planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://image.geotorrents.com/images/7960iqyt1yw1lbqhubdf.jpg დღეს იან რაშმა დიდი პატივი მიაგო როი ჰოჯსონს და მასზე ძალიან დიდი იმედები დაამყარა, მისი აზრით ლივერპულში აღმშენებლობის ახალი ხანა იწყება. როი ჰოჯსონს კლუბში სადავეები აშკარად შესანიშნავად უჭირავს მან უდიდესი საქმე გააკეთა თავისი მოსვლის დღიდან, შეინარჩუნა გუნდის ორი გამოკვეთილი ლიდერი გუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდი და ფერნანდო ტორესი, ასევე როიმ შეიძინა ფანტასტიური ფეხბურთელი ჯო კოულის სახით. იან რაშის აზრით ეს არის ლივერპულში იმის მაქსიმუმი რაც კი ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა. რაში:“სამი ოთხო თვის წინ გუნდში ყველაფერი საშინლად იყო წარმართული”. “როი მოვიდა და გუნდი გამოაკეთა გამოასწორა მთლიანად გუნდის და ფანების განწყობა და ხასიათი, მან თავისი რამოდენიმე სვლით ფანებს თავი შეაყვარა და გამოავლინა თუ რა გენიალური მწრთვნელია”. “მან გადმოიბირა ჯო კოული გუნდის კაპიტნის სტივენ ჯერარდის უშუალო მონაწილეობით და დახმარებით, ასევე დაარწმუნა ფერნანდო ტორესი რომ მისი ადგილი მერსესაიდშია, ყველა დამეთანხმება ეს იყო ლივერპულისთვის საუკეთესო კვირა”. “ყველა დადებითან არის განწყობილი, და ფანები არიან ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები ახალი სეზონის მიმართ”. ძალიან ბედნიერები არიან ლივერპულის ქომაგები ტორესის გადაწყვეტილების გამო რადგანაც იგი დარჩა საბოლოოდ, მან მუნდიალის მოგების შემდეგ მსოფლიოს ამცნო თავისი გადაწყვეტილება რომ იგი მერსესაიდში რჩება, და იგი მზად არის ლივერპულს დაეხმაროს ნებისმიერი ტიტულის მოგებაში. “ეს არის მასიური წინსვლა კლუბისთვის რადგანაც კლუბმა შეინარჩუნა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიი და გოლეადორი”. “ელ ნინიომ იცის თუ რაოდენ ძლიერად უყვართ იგი ფანებს და იცის რა სიმპატიებით არიან ისინი განწყობილები მის მიმართ”. “ის არის ფანტასტიური მოთამაშე და თუ იგი სრულად ფორმაშია მისი დახმარებით ლივერპულს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია მსოფლიოში”. <p style="text-align: center;"> View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/r1_4c594592b2212021765938.jpg გთავაზობთ ფოტოებს მელვუდიდან. წითლები მზად არიან რაბოტნიკთან სათამაშოდ. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/r2_4c59459820f41033163911.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/r3_4c59459cd010e992804936.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/r4_4c5945a32c247442742569.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/r6_4c5945acd2227177482693.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/r7_4c5945b2628b5449129478.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/r8_4c5945b86dc05279713502.jpg View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/photo-150x150.jpgსპირტიან სასმელებსა და ლუდზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა. ალკოჰოლური პროდუქციის ნაწილი უკვე გაძვირდა. როდიდან უნდა ველოდეთ ფასების შემდგომ მატებას და რას აცხადებენ მწარმოებლები და რეალიზატორები. დეტალები ნახეთ დავით გოჩიაშვილის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sasmelebi.jpg itvს ლინკი
-
/get_img?NrArticle=2174&NrImage=1 დევნილების პროტესტი დღეს თბილისის მერიის შენობასთან გამართულ აქციაზე დევნილებს ორი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: დევნილების მიერ ამჟამად დაკავებული ფართების საკუთრებაში გადაცემა და თბილისის მერიის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების დევნილებისათვის დათმობა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თბილისში 90 ათასამდე დევნილია და მათ უმეტესობას საცხოვრებელი ფართი დაკანონებული არ აქვს. საქართველოს ხელისუფლება კი, სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლებიდან მათ გამოსახლებსა ეტაპობრივად გეგმავს. დევნილების აქციას ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ. როგორც კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, ხელისუფლებას ეშინია დევნილთაA ერთდროული გამოსახლების, რასაც შეიძლება მასობრივი პროტესტი და არეულობა მოყვეს. მისი თქმით, ხელისუფლება დევნილთა გამოსახლებას ამიტომ ეტაპობრივად გეგმავს. ქეთევან ეშბა აფხაზი ლტოლვილია გულრიფშის რაიონიდან. 18 წლის მანძილზე ეშბას ოჯახის ერთადერთი დახმარება ხელისუფლების მხრიდან ლტოლვილებისთვის 28 ლარიანი პენსიაა. ამ ხნის მანძილზე, როგორც ეშბა ამბობს, მიტოვებულ შენობებსა და სარდაფებში ცხოვრობს. „ეხლა ერთ-ერთ მიტოვებულ ცეხში ვცხოვრობ 12 კვადრატული მეტრის ოთახში სამ შვილთან ერთად. იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაგვაკმაყოფილებს საცხოვრებლით, აწინააღმდეგ შემთხვევაში მეტს ვეღარ მოვითმენ და აფხაზეთში დავბურნები ნათესავებთან და აფხაზ ხალხს მოვუყვები, როგორ უგულოდ მომექცნენ საქართველოში“, –ამბობს ეშბა. ვარკეთილში, 204 ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ არაერთხელ მიმართეს მერიას განცხადებით, რომ არ გაესახლებინათ. გაგრიდან დევნილი თამარ ჯობავა ამბობს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში კვირაში თითქმის ორჯერ მიდის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელი და დევნილებს გამოსახლებით ემუქრება. ,,გასულ პარასკევს შაკო გელბაქიანი იყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან და გაგვაფრთხილა, დროზე დაცალეთ ბაღის შენობაო. 20 აგგვისტომდე მოგვცა ვადა”, - ამბობს თამარ ჯობავა. თამარაშვილის ქუჩაზე დევნილთა კიდევ ერთი კომპაქტური დასახლებაა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, რომ უნდა მოხდეს მათი გამოსახლება და ენგურჰესთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში უნდა ჩაასახლონ. დევნილი ირმა ვორალიშვილი ამბობს, რომ იმ შენობაში, სადაც მათი ჩასახლება იგეგმება, არავითარი პირობები არაა -არც დენია და არც წყალგაყვანილობა. დღევანდელი აქცია საპროტესტო ტალღის პირველი ეტაპი იყო. მომდევნო აქცია პარასკევს 2 საათზე იგეგმება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან. დევნილები ამბობენ რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?NrArticle=2169&NrImage=1 ბათუმს წყალი რამდენიმე დღეა შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი მდინარის დამშრალი კალაპოტებია. შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურში აცხადებენ, რომ წვიმა არც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ივლისის ბოლოდან ბათუმში სასმელი წყლის დეფიციტია, რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება, კორპუსებში კი მაღალ სართულზე მცხოვრებთ სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებათ. შპს „ბათუმის წყალში“, რომელიც ქალაქის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს, აცხადებენ, რომ წყლის შეფერხებით მიწოდების არავითარი ტექნიკური მიზეზი არ არსებობს. მიზეზი მხოლოდ გვალვაა, რის გამოც მდინარეებში წყლის დონემ დაიწია. ბათუმს სასმელი წყალი მდინარე ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლისა და მეჯინისწყლის ჭაბურღილებიდან მიეწოდება. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ამჟამად ყველა ჭაბურღილი სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა ქალაქის მოთხოვნას წყალზე მაინც ვერ აკმაყოფილებს. ალექსანდრე მიქელაძე, „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ამბობს, რომ ბათუმს წყალი ევროსტანდარტის მიხედვით - დღე-ღამეში 120 ლიტრი მიეწოდება, მაგრამ პრობლემას ზაფხულში წყალზე მოთხოვნის გაზრდა ქმნის, რაც ტურისტების სიმრავლითაც აიხსნება. ალექსანდრე მიქელაძე: „ზამთარში წყლის ეს რაოდენობა საკმარისზე მეტიც იყო, მაგრამ ზაფხულში სხვაგვარი ვითარებაა. გარდა წყალზე მოთხოვნილების გაზრდისა, ვფიქრობ, უყაირათო მოხმარებასთანაც გვაქვს საქმე. ძველ ბათუმში, სადაც ოჯახებში წყლის ექსპერიმენტული მრიცხველები დავამონტაჟეთ, აღმოჩნდა, რომ წყლის მოხმარება ნორმას ორმაგად და სამმაგად აღემატება, ერთ სულზე მოხმარებული წყალი 400 ლიტრზე მეტია. ეს უყაირათო ხარჯვაც არის, გარდა ამისა, კომუნიკაციები ბევრს არა აქვს მოწესრიგებული. ამას ემატება ბათუმში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ბევრ წყალს მოიხმარენ და ეს ყველაფერი ქმნის პრობლემას“. ბათუმში წყლის დეფიციტი ჯერჯერობით პრობლემას არ უქმნის სასტუმროებს, რომელთაც წყლის საკუთარი რეზერვუარები გააჩნიათ, თუმცა ბევრ კაფე-ბარში დაკეტილია საპირფარეშო და პერსონალს ამ უხერხულობის გამო კლიენტებთან მობოდიშება უწევს. ბათუმში ყველა შადრევანი სასმელი წყლით მარაგდება. ალექსანდრე მიქელაძის განცხადებით, შადრევნების მუშაობას მინიმალური რაოდენობის წყალი სჭირდება, რადგან მათ ცირკულირებადი სისტემა აქვთ და აუზის ერთხელ შევსების შემდეგ, დღეში მაქსიმუმ 50-100 ლიტრი წყლის დამატება სჭირდებათ. რაც შეეხება ბათუმელებს, რომელთაც წყლის დეფიციტი სერიოზულ პრობლემას უქმნის, „ბათუმის წყალი“ სანუგეშოს ვერაფერს ჰპირდება. ალექსანდრე მიქელაძე ამბობს, რომ ცდილობენ წყლის ერთგვარი გრაფიკი შეიმუშაონ, რაც საშუალებას მისცემთ, ბათუმის ყველა უბანს წყალი თანაბრად მიაწოდონ, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო „ბათუმის წყალი“ კონკრეტული გრაფიკის შემუშავებასა და მის გამოქვეყნებას ვერ შესძლებს. „არ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქუჩას ამა და ამ საათებში მივაწოდებთ ან გავუთიშავთ წყალს. ყველა უბანზე არ გვაქვს ურდულები და ძალიან ძნელია ძველ ქსელზე ზუსტი გრაფიკის მორგება“. ზაფხულობით წყლის დეფიციტი ქალაქს წყალგაყვანილობის ახალმა სისტემამ და სოფელ სალიბაურში მდებარე რეზერვუარმა უნდა მოუხსნას, რომლის მშენებლობა და ტესტირება უკვე დასრულებულია, მაგრამ მოხმარებაში მხოლოდ ახალი წყალ-საკანალიზაციო სისტემის ამოქმედებების შემდეგ შევა. საცავი 20 ათას კუბამეტრ წყლას დაიტევს, რაც ალექსანდრე მიქელაძის განცხადებით, ბათუმში წყალზე მოთხოვნას ორი დღით დააკმაყოფილებს. ეს პროექტი საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე თვის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, მანამდე კი წყლის მოწოდება ამინდზეა დამოკიდებული. როგორც „ბათუმელებს“ შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში უთხრეს, უახლოეს დღეებში წვიმა მოსალოდნელი არ არის. ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსს შორის იქნება, ჰაერის ტენიანობა კი 90 პროცენტს აღემატება, რაც ცხელ ამინდებს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის. შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, ბათუმში ყველაზე ცხელი ზაფხული 1981 წელს დაფიქსირდა, როცა ჰაერის ტემპერატურამ 41 გრადუსს მიაღწია. /get_img?NrArticle=2169&NrImage=2 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epn.ge/wp-content/uploads/xandzar-150x150.jpg თბილისში ჯიქიის ქუჩის ბოლოში დაახლოებით 5ჰექტარი მიწა დაიწვა. ხანძარი ძლიერმა სიცხემ გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობაში ხელს მეხანძრეებს ქარი უშლიდა. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება. ცეცხლი არ გაჩენია სამხედრო სასწავლებელს, რომელიც ხანძრის კერასთან ახლოს მდებარეობს. იხილეთ epn.ge