Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://a.pix.ge/h/cqq38.jpg ლივერპულის არგენტინელი მცველის ტრანსფერი საკმაოდ გაიწელა დროში, თუმცა როგორც ჩანს მალე დასრულდება და ინსუა ფლორენციელი გახდება… რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო, რადგან ფიორენტინა და მისი აგენტი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა დღეს იგივე წყარო სხვა ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით ინსუა მომავალ კვირას ოფიციალურად მოაწერს ხელს 3 წლიან კონტრაქტს. ლივერპული კი მასში აღებულ თანახს კვლავ მარცხენა მცველის შეძენაში დახარჯავს… ემილიანო ლივერპულში 2007 წელს გადმოვიდა და 41 მატჩში 1 გოლი გაიტანა. 2010 წლის 17 ივლისს კი ლივერპული ფიორენტინას შემოთავაზებულ სატრანსფერო წინადადებს ოფიციალურად დათანხმდა… View the full article
  2. 1 წლისა და ერთი თვის ბაირამ ახმედოვი ნავთით მოწამვლის გამო იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოათავსეს. ბოლნისში… ლინკი მედიანიუსზე
  3. ბათუმის დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია რამდენიმე თვეა კატეგორიულად უარყოფენ დელფინარიუმში დელფინების არსებობას. ”ბათუმელებმა” მოიპოვა კადრები, რითაც დასტურდება, რომ დელფინარიუმში მართლაც ჰყავთ ზღვის ამ სახეობის ბინადრები. წყაროს ინფორმაციით, შავ ზღვაში დელფინები საქართველოს ხელისუფლების თანხმობით დაიჭირეს. შავ ზღვაში დელფინების დაჭერა, საერთაშორისო კონვენციებით, აკრძალულია. ”ბათუმელებისთვის” მოწოდებული ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ ბათუმის დელფინარიუმში რამდენიმე დელფინი ბინადრობს, რომლებსაც ამჟამად წვრთნიან. ეს ინფორმაცია "ბათუმელებს" სანდო წყარომ მოაწოდა. ის ასევე ირწმუნება, რომ დელფინები, საერთაშორისო კონვენციების დარღვევით, სწორედ შავ ზღვაში დაიჭირეს. ამ ინფორმაციას დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ბათუმის მერია - იურიდიული მესაკუთრე, კატეგორიულად უარყოფენ. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (ვინაობა ამ შემთხვევაშიც კონფიდენციალურია) ”ბათუმელებს” დელფინების დაჭერის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, ბათუმის დელფინარიუმისთვის 20-მდე აფალინას სახეობის დელფინი გასულ წელს შავ ზღვაში დაიჭირეს: ”2009 წლის მაის-ივნისში, როცა თევზაობა აკრძალულია, შპს ”მადაის” თევზსაჭერი სეინერი დელფინების დასაჭერად გავიდა ფოთი-ყულევის მონაკვეთზე, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანუ აკრძალულ ზონაში. მათ აფალინას სახეობის 20 დელფინი დაიჭირეს. აფალინები ჯერ ურეკში გადაიყვანეს, ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის დასასვენებელ სახლში, სადაც მას სპეციალური, ზღვის წყლის აუზი აქვს. ბათუმში ჩამოყვანილი დელფინებიდან ექვსი დაიღუპა. დარჩენილ 14 დელფინს დაემატა ორი ახალშობილი. ამჟამად დელფინარიუმში 16 ერთეული დელფინი ჰყავთ”. ”მადაიმ” სამი ახალი თევზსაჭერი სეინერის მიღების პრეზენტაცია 2009 წლის 19 მაისს მოაწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ პრეზენტაციის შემდეგ დაიწყო დელფინებზე ნადირობა კოლხეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიაზე, სადაც არათუ თევზაობა, არამედ მოტორიანი ნავით შესვლაც კი აკრძალულია. რატომ მალავენ დელფინების ყოლას ბათუმის მერიასა და დელფინარიუმში? - წყაროს ცნობით, დარღვეულია რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია: შავ ზღვაში სამი სახეობის დელფინი ბინადრობს. საქართველოს კანონმდებლობით, სამივე მათგანის დაჭერა აკრძალულია. რაც შეეხება შავი ზღვის აფალინას, ის გადაშენების პირას იმყოფება და მას საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო CITES-ის, CMS-ის და ACCOBAM) კონვენცია იცავს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ACCOBAM -ის (შავი და ხმელთაშუა ზღვებისა და ატლანტიკის ოკეანის ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ) კონვენცია, რომელიც მონაკოს პრინცის პატრონაჟით 1979 წელს შეიქმნა. შავი ზღვის კონვენციური დაცვის ინსპექციის ფოთის უბნის ხელმძღვანელი - გოჩა გუჯაბიძე დაცულ ზონაში დელფინების დაჭერის შესაძლებლობას გამორიცხავს: "მაგ უბანს ჩვენ ვაკონტროლებთ, შეუძელებელია ვინმეს მაქ დელფინი დაეჭიროს. "მადაის" აქვს სასეირნო გემი, რომლითაც ხალხს ასეირნებს. მაგ პერიოდში ნამდვილად არ გასულან ისინი სათევზაოდ". ირინა ლომაშვილი, ACCOBAM -ის კონვენციის წარმომადგენელი საქართველოში "ბათუმელებთან" აცხადებს, რომ ბათუმის დელფინარიუმში დელფინების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილია, მაგრამ მას ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ მიეცა: ”ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ ჰყავთ. ეს განცხადება ბათუმის მერის დონეზე კეთდება. შიგნით არ გვიშვებენ. არ ვიცი, როგორ გადავამოწმო”. ლომაშვილის თქმით, დელფინარიუმის მოწყობა და ფუნქციონირება არც ერთი კონვენციით არ არის აკრძალული, თუმცა სპეციალური ნებართვებია საჭირო: "დელფინარიუმს შეუძლია შეიძინოს დელფინები და გამოიყენოს კომერციული მიზნებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს არა შავი ზღვის დელფინი (მათ დაჭერას ACCOBAM -ის კონვენცია კრძალავს), არამედ შესაბამის წ####ბში ან ტყვეობაში გამრავლებული სახეობა. ასევე საჭიროა ამ დელფინების ლეგალურად შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც. ლომაშვილის თქმით, შავ ზღვაში დელფინების დაჭერის გამო, საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა: ”წლების წინათ ჩილეში, CITES -ის კონფერენციაზე, საქართველო გამოვიდა ინიციატივით და შავი ზღვის აფალინაზე დაჭერის ნულოვანი კვოტა გამოცხადდა. ამიტომაც უკვირთ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მხრიდან შავ ზღვაში დელფინების დაჭერა. ეს ინფორმაცია მათ ყურამდეც მივიდა”. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ”ბათუმელებმა” კიდევ ერთხელ მიმართა დელფინარიუმის ადმინისტრაციას, რომელიც ექვემდებარება ბათუმის მერიის მიერ დაარსებულ შპს `შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის დაცვის სამეცნიერო კვლევით ცენტრს”. დელფინარიუმში შესვლისა და კადრების გადაღების უფლება დაცვამ არც ამჯერად მოგვცა. დელფინარიუმში ამ ეტაპზე სტატიის მომზადებისგან თავის შეკავება გვირჩიეს. ბათუმის ვიცე-მერმა, ავთანდილ დარჩიამ კი განაცხადა, რომ დელფინარიუმში დელფინები არ ჰყავთ და ახლო მომავალში არც დელფინარიუმის გახსნა იგეგმება. დარჩიას ინფორმაციით, ”ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, თუ რომელი წ####ბის დელფინები შეეგუებიან ბათუმის კლიმატურ პირობებს. დელფინებს ამის მიხედვით შემოვიყვანთ”. ამ აზრს კატეგორიულად არ იზიარებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. წყაროს ინფორმაციით, დელფინარიუმის მესვეურები ცდილობენ, შექმნან დოკუმენტები, რითაც დაამტკიცებენ, რომ დელფინები კანონიერი გზით შეიძინეს: "რიგ ქვეყნებში, მაგალითად, სენეგალში, აფალინას ყიდვა 10-15 ათას დოლარად შეიძლება. ამ დელფინების ტრანსპორტირება და აქაურ გარემო პირობებთან შეგუება ძვირი ჯდება. ამასთან, დიდია დელფინების დაღუპვის ალბათობაც. ამიტომაც დაიჭირეს დელფინები შავ ზღვაში. ეს საქართველოს ხელისუფლების თანხმობით მოხდა. ახლა ცდილობენ სერტიფიკატი იყიდონ რომელიმე ქვეყანაში და აჩვენონ, თითქოს შემოიყვანეს. ვერ გეტყვით, როგორ გააფორმებენ შავი ზღვის აფალინას ოკეანის აფალინად”. დელფინების წარმომავლობის დადგენის მიზნით, ”ბათუმელებმა” მოპოვებული ვიდეოკადრები ACCOBAM -ის სამეცნიერო საბჭოს წევრს, ალექსეი ბირკუნს გადაუგზავნა უკრაინაში. სპეციალისტის აზრით, "ვიდეოკადრებზე ასახული დელფინები მიეკუთვნებიან აფალინას სახეობის ერთ-ერთ ქვესახეობას - შავი ზღვის აფალინას (Tursiops truncatus ponticus). თუმცა, აფალინას ქვესახეობის ზუსტად გასარკვევად, რომელიც არათავისუფალ მდგომარეობაშია, ვიზუალური შეფასება საკმარისი არ არის. ცოცხალი აფალინას ქვესახეობის განსაზღვრისთვის, საჭიროა გენეტიკური ანალიზი”. ალექსეი ბირკუნის თქმით, საქართველო CITES -ის და ACCOBAM -ის გარდა ბუქარესტის, ბონისა და ბერნის კონვენციებსაც არის მიერთებული: "შავი ზღვის აფალინას ქვესახეობა 2008 წელს შევიდა საერთაშორისო წითელ ნუსხაში, როგორც "გადაშენების პირას მყოფი სახეობა”. ეს სახეობა და მისი საცხოვრებელი არეალი ამ საერთაშორისო კონვენციებით არის დაცული. დელფინების შავ ზღვაში დაჭერა ითვლება ყველა ამ საერთაშორისო შეთანხმების დარღვევად. როგორც ჩემთვის ცნობილია, ოფიციალურად ეს დარღვევა დამტკიცებული არ არის”. ექსპერტების თქმით, ბათუმის დელფინარიუმში შავი ზღვის აფალინას არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას ფინანსური სანქციები ემუქრება, თითოეულ დელფინზე საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობა. "ACCOBAM -ი აუცილებლად ატეხავს საერთაშორისო სკანდალს, ასევე CMS -ის კონვენციაც. არანაკლები რეაქცია ექნებათ: CITES-ს WDCS-ს, WWF - ს", - აცხადებს ლომაშვილი. ბათუმის დელფინარიუმის გახსნა გასული წლის 26 მაისისთვის იგეგმებოდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ზოოპარკის გახსნისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი: "დღეს ჩვენ ზოოპარკი აღვადგინეთ, მომავალი წლის ზაფხულში კი გაიხსნება დელფინარიუმი, რომელიც საუკეთესო იქნება არა მარტო შავი ზღვის რეგიონში, არამედ მსოფლიოში. პირობას ვდებ- ბათუმში დელფინები დაბრუნდებიან”. დელფინარიუმის გახსნა გასულ წელს ვერ მოხერხდა. 2009 წლის 30 ივლისს ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ რადიო ”კომერსანტს” განუცხადა, რომ ამის მიზეზი დელფინების გარემოსთან შეგუება იყო: ”ამ ეტაპზე დელფინებს ახალ გარემოსთან ვაჩვევთ და პრაქტიკულად ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს”. იზო მაჭუტაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭაობის" ხელმძღვანელი: ”დელფინები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ, რადგან დელფინი ადამიანის შემდეგ ერთადერთი არსებაა, რომელიც სიკვდილის წინ აგონიაში ვარდება. დელფინებს ტყვეობასთან შეგუება ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ავადმყოფობის, ინფექციური დაავადებების მიმართ. ამიტომ, ბუნებრივ პირობებთან შედარებით, პატიმრობაში სამჯერ იზრდება მათი სიკვდილიანობა. დელფინარიუმის მოწყობა იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ მას ექნება ზღვაში გასასვლელი და დელფინებს შეეძლებათ თავისუფლად გასვლა. ბათუმის დელფინარიუმი ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მეცენატობით აშენდა. მოგვიანებით შენობა ბათუმის მერიას გადაეცა. ბიზნესმენმა ამ მშენებლობაში 10 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. დღეიდან “მილანის” გულშემატკივრებმა შეგიძლიათ მშვიდობით დაიძინოთ. “მილანი” არ გაყიდის რონალდინიოს ამ წელს, უფრო მეტიც ახალი სპონსორის დახმარებით რონალდინიო ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს . ამაზე საუბრობს რობერტო დე ასისი “Corriere dello Sport” თან ინტერვიუში. იხილეთ fanebi.com
  5. არგენტინელ მცველ ნიკოლა ბურდისოს, რომლის სატრანსფერო უფლებებიც მილანის "ინტერს" ეკუთვნის, მომავალ სეზონში "რომას" რიგებში თამაში სურს. იხილეთ fanebi.com
  6. /get_img?NrArticle=2126&NrImage=111 ე.წ.ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეები დაახლოებით ერთი თვეა ბაზრობაზე ყავას აღარ სვამენ. თბილისის მერია და ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებისთვის 80 თეთრიანი ყავის შეთავაზებაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. წლების განმავლობაში ყავის ფასი ბაზრობაზე შესაშური სტაბილურობით გამოირჩეოდა. როგორც ბაზრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 15 წელი ფინჯანი თურქული ყავა აქ 30 თეთრად იყიდებოდა. თუმცა, ერთ თვეზე მეტია, მდგომარეობა შეიცვალა. ბაზრობის მეყავეებს ახლა უკვე ფარულად უწევთ გამოჩენა - ძველი მეყავეები ახლებმა შეცვალეს. როგორც ბაზრობის ადმინიასტრაციის წარმომადგენელი რეზო ჯაფარაშვილი ამბობს, თბილისის მერიამ თავისი მეყავეები გამოგზავნა, რომლებსაც ყავის 80 თეთრად გაყიდვა დაევალათ. “ჩვენ მერიასთან ჭიდილის თავი არ გვაქვს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, ძველ მეყავეებს რამე მოვუხერხოთ”, - ამბობს ჯაფარაშვილი. იმის გამო, რომ 30 და 80– თეთრიანი ყავის ხარისხი ერთი და იგივეა, ბაზრობის პერსონალი ბაზრობაზე ყავას აღარ სვამს. ყავის გაძვირებამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. როგორც გამყიდველები ამბობენ, ბაზრობის გადასახადები მათ მძიმე ტვირთად აწევთ და ამის პარალელურად ყავის ფასის ზრდა განსაკუთრებით მტკივნეულია. ყოველთვიურად ადგილის, საწყობის, მუშის, ელექტროენერგიის და სხვა მომსახურებისთვის ისინი საშუალოდ 800 ლარს იხდიან. “გარდა ფასისა, ახალი მომსახურება ძალიან არაკომფორტულიცაა - დადის იმხელა ურიკით ჯანჯღარ-ჯანჯღარით და 10 წუთი მაინც უნდება ყავის მოდუღებას ქვიშაზე. ისედაც ვიწრო რიგებში რომ ჩაივლის და დააყენებს გაზის სუნს, აუტანელია”,-ამბობს ბაზრობაზე მომუშავე დალი კოპალეიშვილი. ძველი მეყავეები ყავას საწყობებში დაქირავებულ ოთახებში ადუღებდნენ. ბაზრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მერიის დადგენილებით, საწყობში მოდუღებული ყავის გაყიდვის აკრძალვა ჰიგიენის ნორმების დაუცველობამ გამოიწვია. “კითხეთ აგერ მოვაჭრეებს, ჭიქებიც ყოველთვის სუფთა გვაქვს და ძალიანაც მოსწონთ ჩვენი ყავა”, - ამბობს ძველი მეყავე ინგა მაისურაძე, რომელიც ბაზრობაზე ყავას ადმინისტრაციისგან ფარულად მაინც ყიდის. ,,დაცვას ყავა კი არ წაურთმევია არასოდეს, მაგრამ გვაფრთხილებენ, არ შეგვხვდეთ ყავით ხელში, რომ უსიამოვნო სიტუაციები ავირიდოთ თავიდანო. ისინიც ერიდებიან, არაფერს ისეთს არ გვეუბნებიან, მაგრამ მე ამ ხნის ქალი ვარ და როგორი უხერხულია, სულ შიშით რომ გამომაქვს პოდნოსი, რომ დაცვამ არ დამინახოს და შენიშვნა არ მომცეს.” ბაზრობის ტერიტორიაზე თვენახევრის წინ დაახლოებით 8-10 მეყავე დადიოდა. მათი ყოველდღიური შემოსავალი 10-15 ლარი იყო. “ჩვენ წავედით მერიაში საკითხის გასარკვევად და იქ გვითხრეს, რომ ეგ დადგენილება 2007 წელსაა მიღებული და ახლა ძალაში აღარაა. თუმცა, რადგან ბაზრობა კერძო საკუთრებაა, ბაზრობის მეპატრონეებს შეუძლიათ თავის ტერიტორიაზე არ დაუშვან ყავით ვაჭრობა”, -ამბობს ძველი მეყავე ნანა ჭილაია. ბაზრობის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ასეთი გადაწყვეტილება მერიამ მიიღო. ბაზრობის ადმინისტრაციის პასუხი, ნეტგაზეთისთვის ახალი დადგენილება ეჩვენებინათ, ასეთი იყო: ”მოვძებნით და მოგაწვდით”. თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, თამარ დვალმა ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, რომ თბილისის ბაზრობებზე საკვები და სასმელი პროდუქტების რეალიზებაზე კონტროლო თბილისის მერიის კომპეტენციაში აღარ შედის და ბაზრობებზე საკვებით ვაჭრობა სურსათის უვნებლობის სამსახურის დაქვემდებარებაშია. თამარ დვალს არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, გაუქმებულია თუ არა 2007 წლის 17 ოქტომბერს მერიის მიერ მიღებული დადგენილება ”თბილისის ბაზრობებზე საკვები და სასმელი პროდუქტების რეალიზაციაზე, კანონით გათვალისწინებული სათანადო კონტროლის დაწესების შესახებ”. რადგან ბაზრობები თბილისის მერიის დაქვემდებარებაში აღარაა. ვაგზლის ერთ-ერთი ბაზრობის მფლობელი შპს ”თერგის” ადმინისიტრაცია დოკუმენტაციის გაცნობის მსურველ ყავით მოვაჭრეებს ერთადერთ დოკუმენტს წარუდგენს - 2007 წლის 17 ოქტომბერს მერიის მიერ მიღებულ დადგენილებას. ამ დადგენილების მიხედვით, იკრძალება თბილისის ბაზრობების ტერიტორიებზე კუსტარულ პირობებში დამზადებული საკვები და სასმელი პროდუქციის რეალიზაცია. “საკითხის გასარკვევად, მერიაში გვიშვებენ, იმასაც არ გვეუბნებიან, არ წახვიდეთ, ან არ გაახმაუროთ თქვენი პრობლემა და ჩვენ რამეს მოვიფიქრებთო, ვერაფერი გავიგეთ”, - ამბობს მეყავე ინგა მაისურაძე. ბაზრობის ადმინისტრაციაში ძველ მეყავეებს იმით ამშვიდებენ, რომ 80 –თეთრიანი ყავა არ გაიყიდება და ახალი, ანუ მერიის მეყავეები თავისით წავლენ. ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, რეზო ჯაფარაშვილის თქმით, “ჯერჯერობით, ერთი ახალი მეყავე გვყავს, 80 თეთრად რომელიც ყიდის, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლებს, აქ ვერავინ ვერ იყიდის 80– თეთრიან ყავას დღეში ორ და სამ ჭიქას”. “ისაც მეცოდება, 80– თეთრიან ყავას რომ დაატარებს, განა იმის საწინააღმდეგო რამე მაქვს. მთელი დღე დადის და არაფერი ეყიდება, ისაც ხომ ოჯახს ინახავს. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, სად წავიდეთ?”, - ამბობს ძველი მეყავე. იმის გამო, რომ ვაგზლის ბაზრობის ხუთი ათას ადამიანისგან შემდგარი პერსონალი პროტესტის ნიშნად 80– თეთრიან ყავას არ სვამს, ახალი მეყავე ბაზრობას იშვიათად აკითხავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. "შტუტგარტისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის, სამი ხედირას ბუნდესლიგური კარიერა უკანასკნელ დღეებს ითვლის, სულ მალე ხედირა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება. მისი აგენტის, ჟორგ ნოიბაუერის განცხადებით, კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ უშუალოდ სატრანსფერო ფასიღა დარჩა შესათანხმებელი. იხილეთ fanebi.com
  8. ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ბებერი ქალბატონს" სულ მალე სავარაუდოდ ჯოვინკო დატოვებს, ამავე დროს, კატეგორიულად გამორიცხა გუნდიდან ბრაზილიელი ნახევარმცველის, დიეგოს წასვლის შესაძლებლობა. იხილეთ fanebi.com
  9. /get_img?NrArticle=2124&NrImage=10000 ბათუმის როკ-ფესტივალის აფიშა 6-7 აგვისტოს ბულვარში ბათუმის საერთაშორისო როკ-ფესტივალი New Wave გაიმართება. New Wave – ამ სახელწოდების როკ-მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში მეხუთე წელია იმართება. ფესტივალის იდეა ორგანიზაცია Local Music Zone-ს ეკუთვნოდა, რომელმაც ბოლო წელია სახელწოდება შეიცვალა და Art Wave-ის სახელით ახორციელებს სხვადასხვა მუსიკალურ პროექტს. Kung Fu Jankie, Outsider, Little Snail Danse, Omar Angel Espinoza, Okinawa Lifestyle, Porno Poezia, Mirror Illusion, Bek Bekson & Atina, The Benedicts, Monapiane, giga rexviaSvili, Freak show, Dog Weather, The Sticklers, Indigo – ამ ჯგუფების მოსმენის შესაძლებლობა მსმენელს 6-7 აგვისტოს ექნება. ფესტივალი ბათუმის ბულვარში, ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც საგანგებოდ ფესტივალისთვის სცენა დაიდგმება. ორი დღის განმავლობაში კონცერტები საღამოს 7 საათზე დაიწყება და შუაღამემდე გასტანს. ზღვისპირა პარკში გამართულ როკ-ფესტივალს მაყურებელი ყოველწლიურად ემატება. ფესტივალის დირექტორის, მუსიკოსისა და პრომოუტერის, ლევან წულუკიძის თქმით, ფესტივალს არსებობის 5 წლის განმავლობაში მინიმუმ ოცი ათასი მსმენელი ჰყავდა. მისივე თქმით, ეს ერთადერთი როკ-ფესტივალია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან რეგულარულად ტარდება. 6 აგვისტოს როკ-ფესტივალს ტრადიციულად ბათუმური ჯგუფი გახსნის. წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს სამი ადგილობრივი ჯგუფი: The Benedicts, Indgo და Bek Bekson & Atina. ფ ადგილობრივი ჯგუფების გარდა ფესტივალში ისეთი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან კარგად ცნობილი „აუთრაიდერი“, „პორნოპოეზია“, „სოკო-მუსიკოსები“- ექსპერიმენტული ჯგუფი Kung Fu Jankie და სხვები. „მიხარია, რომ ფესტივალში სამი ჯგუფი მონაწილეობს ბათუმიდან - ამბობს ლევან წულუკიძე. - ეს არც ბევრია და არც ცოტა. რეალურად შესაძლებელია გაცილებით უფრო მეტი ჯგუფი იყოს ბათუმში, რომელთაც შეუძლიათ და უნდათ ცოცხალი მუსიკის შესრულება. ეს ფესტივალი ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მსმენელისათვის, რომელსაც საშუალება ეძლევა ბათუმში ცოცხლად მოისმინოს თანამედროვე, კარგი მუსიკა“. კითხვაზე, რამდენად აისახება ბათუმის როკ-ფესტივალზე მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, ფესტივალის დირექტორი პასუხობს: „როგორც ფესტივალის ორგანიზატორს, მაქვს გარკვეული მოთხოვნები, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ესა თუ ის ჯგუფი, რომელიც ფესტივალზე დაუკრავს. მიმაჩნია, რომ ეს ჯგუფები უკრავენ აქტუალურ მუსიკას. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიო მუსიკას ეხმაურება. ფესტივალი საერთაშორისოა და მასში არა მარტო ქართული, არამედ უცხოური ჯგუფებიც იღებენ მონაწილეობას“. ლევან წულუკიძე თავადაც მუსიკოსია. პროექტ „ნიჟარას“ ავტორი ფესტივალზეც წარდგება მაყურებლის წინაშე თავისი „პოეტური ტერორიზმით“. ფესტივალის მხარდამჭერი ბათუმის მერიაა. ბათუმის საერთაშორისო როკ-ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. ინგლისური ტაბლოიდის, The Sun-ის ცნობით, მოლაპარაკებები, რომელიც "ლივერპულსა" და "ასტონ ვილას" შორის, ბირმინგემელთა მცველის, ლუკ იანგის "ენფილდზე" გადაბარგების თაობაზე მიმდინარეობდა, ჩიხში შევიდა. მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ერთადერთი რაც ამ ტრანსფერის დასრულებას აკლდა, კონტრაქტზე ხელის მოწერა იყო, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც ასე მარტივადაა. იხილეთ fanebi.com
  11. ეს არის საჭირო პროგრამა იმისთვის რომ კოპირება გააკეთოთ ერთი მყარი დისკიდან მეორეზე View the full article
  12. მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ საჯაროდ განაცხადა "ბენფიკასთან" ამ უკანასკნელის მცველის, დავიდ ლუისის გადაბირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. გადაწყვეტილების მიღების ოფიციალურ მიზეზად პორტუგალიური მხარის მიერ მოთხოვნილი თანხის სიდიდე გახდა. იხილეთ fanebi.com
  13. http://a.pix.ge/u/0c09b.png SOCCER DAY გთავაზობთ თამაშს ჩემი პროგნოზი. სადაც შეგეძლებათ ეროვნული ჩემპიონატის,თასისა და ქართული გუნდების ევროპულ არენაზე ჩასატარებელი მატჩებზე პროგნოზის გაკეთება. კომენტარებში ჩაწერეთ ის შედეგი,რომელიც გგონიათ რომ დაფიქსირდება. მაგ: დინამო თბილისი 1–0 რუსთავის ოლიმპი ქულები დაჯამდება შემდეგი პრინციპით: ანგარიშის გამოცნობა: 5 ქულა შედეგის გამოცნობა: 3 ქულა არასწორი პროგნოზი: –1 ქულა გამარჯვებული გამოვლინდება ყოველი სეზონის ბოლოს. <font color="#ff0000" />მეექვსე ტური: დინამო – შტურმი ზესტაფონი – კარპატი სრულად იხილეთ
  14. http://a.pix.ge/u/0c09b.png SOCCER DAY გთავაზობთ თამაშს ჩემი პროგნოზი. სადაც შეგეძლებათ ეროვნული ჩემპიონატის,თასისა და ქართული გუნდების ევროპულ არენაზე ჩასატარებელი მატჩებზე პროგნოზის გაკეთება. კომენტარებში ჩაწერეთ ის შედეგი,რომელიც გგონიათ რომ დაფიქსირდება. მაგ: დინამო თბილისი 1–0 რუსთავის ოლიმპი ქულები დაჯამდება შემდეგი პრინციპით: ანგარიშის გამოცნობა: 5 ქულა შედეგის გამოცნობა: 3 ქულა არასწორი პროგნოზი: –1 ქულა გამარჯვებული გამოვლინდება ყოველი სეზონის ბოლოს. <font color="#ff0000" />მეექვსე ტური: დინამო – შტურმი ზესტაფონი – კარპატი სრულად იხილეთ
  15. http://soccerday.ge/templates/Default/logos/3.png თბილისის “დინამომ” გრაცის “შტუმრთან” უეფა-ს ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი 0:2 წააგო და ალალად ვთქვათ, წარმატების შანსი არც ჰქონია. ავსტრიული კლუბი წყვილის აშკარა ფავირიტი გახლდათ, რაც წვიმიან ამინდში UPC-Arena-ზე გამართულმა შეხვედრამაც დაადასტურა. “შტურმი” პირველივე წუთებიდან სიტუაციის ბატონ-პატრონად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არცთუ მაღალი კლასის თამაშს აჩვენებდა, ლორიას კარზე იერიშების მიტანა არ უჭირდა. ყველაფერს დინამოელთა არაორგანიზებული ასპარეზობა ემატებოდა და თუკი ეს, შეტევაში კიდევ ასატანი გახლდათ, დაცვაში დაშვებული აურაცხელი შეცდომები მეტოქეს საქმეს უადვილებდა. სრულად იხილეთ
  16. http://soccerday.ge/templates/Default/logos/3.png თბილისის “დინამომ” გრაცის “შტუმრთან” უეფა-ს ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი 0:2 წააგო და ალალად ვთქვათ, წარმატების შანსი არც ჰქონია. ავსტრიული კლუბი წყვილის აშკარა ფავირიტი გახლდათ, რაც წვიმიან ამინდში UPC-Arena-ზე გამართულმა შეხვედრამაც დაადასტურა. “შტურმი” პირველივე წუთებიდან სიტუაციის ბატონ-პატრონად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არცთუ მაღალი კლასის თამაშს აჩვენებდა, ლორიას კარზე იერიშების მიტანა არ უჭირდა. ყველაფერს დინამოელთა არაორგანიზებული ასპარეზობა ემატებოდა და თუკი ეს, შეტევაში კიდევ ასატანი გახლდათ, დაცვაში დაშვებული აურაცხელი შეცდომები მეტოქეს საქმეს უადვილებდა. სრულად იხილეთ
  17. http://soccerday.ge/templates/Default/logos/4.gif ზუგდიდური კლუბის ბოლო ახალწვეული ამირან მუჯირია. 36 წლის ნახევარმცველი ბოლოს აზერბაიჯანულ "სტანდარდში" თამაშობდა და "ტრანსფერმარკტის" ცნობილი ვებგვერდის ცნობით, კარიერაც დაასრულა, მაგრამ ვეტერანი მუჯირი ფეხბურთის თამაშს კვლავ გააგრძელებს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც კარიერას "ბაიაში" გააგრძელებს, გიორგი ხიდეშელია, რომელმაც გასული სეზონი რუსთავის "ოლიმპში" დაასრულა. გრიგოლ დოლიძისა და "ბაიას" მიერ მანამდე დამატებული სხვა ფეხბურთელების შესახებ კი "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის. სრულად იხილეთ
  18. http://soccerday.ge/templates/Default/logos/4.gif ზუგდიდური კლუბის ბოლო ახალწვეული ამირან მუჯირია. 36 წლის ნახევარმცველი ბოლოს აზერბაიჯანულ "სტანდარდში" თამაშობდა და "ტრანსფერმარკტის" ცნობილი ვებგვერდის ცნობით, კარიერაც დაასრულა, მაგრამ ვეტერანი მუჯირი ფეხბურთის თამაშს კვლავ გააგრძელებს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც კარიერას "ბაიაში" გააგრძელებს, გიორგი ხიდეშელია, რომელმაც გასული სეზონი რუსთავის "ოლიმპში" დაასრულა. გრიგოლ დოლიძისა და "ბაიას" მიერ მანამდე დამატებული სხვა ფეხბურთელების შესახებ კი "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის. სრულად იხილეთ
  19. http://soccerday.ge/templates/Default/logos/6.png ევროპის ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი 29.07.10. ლვოვი. უკრაინა. 3 000 მაყურებელი კარპატი-ზესტაფონი 1:0 1:0 ხუდობიაკი (6. ფედეცკის პასით) კარპატი: ტლუმაკი - ფედეცკი, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ოშჩიპკო - გოდვინი (76. გ. ბარანეცი), ტკაჩუკი, ხუდობიაკი - - ზენევი (53. გურული), კოჟანოვი (85. ბ. ბარანეცი) - ბატიშტა. სათადარიგოები: რუდენკო, აველაარი, პეტრივსკი, ტარასენკო. ზესტაფონი: კვასხვაძე - ალადაშვილი, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა - დაუშვილი, ძარია (80. ფიფია), გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი (56. აფციაური) - გელაშვილი (90. ს. ლომია), დვალი. სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, მაკარიანი, გორგიაშვილი. გაფრთხილება: კოჟანოვი (30), მილოშევიჩი (85) არბიტრი: ლარს კრისტოფერსენი (დანია) სრულად იხილეთ
×
×
  • შექმენი...