planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა. ხმალაძეს კანონპროექტის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაწილად 81-ე მუხლი მიაჩნია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ერთ თვემდეა გაწელილი, მაშინ, როცა ამ პროცედურისთვის ევროპული კანონმდებლობების მიხედვით, 5-10 დღეც საკმარისია: ”უნდობლობის საკითხის დასმიდან ერთი თვის განმავლობაში უნდობლობას კენჭი არ ეყრება. უნდობლობის საკითხი ისმება მაშინ, როცა ამ საკითხის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის საქმიანობა არ შეესაბამება პარლამენტის განსაზღვრულ ზოგად პოლიტიკას. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ ეძლევა მთავრობას უფლება, კიდევ ერთი თვის განმავლობაში დაუბრკოლებლად იმოქმედოს?”-კითხულობს ვახტანგ ხმალაძე. კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის 81-ე მუხლის მიხედვით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის წევრთა 2/5–ის მხარდაჭერის შემთხვევაში დადგება. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან დაკავშირებული კენჭისყრა ტარდება, უნდობლობის საკითხის აღძვრიდან არაუადრეს ოცდაათი და არაუგვიანეს ოცდათხუთმეტი დღისა. უნდობლობის საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას მხარს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს. ახალი საკონსტიტუციო პროექტით, პარლამენტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა არ არის საკმარისი მთავრობის გადასაყენებლად. ამ ეტაპზე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, გადააყენებს თუ არა მთავრობას. ამის შემდეგ პარლამენტს მაინც შეუძლია გააგრძელოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი, თუ პარლამენტის წევრთა 60%-მა ახალ პრემიერ-მინისტრს უყარა კენჭი, რაც ძველი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ტოლფასი ხდება. ახალი პრემიერის არჩევას და ძველი მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას მხოლოდ პარლამენტი წყვეტს. 60%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება, პარლამენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მოდელით პარლამენტის მთავრობაზე კონტროლი არაეფექტურია: ”უნდობლობის გამოცხადებისთვის, 60% უმრავლესობის საჭიროება ქმნის იმ პრობლემას, რომ მთავრობის შემქმნელ 51% საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუძლია გადააყენოს მის მიერვე შექმნილი მთავრობა... მთავრობა გამოვა საპარლამენტო კონტროლიდან, თუ კი მის გადასაყენებლად საჭირო უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში არ იქნება.” კონსტიტუციონალისტს თავისი ვარაუდის არგუმენტად დასავლური სახელმწიფოები მოჰყავს, სადაც მრავალპარტიულ პარლამენტში უმრავლესობა 51-52% უმრავლესობით იქმნება, რაც ქართული კანონმდებლობით, მთავრობის გადასაყენებლად საკმარისი არ არის. მუხლი 81(1) -ის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ ნორმას ხმალაძე მთავრობის მიერ პარლამენტის დათხოვნის პროვოცირებად მიიჩნევს: ”ამან შეიძლება გამოიწვიოს პარლამენტის დათხოვნის პროვოცირება. თუ პრეზიდენტი და მთავრობა ერთ პოზიციაზე აღმოჩნდნენ, თავისუფლად შეძლებენ პარლამენტისთვის ანგარიშსწორებას... ეს იწვევს პოლიტიკურ კრიზისს, რადგან მთავრობა და პარლამენტი ებმება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. კრიზისი შესაძლოა დაახლოებით ოთხი თვე გაგრძელდეს (ზღვრულ ვადებს ვგულისხმობ).” ვენეციის კომისიას, რომელმაც 2010 წლის 11 მაისს არსებულ საბაზისო კანონპროექტზე რეკომენდაციები დაწერა, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, აირჩიოს ერთ-ერთი პრემიერის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის წამოყენებასა და პარლამენტის დათხოვნას შორის, დაუსაბუთებლად ეჩვენება. ”კონსტიტუცია საკმაოდ დიდ დროს უტოვებს პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებისათვის (უნდობლობის გამოცხადებისას) და წარმოშობს „ნეგატიური ეფექტის“ შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ უნდობლობის გამოცხადება და ახალი კანდიდატურის წამოყენება მხარდაჭერილია პარლამენტის სავალდებულო უმრავლესობის მიერ, პრეზიდენტი უფლებამოსილია, აარჩიოს კანდიდატის დასახელებასა და პარლამენტის დათხოვნას შორის ერთ-ერთი... დასაბუთება არასაკმარისად ნათელია.” 2010 წლის 19 ივლისის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში ეს ნორმა შენარჩუნებული დარჩა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ, თსუს დოქტორანტ ზურაბ ჯიბღაშვილს მიაჩნია, რომ მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით, მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი, თუმცა ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის არასაკმარისია: ”აღმასრულებელი ხელისუფლების გაყოფა ორ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტსა და მთავრობას – შორის კონფლიქტურია. ეს უფრო ეკლექტიკური ნაზავის სახეს იღებს, ვიდრე ჰარმონიული ურთიერთობებისა, რაც წარმოშობს კიდეც კონფლიქტებს.” პარლამენტი, გარკვეულწილად, კონსტიტუციური ბარიერებითაა შეზღუდული, რაც კრიზისს განაპირობებს, ვარაუდობს ჯიბღაშვილი: ”როდესაც პარლამენტს არ აძლევ თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, როდესაც ბარიერებს უდგენ, მას ეს აფრთხობს... მეორე მხრივ, თუ პარლამენტი უნარიანია გააკეთოს რაღაც და ამაში ხელს უშლი, რა თქმა უნდა, მას წინააღმდეგობის უნარიც ექნება.” ზურაბ ჯიბღაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნა კონკრეტულ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე იქნება დამოკიდებული. თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობისა და პრეზიდენტის სახით, განსხვავებულ პოზიციებზე იქნებიან, მაშინ მათი საქმიანობა სტაბილური ვერ იქნება. ამჟამად კონსტიტუციის კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი. ერთი თვის განმავლობაში საჯარო განხილვები გაიმართება, სექტემბრის თვეში კი პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი 2011 წელს ამოქმედდება. ის ნაწილი კი, რომელიც საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ეხება – 2013 წლიდან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ლონდონის "ტოტენჰემმა" სეზონისწინა შეხვედრაში ნიუ-იორკული "რედ ბული" 2:1 დაამარცხა იხილეთ fanebi.com
-
ბოლო დროს ედინ ძეკოს ხშირად უკავშირებენ ორ იტალიურ გუნდს “მილანს” და “იუვენტუსს”. მაგრამ ცოტა ხნის წინ “ვოლსბურგის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ძეკო მათთან რჩება, რაზეც ძეკომ მუქარით უპასუხა. იხილეთ fanebi.com
-
ქართველი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნეიროფსიქოლოგები და ნარკოლოგები, რომლებსაც ნეტგაზეთი გაესაუბრა, აკრიტიკებენ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, მშობლებს იმის დადგენას პირდებოდნენ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევების, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევების მიმართ. “რომელი დედა იტყვის ასეთ რამეზე უარს, მით უმეტეს, თუ ბიჭის დედაა,” - უპასუხა 30 წლის თიკო ლომიამ ნეტგაზეთის კითხვას: ”წაიყვანდით თუ არა თქვენს შვილს ისეთ კვლევაზე, სადაც უფასოდ დაადგენდნენ, აქვს თუ არა თქვენს შვილს მიდრეკილება ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის ან სხვა მავნე ჩვევების მიმართ.” ნეტგაზეთმა ქუჩაში 20 მშობელი გამოკითხა და კითხვის ფორმულირებისას ზუსტად ის სიტყვები გაიმეორა, რომლებითაც სოციალური რეკლამა იწყება. 20-დან ყველა მშობელმა გამოხატა მსგავსი კვლევის მიმართ ინტერესი და აღნიშნა, რომ, თუ მომავალში შანსი მიეცემოდა, შესაძლებელია ასეთ კვლევაზე შვილი წაეყვანა. ერთი თვის განმავლობაში სულ 359 მშობელი გამოეხმაურა სოციალურ რეკლამას, რომელიც ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში გადაიცემოდა და ასე იწყებოდა: „პირველად საქართველოში, მშობლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაარკვიონ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევების, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევების მიმართ“. პროგრამას, რომელიც სოციალური რეკლამის მიხედვით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი ხელმძღვანელობს. ტესტები კი დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა შეადგინეს. მსურველთა ნაწილი, ასაკობრივი შეუსაბამობის გამო, პროგრამაში არ ჩასვეს. კვლევაში საბოლოოდ 141 (მე-6 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლე და მათი მშობელი მოხვდა. თეა გოგოტიშვილი ამბობს, რომ იმის დასადგენად, არის თუ არა მოზარდი ასოციალური, მათ შორის, ადიქტიური ქცევის მიმართ მიდრეკილი, მოზარდებს თავდაპირველად ფსიქოლოგიური ტესტირება ჩაუტარდათ, მათ მშობლებს კი - ჩაღრმავებული ინტერვიუ. ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად, რისკ–ჯგუფში 50 მოზარდი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გამოუვლინდათ ადიქტური ჩვევების მიმართ მიდრეკილება. პროგრამა უკვე დამთავრდა. რისკ-ჯგუფში აღმოჩენილ 50 მოზარდს კი ჩაუტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. თეა გოგოტიშვილის თქმით, ეს მიზნად ისახავს ფსიქოლოგიური გამოკითხვის შედეგების შედარებას თავის ტვინში არსებულ ცვლილებებთან, თუ ასეთი ცვლილებები საერთოდ აღმოაჩინეს. თეა გოგოტიშვილის თქმით, კვლევის მონაცემები (რომლებიც ტესტებსა და ტომოგრაფიას ეფუძნებიან), გადაეგზავნებათ ჯერ ქართველ და შემდეგ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც წარმოადგენენ ხედვას, რამდენად და როგორაა საჭირო ინტერვენცია. თუმცა ქართველი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნეიროფსიქოლოგები და ნარკოლოგები, რომლებიც ნეტგაზეთთან საუბარში ამ პროგრამას, მის მეთოდოლოგიას და მკურნალობის შემოთავაზებულ ფორმას აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ მსოფლიოში მსგავსი კვლევის შესახებ არაფერი სმენიათ, არც წაუკითხავთ. თავად გოგოტიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფსიქოლოგიური ტესტირება წარმატებით ჩატარდა რუსეთში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. მისი თქმით, მათი ტესტების ადაპტირება მოხდა. გოგოტიშვილი არ ასაჯაროვებს ტესტებს: ”ეს სამეცნიეროა, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ”. ასევე ვერც გოგოტიშვილის დახმარებით მივაკვლიეთ სხვა მსგავს პოსტსაბჭოთა ქვეყნების კვლევის ტესტებს. ”ჩვენი მეთოდის ორიგინალობა იმაში მდგომარეობს, რომ დავამატეთ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა” - აცხადებს გოგოტიშვილი - ”გვაინტერესებს, რამდენად არსებობს მიმართება ფსიქოლოგიურ და ნეიროფიზიოლოგიურ ფაქტორებს შორის”. ”სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რამე მყარი კორელაცია ტვინში გამოვლენილ ცვლილებებსა და ქცევით აშლილობას შორის არ დგინდება”, - ამბობს გიორგი ჭეიშვილი. იგი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ამბულატორიული განყოფილების უფროსია და ფსიქიატრიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მას კომპიუტერული ტომოგრაფიის ასეულობით დასკვნა უნახავს, ტვინში ცვლილებების მქონე პაციენტებთან ჩაღრმავებული კლინიკური საუბრები ჩაუტარებია და, საბოლოოდ, მათზე საექსპერტო შეფასებებიც დაუწერია. ჭეიშვილს მიაჩნია, რომ კვლევა შეიძლება საინტერესო იყოს აკადემიური თვალსაზრისით, მაგრამ კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში, ასეთი ჩარევა ბავშვის სასიკეთოდ არაფერს შეცვლის. ”ფსიქოლოგიური ტესტებით შეიძლება იმ წუთის ტენდენციაზე ლაპარაკი, მაგრამ არ შეიძლება მაღალი ალბათობით ილაპარაკო, თუნდაც ფსიქოლოგიური ტესტებითა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგების შეჯერებით, თუ რას იზამს ბავშვი პერსპექტივაში. ” ტვინში მიმდინარე ცვლილებები და ადამიანის ქცევები ხშირად არ არის პირდაპირ კავშირში - მყარი კორელაციის დამადასტურებელ ფაქტებზე დაყრდნობილი კვლევები არ არსებობს. არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანის თავის ტვინში მიმდინარეობს უმნიშვნელო ცვლილებები, ფსიქოლოგის გამოკითხვის შედეგად, შეიძლება ინტელექტუალურად ჩამორჩენილი ბავშვი იყოს სახეზე. თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებებსა და ქცევებს შორის კავშირს გამორიცხავს ნარკოლოგი აკაკი გამყრელიძეც, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 40–წლიანი გამოცდილება აქვს. ”ტვინში უნდა მიმდინარეობდეს სპეციფიკური ცვლილება, რომელიც უნდა იწვევდეს ე.წ. ფსიქოპატიისმაგვარ ქცევას, ანუ დევიაციურ ქცევას. ჯერ–ჯერობით ასეთი მიზეზი თავის ტვინში ნანახი არ არის. ცნობილია, რომ თავის ქალის გარკვეული ტრავმები იძლევა ცვლილებებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ხასიათობრივი ცვლილებები, თუმცა ამას არ ჭირდება ფსიქოლოგიური კვლევა” - აღნიშნავს აკაკი გამყრელიძე. ”მე, საერთოდ, ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებას იმის შესახებ, რომ ნახევარსაათიანი გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს, აქვს თუ არა ბავშვს მიდრეკილება კრიმინალური აქტივობისადმი”, - ამბობს ნეიოროფსიქოლოგი მანანა გაბაშვილი. - „თეა გოგოტიშვილი ჩემი სტუდენტი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი. მე ის ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ამიტომაც, ალბათ, განსაკუთრებით შემაშფოთა ამ „რეკლამამ.“ ნარკომანიის პრევენციის საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევების მეთოდოლოგიაზე საუბრობს ფსიქიატრი მარინა გეგელაშვილიც. ”ცალსახა კორელაციის აღმოჩენა, მხოლოდ ფსიქოლოგიური ტესტებისა და ნეიროვიზუალიზაციის მეშვეობით მიღებული შედეგების დაყრდნობით, არ შეიძლება. ადიქტური მიდრეკილებები შესაძლებელია ნეიროვიზუალიზაციის შედეგად არ გამოვლინდეს”, - აღნიშნავს გეგელაშვილი. მისივე თქმით, ქცევითი გადახრების (მათ შორის, ადიქტური) განვითარებაში მონაწილეობენ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორები. გარდა ამისა, ნერვული სისტემა, ფსიქოლოგიური პროცესები და სოციალური სტიმულები მუდმივ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან ერთმანეთთან. დღესდღეობით კვლევები ცხადყოფენ, რომ ქცევითი დარღვევები გამოწვეულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების რთული ურთიერთქმედების ფონზე. არსებობს სხვადასხვა ჰიპოთეზები, რომელთა გადამოწმება მოითხოვს მრავალპლანიანი რთული კვლევების ჩატარებას. ”აუცილებელია სერიოზული მეთოდოლოგიური ბაზა იმისათვის, რომ მოხდეს ასეთი კვლევების დაგეგმვა და მათი შედეგების სწორი ინტერპრეტირება, რაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს”,- აღნიშნავს გეგელაშვილი. - ”უნდა გავითვალისწინოთ „არ ავნოს“ პრინციპი და თავიდან ავიცილოთ მასტიგმატიზირებელი დამოკიდებულება უფროსების მხრიდან”. სწორედ სტიგმატიზაციის საფრთხეს ხედავენ კვლევის ამ მეთოდოლოგიაში სპეციალისტები, გარდა იმისა, რომ, მათი განმარტებებიდან გამომდინარე, ამ მეთოდით შეუძლებელია ნარკომანიის პრევენცია. ნარკოლოგ გამყრელიძისთვის მიუღებელია პროცედურის ისეთი ფორმა, როგორიც რისკ-ჯგუფში მოხვედრილმა 50 მოზარდმა გაიარა. მათ შორისაა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რომელიც მინიმუმ, 5-6 წუთს გრძელდება. ”არ მიმაჩნია, რომ ამ ასაკში საერთოდ საჭიროა ბავშვების მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, თუ არაა სახეზე რამე პათოლოგია, რომლის მკურნალობა შესაძლებელია. წარმოიდგინეთ, რომ მოგათავსეს დახურულ სივრცეში და გარკვეული დროის განმავლობაში წევხართ გაუნძრევლად. ადამიანი, ვისაც იკვლევენ, ამაში არ მონაწილეობს, გაუნძრევლად წევს. ესეც გარკვეული სტიგმაა ბავშვისთვის, რომელსაც უჩნდება განცდა, რომ ის გამოარჩიეს. კიდევაც რომ ვუმტკიცოთ ბავშვს მოგვიანებით, რომ მისთვის ეს საჭირო არ იყო, იმ 5 წუთის განმავლობაში მისი აზრები და ფიქრები აიძულებს მას, შეშფოთდეს თავის ჯანმრთელობაზე,” - ამბობს გამყრელიძე. ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომელსაც ნარკომანიის პრევენციის სფეროში მუშაობის თითქმის 20–წლიანი გამოცდილება აქვს და წიგნიც დაწერა სათაურით ”ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია,” ამბობს, რომ რისკ–ჯგუფში მოხვედრილი 50 მოზარდი თვითსტიგმატიზაციის საფრთხის წინაშე დადგა. ”ამდენ ბავშვს სტიგმა უნდა გაუჩნდეს, რომ არის მომავალი ნარკომანი. საშიში ისაა, რომ სტიგმა უჩნდება ოჯახსაც”, - ამბობს ჯავახიშვილი - „მონაწილეების სახელები საზოგადოებისთვის ანონიმური რომც იყოს, ეს არ გამორიცხავს თვითსტიგმატიზაციის საფრთხეს, რაც ძალიან მტკივნეულია ზრდასრული ადამიანისთვის, ხოლო მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით დამაზიანებელი შეიძლება იყოს”. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, თვითსტიგმატიზაცია ამცირებს თვითშეფასებას, ადამიანებს უბიძგებს მიჩქმალონ თავიანთი იდენტობა და ჩვეულებრივ სოციალურ ცხოვრებას ჩამოშორდნენ. ”ჯერ ერთი, როდესაც ვირჩევთ ამ 141 ადამიანს, ამით ისინი გამოვყავით იმ კონკრეტული ჯგუფიდან, რომელშიც ეს ადამიანები მოღვაწეობენ. დავადეთ დაღი, რომ მხოლოდ ესენი გამოვიკვლიეთ. უფრო დიდი დაღი დავადეთ იმ 50 კაცს, ვინც რისკ-ჯგუფში აღმოჩნდა. შეიძლება ახალგაზრდა ისე დავაზიანოთ და დავაკომპლექსოთ, რომ თვით ამან გამოიწვიოს მასში დევიაციური ქცევები”, - ამბობს ნარკოლოგ-ფსიქიატრი აკაკი გამყრელიძე, რომელსაც წიგნიც აქვს გამოცემული სათაურით – ”რა უნდა ვიცოდეთ ნარკოტიკების შესახებ”. თეა გოგოტიშვილი ამბობს, რომ სექტემბერში შედგება სპეციალური საქველმოქმედო ფსიქოთერაპიული ჯგუფები, სადაც რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი მოზარდები გაივლიან ფსიქო-კორექციას. რეკლამაში საუბარია მედიკამენტური მკურნალობის შესაძლებლობაზე, თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში თეა გოგოტიშვილი ამას გამორიცხავს. მისი თქმით, ”მკურნალობა ფსიქო-კორექციის ფარგლებში განხორციელდება, ხოლო მშობლებს ჩაუტარებათ ტრეინიგები”. თუმცა სპეციალისტების თქმით, რეაბილიტაციის კურსი დასჭირდებათ პროგრამაში მონაწილე მშობლებს და ბავშვებს. ნატა ზაზაშვილი, ფონდ ”საფარის” ხელმძღვანელი, რომელსაც მშობლებთან მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ასეთ კვლევაში შვილებს ე.წ. ზემზრუნველი მშობლები მიიყვანდნენ. მისი თქმით, ასეთ მშობელთან მუშაობას წლები შეიძლება დასჭირდეს, რომ შვილის მიმართ ზემზრუნველობას გადაეჩვიოს. ”დარწმუნებული ვარ, კონსულტირება ან მოკლევადიანი ტრეინინგი არ იქნება საკმარისი რეაბილიტაციისთვის, რომ არაფერი ვთქვათ სტიგმატიზაცის საფრთხეზე”. ”მე ჩემს შვილს არ მივაღებინებდი ამ კვლევაში მონაწილეობას ”, - აღნიშნავს გიორგი ჭეიშვილი, ფსიქიატრი 20–წლიანი გამოცდილებით, რომლისთვისაც ნეტგაზეტს ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. ისევე, როგორც სტატიაში მოყვანილი სხვა სპეციალისტებისთვის, რომლებსაც პროგრამაზე კომენტირებისას თავიანთი შვილები ახსენდებათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/a.bmpუბედური შემთხვევა მუცოს ხეობაში გუშინ საღამოს დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ჯიპი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, 10 მეტრის სიღრმის ხევში გადაიჩეხა. დაიღუპა შვიდი ადამიანი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/avaria.jpg itvს ლინკი
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/shkashia_medium.jpg თბილისის “დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა კაშიამ, ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა ცხინვალის “სპარტაკთან”. 25 წლის მარჯვენა ნახევარმცველი, რამდენიმე დღის წინ ისრაელის ლიგატ-ალის რამათ განის “ჰაპოელში” იყო გასინჯვაზე, თუმცა იქ დარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კაშიამ “მსოფლიო სპორტს” უთხრა, ვიზის პრობლემამ შეაფერხა და ამიტომაც ვერ დარჩა ისრაელში. “გადაწყდა, რომ ზამთრამდე ცხინვალის ‘სპარტაკში” დავრჩები. კონტრაქტს ხელი მოვაწერე. თბილისის “დინამოში” დარჩენა? იყო მიზეზები, რის გამოც, “დინამოში” აღარ მივბრუნდი. ამაზე საუბარი აღარ მსურს”, – გვითხრა უფროსმა კაშიამ, რომელიც “დინამოს” აღზრდილია და სხვა კლუბში არც უთამაშია. სრულად იხილეთ
-
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჯილმა განაცხადა, რომ გუნდის სერბ მცველ ნემანია ვიდიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმება მიღწეულია და ის "ეშმაკებთან" ახალ, მრავალწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიდიჩს ხან "რეალში", ხანაც "ბარსელონაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. იხილეთ fanebi.com
-
http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279783707_be7ac0dc8f20.jpg გუშინ გაიმართა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩები. თბილისის "დინამომ" და ზესტაფონის "ზესტაფონმა" უპრობლემოდ მოიპოვეს მომდევნო ეტაპის საგზურები. "ვიტ-ჯორჯიამ" კი, სტუმრად საპატიო ფრეს მიაღწია ჩეხურ "ბანიკთან" და ძვირფასი სარეიტინგო ქულები მოუპოვა საქართველოს. გუშინდელი დღე ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში მეტად შესამჩნევი ასოებით ჩაიწერება.დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს არასდროს ჰყოლია ორი წარმომადგენელი ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე. გარდა ამისა, პირველად მოხდა,რომ ერთდროულად ორმა ქართულა კლუბმა შეძლო ევროტურირებზე ორ-ორი ეტაპის დაძლევა. SOCCER DAY დიდ იმედებს გამოთქვამს,რომ ქართველი გულშემატკივარი "დინამოს" და "ზესტაფონის" წყალობიტ საევროპო ციებ–ცხელებას გვიან შემოდგომამდე გაიხანგრძლივებს. სრულად იხილეთ
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/education/persons/aleqsidze_levan_01.jpgსაერთაშორისო სამართლის საკითხებში ექსპერტის ლევან ალექსიძის შეფასებით, კოსოვოს შესახებ ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აბსოლუტურ მიუღებლობას ეჭვის ქვეშ არ აყენებს. polity.ge
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/education/gamocda_02.jpg2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქიმიის გამოცდით დასრულდება . საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაიწყო და 24 ივლისიდან შედეგების გამოქვეყნებაც დაიწყება. პირველად კი ზოგადი უნარების ტესტების შედეგები გამოქვეყნდება. polity.ge
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/6.png ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით რომ გადალახა იმერულმა "ზესტაფონმა" ეს არახალია,თუმცა,ჩვენ გვინდა შევეხოთ იმ თემას,რომელიც ძალაუნებურად აქტუალური გახდა საზოგადოებაში.უეფას ეგიდით გამართულ შეხვედრებში სტუმრად "ზესტაფონს" უკვე წელიწადია არ გაუტანია ბურთი მეტოქის კარში.მას შემდეგ,რაც ჰელსინბორგთან გაიტანეს შვედეთში,გოლი ვერც სან–მარინოში შეაგდეს და ვერც სლოვაკეთში "დუკლას" წინააღმდეგ,არადა ეს ფაქტი გაოცებას იწვევ... 5–0 და 3–0 ასეთი საშინაო გამარჯვებების და ანგარიშების შემდეგ გუნდი ვალდებულია სტუმრად მინიმუმ ერთი გოლი გაიტანოს."ზესტაფონს" პირველი შეხვედრა უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე,ლვოვის "კარპატის" წინააღმდეგ ექნება სათამაშო სტუმრად,ვნახოთ დაარღვევენ თუ არა ამ უსიამოვნო ტრადიციას იმერლები და გაიტანენ თუ არა სტუმრად წლისთავზე მაინც... სრულად იხილეთ
-
http://a.pix.ge/u/0c09b.png SOCCER DAY გთავაზობთ თამაშს ჩემი პროგნოზი. სადაც შეგეძლებათ ეროვნული ჩემპიონატის,თასისა და ქართული გუნდების ევროპულ არენაზე ჩასატარებელი მატჩებზე პროგნოზის გაკეთება. კომენტარებში ჩაწერეთ ის შედეგი,რომელიც გგონიათ რომ დაფიქსირდება. მაგ: დინამო თბილისი 1–0 რუსთავის ოლიმპი ქულები დაჯამდება შემდეგი პრინციპით: ანგარიშის გამოცნობა: 5 ქულა შედეგის გამოცნობა: 3 ქულა არასწორი პროგნოზი: –1 ქულა გამარჯვებული გამოვლინდება ყოველი სეზონის ბოლოს. მეხუთე ტური: შტურმი – დინამო კარპატი – ზესტაფონი სრულად იხილეთ
-
http://images.icnetwork.co.uk/upl/dailypost/aug2009/9/6/pics-image-2-903247167.jpg დღეს “ლივერპულის” ბერძენი მცველის, სოტირიოს კირგიაკოსის დაბადების დღეა.მართალია, “წითლებს” მისი შენარჩუნება არ სურთ, მაგრამ სოტომ წელს თავდაუზოგავად ითამაშა თითოეული შეხვედრა და ღირსია იმისა, რომ ჩვენ მას ცხოვრებაში წარმატებები ვუსურვოთ. იმედია მალე იპოვის ახალ კლუბს და ითამაშებს ბევრ თამაშს. კირგიაკოსი დღეს 31 წლის გახდა. View the full article