Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების აღსანიშნავად, ხვალ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში… ლინკი მედიანიუსზე
  2. თბილისში, გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობიდან გამოსახლებულმა დევნილებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.… ლინკი მედიანიუსზე
  3. ქართული ესტრადის მსახიობი, “სიცილის დედოფლად” წოდებული მზია კვირიკაშვილი დღეს თბილისში გარდაიცვალა . გაზიარება [18:37 28-07-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFBAmp9GgVI/AAAAAAAAD8g/JC0QWuFtEBk/s200/323.jpgმზია კვირიკაშვილი 7 ივნისს აშშ-დან მძიმე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. მსახიობი შეერთებულ შტატებში შეუძლოდ გახდა. მას ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისთვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, მსახიობი მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქართველოში საკუთარ სახლში დაბრუნდა. მზია კვირკაშვილი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ესტრადაზე. იყო წარმატებული პროექტის – "იუმორინას" ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი.gtn.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  4. აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მოსახლეობის აღწერას აპირებს. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელი“ წერს. გამოცემის თანახმად, მოსახლეობის აღწერა აფხაზეთში 2011… ლინკი მედიანიუსზე
  5. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8414 ლარის ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალიდან ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/aqcia-saministrostan-150x150.jpgდევნილების მორიგი აქცია საცხოვრებელი ფართების მოთხოვნით. იძულებით გადაადგილებული ოჯახები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ისეთ ტერიტორიაზე ითხოვენ დასახლებას, სადაც დასაქმებასაც შეძლებენ. დევნილების განცხადებით „მათ არ აქვთ პრეტენზია რომელიმე ცენტრალურ უბნებში დასახლებაზე, მათთვის მთავარია, საცხოვრებელი ფართი და პირობა, რომელიც მომავალში დასაქმებას უზრუნველყოფს”. დევნილების პროტესტს ლტოლვილტა და განსახლების სამინისტრო პასუხობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/devnilebi1.jpg itvს ლინკი
  7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინინსტრი ვერა ქობალია სხვადასხვა წყაროთი გავრცელებულ საკუთარ ფოტოებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. ბრიტანული… ლინკი მედიანიუსზე
  8. ხვალ თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. როგორც `მედიანიუსს~ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, კვლევა… ლინკი მედიანიუსზე
  9. დღეს არაღიარებული კიევის საპატრიარქოს რამდენიმე ათასმა მომხრემ, კიევში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის ჩასვლა გააპროტესტა. მათ… ლინკი მედიანიუსზე
  10. ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენელი მზია კვირიკაშვილი გარდაიცვალა. როგორც „მედიანიუსს“ ფონდ „მომავლის გზის“ ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა განუცხადა, მზია… ლინკი მედიანიუსზე
  11. ხვალ ადამიანის არასამთავრობო ორგანიხზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი,… ლინკი მედიანიუსზე
  12. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო და სისხლის სამართლის რეფორმის პროცესს მმართველი პარტიის მხრიდან… ლინკი მედიანიუსზე
  13. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/323.jpg ქართული ესტრადის მსახიობი, “სიცილის დედოფლად” წოდებული მზია კვირიკაშვილი დღეს თბილისში გარდაიცვალა . მზია კვირიკაშვილი 7 ივნისს აშშ-დან მძიმე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. მსახიობი შეერთებულ შტატებში შეუძლოდ გახდა. მას ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისთვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, მსახიობი მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქართველოში საკუთარ სახლში დაბრუნდა. მზია კვირკაშვილი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ესტრადაზე. იყო წარმატებული პროექტის – ~იუმორინას~ ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი. “ჯეოტოპნიუსი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მზია კვირიკაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს,მეგობრებს,კოლეგებს და სრულიად საქართველოს. Share View the full article
  14. /get_img?NrArticle=2101&NrImage=111 ”კავკასიური სახლი” ”ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე” - ასეთია ბოლო პუნქტი მიხეილ სააკაშვილის მიერ ივლისის შუა რიცხვებში გამოცემული ბრძანებისა, რომელიც ”კავკასიური სახლის” სამომავლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ნეტგაზეთთან საუბარში ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ ”კავკასიურ სახლს” მთავრობა აღარ ელაპარაკება. 14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულების მიხედვით ”კავკასიური სახლის” ბაზაზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, სმირნოვების მუზეუმი უნდა შეიქმნას. მუზეუმი ”კავკასიური სახლის” უფლებამონაცვლე ხდება და მასზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განახორციელებს. ტერმინი უფლებამონაცვლეობა ერთი იურიდიული პირის მიერ მეორე პირის უფლებებისა და ვალდებულებების გადაბარებას ნიშნავს. უფლებამონაცვლე ორგანიზაციის მფლობელს ან იმ პირს ნიშნავს, რომელიც ორგანიზაციას განკარგავს. შენობას, რომელშიც კულტურულ ურთთიერთობათა ცენტრი ”კავკასიური სახლი” მდებარეობს ხანგძლივი ისტორია აქვს. XIX საუკუნის ბოლო მესამედში ეგორ თამამშევის მიერ აშენებულ სახლში საცხოვრებლად თამამშევის სიძე, პეტერბურგელი მიხეილ სმირნოვი გადავიდა და თან ბიბლიოთეკა, ასევე დედამისის, ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის ლიტერატურული სალონის ავეჯი გადმოიტანა. 1975 წელს სმირნოვების უკანასკნელმა წარმომადგენელმა (მიხეილ სმირნოვმა) სახლის ბედი "მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიას" დაუკავშირა, რომელსაც ლიტერატორი ოთარ ნოდია ხელმძღვანელობდა. კოლეგიის დახმარებით სახლში სმირნოვების საოჯახო ექსპონატების ექსპოზიცია გაკეთდა. მიხეილ სმირნოვი 1985 წელს გარდაიცვალა და მთელი თავისი მემკვიდრეობა (სამუზეუმო ექსპონატები და ოთხი ოთახი) კოლეგიას გადასცა. მინისიტრთა საბჭოს დაქვემდებარებაში და მწერალთა კავშირთან არსებული მთარგმნელობითი კოლეგია მწერალთა კავშირმა 90-იანი წლების დასაწყისში გააუქმა. ”ბატონმა ოთარ ნოდიამ და მე ერთად მოვიფიქრეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო კავკასიური სახლი და ფილოლოგიური ორგანიზაცია სამშვიდობო ორგანიზაციად გარდაქმნილიყო. 1994 წელს დავრეგისტრირდით როგორც კულტურულ ურთიერთობების ცენტრი კავკასიური სახლი. ლიტერატურული ურთიერთობები კულტურული ურთიერთობებით შეიცვალა”, - ამბობს”კავკასიური სახლის” დირექტორი, მწერალი ნაირა გელაშვილი. ახალი ორგანიზაციას სამთავრობო დაწესებულების სტატუსით დაფუძნდა და ამგვარად საბჭოთა ორგანიზაციის უფლებამონაცვლე”კავკასიური სახლი” გახდა. მოგვიანებით, 1999 წელს ამავე სახელწოდებით და ადამაინური რესურსებით არასამთავრობო ორგანიზაციაც შეიქმნა. ნაირა გელაშვილის თქმით, ამის მიზეზი საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობა იყო. დღეს ”კავკასიური სახლის” (როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ნაწილი) მუდმივ შტატში ოცამდე ადამიანი მუშაობს. მაგრამ დაწესებულების მიმდინარე პროექტებში გაცილებით მეტი პირია ჩართული. არის შემთხვევები, როცა წელიწადის განმავლობაში ”კავკასიური სახლის” სხვადასხვა პროექტში დასაქმებულთა რიცხვი 250 ადამიანს აღწევს. ”კავკასიური სახლი” საგამომცემლო და ლიტერატურული საქმიანობის გარდა დევნილთა და სოციალურად დაუცველ ბავშვთა საზაფხულო და საკვირაო სკოლების, კულტურული კალენდრისა და ბევრი სხვა სახის პროექტებს ახორციელებს. კულტურული, საგანმანათლებლო და სამოქალაქო საქმიანობის მთავარი დამფინანსებელი ევროპული ფონდი ”Horizon”-ია. 1998-2002 წლებში სწორედ ამ ფონდის დახმარებით მოხდა შენობის კაპიტალური რეკონსტრუქცია, საძირკვლის გამაგრება და სარემონტო სამუშაოების განხორციელება. რეკონსტრუქცია, რომლის ღირებულებამ ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა, ორ წელს გრძელდებოდა. სმირნოვების ექსპონატების რესტავრაცია კი გერმანული ფონდის “Alfried Felix Alwyn Krupp von Bohlen und Halbach” დახმარებით მოხერხდა. ”კავკასიური სახლის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კავკასიურ სახლთან არსებულმა პუშკინის საზოგადოების რუსულენოვანი ადამიანების ჯგუფმა სახლზე პრეტენზია გამოთქვა, მოსაზრებით, რომ რადგანაც სახლი რუს მიხეილ სმირნოვს ეკუთვნოდა, ის რუსების საკუთრებაში უნდა გადავიდეს. პრესსამსახურის ცნობით, ჯგუფს მხარდამჭერები კულტურის სამინისტროში გამოუჩნდნენ. მოგვიანებით კი ”კავკასიურ სახლის” ხელმძღვანელობას საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩომ ”რუსულ სახლად” გადაკეთების იდეა შესთავაზა, სანაცვლოდ დაფინანსებაც აღუთქვეს. ნაირა გელაშვილის თქმით, დაწესებულებისთვის სახელის შერჩევამ რუსეთის გაღიზიანება თავიდანვე გამოიწვია. კულტურის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გრიბოედოვის თეატრში განთავსებულ ”რუსულ კლუბთან”, ორგანიზაციასთან, რომლის აქტიური წევრი სმირნოვის საოჯახო ექსპონატების ყოფილი მცველი ალექსანდრე სვატიკოვია. წელს ”რუსულმა კლუბმა” და კულტურის სამინსიტრომ ერთობლივად გამოსცეს ალბომი ”სმირნოვების მუზეუმი” და ამის შესახებ კავკასიურ სახლს არ შეატყობინეს. ”ალბომში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი კავკასიურ სახლზე. რესტავრაციაზ, რამაც ევროპული ფონდის პროტესტი გამოიწვია. ”Horizon”-მა საპროტესტო წერილი ნიკა რურუას გამუგზავნა, რაზეც არავითარიო რეაქცია არ ყოფილა”, - ამბობს ნაირა გელაშვილი. 2009 წელს კულტურის სამინისტრომ ტელეარხებით გაახმოვანა, რომ უმოკლეს ვადაში სმირნოვების საოჯახო ექსპოზიციას მუზეუმის სტატუსს მიანიჭებდნენ. მაშინ კონკრეტული ქმედებები არ განხორციელებულა. ”კავკასიური სახლის” პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ სხვადასხვა დროს, საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა და კულტურის სამინისტროებთან ურთიერთობაში დაწესებულება პრობლემებს აწყდებოდა. ნეტგაზეთთან საუბარში ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის წერილობითი და ზეპირი ფორმით არაერთხელ მიუმართავთ ”კავკასიუ სახლსა” და სამინისტროს შორის არსებული გაუგებრობების მოგვარების ინიციატივით. მინისტრი და ქვეყნის პირველი პირი ”კავკასიურ სახლმა” დაწესებულების დასათვალიერებლად და მისი საქმიანობის გასაცნობადაც მიიპატიჟა, მაგრამ მიწვევები, ისევე როგორც მათი ყველა წერილი, უპასუხოდ დარჩა. ასეთი სახის ურთიერთობის მიზეზს ნაირა გელაშვილი დაწესებულების ოპოზიციური პოლიტიკური ხედვით ხსნის: ”ოპოზიციურია ჯერ ჩემი გამოსვლები, დასავლეთის პრესისთვის მიცემული ინტერვიუები. რაც უფრო ძლიერდებოდა ჩვენი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა ეს ხელიფულება, იმ თვალსაზრისით, რომ კონტაქტი შეწყვიტა, საერთოდ აღარ გველაპარაკება, უბრად არის ჩვენთან. ხელისუფლება კონსპირაციულად მუშაობდა კავკასიური სახლის წინააღმდეგ, აბა სხვას რას დავარქმევთ იმას, რომ ბრძანებულება გამოდის, კულტურის სამინისტრო სვატიკოვთან და ”რუსულ კლუბთან” ერთად ალბომს გამოსცემს, კავკასიური სახლის კვალს ყველანაირად შლის და შენ არ გელაპარაკება?” საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტრო ფონდთან ”Horizon” შეთანხმებითაა დაკავშირებული, რომლის მიხედვითაც თუკი ვინმე ”კავკასიური სახლს” შენობიდან გასვლას აიძულებს, საქმე არა ადგილობრივ, არამედ ჰააგის სასამართლოში აღიძვრება. შენობა, სადაც ”კავკასიური სახლია” განთავსებული, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. მაგრამ ”კავკასიური სახლის” ხელმძღვანელობის მტკიცებით, რომ არა ეს დაწესებულება და ევროპული ფონდების დახმარებით წარმოებული სარემონტო სამუშაოები, შენობა დღეს აღარ იარსებებდა. ”სახელმწიფომ ან ფული უნდა დაუბრუნოს ”ჰორაიზონს” ან ”კავკასიურ სახლს” ფართი უნდა დაუმტკიცონ. არასებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყველა სხვა გადაწყვეტილება არასამართლებრივი იქნება”, - აცხადებს ნაირა გელაშვილი. ფონდი “Horizon” საქართველოში რამდენიმე ძვირადღირებულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოარქივის რესტავრაციის და სვანეთის პროექტი. ამ უკანასკნელს “Horizon” 1997 წლიდან ახორციელებს და მის ფარგლებში ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია, არქეოლოგიური გათხრები, არქიტექტურული რეკონსტრუქცია შედის. ნაირა გელაშვილის თქმით, კულტურის სამინისტო არც ამ ფონდის წერილებს პასუხობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...