planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/bidzina-gujabidze-265x300.jpgპოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო – დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიძინა გუჯაბიძემ განაუცხადა, რომ ისინი “მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილების” შესრულებას არ აპირებენ და განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებენ. გუჯაბიძე დარწმუნებულია, რომ სტრასბურგი მათ გაამართლებს და ჯარიმას მათ სასარგებლოდ მთავრობას დააკისრებს. opinion.ge View the full article
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტიების 17 წარმომადგენელი სამართალდამრღვევებად ცნო, პარტიების სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობებისთვის. სასამართლომ მათ გაღებული შემოწირულობების ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სასამართლოს დადგენილებით, სამართალდამღვევებს სხვადასხვა ოდენობის – 20 ათასიდან 135 ათას ლარამდე ჯარიმები დაეკისრათ. მათ ეს თანხები სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება მათ 72 საათის განმავლობაში შეუძლიათ. სასამართლომ გადაწყვეტილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სარჩელის საფუძველზე გამოიტანა. სამსახურმა უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში პარტიების 17 წარმოადგენელი ამხილა, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი წარმომადგენელი, თავისუფალი საქართველოს – 4, ეროვნული ფორუმის – 7, კონსერვატიული პარტიის – 4, ქართული ოცნების -ერთი წარმომადგენელი. View the full article
-
##image#9865#0#მონაკოში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს საქართველოს შესახებ. დოკუმენტი, რომელიც პოლონელმა დეპუტატმა მიხაელ შჩერბამ მოამზადა, მოუწოდებს რუსეთს შეარულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მოსკოვსა და „დეფაქტო ხელისუფლებებს“ დაუშვან ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლების მისია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე – უზრუნველყონ დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს აღადგინონ ორგანიზაციის მისია საქართველოში, როგორც ნდობის აღდგენის ერთ-ერთი მექანიზმი. დოკუმენტის მე-10 პუნქტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზება ეუთოს ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად. დღევანდელი განხილვისას რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთი გამოვიდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა დოკუმენტს არაობიექტური უწოდა, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს – „სუვერენული სახელმწიფოები“. საბოლოო კენჭისყრა რეზოლუციაზე ასამბლეის ხვალინდელ სხდომაზე არის დაგეგმილი. View the full article
-
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების და უწყების დეპარტამენტების ახალი ხელმძღვანელების ვინაობა უკვე ცნობილია. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ , შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად ვახტანგ ბოჭორიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) უფროსად ლევან ქარდავა, სასაზღვრო პოლიციის უფროსად კი ნიკა ძიმცეიშვილი დაინიშნენ. ძიმცეიშვილი ასევე შს მინისტრის მოადგილეც იქნება. მოადგილეების პოსტები შეინარჩუნეს ეკა ზღულაძემ, გია ლორთქიფანიძემ და შალვა ჯანაშვილმა. რაც შეეხება მინისტრის კიდევ ორ მოადგილეს, ამ თანამდებობაზე შოთა ხიზანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს შსს-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზეც რჩება. შს მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა ნოდარ ხარშილაძემაც, რომელიც აქამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ახალი ხელმძღვანელი ჰყავს გენერალურ ინსპექციასაც, ამ პოსტზე გიორგი გეგეჭკორი თენგიზ გუნავამ შეცვალა. თანამდებობებს ინარჩუნებენ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ ვახტანგიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრიგალაშვილი. რაც შეეხება საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას, შოთა უტიაშვილის ნაცვლად ამ პოსტს მინისტრის ახალი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე შეითავსებს. View the full article
-
ლიბიის მოსახლეობა უკანასკნელ 50 წელიწადში პირველი არჩევნების ჩატარებას ზეიმით ხვდება. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიის არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიისკენ გადაადგილებაში ‘კიდევ ერთი ნიშანსვეტი’ უწოდა. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თქმით, შედეგი ორშაბათს გახდება ცნობილი. მისი თქმით, ‘პირველი გამარჯვებული ლიბიელი ხალხია’. ანალიტიკოსების თქმით, რთულია ახალი ასამბლეის პოლიტიკური შემადგენლობის პროგნოზირება. უმთავრესად დომინირებენ ისლამური ფასეულობებზე ორიენტირებული პარტიები, იშვიათობაა სეკულარული კანდიდატები. უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ლიბიაში 1964 წელს გაიმართა, კადაფის სამხედრო გადატრიალებამდე რამდენიმე წლით ადრე. View the full article
-
ავტორი თამარ ზანთარაია 16:00 08.07.2012 საქართველოს პრეზიდენტმა, 25 ივნისს, საკუთარ რეზიდენციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თბილისის, ბათუმის და მესტიის შემდეგ აეროპორტი ზუგდიდშიც აშენდა. http://1.bp.blogspot.com/--RhoJ0Zc6zA/T_l24w2uFHI/AAAAAAAAHpM/OCy20Syo5Co/s200/misha_lazika%2Bzugdidshi.JPG„ჩვენ თბილისის აეროპორტის შემდეგ ავაშენეთ ბათუმის აეროპორტი. ავაშენეთ პატარა აეროპორტები – მესტიის აეროპორტი, ზუგდიდის აეროპორტი. ვიწყებთ თელავის აეროპორტის მოდერნიზაციას. დაიწყო ფოთის აეროპორტის მშენებლობაც. სექტემბერში გაიხსნება ქუთაისის დიდი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ აეროპორტის მშენებლობა გურიაში, კერძოდ სოფელ მერიაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, „უკვე აშენებულ“ აეროპორტში, რომელიც 90 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს, „ლაივპრესმა“ გადაიღო ვიდეორეპორტაჟი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ აეროპორტის მშენებლობა დასრულებული არ არის. მეტიც, იქ ამჟამდ სამშენებლო სამუშაოებიც არ მიმდინარეობს. ტერიტორია შემოსაზღვრულია რკინის ბადით. არ არის სტენდიც, რომელიც აეროპორტის მშენებლობის პრეზენტაციის დღისთვის დამონტაჟდა. http://2.bp.blogspot.com/-PhO4hcBDtyc/T_l13c9V12I/AAAAAAAAHpA/LtaQ0sT9T2U/s400/get_img%2B%25281%2529.jpg | ზუგდიდის აეროპორტის შესასვლელი | აეროპორტის ერთ–ერთი ტექნიკოსი ფელიქს ჩარგაზია, რომელმაც ვიდეოკადრებში გამოჩენა არ ისურვა ამბობს, რომ შარშან ზაფხულს, სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი – ასაფრენი ბილიკის მოასფალტება დასრულდა და მას შემდეგ მშენებლობის პროცესი არ გაგრძელებულა. „სავარაუდოდ სექტემბერში გააგრძელებენ მუშაობას. ახლა აქ 8 თანამშრომელი ვმუშაობთ და ერთმანეთს ვცვლით რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე არავინ შემოვიდეს. ვმუშაობთ მაშინაც, როცა სამთავრობო თვითმფრინავები დაფრინდებიან, სიგნალები რომ მივიღოთ მაგისთვის“, – ამბობს ფელიქს ჩარგაზია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის აეროპორტის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. ის აეროპორტში 1982 წლიდან მუშაობდა. „მაშინ ამას ინგირის აეროპორტს ეძახდნენ ახლა ის ანაკლია–ზუგდიდის აეროპორტია. ბოლო რეისი 1990 წელს შესრულდა. აფხაზეთის ომის პერიოდში აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა“, – ამბობს ფელიქს ჩარგაზია. | ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ, 1994 წელს, ინგირის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა. | 2011 წლის 9 მაისს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აეროპორტის ახლადგაკეთებული ასაფრენი ბილიკი გახსნა. პრეზიდენტი „სენას“ ტიპის თვითმფრინავს თავად მართავდა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აეროპორტს იტალიელი არქიტექტორები დააპროექტებდნენ და ერთ წელიწადში რეისები მესტია-ზუგდიდისა და ზუგდიდი-ბათუმის მიმართულებით შესრულდებოდა. „მომავალ წელს ვყიდულობთ ფრანგულ თვითმფრინავებს და რეგულარულ რეისებს დავიწყებთ. ფოთში იქნება დიდი აეროპორტი, მაგრამ რეისები ზუგდიდშიც შესრულდება. ტურისტები აქედან მესტიასა და ანაკლიაში ივლიან. ზუგდიდი დიდი ქალაქია 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და აეროპორტი აუცილებელი იყო“. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ზუგდიდი არ იქნება არაფრისგან მოწყვეტილი. ზუგდიდი გახდება ცენტრი, როგორიც უნდა იყოს. ეს არის ჩემი დაპირება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 9 მაისს ინგირის აეროპორტში. ასაფრენი ბილიკის გახსნისას სააკაშვილს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორი და ახლა უკვე სოლფის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია ახლდა, რომლის განცხადებითაც, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდებოდა და აეროპორტი იქნებოდა სრულფასოვანი. რამდენიმე თანამშრომელი იცავს ტერიტორიას ეს არის და ეს. ზოგჯერ სამთავრობო თვითმფრინავი თუ დაჯდება ამ აეროპორტში. პრეზიდენტის თვითმფრინავი ჯდება ხოლმე, როცა სამეგრელოში ჩამოდის“, - ამბობს გიორგი ქარჩავა. ადგილობრივების ნაწილს აეროპორტის შესახებ ინფორმაცია სამი თვის წინ ჩამოხსნილი ბილბორდიდან აქვს. „ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივი დანიშნულების რეისები უნდა შესრულდეს. ისე, იყო ჭორი და მითქმა-მოთქმა, რომ ინგირის ცენტრში მოუწევს რამდენიმე ოჯახს გადაბარგება, რადგან აეროპორტის სიახლოვეს მოსახლეობა არ უნდა იყოსო. ჩვენთან ოფიციალურად არავინ მოსულა რაიმე წინადადებით“, - ამბობს მირანდა მაისაშვილი. აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრებნი ამბობენ, რომ აქვთ შიში აეროპორტის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ თვითმფრინავების ხშირი ფრენისას მათი სახლები არ დაზიანდეს. ამავდროულად ადგილობრივები აეროპორტის მშენებლობის დადებით მხარეებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ შეიძლება დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
-
ავტორი მანანა ხუბულავა 15:49 08.07.2012 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში 2010 წელს ნაგავსაყრელი მოეწყო. მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაგავსაყრელი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს გაკეთდა. იგი ორ სოფელს, ცაიშს და დიდინეძს ესაზღვრება. http://2.bp.blogspot.com/-QAgWI740fNE/T_lzb4tnUrI/AAAAAAAAHow/TyvbFoQrH-c/s200/nagavsayreli.jpgცაიშის მკვიდრნი ამბობენ, რომ სოფელი პრაქტიკულად ყოველ დილა-საღამოს კვამლშია გახვეული. იწვის დაგროვილი ნარჩენები. მომრავლდნენ მავნე მწერები და მღრღნელები. „ლაივპრესის“ მიერ გადაღებულ ვიდეორეპორტაჟში ნათლად ჩანს, რომ ნაგავსაყრელიდან რამდენიმე მეტრში სიმინდის ყანებია. ე.წ ცაიშის ნაგავსაყრელის დარაჯი, გიორგი კვაშილავა „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ ნაგავსაყრელს ცეცხლი ორი თვის წინ, მხოლოდ ერთხელ, „ნაგვის გახურების“ შედეგად გაუჩნდა. „უმნიშვნელო ცეცხლი მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც ჩაქრა. ცეცხლის ეს პატარა კერები კი ორი თვის წინ რომ წაეკიდა, ის არის, გახურდა და დაბლიდან იწვის. მის მერე წვიმები არ ყოფილა და არ ჩაქრა“, - ამბობს დარაჯი და განმარტავს, რომ კვამლი მოსახლეობისთვის საშიში არ არის. http://2.bp.blogspot.com/-M91YoIlpAmE/T_lylWlxRHI/AAAAAAAAHoY/2-kGmAG8iJg/s400/get_img.jpg |ზუგდიდის ნაგავსაყრელი სოფელ ცაიშში | გიორგი კვაშილავასგან განსხვავებით, მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელის სუნი და კვამლი მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. „ნაგავსაყრელიდან სუნი მოდის, ბუზი მოდის. საკვებს ბუზი რომ დააფრინდება, მაგას ყველაფერს ვყრით. ეს ძლიან სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან ცუდ პირობებში ვართ. ზაფხული ახლა დაიწყო, თორემ აწი უარესი იქნება“, - ამბობს ცაიშის მკვიდრი მიმოზა სახურია. „დილით ქარი რომ დაუბერავს და კვამლს ჩვენკენ წამოიღებს, კარებს ვერ ვაღებთ. გარეთ რომ გავიდეთ, სუნი მოგვკლავს“, - მიხსნის ლეილა ქირია. სოფლელები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, ნაგავსაყრელი რკინის ბადით არის შემოღობილი და უცხო პირების შესვლა აკრძალულია, მოსახლეობის ნაწილი მაინც შედის და ჯართს აგროვებს. ცაიშის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ იქ ბავშვებიც დადიან და სხვადასხვა ნივთებთან ერთად საკვებსაც აგროვებენ. „იქ ერთი ბავშვი რომ წავა, მერე სხვებიც მიდიან ჯართის შესაგროვებლად. მაღაზიებიდან რომ მოაქვთ ჩამოწერლი საქონელი: პური, ბრინჯი, კოკა-კოლა, ყველაფერი სახლში მიაქვთ და იქაც ჭამენ ბავშვები. ხომ შეიძლება მოიწამლონ?“ - ამბობს მიმოზა სახურია. სოფლის მკვიდრნი ამბობენ, რომ როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობა გადაწყვიტა, პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. „მაშინ დაგვპირდნენ, ორმოებს ამოვიღებთ და იქ ჩავყრით და ისევ მიწით დავფარავთო, მაგრამ ეს არ გააკეთეს. მინდვრად ყრიან ყველაფერს. რაიმე ზომები მიიღონ, თორემ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ისედაც ვიწამლებით და კიდევ ამით გვწამლავენ. რა იქნება უფრო შორს რომ წაიღონ? ადგილების მეტი რა არის,“ – ამბობს მიმოზა სახურია. „ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის დირექტორი ნუგზარ მოლაშხია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ნაგავსაყრელზე ცეცხლის გაჩენა იშვიათად ხდება და მოსახლეობა „პატარა რაღაცაზე პანიკას ტეხავს“. „ზუგდიდის პირობებში რაც შესაძლებელია, ყველაფერი კეთდება. არამგონია ჩვენზე უკეთესი ნაგავსაყრელი სადმე იყოს. შემოღობილია. მუდმივად ხდება შეწამვლა, მავნე მწერები რომ არ გამრავლდეს. ცეცხლი რომ გაჩნდება, მუდმივად ვაქრობთ. მოსახლეობა კი, პატარა რაღაცაზე პანიკას ტეხავს. ასევე, უახლოეს მომავალში ნაგავსაყრელის ხობში გადატანა და იქ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება. თუ ასე მოხდება, ნაგავის პრობლემა მოისპობა“, – ამბობს „ლაივპრესთან“ საუბარში ნუგზარ მოლაშხია. მისივე თქმით, ნაგავსაყრელების საკითხს მომავალში რეგიონალური განვითარების სამინისტრო მიხედავს, რადგან ნაგავსაყრელები ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
##image#9862#1#დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ციხეებში პატიმრების მოპყრობის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ “ვრცელდება ხმები, თითქოს უხეშად ექცევიან ჩვენს პატიმრებს”. უწმინდესმა დაგმო პატიმრებზე ყოველგვარი ძალადობა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართა, პატიმრების მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოიჩინონ. ილია II აქვე დასძინა, რომ “არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ თვითონ არ ჩავარდეს იგივე მდგომარეობაში და თვითონ გახდეს პატიმარი”. პატრიარქმა ქადაგებისას პატიმრების პრობლემებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ციხეში ბევრი ახალგაზრდა იხდის სასჯელს, რომლებმაც დანაშაული “საარსებო წყაროს” ძიების გამო ჩაიდინეს. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ “ციხეებში მყოფ ჩვენს შვილებს” და სთხოვა, არა მარტო იფიქრონ მათზე, არამედ ხშირად მოინახულონ ისინი. საკვირაო ქადაგების ბოლოს პატრიარქმა ორი ქართული გვარი დალოცა. გვარების დალოცვის რიტუალთან დაკავშირებით ილია II განცხადა: “თითქმის ყოველ კვირაში ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ჩემამდე მოვიდა ასეთი ამბავი, რომ ვიღაცები, საერო პირები ამ დალოცვაში ფულს ითხოვენ. ეს ყოვლად დაუშვებელია. არავითარი ფული, არც ერთი თეთრი არ უნდა იყოს გაღებული და ეს სრულიად უფასოდ უნდა ხდებოდეს. ასე რომ, ვინც გეტყვის, რომ ამისთვის ფულია საჭირო, ეს არ არის სწორი”. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/saswrafo.jpgპოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით ბაციკაძისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ დავით ბაციკაძე დიაბეტითაა დაავადებული შესვენების შემდეგ სასამართლო სხდომის განახლებისას მან მოსამართლესთან შუამდგომლობა დააყენა რათა პროცესი გადადებულიყო. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას უთხრა, რომ შეეძლო პირადად მას დაეტოვებინა სხდომათა დარბაზი და მის ინტერესებს ადვოკატი დაიცავდა. თუმცა ბაციკაძემ განაცხადა, რომ მას თვითონ სურდა პროცესზე დარჩენა. ამის შემდეგ მოსამართლემ დავით ბაციკაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ამ წუთებში დავით ბაციკაძისთვის გამოძახებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. opinion.ge View the full article
-
ძვირფასო ღმერთო არ მინდა თავი მოგაბეზროთ წერილების წერით,ეს თუ არ ვცდები უკვე მეორე წერილია,გპირდებით, რომ მეტს აღარ მოგწერთ,თქვენ, ხომ ისედაც ძალიან ბევრი საქმე გაქვთ, ვიდრე წერილების კითხვა,რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ მოაღწევს ისიც თქვენამდე, თქვენ,ხომ შორს ხართ, ჩვენგან ძალზედ შორს, ამავე დროს ახლოს, გვერძე, აქვე,უბრალოდ ჩვენ ვერ გხედავთ,თქვენ კი ხედავთ ყველაფერს. ამიტომაც მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები, რამდენიმე საკითხზე.ეს ჩემ ქვეყანას ეხება, საქართველოს, გახსოვთ წინა წერილში რომ მოგწერეთ,პატარა ქვეყანაა თქო, სილამაზით აღსავსე,გახსოვთ ხომ? ხოდა ამ ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის ყველაზე მტკივნეული დასაქმების, დანარჩენს, იმედია დროს გამონახავთ და წაიკითხავთ. გადავხედოთ საბანკო – საფინანსო სექტორს. ერთი შეხედვით აქ ყველაფერი რიგზეა,ადრე თუ გასცემდნენ კრედიტებს წლიურად 18-20% -ში ეხლა 10-12%-ში გასცემენ. კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეკონომიკის სტიმულირებასა და გაჯანსაღებაზე ვფიქრობთ, არა საკმარისი. თქვენ თვითონ ხომ იცით, ბანკი ფულს იზიდავს, ან ბანკთაშორისი ხელშეკრულებით, ან ევრო საბონდო ობლიგაციების გაყიდვით, სესხის და ობლიგაციის პროცენტი მერყეობს 6 დან 7%- მდე. ბანკები ამ თანხებს აკრედიტებენ ნორმალურ პირობებში 12%-ად, ნუთუ ეს ნორმალურია, 100%-იანი სუფთა მოგება? ეს არის ეკონომიკის სტიმულირება? იმ დროს, როდესაც უამრავ ქვეყანაში, წლიური პროცენტი 2,5% დან 5%-მდე მერყეობს. აქ მავანი იტყვის, რომ ანაბრებზე 10% აქვთ დარიცხვა, ვის არიცხავენ მაინტერესებს, ვისაც ფული არა აქვს, ვინც ბიზნესს ვერ იწყებს, იმის გამო რომ ფული და ქონება არ მოსდევს წინაპრებიდან, მაგრამ აქვს ჭკუა და ინიციატივა, ბანკი კი ეტყვის,”გადასარევი პროექტია, თქვენც ძალიან კარგი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ეგრეთ წოდებული “სტარტ აპ” ბიზნესია და თანხას ვერ მოგცემთო, გარდა ამისა მატერიალური უზრუნველყოფაც არ გაგაჩნიათ და ეგეც რომ გქონოდათ, თუ “ქეშ ფლოუ”- თი არ იქნება უზრუნველყოფილი თქვენი პროექტი, მაინც უარს გეტყოდითო, სწორედ გაგვიგეთ, პირადული აქ არაფერია,ეს მხოლოდ ბიზნესია”.”ცხოვრება მშვენიერია”, უთხრათ ამ ადამიანებს და ერთჯერადი ვაუჩერები დაურიგოთ, მაგრად ეყვარებათ ქვეყანა!!! იმისათვის,რომ ეკონომიკამ დაიწყოს ნორმალური ფუნქციონირება, მთავარია სესხები იყოს პირველ რიგში ხელმისაწვდომი და რეალურ პროცენტში, არაუმეტეს,წლიური 6,5 – 7,5 % ისა,(ეგეც საგრძნობლად მაღალი პროცენტია) ანაბრებზე დანარიცხი არ უნდა აღემატებოდეს 5% -ს.უნდა შეიქმნეს სახელმწიფო სატრასტო კომპანია,რომელიც სადაზღვევო სექტორთან ერთად, იქნება გარანტი თავისი თითოეული ინიციატივიანი მოქალაქისა, რომელსაც ექნება რეალური ბიზნეს გეგმა, დაწყებული 3,000 აშშ დოლარიდან არა უმეტეს 1,000,000 აშშ დოლარისა. აი მერე ნახეთ, მოძრაობა და აღორძინება, ზოგი გადავარდება,ზოგი წარმატებული იქნება,ზოგიც თავიდანვე თაღლითურად მოინდომებს თანხის მიღებას,ეს გარდაუვალია, მაგრამ საერთო ჯამში ქვეყანა მოიგებს, მოქალაქეები იქნებიან კმაყოფილები და იგრძნობენ ქვეყნის გვერდში დგომას,თავს კი სრულყოფილ ადამიანებად, რომელიც ქვეყანას ბუმერანგივით დაუბრუნდება, მოქალაქეების სიყვარულის და მადლიერების სახით. რა თქმა უნდა, ამ იდეას ბოლომდე დამუშავება და დახვეწა ესაჭიროება, რაც მოგვიტანს უკეთესობას ამ კუთხით. 2. სოფლის მეურნეობის სტიმულირება აღორძინებისთვის, უპირველეს ყოვლისა დასაფუძნებელია შპს-ს მსგავსი სტრუქტურის ფერმერული გაერთიანებები, (ფგ), ფგ-ის საკონტროლო პაკეტი, 50,01%,რომელიც თავდაპირველად იქნება სახელმწიფოს ხელში და დაკომპლექტებული იქნება ეკონომისტებით, ადგილობრივი თუ უცხოელი გამოცდილი, წარმატებული ფერმერებით, რომლებიც (ფგ)-ს წევრ ადგილობრივ გლეხობასთან ერთად, შეიმუშავებენ პროექტს და განახორციელებენ მას.(ფჷ)-ს შესაძლებელია გააჩნდეს სახელმწიფოსგან სუფსიდირებული ფონდი,გრანტის სახით, (ფგ)-ში ძირითადი გადაწყვეტილებები მიღებულ უნდა იქნეს (ფგ)-ს 75% მიერ, რაც გამორიცხავს საკონტროლო პაკეტის მფლობელი ორგანოს მიერ,ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების და გლეხობის ხედვის იგნორირების ალბათობას. დროთა განმავლობაში, როდესაც (ფგ) მოძლიერდება, იგი გამოისყიდის საკონტროლო პაკეტს სახელმწიფოსგან და გლეხები გახდებიან 100% წილის მესაკუთრეები. ამ პროცესის მთავარი მიზანია, ქართველი გლეხის არსებული პოტენციალის გამოყენება-განვითარება და უახლესი ცოდნის და გამოცდილების შეძენა.თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით რომ, ეს არ არის მოკლე ვადიანი პროცესი, ამას წლები სჭირდება, ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდება კიდეც,სად არის სუსტი წერტილები, რა საჭიროებს დამუშავებას, შეცვლას, მოკლედ რომ ვთქვათ ჩვეულებრივი მუშა პროცესია,რომელიც პროფესიონალური მიდგომის შემთხვევაში, დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ამ სისტემის ამუშავების შემდგომ, თანდათანობით უნდა ავწიოთ ბაჟი იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტზე, იმისთვის რომ სტიმული მივცეთ ქართველ ფერმერებს, გლეხობას, არა თუ დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზარი არამედ ექსპორტზეც გაიტანოს პროდუქცია.(ომის შემდგომი იაპონიის გამოცილების მიხედვით.) ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა ძველ დროში,“გლეხი ღმერთია ერისაო”,ძლიერი სოფელი კი, ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მადლიერებით ირაკლი იბერიელი 8 ივლისი, 2012 წელი. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61289.jpg ქალბატონი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში. ავარია გურჯაანი-თბილისის მაგისტრალზე მოხდა. დიდი სისწრაფით მომავალმა ტაქსმა კაჭრეთთან წინ მიმავალი ტრაქტორის გასწრება სცადა, თუმცა შემხვედრი მანქანის გამო, ვეღარ მოახერხა და ტრაქტორს შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა. ”ოპელში” სამი მგზავრი იმყოფებოდა. ერთი - 50 წლის მანანა მირიანაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ორი დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანისთვის აუცილებელი გახდა სასწრაფო ოპერაცია. საქმეს სამართალდამცველები იძიებენ. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61288.jpg უძველეს ნამოსახლარს მიაგნეს სპეციალისტებმა თბილისში. ნასახლარი და სხვადასხვა ნივთი დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში მშენებლობის დროს იპოვეს. ის ძვ.წ. აღ-ის I ათასწლეულს განეკუთვნება. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. ნამოსახლარის სავარაუდო ასაკი 3100-3200 წელია. არქეოლოგების თქმით, ფილაქნით მოპირკეთებული ადგილი ცხოველების სადგომი იყო, ოთახის მარცხენა ნაწილი კი სამოსახლო. არქეოლოგები წმენდენ თაროს, სადაც, სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო ნივთები ეწყო. სპეციალისტების თქმით, ნამოსახლარი მხოლოდ სამი დღეა, რაც აღმოაჩინეს და ჯერჯერობით საკმაოდ მწირი მასალაა მოპოვებული, თუმცა გათხრები გაგრძელდება, რის შემდეგაც უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ნივთების აღმოჩენას ელიან. აღმოჩენილია პატარა ქოთნები, რომლებიც იმ პერიოდს განეკუთვნება, ასევე ნაპოვნია სადაფის ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ გულსაბნევი, იყო და ბრინჯაოს ღილი. ნასახლარში ასევე ნაპოვნია ქვევრის პირი. ექსპერტების თქმით, 3200 წლის წინ ეს ნამოსახლარი ხანძარმა გაანადგურა და კედელზე კიდეც არის შემორჩენილი ნახანძრალი. ასევე ნაპოვნია ნივთები, რომლებითაც, სავარაუდოდ, ქვებსა და დანებს ლესავდნენ. ნასახლარის ადგილას მიმდინარეობდა მშენებლობა, რის დროსაც გამოჩნდა კედლის ნაწილი და ამის შემდეგ დაიწყეს იქ არქეოლოგებმა მუშობა. ნამოსახლარი გადაჭიმულია ერთ კილომეტრზე. ექსპედიციის წევრები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ და სავარაუდოდ, ერთ კვირაში გათხრები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/sasamartlo-300x250.jpgმიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მტკიცებულებების სრულყოფილად წარმოდგენისთვის სასამართლო პროცესი გონივრული ვადით გადადებულიყო – მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რვავე ადვოკატმა მოითხოვა მოსამართლის აცილებაც. მათ გიორგი მიქაუტაძეს ბრალი მიკერძოებულებაში დასდეს. ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან სამართალდამრღვევებად მოიხსენია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ამის გამო ის ვერ იქნება სამართლიანი განაჩენის გამოტანისას. მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა მისი აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სასამართლო წესრიგის დარღვევისთვის ადვოკატი ლილი გელაშვილი 50 ლარით დააჯარიმა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დაუსაბუთებლობის გამო 17 პირი სამართალდამრღვევად ცნო და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. როგორც საელმწიფო აუდიტის სამსახურის გვაუწყებს, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად პირველ ეტაპზე 32 პირი მიიწვია. სამსახურის ინფორმაციითვე, უწყება ვერ ჩაბარდა 5 პირს. “სულ გამოკითხა – 27 პირი (მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – 6, “თავისუფალი საქართველოდან” – 4, “ეროვნული ფორუმიდან” – 8, “კონსერვატიული პარტიიდან” – 5, “რესპუბლიკური პარტიიდან” – 2, “ქართული ოცნებიდან”- 2). გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება 10-მა პირმა დაასაბუთა”, – ნათქვამია განცხადებაში. მათგან, ვინც შემოწირულობის კანონიერება დაასაბუთა, 5 პირი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველია, 1 – “ეროვნული ფორუმის”, 1 – “კონსერვატიული პარტიის”, 2 – “რესპუბლიკური პარტიის”, ხოლო 1 პირი – “ქართული ოცნების”. მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დაასაბუთა. მათგან 4 – “თავისუფალი საქართველოს” შემომწირველია, 1 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, 7 – “ეროვნული ფორუმის”, 4 – “კონსერვატიული პარტიის”, 1 კი – “ქართული ოცნების” და ის ზაზა გოგსაძეა. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 17 პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ltolvilta-da-gansaxlebis-saministro-300x159.jpgთეთრიწყაროს საავადმყოფოების რეაბილიტაცია დევნილების საცხოვრებლად სახელმწიფოს 1 375 999. 88 ლარი დაუჯდება. ტენდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაატარა, რომელიც კომპანია “ს.ე.ნ.”-მა მოიპოვა. აღნიშნულმა კომპანიამ სამინისტროს აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის, ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. კომპანია “ს.ე.ნ.”-სთვის აღნიშნული ტენდერი პირველია, რომლის ღირებულებაც მილიონ ლარს აღემატება. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/parlamentiii4-300x225.jpgდადგენილება “უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ”, რომელიც მთავრობამ მიიღო საქართველოში საკუთრების მქონე უცხოელებისთვის, ცხოვრების ნებართვის მისაღებად, მთავრობის წევრის შუამდგომლობას მოითხოვს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს უცხოელს, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არა ნაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას ან რომელსაც ამავე ოდენობის ფულადი თანხა განთავსებული აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებაში და ასევე უცხოელს, რომელმაც საქართველოში განახორციელა არა ნაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აგრეთვე, აღნიშნული პირებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის, სავალდებულო იქნება მთავრობის წევრის წერილობითი შუამდგომლობა. opinion.ge View the full article