Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მწუხარებას უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეში მართლმადიდებლური ეკლესიის აფეთქების გამო, რის შედეგადაც ერთი ადამიანი… ლინკი მედიანიუსზე
  2. ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ეროვნულ ჩარჩოსთან დაკავშირებით სტუდენტური დასკვნის პრეზენტაცია გაიმართება.… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://s60.radikal.ru/i169/1007/e2/bec58ab97cd8.jpg ლივერპულის ფეხბურთელებმა რაბოტნიკთან მატჩამდე მაკედონის დედაქალაქში ვილემ მეორის სტადიონზე ივარჯიშეს… View the full article
  4. თბილისში, კანდელაკის 12-ში მდებარე სასაზღვრო პოლიციის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „მედიანიუსს“ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში… ლინკი მედიანიუსზე
  5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ შიდს-ის XVIII საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობდა. ამ მასშტაბურ… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/vancouver-sun-web-logo1.jpg კატია ჰოლოვეი ვანკუვერი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პიკანტურმა ფოტომ, რომელიც, როგორც ამბობენ ვანკუვერის სტრიპტიზ-კლუბშია გადაღებული საერთაშორისო მედიაში ფურორი გამოიწვია. 28 წლის ვერა ქობალია, რომელიც ვანკუვერში ცხოვრობდა და განათლება BCIT-ში (ბრიტანული კოლუმბიის ტექნოლოგიების ინსტიტუტი) აქვს მიღებული, ნახევრად გახდილი ქალების ჯგუფთან ერთად ვულგარულ პოზაშია გადაღებული. რუსული მედია შეტევაზე გადავიდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავის კაბინეტში ”სტრიპტიზის მოცეკვავის” დანიშვნის გამო აკრიტიკებს. ბრიტანული Independent-ი იუწყება, რომ სააკაშვილმა შავგვრემანი ლამაზმანი მინისტრი თანამდებობაზე მას შემდეგ დანიშნა, რაც მას თებერვალში, ზამთრის ოლიმპიადიაზე ვანკუვერში ვიზიტისას შეხვდა. ქართველი ქობალია, კანადაშია გაზრდილი. საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისი ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად მან 1999 წელს King George-ის სკოლა დაამთავრა, ხოლო 2004 წელს BCIT. ვებ-გვერზე ნათქვამია აგრეთვე, რომ ქობალია ვანკუვერში Global TV-ში და CBC-ში ტელეპროდიუსერად მუშაობდა. მაგრამ Global TV-ის „ნიუსრუმში“ მისი სახელის გახსენება ვერავინ შეძლო, ხოლო პეტრა მენერმა, Global-ის ადამინური რესურსების დეპარტამენტიდან განაცხადა, რომ ქობალიას სახელი უწყისებში არსადაა დაფიქსირებული. BCIT-ი არც დაადასტურებდა და არც უარყოფდა იმას დაასრულა თუ არა მან სწავლა, რადგან სტუდენტების პრივატულობის დაცვა მისი პოლიტიკაა. ქობალიას ეს სარისკო ფოტო, რომელიც თან ახლავს წერილს, Facebook-იდან, ქობალიას სახელით რეგისტრირებული გვერდიდანაა აღებული. მაგრამ მინისტრი უარყოფს რუსეთის მედიის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სურათი ვანკუვერის სტრიპტიზ-კლუბშია გადაღებული. როგორც Independent-ი იუწყება, ქობალია დაჟინებით ამტკიცებს, რომ სურათი გადაღებულია 10 წლის წინ, როდესაც ის ფლორიდაში არდადეგებს ატარებდა. მოყვანილია მისი სიტყვები: ”თუ ყველაზე ცუდი რამ, რაც ოპოზციამ ან ნებისმიერმა სხვამ ჩემს შესახებ შეიძლება მოიძიოს, ჩემი კოლეჯისდროინდელი, ძველი სურათია, მე ამაში არაფერს ცუდს არ ვხედავ”. ორიგინალი ორიგინალი
  7. გუშინ იტალიურმა კალიარიმ ამხანაგური მატჩი გამართა ფრანგულ ბასტიასთან.ეს მატჩი ყველაზე არაამხანაგური იყო ზაფხულის ამხანაგურებს შორის.თამაში დიდ ჩხუბში გადაიზარდა. იხილეთ fanebi.com
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/photo14-150x150.jpgსოფელ კოჭბაანში ვაჟა-ფშაველას 149 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტრადიციული სახალხო დღესასწაული “ვაჟაობა” გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა კულტურის სამინისტროს, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა თვითშემოქმედებითმა კოლექტივებმა მიიღეს. იუბილეს ფარგლებში ტრადიცული დოღი, ჭიდაობა და ფოლკლორის საღამო გაიმართა.1990-იანი წლების შემდეგ კოჭბაანში “ვაჟაობა” აღარ ჩატარებულა. ნახეთ ანნა ლაპიაშვილი სიუჟეტი კახეთიდან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/vajoba.jpg itvს ლინკი
  9. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში და მოლდოვაში რუსეთის ჯარები უკანონოდ… ლინკი მედიანიუსზე
  10. გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, რუს ოკუპანტებსა და ყაბარდოელებს შორის შეტაკება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყაბარდოელებმა, რომლებიც ოტობაიაში სამხედრო… ლინკი მედიანიუსზე
  11. საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ქართულ აკადემიაში“ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საორგანიზაციო კომიტეტმა შეხვედრა გამართა. როგორც „მედიანიუსს“ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა, მოძრაობა… ლინკი მედიანიუსზე
  12. სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტმა ვერ მიიღო პრეზიდენტისგან პასუხი კითხვაზე, რა ნიშნით გამოარჩია სააკაშვილმა ის ადამიანები, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში, სიმბოლურ ან მიზერულ ფასად გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. ჟურნალისტურ გამოძიებაში სახელწოდებით ”პრეზიდენტის სიმბოლური საჩუქრები”, მოთხრობილია რამდენიმე ფაქტზე, როცა პრეზიდენტმა, პირდაპირი განკარგვის წესით, სხვადასხვა პირს და დაწესებულებას გადასცა ქონება. მათ შორის არიან მოსამართლეები, ინგა გრიგოლიას მამა, ტელეკომპანია ”ალანია”. ფილმში იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. ფილმის პრეზენტაცია დღეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა. სწორედ ამ ფონდის მხარდაჭერით აკეთებს სტუდია "მონიტორი" ჟურნალისტურ გამოძიებებს. ნეტგაზეთზე დღესვე განთავსდება ”მონიტორის” აღნიშნული ფილმი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის გერმანელი, ამერიკელი, დიდი ბრიტანელი და ფრანგი… ლინკი მედიანიუსზე
  14. თბილისში, კანდელაკის №12-ში მდებარე სასაზღვრო პოლიციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „მედიანიუსს“ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, … ლინკი მედიანიუსზე
  15. საქართველოს ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ორგანოების ფორმირება ქართული სახელმწიფოს… ლინკი მედიანიუსზე
  16. კანადური გაზეთი ამტკიცებს, რომ ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა. ვერა ქობალია კანადური ტელეკომპანია Global TV-ის პროდიუსერი არასდროს ყოფილა... გაზიარება [15:55 29-07-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDr8vVaR0II/AAAAAAAAD6A/tTZivSjRm30/s200/vera+qobalia.gifამის შესახებ გაზეთი The Vancouver Sun იუწყება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესახებ სტატია კანადელმა ჟურნალისტმა კატია ჰოლუვეიმ მოამზადა. ჟურნალისტი ქართველი მინისტრის შესახებ თხრობას იმ ფოტოს განხილვით იწყებს, სადაც ახალგაზრდა ვერა ქობალია მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. შემდეგ კი ჟურნალისტი ვერა ქობალიას ბიოგრაფიით ინტერესდება და წყაროდ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებს იყენებს. "ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ქობალიამ მეფე ჯორჯის სკოლა (1999წ.) და BCIT (2004წ.) დაამთავრა. იქ ასევე ნათქვამია, რომ ქობლია ვანკუვერის ტელეკომპანია Global TV-ის პროდიუსერად მუშაობდა. თუმცა, "Global TV~-ის ნიუსრუმში მისი სახელი არასდროს სმენიათ. პეტრა მეჰნერმა, ტელეკომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან, კი განაცხადა, რომ ვერა ქობალიას შესახებ მათ დეპარტამენტში ჩანაწერი არ არსებობს", - ნათქვამია სტატიაში. აქვე აღნიშნულია, რომ BCIT – მა კანადურ გაზეთს არც დაუდასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ვერა ქობალია მათი სტუდენტი. "ინსტიტუტში განგვიცხადეს, რომ ასეთ ინფორმაციას იქ სტუდენტთა პირადი ცხოვრების დაცვის გამო არ გასცემენ", - ნათქვამია სტატიაში.ipn http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/globeandmail136x26.jpg იან ბეილი ოლიმპიურ თამაშებზე პრეზიდენტთან შეხვედრამ ვერა ქობალია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად აქცია. ამ წლის დასაწყისამდე 28 წლის ვერა ქობალია მისი ოჯახის კუთვნილ საცხობში ოჯახის წევრებს პურის და ნამცხვრების გაყიდვაში ეხმარებოდა. საცხობი „ევროპული პური“ დღესაც მუშაობს, მაგრამ ქალბატონი ქობალია იქ უკვე აღარ არის. ის ხომ ევროპულ სახელმწიფო საქართველოში ეკონომიკის მინისტრი გახდა. მან ეს პოსტი საქართველოს პრეზიდენტთან ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადაზე შეხვედრის შემდეგ დაიკავა. იმ დროს როდესაც ეს ქვეყანა, სადაც 4.6 მილიონი მოსახლეა მის დიდ რუს მეზობელთან დაძაბულ თანაცხოვრებას განაგრძობს, ახალბედა მინისტრს თავადაც მოუწია ამ ახირებული რეგიონალური პოლიტიკის უსიამოვნო შედეგებთან შეტაკება. ამ კვირაში რუსულ მედიაში Facebook-ის ვებ-გვერდიდან გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ქალბატონი ქობალია მაგიდაზე ოთხ სხვა ახალგაზრდა ქალთან ერთად ცეკვავს, იმაზე მინიშნებით რომ ის „სტრიპტიზის მოცეკვავეებთან“ ერთობოდა. მისი მამისთვის, ოთარ ქობალიასთვის ეს იდიოტური მინიშნებაა. „ჩემი აზრით, იქ არაფერი განსაკუთრებული არ იყო“ – ამბობს ის სიცილით თავის საცხობში, რომელიც გაჟღენთილია „შტრუდელების“, ორცხობილების და „ბაგეტების“ (მათ შორის მისი საფირმო ქართული ბაგეტის) სურნელით. მაღაზია სამხრეთ ვანკუვერში მდებარეობს. სინამდვილეში, ბატონი ქობალიას თქმით, ფოტო ერთ უწყინარ საღამოზე რამდენიმე წლის წინაა გადაღებული. თუმცა ქალბატონ ქობალიას, რომელმაც მისი სრულად პოლიტიკური სამუშაო 2 ივლისს მიიღო, სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც საოჯახო საცხობის დირექტორის პოსტიდან გადადგა, საკუთარი თავის დაცვა არ უჭირს. „თუკი ყველაზე ცუდი რამ, რასაც ოპოზიცია ან ნებისმიერი სხვა ჩემს წინააღმდეგ მოიპოვებს ჩემი კოლეჯის დროინდელი ძველი ფოტოა, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“ – განუცხადა გაზეთ Independent-ს ბრიტანული კოლუმბიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა, რომელმაც 2004 წელს დიპლომი ეკონომიკის და წარმოების ორგანიზაციის სპეციალობით მიიღო. ბატონი ქობალიას წინ საცხობის ბუღალტერი ალენ ბურგანი ზის, რომელიც ქალბატონ ქობალიასთან მუშაობდა. ფოტოსთან დაკავშირებით ბურგანი ამბობს, რომ – „ეს უბრალოდ გოგონების თავყრილობაზე გადაღებული გოგონების ჯგუფია“ და დასძენს რომ ფოტოს შინაარსი დაამახინჯეს – „ის რაღაც ამაზრზენ და საზიზღარ ამბად აქციეს, რათა მისი პიროვნება და შესაძლებლობები დაემცირებინათ“. რომ არა ვანკუვერში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა, როგორც სჩანს ქალბატონი ქობალია, დღესაც ბრიტანულ კოლუმბიაში იცხოვრებდა. 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს, ქალბატონი ქობალია ვანკუვერის ქართული სათვისტომოს 50 წარმომადგენელს შორის აღმოჩნდა. ის მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად წავიდა, რომელიც თამაშების დროს ქალაქს სტუმრობდა. ქობალიას ოჯახი საქართველოდან არეულობებს გაექცა და 1996 წელს ვანკუვერში ჩავიდა. მან კანადაში 15 წელი იცხოვრა. როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტმა გაიცნო, ქობალია სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში დაიწყო. ამბობენ რომ ბატონი სააკაშვილი, რომელიც 36 წლის იყო, როდესაც 2003 წელს თანამდებობაზე აირჩიეს, მინისტრებად ბევრ ახალგაზრდას ნიშნავს, რომ მთავრობას ახალი ენერგია ჩაბეროს. ქობალიას მამა აღიარებს, რომ ამ დანიშვნით ერთგვარად „შოკირებულია“. „ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“ – ამბობს იგი – „ეს არ არის პრიზი, რომელსაც იგებ… ვიმედოვნებ, რომ იგი წარმატებას მიაღწევს და საქართველოს რამეს გაუკეთებს და სიამაყის საფუძველს გააჩენს არამხოლოდ საქართველოში, არამედ კანადაშიც, რადგან ის აქ გაიზარდა და განათლება აქ მიიღო“. მისი თქმით, მას ამის შანსი აქვს, რადგან ორგანიზებული და „ძლიერი“ ადამიანია. მამამისი ფიქრობს, რომ ეს თვისებები ქობალიას დაეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს ოპოზიციის თავდასხმებს. „მას შეუძლია მსგავს დარტყმებს გაუმკლავდეს და განაგრძოს მუშაობა, არ განაწყენდეს და ემოციები არ გამოხატოს. ის ერთგვარი რკინის ლედია“. ბატონი ბურანი ამბობს, რომ მას მტკიცე ხასიათი აქვს – „მას აქვს ძალიან ძლიერი ნებისყოფა და შეუძლია საკუთარი იდეების გატანა“. საცხობში ამგვარ იდეებს შორის იყო ეკოლოგიის დაცვის ზომები, ერთგვარი ბიოლოგიური პაკეტები, რომლებმაც კომპანიის გაფართოვებას შეუწყო ხელი და მას გაყიდვებისთვის ახალი შესაძლებლობები მისცა. დღეს ამ ჩანთებს ჩვენგან შეერთებულ შტატებში ათობით მაღაზია ყიდულობს. „მან რეალურად გააორმაგა კომპანიის ბიზნესი“ – ამბობს ბატონი ბრაუნი. მაგრამ ეყოფა კი მას კვალიფიკაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც რუსეთთან მტრული ურთიერთობების გამო დაბლოკილია? ეს ორი ქვეყანა უკვე მრავალი წლის განმავლობაში იბრძვის საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლისთვის. მან ხელი უნდა შეუწყოს სტაბილურ და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და ისეთი საკითხები უნდა გადაწყვიტოს, როგორიცაა პრივატიზაცია, ზოგადად ეკონომიკის, კერძოდ კი გადასახადების ლიბერალიზაცია. მისი სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუკი ქალბატონი ქობალიას საქმეების ჩამონათვალი განხორციელდება, საქართველოში მშპ-ს სტაბილური ზრდა დაფიქსირდება, კერძო სექტორში სამუშაო ადგილები გაჩნდება და სიღარიბის დონე შემცირდება. როგორც ამბობენ, ამ თვის დასაწყისში მან მთავრობის სხდომის წინ ჟურნალისტებს განუცხადა – „ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ჩვენ ცოტა დრო გვაქვს. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ევროპული სინგაპური გავხდეთ. ჩვენ ამის მიღწევა მოკლე დროში შეგვიძლია“. როდესაც მამამისს ამ სამუშაოსთვის მის კვალიფიკაციაზე ეკითხებიან, ის ჩაფიქრებული პასუხობს – „მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ ის საუკეთესოა. არავის არ შეუძლია საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ამორჩევა. ბევრი ადამიანია, რომელიც ამ საქმეს გააკეთებდა, მაგრამ მას კარგი ის აქვს, რომ ძალიან ენერგიულია და დასავლური განათლება აქვს მიღებული“. ის აღიარებს, რომ იგი ასეთი პასუხისმგებლობისთვის ძალიან ახალგაზრდაა და „ძალიან ნერვიულობს“ იმაზე, როგორ შესძლებს ის ამ საქმესთან გამკლავებას, მაგრამ იცის რომ მას ყველაფერი გამოუვა. „ის მზად იყო, რაღაც მნიშვნელოვანისთვის“. ორიგინალი ორიგინალი
  18. მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ადასტურებს ინფორმაციას,რომ რობინიო აუცილებლად დაბრუნდება სიტიში საერთაშორისო მატჩების შემდეგ. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...