http://i.bnet.com/blogs/standard-chartered-miw-01.png დღეს, 1 ივნისს უკვე ოფიციალურად დასრულდა კარსლებრგის 15 წლიანი თანამშრომლობა მერსესაიდელებთან და წითლების მაისურზე მისი ადგილი Standard Chartered -მა დაიკავა. - “ჩარტერული ბანკი” დაარსდა 1853 წელს ბომბეიში. შემდეგ კი ფილიალები გახსნა კალკუტასა და შანხაიში. 1863 წლიდან კი კომპანიამ სახელი გადაირქვა – Standard Bank - 1969 წელს ჩამოყალიბდა უკვე კომპანია Standard Chartered, რომელმაც გააერთიანა ბრიტანული სტანდარტ ბანკი სამხრეთ აფრიკაში და ჩარტერული ბანკები ინდოეთში, ავსტრალიასა და ჩინეთში. - კომპანიის მთავარი საერთაშორისო ოფისი ლონდონის ფინანსურ ცენტრში მდებარეობს - დღესდღეობით ბანკს 1500-მდე ფილიალი აქვს მთელს მსოფლიოში და გადის დაახლოებით 70 ქვეყნის ბაზარზე. - ბანკში მომუშავე ადამიანთა რაოდენობა 75000-ს აღწევს და სულ 125 განსხვავებული ეროვნების ადამიანი მუშაობს Standard Chartered-ში. (ერთი ქართველი როგორ ვერ იქნება?!) - Standard Chartered არის ერთ-ერთი იმ სამი ბანკიდან რომელიც არსებობს ჰონკ კონგში და ერთადერთი ბანკი ფოლკლენდის კუნძულებზე… - თავისი 150 წლის იუბილის აღსანიშნავად გასულ წელს Standard Chartered -მა მოაწყო პირველი “HKD150″ აქცია ქველმოქმედებისთვის… - Standard Chartered ასპონსორებს ყოველწლიურ მარათონებს ჯერსიში, ნაირობიში, ბენგკოკში, დუბაიში, სინგაპურში, ჰონკ კონგში, ბომბეში, ფოლკლენდის კუნძულებზე და კუალა ლუმპურში - 2009 წელს Financial Times-სმა Standard Chartered შეიყვანა ბრიტანეთის ყველაზე ძლიერი ბრენდების ხუთეულში და 15-ეულში მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებს შორის - წელს Standard Chartered-მა ახალი სლოგანი გამოაქვეყნა: “Here for good”, რაც ასახავს მათ ფასეულობებს და დამოკიდებულებას თანამშრომლებთან, კლიენტებთან, სხვა კომპანიებთან და საკუთარ ფილიალებთან… იმედი მაქვს უკვე საკუთარ კლუბთანაც… View the full article