Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს ადამიანის არასამტავრობო ორგანიხზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი,… ლინკი მედიანიუსზე
  2. კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ ინფორმაციით, საგურამოს წყალსადენის სათავე ნაგებობაში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, დღეს 12:00-დან 24:00… ლინკი მედიანიუსზე
  3. საეკლესიო კალენდარი პარასკევი ხსენება დიდმოწამე მარინესი (IV); აღმოყვანება ნაწილთა ღირსი ლაზარე გალისიელისა. წმიდა დიდმოწამე მარინე დაიბადა მცირე… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://b.pix.ge/w/9aqsr.jpg იტალიური პრესის თანახმად, მილანის ინტერი მზადაა, ლივერპულს სულეი მუნტარი შესთავაზოს მასკერანოს სანაცვლოდ. არგენტინის კაპიტანი არ მალავს, რომ ენფილდის დატოვება და სან სიროზე გადასვლა სურს, რაფა ბენიტესის გუნდში. ინტერი კი ცდილობს ლივერპულს მაცდური წინადადებით მიმართოს, ამისთვის ისინი მზად არიან საქმეში ჩართონ სულეი მუნტარი. ამჟამად განელის სატრანსფერო ფასი 12.5 მილიონი ევროა, ამიტომ იტალიელები თანხის დამატებას აპირებენ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს როისთვის ხელსაყრელი წინადადება იქნება, რადგან მუნტარი ლივერპულის დახევარდაცვას ექსტრა დინამიურობას შესძენს. 2008 წელს ინტერის ახალდანიშნულ მწვრთნელს ჟოზე მაურინიოს განელის ტრანსფერი 16 მილიონი დაუჯდა. ის ჯოზემ პორტსმუთიდან შეიძინა და მუნტარი მისი პირველი ტრანსფერი იყო იტალიურ კლუბში. წყარო: Liverpoolfc.tv View the full article
  5. Transitions Online, სოციალური მედიის დიდად მხარდამჭერი ორგანიზაცია წელს კიდევ ერთხელ აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს. შარშანაც იყო ასეთი გამოცხადებული და, როგორც მახსოვს, ძალიან ცოტა განაცხადი შევიდა. ერთ-ერთი გამარჯვებული მე ვიყავი. წელს ვიფიქრე, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც ეს მინიგრანტი თავის სოც.მედია პროექტებში წაადგებოდა, ამიტომ ვაშეარებ ჩემს ბლოგზეც. ტექსტი მედია.გე-დან: “ტრანზიშნს ონლაინი” აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ახალ მედიაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სოციალურ მედიაში მომუშავე მსურველებისთვის. სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო აქტივობების განვითარების ფარგლებში “ტრანზიშნს ონლაინი” გთავაზობთ წარადგინოთ პროექტები ბლოგინგზე და სხვა ვებ საქმიანობაზე ახალ მედიაში. პროექტის განაცხადის საფუძველზე კონკურსის ორგანიზატორები დააფინანსებენ ხუთ პროექტს, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი გვერდისგან (მაქსიმუმ ექვსი), და სადაც ინგლისურ ენაზე დეტალურად იქნება აღწერილი პროექტის მიზნები, ამოცანები, შესაძლო შედეგები, ბიუჯეტი და ბიოგრაფია. ხუთი პროექტიდან ორი რეგიონებში მომუშავეებისათვის არის განკუთვნილი. “ტრანზიშნს ონლაინი” პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს. გრანტის თანხა არის მცირე და დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე. განაცხადი უნდა გაუგზავნოთ პროექტის მენეჯერს საქართველოში, ელზა ქეცბაიას ელექტრონულ ფოსტაზე: ketsbaiae@gmail.com, ტელ: +995 77 57 57 25. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა-15 სექტემბერი, 2010 წელი. ფრაზა “ტრანზიშნს ონლაინი” პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს” ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ხელფასი რომ დაუნიშნოთ, არ გამოვა. ხარჯებში შეგიძლიათ შეიტანოთ ნებისმიერი ტექნიკა, რაც დაგჭირდებათ პროექტისთვის – ფოტოაპარატი, ფლიპკამი, მიკროფონი, ასევე – ჰოსტინგისა და დომენის გადასახადი. დასაშვები ბიუჯეტის მაქსიმუმი ზღვარი, როგორც ვიცი, განსაზღვრული არ არის, პროექტს გააჩნია. მაგრამ მინიგრანტია, 10 000 მწვანეს არ მოგცემენ. : ) მოიფიქრეთ საინტერესო პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ მედიასთან, ბლოგინგთან, მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება თქვენი არსებული პროექტების გაუმჯობესება (მაგალითად, Eventlenta კარგი პროექტია და ცოტა ხელის წაშველებით – უკეთესი დადგება). და რაც მთავარია, არ გადადოთ მთლად 15 სექტემბრამდე. Filed under: Just, რა Tagged: ბლოგინგი, გრანტი, პროექტი, სოციალური მედია, transitions online http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1833/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1833/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1833/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1833/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1833/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1833&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  6. „საქართველო არასოდეს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას“ სურამში რადიაციულ საშიშროებას არ ადასტურებენ ხანძარი კასპში პატიმრები გათავისუფლების მოლოდინში სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში კოორდინატორად იმუშავა. ”100%-იანი ხმები მთელ სოფელში მხოლოდ ჩემი კარგად მუშაობის შედეგად აიღო სააკაშვილმა, ახლა კი მაგის მთავრობა მეუბნება, შევარდნაძის დევნილი ხარ, ჩვენი -არა და სადაც გინდა, იქ იცხოვრეო”. 2008 წელს, როდესაც გორიდან დევნილები სახელმწიფომ რუსთაველზე, გამომცემლომა ”სამშობლოში” შეასახლა, აფხაზეთიდან დევნილი ლინა მარკოზიას ხუთსულიანი ოჯახი ნაძალადევის რაიონში ქირით ცხოვრობდა. ლინამ მაშინ შემთხვევით ისარგებლა და შენობაში საცხოვრებლად ოჯახით გადავიდა. ”ძალით შევიჭერით გამომცემლობაში. ქირა ვეღარ გადავიხადე. ისე წამოვედი, 1200 ლარი გადასახდელი დამრჩა. მე, როგორც დევნილს, სხვა არაფრით მისარგებლია სახელმწიფოსგან”. 18 წელია ლინა სხვადასხვა რესტორანში მუშაობს. დღეს რუსთაველის ”ხინკლის სახლში” დამლაგებელია. დღეში 10 ლარს უხდიან. მუშაობს ყოველ მეორე დღეს. იქამდე ჩინურ რესტორანში ჭურჭელს რეცხავდა. შვილებიდან ყველაზე უფროსი, სტუდენტია. სწავლის გადასახადს, 1200 ლარს წელიწადში, თვითონვე იხდის. გლდანში, ერთ-ერთ პოკერ -კლუბში მუშაობს და ხელფასი 500 ლარი აქვს. ორი დღის წინ, როდესაც გამომცემლობის შენობიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ოჯახები გამოასახლა, ალტერნატიული საცხოვრებელი ზუგდიდის რაიონის სოფლე ფოცხოში შესთავაზეს. ”სურათიც კი არ მინახავს, სად აპირებენ ჩვენს ჩასახლებას. ამბობენ, ფაბრიკა გადააკეთესო. რომ გადავიდეთ, როგორ ვიცხოვროთ. აგვისტოში მიწასაც კი ვერ დაამუშავებ. გამოდის, სულ მცირე, ერთი წელი საჭმელიც არ გვექნება. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ შვილები, სწავლა–განათლების გარეშე დამრჩებიან. იმიტომ არ ვმუშაობ დამლაგებლად, რომ ჩემი შვილების მომავალიც ასეთი იყოს. დღემდე ცუდად ვარ, როცა ჩემი ყოფილი მოსწავლე დამინახავს დამლაგებლის ამპლუაში”,-ამბობს ლინა. ლინა დევნილობამდე, გალში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა. /get_img?NrArticle=2105&NrImage=1 დღეს, მთელი დღეა, პატარა წითელი ჩანთით ხელში, ქმართან ერთად ბინის საშოვნელად დადის. შვილები ნაცნობებთან და ნათესავებთან გაუშვა დროებით. ბინა სასწრაფოდ უნდა იშოვნოს, რადგან ბოლო ორ ღამეს ქმართან ერთად ვერის ბაღში, სკამზე,ვ ათევს. ბინის დაქირავება ავლაბარში ურჩევნია. ადგილიც აწყობს და ფასებიც კატასტროფულად მაღალი არ ეჩვენება. ჩანთაშ, ღამით დასაფარებელი ზეწარი და ერთი ჭიქა უდევს. ეს ნივთები ერთადერთია, რისი წამოღებაც გამომცემლობა ”სამშობლოდან” ორი დღის წინ გამოსახლების შემდეგ თან დააქვს. ოჯახის დანარჩენი ნივთები ახლა რუსთავის გზატკეცილზე, ერთ-ერთ შენობაში შეუნახა ლტოლვილთა და განსახლების სამინისიტრომ. გული წყდება, რომ გამოსახლების შემდეგ ნივთები დიდ სატვირთო მანქანაში ისე შეუყარეს სამინისტროს წარმომადგენლებმა, არც დაინტერესებულან, გასატეხი ხომ არაფერი იყო შიგნით. ახლა, იმედი აღარ აქვს, რომ რამდენიმე თეფშიდან და ჭიქიდან, რამე მთელი გადარჩა. ”როცა ვუთხარი მაგათ, ხო არაფერი დამეკარგება მეთქი, დამცინეს, ნეტა შენი ძონძები ვის რაში ჭირდებაო”. გუშინ მთელი დღე ლინა და კიდევ სხვა ოჯახები, ვისაც სოფელ ფოცხოში ცხოვრება არ უნდა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე გიორგი ჟღენტთან იყვნენ დაბარებულები. ”დილის თერთმეტი საათიდან ექვსის ნახევრამდე გვალოდინეს, ბოლოს, კაბინეტის კარიდან ჟღენტმა თავი გამოყო და გვითხრა, რომ არჩევანის საშუალება არ გვაქვს და 2012 წლამდე უნდა დავიცადოთ”, -ამბობს ლინა. აფხაზეთიდან დევნილს,არც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის იმედი აქვს-” ეგ ხო, საერთოდ, როცა გორიდან დევნილებს ეხება საქმე, მარტო მაშინ იწუხებს თავს. სამინისტროშიც ასეა, მიღებაზე როცა მივედით, სიას კითხულობდნენ, ვინ საიდანაა. ახალი დევნილები მაშინვე აუშვეს”. შესაფერისი ბინა ლინამ რამდენიმე საათის სიარული შემდეგ იპოვა. 100 აშშ $ დაუფასეს, -პატრონი საზღვარგარეთაა და კაპიკს არ დააკლებსო. ” მაგდენის გადახდას ვერ მოვახერხებთ. ქმარი მშენებლობაზე მუშაობდა და ახლა უმუშევარია. ჩემი 150 ლარი თვეში და შვილის ხელფასი რამდენს გაწვდება. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვინდა კვება და ვიტამინები”. /get_img?NrArticle=2105&NrImage=2 ლინა მარკოზია სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა დინება (ფილტრაცია) მიმდინარეობს, რაც თბილისის ზღვის გარშემო მდებარე სახლების საძირკვლებს აზიანებს. 2007 წლიდან თბილის წყალსაცავი აღსადგენ საწყალსატევო სადგურთა რიცხვში შევიდა და დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალსაცავის მდგომარეობის შესწავლა და მასზე დაკვირვება აღარ მიმდინარეობს. თბილისის წყალსაცავი სამი მლაშე ტბის, - ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის, - ადგილას შეიქმნა და ექსპლუატაციაში 1953 წელს შევიდა. წყალსაცავი თბილისს სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებს. წყალსაცავს, შექმნიდან 2005 წლამდე, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი აკვირდებოდა და სწავლობდა. ამჟამად ინსტიტუტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, თარხან თევზაძე ამბობს, ინსტიტუტმა ბოლო კვლევის ანგარიში 2004 წელს გამოაქვეყნა. ამის მერე კვლევების ჩასატარებლად სახელმწიფო დაფინანსება მათ აღარ მიუღიათ. 2008 წლის 15 დეკემბერს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა თბილისის მერიას წერილი მიწერა. წერილში ინსტიტუტის წარმომადგენლობა თბილისის მერიას სთხოვს, თბილისის წყალსაცავის გარშემო არსებული, - თემქის, მუხიანის, ვარკეთილის, ვაზისუბნის, - დასახლებების საცხოვრებელი ბინების ავარიულ მდგომარეობაზე გაემახვილებინა ყურადღება. წერილში, ავარიული მდგომარეობის ძირითად მიზეზად, წყალსაცავის მიწისქვეშა ნაკადებია დასახელებული. ინსტიტუტი თბილისის მერთან აუდიენციას ითხოვდა, რათა შესაბამისი დამცავი ღონისძიებები გაეტარებინათ. როგორც წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის წარმომადგენლობა აცხადებს, მერიისაგან პასუხი მათ დღემდე არ მიუღიათ. თბილისის მერიას ..ნეტგაზეთმა” მიმართა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, თამარ დვალმა განაცხადა, რომ მერიამ საპასუხო წერილი ინსტიტუტს 2009 წლის 29 იანვარს გაუგზავნა, თუმცა ინსტიტუტის კანცელაარიის არქივში წერილს ვერ მიაკვლიეს. თავად თანამშრომლები კი ასეთ ფაქტს ვერ იხსენებენ. ბოლო, 2004 წლის, ანგარიშით, თბილისის წყალსაცავის 9 უბნიდან მხოლოდ ორის, - ვარკეთილისა და თემქის, - შესწავლა მოხერხდა. ამ უბნებზე ჭაბურღილები (საბურღი დანადგარებით დედამიწის ზედაპირიდან მიწაში გაყვანილი ცილინდრული ფორმის სადაზვერვო გვირაბი ) 1982 წელს ააშენეს. ,,დაკვირვების შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ წყალში მარილის შემცველობა 0,2 მილიგრამიდან 121 მეტრში 9 მილიგრამამდე იზრდება”, - განმარტავს თევზაძე. თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე თაბაშირის შემცველი ნახევრადკლდოვანი გრუნტია (მიწა), რომელიც ადვილად იხსნება წყალში და შედეგად წყლის მარილიანობა იმატებს. მიწის მარილების ადგილი კი ცარიელი რჩება. ცარიელ ადგილს წყალი იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფილტრაცია ანუ გაჟონვა დაიწყო. ამ პროცესს მეცნიერულ ენაზე ქიმიური ფილტრაცია ეწოდება. თუ შესაბამისი სამუშაოები წყალსაცავში არ ჩატარდება, ქიმიური ფილტრაცია გაძლიერდება და ფიზიკურში გადაიზრდება, რაც მიწიდან უფრო დიდი ნაწილაკების, - ქვების, - მოხსნასა და დაშლას გამოიწვევს. ,,ფიზიკური ფილტრაციისას ერთი, რომ ფერდობი იშლება, და მეორე, ფილტრაცია უკვე მდინარის სახით წარმოიქმნება. გამოვა იქიდან მდინარე და მიეშვება ვარკეთილის ან თემქის უბანზე”, - ამბობს თარხან თევზაძე. გაზრდილი მარილშემცველიანობა წყალს მავნებელ ფუნქციას ანიჭებს. ასეთ ფილტრაციულ ნაკადებს შეუძლია გაანადგუროს წყალგაყვანილობა, ტელეფონის ხაზები, სარდაფები, ნაგებობები, ცემენტიანი საფარი. თბილისის წყალსაცავი ქალაქის ურბანიზებულ ტერიტორიაზე მაღლა მდებარეობს. ამიტომ წარმოქმნილი ფილტრაციული ნაკადები სახლების მიმართულებით მიედინება. წყალსაცავის საპროექტო ნიშნულის დონე 549 მეტრია, თუმცა ამჟამად წყალსაცავის დონე 11 მეტრითაა დაწეული. ,,ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როცა ჭაბურღულში წყლის დონემ 542 მეტრზე აიწია. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაიწყო გრიფონი, მიწიდან წყლის ამოდინება და ჩვენ სასწრაფოდ დავაწევინეთ წყლის დონე”, - იხსენებს თევზაძე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგანეტოს ჰიდროლოგი, ვახტანგ მგელაძე განმარტავს, რომ თბილისის წყალსაცავში დონის დაწევა სწორედ წყლის ფილტრაციასთანაა დაკავშირებული. თუ წყალსაცავის დონე საპროექტო ნიშნულამდე აიწევს, ფილტრაცია გაძლიერდება. გარემოს ეროვნული სააგანტოს ინფორმაციით, თბილისის წყალსაცავი სარეაბილიტაციო საწყალსატევო სადგურთა ჯგუფში 2007 წელს მოხვდა და დაიხურა. ამის მიზეზად მგელაძე სახსრების არარსებობას ასახელებს. ,,თბილისის წყალსაცავი საკმაოდ დიდია, ამიტომ მისი მოვლა ძვირი ჯდება. სააგენტოს ბიუჯეტში ამდენი თანხა არ არის. საწყალსატევო სადგურებიდან დღეს მხოლოდ სიონის წყალსაცავს ვამოწმებთ”, - ამბობს მგელაძე. იმისათვის, რომ წყლის ფილტრაცია აკონტროლონ, აუცილებელია წყალსაცავზე გაკეთდეს ჭაბურღილები, რაც დიდ თანხას საჭიროებს. ჭაბურღილში წყლის მატება მიანიშნებს იმაზე, რომ წყალსაცავში ფილტრაცია მიმდინარეობს. თბილისის წყალსაცავზე რამდენიმე ჭაბურღილი 1982 წელს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მონაწილეობით გაკეთდა, თუმცა, იმის გამო, რომ თბილისის ზღვაზე არანაირი სადამკვირვებლო და კვლევითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს, დღეს ეს ჭაბურღილები უფუნქციოა. სააქციო საზოგადოება ,,საქწყალპროექტის” მთავარი ჰიდროლოგი, ბაადურ უკლება ამბობს, რომ წყლის ფილტრაცია ყველა წყალსაცავისთვისაა დამახასიათებელი. წყლის მასიური ფილტრაციით გამოწვეული კატასტროფა, მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, „თბილისის წყალსაცავი თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს და მასეთი რამე ჯერ არ მომხდარა. დაახლოებით 80-იან წლებამდე წყალსაცავი ივსებოდა ბოლომდე, ახლა ეს აღარ ხდება, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე სერიოზული კატასტროფა მოყვეს მაგ ამბავს”. თბილისის წყალსაცავზე ოთხი კაშხალია, - ორი ბეტონის და ორიც მიწის. თარხან თევზაძე იხსენებს, რომ 60-იან წლებში ბეტონის კაშხლიდან ფილტრაცია თემქის მიმართულებით დაიწყო. ,,დიდი წვალებით მივაღწიეთ იმას, რომ ჭაბურღილების ძირში დიდი რაოდენობით ცემენტაცია გავაკეთებინეთ, რამაც ფილტრაციას ხელი შეუშალა”. საქმე იმაშია, რომ უკვე რამდენიმე წელია თბილისის წყალსაცავზე არა თუ მსგავსი სამუშაოები, არამედ დაკვირვებითი და შესწავლითი სამუშაოებიც კი აღარ მიმდინარეობს. წყალთა მეურნეობის წერილში, რომელიც მათ თბილისის მერიას გაუგზავნეს, აღნიშნულია, რომ სწორედ ამის გამოა თემქის, მუხიანის, ვაზისუბნის, ვარკეთილის დასახლებებში საცხოვრებელი ბინების მასობრივად ავარიული მდგომარეობა. ვარკეთილსა და სამგორში საცხოვრებელი სახლების ავარიულ მდგომარეობაზე ,,ცენტრ პოინტ ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძვნებელი, მაია რჩეულიშვილიც საუბრობს. ბაზეთ ,,ჯორჯია ვიქლის” ჯურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში რჩეულიშვილი ამბობს:,,კორპუსების უმრავლესობა ავარიულია და მათ ნაწილს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება. ამის მიზეზი კი თბილისის ზღვის წყალია, რომლითაც მიწისქვეშა ქანებია გაჟღენთილი და კორპუსების საძირკველს სერიოზულ საფრთხეს უქმნის”. წყლის ფილტრაციით აღმოცენებული საფრთხის ასაცილებლად, სპეციალისტების აზრით, პირველ რიგში წყალსაცავის უბნების შესწავლა უნდა მოხდეს. კვლევის ჩატარების შემდეგ, ანგარიშის საფუძველზე, კი შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს. ,,ჩვენ მხოლოდ ორი უბანი გვაქვს შესწავლილი, ასეთი კიდევ შვიდია და არავინ იცის, ამ უბნებზე რა ხდება”, - ამბობს თევზაძე. სპეციალისტების განმარტებით, წყალსაცავებში წყლის ფილტრაციის კონტროლი სისტემატურად უნდა ხდებოდეს. ამისათვის კი სახელმწიფომ შესაბამისი ფინანსები უნდა გამოყოს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. რუსული სააგენტოების მიერ დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად, ინგლისური "ბლექბერნის" ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი სინჯებზე "ანჟიში" იმყოფება. მაჰაჩკალელთა მთავარი მწვრთნელის, გაჯი გაჯიევის მიერ დღეს გამართული პრეს-კონფერენციით თუ ვიმსჯელებთ, რუსული გუნდისა და ხიზანიშვილის მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. იხილეთ fanebi.com
  10. ეს არის დოკუმენტური ფილმო აგვისტოს ომზე View the full article
  11. http://www.polity.ge/images/catalog/sport/tennis/serena_wiliams.jpg"მან მოიგო "დიდი სლემის" ტურნირების 26 ტიტული, და მაინც მთავარი მოგება ამ ჩემპიონი ქალისათვის - მისი ახალი სხეულია. თანაც სერენა მუდმივ მოდურ წინააღმდეგობაშია თავის დასთან ვენუსსთან. polity.ge
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-28-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sabajo2.jpg itvს ლინკი
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sabajo1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა გუშინ კრიტიკული განცხადებით საბაჟო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელსა და თანამშრომელბს მიმართა.მიხეილ სააკაშვილი გაბაჟების პროცესით შეწუხებული მოქალაქეების მიმართ მებაჟეების არაკეთილგანწყობას აპროტესტებს.ქვეყნის პირველი პირის ამ განცხადების შემდეგ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხელმძღვანელის პოზიციაზე თენგიზ სიმონია კიაზო ახალიამ შეცვალა,ასევე დღეს მთელი წელი რიგში დგომით შეწუხებულმა მოქალაქეებმა საზღვარიც შეუფერხებლად გადმოკვეთეს.რატომ გახდა აქტუალური რიგში დგომით შეწუხებული მოქალაქეების ბედი მხოლოდ პრეზიდენტის კრიტიკული განცხადების შემდეგ, როცა მანამდე მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა გამშვებ პუნქტზე დაწესებული მკაცრი კონტროლი-ნახეთ ანა ჭეიშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sabajo.jpg itvს ლინკი
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/2807201000-150x150.jpgრადიო “მონტე-კარლოს” ჟურნალისტს შორენა ქარჩავას წუხელ ორი უცნობი პირი დაესხა თავს. ინციდენტი მეტრო სარაჯიშვილთან არსებულ ხიდზე, ღამის პირველის 20 წუთზე მოხდა. როგორც თავად დაზარალებული აცხადებს, უცნობები მას იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც სამსახურიდან სახლში მიმავალი ხიდზე გადადიოდა. უკნიდან მიეპარნენ, პირზე ააფარეს ხელი და თავზე შავი ტომარა ჩამოცვეს. შორენა ქარჩავა ირწმუნება, რომ თავდამსხმელებს არც ჩანთა და არც მობილური ტელეფონი არ მოუთხოვიათ, რომელიც იმ მომენტში ხელში ეჭირა და დახმარების სათხოვნელად ნებისმიერ ნომერზე დარეკვას ცდილობდა. მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და ყვირილი დაიწყო, თავდამსხმელებმა იგი იქვე, დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლიდან ღრმულში გადააგდეს. ჟურნალისტმა დახმარებისთვის იქვე მოძრავ პატრულის ეკიპაჟს მიმართა. პატრულმა ავჭალის პოლიცია გამოიძახა და დაზარალებულს ჩვენება ჩამოართვეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/shorena.jpg itvს ლინკი
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/voice-recorder-sanyo1-150x150.jpg11 ივლისის საღამოს სამართალდამცავებმა მოძრაობა „არას” ორი წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს, თუმცა ერთ-ერთმა დაკავებულმა ლევან ჩიტაძემ მობილური ტელეფონით ფარული აუდიოჩანაწერის გაკეთება მოახერხა. რა მოხდა რეალურად 11 ივლისს… დეტალები თამუნა კვარაცხელიას სიუჟეტში… http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ara1.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...