Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. აშშ-ში ევროპული ფეხბურთი არც ისე პოპულარული სპორტის სახეობაა , მაგრამ მიუხედავად ამისა ფილმის გმირის აბოდებს ფეხბურტი და ნატრულობს ზიდანის და ბეკხემის პოპულარობაზე ... View the full article
  2. ძაან სასაცილო კომედია .. მდიდარი ოჯახიდან იტაცებენ ჩვილს, რომელსაც ძალიან უყვარს წიგნი ნახატებით პაწაწინა ბავშვზე სახელად ბუ. ბოროტმოქმედები უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვენ, მაგრამ პაწაწინას უიღბლო გამტაცებლები დაკარგავენ... ბუმ ისინი გააცურა და მოახერხა ხოხვით გადამალულიყო. შემდეგ უამრავი სასაცილო თავგადასავლები მოდის... View the full article
  3. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/11.jpgუქმეები ბათუმში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. ორგანიზებულ სემინარზე გავატარე. ტრენინგის თემა – “ტოლერანტობის კულტურა მედიაში” იყო. სემინარზე, მედიაში უმცირესობათა წარმოჩენის, ჟურნალისტური ეთიკის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხები ექსპერტებთან, ნინო დანელიასთან, ქეთევან მსხილაძესთან, ეკა აღდგომელაშვილთან, თამარ ხორბალაძესთან, ლაშა ბუღაძესთან და ომბუდსმენის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელთან, ბექა მინდიაშვილთან ერთად განვიხილეთ. თემა საინტერესო და აქტუალური იყო. განსაკუთრებით მაისში განვითარებული მოვლების ფონზე, რომელიც ახალგაზრდა, პერსპექტიული მწერლის ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებულის “საიდულმო სირობის“ პრეზენტაციას მოჰყვა. ყველას კარგად გვახსოვს ის საყოველთაო ისტერია, რომელიც ერთისმხრივ მართლმადიდებლობას ამოფარებულმა ორგანიზაციებმა, (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა და სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ) მეორესმხრივ კი, “მიმტევებელმა” მრევლმა მოაწყო თბილისში. “თქვენ ქვეყნის მოღალატეები ხართ!” “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევით!” “წაეთრიერთ ამ ქვეყნიდან!” “თქვენ ქართველები არ ხართ!” ‘ყველაფერს ძმრად ამოგადენთ ცხვირში, ქართველი ერის გარყვნას არ გაპატიებთ!” “თქვენ ჰყიდით საქართველოს, ადამიანობას, ღირსებას!” ასე ფიქრობს XXI –ე საუკუნის საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც მზად არიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები „ქრისტეს სახელით“ წარბშეუხრელად ჩაქოლონ, რის კლასიკურ მაგალითადაც შეიძლება განვიხილოთ ერეკლე დეისაძე. დეისაძის მიმართ შეურაცმყოფელი ფრაზებს, დღემდე ვკითხულობ სხვადასხვა ჟურნალ – გაზეთებსა თუ სოციალურ ქსელში. მიუხედავათ იმისა, რომ ახალგაზრდა მწერალთან პირადი ნაცნობობა არ მაკავშირებდა, მის მიმართ უარყოფითი განწყობა არასდროს მქონია, მისი მოტხრობების მიხედვით, ერეკლეს განათლებულ ადამიანად მივიჩნევდი, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ********** ეკო ბათუმში მიმდინარე სემინარზე გავიცანი. სესიის დასრულების შემდე, სასტუმროს ფოიეში მრგვალ მაგიდას შემოვუსხედით და ბოლო პერიოდში მომხდარი ამბები განვიხილეთ. ჩემი და ერეკლე დეისაძის დიალოგი, რამდენიმე საათი გაგრძელდა. ძირითად ის საუბრობდა, ასაკთან შედარებით, საკმაოდ დახვეწილი და განათლებული ადამიანია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათშორის მეც ერეკლე დეისაძე წიგნ „საიდუმლო სირობის“ მეშვეობით გავიცანით, მე მისი მოთხრობები მომწონს, არანაკლებ მომეწონა ეკოს გადაღებული საკურსო ფილმი – , მაგრამ როდესაც საკუთარი მუსიკა მომასმენინა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანის პირისპირ ვიჯექი. ეკო ამჟამად ორ მოთხრობაზე მუშაობს. ორივეს შინაარსი გამიმხილა, საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური სიუჟეტებია, მოქმედება მომავლის საქართველოში ხდება. ვფიქრობ, ახლი წიგნით დეისაძე ახალ მწვერვალებს დაიპყრობს. მან ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებისგან. პროგრესულად აზროვნებს და გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ეკოს მსგავსად რომ ფიქრობდეს, ჩვენ ნამდვილად შევძლებდით თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენებას. *********** მე და ეკომ, მეგობრობის ნიშნად რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, რომელიც ჯერ კიდევ ბათუმში ყოფნისას გამოვაქვეყნე. თბილისში ჩამოსულს კი, “Facebook” -ში“ წერილი დამხვდა. – “ვეცადე საჯაროდ არ დამედო ჩემი შენიშვნა: ეკერმანის შეხვედრა გოეთესთან. იმედი მაქვს, საუბრების შინაარსსაც გაგვაცნობ და ამ შეხვედრას არ დატოვებ მხოლოდ ეპატაჯის დონეზე“, – მწერდა საზოგადეობისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტი. რადგან ჩემი და ერეკლე დეისაძის, არასაიდუმლო შეხვედრა მაინც მეგობრულ ხასიათს ატარებდა, რბილად რომ ვთქვა არაკორექტული იქნება ჩვენი საუბრის „სინქრონში“ გამოქვეყნება, მაგრამ ერთ საინტერესო დეტალს მაინც გაგიზიაერებთ. ერეკლე დეისაძე მუსიკოსის და მწერლის გარდა, პუბლიკასთან პორნო რეჟისორის ამპლუაში უახლოეს პერიოდში წარსდგება. რომან ქევხიშვილი Share View the full article
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg რობერტ კაგანი ყველა ადმინისტრაციას საგარეო–პოლიტიკურ ფრონტზე ჰქონია როგორც აღმასვლები, ასევე დაღმასვლებიც; ობამას ადმინისტრაცია ისეთი თვის ბოლოს, როგორიც ეს თვე იყო ქებას იმსახურებს. ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტ ობამას მთავარი სვლა, რა თქმა უნდა, ავღანეთში შეიარაღებული ძალების მეთაურად დევიდ პეტრიუსის დანიშვნა იყო. ეს გადაწყვეტილება ასახავს ობამას მზადყოფნას გაიმარჯვოს ავღანეთის ომში, მიუხედავად ყველა იმ ბრძენისა, რომლებიც, ჩვენი ბრძენების მსგავსად, გუნდურად სთხოვენ მას უკან დახევას. რეგიონის იმ მოღვაწეთაგან, რომლებსაც 2011 წლის ივლისში სიტუაციისგან დამოუკიდებლად, ამერიკელების მხრიდან ქვეყნის დატოვების იმედი ჰქონდათ, შეუძლიათ საკუთარი გეგმები მშვიდად მომავლისთვის გადადონ. ეს თარიღი ხომ რეალური არც არასდროს ყოფილა, და იმის შანსი, რომ პეტრიუსი ვადამდელ უკანდახევაზე დათანხმდება ან რომ მას სიტუაციის გათვალისწინების გარეშე ამას უბრძანებენ, ძალიან მცირეა. მეორე გამარჯვება ირანთან დაკავშირებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაა. რა თქმა უნდა, რეზოლუცია ძალიან მსუბუქია, ჩინეთმა და რუსეთმა ის ძალიან შეასუსტეს. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციამ შეალამაზა ის კომპრომისი, რომელზეც რუსეთი დათანხმდა. მაგრამ რეზოლუცია სახეზეა და დაგვიანებაც უმნიშვნელო გახლდათ, ხოლო ევროპელებმა და სხვებმა მისი მიღების შემდეგ საკუთარი, დამატებითი სანქციები შემოიღეს. ხელს შეუშლის ეს ირანის მიერ ატომური ბომბის მომზადებას? ვერ შეუშლის. მაგრამ ახლა თეირანის რეჟიმი უფრო აქტიურ ზეწოლას განიცდის, რაც შეძლება ირანის იმ მცხოვრებლებს დაეხმაროს, რომლებიც მმართველობის ახალი ფორმისთვის ბრძოლას ბედავენ. ხოლო ის, რომ თურქებმა და ბრაზილიელებმა ხმა სანქციების წინააღმდეგ მისცეს, მათი პროირანული დიპლომატიური კურისის გამო, მსოფლიოს ნორმალური ქვეყნების თვალში მხოლოდ მათი მთავრობების დისკრედიტაციას ახდენს: რუსეთმა და ჩინეთმაც კი მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, და მათ – არა. საუბარი იმის შესახებ, თითქოს მათი ქმედებები ამ ქვეყნების მსოფლიო სახელმწიფოების სიმაღლეზე ასვლას ნიშნავდეს, უბრალოდ არასერიოზულია. თუკი რაიმე მართლაც შეიცვალა, მხოლოდ უარესობისკენ – ისინი მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან პატივისცემას კიდევ უფრო დაშორდნენ. ბრაზილიელი ლუის ინასიო ლულა დე სილვა ბრიყვულად და არაკომპეტენტურად გამოიყურებოდა, ხოლო პრემიერ–მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უბრალოდ კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ თურქეთი – ნატოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომლისთვისაც ირანი და სირია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი საკუთარი მოკავშირეები. ყოჩაღ, ვერაფერს იტყვი. მაგრამ ჩვენმა ადმინისტრაციამ თავი აქაც კარგად წარმოაჩინა. ჯიმი კარტერი, ალბათ, თურქებს და ბრაზილიელებს აპლოდისმენტებით შეხვდებოდა. ისეთი ადმინისტრაცია, რომლისთვისაც ირანთან კონფლიქტის თავიდან აცილება მთავარი იქნებოდა, შეიძლება მათი პოზიციისთვის ჩუმად მხარიც კი დაეჭირა. მაგრამ ჩვენმა ადმინისტრაციამ ჰილარი კლინტონის მეთაურობით მათ საკადრისი პასუხი გასცა, ასე რომ ისინი მიხვდნენ – დიდების თამაშში თამაში ჯერ ნაადრევია. მეტიც, თურქეთის საქციელი, აშშ–სთან და მის ალიანსელ მოკავშირეებთან ურთიერთობისთვის საზიანოდ შეფასდა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ფილიპ გორდონმა გასულ კვირაში გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ თურქეთის ქმედებებმა მისი „ორიენტაცია“ ეჭვქვეშ დააყენა და „ართულებს შეერთებული შტატების მხრიდან ისეთი ინიციტივის მხარდაჭერას, რომელსაც თურქეთი მოისურვებდა, რომ ჩვენ მხარი დაგვეჭირა“. და ეს აბსოლუტურად მართალია. ადმინისტრაციის დამოკიდებულებას იაპონიის მიმართ კეთილგანწყობილს ვერ დავარქმევთ, სამაგიეროდ ის ქმედითია. ივნისში იაპონიის პრემიერ–მინისტრ იუკიო ჰატოიამას გადადგომა, ოკინავაზე ამერიკული ბაზის ირგვლივ დისკუსიაში არასწორი პოზიციის დაკავებას მოჰყვა და ზოგადად – მის მცდელობას კურსი აეღო არამხოლოდ აშშ–ზე, არამედ, თანაბარწილად, ჩინეთზეც. ობამას ადმინისტრაცია შეუპოვარი, მაგრამ დიალოგისთვის ღია გახლდათ, რის შედეგადაც იაპონელებმა აშშ–სთან თავიანთი კავშირისადმი ერთგულება ხელახლა დაადასტურეს. პირველ რიგში ეს იმას უკავშირდება, რომ იაპონელებს ჩინელების ეშინიათ, მაგრამ ადმინისტრაციას მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რომ იაპონელებს ის სწორი მიმართულების არჩევაში დაეხმარა. შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ ხელახლა დაადასტურა სამხრეთ კორეასთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმებისთვის მზადყოფნა. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ არაერთხელ წარმოთქვა ცარიელი სიტყვები აშშ–ს აზიაში „დაბრუნების“ შესახებ, ეს ამ მხრივ პირველ რეალურ საქმედ უნდა იქცეს. თუკი მოხერხდება კონგრესის იმაში დარწმუნება, რომ მათ დოკუმენტის რატიფიკაცია უნდა მოახდინონ (ხოლო მთავარ დაბრკოლებას ამ გაზაზე ის პარტია წარმოადგენს, რომლის წევრიც ობამაა), ეს ერთგვარი კომპენსაცია გახდება ადმინისტრაციის დიდწილად გადამეტებული და უნაყოფო მცდელობებისა – ჩინეთი აზიაში აშშ–ს პოლიტიკის ქვაკუთხედად ექცია. და ბოლოს, რაც შეეხება იმ საკითხს, რომელშიც ადმინისტრაციამ ყველაზე მეტი სისუსტე გამოავლინა, წინსვლის ნიშნები აქაც იგრძნობა. გასული კვირის ჰამბურგერებისა და მხიარული საუბრის მიუხედავად, ადმინისტრაციამ მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, რომ არსებობს ერთი სფერო, რომელშის აშშ–ს და რუსეთს შორის გადაულახავი წინააღმდეგობაა, და ეს სფერო – საქართველოა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ და დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულ დოკუმენტში „“გადატვირთვის“ სტატისტიკა“ ნათქვამია, რომ „ობამას ადმინისტრაციას საქართველოს გამო რუსეთის მთავრობასთან ძველებურად სერიოზული უთანხმოება აქვს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“. სიტყვის „ოკუპაცია“ გამოყენება მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციას ეს საკითხი თაროზე სულაც არ შემოუდია. შესაძლოა ობამას ესმის, რომ მის მიერ ჩაფიქრებული „გადატვირთვა“ ვერასდროს გახდება მისთვის წარმატებული, ვიდრე რუსეთის არმია მეზობლების ოკუპაციას განაგრძობს. ბევრია კი საგარეო და თავდაცვით პოლიტიკაში ისეთი საკითხი, რისთვისაც ადმინისტრაცია კრიტიკის ღირსია? რა თქმა უნდა, და მომავალშიც ასე იქნება. მაგრამ თვე კარგი გამოდგა. ჯერ–ჯერობით ადმინისტრაცია მილოცვებს იმსახურებს იმისთვის, რომ მან შეძლო ბევრი საკითხის სწორად გადაწყვეტა. ორიგინალი ორიგინალი
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი პირობას სდებს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში საზოგადოების მოსაზრებები მეორე მოსმენამდე მაქსიმალურად… ლინკი მედიანიუსზე
  6. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებით კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ დრეს პარლამენტის რიგგარეშე… ლინკი მედიანიუსზე
  7. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას სასამართლო პროცესი 12 ივლისს დასრულდება. როგორც `მედიანიუსს” ვახტანგ მაისაიას… ლინკი მედიანიუსზე
  8. საპატიმროში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცოტნე გამსახურდია გლდანის ციხის იმ თანამშრომელთა სიას აქვეყნებს, რომლებსაც ის პატიმრების მიმართ… ლინკი მედიანიუსზე
  9. ვისაც როკი უყვარს ფილმი მაგათთვის არის . ეს ფილმო ეძღვნება ლეგენდარულ ამერიკელ როკის მომჭერალ ქალს ჯოანნ ჯეტტს. ფილმში ასახულია მომღერლის კარიერის დასაჭყისი როდესაც იგი იყო სოლისტი ქალთა როკ ჯგუფ «The Runaways». ფილმში უამრავი დღეს დღეობითაც ძაან პოპულარული სიმღერებია ორიგინალ შესრულებით. View the full article
×
×
  • შექმენი...