planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg დღეს ევროკავშირმა და საქართველომ მოლაპარაკებები დაიწყეს ასოცირებულ შეთანხმებაზე, რომელმაც ბლოკის 27 წევრ სახელმწიფოს და ყოფილ საბჭოთა პროდასავლურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები უნდა გააფართოვოს, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა. „მე კმაყოფილი ვარ აქ ჩამოსვლით და მოლაპარაკებების დაწყებით საქართველო–ევროკავშირის ასოცირებულ შეთანხმებაზე“, – განაცხადა ეშტონმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საზღვაო ქალაქ ბათუმში. „ასოცირებული შეთანხმება მიზნად ისახავს ურთიერთობების განმტკიცებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – ხაზგასმით აღნიშნა მან. AFP ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.fcdinamo.ge/img/news/big_503.jpgსტოკჰოლმი. რასუნდას სტადიონი. 21:00 გეფლე (შვედეთი) 1-2 დინამო თბილისი დინამო თბილისი: ლორია, კახელიშვილი. თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე, რობერტინიო, ედნილსონი, კოშკაძე, ჯუისი, თექთურმანიძე, ვაწაძე. გეფლე: ჰუგოსონი, ტეროინი, სენატორე, ჯავო, ორლოვი, ბერნჰარდსონი, ბერგრენი, დალბერგი, ლანტო, ჰანსონი, ჩიბსა. სრულად იხილეთ
-
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/03/banega_ever.jpg თუ ესპანურ და არგენტინურ წყაროებს დავუჯერებთ ებერ ბანეგამ უკვე დატოვა “ვალენსია” და ინგლისში გასამგზავრებლად ემზადება. როი ჰოჯსონს უმთავრეს სამიზნედ ბანეგა ყავს ამოჩემებული…და მგონი მიზანს მიაღწია. მართალია მოლაპარაკებები “ღამურებთან” ბენიტესმა დაიწყო, მაგრამ ამ საქმეს ალბათ ჰოჯსონი მოუღებს ბოლოს. როგორც მოგეხსნებათ, ბანეგამ ხელი ჰკრა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს და გულმა “ლივერპულისაკენ” გამოუწია. ბანეგას დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად მოუნდა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც გასულ წელს დაატყდა “ლივერს” . 22 წლის ნახევარმცველი ძალიან ნიჭიერია და ეს როიმაც კარგად იცის. არგენტინელი რაც “ვალენსიაში გადავიდა ჩაატარა 48 მატჩი (ძირითადში 40) და საკმაოდ კარგადაც.ესპანელები ფინანსურად დიდ კრიზიში არიან, მათ უკვე მოასწრეს და გაყიდეს დევიდ სილვა და ვილა. “ღამურები” 10-14 მილიონს ითხოვენ მასში. ებერმა სეზონი ცუდად დაიწყო, მიუხედავად ამისა მან მაინც შეძლო უდიდესი ნიჭის გამომჟღავნება (ლუკასი არ გაგახსენდათ?) და შესანიშნავიად ითამაშა ესპანეთსა თუ ევროპის ლიგაზე. მისი მთავარი ატრიბუტი არის შესანიშნავი პასი, თამაშის სწორად წარმართვა, ნორმალური ტექნიკა და გააზრებული თამაში. ინფორმაციის წყარო:Footballpools.com პ.ს ჩემი მეასე სიახლეა http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif View the full article
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/02/22/article-1151878-01E3B5AA000004B0-587_468x338.jpg “ლივერპულს” ჯერ კიდე რაფას დროს ინგლისელი მცველი მიკა რიჩარდსი სურდა. როგორც ჩანს მიკა ჰოჯსონსაც მოსწონს და მზადაა “წითელი” ფორმა მოარგოს. “მერსისაიდელებთან” ერთად “მან.სიტის” მცველი “ტოტენჰემსაც” სურს.“სიტიმ” უკვე დაიმატა გერმანული პასპორტის მქონე ფეხბურთელი ჟერომ ბოატენგი და შანსი იმისა, რომ მიკამ მანჩესტერული კლუბი დატოვოს დიდია. როგორც ჰარი რედნაპი, ასევე როი ჰოჯსონი დიდი თაყვანისმცემლები არიან ამ ფეხბურთელისა. “ტოტენჰემს” უფრო მეტი შანსი აქვს მიკასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე. მიკას სანაცვლოდ როი 10-15 მილიონს დახარჯავს. ინფორმაციის წყარო:Live4Liverpool.com View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01517/roy_hodgson_1517749c.jpg ჰოჯსონმა ლივერპულში მოსვლისთანავე აქტიურად დაიწყო გუნდის გაძლიერებაზე და ახალი ფეხბურთელების შეძენაზე ფიქრი, მაგრამ გულშემატკივარს მოუწოდა, რომ პრესაში გავრცელებულ უამრავ ჭორს არ აყვეს და ოფიციალურ ინფორმაციებს დაელოდოს… “ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ ახალი ფეხბურთელების გადმოყვანის საკითხზე, მაგრამ პრესაში ხშირად ისეთი მოთამაშეების სახელები გვესმის, რომელიც საერთოდ არც კი განგვიხილავს. ასე რომ ყველაფერს რაც პრესის ფურცლებზე დაიწერება ყურადღებას ნუ მიაქცევთ.” “ასევე აქტიურად ვმუშაობთ ძირითადი ფეხბურთელების შენარჩუნებაზე. წარუმატებელი სეზონის შემდეგ ბევრი მათგანი იმედგაცრუებულია, თუმცა მათი გუნდში დარჩება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ახალი ფეხბრთელების შეძენა…” View the full article
-
http://shepherdsbush.files.wordpress.com/2009/07/we-are-not-afraid1.jpg ახალი ვიდეო ლივერპულის გასულ სეზონზე. “ჩვენ არაფრის გვეშინია”. გირჩევთ ნახოთ… View the full article
-
ზესტაფონი 3–0 დუკლა ბანსკა–ბისტრიცა გოლები: 1–0.3–0 ჯაბა დვალი 24' 65' 2–0 ირაკლი ძარია 46' ზესტაფონელებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს საკუთარ კედლებში და კიდევ ერთი სასიხარულო გამარჯვება აჩუქეს ერთგულ ქომაგს,მატჩის შესახებ ნახეთ სრულად. სრულად იხილეთ
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/jpl_milan_jovanovic_o6.jpg დღეს ლივერპულის სერბმა თავდამსხმელმა მილან ივანოვიჩმა ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა ოფიციალური საიტის ჟურნალისტებს. მიუხედავად რაფა ბენიტესის გუნდიდან წასვლისა, რომელმაც უშუალოდ შეიძინა ივანოვიჩი ლივერპულში, სერბს ერთი წამითაც არ უფიქრია გადაფიქრება და ლივერპულზე უარის თქმა… ” ლივერპულში თამაში ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი ნატვრა და დღეს ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში უდიდესი დღეა.” – განაცხადა ივანოვიჩმა – “მე ვიცოდი რომ ინგლისელები აკვირდებოდნენ ჩემს თამაშს სერბეთის ნაკრებში და ბელგიის ჩემპიონატში და როცა მათ პირველად შემომთავაზეს კონტრაქტი, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ლივერპული ჩემი ერთადერთი არჩევანია და მოხარული ვარ რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ახლა ვეცდები გავაკეთო ყველაფერი რაც შემიძლია მინიმუმ მომავალი სამი წლის განმავლობაში, რომელიც მე ლივერპულში უნდა გავატარო” “როცა შენ საუბრობ ლივერპულზე, საუბრობ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს კლუბზე, ჩემთვის შესაძლოა უბრალოდ უდიდესზეც კი. ლივერპულს უდიდესი ისტორია აქვს და მარტო ჩემპიონთა ლიგის 5ჯერ მოგება რად ღირს…” “ვეღარ ვითმენ ისე ძალიან მინდა ვითამაშო ენფილდზე და რაც შეიძლება მალე მოვისმინო ფანების სიმღერა ტრიბუნებზე. – საუკეთესო ჰიმნი მსოფლიოში!” “ასევე ძალიან მსურს მალე შევხვდე ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ტორესი, ჯერარდი, კიუიტი, მასკერანო და რეინა არიან, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელებს. “ “რთულია ახლა რამეს დავპირდე გულშემატკივარს. ჯობია ლაპარაკი გვერძე გადავდო , საქმით დავამახსოვრო მათ თავი და ბოლომდე გამოვავლინო შესაძლებლობები როგორც კი შანსი მომეცემა. “ “ბატონი ჰოჯსონი დღეს საკმაოდ თბილად შემხვდა და მე მოუთმენლად ველი მასთან მუშაობის დაწყებას. ისევე როგორც მთელ გუნდთან და იმედი მაქვს წარმატებას და ჩემპიონობას მალე მივაღწევთ.” ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გრძნობდა 10 ნომრიანი მაისურის მიღებისას მილანმა ასე უპასუხა: “ტოშაკი, ბარნსი… ვიცი რომ ლივერპულის ლეგენდები ატარებდნენ ამ ნომერს, მაგრამ ჩემი აზრით ნომერში არაფერია სიმბოლური, მთავარია მოედანზე ვითამაშო ღირსეულად…” View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio_15_07_2010flv_000021080-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio_15_07_2010flv_000021080.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kushneri-150x150.jpgსაქართველოსთვის საფრანგეთის პრინციპული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ბერნარ კუშნერმა ჯერ კავკასიის ფრანგული სკოლა, შემდეგ კრწანისში საფრანგეთის საელჩოს ახალი შენობა დაათვალიერა. მოგვიანებით კი, აგვისტოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობასთან შესახვედრად კოდაში გაემგზავრა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kushneri_mishastan_15_07_2010wmv_000003440.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kushneri1-150x150.jpgსაქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი - ამ თემებზე საჯარო დისკუსია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის სახლში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. ფრანგ დიპლომატს დღეს, გამართული ოფიციალური შეხვედრებისას ტერმინი ოკუპაცია არ უხსენებია. როგორც ბერნარ კუშნერმა აღნიშნა, ტერმინის “ოკუპაცია” გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ის, პრობლემებს ვერ მოაგვარებს . საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაგალითად პალესტინის შემთხვევა მოიყვანა და აღნიშნა, რომ მარტო სიტყვა ვერ შეცვლის არსებულ ვითარებას, აუცილებელია სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პროცესების დაწყება და ეს პროცესი დიალოგია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kushneri_15_07_2010wmv_000003440.jpg itvს ლინკი
-
http://linxiting.com/blog/wp-content/uploads/2010/02/milan-jovanovic-liverpool.jpg როი ჰოჯსონი დღეს შვეიცარიაში გუნდთან ერთად შეხვდა ლივერპულის ახალ ფეხბურთელს და განაცხადა რომ ჯერ კიდევ ფულჰემში ყოფნისას სურდა 29 წლის სერბი ფორვარდის შეძენა. ივანოვიჩი დღეს შეხვდა გუნდის წევრებსაც და მათთან ერთად ივარჯიშა შვეიცარიის ბაზაზე. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არდადეგებიდან ახლახანს დაბრუნებული ივანოვიჩი სავარაუდოდ ორ დღეში ალ ჰილალთან ამხანაგურ მატჩში არ მიიღებს მონაწილეობას. თუმცა როი ფიქრობს რომ მილანი ლივერპულის წარმატებაში ახლო მომავალში დიდ როლს ითამაშებს… “ძალიან მოხარული ვარ მილანის მოსვლით” – განაცხადა ჰოჯსონმა – “იგი ენთიზიაზმით სავსე ადამიანია და სასიამოვნოა, როცა გუნდში გყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს კლუბისთვის.” “მე ნამდვილად არ ვიყავი მის ტრანსფერში ჩართული, მაგრამ როცა გავიგე რომ კლუბმა მასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა ძალიან მესიამოვნა. მე მას ფულჰემშიც ვაკვირდებოდი და მომწონდა მისი თამაშის სტილი…” “მილანი შემტევი ვინგერია. ჩემი აზრით ფლანგის ნახევარმცველისგან განსხვავებით იგი უფრო შემტევია და ბომბარდირის თვისებები აქვს. მას გოლები როგორც კლუბში ისე ნაკრებშიც მრავლად გააქვს და დარწმუნებული ვარ ლივერპულშიც ასე გააგრძელებს…” “მან თავისი გოლი მუნდიალზეც გაუტანა გერმანიას. ასევე სტანდარტ ლიგის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობდა და შესაბამისაც მაღალ დონეზე თამაში მისთვის უცხო ნამდვილად არაა.” “მილანი მხოლოდ გუშინ ღამით შემოგვიერთდა, ამიტომ არ ვფიქრობ რომ იგი მომდევნო მატჩს ითამაშებს. ამ შეხვედრას ის ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩაატარებენ, რომლებიც უკვე რამოდენიმე კვირაა ვარჯიშობენ გუნდთან ერთად.” View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/parlamenti-datowmv_000989040-150x150.jpgმსხვილი ბიზნესი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტით უკმაყოფილებას ვერ მალავს. დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო სხდომაზე ბიზნეს ასციაციის წევრები საკუთარ შენიშვნებს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ირაკლი სირაძეს აცნობდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/dato-sappinansoavi_000003440.jpg itvს ლინკი