planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ივნისში აშშ-ში მხოლოდ 80,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა გაავრცელა. უმუშევრობის დონე დღეს აშშ-ში 8.2%-ია. უმუშევრობამ 8%-ს 2009 წლის თებერვალში გადააჭარბა და მას შემდეგ არ შემცირებულა. 1948 წლის შემდეგ ეს ყველაზე გრძელი პერიოდია, 41 თვე, როცა აშშ-ს ამდენი უმუშევარი ჰყავს. ექსპერტების ვარაუდით, 8.2%-ზე გაიყინება, რაც ობამასთვის არჩევნების წაგებას შეიძლება ნიშნავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთი პრეზიდენტი არ არჩეულა მეორედ 7.4%-ზე მაღალი უმუშევრობის შემთხვევაში. ობამას ადმინისტრაციამ მალევე გააკეთა კომენტარი უმუშევრობის ახალ მონაცემებზე. თავად ობამამ მონაცემებს „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა ობამამ ეკონომიკა და რომ კონგრესმა და ცენტრალურმა ბანკმა მეტი უნდა გააკეთონ კრიზისის დასაძლევად. უმუშევრობის მონაცემებზე სწრაფი რეაქცია ჰქონდა ობამას კონკურენტს საპრეზიდენტო არჩევნებში, მიტ რომნის. მისი თქმით, ეს ყველაფერი გარდაუვალი არ არის და ხალხი არ უნდა შეეგუოს ეკონომიკის ასეთ მდგომარეობას. რომნის განცხადებით, აშშ-ში ბიზნესებზე გამკაცრებული რეგულაციები სამუშაო ადგილების შექმნას აჩერებს. ობამასთვის სამუშაო ადგილების შექმნას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. გასული შემოდგომიდან თითქოს უმუშევრობამ ძალიან ნელა შემცირება დაიწყო, თუმცა ბოლო სამ თვეში სიტუაცია კვლავ უარესობისკენ შეიცვალა. ობამა ხშირად თავს რეიგანს ადარებს, რომელიც ასევე მაღალი უმუშევრობის პირობებში მეორედ აირჩიეს. თუმცა რეიგანის პრეზიდენტობის 32-ე თვეში უმუშევრობამ სწრაფად დაიწყო ვარდნა და არჩევნების დღეს უკვე 7.4% იყო. მაშინ როცა ობამას მონაცემები საპირისპირო მიმართულებით მიდის. ობამას თვეში დაახლოებით 219,000 სამუშაო ადგილის შექმნა დასჭირდება იმისთვის, რომ უმუშევრობის დონე არჩევნების დღეს 8%-ზე დაბალი იყოს. View the full article
-
გაეროს განვითარების პროგრამამ ოკუპირებულ აფხაზეთს წყალმომარაგების სისტემის აღდგენისათვის შესაძლოა 170 ათასი დოლარი გამოუყოს. ამის შესახებ განაცხადა ამ ორგანიზაციის წარმოამდგენელმა ჯოვანი მაცარელიმ სოხუმში 2012 წლის 5 ივლისს აფხაზ ”პრემიერთან” ლეონიდ ლაკერბაიასთან შეხვედრაზე. ლაკერბაიას მიერ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, წყლის ინფრასტრუქტურის აღდეგენისათვის აფხაზეთში უკვე დახარჯულია თითქმის 300 მილიონ რუსულ რუბლამდე (დაახლოებით 9 მლნ. დოლარი). მისივე სიტყვებით, წყალმომარაგების... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გუშინ საღამოს, ყაბარდო–ბალყარეთის ბაქსანის რაიონის სოფელ კუბა–ტაბასთან მდებარე ტყის მასივში, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს, ორმა უნობმა ავტომატური ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს. საპასუხო სროლების შედეგად მოკლული იქნა ერთერთი თავდამსხმელი, ხოლო მეორემ შეძლო მიმალვა. რესპუბლიკის შსს–ს პრეს–სამსახურის ცნობით, ძალოვნებიდან არავინ არ დაშავებულა.როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ბოლო დღეებში ჩრდილოკავკასიელ ძალოვანთა გააქტიურება პირდაპირ კავშირშია ამ რამდენიმე დღის წინ მაჰაჩკ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/manana-nachkebia2.jpgროგორც “ახალი მემემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ დღეს სამეგრელოს რაიონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “დევნილთა და განსახლების ახალმა მინისტრმა საქმიანობა სწორედ დევნილთა ჩასახლებებში არსებული მდგომარეობის გაცნობით უნდა დაიწყოს”. “დევნილთა ყოველი ჩასახლების ნახვის შემდეგ მგონია, რომ ამაზე უარესი პირობები წარმოუდგენელია, მაგრამ სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო უარესს ვაწყდები. კობა სუბელიანი რომ ცუდი მინისტრი იყო, იქიდანაც ჩანს, რომ ის არასოდეს დაინტერესებულა შამგონის, ზედა ეწერის, რუხის და თუნდაც ამ ტერიტორიაზე ჩასახლებული დევნილების ბედით, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რატომ არ ატეხა განგაში ამ კონკრეტულ ფაქტებზე. ისინი მაინც ხომ ხედავენ, რომ აქ არა თუ წლობით, ერთი დღითაც კი შეუძლებელია ცხოვრება?” – განაცხადა ნაჭყებიამ. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/axali-memarjveneebis-axali-logo2-300x198.jpgროგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, „პარტია “ახალი მემარჯვენები” ახალ კამპანიას “არა მონოპოლიებს” იწყებს.“ “ახალი მემარჯვენეები” არ ვებრძვით ბიზნესს. ჩვენ ვებრძვით მონოპოლიას ბიზნესში და ფარულ გარიგებებს ხელისუფლებასა და მონოპოლისტ კომპანიებს შორის, რომლის მიზანსაც თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახის ბიუჯეტსა და ჯიბეში ხელის ჩაყოფით, ზემოგების მიღება წარმოადგენს. მონოპოლისტური მდგომარეობის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლება საქართველოს ფარმაცევტული ბაზარია. მედიკამენტების ფასი, ეს ის ერთ–ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა, რომელიც თანაბრად მტკივნეული და პრობლემურია მოსახლეობისთვის როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. იმის მიუხედავად, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების 70 მწარმოებელი, ათეულობით იმპორტიორი კომპანია და 2 400 აფთიაქია, დღეს წამლებზე ფასებს მაინც 2 მონოპოლისტი კომპანია ახორციელებს. დღეს ხელისუფლება, მათ შორის არც ახალი პრემიერი და ახალი მთავრობა, არ საუბრობს და გაურბის ამ თემებს, რადგან ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ფასების და მოგების მაღალი მარჟების დაწესება უშუალოდ მათი და მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებში შედის. “ახალი მემარჯვენეები” მივმართავთ ხელისუფლებას და ვაყენებთ რამდენიმე წინადადებას: რეალურად ამოქმედდეს ანტიმონოპოლიური რეგულაცია ფარმაცევტული კომპანიებისათვის; მკვეთრად გაიმიჯნოს ფარმაცევტული საქმიანობა ისეთი სფეროებისგან, როგორებიცაა სადაზღვევო საქმიანობა და ჰოსპიტალური სფერო. მედიკამენტების იმპორტიორ, მწარმოებელ და რეალიზატორ კომპანიებს უნდა აეკრძალოთ სადაზღვევო კომპანიების და საავადმყოფოების ფლობა”, – განაცხადა კალანდაძემ. opinion.ge View the full article
-
70-летняя хозяйка закусочной в Акроне, штат Огайо, умерла через несколько часов после встречи с президентом Обамой, который в пятницу заходил в ее заведение позавтракать. Когда он вышел из автобуса у закусочной, чтобы съесть яичницу с беконом, Хэррис, которую журналисты назвали «хрупкой», с объятиями встретила его на стоянке. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/press_1.jpgქუთაისში, ინტერნეტგამოცემა www. newpress.ge ორი დღეა, გათიშულია. საიტი ასევე ქუთაისში გამომავალ გაზეთს “ახალ გაზეთს” ეკუთვნის. როგორც გამოცემის ხელმძღვანელი ია ბობოხიძე აცხადებს, სერვერიდან მოხდა ყველა პროგრამული ფაილის განადგურება მიზნობრივად. “როგორც გაირკვა, სერვერიდან მოხდა ყველა პროგრამული ფაილის განადგურება მიზნობრივად. საბედნიეროდ, გვაქვს ალტერნატიული ვერსია და უმოკლეს ვადებში მოვახერხებთ საიტის აღდგენას. თუმცა, მინდა ბოდიში მოგიხადოთ შეფერხებისთვის და ასევე, მადლობა მოგიხადოთ ყველა გულშემატკივარს, ვინც ამ დღეებში გვირეკავდა და საიტის გათიშვის მიზეზებით ინტერესდებოდა. “ახალი გაზეთის” რედაქცია და საიტის “ნიუპრეს.გე” ადმინისტრაცია, გპირდებათ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ყველაზე ფასეული ღირებულების – ობიექტურობის და სიმართლის დაცვის ერთგულებას”–განაცხადა ბობოხიძემ. აღსანიშნავია, რომ ონლაინ მედიაზე ბოლო პერიოდში კიბერული შეტევები გახშირდა. იხილეთ epn.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/leiboristuli-partia2.jpgთბილისი მერიას წყლის ტარიფის უკანონო დადგენაში “ლეიბორისტული პარტია” ადანაშაულებს. პარტიის გენერალური მდივანის სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის მეორე კვარტლის მოსახლეობას მიუხედავად იმისა, რომ წყალი დღეში 2-3 საათით მიეწოდება, გადასახადიმაინც 3 ლარსა და 15 თეთრს შეადგენს. “ჩვენ მოვითხოვთ, თბილისის მერიამ დაუყონებლივ უზრუნველყოს ამ უბნის მოსახლეობა და არა მარტო ისინი უგრაფიკო მიწოდებით, ან სამი ლარი და 15 თეთრი ჩამოეწეროთ მათ, რადგან ეს ტარიფი არის უკანონო” – აცხადებს შატბერაშვილი. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა დაარიგა ჟურნალები მთელ თბილისში, სადაც არის დაპირება, რომ 2012 წელს თბილისს ექნება უწყვეტი წყალმომარაგება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დღეს ასე არ არის. opinion.ge View the full article
-
რა ფილმებს უნდა უყუროთ უქმეებზე - კინო-რეკომენდაციები გაგა გობრონიძისა და ნინო მურღულიასგან. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/pOlQ6Xlk7kk palitratv.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/vashadze321.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს პოლ ჟან ორდისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ძირითადი ასპექტები განიხილეს. “მადლობა გადავუხადეთ ფრანგულ მხარეს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ამ ქვეყნის მისია ნიუ-იორკში იჩენს ჩვენი რეზოლუციის მიმართ. ჩვენი ფრანგი მეგობრები დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებენ თვალს რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს. შეხვედრაზე მე კიდევ ერთხელ გავიმეორე თხოვნა, რომ არჩევნებისთვის საქართველოში რაც შეიძლება, მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ “, – განაცხადა ვაშაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/dayadageba3-300x199.jpgსაქალაქო სასამართლომ შპს “ბურჯის” დაჯარიმებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს “ბურჯს” ჯარიმის სახით 8 644 640 ლარის გადახდა დაეკისრა. შპს “ბურჯის” ადვოკატმა მერაბ ბარბაქაძემ განაცხადა, სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტები, რომლებიც მათი გამამართლებელი გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა. “როგორც მოსალოდნელი იყო, საქალაქო სასამართლომ აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება შპს “ბურჯის” დაჯარიმებასთან და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, ძალაში დატოვა. ჩვენ უნდა მივიღოთ სასამართლოს დადგენილების ოქმი, რომლის შემდეგაც 48 საათის განმავლობაში გვექნება მისი გასაჩივრების უფლება, თუმცა ეს იმდენად ცოტა დროა, რომ ეჭვი მეპარება საქმის კარგად შესწავლა მოვასწროთ. ამ ჯარიმის დაკისრების შედეგად კომპანიას რეალურად აღარ ექნება არანაირი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა.”-განაცხადა ადვოკატმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/Tugushi-300x198.jpgსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. როგორც სოციალურ ქსელ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, 6 ივლისს, დაახლოებით 23:35 საათზე, სოციალურ ქსელსა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ არეულობასა და დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე. “7 ივლისს, 00:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელები იმყოფებოდნენ გლდანის#8 დაწესებულებაში. ვიზიტის დროს მათ შემოიარეს დაწესებულების ყველა კორპუსი. დაწესებულება ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში და მასობრივი არეულობისა ან რაიმე ინციდენტის ნიშნები არ აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირებს, მომავალში თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ყოველივე ამან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს თავისუფლებააღკვეთილ პირებს და ასევე მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს”, – აღნიშნულია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
Государственная Дума РФ ратифицировала соглашение об облегчении визового режима с США. Во многом это соглашение носит прорывной характер. Решение об облегчении визового режима было принято президентами Бараком Обамой и Дмитрием Медведевым 26 мая 2011 года. Обмен соответствующими нотами состоялся в ноябре прошлого года. View the full article
-
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ავღანეთი მთავარ მოკავშირეთა სიაში ჩართო, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ შედიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.«ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება ავღანეთის მომავლით ჩვენს დიდ დაინტერესებაზე მეტყველებს. ჩვენ იმის წარმოდგენაც კი არ გვსურს, რომ ამ ქვეყანას ვტოვებთ», - განაცხადა კლინტონმა.მისივე თქმით, აშშ-ის მთავარი მოკავშირის რანგში ავღანეთი თავდაცვისა და გ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Олимпийские игры в Лондоне будут колоссальными для экономики Великобритании. С таким заявлением в пятницу выступил премьер-министр Дэвид Кэмерон. Он уверен, что в ближайшие четыре года выгода от игр составит более 16 миллиардов евро, а проведение Олимпиады с лихвой окупит затраты на ее организацию. Ранее агентство Moody’s рекомендовало не переоценивать влияние игр на британскую экономику. View the full article
-
შპს "ბურჯის" ადვოკატმა მერაბ ბარბაქაძემ განაცხადა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტები http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/ubaFE7II4pE View the full article