planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
fanebi.com- "ლივერპულში" ბენიტესის ხანა დასრულდა
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
"ლივერპულმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდში რაფა ბენიტესის 6 წლიანი ხანა დასრულდა. მწვრთნელმა დაკავებული პოსტი დღეს ოფიციალურად დატოვა. იხილეთ fanebi.com -
საეკლესიო კალენდარი პარასკევი მოწამისა ვასილისკოსი, აფხაზეთის კომანში წამებულისა (დაახლ. 303); მოწამისა იოანე ვლადიმერისა, სერბეთის მთავრისა (1015);… ლინკი მედიანიუსზე
-
ახალგორელებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, მალე იქ დარჩენილ მოსახლეობას სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პასპორტების აღება მოუწევთ. აქამდე ახალგორელი ქართველები საქართველოს პირადობის მოწმობებით სარგებლობდნენ. დაბის ოსურმა ადმინისტრაციამ პასპორტების შეცვლის თარიღად ჯერ 10 მაისი, შემდეგ კი 1 ივნისი გამოაცხადა, მაგრამ ეს პროცესი კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2008 წლის ომამდე ახალგორში დაახლოებით 5500 ადამიანი ცხოვრობდა, უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ. ომის შემდეგ დიდმა ნაწილმა დაბა დატოვა და წეროვანში დევნილის სტატუსით დაიწყო ცხოვრება. ამჟამად ახალგორში 1000–მდე ადამიანია დარჩენილი. დევნილებიც პერიოდულად ბრუნდებიან ახალგორში და ვინც სამსახურებში არიან გაფორმებულები, არც ოსური ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ხელფასზე ამბობენ უარს, ისინი წეროვანშიც იღებენ დევნილთა შემწეობებს. არიან ადამიანები, რომლებსაც დაბა ერთი წუთითაც არ მიუტოვებიათ და იქ არსებული პრობლემები მათ ყველაზე უკეთ იციან. ნეტგაზეთის ახალგორელი წყაროს ცნობით, ოსური ადმინისტრაცია, ახალი ოსური პასპორტების სანაცვლოდ, ქართული პირადობის მოწმობების ჩაბარებას ითხოვს. თურმე ერთ–ერთ აბიტურიენტს, რომელსაც ვლადიკავკაზის უმაღლეს სასწავლებელში სდომებია სწავლის გაგრძელება, ოსური პასპორტი სასწრაფოდ მიუციათ, სამაგიეროდ კი, ქართულის ჩაბარება მოუთხოვიათ, რაზეც ახალგაზრდას უარი უთქვამს. ახლა ახალგორელები იმაზე ფიქრობენ, პასპორტების გამოცვლის შემთხვევაში, შეუშვებენ თუ არა ქართველი სამართალდამცავები მათ ოსური პასპორტებით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არადა მათ ორივე პასპორტი სჭირდებათ , თავს საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევენ, მაგრამ ახალგორში ოსური პასპორტის გარეშე გაუჭირდებათ. ამიტომ ჩვენმა წყარომ არც დამალა, რომ ოსური პასპორტის აღების დროს განაცხადებენ, რომ ქართული მოწმობები დაკარგული აქვთ. ეს უკვე იქაურმა ადმინისტრაციამაც იცის და თვალის დახუჭვასაც აპირებს თურმე. გუშინ ახალგორიდან კიდევ ერთი ახალი ამბავი გავრცელდა. ახალგორის რაიონში შესვლა შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ახალგორელების ინფორმაციით, რაიონში შესვლა და გამოსვლა, სავარაუდოდ, 250 რუბლი ეღირება. მთლიანობაში ახალგორში შესვლა და გამოსვლა 500 რუბლი დაჯდება, რაც თითქმის 28 ლარია. მათივე ინფორმაციით, არ არის დაზუსტებული, როდის ამოქმედდება ახალი წესი. თანხის გადახდა ახალგორელებს რაიონის შესასვლელში არსებულ ოსურ საგუშაგოზე მოუწევთ. ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ახალგოrელები პროდუქტს, ძირითადად, თბილისში ყიდულობენ, ამიტომ გადაადგილება მათ თვეში რამდენჯერმე უწევთ , საგუშაგოზე გადასახადის დაწესება კი ბევრი ახალგორელისთვის მრავალ პრობლემას შექმნის. მეარაყიშვილიც ფლობს ინფორმაციას, რომ ოსურ ადმინისტრაციაში ამის შესახებ უკვე მსჯელობენ, მაგრამ როდის ამოქმედდება ახალი კანონი ჯერ ვერ ამბობენ. კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ახალგორის რუსი მესაზღვრეების ბაზაზე სოფელ ქარჩოხთან. იქ ერთი ჯარისკაცი მკვდარი იპოვეს. ოსურმა მედიის ცნობით, მესაზღვრე ქართული დივერსიული ჯგუფის მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით კი უკვე კავკაზსკი უზელის ცნობით, ჯარისკაცმა ტაბელური იარაღით თავი მოიკლა. მას ერთი ტყვია საფეთქელში ჰქონდა მორტყმული. ახალგორელი წყაროს ცნობით კი, ჯარისკაცს ორი ნატყვიარი ჰქონდა თავში, რაც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. რუსული და ოსური წყაროები ჯარისკაცის ვინაობას ასაიდუმლოებენ. ქართული დივერსიული ჯგუფის ვერსიაც გამოირიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზაზე განგაში გამოცხადდებოდა და იქ ცხინვალიდან დამატებით ძალებს გადაისროდნენ. ახალგორელების თქმით კი, ბაზაზე არანაირი მობილიზება არ შეინიშნებოდა. ცხინვალში არსებულ სამხედრო ნაწილებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ განაცხადეს. ორგანიზაციის ჯარისკაცის დედების ხელმძღვანელმა ელლა პოლიაკოვამ რუს ჟურნალისტებს უამბო, რომ ცხინვალში დისლოცირებულ სამხედროებს არა მარტო თვითონ ჯარისკაცები, არამედ ოფიცრებიც სცემენ. ხშირად ფიზიკურ ზემოქმედებას და ეგრეთ წოდებულ „დედოვშინას“ ახალგაზრდა სამხედროები ვერ უძლებენ, რაც თვითმკვლელობის ან გაქცევის მიზეზი ხდება. სამშაბათს, საღამოს, ქართულმა ნაციონალურმა არხებმა საზოგადოებას იტალიელი ჟურნალისტის და ევროპარლამენტის წევრის ჯულიეტო კიეზას ცხინვალში ვიზიტის შესახებ აცნობეს. ქართველი ჟურნალისტების ცნობით, კიეზა მოსკოვის დაკვეთით პროპაგანდისტულ ფილმს იღებს ოსების დამოუკიდებლობის ბრძოლის შესახებ და ეს ფილმი რენი ჰარლინის ფილმის ”ჯორჯიას” საპირწონე იქნებაო. კიეზა რომ კოკოითის გულშემატკივარია, ამას თვითონაც არ მალავს და ცხინვალში ხშირადაც ჩადის. ოსური სააგენტოების ცნობით, ფილმის "დამოუკიდებლობის გზა" გადაღებები ცხინვალში მიმდინარეობს. გადამღები ჯგუფის წევრის, იტალიელი ჟურნალისტისა და ევროპარლამენტის დეპუტატის ჯულიეტო კიეზას თქმით, დასავლელი ჟურნალისტების უმეტესობა სხვადასხვა მიზეზით ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ობიექტურ ინფირმაციას ვერ ავრცელებს. "ევროპასა და დასავლეთში არავინ არაფერი იცის არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენების, საერთოდ, კონფლიქტის ისტორიისა და იმ პროცესების შესახებ, რომლებიც აქ მიმდინარეობს. შევეცდებით, ჩვენ ფილმში დასავლელ მაყურებლამდე ოსეთის თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა მივიტანოთ", - განაცხადა კიეზამ. მისივე თქმით, ფილმის გადაღების იდეა დიდი ხნის წინათ გაჩნდა. კიეზამ აღნიშნა, რომ გადამღები ჯგუფი ცხინვალში უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა, გადაიღო კადრები 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგ, რომლებსაც ფილმში გამოყენებენ. კიეზას გადაღებულ ფილმს რუსულ ტელეარხებზეც აჩვენებენ. "ჩვენი ჯგუფი, რომელსაც ტელეკომპანია "Orme sas"-ის დირექტორი მარიო კანალე ხელმძღვანელობს, კვირის ბოლომდე სამხრეთ ოსეთში დარჩება", - განაცხადა კიეზამ. ევროპელი სოციალისტების პარტიის წევრი ჯულიეტო კიეზა წარსულში გაზეთების "უნიტას" და "ლა სტამპას" მოსკოვის კორესპონდენტი იყო. ასევე არის სვეტის ავტორი რუსლი გამოცემებში - "კომპანია" და "ლიტერატურნაია გაზეტა". კიეზამ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, ასევე, რუსულ გაზეთებში – "დელავოი ვტორნიკ", "მასკოვსკი ნოვოსტი". ბოლო დროს იგი უმეტესად ომისა და გლობალიზაციის თემებზე მუშაობს. კიეზა თავისუფლად ფლობს რუსულ ენას. ჯულიეტო კიეზა ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის საქმეთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კულტურისა და განათლების კომისიის, დაცვისა და უსაფრთხოების კომისიის წევრია. კიეზა ახალგორშიც იმყოფებოდა, სადაც ახალგორელი მოსწავლეები გადაიღო და იქ არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. კიეზა ჰარლინისგან განსხვავებით დოკუმენტურ ფილმს იღებს. ახალგორელებს კიეზას ფილმი ნაკლებად აინტერესებთ. ახლა ისინი იმას ფიქრობენ, როგორ შეფასდება მათ მიერ ოსური პასპორტების აღება დანარჩენ საქართველოში, ბევრი მათგანი დაბის დატოვებას არ აპირებს , რადგან მიიჩნევს, რომ საკუთარი სახლის დაცვით და შენერჩუნებით საქართველოსთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/02/article-1283462-067DB69C0000044D-882_468x286.jpg ჯერარდით ესპანური გიგანტი “”მადრიდის რეალი”" არის სერიოზულად დაინტერესებული. ეს დაინტერესება უფრო გაიზარდა, როდესაც ჟოზე მოურინიო გახდა რეალის მწვრთნელი. ლივეპრულის მეკარე პეპე რეინა იმედოვნებს რომ ჯერარდი თავის კარიერას კვლავ ენფილდზე განაგრძობს. ”იმედი მაქვს რომ ჯერარდი ჩვენთან დარჩება და არ გადავა რეალ მადრიდში” ”რეალის ინტერესი გაიზრდება ჯერარდისადმი, რადგან მათ ახალი მენეჯერი ჟოზე მოურინო ჰყავთ, მოურინიო კი კარგად იცნობს ჯერარდს.” ”ის ელიტის წევრია, საუკეთესო 10 ფეხბურთელიდან ერთერთია რადგანაც იგი “”სრული”" ფეხბურთელია. ვიმედოვნებ რომ ისინი არ წაიყვანენ მას” წყარო: www.dailymail.co.uk View the full article
-
ალჟირელებმა აფრიკის კონტინენტზე გასამართი პირველი მსოფლიო ჩემპიონატისთვის უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბეს იხილეთ fanebi.com
-
ავსტრალიელები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან იხილეთ fanebi.com
-
ფრანგები მსოფლიო ჩემპიონატს ძველი მწვრთნელით და ახალი იმედებით ხვდებიან იხილეთ fanebi.com
-
კრისტიანო რონალდოს მეთაურობით პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შეეცდება იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/03/globalist_1-150x39.gif მარტინ სიფი შეერთებული შტატბი ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ორ ძალიან ძვირადღირებულ ომშია ჩართული. გაუძლებს კი ის საქართველოს ტერიტორიის გამო რუსეთთან იმავეს გაკეთებას, თუ საქმე აქამდე მივიდა? მარტინ სიფი ამტკიცემს, რომ პრეზიდენტმა ობამამ ისტორიის გაკვეთილები უნდა ყურად იღოს და გადააფასოს მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. დიდი კონტინენტური ქვეყნისა და გლობალური სუპერსახელმწიფოსათვის ყოველთვის ცუდია, როდესაც ის თავის ბედს პატარა, არსტაბილურ და სახიფათოდ უპასუხისმგებლო ქვეყანას მჭიდროდ უკავშირებს. ის, რასაც პრეზიდენტი ობამა, თავისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის მსგავსად, დღემდე აკეთებს საქართველოს რესპუბლიკასთან (კავკასია) მიმართებაში, შეცდომაა. საქართველო, მიუხედავად მისი ქაოტურობისა, თავისი მდებარეობის წყალობით მართლა სტრატეგიული ჯილდოა. ის აშშ-ს პოლიტიკოსებს კავკასიის გულში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე სულ ცოტა საიმედო დასაყრდენის ილუზიას სთავაზობს. ის ასევე სთვაზობს მათ ტერიტორიას კასპიის ზღვის ბასეინიდან და მეზობელი აზერბაიჯანიდან მომვალი ბუნებრივი აირის იმ მილსადენებისთვის, რომლებმაც რუსეთზე არ უნდა გაიარონ. ახლა, როდესაც უკრაინის ახალი მთავრობა, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით ენერგიულად განაახლებს თავის ტრადიციულ კავშირებს მოსკოვთან და ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარ ყაზახეთთან – საქართველო აშშ-ს პოლიტიკოსებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა, რადგან ის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩრდილო მარშრუტი რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნდა, კასპიის ზღვის ბასეინისკენ მიმავალი მარშრუტის შენარჩუნებისპერსპექტივას ძალაში ტოვებს. მაგრამ ეს რიტორიკა და გეოპოლიტიკური გათვლა, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტს, როგორც დემოკრატიულად არჩეულსა და პრო-ამერიკელ ლიდერს მხარი უნდა დავუჭიროთ, კვლავ ეჯახება ორ სასტიკ ფაქტს. პირველი ისაა, რომ საქართველო არა მხოლოდ რუსეთის გავლენის სივრცეში იმყოფება, არამედ დაახლოებით 190 წლის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო. შესაბამისად აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოსადმი გარანტირებულად აღაშფოთებს არა მხოლოდ რუს პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც, ისევე როგორც შეიძლება აღაშფოთოს ამერიკელები რუსეთის მხარდაჭერამ ამერიკის ტრადიციული გავლენის სფეროში მყოფი ისეთი ქვეყნისადმი, როგორიც ვენესუელაა. ვენესუალას პრეზიდენტი უგო ჩავესი რომ ცდილიყო, ეს ქვეყანა რუსეთის თაოსნობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში, ან რუსეთისა და ჩინეთის თაოსნობით მოქმედი შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შეეყვანა, ნებისმიერი პრეზიდენტი ვაშინგტონში, დემოკრატი, თუ რესპუბლიკელი, აღშფოთდებოდა. მაგრამ სუპერძლიერი კონფლიქტის რისკი საქართველოს გამო, და რუსეთი სტრატეგიული ბირთვული და სამხედრო თვალსაზრისით დღემდე სუპერსახელმწიფოა, რომელიც მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეედრება, კიდევ უფრო მძიმეა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი მმართველობის განმავლობაში არაერთხელ აჩვენა, რომ არაპროგნოზირებადია. აშშ-ს პოლიტიკოსები ვერ იქნებიან დარწმუნებული იმაში, რომ მის შეკავებას შეძლებენ. ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ომები და შემდგომი ნგრევა ძალიან ხშირად იწყება ერთი მიზეზით – თვითდარწმუნებული გლობალური სუპერსახელმწიფო ჩქარობს ისეთი პატარა კლიენტი სახელმწიფოების დაცვას, რომლებიც არ უნდა დაეცვა. დიდ ბრიტანეთს 1914 წელს იმპერიულ გერმანიასთან ომის არ უნდა ჰქონოდა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ გერმანიის არმიას საფრანგეთზე თავდასხმა ბელგიის გავლით ჰქონდა დაგეგმილი. მაშინაც კი ბრიტანეთის იმჟამინდელ ლიბერალურ მთავრობას შეეძლო უკან დაეხია და ბელგია გერმანელთა ოკუპაციისთვის დაეთმო. მიუხედავად იმისა, რომ 1914-1918 წლების გერმანიას უზარმაზარი სამხედრო ძალა ჰქონდა, ის ნამდვილად არ იყო ნაცისტური. მაგრამ გეოპოლიტიკის ტრადიციულმა ბრიტანულმა კონცეპტმა და ძველმოდურმა რიტორიკამ „ღირსებასა“ და „დიდებაზე“, რომელსაც ნახევარი ათეული ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ედგა სათავეში, როგორიც უინსტონ ჩერჩილი იყო, ისინი ომამდე მიიყვანა. ეს ინგლისის ისტორიაში ყველაზე ცუდი პოლტიკური გადაწყვეტილება იყო. ამის შედეგად პირველ მსოფლიო ომში 1 მილონზე მეტი ბრიტანელი და ბრიტანეთის იმპერიის ახალგაზრა მოქალაქე დაიღუპა. 18-დან 45 წლამდე ყოველი მესამე ბრიტანელი მამაკაცი ან დაიღუპა ამ ომში, ან მიღებული ჭრილობების შედეგად ათწლეულობით ადრე, უდროო სიკვდილს ემსხვერპლა. ხოლო ბრიტანეთის იმპერია შემდეგ თაობის თვალწინ სწრაფად დაიშალა სწორედ იმიტომ, რომ სისხლის ამ ზღვამ მისი გადარჩენის სურვილი შთანთქა. მეფის რუსეთმა ბრიტანელების კატასტროფული შეცდომა გაიმეორა. რუსეთს 1914-ში სერბეთის დასაცავად თავი არ უნდა მოეკლა, ისევე, როგორც იმპერიულ გერმანიას არ უნდა მიეცა თავისი ბევრად უფრო სუსტი მოკავშირისთვის, ავსტრია-უნგრეთისთვის სამარცხვინო კარტ-ბლანში სერბიის დასანგრევად. თუ პრეზიდენტ ობამადა და სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს თავისი პატარა მარგინალური მოკავშირის საქართველოს გამო, რომლის მთავრობაზე მას მცირედი გავლენა აქვს,თუ საერთოდ აქვს რაიმე გავლნ, მომავალში რუსეთთან ასეთივე სახიფათო დაპირისპირების თავიდან აცილება სურთ, მაშინ მათ 1914 წლის საზარელი გამოცდილება უნდა შეისწავლონ და გაითვალისწინონ. ორიგინალი ორიგინალი
-
გოგოების ეროტიკული სურათები მობილურისთვის სამსუნგი სონი ერიკსონი View the full article
-
უახლესი სპორტული თამაში აღწერა არ ჭირდება გადმოიწერეთ და გაერთეთ View the full article
-
300-ზე მეტი იკონკაა View the full article
-
ანიმირებული თემები ნოკიასთვისვის 240-320 გაშლით View the full article
-
დამოქვაბულებში ექსპედიცია დაქალებს ტრაგედიად გადაექცევა ერთ-ერთ გადარჩენილ გოგონას მაშველებთან ერთად მოუწევს უკამ დაბრუნება , მაგრამ მათ გამოქვაბულში საშინელება ელოდებათ.... View the full article
-
Ford_Probe_GT_Mazda_MX-6_მომსახურება და რემონტო View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainform2-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainforma.jpg itvს ლინკი
-
წარმატებული, მაგრამ უიმედოდ მარტოხელა ხელოვნებათმცოდნე გოგონა მიემგზავრება რომში, უმცროსი დის ქორწილში. ტრევის შადრევანში იგი ხედავს იშვიათ და ამით ფასეულ მონეტებს. მათი უწყინარი მოპარვის შემდეგ იგი ხდება რამდენიმე მამაკაცის დევნის ობიექტი, რომლებმაც ეს მონეტები ადრე ჩაყარეს წყალში და ახლა შეუყვარდათ ბეტი… View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/qartuli_biznes-150x150.jpgგადაცემის პირველ ნაწილში გაიგეთ როგორ ხვდებიან მცირე მეწარმეები ახალ საგადასახადო კოდექსს. მეორე ბლოკის თემა კი ახალ სადაზღვევო პაკეტია, რომელიც კომპანია ალფამ ბაზარზე დღეს გამოიტანა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/qartuli_bizne.jpg itvს ლინკი
-
ფედერალური ბიუროს აგენტი ცდილობს მოძებნოს მოწმე, რომელიც ჩართულია საიდუმლო გამოძიებაში... View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/99994139_4c03c7df6e4f8136014297.jpg 3 წლიანი პაუზის შემდეგ, ლივერპულის ვიცე კაპიტანი ინგლისის ნაკრებს შეუერთდა. გთავაზობთ მისი ინგლისში ვარჯიშის ფოტოებს. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/99982512.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/99982531.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/99983874.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/100485553_4c03c7e760f05497012407.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/101281666.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/101281640.jpg View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/jon-basi-darchiashvili-sixarulidzewmv_000398760-150x150.jpgეკა ტყეშელაშვილის, გია ბარამიას, ჟან ლუკ თეუსის და სხვა სტუმრების შემდეგ დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკის ელჩი ეწვია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/basi.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/1arxi-150x150.jpg“პირველ არხზე” 11 ივნისიდან გადაცემები დაიხურება, “პირველი კავკასიური” კი მაუწყებლობას მხოლოდ ინტერნეტში გააგრძელებს. ამის შესახებ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 11 ივნისიდან ეთერში, მხოლოდ საინფორმაციო პროგრამა “მოამბე” გავა. პოლიტიკური გადაცემები და გასართობი პროგრამები კი დაიხურება. ზაფხულის განმავლობაში პირველი არხი მაყურებელს მსოფლიო ჩემპიონატს შესთავაზებს, რომლის ექსკლუზიური ჩვენების უფლება საქართველოში “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” მოიპოვა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/paijadzee.jpg itvს ლინკი