Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევენთ მურათ… ლინკი მედიანიუსზე
  2. 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებული 36 421 აბიტურიენტის არჩევანით პირველ რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებლად ივანე ჯავახიშვილის სახელობის… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://i.thisislondon.co.uk/i/pix/2009/03/hangeland-415x275.jpg“ფულემის” ყოფილ მწვრთნელს, ასევე ყოფილი შეგირდის “ლივერპულში” გამოყოლება სურს. ეს ფეხბურთელი 29 წლის ნორვეგიელი ცენტრალური მცველი, ბრედ ჰანგელანდია. როის თავდაპირველად მეკარის მწვრთნელის წამოყვანა სურდა, მაგრამ რაც ფეხბურთელებზე გადაერთო და სტივისა და ტორესის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი, თანაშემწეს თავი დაანება და მცველზე დაიწყო ფიქრი. მისით ასევე ტაინტერესებულები არიან “მეთოფეები”, თუმცა როი დარწმუნებულია, რომ £7 მილიონად ის “ლივერპულელად” გახდის. წყარო: clubcall.com/Liverpool View the full article
  4. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების“ საჩივარი წარმოებაში განსახილველად მიიღო. საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დარეგისტრირებულია ნომრით 18135/10, სახელით– „ღურჭუმალიძე საქართველოს წინააღმდეგ.“ მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე–პრეზიდენტმა მაია ლიპარტელიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ: „სახელმწიფოს მხრიდან პროფკავშირების მიმართ დაირღვა „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ 87–ე და 98–ე კონვენციები. ასევე, „ადამაიანის უფლებათა ევროპული კონვენცია,“ რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის რატიფიცირებული. ასევე, დაირღვა „ევროპის სოციალური ქარტია,“ რომელიც პროფკავშირების უფლებებს ეხება.“ მასწავლებელთა პროფკავშირმა ევროსასამართლოს პირველად 2010 წლის 25 მარტს წარუდგინა საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ. პროფკავშირებში ამბობენ, რომ საქმე აღიძრა თბილისის მე–10 სკოლის დირექტორის ბელა ხუბუტიას მიერ მასწავლებელთა პროფკავშირის წარმომადგენლებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის საფუძველზე. მაია ლიპარტელიანის განცხადებით, ბელა ხუბუტიამ განათლების სამინისტროს მითითებით პროფკავშირის წარმომადგენლები თავის წევრებთან შეხვედრაზე არ შეუშვა. მისივე თქმით, პროფკავშირებმა სტრასბურგის სასამართლოს ადგილობრივ ინსტანციებში გასაჩივრების შემდეგ მიმართეს „პირველ ეტაპზე გავასაჩივრეთ განათლების სამინისტროში, რადგან ზემდგომი ორგანოა. სამინისტრომ, რა თქმა უნდა, არ დაადასტურა ეს ფაქტი. შემდეგ გავასაჩივრეთ სასამართლოში, ამოვწურეთ ყველა ინსტანცია და ამის შემდეგ მივმართეთ ევროპის სასამართლოს“, - ამბობს ხუბუტია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია გამართა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე… ლინკი მედიანიუსზე
  6. პროკურორები სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს ეცნობიან. ტრენინგები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და იუსტიციის სასწავლო ცენტრის… ლინკი მედიანიუსზე
  7. დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.… ლინკი მედიანიუსზე
  8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მაიკროსოფტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პროგრამა “პარტნიორები განათლებაში” ლიდერმა… ლინკი მედიანიუსზე
  9. 1 ივლისს`სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს~ შენობაში მასის ეტალონური ლაბორატორიის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას… ლინკი მედიანიუსზე
  10. http://a.pix.ge/m/d042z.jpgროი 24 საათის განმავლობაში ოფიციალურად დაინიშნება “ლივერპულის” მთავარი მენეჯერის პოსტზე. მის გეგმაში 5 მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი. ეს 5 საკითხი ახლა “ლივერპულისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემურია, თუ როი ამ ყველაფერს წარმატებით მალევე გაართმევს თავს, გულშემატკივრების სიყვარულსაც მალევე დაიმსახურებს. 1) ფერნანდო ტორესისა და სტივენ ჯერარდის საგაზე წერტილის დასმა. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდეც კი უკვე იწერებოდა პრესაში, რომ სტივენ ჯერარდსა და ფერნანდო ტორესზე დიდი მოთხოვნები იყო. ფანჯრის გახსნის შემდეგ კი ბევრმაც დაწერა, რომ თითქმის უკვე ხელიც კი მოაწერეს “ენფილდის” გმირებმა კლუბის დატოვებაზე. როის პირველი მიზანია, ბოლო მოუღოს ამ ამბავს და ყოველგვარი შემოთავაზება გააუქმოს. სტივენ ჯერარდი – მისით მაურინიო იმდენად დაინტერესდა, რომ პირველ სამიზნედაც დაასახელა ახალი კლუბისთვის. ბოლო პერიოდში მადრიდის “რეალი” რატომღაც £20 მილიონზე მეტს ვერ იმეტებს, “წითლების” გუნდის ხელმძღვანელობა კი თითქმის ორმაგ ფასს (35 მილიონს) ითხოვს. ფერნანდო ტორესი – 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც უკვე ყველა კლუბისთვის საოცნებოდ იქცა. მისი მონაცემები ყველას აოცებს. ის ახლა მსოფლიო ჩემპინატზე ასპარეზობს და ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ კლუბში მიიწვიოს. 2) გაიყიდოს მასკერანო, რაც შეიძლება ძვირად. მასკერანო აგერ უკვე ორი წელია, რაც მის ბედ-იღბალს შესჩივის და კლუბის დატოვებაზე ოცნებობს, მისმა ცოლმა ხომ ინგლისური არ იცის, თანაც არც თვითონ ჰყავს მეზობლად ბევრი არგენტინელი და საკმაოდ განიცდის ამას. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მხოლოდ მისი, შეიძლება ითქვას “მოკლე ტვინიდან” წარმოქმნილი ვითომდა იმის მიზეზია, რატომაც აღარ სურს “ლივერპულში” დარჩენა. რაფა მას ადვილად უმკლავდებოდა მისი განთქმული “ჰიპნოზით”. ახლა, მას უკვე ვეღარავინ შეაჩერებს, ხოლო თუ მოხდა ისე, რომ არავინ ისურვა არგენტინის “დიდი” კაპიტანი, ენფილდზე მოტივაციაგანულებულ ხავიერს ვიხილავთ. “ლივერპული” მასში მინიმუმ £20 მილიონს ითხოვს. 3) ახალგაზრდების გადარჩევა, დახარისხება. ბენიტესმა მის 6 წლიან კარიერაში ბევრი კარგი რამ გაუკეთა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც გადმიყვანა აკადემიიდან ძირითად გუნდში. თუმცა ბევრი შეცდომაც დაუშვა (ნაგულისხმებია ნგოგი http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ). როი ჰოჯსონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ შეავსოს აკადემია. ეს ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს – ასე შეაფასა მან. ახალი ბოსი შეზღუდული სატრანსფერო ფინანდების გამო, დაეყრდნობა ნაწილობრივ ახალგაზრდა ტალანტურ ფეხბურთელებს… 4) წლის ბიუჯეტის განმტკიცება, სწორი მართვა. ბიუჯეტის განტმკიცებაში ჰოჯსონი მთავარ გასაღებად ახალგაზრდა ფეხბურთელებს თვლის. მისი პირველი არჩეული ფეხბურთელი მარცხენა მცველი იქნება (ფაბიო აურელიოს წასვლის გამო). შემდეგ იფიქრებს გამოცდილ, კვალიფიციურ თავდამსხმელზე. მას შემდეგ კი ნახევარმცველზე, რომელიც შეძლებს ხიდის გაკეთებას დაცვასა და თავდასხმას შორის (მახსენდება ალონსო), გააკეთოს მათ შორის სწორი გადაცემები. ფეხბურთელების მოსაზიდად ის გამოიყენებს კლუბის სახელს, რომელიც ასოცირდება დიდებასთან. 5) აქტის, როგორც ხიდის დადება ფანებსა და მფლობელებს შორის. ფანებსა და ამერიკელ მფლობელებს შორის რომ დაძაბული სიტუაციაა, ახალი არავისთვის არაა. ბოლო პერიოდში ინგლისელმა ფანებმა მოაწყვეს გამოსვლები, სადაც ამერიკის დროშები დაწვეს. ბენიტესი ვერ გაუმკლავდა ამ პუნქტს და დატოვა კიდეც კლუბი… როი ჰოჯსონი ბევრად უფრო დიპლომატიური ხასიათის პიროვნებაა. მას წარსულშიც ხშირად ჰქონია მსგავსი შემთხვევები და ყველაფერი წარმატებულად, შერიგებით დაუსრულებია. მას აღიქვანემ, როგორც დასაწყისს “ენფილდის სიმშვიდისა”. კლუბის ისტორიაში ის შევა როგორც კარგი კომუნიკაციის მქონე მწვრთნელი … წყარო: Goal.com Note: There is a poll embedded within this post, please visit the site to participate in this post's poll. View the full article
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/reestri-150x150.jpgიუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი მომხმარებელთა მომსახურების გამარტივებას აგრძელებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/rees.jpg itvს ლინკი
  12. მოგეხსენებათ, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ცოტა ხნის წინ სანკტ–პეტერბურგის "ზენიტში" სინჯებზე გახლდათ. თუმცა როგორც ჩანს, რუსული ვარიანტი ჩაიშალა, რადგან გუშინ ოქრიაშვილის დამატების შესახებ ინფორმაცია დონეცკის "შახტარის" ოფიციალურმა ვებ–გვერდმა გაავრცელა. იხილეთ fanebi.com
  13. საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაცია `ფრიდომ ჰაუსის~ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორუფციის დონე ისეთივეა, როგორიც 1999-2000 წლებში იყო. Aმავე კვლევის… ლინკი მედიანიუსზე
  14. პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს საჯარო სკოლებში … ლინკი მედიანიუსზე
  15. იტალიური მილანი მარტინ კაკერესით დაინტერესდა და მის სანაცვლოდ აპირებს ბარსელონას 8 მილიონი ევრო შესთავაზოს.ამით "როსონერი" ეცდება ურუგვაელი მცველი,რომელმაც ბოლო სეზონი იუვენტუსში ჩაატარა არენდით, თავისკენ გადმოიბიროს. იხილეთ fanebi.com
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/universiteti1-150x150.jpgსტუდენტები რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ თემები მოამზადეს სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/tsu.jpg itvს ლინკი
  17. http://cache.daylife.com/imageserve/05cI1sE6CV2kd/610x.jpg ფიფამ როგორც იქნა ზომები მიიღო და მსაჯი დაითხოვა. როგორც იცით რამოდენიმე დღის წინ მომხდარმა სკანდალმა მთელი მსოფლიო ალაპარაკა, ფიფა კი კომენტარის გაკეთებას ტავს არიდებდა, გუშინ კი კონფერენცია მოიწვია, სადაც ინგლისის დელეგაციას ფიფას სახელით დიდი ბოდიში მოუხადა და მწუხარება გამოთქვა ამ ფაქტის შესახება, კონფერენციის ბოლოს კი ჟურნალისტებს გამუცხადა რომ ურუგვაელი არბიტრი მუნდიალს დატოვებდა, აგრეთვე მუნდიალიდან მოჰკვეთეს რობერტო როზეტი რომელმაც, კარლოს ტევესს თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი ჩაუთვალა, რობერტო როზეტი და ხორხე ლანიორდა პირველები არ არიან რომლებმაც მუნდიალი დატოვეს მანამდე ფიფამ კიდევ ორი მსაჯი დაითხოვა, კუმან კულიბალი და სტეფან ლანუა. პირველი მათგანი აშშ-სა და სლოვენიის დაპირისპირებას მსაჯობდა, ლანუამ კი შეცდომები ბრაზილია-კოტ დივუარის შეხვედრისას დაუშვა. ინფორმაციის წყარო: goal.com View the full article
  18. გასულ კვირას დაბა ხულოში, საკრებულოს შენობის წინ, ასეულობით მუსლიმანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებას მათი რელიგიური უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს ის შენობები ჩამოართვა, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005”-ს ჰქონდა ნაქირავები. ”მადლი 2005”-ს აჭარაში ოთხი სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც მსურველებს მუსლიმანურ რელიგიას ასწავლიდნენ. საპროტესტო აქცია ხულოს გამგებლის ლევან აბაშიძის ინფორმაციით, აქციაზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები კი ირწმუნებიან, რომ ხულოს ცენტრში პროტესტი 33 სოფლიდან ორი ათასამდე ადამიანმა გამოხატა. აქციის მონაწილეები მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საუბრობდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, რომ შეწყვიტონ მათი რელიგიური ნიშნით შეზღუდვა. საქმე იმაშია, რომ ხულოს მკვიდრ ჯუმბერ კახაძეს ხელვაჩაურის სასამართლომ საკუთარი სახლი ჩამოართვა (ეს სახლი მან 2003 წელს იყიდა). სასამართლო პროცესებისა და, შესაბამისად, საკუთარი ქონების ჩამორთმევის შესახებ ჯუმბერ კახაძე ინფორმირებული არ იყო. ჯუმბერ კახაძე: `გამგებელმა, ლევან აბაშიძემ ერთი კვირის წინ მითხრა, რომ სახლი უნდა დამეცალა, თორემ პოლიციის ძალით დამაცლევინებდნენ. სახლი `მადლ 2005~-ს 2005 წელს მივაქირავე. იმ სახლში ფონდმა საქველმოქმედო სკოლა გახსნა, სადაც ახლა 52 ბავშვი ცხოვრობს და სწავლობს~. ჯუმბერ კახაძეს ინფორმაციით, მათ გამგებელმა, ლევან აბაშიძემ უთხრა, რომ მისი სახლი, სადაც ახლა მუსლიმანური სასწავლებელია, საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადაეცეს. გამგებელი ამ ინფორმაციას უარყოფს. ჯუმბერ კახაძე, რომელიც სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს, ფიქრობს, რომ ეს ფაქტი როგორც მისი, ისე მუსლიმანთა უფლებების შელახვაა და ხელისუფლება ”ერთეულებს ებრძვის”. ჯუმბერ კახაძე საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს, ”სტრასბურგამდე ჩავალ”, - ამბობს ის ”ბათუმელებთან”. აქციის მონაწილეებმა მუსლიმანთა უფლებების დაცვა, კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის უკან დაბრუნება ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვეს. ლევან აბაშიძე ხელისუფლების პოზიციას ”ბათუმელებთან” ასე აყალიბებს: `მადლი 2005~-ს ჰქონდა ფინანსური დარღვევა. ადამიანებმა აქცია იმიტომ მოაწყვეს, რომ, მათი აზრით, ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. სინამდვილეში ეს კანონიერია, რადგან ასე დაადგინა სასამართლომ. დაპირებით არავის არაფერს დავპირებივართ. არავითარ ზეწოლას არავისზე არ ვახდენთ. აქციის გამართვის უფლება აქვთ და შეუძლიათ კიდევ გამართონ~. ზეწოლისა და მოქალაქეთა დაშინებაზე `ბათუმელებთან~ აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს. აქციის მონაწილე რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაბა ხულოს ცენტრში პარასკევს იგეგმება. მათი მთავარი მოთხოვნა საკუთრების დაბრუნება და ფონდის შენარჩუნება იქნება. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ საქველმოქმედო ფონდი `მადლი 2005~ სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფილიალები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჰქონდა. ყველა ფილიალი კერძო პირისაგან ნაქირავებ სახლში იყო განთავსებული. რამაზ კაკალაძის ინფორმაციით, `მადლი 2005-ში~ სკოლის 250 მოსწავლე და სტუდენტი სასულიერო განათლებას იღებდა. ”ბათუმელებმა” ამ ფაქტის შეფასება აჭარის ყოფილ მუფთს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის რელიგიურ საკითხებში ამჟამინდელ მრჩეველს სთხოვა. ბექირ (ბეჟან) ბოლქვაძემ კომენტარზე უარი განაცხადა და მოქმედ მუფტთან გადაგვამისამართა. ხულოში გამართული აქციის შეფასება ”ბათუმელებთან” არც აჭარის მოქმედმა მუფტმა, ქემალ ცეცხლაძემ ისურვა. სამართლებრივი მხარე საქველმოქმედო ფონდ `მადლი 2005~-ის მიერ იჯარით აღებული საცხოვრებელი სახლები საგადასახადო ინსპექციამ 2007 წელს დააყადაღა. შემდეგ ინსპექციამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, დაედგინა იჯარით გაცემული სახლების მეპატრონეებისა და საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005”-ის ცრუმაგიერობა (ცრუმაგიერი მფლობელობა, ანუ თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს). ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005-ის” დირექტორი შოთა გაბაიძე გადასახადებისთვის თავის არიდების გამო დააპატიმრეს. აჭარის პროკურატურის პროკურორის გელა კუჭაშვილის ინიციატივით, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობები ასეთი იყო: პატიმარი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სანაცვლოდ იგი დააჯარიმეს ხუთი ათასი ლარით, ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა იჯარით აღებული ქონება. ეს შეთანხმება შედგა სახელმწიფოსა და გაბაიძეს, როგორც საქველმოქმედო ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს, შორის. ქონება - ოთხი ორსართულიანი სახლი ინვენტარით, რომელიც სახელმწიფომ მიისაკუთრა, სასამართლო პროცესების დროს საჯარო რეესტრში კერძო პირებზე იყო რეგისტრირებული. თუმცა პროკურატურა მიიჩნევდა და მოსამართლემ გამოძიების ვერსია დაადასტურა, რომ სახლები, რომლებიც ოფიციალურად ”მადლი 2005”-ს ნაქირავები ჰქონდა, ამ ფონდის იყო, ანუ ფონდი კერძო პირების ცრუმაგიერია. სწორედ ამ მოტივით ჩამოართვა მოსამართლემ ქონება კერძო მესაკუთრეებს. ”სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დამტკიცებული უნდა იქნეს. მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია”, -წერია განაჩენში. ხელს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი აწერს. ”მადლი 2005”-ის ადვოკატი ლევან მამულაძე ”ბათუმელებთან” ამბობს, რომ მას სასამართლომ არ მიაწოდა განაჩენი, რის საფუძველზეც კერძო პირებს ქონება ჩამოართვეს: ”ამ გარიგების უფლება ფონდის დირექტორს არ ჰქონდა. თვითონ რომ ყოფილიყო ამ შეთანხმების მომხრე, მოსამართლეს არ უნდა დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმება ამ ფორმით, რადგან ეს უკანონობაა. ფონდი ”მადლი” შვიდ ადამიანს აქვს დაფუძნებული. ფონდი კოლეგიური ორგანოა. გაბაიძე გამგეობის ერთ-ერთი წევრია. ეს ქონება ამ ფონდის რომც ყოფილიყო, მას ამ ქონების გასხვისების უფლება, სხვა წევრების თანხმობის გარეშე, არ ჰქონდა. თუმცა ეს ქონება ნამდვილად არ ყოფილა ”მადლი 2005”-ის. ის კერძო პირების საკუთრებაა”. საჯარო რეესტრის მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემების მიხედვით, ხელვაჩაურის სასამართლოს მიერ ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეებად მიმდინარე წლის დასაწყისში სხვადასხვა ფიზიკური პირები არიან რეგისტრირებულნი. საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეები ზურაბ ბოლქვაძე, ქემალ აბულაძე და შოთა გაბაიძე არიან (”მადლი 2005”-ის გამგეობის წევრები). საჯარო რეესტრის ასევე 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა ზია იაკობაძეა (ასევე ”მადლი 2005”-ის გამგეობის წევრი). ხულოში ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით (მისამართი: დაბა ხულო, თამარ მეფის ქუჩა #2), საჯარო რეესტრმა, მიმდინარე წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით (#882010487430-03) დაადასტურა, რომ ”აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ჯუმბერ კახაძის სახელზე. ქონება 10-წლიანი იჯარით გაცემულია ”მადლი 2005”-ის სახელზე (თავმჯდომარე შ. გაბაიძე)”. ამის საფუძველზე საჯარო რეესტრმა უარი თქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე. დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე უძრავი ნივთის იძულებით აღსრულებასა და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან კი აჭარის სააღსრულებლო ბიურო ითხოვდა. საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი თქვა და ამ მისამართზე ამონაწერი არ გასცა. მიუხედავად ზემოთქმულისა, 2010 წლის 10 ივნისს, საჯარო რეესტრმა დაბა ხულოში, მისამართზე - თამარ მეფის ქუჩა #2 ამონაწერი მაინც გასცა. ამ ამონაწერის მიხედვით კი, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების მესაკუთრე ჯუმბერ კახაძის ნაცვლად ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. უფლების დამადასტურებელ მთავარ იურიდიულ დოკუმენტად კი საჯარო რეესტრის მიერ მითითებულია ”საქართველოს მთავრობის 24.04.2010 წლის დადგენილება #495”. მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას #495 დადგენილება, როგორც რეესტრის ამონაწერშია მითითებული, არ მიუღია. მთავრობას მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით მხოლოდ 165 დადგენილება აქვს მიღებული. დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე 277,46 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობა და 1189 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი კი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში მთავრობის არა დადგენილებით, არამედ განკარგულებით გადაეცა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/prezentacia-150x150.jpgახალგაზრდა პოეტის ნინო ნადირაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია კინოთეატრ “ამირანის” ლიტერატურულ კაფეში გაიმართა. რიგით მესამე კრებულში სახელწოდებით “ფრანწაღებული” 70-მდე ლექსია შესული. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/prezentac.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...