planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
"ჰოფენჰაიმის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ფრანკო ზუკულინი ამიერიდან "ჯენოაში" ითამაშებს, ამის შესახებ goal.com იტყობინება. 19 წლის ფეხბურთელი გენუურ კლუბში არენდის წესით გადავიდა და ეს გარიგება "ჯენოას" 700 ათასი ევრო დაუჯდა. ამავე დროს, მან მოიპოვა მისი საბოლოო გამოსყიდვის უფლება, რა შემთხვევაშიც ზუკულინის ფასი სავარაუდოდ 6 მლნ ევრო იქნება. იხილეთ fanebi.com
-
"სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა ნილ ლენონმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების გოლკიპერი დევიდ ჯეიმსი ორშაბათს გლაზგოში ჩაფრინდება, რათა "სელტიკ პარკზე" თავის მომავალში გაერკვეს. იხილეთ fanebi.com
-
გელზენკირხენის "შალკეს" ბრაზილიელი მცველის, რაფინიას აგენტის განცხადებით, მის კლიენტს გუნდში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი და ეს მიუხედავად იმისა, რომ აშკარად აღარ ჯდება მთავარი მწვრთნელის, ფელიქს მაგათის გეგმებში. "წლების" განმავლობაში რაფინია გუნდის ლიდერად გვევლინებოდა, შესაბამისად ამბიცია იმისა, რომ ახლაც უმაღლეს დონეზე ითამაშოს, ცხადია აქვს. ჩემს კლიენტს ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება და ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამას ისევ იმსახურებს", - ნათქვამია ფეხბურთელის აგენტის განცხადებაში. იხილეთ fanebi.com
-
როგორც გუშინ დაგპირდით, წარმოგიდგენთ იმერელთა უკრაინული მეტოქის ერთ-ერთი მატჩის სრულ ჩანაწერს. შეხვედრა შარშანდელია და "კარპატი" დონეცკის "შახტარს" უპირისპირდება. ვეცდებით, უახლოეს მომავალში სხვა მსგავსი მასალაც შემოგთავაზოთ იხილეთ fanebi.com
-
იტალიური "მილანი" "რომას" ახალგაზრდა თავდამსხმელით, სტეფანო ოკაკათი დაინტერესდა. "როსონერის" ხელმძღვანელობა მზად არის მასში 3.5 მლნ ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ოკაკამ გასული სეზონის მეორე ნახევარი არენდით "ფულჰემში" გაატარა, ამ გუნდის მაისური 11-ჯერ მოირგო და ორი გოლიც გაიტანა. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/guardian1.jpg სარედაქციო წერილი ეს განაჩენი ვერაფრით დაამშვიდებს სხვა ქვეყნებს, რომელთაც სეპარატისტული დავები აქვთ. გაეროს საერთაშორისო სამართლის სასამართლომ გუშინ დაადგინა, რომ კოსოვოს, ორი წლის წინ სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით, საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია. ეს გადაწყვეტილება ვერაფრით დაამშვიდებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც სეპარატისტული დავები აქვთ. ის ვერც იმას მოახერხებს, რომ უამრავ ტერიტორიას, როგორებიცაა ჩრდილო კვიპროსი, სომალი, მთიანი ყარაბახი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთია (თავისი განსხვავებული შემთხვევებით) ასეთივე აღიარების მოპოვების მცდელობას აღუკვეთს. გადაწყვეტილება შესრულებისთვის სავალდებულო არ არის და სასამართლოს არც ის განუცხადებია, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა კანონიერია. ეს მხოლოდ იმის დეკლარირება იყო, რომ მისი დამოუკიდებლობა უკანონო არ არის, რაც ერთი და იგივე არაა. ჩინეთი და რუსეთი ძველებურად სათავეში უდგანან იმ ქვეყნების ბლოკს, რომელიც გამოყოფის აქტის დაკანონებაზე უარს ამობობენ და რეალურად ძალიან ცოტა რამ შეიცვლება; მაგრამ როგორც პრეცედენტი, ეს კარგი რამ არაა. სხვა ქვეყნები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში არიან, მაგალითად საქართველო და მოლდოვეთი, სავსებით სამართლიანად შეწუხდებოდნენ ამის გამო, რადგან მისი პრაქტიკული ეფექტი იმას ნიშნავს, რომ ძალა აღმართს ხნავს. თუ თქვენი ქვეყნის იმ ნაწილის უკან, რომელსაც გათავისუფლება, უნდა ამერიკა ან რუსეთი დგას, აღიარება შედგება. ლეგიტიმაცია ძალით მოიპოვება. ეს გადაწყვეტილება ვერც ლოკალურ დაძაბულობებს მოხსნის, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში. ქვეყნებს, რომლებიც ერთმანეთისადმი არ იხედებიან, თანამშრომლობა სჭირდებათ. ჩინეთი და ტაივანი დღეს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გდრ გაერთიანებამდე, იმ მტრულად განწყობილი ქვეყნების მაგალითს წარმოადგენენ, რომლებმაც შესძლეს modus Vivendi-ის დაწესება. იგივეა საჭირო კოსოვოსა და სერბეთს შორის ქალაქ მიტროვიცას ჩრდილოეთით მდებარე სერბული ანკლავის, პატარა ტერიტორიის საკითხის გადასაწყვეტად. ამ ტერტორიაზე ხშირად იფეთქებს ხოლმე ძალადობა. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს კოსოვოს რეზისტენტობას მიტროვიცას ჩრდილოეთით მდებარე ანკლავის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებისადმი, რომელთაც კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სკენდერ ჰუსეინმა წარმოუდგნელი უწოდა. როგორც არ უნდა უწოდონ მათ მოლაპარაკებები, თუ ტექნიკური მოლაპარაკებები ამ ანკლავისთვის, მშვიდობის აღსადგენად, სპეციალური სტატუსი მოსაპოვებელია. სერბეთმა და რუსეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ არ მიიღეს. პირველმა განაცხადა, რომ ის დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მეორემ, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ ქმნის კანონიერ საფუძველს დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ დრო წინ მიიწევს. სერბების დაჟინებული პრეტენზიები კოსოვოზე ევროკავშირში გაწევრიანების მის ამბიციებთან მოვა კონფლიქტში. ბელგრადს არ სჭირდება კოსოვოს აღიარება, იმისთვის, რათა მიტროვიცას ჩრდილოეთით მდებარე ანკლავის საქმე მოაგვაროს (აქ ის ანკლავის ავტონომიის გარანტორი გახდებოდა), მაგრამ მისმა ლიდერებმა ამის გასაკეთებლად პოლიტიკური გამბედაობა უნდა მოიკრიბონ. ასევე რუსეთიც, გლობალური ფინანსური კრიზისისა და ნავთობის ფასების დაცემის შემდეგ, ისე აღარაა დაინტერესებული აღმოსავლეთ ევროპაში გაყოფისა და ბატონობის პოლიტიკის გატარებით, როგორც ეს ადრე იყო. ის ურთიერთობათა გადაწყობით უფრო მეტს მოიგებს. ორიგინალი <p style="text-align: justify; "> ორიგინალი
-
გოგონები უკნიდან 30 სურათი View the full article
-
ნასტასია კამენსკიხ ---სურათები ტანსაცმლით ად უტანსამლოთ View the full article
-
სპორტული ჯავა თამაშები 240-320 View the full article
-
სიუჟეტი ჩრდილოეთ პორტუგალიის ერთერთი პატარა სოფელის მერის ირგვლივ ტრიალებს, სადაც ის ტურისტულ პროექტს ეწინააღმდეგება. ათასობით ტურისტის ჩამოსვლის შემდეგ ხომ პატარა დაბის ჩვეული მყუდროება დაირღვევა. მერის დასარწმუნებლად, მდიდარი ბიზნესმენი, რომელსაც პირადი ინტერესი ამოძრავებს ამ საქმეში, დაიქირავებს მარიას... მარია მომხიბვლელი ქალია, მან მერი უნდა აცდუნოს და შემდეგ დააშანტაჟოს, პროექტზე ხელი რომ მოწერინოს. მერს პირველი დანახვისთანავე შეუყვარდება მარია და არ შეეწინააღმდეგება "ცდუნებს"... View the full article
-
ეროტიკული კულინარია---რეცეპტების კრებული View the full article
-
http://s42.radikal.ru/i098/1007/ce/05b085400aa1.jpg 19 წლამდე ეროვნულ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე დანი პაჩეკომ, ესპანელთა 11-ე ნომერმა, მორიგი გოლი გაიტანა და ბომარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა… გთავაზობთ მატჩში გასული გოლების ვიდეო-მიმოხილვას. დანი პაჩეკომ წინა მატჩში პორტუგალიასთან დუბლი შეასრულა. იტალიასთან კი მხოლოდ 1 გოლს დასჯერდა. დანიმ საკმაოდ ლამაზად ჩამოიშორა ორი მცველი პირდაპირ საჯარიმოში, და შემდეგ მესამე მცველის შეცდომითაც ისარგებლა და მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა… მთლიანობაში ესპანეთმა 3-0 დაამარცხა იტალია და ჯგუფში 100%იანი შედეგით, 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. პაჩეკო კი ამ მომენტისთვის ტურნირის ერთპიროვნულად საუკეთესო ბომბარდირია. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/avtorali-150x150.jpgვარდების მოედნაზე დღეს მედიასაშუალებებს შორის ავტო რალი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა 58 -მა ავტომობილმა მიიღო. ტურნირის მიზანი საგზაო წესების დაცვის პროპაგანდა იყო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ralii.jpg itvს ლინკი
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100724-13-kaiserslautern_liverpool.jpg გთავაზობთ ფოტომასალას ახლახანს დასრულებული მატჩიდან. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100724-04-kaiserslautern_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100724-01-kaiserslautern_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100724-12-kaiserslautern_liverpool_4c4b019cdc26a618064081.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100724-03-kaiserslautern_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100724-22-kaiserslautern_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100724-17-kaiserslautern_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100724-19-kaiserslautern_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100724-21-kaiserslautern_liverpool.jpg View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/qutaisi-150x150.jpgბაგრატის ტაძრის რესტავრაცია განახლდა. ძეგლი სერიოზულად არის დაზიანებული. პროექტი, რომლის მიხედვითაც 2009 წელს აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, ტაძრისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას და გუმბათის დადგმას ითვალისწინებდა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგ ერთიანი საქართველოს სიმბოლო ფაქტობრივად პირვანდელ იერს დაიბრუნებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/bagrati.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/iran-woman-hanging-150x150.jpgირანში ქალთა მიმართ სასტიკი ანგარიშწორების ფაქტებს დღეს თბილისშიც აპროტესტებდნენ. 30-მდე ადამიანი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საშუალებით გაერთიანდა და მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას ირანის საელჩოს წინ გამოეხმაურა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/irani1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/untitled-2-150x150.jpgადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ცემის ფაქტსა და შემდგომ განივთარებულ მოვლენებს დღეს ერთდროულად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებდა. როგორც ირკვევა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხეულის დაზიანებებით მისულ ხაჭაპურძიეს შემოწმებაზე უარი უთხრეს. დაზარალებული მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/advikati.jpg itvს ლინკი
-
გოგონები 130 სურათი View the full article
-
პატარა ფირმის აღმასრულებელი დირექტორი მართავს კანტორას, რომლის თანამშრომლებს შეუძლიათ შეაღწიონ სხვა ადამიანის გონებაში და დაავიწყონ ის ინფორმაცია რომელიც არ უნდა იცოდეს, ან პირიქით დაამახსოვროს ის რაც სინამდვილეში არ მომხდარა... View the full article
-
ჟურნალი Loaded 06 2010 View the full article
-
http://dailycontributor.com/wp-content/uploads/2010/01/fa-cup-liverpool-vs-reading-live-stream-free.jpg გთავაზობთ რამოდენიმე ვარიანტს, თუ როგორ უნდა უყუროთ ლივერპულის ამხანაგურ თამაშს პირდაპირ ეთერში, რომელიც 18:15 საათზე იწყება… შეგიძლიათ, შეხვიდეთ საიტზე Livetv.ge , მოძებნოთ სასურველი მატჩის ლინკები ძალიან მარტივად, და თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი პროგრამის – Sopcast-ის საშუალებით უყუროთ. ვინც არ იცით, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პროგრამა - წაიკითხეთ ; პროგრამის გადმოსაწერად კი დააჭირეთ აქ! შედიხართ საიტზე Live.fanebi.com , მოძებნით სასურველი მატჩის ლინკს და ყოველგვარი პროგრამის გარეშე უყურებთ პირდაპირ ტრანსლაციას (შედარებით დაბალ ხარისხში) – !!! გაფრთხილება: ლინკები არ ირთვება ოპერა ბრაუზერით. შედიხართ – საიტზე (დააჭირეთ ტექსტს) და ირჩევთ თქვენთვის მოსახერხებელ ვარიანტს თამაშის საყურებლად. რეკომინდირებულია პროგრამა Sopcast-ით ყურება… View the full article
-
/get_img?NrArticle=2067&NrImage=2222 „ჩემთვის ყოფილა ეს აქცია, სამთვენახევრის ფეხმძიმეს ქმარმა მუცელში მირტყა“ - ამ სიტყვებით ახალგაზრდა ქალბატონმა ირანის საელჩოს წინ, დღეს, ქალთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიმართა. როგორც კი წარწერების შინაარსი ამოიკითხა, აქცია იმ ირანისტმაც დატოვა, რომელმაც განაცხადა, ირანელი ხომ არ ვარ რომ გავაპროტესტოო. საქინე მოჰამადი აშთიანის საქმით პროვოცირებული საპროტესტო აქცია თბილისში ირანის საელჩოსთან უკვე მეორედ მოეწყო. აქციის მონაწილეთა რიცხვი გასული კვირის შაბათ დღესთან შედარებით ცოტათი გაიზარდა კიდეც და ოცდათხუთმეტს მიაღწია. „ისლამის სახელით დანაშაულს ნუ სჩადიხართ“, „თითო ქვა რამდენი თუმანი ღირს?“, „შეწყვიტეთ სიკვდილით დასჯა“, „ძირს დიქტატურა“, - ტრანსპარანტები ამ წარწერებით აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირზე ორი საათის განმავლობაში ეჭირათ. ირანის ჩრდილ-დასავლეთ ნაწილში მდებარე თაბრიზის ციხეში საქინე მოჰამადი აშთიანი უკვე დიდიხანია სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში იმყოფება. 2006 წელს ის მეუღლის მკვლელობის საქმისთვის დაკითხეს. დაკითხვის პროცესში საქინემ აღიარა, რომ იმ ორ მამაკაცთან, რომლებსაც მოგვიანებით მისი ქმრის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ”აკრძალული ურთიერთობები” ჰქონდა. ამავე წლის მაისში საქინე ჩადენილი დანაშაულისთვის 99 როზგით დაისაჯა. სასჯელის აღსრულების შემდეგ მოჰამადი აშთიანი გაათავისუფლეს. თუმცა, ოთხი თვის თავზე ირანის ჩრდილ-დასავლეთ ნაწილში მდებარე აზერბაიჯანის მხარის კრიმინალურმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალს ადიულტერის მოტივით ჩაქოლვის განაჩენი გამოუტანა. ჩაქოლვით სიკვდილმისჯილი მრავალი ირანელი ქალის მსგავსად, საქინემ აღიარებითი ჩვენება დაკითხვის პროცესში მისცა. მაგრამ სასამართლოში და მოსამართლის წინაშე მან აღიარება უარყო. აშთიანიმ განაცხადა, რომ დაკითხვის პროცესში ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ადიულტერი ირანულ სასამართლოში შემდეგნაირად მტკიცდება: ისლამური სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულის აქტს ოთხი მოწმე უნდა ჰყავდეს, რომლებიც აქტის მიმდინარეობას თავად შეესწრნენ და ახლოდან დაინახეს. დანაშაულის დადგენის ალტერნატიული გზა ბრალდებულის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემა და აღიარების ოთხჯერ დადასტურებაა. საერთაშორისო საპროტესტო ტალღის აგორების შემდეგ თავრიზის ციხის ხელმძღვანელობამ ირანის სასამართლო ხელისუფლებას განაჩენის გადახედვის წინადადებით მიმართა და სთხოვა ჩაქოლვის ნაცვლად სასჯელი მოჰამადი აშთიანის ჩამოხრჩობით აღესრულებინათ. სასამართლო მოლბა და ქალის დასჯის ერთი ფორმა მეორეთი შეცვალა. 19 ივნისს აშთიანის სასიკვდილო განაჩენის აღსრულება კიდევ ოცი დღით გადადეს. დღეს, 24 ივნისს მისი გათავისუფლების მოთხოვნით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია. სამაგიეროდ, პროტესტანტების შეკრების მიზეზით, იქვე მდებარე რუსეთის საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაინტერესდნენ. „შეწყვიტეთ ქალთა კვლა“, „ნუ მოკლავთ საქინეს“, - სკანდირებდნენ სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე მოქალაქეები, რომლებმაც პროტესტის გამოხატვა ირანელი პოეტისა და იურისტის, ჰამიდ მოსადეყის ლექსის, "ლურჯი, ყავისფერი, შავი" სტრიქონების სპარსულად კითხვით დაიწყეს: „მე თუ ავდექი, შენ თუ ადექი, ყველა ადგება, მე თუ დავჯექი, შენ თუ დაჯექი, ვინღა ადგება?“. როგორც ირანისტი თინათინ ჯაფარიძე ამბობს, თავისუფლების გამომხატველ ამ სტრიქონებს ირანელები ისლამური რევოლუციის დროსაც გაიძახოდნენ, როცა ხალხს ეგონა, რომ დიქტატურა დასასრულს უახლოვდებოდა და უკეთესი მათ მომავალი ექნებოდათ. თინათინ ჯაფარიძე ასევე ფიქრობს, რომ „სივდილით დასჯა, დაპატიმრება და აბსურდული ჯარიმები არ არის მხოლოდ ირანელი ხალხის სატკივარი. საქართველოს უნივერსიტეტების ირანისტიკის განყოფილებებს და ირანის საელჩოს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, აქციაზე არ მოვიდნენ. ირანისტი ლექტორების და სტუდენტების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. სიჩუმე მხოლოდ დიქტატურის გამყარებას და საფრთხის ზრდას ემსახურება“. სოციალურ ქსელ ფეისბუქში საპროტესტო მიტინგი დაანონსდა როგორც „აქცია ირანში ქალების სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“. კინოკრიტიკოსი თეო ხატიაშვილი თვლის, რომ ჩაქოლვის წესით ადამიანის დასჯა ყველა შემთხვევაში აღშფოთებას იწვევს: „რასაკვირველია, ირანში მამაკაცებიც ბევრნაირად იზღუდებიან, მაგრამ ქალი, როგორც ნებისმიერ ტრადიციულ პატრიარქალურ კულტურაში, ორმაგი წნეხის ქვეშ იმყოფება და ამ შემთხვევაში ჩვენი სოლიდარობის აქცია სწორედ ქალთა უფლებების დაცვისკენ არის მიმართული“. ცნობილია, რომ არსებობენ ფემინისტები, რომლებიც სხვადასხვა არადასავლურ კულტურაში უხეში ჩარევისგან თავის არიდების მოტივით, ქალთა უფლებების შემლახველი ქმედებების კრიტიკისგან თავს იკავებენ. თეო ხატიაშვილი არ მიიჩნევს, რომ ირანელი ქალების სიკვდილით დასჯის გაპროტესტება ევროპოცენტრისტული და თავსმოხვეული იდეოლოგიის ნაწილია. „ამ შემთხვევაში ძალიან რაციონალური და გულგრილი ადამიანი უნდა იყო, რომ რაღაცეები დაალაგო: ეს მეხება, ის - არა; ეს მათი ტრადიცია; ამისთვის შეიძლება ვიბრძოლოთ, იმისთვის კი - არა... აქ აღარ არის ცალკეული უფლებების დარღვევაზე ლაპარაკი, ამ შემთხვევაში ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და როცა თანამედროვე, ვითომ ცივილიზებულ სამყაროში რამდენიმე საუკუნის წინანდელი დასჯის ფორმა ისევ აქტიურადაა გამოყენებული, არ ვიცი როგორ შეიძლება გულგრილი დარჩე ამ მოვლენის მიმართ”. /get_img?NrArticle=2067&NrImage=0 სრული ინფო(netgazeti.ge)