Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დისტანციური სწავლების დანერგვის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საჯარო ლექციების კურსი დაიწყო. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა… ლინკი მედიანიუსზე
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/liberti-ban-150x150.jpg“ლიბერთი ბანკი” მიმიდნარე წლის სექტემბრიდან მომახმარებელს ინოვაციურ საბანკო პროდუქტ “GIFT CARD”-ს შესთავაზებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/liberti-banki.jpg itvს ლინკი
  3. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატში იღებდნენ მონაწილეობას, შემადგენლობაში დაბრუნება უკვე 4 აგვისტოს შეეძლებათ. იხილეთ fanebi.com
  4. როგორც გამოცემა The Guardian გვატყობინებს,მანჩესტერ სიტი მეორე შეთავაზებას ამზადებს ასტონ ვილას მიმართ.”ქალაქელები” ჯეიმს მილნერის სანაცვლოდ 24 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიან. იხილეთ fanebi.com
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/erovnuli-forumi-150x150.jpgეროვნული ფორუმი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის საკუთარ გეგმებს ამხელს. ფორუმელები მზად არიან მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან აწრმოონ, თუმცა არა NDI-ს ფორმატში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/porumi.jpg itvს ლინკი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/wurwumia-150x150.jpgპროტესტის უკიდურესი ფორმა და სოლიდარობა უკანონო პატიმრებს. ილია წურწუმია უკვე მეერვე დღეა შიმშილობს .წურწუმია აცხადებს რომ მოძრაობა ,,7 ნოემბრის” აქტივისტების დაკავება უსამართლოდ მოხდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/wurwu.jpg itvს ლინკი
  7. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მოღალატეებს შეადარა. ადგილობრივი მედიისთვის ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ფორუმმა, ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი მიმართვით, ოსურ სახელმწიფო ინტერესებს ზიანი მიაყენა. მისი აზრით, მაშინ, როდესაც ოსური დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებაზე ცდილობს, მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, ამ დროს, ზოგიერთი ეგრეთ წოდებული პატრიოტი ოსი ქართველებთან ერთად ჰუმანიტარულ პრობლემებს განიხილავს, ეს მოღალატეობის ტოლფასია. ყველაზე მეტად ფორუმის მუშაობაში ჩოჩიევი ცხინვალში გამომავალი გაზეთის "21–ე საუკუნის" რედაქტორის თემურ ცხოვრებოვის მონაწილეობით არის შეშფოთებული. ეს ის თემურ ცხოვრებოვია, რომელმაც ომის შემდეგ პირველმა განაცხადა ცხინვალში ქართული წიგნების დაწვის შესახებ. ცხოვრებოვი აგვისტოს ომის დროს ქართული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა. ბორის ჩოჩიევი ცხოვრებოვის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს. „ჩემთვის ცნობილია, რომ თემურ ცხოვრებოვი სამხრეთ ოსეთში აგროვებდა ხელმოწერებს, იმის შესახებ, რომ ქართულ–ოსური საზღვარი ადმინისტრაციულია და ის უნდა გაიხსნას, თავიდან ეს არ მჯეროდა , მაგრამ ახლა, მიმართვას ვკითხულობ და ეს უკვე დაუჯერებლად აღარ მიმაჩნია, ეს სირცხვილია.“ –ციტატის დასასრული გარდა ამისა, ჩოჩიევი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ჰოლანდიაში გამართულ ფორუმზე მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, რადგან მათ ეს არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და არც პრეზიდენტის მრჩეველთან არ შეუთანხმებიათ. თემურ ცხოვრებოვი ჩოჩიევის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. ცხოვრებოვი ჩოჩიევს 2008 წლის 8 აგვისტოსაც ახსენებს, როცა, მისი თქმით, თავად ცხინვალს იცავდა, ჩოჩიევი ჯავაში იმალებოდა. ქართულ–ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა 16 ივლისს ჰოლანდიაში ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი მიმართვა შეიმუსავა და პოლიტიკურ საკითხებზე მეტად მათ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება ურჩია. მიმართვას ხელი 22 ადამიანმა მოაწერა, აქედან რვამ სამხრეთ ოსეთიდან. ჟენევის დისკუსიის მე–12 რაუნდის გამართვა 27 ივლისს არის დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ოსური მხარე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. http://www.les-transferts.com/wp-content/uploads/2009/11/Carlton-Cole-001.jpgუკვე ცნობილია, რომ დევიდ ნგოგი იყიდება, მის სანაცვლოდ კი ჰოჯსონი 26 წლის კარლტონ კოულის მოყვანას აპირებს. … “ვესტ ჰემმა” უკვე გადაწყვიტა, გაყიდოს შავკანიანი ფორვარდი. მისი სატრანსფერო ფასი £12 მილიონი იქნება. ინგლისელმა საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა 09/10 სეზონი, გარდა საახალწლო პერიოდისა, როდესაც ტრამვებმა შეაწუხეს. როი ჰოჯსონი ინგლისელების გადმოყვანას და თავდასმის გაძლიერებას აპირებს, ეს ტრანსფერი შესანიშნავი ვარიანტია მისი გეგმებისთვის. როიმ დევიდ ნგოგს მიანიშნა, რომ მას შეუძლია დატოვოს კლუბი. წყარო: Metro.co.uk View the full article
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ria-novoswiwmv_000450120-150x150.jpgმსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარი ომის ამსახველი 42 ფოტო დღეს ქარვასლაში გამოიფინება. გამოფენის ავტორი რუსი ფოტოგრაფი და ჟურნალისტია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ria-novosti.jpg itvს ლინკი
  10. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze.jpgნინო ბურჯანაძის სარჩელი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის, გაზეთ ”პრაიმ თაიმისა” და ”დრონი ჯი”-ს წინააღმდეგ სასამართლოში დღეს შევიდა. სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს’ მთავარი საბჭოს წევრი თემურ მურღულია 13:00 საათზე შეიტანა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნულ მედია საშუალებებს პატივისა და ღირსების შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის. საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენებმა, მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი გადაურიცხეს ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს. მედიის ცნობით, აღნიშნული თანხა უშუალოდ ბადრი ბიწაძემ მიიღო, ამ თანხის ნაწილით კი ბურჯანაძემ წყნეთში ახალი აგარაკი შეიძინა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი კატეგორიულად უარყოფს, რომ აღნიშნული აგარაკის მეპატრონეა. მისი განცხადებით, ის ამ აგარაკზე ცხოვრობს, თუმცა, ეს აგარაკი სხვისი საკუთრებაა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ჩემს ოჯახს მართლა რომ იმ კრიტერიუმებით ეცხოვრა, რასაც ასე მონდომებით გვაბრალებს სააკაშვილი, მასეთი სახლი ათი გვექნებოდა და არა მარტო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ისევე როგორც ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს აქვთ დავოსში, ნიცასთან ახლოს და ეს მასალები აუცილებლად დაიდება”, – განაცხადა მან 15 ივლისს, კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> ბურჯნაძე დაინტერესდა, რატომ არ აშუქებენ მედიის წარმომადგენლები იმ ადამიანებს, რომლებიც ~ცალ-ცალი ფეხსაცმლით დადიოდნენ~ ხელისუფლებაში მოსვლამდე, დღეს კი საუკეთესო კურორტებზე ისვენებენ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში და ყველაზე ძვირადღირებულ ღამის ბარებს ხურავენ პრივატული საღამოებისთვის.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი ილუზია არ აქვს ქართული სასამართლოს ობიექტური განაჩენის, თუმცა, ამ ფაქტს მაინც გაასაჩივრებს. წყარო: “ინტერპრესნიუსი” Share View the full article
  11. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze.jpgნინო ბურჯანაძის სარჩელი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის, გაზეთ ”პრაიმ თაიმისა” და ”დრონი ჯი”-ს წინააღმდეგ სასამართლოში დღეს შევიდა. სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს’ მთავარი საბჭოს წევრი თემურ მურღულია 13:00 საათზე შეიტანა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნულ მედია საშუალებებს პატივისა და ღირსების შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის. საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენებმა, მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი გადაურიცხეს ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს. მედიის ცნობით, აღნიშნული თანხა უშუალოდ ბადრი ბიწაძემ მიიღო, ამ თანხის ნაწილით კი ბურჯანაძემ წყნეთში ახალი აგარაკი შეიძინა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი კატეგორიულად უარყოფს, რომ აღნიშნული აგარაკის მეპატრონეა. მისი განცხადებით, ის ამ აგარაკზე ცხოვრობს, თუმცა, ეს აგარაკი სხვისი საკუთრებაა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ჩემს ოჯახს მართლა რომ იმ კრიტერიუმებით ეცხოვრა, რასაც ასე მონდომებით გვაბრალებს სააკაშვილი, მასეთი სახლი ათი გვექნებოდა და არა მარტო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ისევე როგორც ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს აქვთ დავოსში, ნიცასთან ახლოს და ეს მასალები აუცილებლად დაიდება”, – განაცხადა მან 15 ივლისს, კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> ბურჯნაძე დაინტერესდა, რატომ არ აშუქებენ მედიის წარმომადგენლები იმ ადამიანებს, რომლებიც ~ცალ-ცალი ფეხსაცმლით დადიოდნენ~ ხელისუფლებაში მოსვლამდე, დღეს კი საუკეთესო კურორტებზე ისვენებენ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში და ყველაზე ძვირადღირებულ ღამის ბარებს ხურავენ პრივატული საღამოებისთვის.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი ილუზია არ აქვს ქართული სასამართლოს ობიექტური განაჩენის, თუმცა, ამ ფაქტს მაინც გაასაჩივრებს. წყარო: “ინტერპრესნიუსი” Share View the full article
  12. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/avaria-300x209.jpgშატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. “ჯიპის” მარკის ავტომობილი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, მუცოს ხეობაში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაახლოებით, 10 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მანქანაში 10 ადამიანი იჯდა, რომელთაგან შვიდი დაიღუპა, მათ შორის ორი – მცირეწლოვანი ბავშვი. თბილისიდან შემთხვევის ადგილზე ოთხი რეანომობილი გაემგზავრა, ადგილზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე გივი ამირხანაშვილი. მომხდარზე გამოძიება მცხეთა–მთიანეთის სამხარეო პროკურატურამ დაიწყო. პირველადი ვერსიით, ავტოკატასტროფის მიზეზად მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა სახელდება. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთის, 21 წლის თეონა ჭინჭარაულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას ქალა–ტვინის დაზიანებები აღენიშნება. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. დანარჩენ ორ დაშავებულს სასწრაფო– სამედიცნო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა. გადარჩენილებს შორის შატილის თემის საკრებულოს დეპუტატი გელა დაიაურია, თუმცა მისი მეუღლე და შვილები შემთხვევის დროს დაიღუპნენ. Share View the full article
  13. საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო რედაქცია ამჟამინდელ პრეზიდენტ სააკაშილს არ უზღუდავს პრემიერობის შანსს. შეზღუდვის დაწესება, რომელსაც ირაკლი ალასანია და მისი პარტია ითხოვდა, ცვლილებების პროექტში გათვალისწინებული არ არის. იქნებოდა თუ არა შეზღუდვის დაწესება ამომრჩევლის უფლების შეზღუდვა? სწორედ ასეთ შეფასებას აძლევს მოთხოვნის ამგვარად დაყენებას საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. მისი აზრით, ამგვარი შეზღუდვა ამომრჩევლის უფლებას არღვევს: ,,როცა საპარლამენტო მოდელზე ვსაუბრობთ, ამომრჩეველი ირჩევს პოლიტიკოსთა გუნდს. ვინც გადის უმრავლესობით, ის ქმნის მთავრობას. როგორ უნდა დაუწესო ამ შემთხვევაში შეზღუდვა ამომრჩეველს?! ეს არადემოკრატიულია”. დარჩიაშვილი განმარტავს, რომ თუ ხალხის უმრავლესობა, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას აირჩევს, ეს პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარჩიაშვილის აზრით, რადგან პარტია ლეგიტიმური იქნება, მას უფლება უნდა ჰქონდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სასურველი კანდიდატურა წამოაყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლება შეიზღუდება. ასე არ ფიქრობენ ,,თავისუფალი დემოკრატები”, რომლებიც კონსტიტუციის ახალ პროექტში ,,პუტინიზაციის” საფრთხეს ხედავენ. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პრეზიდენტობის შემდეგ, მუშაობას პრემიერის თანამდებობაზე აგრძელებს. ამიტომ ირაკლი ალასანიას და მისი პარტიის აზრით, პრეზიდენტობის ვადის ორჯერ ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა 5 წლის ვადით აღარ უნდა ჰქონდეს. თუმცა კონსტიტუციონალისტები და პოლიტიკოსები ვერ იხსენებენ ქვეყანას, სადაც მსგავსი კონსტიტუციური ჩანაწერი არსებობდეს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი პოლიტიკოსის უფლებების დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ჟენევისა და გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენცია ცალსახად განმარტავს, რომ არ შეიძლება ადამიანს პროფესიული შეზღუდვები დაუწესო. ”ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრად კენჭისყრის უფლება ეკრძალება გარკვეული თანამდებობის პირებს, არა მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არამედ ამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაშიც. ეს პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შეზღუდვაა და არა ადამიანის უფლებების, იყოს პოლიტიკოსი”- განმარტავს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე. კონსტუტუციის ამგავრ ცვლილებაში, ხმალაძე ადამიანის უფლებათა დარღვევას ვერ ხედავს. კომისიის წევრი აქვე დასძენს, რომ სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა იმდენად მაღალი რანგისაა, რომ შემდგომ ყოფილი პრეზიდენტის პრემიერის ან მინისტრის თანამდებობაზე აღმოჩენა, უკვე ამცირებს ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა ყოფილი პრეზიდენტისთვის იქმნება გარკვეული გარანტიები მომავალი საქმიანობისათვის. ეს არის მისი სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა. ისეთი პირობების შექმნა, რომ მას არ სჭირდებოდეს დამატებითი შემოსავლის ძებნა. პრეზიდენტები ამის შემდეგ მოღვაწეობას უკვე საზოგადოებრივ სფეროში იწყებენ. ,,ასეთი ტრადიცია არის დემოკრატიულ სახელმწიფოებში. ჩვენ ეს ტრადიცია არ გვაქვს’’, - ამბობს ხმალეძე. რესპუბლიკური პარტიის წევრ, იურისტ თინა ხიდაშელის განმარტებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აქცენტი არა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მუხლების წერაზე, არამედ საარჩევნო სისტემის გამართვაზე უნდა გააკეთონ. ხიდაშელი ამბობს, რომ თუ სააკაშვილის გუნდს გადაწყვეტილი აქვს კონსტიტუციის ამგვარი სახით მიღება, ეს მაინც მოხდება: ,,მთავარი არის ის, რომ სისტემა გავმართოთ და შეუძლებელი გავხადოთ სააკაშვილის ტიპის მმართველობა საქართველოში”. მისი აზრით, დაბალენსებული საარჩევნო სისტემა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს, ქვეყანაში ერთპიროვნულ მართველობას შეზღუდავს. ,,დღეს გვაქვს პარლამეტის არჩევნების ისეთი სისტემა, რომელიც ამბობს, რომ პარტიამ შეიძლება აიღოს ხმების 60% ქვეყანაში. ასეც მოხდა და პარლამენტში ადგილების 85% მმართველმა პარტიამ მიიღო. ეს უნდა იყოს დაუშვებელი და შეუძლებელი. პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უნდა ხვდებოდნენ მიღებული ხმების პროპორციულად. თუ ჩვენ ასეთ სისტემას შევქმნით, მიშა სააკაშვილი ვერასოდეს ვეღარ გახდება პრეზიდენტი”. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზურაბ ჯიბღაშვილიც ყურადღებას საარჩევნო სისტემაზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუ საზოგადოების უმრავლესობას არ სურს სააკაშვილი, კონსტიტუციაში უნდა ჩაიდოს გარანტიები იმისა, რომ მას ვეღარ აირჩევენ. ,,თუ 50%-ზე მეტია სააკაშვილის მიმართ უკმაყოფილება, კონსტიტუციაშივე უნდა იყოს ის მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავენ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელად საზოგადოების უმცირესი ნაწილისთვის სასურველი პიროვნება მოგვევლინოს. კონსტიტუციით, საარჩევნო გარემო უნდა გაუმჯობესდეს”. ახალი საკონსტიტუციო პროექტით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ან სუბიექტი წარუდგენს. წარდგენილი პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მინისტრთა კანდიდატურებს შესთავაზებს. თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა, პრეზიდენტი 2 დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, პრემიერ-მინისტრი კი მთავრობის სხვა წევრებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. "სანდერლენდმა" ოფიციალურად დაადასტურა "უიგანის" 28 წლის ცენტრალური მცველის ტიტუს ბრამბლის შეძენა. ტრანსფერის ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი შეადგინა. იხილეთ fanebi.com
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/telavi13-150x150.jpgსაკადრო ცვლილება მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონულ განყოფილებაში. სამსახურის უფროსი ოთარ სესიკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ რადიო ,,ჰერეთი” იუწყება მის ადგილზე ახალი ხელმძღვანელი უკვე დაინიშნა. სააგენტოს ამიერიდან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ახალაური უხელმძღვანელებს. იხილეთ epn.ge
  16. დღეს უეფამ ესპანურ "ვილიარეალს" ოფიციალურად აცნობა, რომ ევროპის ლიგის მომავალ გათამაშებაში "მალიორკას" ნაცვლად სწორედ ის იასპარეზებს, ეს ინფორმაცია "ყვითელი სუბმარინას" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ კუნძულელთა ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, განთავისუფლებული ქვოტა სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილის მიხედვით სწორედ "ვილიარეალს" ერგო. იხილეთ fanebi.com
  17. „ეროვნული ფორუმი“ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლის კუთხით ხელისუფლების მზადყოფნასა და პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის მიერ ოპოზიციის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...