planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://epn.ge/wp-content/uploads/saakash1.bmp პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს გამო რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაცია გაუფუჭდა. პრეზიდენტი დღეს თავდაცვის სამინისტროში უწყების თანამშრომლებსა და სამხედრო პირებს შეხვდა. სააკაშვილის თქმით, საქართველო კვლავ იმყოფება მტრის შემოტევის საფრთხის ქვეშ და სწორედ ამიტომ საჭიროა სამხედრო ინდუსტრიის განვითარება. ,,საჭიროა ინოვაციების შეტანა ინდუსტრიის განვითარებაში, რათა აღარ მოგვიწიოს სხვა ქვეყნისგან ტექნიკის შესყიდვა’’, – აღნიშნა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
-
"ნიუკასლმა" ოფიციალურად დაადასტურა ინგლისელი მცველის სოლ კემბელის შეძენა. კემბელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/58af95d5-29ec-446c-85bf-7eec1ea343a5_mw270_s-150x150.jpgმოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ყველა დარღვევა რომელიც პენიტენციალურ სისტემაში მონიტორინგის შედეგად იქნა გამოვლენილი კონკრეტული მაგალითებით არის დასაბუთებული. შესწავლილი იქნა 30 პატიმრის საქმე. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/beelia.jpg itvს ლინკი
-
გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ვილიარეალის" ნახევარმცველი მარკოს სენა მალე "ბარსელონაში" აღმოჩნდება. იხილეთ fanebi.com
-
http://s39.radikal.ru/i085/1007/19/ee22415cc38e.jpg გთავაზობთ ლივერპულის ავატარების არქივს, რომელშიც შესულია როგორც ძველი, ისე ახალი ფეხბურთელების ფოტოები და მათი ჩვენს საიტზე დაყენების ახსნას… <p style="text-align: center;">გ ა დ მ ო წ ე რ ა ამ ავატარების ჩვენს საიტზე გამოსაყენებლად კი პირველ რიგში უნდა გაიაროდ რეგისტრაცია www.ka.gravatar.com, სადაც უნდა ჩაწეროდ თქვენი იმეილი, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ liverpoolfc.ge – ზე. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ იმეილზე მოგივათ წერილი, რომელშიც მითითებული იქნება ლინკი, სადაც თქვენ ჩაწერთ სასურველ მომხმარებლის სახელს და პაროლს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ უბრალოდ ატვირთავთ სურათს, რომელიც გინდათ ავატარად გქონდეთ ლივერპულის საიტზე და ის ავტომატურად გამოჩნდება თქვენ კომენტარებზე. გაითვალისწინეთ: რეგისტრაციის დროს აუცილებლად უნდა მიუთითოდ ის იმეილი, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ liverpoolfc.ge – ზე. (ადმინი – ) პ.ს. შეაფასეთ ავატარები, რომლებიც ლივერპულის ფანმა და ჩვენი საიტის მომხმარებელმა – Crouch-მა დაამზადა და თუ გსურთ კვლავ გააგრძელოს მუშაობა, შეგიძლიათ კომენტარებში თხოვოთ მას თქვენთვის სასურველი ლივერპულის ფეხბურთელის ავატარის გაკეთება… View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif შონ ვოლკერი რუსულმა მედიამ აიტაცა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის უხერხული ფოტო, სადაც ის ღამის კლუბში პოზირებს. ეს კრიტიკის ახალი ტალღაა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც მთავრობაში „სტრიპტიზის მოცეკვავეებს“ ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილმა 28 წლის ვერა ქობალია მინისტრად გასულ თვეში დანიშნა. წარმოშობით ქართველი ქობალია, 15 წლის განმავლობაში კანადაში ცხოვრობდა და პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ამბობენ, რომ სააკაშვილი მას თებერვალში, ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადაზე მოგზაურობის დროს შეხვდა. ფოტო, რომელიც როგორც ჩანს, ქალბატონი ქობალიას Facebook –ის გვერდიდანაა აღებული, ქართულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. მასში მინისტრი, მისი და და მათი სამი მეგობარი პოზირებენ. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული მედია, რომელიც ფათოდ აშუქებს ნებისმიერ ისტორიას, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩენს, ამბავი აიტაცა და ამტკიცებს, რომ ფოტო ვანკუვერის ღამის კლუბშია გადაღებული. ქალბატონმა ქობალიამ განაცხადა, რომ ფოტო 10 წლის წინ, ფლორიდაში არდადეგების დროსაა გადაღებული. „თუკი ყველაზე ცუდი რამ, რასაც ოპოზიცია ან ნებისმიერი სხვა ჩემს წინააღმდეგ მოიპოვებს ჩემი კოლეჯისდროინდელი ძველი ფოტოა, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“, – განაცხადა მან. ფოტოზე მინისტრს კაბა აცვია და არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ ის სტრიპტიზში მონაწილეობს. ასევე არაფრით დასტურდება ისიც, რომ ქალბატონები სტრიპტიზ კლუბში არიან. არც ქალაქი ჩანს და არც ის, თუ როდისაა ფოტო გადაღებული. ქალბატონი ქობალიას ბიოგრაფიის მიხედვით, კანადის დატოვებამდე ის იქ ერთ–ერთ ადგილობრივ სატელევიზიო არხზე მუშაობდა და კერძო ბიზნესი ჰქონდა. თუმცა, ამან ვერ შეაჩერა რუსული ტაბლოიდი „კომსომოლსკაია პრავდა“ გამოექვეყნებინა გუშინ სტატია სათაურით „სტრიპტიზის მოცეკვავიდან მინისტრობამდე“. იგივე ტიპის მასალები დაბეჭდეს სხვა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა. თავად მინისტრი გუშინ კომენტარისთვის მიწვდომელი იყო. მისი დანიშვნის დროს, ბევრი ექსპერტი გაოცებული იყო, რომ ასეთი საკვანძო სამინისტრო პოლიტიკაში ასეთ ახალბედას ჩააბარეს. „წარმოიდგინეთ, როგორი ამბიციური უნდა იყოს ადამიანი, რომ ყოველგვარი აუცილებელი განათლების ან გამოცდილების გარეშე ჩაიბაროს ქვეყნის ეკონომიკური ხერხემლის ხელმძღვანელობა“, – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი. „ვფიქრობ ნებისმიერი შეძლებდა საკუთარ ოჯახში უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანის მოძებნას, ვიდრე ქალბატონი ქობალიაა“. მაგრამ სააკაშვილი, რომელიც 36 წლის იყო, როდესაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ჩვევად გაიხადა მინისტრებად 20–30 წლის ახალგაზრდების დანიშვნა. ის ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა თაობის ხელისუფლებაში კატაპულტირება მისი პროექტის განუყოფელი ნაწილია, პროექტის, რომელიც ახალი ტიპის ქვეყნის მშენებლობას და საბჭოთა მემკვიდრეობის ამოძირკვას გულისხმობს. „გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობაში არ უნდა მუშაობდეს არავინ, ვინც საბჭოთა პერიოდში მსახურობდა“, – განაცხადა გასულლ შემოდგომაზე ბატონმა სააკაშვილმა. „ზოგიერთს საბჭოთა პერიოდი არც ახსოვს“. თბილისში, ექსპერტები ამბობენ, რომ ქობალიამ მუშაობა პოზიტიურად დაიწყო და პირველ კვირებში დაუნდობელი ხასიათი გამოვლინა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ვიზიტის დროს მან აღმოაჩინა, რომ მოსამსახურეთა უმრავლესობა შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე გაემგზავრა. მან სამსახურის მთელი საშტატო შემადგენლობა სამსახურიდან დაითხოვა, იუწყება ერთ–ერთი ადგილობრივი ახალი ამბებს სააგენტო. ორიგინალი ორიგინალი
-
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ლადარია პრეზიდენტის გამოსვლაში რასისტულს ვერაფერს ხედავს. პროფესორი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს. ”მან (მიხელი სააკაშვილმა) აღნიშნა, რომ მებაჟეები ტურისტებს ექცევიან, როგორც ზანგებს. აქ იქნა გამოყენებული ის ისტორიული რეალობა, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში. როდესაც, მაგალითად, სამეცნიერო სტატიებში ან სამეცნიერო-პოპულარულ გადაცემებში ისტორიულ მონობაზეა საუბარი, იქ ყოველთვის გამოიყენება ტერმინი ,,ნეგროუ”, თუმცა დღეს ამ ტერმინით ვერავის ვერ მიმართავ, იმიტომ, რომ შეურაცხმყოფელად ითვლება. მაგრამ ეს ასახავს იმ ისტორიულ რეალობას, რომელიც იყო მაშინ. ზუსტად ამ თვალსაზრისით გამოიყენა ეს ტერმინი პრეზიდენტმა” - განმარტავს ლადარია. 27 ივლისს ფინანსთა სამინისტროში პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინიტრსა და შემოსავლების სამსახურის უფროსს, გიორგი ცხაკაიას ერთი და იგივე შეკითხვა დაუსვა, შეუმოწმებიათ თუ არა მათი ბარგი რომელიმე ევროპული ქვეყნის საბაჟოზე? შეკითვაზე ორივემ უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც სააკაშვილმა იკითხა: ,,მაშინ ჩვენ ზანგები ვართ, თუ რატომ ვიქცევით ველურებივით?” ,,ქართული ჟურნალისტიკისათვის კონტექსტის გაგება ყოველთვის იყო და დარჩება პრობლემად, რადგან ქართველი ჟურნალისტებისთვის განათლებაა თავად დიდი პრობლემა”,- ამბობს ნოდარ ლადარია. მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”ჩვენში” ის ტურისტები იგულისხმა, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან. ”სააკაშვილის სტილი არის ისეთი, რომ ის იდენტიფიკაციას ახდენს ხალხთან. ,,ჩვენ”-ში იგულისხმება ის ტურისტები, რომლებიც საქართველოში ვბრუნდებით და მებაჟეები ასე გვექცევიან. დააკვირდით, რომ სააკაშვილი ყოველთვის ახდენს თვითიდენტიფიკაციას ხალხთან, ადამიანებთან. ის ამბობს, რომ ჩვენ აღარ გვიხდება პატიმრების შენახვა. პირადად არ უხდება იქ (საპატიმროში) მისვლა, მაგრამ ”ჩვენ”- ამ შემთხვევაში იგულისხმება ხალხი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
„ნგიახოლისა“ ზულუს ენაზე ბოდიშს ნიშნავს. ზულუ ერთ–ერთი უძველესი და უმსხვილესი აფრიკული ტომია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში თეთრების აპარტეიდული მმართველობის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. თეთრკანიანთა მხრიდან შავკანიანებისადმი მიყენებულ დამცირებასა და ჩაგვრაში გუშინ თავისი წვლილი საქართველოს პრეზიდენტმაც შეიტანა. გუშინდელი რასისტული გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილმა შავკანიანთა მიმართ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოავლინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, რომ თითქოს პრეზიდენტმა მხოლოდ ხალხში მოარული გამოთქმა გამოიყენა, ყოველივე რასობრივი ელფერის გარეშე, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის გამართლებად და შესამსუბუქებლად არ გამოდგება. ქართულ გამოთქმებში მართლაც რომ ბევრია არაქართული ჯგუფების დამამცირებელი სახელები და გამოთქმები, ისევე, როგორც ქალების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამომხატავი ფრაზეოლოგია. თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა იმთავითვე გულისხმობს ასეთი გამოთქმებისაგან, მითუმეტეს საჯაროდ, თავის შეკავების უნარს. ქვეყნის პირველი პირისაგან ასეთი გამოთქმების გამეორება, განსაკუთრებით სატელევიზიო ეთერში, ხელს უწყობს მათ დამკვიდრებასა და გამყარებას, იმის მაგივრად, რომ გამოიწვიოს მათ მიმართ წინააღმდეგობისა და პროტესტის გრძნობა. მიხეილ სააკაშვილისგან მორიგი, ამჯერად რასისტული გამოთქმა გასაკვირი არ ყოფილა. პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის ლექსიკონში, პოლიტიკური კრიზისის სხვადასხვა ეტაპზე, გამოჩნდებოდა ხოლმე სხვადასხვა ასეთი ჯგუფები, რომელთა გამოცალკევებითა და აბუჩად აგდებით იგი ცდილობდა საკუთარი პოლიტიკის გამართლებას და ახსნას. ერთ–ერთ ეტაპზე ეს იყო “ჩარეცხილი” ოპოზიცია და ინტელიგენცია, შემდეგ იყო ოქრუაშვილის მიერ დახატული ფეკალიების მსმელი რუსები, ბესო ჯუღელის “მიკირტუმა”, დაბოლოს, მთავრობის სხდომაზე სააკაშვილის მიერ საკუთარი მთავრობისათვის განკუთვნილი მეტაფორები. გუშინ სააკაშვილის გამოთქმა– “ზანგები ხომ არ ვართ, ასე ველურებივით რომ ვიქცევით”– ერთ–ერთი ნაწილია შეურაცხყოფასა და დამცირებაზე აგებული სახელმწიფო მმართველობის პოლიტიკისა. თუ მანამდე გამოთქმების დროს შეურაცხყოფა ხდებოდა ასაკისა და ეთნიკური ნიშნის მიხედვით, გასაკვირი არ არის, რომ ამჯერად ეს გამოთქმა რასისტული იყო. დადებითად გასაკვირი და სასიხარულო იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტს ყოფნოდა სიმამაცე და ამ სიტყვიერი გადაცდომისათვის, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დაჩაგრული რასისათვის ბოდიში მოეხადა. მარტივად და დროზე წარმოთქმული „ნგიახოლისა“–თი იგი გამოისყიდდა არა მხოლოდ ამ გამოთქმით მიყენებულ შეურაცხყოფას, არამედ ასევე საძირკველს ჩაუყრიდა საზოგადოების ახლებურ დამოკიდებულებას განსხვავებული ჯგუფების მიმართ. საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, დამცირებასა და განსხვავებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მაგივრად, გამხდარიყო გაერთიანებასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკისაკენ შემობრუნების მოწმე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://realmadrid200708.files.wordpress.com/2009/08/royston-drenthe-91.jpg გუშინ როისტონ დრენტემ Facebook-ის პროფილში ლივერპულში თამაშის სურვილი გამოთქვა, მისმა აგენტმა კი ეს უარყო.ესპანური Marca-ს ცნობით ეს ინფორმაცია ტყუილია.თვითონ დრენტემ უარი განაცხადა, კომენტარი გაეკეთებინა ამ თემაზე. ჰოჯსონმა დრენტე იმ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა რომლის თამაშსაც ლივერპულში ისურვებდა. მაგრამ “ლივერპულის” გარდა, ჰოლანდიელი ნახევარმცველით “ფიორენტინა”, “ლაციო” და”იუვენტუსი”არიან დაინტერესებულნი.თუ ლივერპულს ეს ტრანსფერიც ჩაეშალა კვლავაც გაურკვეველი დარჩება ვინ ითამაშებს მარცხენა მცველის პოზიციაზე ლივერპულში. View the full article
-
გამოვიდა ჩვენი საიტის მაისური..მისი სურათები და დამატებითი ინფორმაცია ნახეთ შიდა სტატიაში. იხილეთ fanebi.com
-
Corriere dello sport-ის ცნობით იტალიური “მილანი” უახლოეს დღეებში საყრდენ ნახევარმცველს იყიდის. იხილეთ fanebi.com
-
ბლოგზე ვამატებ ახალ კატეგორიას, სახელად “მინი’”. ანუ დიდი და ღრმად “ტვინიკოსური” პოსტების წერა რომ გეზარება, მაგრამ მაინც რომ გინდა რაღაც, მასეთი პოსტების გამამართლებელი თეგი. 2008 წლის მარტში რომ შემიყვარდა, ის კაცი ვნახე – ანუ არწიომი ლებედევი. არტემი ლებედევი. არტიომი ლებედევი. არწიომიი. მოკლედ, როგორც არის… თბილისში იყო ჩამოსული და პეროვსკაიაზე ერთ პატარა კაფეში შევხვდით. მაგრამ მხოლოდ ვნახე რა, ერთადერთი, რაც ვუთხარი, ქუჩაში რომ შეგვხვდა, “а мы к вам” და უხერხული სიცილი იყო. დანარჩენი ისე, გვერდით მაგიდიდან დავტკბი. ახლოს მისვლის და გამოლაპარაკების ტაკო არ მეყო. Filed under: მინი http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1829/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1829/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1829/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1829/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1829/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1829&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
-
როგორც გამოცემა The Mirror იტყობინება,მარსელი ახლოსაა როკე სანტა კრუზის ტრანსფერის დასრულებასთან. იხილეთ fanebi.com
-
View the full article