთავაზებას, სავარაუდოთ, “ქრისტიან–დემოკრატიული”მოძრაობისმერობის კანდიდატი, გია ჭანტურია მიიღებს, ეგზიტპოლების გამოქვეყნებისთანავე, ჭანტურიამ 30 მაისის არჩევნებში, უგულავას გამარჯვება მიულოცა. Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/asd-150x150.jpgცესკო 30 მაისის არჩევნების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც თბილისში მერის არჩევნებში 9 კანდიდატიდან გიგი უგულავა ლიდერობს, რომელმაც 12 სათისათვის ხმების 53:33 % დაგროვა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/cesk.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/washington20post_big-300x204.jpgამერიკული გამოცემა “Washington Post” საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თბილისის მერის არჩევნების შედეგებზე წერს. როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 წელიწადში გამართულმა არჩევნებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატების დომინირება აჩვენა. გაზეთი ცესკო-ს წინასწარ მონაცემებსაც აქვეყნებს. “სააკაშვილის თანაგუნდელმა გიგი უგულავამ 54% მიიღო და უახლოეს კონკურენტს 20%-ით გაუსწრო. ქვეყნის მასშტაბით სააკაშვილის გუნდმა ხმათა თითქმის 70% მიიღო”, – წერს “Washington Post”. აქვე ნათქვამია, რომ სააკაშვილმა გასულ წელს მისი გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს გაუძლო. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეაღწია და ქვეყანას ორი რეგიონი მოწყვიტა. “ომმა სააკაშვილის რეპუტაცია დააზარალა, რომელიც უკვე შელახული იყო საყვედურებით იმის გამო, რომ იგი ავტორიტარულ მმართველობას ახორციელებდა. მაგრამ გასულ წელს საპროტესტო აქციები წარუმატებლად დასრულდა და ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება ვერ შეძლეს”, – წერს გამოცემა. IPN Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ngni-150x150.jpgორგანიზაციამ “ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარალერლური ხმის დათვლის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თავმჯდომარე საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზეც საუბრობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ngni1.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/4316.jpgცსკ-ის 12:00 საათისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 53,3 %-ით თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი გიგი უგულავა ლიდერობს; მეორეს 18,91%-ით – “ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია, მესამეს 10,99 %-ით – “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი გია ჭანტურიაა. შემდეგ ადგილებს ზვიად ძიძიგური (8,75%), გოგი თოფაძე (5,47%), თამაზ ვაშაძე (0,66%), ნიკოლოზ ივანიშვილი (0,55%), დავით იაკობიძე (0, 22%) და გიორგი ლაღიძე (0,14%) ინაწილებენ. აღნიშნული მონაცემები 451 ოლქიდან არის მიღებული, სულ კი 774 ოლქის ხმებია დასათვლელი. ბოლო მონაცემებით, 30 მაისის ადგილობრივი თვითთმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა 1 740 652 ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის 49 %-მა მიიღო. არჩევნების საბოლოო შედეგებს ცსკ არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 24 დღისა – 23 ივნისს შეაჯამებს. Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/irakli-alasania-150x150.jpg„სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის” მიერ გამოაქვეყნებული ეგზიტპოლის მონაცემები რადიკალურად განსხვავდება უცხოური კომპანიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებისგან. ქართული ორგანიზაციის წინასწარი შედეგებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიამ გაიმარჯვა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/egzitpol.jpg itvს ლინკი