planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
თქვენ თამაშობთ ახალგაზრდა გოგონას ანას როლში, თქვენ მოგიწევთ მიიღოთ მონაწილეობა შეჯიბრში, რომელიც მოაწყო ბიძა თქვენმა დეივმა სადაც პრიზი არის ბიძა თქვენის მთლიანი მემკვირდეობა. ბიძამ გამოგიგზავნამ საკრედიტო ბარათი, რომლის ანგარიშზე 1 000 000 $ -ია. თქვენი მიზანია, მთალი თამაშის მანძილზე დახარჯოთ ეს ფული, უაროთ კი არა, არამდედ აზრიანად. და არ დაგავიწყდეთ რომ თქვენ გყავთ მოწინააღმდეგები, რომლებსაც ასევე სურს მემკვიდრეობის მიღება.... View the full article
-
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა. საჩივარი ცესკოში 30 მაისს საარჩევნო უბანზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული გაცხადების გამო არასამათავრობო ორგანიაზაციამ შეიტანა. საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ჯანმრთელი სამყარო” შეიტანა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ადვოკატმა დავით მარიამიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევა იყო. მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო უბანზე ყოფნისას ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიღწევებზე ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, ”დარწმუნებული ვარ, დედაქალაქში გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში.” დავით მარიამიძე ცესკოს ხსდომაზე თავისი საჩივრის დაცვას ცდილობდა და მოითხოვდა საქართველოს პრეზიდენტისა და ტელეკომპანია ”იმედის” დასჯას. მარიამიძის განცხადებით, ტელეკომპანია "იმედმა" საარჩვნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი დაარღვია პრეზიდენტის ”შეფარული აგიტაციის ეთერში გაშვების გამო.” საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამბობს, რომ ”კენჭისყრის წინა დღის 24 საათის შემდეგ, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ანდა უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიის და რადიოს ეთერის მეშვეობით.” ცესკომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ცესკოს წევრებმა პრეზიდენტის განცხადება არც ფასიან და არც უფასო რეკლამას არ მიაკუთვნეს. ცესკოში ”თოფაძე-მრეწველების” წარმომადგენელმა გიორგი ჯავახიშვილმა დადებითად შეაფასა ცესკოს რეაგირება აღნიშნულ საჩივარზე. მისი განცხადებით, მოსარჩლეს მიერ მიერ გასაჩივრებული მუხლები არ დარღვეულა. ზემოაღნიშნული საჩივრის აგარდა, სხდომაზე კიდევ 7 საჩივარი განიხილეს. ამათგან 5 საჩივარი ერთსა და იმავე საკითხს- საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების დაგვიანებით მიტანას შეეხებოდა. სარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ”ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.” ზურაბ ხარატიშვილმა განაცხდა, რომ ბიულეტენების დაგვიანება არ არის საოლქო კომისიების ბრალი. საოლქო კომისიებს დაბეჭდილ ბიულეტენებს გადასცემს სტამბა. ხარატიშვილის თქმით, სტამბას გაუფუჭდა სტეპლეტის დანადგარი და ამის გამო თავის დროზე ვერ მოამარაგა საოლქო კომისიები. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, სტამბას ჯერ არ დაუსაბუთბია, რა მიზეზით ვერ შეძლო პრობლემის მოგვარება. ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრის იზოლდა გუმბერიძის საჩივარში აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო უბნებზე მიდიოდნენ მარკირებაგავლილი ამომრჩვლები ხმის მისაცემად. საჩივარში, ასევე, ნათქვამი იყო, რომ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის კოორდინატორები ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. სხდომაზე ალიანსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას აქვს დამადასტურებელი ვიდეო მასალა. სხდომის წევრების აზრთა სხვადასხაობის მიუხედავად, ზურაბ ხარატიშვილმა ნება დართო ალიანსის წარმომადგენელს, დღეს წარადგინოს მის მიერ დასახელებული ვიდეომასალა. ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, მორიგი სხდომა საჩივრების განსახილველად დღეს ჩატარდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ექიმი ჰაუსი - საშინელი პიროვნებაა, ლოთი და ნარკომანი. გადატანილი ფეხის ოპერაციის შემდეგ აწუხებს ძლიერი ტკივილები და მათ მოთოკვას LSD-ს და ვიკოდინის საშუალებით ცდილობს. გარდა ამისა იგი ზედმეტად აზარტულია და ხშირად სარგებლობს მეძავების მომსახურებით. გადატანილი სტრესის შემდეგ იგი საშინლად უხეში და გულცივი გახდა. მისთვის კომაში მყოფ ადამიანზე სადილობა პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ არსებობს ერთი რამ რის გამოც ის ისევ ექიმია - მხოლოდ მას და მის ჯგუფს შეუძლია დაუსვას სწორი დიაგნოზი პაციენტს, რომელზეც ყველა ექიმმა ხელი აიღო... დამატებულია მე-21 სერია განახლებულია ლინკები View the full article
-
ერთ დღეს მსოფლიოს უდიდეს ქალაქების თავზე უცხოპლანეტელთა ხომალდები გამოჩვდებიან. ჩვენ მშვიდობით და მშვიდობისთვის მოვედით აცხადებენ ისინი ..მაგრამ სინამდვილეში ვინ არიან????? დამატებულია 12 -ე სერია View the full article
-
”წარმატებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს შესაძლებელს გახდის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და დემოკრატიულად გადააბაროს” - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს და მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისის, აგრეთვე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებებსა და დასკვნებს. ”საქართველომ ეს არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, შესამჩნევლად უკეთ ჩაატარა. სახეზეა საგრძნობი პროგრესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით”, - ნათქვამია განცხადებაში. ამავე დროს, აშშ-ის საელჩო ითვალისწინებს, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ვრცელდებოდა ცნობები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის არასათანადო მიუკერძოებლობით გაშუქების, ოპოზიციის წარმომადგენელთა და კანდიდატთა დაშინებისა და ამომრჩეველთა სიებში დაფიქსირებული უზუსტობების შესახებ. ”მოუთმენლად ველით მუშაობის გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ამ გამოწვევებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. არჩევნების უკეთ ადმინისტრირება და საარჩევნო კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაში. წარმატებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს შესაძლებელს გახდის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და დემოკრატიულად გადააბაროს” - წერს აშშ საელჩო 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. რასაკვირველია 23 კაციან სიაში რამოდენიმე სიურპრიზიცაა. იხილეთ fanebi.com
-
კოტ დ'ივუარის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სვენ გორან ერიქსონმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გაემგაზვრება. იხილეთ fanebi.com
-
29 წლის ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი, რომელსაც აქამდე თბილისის ”დინამოსა” და რუსთავის ”ოლიმპში” უასპარეზია და 25 წლის თავდამსხმელი გოგი ფიფია, რომელიც იმერულ კლუბს ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. იხილეთ fanebi.com
-
წეღან ეკასთან ლაპარაკისას (რომლის ბლოგსაც რეკომენდაციას ვუწევ), ერთ რამეს მივხვდი – ფეისბუქი მაგრად მხარჯავს. სულ ხდება ირგვლივ რაღაცეები, რისი დაწერაც მინდა და, როგორც წესი, ფეისბუქზე ვწერ სტატუსად ან ამა თუ იმ ლინკს ვაშეარებ. ბოლოს ვიცლები და ბლოგზე აღარ ვწერ. არადა ფეისბუქსაც რომ ვერ შევეშვები? მას შემდეგ, რაც სოციალური მედია პროფესიად იქცა, ფეისბუქზე ჩემი არყოფნა გამორიცხულია, მაგას სჯობს ხარაკირი გავიკეთო. რამე უნდა მოვიფიქრო, ბლოგი მენატრება ძალიან. Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1770/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1770/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1770/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1770/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1770/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1770&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
-
http://www.myliverpool.ru/_nw/43/45587304.jpg გთავზობთ წითლების სანაკრებო ფოტოებს, ამჯერად ესპანელების ვარჯიშს… http://www.myliverpool.ru/_nw/43/90478265.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/37239740.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/01974824.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/56691770.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/21882947.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/65604200.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/36217061.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/93273813.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/22649899.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/45587304.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/82399208.jpg View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainf-gve-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება 24:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainf-g.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg სამანტა შილდსი თბილისი, საქართველო – საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტია ორშაბათის მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისკენ წავიდა, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნებში „მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები“ შეინიშნებოდა. ეგზით პოლებმა და წინასწარმა გათვლებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს 60%-ზე მეტი ხმით იგებს. ეს არჩვენები პირველია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. არჩევნები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი საკრებულოების შემადგენლობა და ის, თუ ვინ დაიკავებს თბილსის მერის თანამდებობას, ბევრის მიერ განიხილებოდა, როგორც ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად შესძლებს ოპოზიცია სააკაშვილისა და მისი პარტიის მეტოქეობას, მას შემდეგ, რაც მან 2 წლის წინ საქართველო რუსეთთან დამღუპველ ომში შეიყვანა. „გუშინდელი მუნიციპალური არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლობის თვალსაზრისით აშკარა პროგრესით აღინიშნა, მაგრამ დარჩენილია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა გადაწყდეს“ – განაცხადა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელმაც არჩევნებზე 200-ზე მეტი დამკვირვებელი გააგზავნა. მეთვალყურეებმა შენიშნეს საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაგდების რამდენიმე შემთხვევა და პროცედურული დარღვევა ხმების დათვლისას არჩევნების დღეს, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. იქვეა ნათქვამი, რომ კამპანიის დროს შექმნილი ატმოსფერო იხრებოდა სააკაშვილის პარტიის კანდიდატთა სასარგებლოდ, მაგრამ აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთლიანად დაბალანსებული მაუწყებლობა უზრუნველყო. არჩვენები გულისხმობდა თბილისის მერის ძლევამოსილ თანამდებობაზე კანდიდატის პირდაპირ არჩევასაც. ეს თანამდებობა განიხილება, პრეზიდენტობის პრელუდიად, როდესაც 2013 წელს სააკაშვილი დაასრულებს თავის მეორე საპრეზიდენტო ვადას. სააკაშვილის მოკავშირე და მოქმედი მერი გიგი უგულავა დარწმუნებული ჩანდა იმაში, რომ ადვილად შეინარჩუნებს თანამდებობას. მას შემდეგ, რაც ხმების 80 პროცენტი დაითვალა, მას ხმების 54 პროცენტი ჰქონდა. მთავარი ოპოზიციური ფიგურა ირაკლი ალასანია მას მნიშვნელოვნად ჩამორჩა და ხმების 20.5 პროცენტი მიიღო. ამ არჩევნებმა ასევე ვერ მიანიშნა ოპოზიციის ლიდერებს, რომ ამ ბოლო დროს არჩეული სტრატეგია მათ წარმატებას მოუტანს. ამ ახალი სტრატეგიის ფარგლებში მათ მოსკოვთან კონტაქტების დამყარება იწყეს და ჩავიდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ უფრო შეუძლიათ საქართველოს ძლევამოსილ მეზობელთან ურთიერთობების გამოსწორება. სააკაშვილი ხელისუფლებაში დემოკრატიული აღტკინების ტალღაზე, 2003 წლის ვარდების რევოლუციით, დასავლეთთან უფრო მჭიდრო კონტაქტებისა და საცხოვრებელი სტანდარტის გაუმჯობესების დაპირებით მოვიდა. ეკონომიკაში მას წარმატებები ჰქონდა, მაგრამ სააკაშვილს შემდეგ ბრალი დასდეს იმაში, რომ საქართველო რუსეთთან წაგებულ ომში ჩაითრია, საკუთარ ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა და დათრგუნა მედიის თავისუფლება. სააკაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის ომი მას არ დაუწყია და რუსეთის ინტერვენციის პასუხად მოქმედებდა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/img1-150x150.jpgთილისის პირველი, არჩეული მერის ვინაობა ფაქტობრივად ცნობილია. ბიულეტენები უკვე დათვლილია დედაქალაქის 774-ვე უბანზე. წინასწარი მონაცემებით, 9 კანდიდატს შორის მინიშვნელოვანი უპირატესობით გიგი უგულავა ლიდერობს. „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები თვითმმართველობის ორგანოს მაჟორიტარულ არჩევნებს, ყველა ოლქში იგებენ. ცესკომ 73 საარჩევნო ოლქის 3694 უბნიდან, საქართველოს მასშტაბით უკვე დათვალა 1920 უბნის შედეგები. ამ მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილს - „ნაციონალური მოძრაობა” იკავებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/shemajamebeli.jpg itvს ლინკი
-
http://www.lsdmagazine.com/wp-content/uploads/2008/06/massimo-moratti.JPG მილანის “ინტერის” პრეზიდენტი, მასიმო მორატი არ მალავს იმ ფაქტს, რომ მას ძალიან სურტს ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი თავის კლუბში იხილოს. დღეს მადრიდში ოფიციალურად დადასტურდა, რომ აწ უკვე “ინტერის” მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ “რეალის” შეგირდები ჩაიბარა. არსებობს ჭორები, რომ მორატიმ უკვე მიმართა ბენიტესს წინდადადებით, თუმცა ეს სინამდვილეს რამდენად შეესაბამება უცნობია. იტალიელები იმ იმედზე არიან, რომ წელს მუნდიალის შემდეგ თანამემამულე ფაბი კაპელო მილანელებს უხელმძღვანელებს. “მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ რაფა უდავოდ ძლიერი სპეციალისტია. ის არის უნივერსალი “ლივერპულისთვის”. მიუხედავად წლევანდელი წარუმატებელი წლისა, ბენიტესი მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა დედამიწაზე”.- განაცხადა მასიმო მორატიმ. ინფორმაციის წყარო:Liverpoolfc.Ru View the full article
-
ჟურნალ FHM-ს რუსული ვერსიის სექსუაური ასეული View the full article
-
Ace Of Base საუკეთესო ჰიტები 2 ცდ View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/shadowing200x-150x150.gifუბნის მაყურებლები - ახალი საარჩევნო წესრიგი ქართულ პოლიტიკაში. რატომ დასჭირდა ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი აქტივისტების საგანგებო მობილიზება და ახდენდა თუ არა მმართველი პარტია ფსიქოლოგიურ ზეწოლას ამომრჩევლებზე. თითქმის ყველა უბანზე მხარდამჭერების გამოცხადებას გუშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ქალბატონები აღრიცხავდნენ. ქუდზე ქალი და საარჩევნო უბნების ე.წ. ფეისკონტროლი. ნახეთ თამუნა კვარაცხელიას სიუჟეტი http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/nacionaleb1.jpg itvს ლინკი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/PSP1-150x150.jpgკომპანია “PSP” გილოცავთ 1 წლის წარმატებულ საქმიანობას და გისურვებთ ყოველთვის ინფორმაციის ეპიცენტრში ყოფნას! იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/yvela1-150x150.jpgდღის მთავარი თემა სტუდიის სტუმრებთან ერთად http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/yvela-kit1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/alasania11-150x150.jpgალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანია ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს რომ საპარალმენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გააგრძლებს ბრძოლას. ალიანსელები გიგი უგულავასთვის გამარჯვების მილოცვას არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ აპირებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/alasani1.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/archevnebi.pngცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გიგი უგულავა თბილისის მერი გახდა. 774 უბნის წინასწარი მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს გიგი უგულავას ამომრჩეველთა 55,23%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილს 19.5%-ით “ალიანსის საქართველოსთვის” კანდიდატი ირაკლი ალასანია იკავებს, მესამეზე კი 10.71%-ით “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი გია ჭანტურიაა. დანარჩენ კანდიდატებზე პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: ზვიად ძიძიგური, “ეროვნული საბჭო” – 8.31%, გოგი თოფაძე, “თოფაძე მრეწველები” – 5.19%, თამაზ ვაშაძე, “სოლიდარობა” – 0.65%, ნიკა ივანიშვილი, “სახალხო დემოკრატები” – 0.51%, დავით იაკობიძე, “თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 0.22% და გიორგი ლაღიძე, “მომავალი საქართველო” – 0.14%. Share View the full article