planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/gwp-300x2971.jpg“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კომპანია შპს “კრისტალის” ხელმძღვანელის დაკავების გამო თბილისის წყალმომარაგებაში პრობლემებს გამორიცხავს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, დაუთაშვილის დაკავებით, საფრთხე არ ექმნება და არც მომავალში შეექმნება. “შპს “კრისტალის” ხელმძღვანელის, ლევან დაუთაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის წყალმომარაგებას არავითარი საფრთხე არ ექმნება და არც მომავალში შეექმნება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” ქლორის საკმაოდ დიდი მარაგი გააჩნია, ამასთან, “კრისტალი” არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ქლორის მიწოდებას ახდენს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის”, – ნათქვამია GWP–ის განცხადებაში. როგორც შპს “ კრისტალის“ ხელმძღვანელმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ამ ეტაპზე “კრისტალს” ალტერნატივა არ ჰყავს და ერთადერთი კომპანიაა, რომელიც წყლის კომპანიებს ქლორით ამარაგებს, ორგანიზაციის გამოჩენამდე შესაძლოა, თბილისის წყალმომარაგებას საფრთხე შეექმნას შეგახსენებთ, კომპანია “კრისტალის” ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი 4 ივლისს ლილოში მომხდარი ინციდენტის შედეგად დააკავეს. იხილეთ epn.ge
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ტატიანა გოლიკოვა ჩავიდნენ."აფსნიპრესის" ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციამ უკვე დაათვალიერა რიგი ობიექტები გალის რაიონში, რომელთა აღდგენის მიზნით აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კომპლექსური გეგმის ფარგლებში რუსეთის ბიუჯეტიდან მილიარდობით ფინანსური სახსრებია გამოყოფილი.რამდენიმე დღით ადრე ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
##image#9845#1#კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (gwp), შპს კრისტალის ხელმძღვანელის დაკავებასთან დაკავშირებით, თბილისის წყალმომარაგებაში რაიმე სახის პრობლემების წარმოქმნას გამორიცხავს. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა. ,,შპს კრისტალის ხელმძღვანელის, ლევან დათუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის წყალმომარაგებას არავითარი საფრთხე არ ექმნება და არც მომავალში შეექმნება. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ქლორის საკმაოდ დიდი მარაგი გააჩნია, ამასთან კრისტალი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ქლორის მიწოდებას ახდენს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის.’’-ნათქვამია განცხადებაში. შპს კრისტალის ხელმძღვანელს ლევან დათუაშვილს დღეს აღმკვეთი ღონისძიება- პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესსზე ლევან დათუაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაპატიმრებით თბილისის წყალმომარაგებას საფრთხე შეექმნება, რადგან შპს კრისტალი ,,ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ქლორით ამარაგებს წყლის კომპანიებს’’. View the full article
-
ისანი-სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეტროსთან ახალი მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი „ფენიქსი“ აშენდა. ახალი ცენტრი ორი ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული შენობისგან შედგება. ობიექტში საოჯახო ტექნიკის, ტანსაცმლის, საიუველირო, წიგნებისა და სხვადასხვა სახეობების მაღალხარისხიანი პროდუქციის მაღაზიები და “ვითიბი” ბანკის ფილიალი განთავსდა. სავაჭრო ობიექტში ამჟამად 250-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა ნაწილი მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა. ცენტრის სრულად ამუშავების შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობა გაიზრდება. ახალი მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავაც დაესწრო. View the full article
-
The Global Film Initiative აცხადებს საგრანტო პროგრამას მხატვრული ფილმების შემქმნელებისთვის. ორგანიზაცია ყოველ წელს 15-20 პროექტიდან თითოეულზე 10 ათას დოლარიან გრანტს გასცემს მხატვრულ ფილმებზე მომუშავეთათვის. ნამუშევრები უნდა გამოირჩეოდეს ამბის მოყოლის მაღალი დონით და ორიგინალობით. საგრანტო კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2012 წლის ოქტომბერში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.globalfilm.org/granting.htm 6 ივლისი, 2012 - 16:15 16 ივლისი, 2012 - 18:00 View the full article
-
მისი თქმით, დევნილთა გამოსახლების პროცესში შეიძლება ყოფილიყო ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში პროცესი იყო კანონიერი და საერთაშორისო სტანდარტებთან შეთანხმებული http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/aALzwqV0YUs View the full article
-
epn.ge - მიხეილ სააკაშვილმა ოთხი ტყუპი მოინახულა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/2332480768_326243464126326_1350883744_n-300x196.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქალთა სამედიცინო ცენტრში “ახალი სიცოცხლე“ ახლადგაჩენილი ტყუპები მოინახულა. ნონა ვარშანიძემ 4 ივლისს ოთხი ტყუპი – ორი ბიჭი და ორი გოგონა საკეისრო კვეთით ამავე კლინიკაში გააჩინა. დედაც და პატარებიც – დიმიტრი, ბარბარე, ანდრია და მაია თავს კარგად გრძნობენ. მიხეილ სააკაშვილმა ოჯახს მათი დაბადება მიულოცა და სასაჩუქრებიც გადასცა. ნონა ვარშანიძე და მისი მეუღლე – დიმიტრი კოღუაშვილი ბათუმში ცხოვრობენ. მათი უფროსი ქალიშვილი ნინი, 12 წლისაა. იხილეთ epn.ge -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/9691reestri-300x189.jpgიუსტიციის სამინისტროში საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი სრულდება. ეფექტურ მომსახურებასა დაკომუნიკაციაში ხუთდღიანი ტრეინინგის დასრულების შემდეგ, პროექტში დასაქმების მსურველებმა ტესტირება გაიარეს. ინტერაქტიული ტრეინინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი როლური თამაშები იყო, რომელიც ვიდეოგადაღების თანხლებითმიმდინარეობდა, ტესტირების შედეგების მიხედვით შერჩეულ პრეტენდენტებთან ერთად ტრენერებმა ვიდეოჩანაწერები განიხილეს დამონაწილეებთან ერთად იმსჯელეს იმ საკითხებზე, თუ კონკრეტულად რა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა როლური თამაშებისას, როგორ გაართვათავი დასაქმების მსურველმა სტრესულ სიტუაციას, კომუნიკაციის მართვის რა მეთოდების გამოყენება იქნებოდა უფრო ეფექტური ამა თუ იმსიტუაციაში. შესარჩევი ეტაპის გადალახვის შემდეგ საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმების მსურველები პრაქტიკას რუსთავის იუსტიციის სახლში გაივლიან. აქმათ საშუალება ექნებათ, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენოს ის თეორიული ცოდნა, რომელიც ტრეინინგების დროს შეიძინეს, გაეცნონსერვისცენტრის საქმიანობის სპეციფიკას, მოქალაქეებისათვის სერვისების გაწევის თავისებურებებს და მიაწოდონ მათ სწრაფი და ეფექტურიმომსხურება. საზოგადოებრივი ცენტრები პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში იქმნება,რომელსაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საპილოტეა, მის ფარგლებში ცენტრების გახსნაცხრა მუნიციპალიტეტის სოფლებში იგეგმება. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, სოფლის მოსახლეობა თავის სოფელში, ათობით კილომეტრზე გადაადგილების გარეშე მიიღებსმაღალხარისხიან მომსახურებას როგორც ცენტრალური ხელისუფლების ისე ადგილობრივი მთავრობის მომსახურებებზე. შეძლებს მიწის და სხვაუძრავი ქონების რეგისტრაციას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებას, სოციალური დაცვის პროგრამებით სარგებლობას და სხვ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/9691reestri-300x189.jpgპირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით 4799 –მა მოქალაქემ ისარგებლა, აქედან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანონლაინ რეჟიმში ამნისტიით სარგებლობის მსურველი საქართველოს 163 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა. მათ დოკუმენტები საფასურისგადახდის გარეშე გაუსწორდათ. მოქალაქეებისათვის, რომელთაც სხავადასხვა დროს გააყალბეს პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა)ამნისტია 2011 წლის ივნისში გამოცხადდა. „ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედების პერიოდში საიდენტიფიკაციო მონაცემების გაყალბებისყველაზე გავრცელებული ფაქტები გამოიკვეთა, ეს არის: მოქალაქის დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა,პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება, გარდაცვალების მოწმობის გაყალბება და სხვა. ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურწარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებენ მათ მიერ დოკუმენტების გაყალბების თაობაზე. კანონით გათვალისწინებულიამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც გარკვეული კატეგორიის დანაშაულები (დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარისთვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება და სხვა) ჩაიდინეს 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე – პირებზე,რომლებმაც აღნიშნული დანაშაულების 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაყალბებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით გაცემულიდოკუმენტები გამოიყენეს ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით არ არის დაწყებული გამოძიება. გარდა ამისა, ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ინტერნეტის საშუალებით. ამ შემთხვევაში მოქალაქეუნდა დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურს, ნომერზე (995 32) 2 40 10 10 ან ისარგებლონ ვებგვერდით: www.passport.gov.gehttp://intpass.cra.ge/. თუ ამნისტიის მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდება პირადიმონაცემების გაყალბების ფაქტი, რომელზეც მოქალაქეს თავად არ ექნება ნებაყოფლობით გაცხადებული, ამნისტიის ვადის ამოწურვის შემდეგ, მისისისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ დაისმება. იხილეთ epn.ge
-
ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები. მე პირადად მიმაჩნია, რომ დიდი ვერაფერი ფეხბურთი ვიხილეთ, ორ ან სამ მატჩს თუ არ ჩავთვლით. არც ესპანეთმა დაიმსახურა თასი იმ თამაშებით რაც ფინალამდე ითამაშა. იტალია კი აშკარად გამორჩეული იყო და სწორედ მის ორ თამაშს გამოვყოფდი მთელს ჩემპიონატში, ერთი გერმანიასთან, მეორე ესპანეთთან ჯგუფში თემის კატეგორია: სპორტი View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/siebis-dazusteba.jpgპროექტს “კარდაკარის” წინასწარი მონაცემები ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ წარადგინა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ კომისიამ მიზნად დაისახა, გადაემოწმებინა 3 მილიონ 464 ათას 683 ამომრჩეველი. რეგისტრატორების მიერ გადამოწმდა საქართველოს მოქალაქეების 3 მილიონ 437 ათას 314 საქართველოს მოქალაქე, რაც საერთო რაოდენობის 99,2%-ია, თუმცა ვერ გადამოწმდა დაახლოებით 27 ათასი საქართველოს მოქალაქე. “დამისამართების პრობლემის გამო დედაქალაქში, მედია ჩახავას ქუჩაზე ვერ განხორციელდა ჩვენი რეგისტრატორების შესვლა. რადგან დამისამართება მოხდა პროექტის შემდგომ, სიები გაცემული იყო ძველ მისამართზე. ეს მისამართი ჩვენი კომისიისა და მისი რეგისტრატორებისათვის დამატებითი ზრუნვის საგანი გახდება. არის კიდევ 4 უბანი, სადაც ვერ მოხერხდა რეგისტრატორების შესვლა – გორის რაიონის სოფელი ზადეაანთკარი და საჩხერის რაიონის სამი სოფელი სინაგური, თართმანი და ჯალაბეთი, სადაც განთავსებულია რუსული საოკუპაციო ჯარის ბლოკპოსტები”, – აღნიშნავს კაციტაძე. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, “კარდაკარის” სამუშაობი დაიყო 2 ნაწილად – უზუსტობების დადგენა და განსაზღვრა და საქართველოს მოქალაქეეების სტატუსებად დაყოფა. “პირად მონაცემებში უზუსტობები გასწორდა დაახლოებით 40 ათას ამომრჩეველთან მიმართებაში, რაც საერთო რაოდენობის, 2,5%-ია. რაც შეეხება ახალ ჩანაწერს, ე.წ “გამოტოვებულ მოქალაქეებს”, “კარდაკარის” დროს ე.წ დამატებით რეესტრი შეყვანილი იქნა დაახლოებით 65 ათასი ამომრჩეველი. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა 16 ათასი გარდაცვლილი, რომელიც ჩარჩენილი იყო ამომრჩეველთა ერთიან სიაში. “კარდაკარის” შედეგად, კომისიამ საზღვარგარეთ მყოფთა კატეგორიაში შეიყვანა მინიმუმ 300 ათასი მოქალაქეს, ე.წ. “მიწერილების” კატეგორიაში 135 ათასი მოქალაქე მოხვდა. ჯამურად ეს სამი სტატუსი დაახლოებით 450 ათას საქართველოს მოქალაქეს მოიცავს, რომელზეც შესაბამისი რეაგირება განხორციელდა”, – აღნიშნავს კაციტაძე. კაციტაძის ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია “კარდაკარის” შედეგების საბოლოო ვარიანტს 1 აგვისტოს გახდის საჯაროს. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/manana-nachkebia1.jpgროგორც “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარის ტერიტორიაზე მდებარე ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ დამხმარე ნაგებობაში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იგი აღნიშნულ ნაგებობაში , პრეზიდენტს თავისი მინისტრებით ეპატიჟება. “ნესტი, დანგრეული კედლები, სახურავის ნაცვლად – ცელოფანი, მღრღნელები, ბეტონის იატაკი, ქათმების და ადამიანების ერთად თანაცხოვრება, ეს იმ 10 ოჯახის ხვედრია, რომლებიც უკვე წლებია, ამ ე.წ. “შენობაში” ცხოვრობს. დაპირებების მიუხედავად, მათი მდგომარეობა არ იცვლება. ზოგიერთ ოჯახს ბარგი ახლაც შეკრული აქვს, რადგან ბათუმში გადაყვანას ჰპირდებოდნენ. პრეზიდენტის ავტობუსს მინისტრებითურთ ამ შენობაში ვეპატიჟები. ქვეყნის პირველმა პირმაც და ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, დევნილთა ახალმა მინისტრმა უნდა იცოდნენ, რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. მათთვის ხელისუფლების განცხადებები, რომ დევნილებს ბინებით აკმაყოფილებენ არანაირი შეღავათი არ არის. მათთვის ამით არაფერი იცვლება”,- აღნიშნა ნაჭყებიამ. opinion.ge View the full article
-
<img src = "img/multimedia/a10184.jpg" > კოცნის საერთაშორისო დღე დიდ ბრიტანეთში, 20 წლის წინ, შემოიღეს... droni.ge
-
<img src = "img/multimedia/a10182.jpg" > 12 წლის ბავშვს ბრალად ედება მის ოჯახში, ფოსტერში განთავსებული 2 წლის გოგონას მკვლელობა... droni.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/jishkariani.jpgროგორც “სამოქალაქო ფრონტის” ლიდერმა ჯაბა ჯიშკარანმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, “საქართველოს ხელისუფლებას მთელი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს”. ჯიშკარიანის თქმით, “სააკაშვილის რეჟიმმა აჩვენა, რომ არაფრით განსხვავდება იმ კომუნისტურისგან, რომელთა ჯარისკაცებიც გამნაღმველთა ნიჩბებით უჩეხავდნენ თავს საქართველოს მოქალაქეებს 1989 წლის 9 აპრილს იმავე ადგილას”. “ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ხარჯავს ხალხის ფულს დამსჯელი პოლიციური ბატალიონის და სპეცდანიშნულების დანაყოფის აღჭურვაში, რათა შემდგომ ისინი საკუთარ მშიერ, შეურაცხყოფილ ხალხს გაუსწორდნენ. დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ საკადრო ცვლილებებით საქართველოს მოსახლეობას პირდაპირ მიანიშნა, რომ მის ხელთ არსებული ყველანაირი ხერხით ეცდება, გააყალბოს არჩევნები და დაუპირისპირდეს საქართველოს მოსახლეობას, რაც ნიშნავს საკუთარი ხალხისთვის ფაქტიურად ომის გამოცხადებას. ჩვენ, ისევე, როგორც უამრავი ახალგაზრდა მზად ვართ, მივიღოთ ეს გამოწვევა და ჩვენი სამშობლოს და ღირსების დასაცავად დავდგეთ”, – განაცხადა ჯიშკარიანმა. მისივე აღნიშვნით, “დანაშაულებრივი ხელისუფლების განსაკუთრებულ გაბოროტებას ხალხის თავისუფალი ხმა იმსახურებს”. “სწორედ ეს არის მიზეზი ხელისუფლების ისტერიისა და იმ არაადექვატური ნაბიჯების, რომლებიც ამ ბოლო დროს სამთავრობო რგოლში ადგილების გადანაწილებას ეხება. სრულიად საქართველოს ახალგაზრდობა უნდა იყოს მზად, ამ პროცესებში ჩაერთოს, რათა თავისი არჩევანი და მომავალი თავისუფლება დაიცვას. ჩვენ სრულიად გაცნობიერებული გვაქვს ის, თუ როგორ ემზადება ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად, რასაც სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, არ შევეგუებით”, -განაცხადა ჯიშკარიანმა. opinion.ge View the full article