Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. მოძრაობა `სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერის ეკა ბესელიას ძმისა და შვილის საქმეზე ადვოკატები სპეციალური განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურორ… ლინკი მედიანიუსზე
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/gamosaxlebawmv_000497320-150x150.jpgამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მალხაზ ალავიძის ოჯახს ჭავჭავაძის 70_ში მდებარე ბინა შესაძლოა ჩამოერთვათ. ნინო კვარაცხელიას მიერ გაყიდული ფართი, რომლის დაბრუნებასაც ყოფილი პატრონი საარბიტრაჟო კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნითა და სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლების დახმარებით ცდილობს მალხაზ ალავიძემ წელიწადნახევრის წინ შეიძინა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/gamosaxleba.jpg itvს ლინკი
  3. ხვალ ლისის ტბასთან მდებარე ეროვნული ონკოცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნომერ #208, #177 და #160 ხაზებზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსების… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/photo_geo-150x150.jpg,,კავკასიური სახლის” მხარდამჭერები კულტურის სამინისტროს მიმართავენ რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით შესაძლოა ,,კავკასიური სახლი” ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/kavkasiuri-saxli.jpg itvს ლინკი
  5. http://allsoccer.ge/23/gff.jpgმოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები 11 აგვისტოს მოლდოვასთან გასვლით ამხანაგურ მატჩს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ეს დასკვნითი ამხანაგური შეხვედრაა. ეროვნული გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ გენერალური რეპეტიციისთვის ნაკრებში 18 ფეხბურთელი გამოიძახა. თუმცა სიას ყაზანის "რუბინის" მცველი ლაშა სალუქვაძე გამოაკლდა. ის გასულ შაბათს სანკტ-პეტერბურგში, "ზენიტთან" მატჩის დასაწყისშივე დაშავდა და ახლა 3-კვირიანი პაუზის აღება მოუწევს. მოდით, გადავხედოთ ქეცბაიას რჩეულთ: მეკარეები - ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო); მცველები - კახა კალაძე (მილანი, იტალია), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნი, ინგლისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), დავით კვირკველია (ანჟი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა); ნახევარმცველები - ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), გოგიტა გოგუა (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი), ლევან გვაზავა (ტერეკი, რუსეთი), გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა, სერბეთი), თორნიკე აფციაური (ზესტაფონი); თავდამსხმელები - ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), ლადო დვალიშვილი (მაქაბი ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი). შესაძლოა, ნაკრების თავკაცმა ტრავმირებული სალუქვაძის ნაცვლად შემადგენლობას ერთი ფეხბურთელი დაამატოს. ეს საკითხი ამ დღეებში გაირკვევა. როგორც ხედავთ, სანაკრებო სიაში ერთადერთი დებიუტანია - გროზნოს "ტერეკის" ნახევარმცველი ლევან გვაზავა. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლევანი მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობას იბრუნებს. ამ დღეებში გვაზავა თბილისში ჩამოვა და ქართულ პასპორტს აიღებს. როგორც ხედავთ, სანაკრებო სიაში ამჯერადაც არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ხშირად არ ყოფილან ეროვნულ გუნდში. ისევე, როგორც ესტონეთთან მატჩისთვის, ქეცბაიამ ამჯერადაც უხმო დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მცველ უჩა ლობჟანიძეს. კამერუნთან მატჩისთვისაც იყვნენ ნაკრებში გამოძახებული "ზესტაფონის" ფეხბურთელები - შემტევი ნახევარმცველი თორნიკე აფციაური და თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი. ჩვენი ნაკრები მოლდოვაში ორშაბათს, 9 აგვისტოს, 14 საათზე ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. 11 აგვისტოს მოლდოვა-საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 20 საათზე, კიშინიოვის "ზიმბრუს" სტადიონზე გაიმართება. სრულად იხილეთ
  6. ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, “კავკასიის იმარათს” არანაირი ძალა არ აქვს და მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ… ლინკი მედიანიუსზე
  7. გროზნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩერნორეჩიესთან უცნობმა პირებმა ორი მილიციელი მოკლეს. თავდამსხმელებმა მილიციელებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი სამძებრო-ოპერატიულ… ლინკი მედიანიუსზე
  8. http://a.pix.ge/a/lgrnk.jpgკატალონიური "ბარსელონას" ფეხბურთელი,ლეო მესი უკვე დაბრუნდა დიდი ხანია შვებულებიდან,მან პოპულარულ გამოცემა Marca–ს გაუმხილა ყველა ის ჩანაფიქრი,რაც კი მომავალი სეზონისთვის ქონდა ნააზრევი. "წლიდან წალმდე არ შეიძლება გუნდის მიზნები შეიცვალოს,როგორც წესი ჩვენ წელსაც ყველა გათამაშებაზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ,ჩვენ შესანისნავი გუნდი გვყავს და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია". "რათქმაუნდა მე ძალიან გულნატკენი ვარ იმ შედეგით,რაც სამხრეთ აფრიკაში ვაჩვენეთ არგენტინელებმა,თუმცა ამან უკვე დიდი ხანია ჩაიარა,ახლა მე კატალონიაში ვარ და "ბარსელონასთვის" ყველაფერი უნდა გავაკეთო, -განაცხადა მესიმ. სრულად იხილეთ
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png პოლ რიმპლი საქართველომ შესაძლოა პოლიციის რეფორმირება განახორციელა, ელექტრომამარაგების ქსელი განაახლა და საგადასახადო თაღლითებსაც გაუსწორდა, მაგრამ, როდესაც საქმე მძღოლებზე მიდგება, ქვეყანა იმ ყველაზე სერიოზული პრობლემის პირისპირ დგება, რომელსაც რეფორმირება სჭირდება. საქართველო სამხრეთ კავკასიაში საგზაო შემთხვევების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებულ ინციდენტებში ყოველ საათში ერთი ადამიანი შავდება და ყოველ 18 საათში ერთხელ ასეთ შემთხვევებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება – იტყობინება ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, „უსაფრთხო მგზავრობის ასოციაცია“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად 100,000 გარდაცვლილიდან 16.8 პროცენტი ამ შემთხვევებზე მოდის (აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 13%, ხოლო სომხეთში – 13.9%). 1 აგვისტოს ძალაში შედის ახალი საგზაო კანონმდებლობა, რომლის მიზანი საქართველოს გზების უსაფრთხოების განმტკიცებაა, და ჯარიმები ორმაგდება. მაგრამ ბევრის აზრით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზები ავტომობილისტებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს. რეფორმის ყველაზე ძვირადღირებული ამოცანა საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი გზების მოდერნიზებაა ისე, რომ მათ ავტომობილების უფრო დიდ ნაკადს გაუძლონ. ორგანიზაციის ”პარტნიორობა გზების უსაფრთხოებისათვის” მონაცემების თანახმად, იმის გამო, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა გაომარგდა – 256,153-დან 2004 წელს, 685,980-მდე 2009-ში. ”არასდროს გვქონია ამდენი ავტომანქანა. ინფრასტრუქტურა ავტომობილების ასეთი რაოდენობისათვის მზად არაა”, – ამბობს უსაფრთხო მგაზვრობის ასოციაციის დირექტორი დავით მესხიშვილი, რომელიც ამავე დროს თბილისის მერის ოფისში მუშაობს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გზების მშენებლობა მთავრობის პრიორიტეტად დაასახელა და 14 ივლისს განაცხადა, რომ 2010 წელს საგზაო პროექტებზე 452 მილიონი ლარი ($245 მილიონი დოლარი) დაიხარჯება. სკეპტიკოსების თქმით, თუ რაიმე არ გაკეთდა იმისთვის, რომ ქართველთა მავნე ჩვევები გადაილახოს, ეს ფაქტი მხოლოდ გაუადვილებს ადამიანებს ავტომანქანის უგუნურ მართვას. მთავარი პორბლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრ ადამიანს არასდროს უსწავლია მანქანის მართვა რიგიანად, განმარტავს საქართველოს ავტომობილსტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მევლუდ მელაძე. ”კომუნიზმის დროს, საგზაო მოძრაობის წესებს სკოლებში ასწავლიდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწავლა შეწყდა. 1990- 2003 წ.წ. ლიცენზია სულ რაღაც ას დოლარად საერთოდ უგამოცდოდ შეიძლებოდა გეყიდა”, – ამბობს მელაძე. ”დღესაც კი შეგიძლია მანქანის მართვის სკოლა ისე გახსნა, რომ კვალიფიკაცია არ გქონდეს” – დასძენს იგი. იმისთვის, რომ დღეს ლიცენზია მიიღო, მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ, როგორც წერილობითი, ასევე პრაქტიკული გამოცდა, მაგრამ მართვის გამოცდა დახურულ მარშრუტზე ტარდება და არა ტრასაზე. წვრთნის ნაკლებობასთან ერთად ერთ-ერთ პრობლემად მძღოლთა უსაფრთხოების სხვა დამცველები ”ქართულ მენტალიტეტსაც” ასახელებენ. ”ქართველებს არ უყვართ წესები. ყველამ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის და მიაჩნია, რომ სხვა უნდა გაეცალოს გზიდან” – აღნიშნავს მელაძე. ”და ახლა, გარდა ამისა, უფრო სწრაფი მანქანებია ხელმისაწვდომი”, – დასძენს ის. „მძღოლთა უსაფრთხოების ასოციაციის“ წევრის, მესხიშვილის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი NGO-ს კვლევის თანახმად, ქართველ მძღოლთა 75 % არ ადევნებს თვალს საგზაო ნიშნებს; 23 % აღიარებს, რომ არღვევს მოძრაობის წესებს საცობებში და 18% ასე იმ დროს იქცევა, როცა ეჩქარება. ეროვნული რომანტიკული სიყვარული სისწრაფისა და თვალში საცემი ავტომობილებისადმიცასევე ასრულებს გარკვეულ როლს. მაგალითად, იმისთვის, რომ თბილისისკენ მიმავალი ახალი ტრასის გახსნა აღენიშნათ, სააკაშვილი და მისი მცველები Formula-3-ს სარბოლო მანქანებში დასხდნენ და გზას დაუყვნენ. თუმცა ქართველი პრეზიდენტის და მისი ცოლის, სანდრა რულოფსის, უსაფრთხოების აქტიური მცველის, იმ სურათებმა, რომლებზეც მათ უსაფრთხოების ღვედები უკეთიათ, ღვედების ტარება უნდა წაახალისონ. 2005 წლის ივნისში, პარლამენტარებმა მიიღეს კანონი გზატკეცილებზე ღვედების გამოყენების შესახებ, თუმცა ურბანული სივრცეები გამონაკლისად გამოცხადდა; სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათი რწმენით ქალაქებში მანქანა უფრო ნელა დაყავთ. თუმცა შეერთებული შტატების მედისონის უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ საავტომობილო ავარიებში მიღებული დაზიანებების ნახევარზე მეტი საათში 64 კილომეტრის სიჩქარეზე ხდება. ”მე ყოველთვის ვატარებ ღვედებს, რადგან ყველა ძალიან სწრაფად ატარებს მანქანას”, ამბობს მართვის ინსტრუქტორი დავით შოთაძე. ”მსოფლიოში ნებისმიერ ადგილას ღვედები სავალდებულოა. აქაც ასე უნდა იყოს”. ამ პოზიციის განსამტკიცებლად მთავრობა ჯარიმას 1 აგვისტოდან 20 ლარიდან 40 ლარამდე გაზრდის, ანუ აორმაგებს. იმ დროს როდესაც უკვე საუბრობენ იმაზე, რომ შემოდგომის სესიაზე პარლამენტარები მიიღებენ კანონს ქალაქში ღვედების ტარების აუცილებლობის შესახებ, არაფერი ისმის ბავშვებთან დაკავშირებული კანონზე, რაც ევროპის კავშირის წესებთან ჰარმონიზაციაში მოვიდოდა. 12 წლამდე ბავშვებს ეკრძალებათ წინ ჯდომა, მაგრამ ქართველი ბავშვები ხშირად სხედან წინაც და უკანაც, ან მამას უსხედან კალთაში მაშინ, როდესაც ის მანქანას მართავს. მესხიშვილის მტკიცებით, მთავრობა იმიტომ არ იღებს ბავშვების შეზღუდვასთან დაკავშირებულ კანონს, რომ შესაბამისი სკამები ბავშვებისთვის ძალიან ძვირია. ფასები, როგორც წესი, 150 ლარიდან იწყება. ავტომობილის სავალდებულო დაზღვევასა და ავტომობილის ინსპექტირებაზეც უარი ითქვა. წინა პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას, ავტომობილის ინსპექტირება სავალდებულო იყო, მაგრამ იმის გამო, რომ პროცედურა ძალიან კორუმპირებული და დაისფუნქციური აღმოჩნდა, სააკაშვილმა დეპარტამენტი მთლიანად გააუქმა. ”მანქანების, ალბათ, 60 პროცენტი ვერ გაივლიდა შემოწმებას. ღარიბ ხალხს არ შეუძლია მანქანის შეკეთება, ამიტომ ავტომობილებიზ შეკეთება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს” – ამბობს მესხიშვილი. მძღოლების უსაფრთხოების კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც მთავრობა ცდილობს, მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვაა. საქართველოში ნულოვანი ტოლერანტობაა სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე და პოლიციას არ სჭირდება არავითარი საბაბი მანქანის გასაჩერებლად. იმათთვის, ვინც პირველად დაარღვევს წესს, ჯარიმა 150 ლარიდან 200 ლარამდე იზრდება, ხოლო განმეორებითი ექსცესისას, მძღოლს ტარების უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა. მესამე ინციდენტისას უკვე 90 დღიანი პატიმრობაა დაწესებული. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი ეკა ლალიაშვილი ხედავს წინ მიმავალ პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგრამ ამტკiცებს, რომ ყველაზე მეტად საგანმანათლებლო საჯარო კამპანიაა საჭირო. ”10-15 წლის წინ ჩვენთვის არავის უთქვამს ისიც კი, რომ ღვედების არ-ტარება სახიფათოა…” ამბობს ლალიაშვილი. ”ხალხის მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს და ამას დრო სჭირდება, მათ შორის საჯარო და პოლიტიკურ ჩინოვნიკებსაც”. ორიგინალი ორიგინალი
  10. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/08/02/article-1299660-0AA954A6000005DC-398_468x361.jpgფერნანდო ტორესი თანაგუნდელებს შეუერთდა. ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც ყველა “ლივერპულის” ქომაგი მოუთმენლად ელოდა. ესპანელი თავდამსხმელის მომავალი აქამდე ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, მაგრამ დღეს დილით “ელ ნინიო” მელვუდში მივიდა და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. ტორესი, რომელიც იმყოფებოდა დამსახურებულ შვებულებაში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ვარჯიშებზე საკმაოდ კარგად და მხიარულადაც გამოიყურებოდა. ნანდო ჯერ კიდევ იშუშებს ტრავმას, რომელიც მან ვუვუზელეთში, ფინალურ შეხვედრაში მიიღო, თუმცაღა ის უკვე ლივერპულშია და პრემიერლიგის გახსნითი მატჩისთვის ემზადება. დღეს დიდი დღეა! როი ჰოჯსონის “ლივერპულში” მოსვლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა ერთად მოიყარეს თავი. მელვუდში იყვნენ ასევე მუნდიალის ფინალისტები – პეპე რეინა, დირკ კუიტი, რაიან ბაბელი. http://cache3.asset-cache.net/xc/103200334.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E69F397DC1244DC4E6E75029B84167FC9F284F2F5D69827985 http://cache3.asset-cache.net/xc/103200132.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6CA6E349FD17FA59EE75029B84167FC9FE3B96FDBB42F94A9 http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/08/02/article-1299660-0AA9537A000005DC-679_306x423.jpg http://cache4.asset-cache.net/xc/103200145.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E66A9E45A641B94767E75029B84167FC9F7BAE8CC65A48025A View the full article
  11. http://b.pix.ge/r/vraik.jpg"რეალის" ნახევარმცველმა ხედირამ რამოდენიმე დღის წინ მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს ხელი,ის ამბობს,რომ იმყოფება შესანიშნავ ფორმაში და მზადაა ჩემპიონატის დასაწყებად. "ველოდებოდი იმ მომენტს როდესაც შეევუერთდებოდი ახალ კლუბს და გავიცნობდი მთავარ მწვრთნელს ჯოზე მოურინიოს.საერთოდ,ვოცნებობ დავამარცხოთ ამ სეზონში "ბარსელონა".ვიმყოფები შესანიშნავ ფორმაში და ამ ყველაფერზე იმოქმედა მსოფლიო ჩემპიონატმა, და უკვე მზად ვარ შევუდგე ჩემს საქმეს". - განაცხადა ხედირამ. სრულად იხილეთ
  12. http://a.pix.ge/e/tao84.jpgირალიური "მილანის" ნახევარმცველმა,ჯანლუკა ძამბროტამ გამოთქვა იმედი იმის შესახებ,რომ მისი გუნდი შეზლებს და იბრძოლებს იტალიის ჩემპიონის ტიტულისთვის. ფეხბურთელმა goal.com–თან ინტერვიუში აღნიშნა ფეხბურთლების კარგი მზადყოფნა და ისაუბრა მთავარ მწვრთნელ ალეგრიზეც. "მილანის" დონე სერია ა–ში ყველას კარგად მოეხსენება,აქედან გამომდინარე ჩვენ თამამად შეგვიძლია ვიბრძოლოთ ნებისმიერ სეზონში ჩემპიონობისთვის,თუ კი "ინტერს" ვაჯობებთ მაშინ ჩემპიონებიც ჩვენ გავხდებით", - განაცხადა ძამბროტამ. "მოსამზადებელი ეტაპი გუნდისა წარმატებით მიმდინარეობს,ჩვენ ხარისხიანი და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ ამხანაგურ შეხვედრებში. გუნდში გვაყვს არაერთი ახალგაზრდა,რომელთა გონებაც მხოლოდ იმეზეა აქცენტირებული,რომ ძირითადში ითამაშონ,ეს კი უკვე კარგის ნიშანია,კონკურენციაც მეტი იქნება და ასეთ პირობებში ვგონებ არ უნდა გაგვიჭირდეს წარმატების მიღწევა". "რაც შეეხება მთავრ მწვრთნელს,ალეგრის,შეიძლება ითქვას რომ დიდებული ადამიანი და სპეციალისტია,მისი ჩატარებული ვრჯიშები ჩემში გაოცებას და მოწონებას იწვეევს", - აღნიშნა ფეხბურთელმა. სრულად იხილეთ
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/wyneti-150x150.jpgწყნეთში მოცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 23 ოჯახი საკუთარი საცხოვრებლის დაკანონებას 1 წელია უშედეგოდ ცდილობს. შესაბამისი სამსახურებისთვის გაგზავნილი განცხადებები დღემდე პასუხგაუცემელია. მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მათი ბედით არდაინტერესდება პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/davi.jpg itvს ლინკი
  14. თბილისში, რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც “მედიანიუსს” თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსხურში განუცხადეს, ცეცხლი… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ატო ლობიაკასი ბრიტანელმა მკვლევარმა ფანტასტმა დუგლას ადამსმა სუპერკომპიუტერი Deep Thought გამოიგონა. როდესაც ამ კომპიუტერს ჰკითხეს, თუ რა იყო „ცხოვრების, სამყაროს და სხვა დანარჩენის“ არსი, Deep Thought–მა ფიქრში შვიდნახევარი მილიონი წელი გაატარა, ხოლო შემდეგ „უსასრულო სიმშვიდითა და მედიდურობით“ უპასუხა: „ორმოცდაორი“. 22 ივლისს ჰააგაში ადამსის ამ სიუჟეტის მსგავსი რაღაც მოხდა. რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საერთშორისო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა: კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება 2008 წლის თებერვალში, საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ ყოფილა, რადგან არ არსებობს საერთაშორისო სამართლის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ამ აქტით დაირღვეოდა. სუპერკომპიუტერისგან განსხვავებით, საერთაშორისო სასამართლოს, პასუხის გამოქვეყნებამდე ბანალური გაფრთხილება – „თქვენ ეს არ მოგეწონებათ“ – არ გაუვრცელებია. გადაწყვეტილება კოსოვოს მთავრობას მოეწონა, მაგრამ პრიშტინაშიც კი სასამართლოსგან რაღაც უფრო დასაბუთებულს ელოდა და არა ხრიკებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთელი დანარჩენი მსოფლიო საერთშორისო სასამართლოსგან ელოდა პასუხის გაცემის მცდელობას მაინც ისეთ კითხვაზე, როგორიცაა „და რა იქნება შემდეგ?“ მაგრამ საერთაშორისო სასამართლომ მათ იმედები გაუცრუვა. ვინ არის შემდეგი? ძალიან ვიწრო კონტექსტში თუ განვიხილავთ, საერთაშორისო სასამართლომ ბალკანეთში ჩამოყალიბებული სტატუს–ქვო განამტკიცა. 23 ივლისს, ყოველდღიურ ფრანგულ გაზეთ Le Figaro–ში გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ბალკანური ომებისთვის ეს იყო „საუკეთესო გადაწყვეტილება, ცუდ გადაწყვეტილებებს შორის“. მაგრამ ახალი ამაშიც არაფერია. კოსოვო უკვე მეათე წელია, რაც საერთაშორისო პროტექტორატია, მის უსაფრთხოებას ნატო უზრუნველყოფს, აშშ–მ და ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობამ მისი დამოუკიდებლობა აღიარა, და შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ რაიმე ძალა კოსოვოს მისი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, სერბეთის შემადგენლობაში დაბრუნებს. მაგრამ ნამდვილი პრობლემა, რომელსაც ფრანგული გაზეთის ავტორებმა შეგნებულად ან შეუგნებლად გვერდი აუარეს, – პრეცედენტს უკავშირდება, რომელიც, შესაძლოა ამ ფორმით შეიქმნა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ექსპერტები ერთსულოვნად აღნიშნავდნენ, რომ კოსოვო მსოფლიო სეპარატიზმის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, და აბსოლუტურად რეალურია, რომ მისი ლეგიტიმაცია პანდორას ყუთს გახსნის. ევროპიდან დიდწლად ამ ტიპის რეპლიკები გაისმა: „ვინ არის შემდეგი?“. 23 ივლისს Die Welt–მა გამოაქვეყნა რუკა საცეცხლე წერტილებით ჩრდილოეთ კვიპროსზე, დნესტრისპირეთზე, სომალილენდზე, მთაიან ყარაბახზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. Financial Times Deutschland–ი კიდევ უფრო შორს წავიდა და მთავარ სეცესიონისტთა სიის სათავეში მოაქცია ფლანდრია, გრენლანდია და კატალოანია. ახსენეს ჩეჩნეთიც და ტიბეტიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი უმნიშვნელო, ცარიელი ოცნებები არ არის. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებზე, ამ თამაშში სასწორზე ბევრი რამ დევს. ბლერის დოქტრინა სინამდვილეში ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო სასამართლომ ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა საერთაშორისო სამართალზე იმ კუთხით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს (ან არ აქვს) მას ახალი სახელმწიფოს გამოყოფაზე სუვერენისგან, რომელიც ამ გამოყოფის წინააღმდეგია. მაგრამ როდესაც კანონი დუმს, ყველაფრის თქმა შეიძლება. ასე, რომ იმ პრეცედენტზე ფიქრის დროს, რომელიც კოსოვოს მოვლენებმა შექმნა, გვერდით უნდა გავიხედოთ. როგორც ჩანს, პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა მოტივები და მათი არგუმენტაცია. კოსოვოს ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის ფესვები ეგრედწოდებული ბლერის დოქტრინიდან მოდის (რომელსაც ეს სახელი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის საპატივცემულოდ შეარქვეს, თუმცა არანაკლები წვლილი დოქტრინის ჩამოყალიბებაში აშშ–ს პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა და უმცროსმა ჯორჯ ბუშმა შეიტანეს). 1990–იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბებული დოქტრინის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უფლება აქვს სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩაერიოს, თუკი მათი მოსახლეობა მთავრობის ქმედებების ან უმოქმედობის გამო მნიშვნელოვნად ზარალდება. პრაქტიკაში ამ „დაცვის პასუხიმსგებლობას“ ძალიან შერჩევით იყნებდნენ, ხოლო ახორციელებდნენ, როგორც წესი, „კეთილი ნების კოალიციის“ ძალებით. კოსოვოს სიტუაციაში ნატო 1999 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე ჩაერია, მას შემდეგ, რაც სერბეთის არმიამ ათასობით ალბანელი მოკლა. ნატო მის პოზიციას იმით ამყარებდა, რომ ბელგრადმა კოსოვოზე მორალური უფლება დაკარგა. ეს პოზიცია დადასტურდა გაეროს უშიშროების საბჭოს 10 ივნისის 1244–ე რეზოლუციის ფორმით, რომელშიც დადასტურებული იყო იუგოსლავიის უფლება ტერიტორიულ მთლიანობაზე, თუმცა იმავდროულად დოკუმენტში შეტანილია „სამოქალაქო სტრუქტურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების საერთაშორისო ყოფნა“. ბელგრადისთვის გაეროს სასარგებლოდ სუვერენული უფლების შეზღდუვა, მართალია დროებით ხასიათს ატარებდა, თუმცა ის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ახლა სეპარატიზმის ნებისმიერ სახელმძღვანელოში მოქმედი ხელისუფლების კონფლიქტზე პროვოცირებასთან ერთად ერთ–ერთი პირველი პუნქტი გახდება შესაბამის ტერიტორიაზე საერთაშორისო ძალების ყოფნის უზრუნველყოფა, სასურველია – გაეროს სახით. საბოლოო ჯამში, სუვერენის მორალური უფლების შელახვა ამ ტერიტორიის ფლობაზე მასზე საერთაშორისო ძალების ხანგრძლივი ყოფნის მხარდაჭერით, მსოფლიო თანამეგობრობის თვალში მის ლეგიტიმურობას შელახავს. სწორედ ეს გახდება კოსოვოს მოვლენების გრძელვადიანი შედეგი. სხვა დანარჩენი – ტერიტორია, მოსახლეობა, წარსული სტატუსი, მდგრადობა – ნაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ამ თვალსაზრისით კოსოვოს სტატუსი არანაირად არ უკავშირდება ერთმანეთთან ისეთი აბსტრაქტული პრინციპების დაპირისპირებას, როგორებიცაა თვითგამორკვევის უფლება და ტერიტორიული მთლიანობის უფლება. ეს წინააშმდეგობა მომავალში აბსტრაქტული დარჩება გარედან „კეთილი ნების კოალიციის“ მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც პრეტენზია აქვს ნდობის გლობალურ მანდატსა და კონსენსუსზე. პოლიტიკური გადაწყვეტილებები საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი სისუტე ის არის, რომ ის კოსოვოს პრეცედეტად განხილვის საშუალებას იძლევა, რაც „კეთილი ნების კოალიციამ“ დაადგინა. შესაძლოა, კონკრეტულად სწორედ ის კოალიციაა მორალურად მართალი, რომელიც კოსოვოს გადაწყვეტილების უკან იდგა, მაგრამ ძალთა ბალანსის ბუნება ისეთია, რომ ყველა მათგანი ცვალებადი და დროებითია. საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტის არაადექვატურობისა და მისი სახიფათო ხასიათის დასადასტურებლად, შეუძლებელია იმაზე უკეთესი მაგალითი მოყვანა, ვიდრე საქართველოსგან გამოყოფილი აფხაზეთის რეგიონია (და სამხრეთ ოსეთიც, თუმცა მას ეს ნაკლებად ეხება). მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სამართლიანია მისი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ არსებული არგუმენტები, სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირად ხელს არ უშლის ავტორიტეტულად და ობიქტურად შეფასდეს აფხაზეთის სიტუაცია კოსოვოს პრეცედენტთან მიმართებაში. ის, რომ კოსოვოს შემთხვევა „თავისებურია“ – არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური არგუმენტია. აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ისევე როგორც კოსოვოსი, მხოლოდ საგარეო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, უბრალოდ კოსოვოსგან განსხვავებით აფხაზეთს „არასწორი“ მეგობრები ჰყავს. კოსოვო, ლეგიტიმაციის იმედად მყოფი სხვა სეცესიონისტებისგან ცალკე იმიტომ დგას, რომ საბოლოო ჯამში მას ევროკავშირში გაწევრიანება გარანტირებული აქვს. თავად ევროკავშირს ამ მხრივ ნეიტრალური პოზიცია უკავია (ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი და სლოვაკია მის აღიარებაზე უარს ამბობენ), მაგრამ დასავლეთ ბალკანეთის მთელი რეგიონის ათვისება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. თუკი ასეთი რამ მოხდა, მაშინ გაჩნდება იმედის საფუძველი, რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ ბელგრადს და პრიშტინას შორის უთანხმოება მოგვარდება, და შესაძლოა სულაც გაქრეს. მაგრამ არანაკლებ რეალურია ისიც, რომ პოლიტიკურ პროცესებს ევროკავშირში, ამა თუ იმ მიზეზით, შეფერხება და შესაძლოა პროგრესის უკუსვლაც მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში კი დაახლოება ბრიუსელის შუამავლობით, თუკი ის არ აიგება ადგილობრივ დონეზე კომპრომისის სამართლიან პრინციპზე, შეიძლება ჩაიშალოს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება და მაშინ ორივე მხარე დარჩება კომპრომისის გამოცდილების გარეშე და უამრავი ცეცხლით ნაკვერჩხალში. ორიგინალი ორიგინალი
  16. ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის 44-ე სკოლის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით, ამ სკოლასთან პედაგოგებთან ერთად აქცია გამართა და განათლების სამინისტროს… ლინკი მედიანიუსზე
  17. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8389 ლარის ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...