planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ფონდის 2010 წლის გამარჯვებულების ვინაობა დაასახელა. მიმდინარე წელს მცირე გრანტების პროგრამისათვის მსოფლიო ბანკის გამოყოფილი თანხა შეადგენს 45 ათასი აშშ დოლარს, რომელსაც ემატება ფონდი – “ღია საზოგადოება საქართველო” და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსება. წელს 36 საგრანტო განაცხადიდან შერჩეულ იქნა 10 პროექტი. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის ოფისში დღეს, ტრადიციული შეხვედრა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლების წინაშე წარსდგნენ. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ ღონისძიებებს, რომლებიც გაზრდიან და გააძლიერებენ მოქალაქეთა უფლებამოსილებს, რათა მათ შეძლონ ინიციატივის გამოჩენა და განვითარების პროცესებზე ზეგავლენა. თითოეული გრანტის ოდენობა 7, 000 აშშ დოლარის ფარგლებშია. როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ასად ალამმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, ეს ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც საქართველოში მსოფლიო ბანკი 1999 წლიდან ატარებს. “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მიზანია მხარი დაუჭიროს ისეთ საქმიანობებს, რომელიც აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას გაზარდონ და ზემოქმედება მოახდინონ განვითარების შედეგებზე. 3 წლის წინ მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, ფოკუსი მოვახდინეთ ახალგაზრდების განვითარებაზე. მიმდინარე წელს ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ თემას და მის ფარგლებში გადავწყვიტეთ კონკრეტულად იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა პირების დასაქმებაზე გაგვეკეთებინა აქცენტი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვებული პროექტები გაამართლებენ მოლოდინს და ახალგაზრდების ამ კონკრეტული ჯგუფისათვის დასაქმების ინოვაციურ მეთოდებსა და გზებს შემოგვთავაზებენ” – განაცხადა ასად ალამმა. აღსანიშნავია, რომ უკვე სამი წელია, რაც მსოფლიო ბანკი თანამშრომლობს ფონდი – “ღია საზოგადოება საქართველო” და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან, რომელთა დახმარებით მოხდა უფრო მეტი ორგანიზაციის დაფინანსება, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკის ბიუჯეტით იქნებოდა შესაძლებელი. მსოფლიო ბანკმა დააფინანსა შემდეგი ორგანიზაციები: იმერეთის რეგიონული ცენტრი, ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმების პროგრამა, არასამთავრობო ორგანიზაცია “წამი” , ტყიბულის რაიონის განვითარების ცენტრი, შიდა ქართლის სამოქალაქო განვითარების ოფისი, ასოციაცია “ქალი და ბიზნესი”, ბიზნესის განვითარების ცენტრი “კავკასია”, “ქართლი 21”, და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰედინგ ჰელფი”. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში მცირე გრანტების პროგრამას 1999 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენილი პროექტებიდან 90 პროექტი წარმატებით დაფინანსდა, რომელიც დაახლოებით 550, 000 აშშ დოლარამდე ღირებულებას შეადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/foto-150x150.jpgმალე ტელეეკრანებზე 5 ახალი, ქართული, ფილმი გამოჩნდება. პროექტი ‘’5” კინოსტუდია ‘’ სანგუკოსა” და ‘’კონტროლზეტ სტუდიოს” ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც 5 სრულმეტრაჟიან ფილმს მოიცავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sanguko.jpg itvს ლინკი
-
http://www.bbc.co.uk/birmingham/content/images/2007/01/08/2_72943425_404x320.jpg ლივერპულის მწვრთელის თანამდებობაზე მარტინ ო’ნილის შანსები ითვლება, როგორც 9/4-თან… უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით ლივერპულმა კატასტროფული სეზონის, შემდეგ ბენიტესთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. ლივერპულის მომავალი მწვრთნელის მთავარ კანდიდატად ასტონ ვილას მთავარი მწვრთნელი მარტინ ო’ნილია. ასევე განიხილება ფულემის მწვრთნელი როი ჰოდგსონი (10/3), კენი დაგლიში (5/1), გუს ჰიდინკი ( 7/1). ლივერპულის მომავალ მწვრთნელად კი მოისაზრება მარტინ ო’ნილი, ეს იქნება გუნდისთვის ხელსსაყრელი, იგი ისეთი ფეხბურთის მოყვარულია, რომელსაც ”წითლები” თამაშობენ. ასევე ნაკლებად სავარაუდოა გუნდში ევერტონის მწვრთნელი დევიდ მოიესი ვიხილოთ. დურანტ ჰეისმა Paddy power-ის წარმომადგენელმა განაცხადა: ” მთავარი კადიდატი მარტინ ო’ნილია ეს შესაძლოა იყოს დიდი სიურპრიზი იმიტომ, რომ გულშემატკივრები მსოფლიო ელიტის მწვრთნელს ელოდებიან, ნათელია, რომ ო’ნილი კარგად იცნობს ინგლისურ ფეხბურთს, ამიტომ ჩემი აზრით იგი საუკეთესო ვარიანტია ლივერპულის ახალი მწვრთნელი თანამდებობაზე.” აქვე შემოგთავაზებთ ლივერპულის მომავალი მენეჯერების შანსებს: 9/4 – მარტინ ო’ნილი. 10/3 – როი ჰოდგსონი. 5/1 – კენი დაგლიში. 7/1 – გუს ჰიდინკი. 12/1 - პელეგრინი. 16/1 – ჰიუზი. 20/1 – ვან – გაალი. 22/1 – რაიკაარდი. 25/1 – კლინსმანი. 33/1 - მარტინ ოილი. 40/1 – მაკლიში. 40/1 – დეშამი 50/1 – მაგატი. 50/1 – ერიქსონი. 50/1- ლიპი. 50/1 – ვან ბასტენი. 80/1 – მოიესი. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/elit-150x150.jpgანზორ ქოქოლაძესა და “თიბისი ბანკს” შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ბანკმა ბიზნესმენს “ელიტ ელექტრონიკსში” 55%-იანი წილი გაუყიდა. დეტალები ნახეთ დავით გოჩიაშვილისა და ივანე აბრამიშვილის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/qoqoladze.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/30290_118751784811551_100000301896777_190709_4277226_n-300x242.jpg“მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!” – ამ სახელწოდების აქცია-ბრიფინგი “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრებმა თავისუფლების ინსტიტუტის შენობასთან გამართეს . აქციას “კონსერვატიული”, “ლეიბორისტული”, პარტია “თავისუფლების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიის” ინცინდენტთან დაკავშირებით დაპატიმრებული თანამოაზრეების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარტია “თავისუფლების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, ისინი მიმართვას პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც გაუგზავნიან. `ჩვენ ასევე თხოვნით მივმართავთ პატრიარქს, რომ ჩაერიოს და დაგვეხმაროს ამ საკითხის გადაწყვეტაში. იმ ბიჭების გათავისუფლებაში, რომლებიც “თავისუფლების ინსტიტუტის” პატიმრები არიან~, – განაცხადა სადღობელაშვილმა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისივე თქმით, ისინი უახლოეს დღეებში “თავისუფლების ინსტიტუტისთვის” საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. “მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!” – ეს წარწერები აქციის მონაწილეებმა დღეს “თავისუფლების ინსტიტუტის” შენობის შესასვლელ კარზეც დატოვეს. IPN Share View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/15-advokati-siradze11-150x150.jpgსაქრთველო ეროვნული ბანკის 7-დღიან N#22 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 145 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი ერთ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 5.12%–ით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06_01/RafaPlayers0306_482x449.jpgსტივი, “ელ ნინიო” და მასკე - შესაძლოა “ინტერში” ბენიტესს გადაჰყვნენ. რაფაელ ბენიტესი გუნდიდან გაუშვეს. ეს უკვე ცნობილია და ამ ფაქტით ზოგი ქომაგი გახარებულია, ზოგი პირიქით – შეფიქრიანებული. დიდი შანსია იმისა, რომ დათხოვნილი ბენიტესი სათავეში მილანის “ინტერს” ჩაუდგეს. არახალია ის ფაქტი, რომ ფერნანდო ტორესს მოსწონდა ესპანელი მწვრთნელი და იმასაც ამბობდა, რომ თუკი ბენიტესი “ენფილდს” დატოვებდა, იგიც იმავეს გაიმეორებდა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ხავიერ მასკერანომ ცოტა ხნის წინათ უკმაყოფილება გამოთქვა ქალაქ ლივერპულში ყოფით. “ინტერში” ბენიტესის შესაძლო გადასვლას ისიც უწყობს ხელს, რომ ფაბიო კაპელომ (რომელიც, მილანური გრანდის მესვეურებს თავიანთი კლუბის მწვრთნელად ჰყავდათ შეგულიანებული) ინგლისის ნაკრებთან ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი, რამაც “ინტერს” მასზე ოცნების შანსიც არ დაუტოვა. როგორც La Gazetta Dello Sport-ი იტყობინება, რაფაელ ბენიტესს გადაწყვეტილი აქვს, რომ მასკერანო თავისთან წაიყვანოს. სტივენ ჯერარდის მომავალი მერსისაიდულ კლუბში ჯერ კიდევ გაურკვეველია, ხოლო ტორესის მილანში გადაბარგებას შესაძლოა ხელი შეუწყოს იმ ფაქტმა, თუკი “ინტერი” დიეგო მილიტოს, ან სამუელ ეტო’ოს გაყიდის (მსურველად მადრიდის “რეალი” სახელდება). Daily Mail-ი კი წერს, რომ “რეალიდან” დათხოვნილი მანუელ პელეგრინი სწორედ რაფაელ ბენიტესის შემცვლელად განიხილება. ინფორმაციის წყარო:www.Dailymail.co.uk View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/temuri9-150x150.jpg „თეთრების“ დამფუძნებელთა საბჭო დღეს შვიდ საათზე 30 მაისის არჩევნების შეფასების დისკუსიას გამართავს. „ჩვენი ხედვა და ჩვენი პოზიცია დიდად განსხვავდება „წამყვანი“ პოლიტიკური ძალების შეფასებებისაგან“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი მისი თქმით, იგი თავს მოვალედ თვლის, ქ-ნი ნინო ბურჯანაძის „მაესტროზე“ 1 ივნისის გამოსვლასთან დაკავშირებით ბრიფინგზე გამოხატოს თავისი პოზიცია. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ და ჭრილობების შედეგადად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ კანონი წლების მანძილზე ცვლილებებს განიცდიდა. ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა იყო. მთავარი ცვლილება, რომელიც კანონში 2005 წელს შევიდა, მეოთხე მუხლს შეეხო . განისაზღვრა დახმარების მიმღებების კრიტერიუმები. მოქმედი კანონის მიხედვით, დახმარებას იღებს მხოლოდ შრომისუუნარო მშობელი ,მეუღლე , შვილი და ასევე 18 წლამდე ასაკის შვილი. (კანონის სახელი წერია ზემოთ და ამიტომ აქ აღარ არის საჭირო მითითება) დახმარება კი, რომელიც სახელმწიფოსგან ერგებათ დაღუპულთა ოჯახის ამ კრიტერიუმებში მოხვედრილ წევრებს, 55 ლარია. „თუ კომპენსაციის ხაზით არის, (კანონი სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ) მაშინ ყველაზე ინდივიდუალურია, დავუშვათ იყო ოფიცერი, ეს ოფიცერი რაღაც თანხას იღებდა და იმ თანხიდან არის ფორმულა გამოსაყვანი, თუ რიგითზეა საუბარი, ეს არის 55 ლარი. ოჯახის წევრებზე ყველასთვის 55 ლარია“,–ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის მთავარი სპეციალისტის, დაზმირ ჯოჯუა. მისი თქმით, ეს თანხა შეიძლება იყოს ასი ლარი ან უფრო მეტი, გამოთვლა ფორმულის მიხედვით ხდება, რომელიც გარდაცვლილის სიცოცხლეში არსებულ ხელფასზეა დამოკიდებული. 1999 წელს მიღებული კანონის თანახმად, დახმარება გაიცემოდა მშობლებზე (მიუხედავად ასაკისა), მეუღლეებზე (რომლებიც მეორედ არ დაქორწინებულან), არასრულწლოვან, აგრეთვე, მოსწავლე და სტუდენტ შვილებზე, ასევე, ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული პირის კმაყოფაზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. დაღუპულთა ოჯახის სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული პუნქტებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. შეღავათები, რომლითაც 2005 წლამდე სარგებლობდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონი 2005 წელს. მაგალითად, თუ 1999 წლის კანონის მიხედით, დახმარებათა ჩამონათვალი 22 პუნქტს აღწევდა, ცვლილების მიხედვით, რაოდენობა 4–მდე დავიდა. ამ დროისთვის რამდენიმე მოქმედი დებულებაა: სახელმწიფოს მიერ დაღუპულის გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯების გაღება, პენსიის უზრუნველყოფა, გადასახადებისთვის გამოყოფილი 44– ლარიანი დანამატი. 44– ლარიანი დანამატი 2007 წელს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. მანამდე ოჯახი თავისუფლდებოდა საყოფაცხოვრებო–კომუნალური გადასახადისგან, ელექტროენერგიის შემთხვევაში კი– ზამთრის სეზონზე (ნოემბერი–მარტი)250კვ.მ სთ თვეში, ხოლო ზაფხულში 150 კვ,მ იყო უფასო. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ამოიღეს ისეთი შეღავათები ,როგორებიც ოჯახის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სამედიცინო–სანიტარული მკურნალობა, ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი პირობები, სამუშაოზე შემცირებისას პირის უპირატესობაში ყოფნა, მიუხედავად მისი სტაჟისა, მიწის გადასახადისგან გათავისუფლება და სხვა. გულრიფშის რაიონიდან დევნილ სამი შვილის დედას, მანანა კეთილაძეს, მეუღლე აფხაზეთის ომში დაეღუპა. ის ამბობს, რომ იმ დროის მანძილზე, რაც ოჯახით თბილისში ჩამოვიდა, სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია. „შევარდნაძის დროს 500 დოლარი მომთხოვეს, ჩემი კუთვნილი პენსია რომ ამეღო, 45 ლარი იყო თვიურად, მაგრამ სად მქონდა მე ის ფული. ახალი ხელისუფლების პირობებშიც არავითარი დახმარება არ მიმიღია. პედაგოგი ქალი 24 საათი ბაზარში ვიდექი, რომ ჩემი შვილები მერჩინა“,–ამბობს მანანა კეთილაძე. მისგან განსხვავებით, სახელმწიფოსგან 2005 წლის ჩათვლით დახმარებას იღებდა და სოციალური შეღავათებით სარგებლობდა გუდაუთადან დევნილი ეთერ ჭელიძე,რომელსაც შვილი დაეღუპა აფხაზეთის ომში. ის ახლა მხოლოდ მისი ასაკისთვის კუთვნილ პენსიას იღებს. გაზეთ „კვირის პალიტრას“ აგვისტოს ომში დაღუპული შვილის რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა. როგორც გაზეთი წერს, პენსიის დანიშვნა მათ სახელმწიფოს სთხოვეს, თუმცა საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსგან პასუხი მიიღეს, რომ კანონის თანახმად, პენსია აღნიშნულ პირებს არ დაენიშნებოდათ. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში 339 სამხედრო პირი დაიღუპა, 15 კი უგზო–უკვლოდ დაიკარა. აფხაზეთის ოში კი დაახლოებით 3000 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ნარინჯისფერთა სიმპატიური გუნდი როგორც ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ–ერთ ფავორიტად ითვლება იხილეთ fanebi.com
-
ბუნდესგუნდი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება იხილეთ fanebi.com
-
"სკუადრა აძურა" მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისში იხილეთ fanebi.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/objective_curves_007.JPGჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რია წერილს უგზავნის. “ობიექტივის” მიერ გავრცელებულ წერილს, “ჯეოტპნიუსი” უცვლელად გთავაზობთ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2010 წლის 26 მაისს ჩვენი ორგანიზაციების წარმომდგენლებმა (ირმა ინაშვილი, ნინო ცხოიძე, ნანა კაკაბაძე, ირაკლი კორძაია, ბონდო მძინარაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი) ფრანგი კოლეგების (ორგანიზაცია “ჟურნალისტები- ჟურნალისტებისათვის”) მიწვევით ბრიუსელში, სასტურმო “ქროუნ პლაზაში” გამართეს 8 დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია (”ქალაქში მკვლელია”, “6 მაისი”, “დემოკრატიის გისოსები”, “ჩიხი”, “ტყვიის გარეშე”, “საქართველო არის ესე”, “შეთქმულების მისტერია”, “15 ივნისის დარბევა”). აღნიშნული ფილმები განეკუთვნება საგამოძიებო, დოკუმენტური ჟურნალისტიკის ჟანრს და ასახავენ საქართველოში 2004-2010 წლებში სააკაშვილის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები. ფილმების ჩვენებამდე საქართველოს კონსულმა ბენელუქსის ქვეყნებში ქალბატონმა მაია ბართაიამ გაავრცელა შემდეგი შინაარსის მოწოდება: “დღეს, ბრიუსელში, სასტუმრო “ქროუნ პლაზაში” 15-დან 19 საათამდე დაგეგმილია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის საელჩოს მიერ. მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავოთ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისაგან. საქართველო საელჩოსა და ქართული დიასპორის სახელით, მაია ბართაია.” ამ მოწოდების გავრცელების ფაქტი ქალბატონმა კონსულმა ვიდეოკამერის წინ აღიარა. (იხილეთ WWW.OBIEKTIVI.NET). ჩვენ და ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა გავაპროტესტეთ ეს აღმაშფოთებელი ქმედება და ვამზადებთ შესაბამის სარჩელს, როგორც თბილისში, ასევე ბრიუსელში. 2010 წლის 1 ივნისს, გვქონდა ბედნიერება, გავცნობოდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარს, ამ მოვლენებთან დაკავშირებით. კომენტარი ვიხილეთ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ვებ-გვერდზე. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ გუშინ, 2010 წლის 2 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის საერთოდ არ გაცნობია “ობიექტივის” მიერ საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტურ ვიდეომასალას, ანუ კომენტარი გააკეთეს, ხოლო ჩვენს მიერ წამოდგენილ მტკიცებულებებს კი, არ იცნობენ (?!), რაც თავისთავად ამ სამსახურისა და მისი ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობაზე, არაპროფესიონალიზმსა და მიკერძოებულობაზე მიგვანიშნებს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარი ჩვენი დისკრედიტაციის მიზნით ბრიუსელში გავრცელებული დეზინფორმაციის ლოგიკური გაგრძელებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა და, უბრალოდ, უსინდისო ტყულია. კომენტარი სტილისტურად და აზრობრივად გაუმართავია, ზოგიერთი წინადადების ლოგიკას, ძალიანაც რომ მოისურვო, ვერ ჩასწვდები. ამასთან, არ არის ცნობილი ამ კომენტარზე პასუხისმგებელი პირის ვინაობაც. მიუხედავად ამისა, ამ “შემოქმედებას” უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. ინკოგნიტო კომენტატორი პირველი აბზაციდანვე გვაუწყებს: “26 მაისს, საქართველოს საელჩოს ბელგიაში დაუკავშირდა ბრიუსელში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი, რომელმაც საელჩოს აცნობა, რომ 25 მაისს დაესწრო ღონისძიებას, რომელზეც მიპატიჟებული იქნა ბელგიაში საქართველოს დიასპორული ორგანიზაციის ოფიციალური დაფუძნების მიზნით. 25 მაისის ღონისძიებაზე მისულმა ქართველმა სტუმრებმა აღმოაჩინეს, რომ ბელგიაში არსებული არც ერთი დიასპორული ჯგუფის წარმომადგენელი შეხვედრაში არ მონაწილეობდა, მაგრამ მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი რუსეთის საელჩოს თანამშრომლები – საელჩოს ინფორმაციით, დაახლოებით 35 ადამიანი, რომლებიც დამსწრე სტუმრების შესახებ ინფორმაციას (მათ შორის ფოტო–მასალას) აგროვებდნენ. შეხვედრა საპროტესტო აქციის ხასიათს ატარებდა და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული .” ეს ღრმა ნააზრევი, პირველ რიგში, საბჭოთა დროს გვაგონებს, როცა ინკოგნიტო მშრომელთა მოთხოვნით, უდანაშაულო ადამიანებისთვის განაჩენი გამოჰქონდათ. დღეს კი, როდესაც უცხოეთში ჩვენი საელჩოები ათასობით ჩვენივე თანამოქალაქის მიმართვებს უყურადღებოდ და უპასუხოდ სტოვებენ, გასაოცარია, რომ სწორედ ინკოგნიტო ქართველის შეტყობინებას დაუთმეს ეგზომ დიდი ყურადღება პირადად კონსულმა და ელჩმა. ჩვენთვის უცნობია, თუ რა ღონისძიებას დაესწრო ბრიუსელში საქართველოს საელჩოს ინკოგნიტო ინფორმატორი და, საერთოდ, დაესწრო, თუ არა იგი რაიმე ღონისძიებას, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ჩვენ 2010 წლის 25 მაისს არ ვმონაწილეობდით ინკოგნიტო ინფორმატორის მიერ ასე ხატოვნად აღწერილ ღონისძიებაში და ამგვარი ღონისძიების თაობაზედ არაფერი ვიცით. ისე, ბრიუსელში ათასობით რუსი ყოველდღე ათასობით შეხვედრას მართავს. ისევე როგორც პოლონელები, ესპანელები, თუ პორტუგალიელები და ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი ჰქონდა, ან აქვს ასეთი ტიპის შეხვედრებს ჩვენთან. თუმცა ნათქვამია: “მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო”. გასაკვირია, რატომ “დაავიწყდა” საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ინკოგნიტო კომენტატორს, რომ ელჩმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან საუბარში აღიარა, თურმე, საელჩოს ჩვენი ღონისძიება სხვა ღონისძიებაში აერია და ბრიუსელის თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიაში საჯაროდ ბოდიშის მოიხდას დაპირდა, რაც რა თქმა უნდა, არ შეასრულა. კომენტარის მეორე აბზაცში ჩამოყალიბებულ “ღრმა მოსაზრებას” ვერ ჩავწვდით. ციტატა: “შეცდომაში შეყვანილმა საქართველოს მოქლაქეებმა 25 მაისის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი დაუკავშირდნენ საელჩოს და მიმართეს თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს საქმის კურსში ჩაეყენებინა ბელგიაში მცხოვრები ქართველები, რომ 26 მაისს არ იგეგმებოდა მათი მიწვევა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე, რადგან 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე, ქართველებს, სწორედ, როგორც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ისე ეპატიჟებოდნენ, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს.” უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% დამკარგველი ხელისუფლება, ინკოგნიტო კომენტატორის საშუალებით, გვარიგებს: 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უნდა დაესწროთ და არა აქა-იქ იხეტიალოთო. კომენტარის დანარჩენი აბზაცების ციტირება საჭიროდ არ მიგვაჩნია, მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია განვაცხადოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარში „ბელგიაში ქართველთა კავშირი“ მოიხსენიება, ხან არარსებულ ორგანიზაციად, ხან – ორგანიზაციად, რომელიც რეალურად არ მოქმედებს, ხან ორგანიზაციად, რომელსაც, თურმე, დიასპორის სახელით მოქმედების უფლება არ გააჩნია. სინამდვილეში კი, ამ წლის თებერვლიდან დღემდე, ორგანიზაციას „ბელგიაში ქართველთა კავშირი“ ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, სწორედაც რომ რეალური და არა ვირტუალური აქციები აქვს ჩატარებული, ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად. ამის შესახებ სიუჟეტები ტელეკომპანია „მაესტროთიც“ გადაიცა და ინტერნეტ-სივრცეშიცაა განთავსებული. რაც შეეხება იმას, თუ ვის რისი უფლება აქვს – აქ საელჩო არ ღალატობს სააკაშვილის რეჟიმს, რომელმაც ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებას ყველაფრის, მათ შორის სიცოცხლის უფლებაც წაართვა. კვლავ აღვნიშნავთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარი ჩვენი დისკრედიტაციის მიზნით ბრიუსელში გავრცელებული დეზინფორმაციის ლოგიკური გაგრძელებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა და უბრალოდ, უსინდისო ტყულია. საინიციატოვო ჯგუფის სახელით, ჟურნალისტთა კავშირის “ობიექტივი” თბილისი, 2010 წლის 3 ივნისი Share View the full article