planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://b.pix.ge/o/xx6vx.jpgმიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა,ტომას მიულერმა,რომელიც გასული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა,მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ გრანდთან 2015 წლამდე გაახანგრძლივა,ინფორმაცის ავრცელებს სააგენტო Bild. როგორც უკვე ცნობილი გახდა ფეხურთელი წელიწადში მიიღებს 3 მილიონ ევროს გასამრჯელოდ,რაც გასული წელან შედარებით ერთი მილიონით მეტია. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 52-ჯერ ითამაშა "ბაიერნის" შემადგენლობაში და 19 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია,რომ ამ ფეხბურთელისადმი დაინტერესბულ გუნდთა რიცხვი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდა,თუმცა ფეხბურთელმა კონტრაქტი ამჟამინდელ გუნდთან გაახნგრძლივა და სხვა გუნდში წასვლის პერსპექტივა სამომავლოდ გადადო. სრულად იხილეთ
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg მურიელ ფრატი კინოდოკუმენტალისტმა ნინო კირთაძემ, მის სამშობლოსა და რუსეთს შორის 2008 წლის კონფლიქტზე ემოციური ქრონიკა გადაიღო 2008 წლის 7 აგვისტო. რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა, ქვეყანაში რომელიც 1991 წლიდან დამოუკიდებელია, ბომბავს საცხოვრებელ სახლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. რაკეტებმა ხმაურით გაარღვიეს ცა და კვამლში გახვეულ ნანგრევებში ადამიანთა გვამები მოსჩანს. სწორედ ვეებერთელა რუსეთს და ერთ ციდა საქართველოს შორის გაჩაღებული ომით იწყება დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც 3 აგვისტოს Thema d’Arte „ომი და მშვიდობა კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა. ოფიციალურად სამხრეთ-ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დასახმარებლად, სინამდვილეში კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან საბრძოლველად შემოჭრილმა რუსეთის არმიამ გეზი დედაქალაქისკენ აიღო. ქართველები საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევას ითხოვენ. საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით ევროკავშირი ცეცხლის შეწყვეტას აღწევს და ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმას წარადგენს. შეთანხმების გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ საკუთარ სამხედრო ბაზები განათავსა. ეს წარსულია, მაგრამ როგორ განვითარდა სიტუაცია შემდეგ? სტატუს ქვო შენარჩუნდა – აცხადებს დოკუმენტური ფილმის ავტორი, წარმოშობით ქართველი ნინო კირთაძე. ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ხმამაღლა იცავს. დღეს „ასობით-ათასი ქართველი გამოგდებულია სამხრეთ-ოსეთიდან და აფხაზეთიდან და მათ დაბრუნებას პირი არ უჩანს. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას, არღვევს რა საერთაშორისო სამართალს, რომლის თანახმად ევროპის საზღვრების ძალით შეცვლა დაუშვებელია“. ის საერთაშორისო თანამეგობრობას იმაში ადანაშაულებს, რომ მან დასავლეთს და რუსეთს შორის კარგ ურთიერთობებს, მისი ქვეყანა შესწირა. „სად წავიდე?“ უახლესი ისტორიის ამ ეპიზოდის შესახებ ემოციურად და რეალისტურადაა მოთხრობილი. ფილმი დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესსაც მიჰყვება, პრეზიდენტი სააკაშვილი თავის მანქანაში, ოპოზიცია მის მთავარ შტაბში, რუსეთის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე და დამფრთხალი და აწიოკებული ადგილობრივი მოსახლეობა. „მე ოსი ვარ, ჩემი ქმარი ქართველია, დედაჩემი ქართველი იყო, მამაჩემი ოსი, ბებია რუსი მყავდა. სად უნდა წავიდე?“ – კითხულობს ქალბატონი, რომელიც ამ კონფლიქტის მსხვერპლია. „ფილმების გადაღების დროს, მე შემიძლია გარდავქმნა ჩემი ტკივილი ან იმედგაცრუება, რომ ადამიანთა გულებისკენ გზა ვიპოვო“ – ამბობს ნინო კირთაძე. მაგრამ იმავდროულად, სამწუხაროა ფილმის ქრონოლოგიური თანმიმდევრობა (ის 2008 წლის ომით იწყება, შემდეგ უბრუნდება საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც კონფლიქტს წინ უსწრებდა და სრულდება დღევანდელი დღით), რაც ყოველთვის ხელს როდი უწყობს კონფლიქტის კომპლექსურ აღქმას. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/robber-150x150.pngItv_ი წარმოგიდგენთ სტუდია მონიტორის მიერ მომზადებული ფილმს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/filmi.jpg itvს ლინკი
-
http://b.pix.ge/a/0zy6p.jpgSOCCER DAY გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის "დინამოს" ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან,ჩვენი სტუმარი "დინამოელთა" 13 ნომერი გიორგი თექთურმანიძეა.გაეცანით მის ინტერვიუს და გაიგეთ დათარსავს თუ არა მისი 13 ავსტრიელებს. -გამარჯობა გიორგი -გამარჯობა -რა განწყობაა გუნდში?! -გუნდში საბრძოლო განწყობაა როგორც ყოველთვის,ჩვენ მზად ვართ მეტოქესთან სათამაშოდ და იმის დასამტკიცებლად,რომ ჩვენ "დინამო" ვართ. -არის თუ არა დანაკლისი ამ თამაშის წინ "დინამოელთა" რიგებში? -ფირცხალავა დაგვაკლდება დისკვალიფიკაციის გამო და მეტრეველი ტრავმის გამო,სხვა ყველა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით. -შენი აზრით,არის თუ არა შემდეგ ეტაპზე გასვის რეალური შანსი? -შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი რათქმაუნდა არის,ორი ბუთიანი ჩამორჩენა არაა ისეთი სხვაობა,რომლის საკუთრ კედლებში გაბათილება არ შეიძლება და ვერ მოხერხდება. -ავსტრიაში გამართული "შტურმისა" და "დინამოს" დაპირისპირების ანგარიში,რამდენად ლოგიკურად მიგაჩნია? -თუ გავითვალისწინებთ იმას რომ,მთელი თამაშის მანძილზე მასპინძელბს უფრო მეტი მომენტი ჰქონდა ვიდრე ჩვენ და თუ იმასაც გავითვალისწინებთ,რომ ბურთის ფლობის კომპონენტშიც საგრძნობლად აღგვემატებოდა,ვთვლი,რომ ის შედეგი,რომელიც დაფიქსირდა ავსტრიაში ლოგიკასთან ახლოს არის. -შენი აზრით შეძლებს თუ არა "დინამოს" გრაცის "შტურმის" სასურველი ანგარიშით დამარცხებას? -წინასწარ ძნელია იმის თქმა,დავამარცხებთ თუ არა მეტოქეს სასურველი ანგარიშით,თუმცა ფაქტია და ორი აზრი არაა,რომ ბიჭები მაქსიმალური შედეგის ჩვენებას შევეცდებით. -შენი აზრით იქონიბს თუ არა მსაჯის ფაქტორი მატჩის მოვლენების განვითარებაზე? -მსაჯის როლი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან დიდია,ვიმედოვნებ,რომ ხვალინდელი შეხვედრა მიუკერძოებელი მსაჯობით იქნება გამორჩეული და არსებით მნიშვნელობას არ ითამაშებს მსაჯის ფქტორი. -და ბოლოს,რას პირდები შენს პირად ქომაგებს? -ჩემს პირად ქომაგს და "დინამოელ" "გლადიატორებს" ლამაზ საღამოს და გამარჯვებას ვპირდები. სრულად იხილეთ
-
გერმანული "შალკეს" მცველი რაფინია ამიერიდან "ჯენოას" ღირსებას დაიცავს, ამის შესახებ transfermarkt.de იტყობინება. ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გენუელებს 10 მლნ ევრო დაუჯდათ. იხილეთ fanebi.com
-
უბედური შემთხვევა დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში მოხდა. მდინარე ნარეკვავის წყალსაცავში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც ჯურნალისტებმა ადგილობრივებისგან გაიგეს, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა და ბანაობისას დაიხრჩო. ჯერ-ჯერობით გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. ამ დროისათვის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდართან დაკავშირებითhttp://epn.ge/wp-content/uploads/img.php_1-150x150.jpg , მცხეთა-თიანეთის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. იხილეთ epn.ge
-
liverpoolfc(ფანკლუბი) ტორესის საუკეთესო ვიდეოები
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://fc04.deviantart.net/fs71/f/2010/129/b/e/Torres_by_mpovill.jpg კიდევ ერთხელ გილოცავთ ფერნანდოს ლივერპულში დარჩენას და გთავაზობთ საუკეთესო ვიდეოების კოლექციას ექსლკუზიურად ქართველი ფანებისთვის… <p style="text-align: center;"> View the full article -
http://b.pix.ge/p/0v82v.jpgგერმანული "შტუტგარტი" აგრძელებს გუნდის გაძლიერებას და სურვილი აქვს შეიძინოს ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი ტიაგო. ინფორმაცია ავრცელებს Goal.Com მთავარი პრეტენდენტი ამ ფეხბურთელზე აქამდე მადრიდის "ატლეტიკო" იყო,რომლის რიგებშიც ფეხბურთელი გასულ სეზონში თამაშობდა არენდის წესით.როგორც ცნობილი გახდა შტუტგარტი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 2,6 მილიონი ევრო გადაიხადოს (ეს იქნება მისიწლიური ხელფასი).შეგახსენებთ,რომ ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/j/n0wd7.jpgლონდონის "არსენალის" ახალწვეულმა,მარუან შამახმა იმედი გამოთქვა,რომ იგი ძალიან მალე იპოვის საერთო ენას თანაგუნდელებთან."მეთოფეთა" ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტ დახმარებას მას ფორვარდი,სამირ ნასრი უწევს.როგორც მოგეხსენებათ,ფეხბურთელს ენობრივი ბარიერი აქვს გადასალახავი. "სამირ ნასრი,რომელიც ჩემი მეგობარია,ძალიან მეხმარება,მან საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ ამიყვანა და გუნდში ადაპტაციაში მეხმარება. მადლობელი ვარ ნასრის ასეთი ქმედებით და ვიმედოვნებ ენობრივი პრობლემა მალე გადაიჭრება", - განუცხადა ფეხბურთელმა The Sun-ს. სრულად იხილეთ
-
ლონდონის "ჩელსიმ" "ბენფიკას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველის, რამირესის გადაბირება ოფიციალურად დაადასტურა. ჯერ კიდევ გუშინ, "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იმედს გამოთქვამდა, რომ რამირესი "სტემფორდ ბრიჯზე" რაც შეიძლება მალე გადავიდოდა, როგორც ხედავთ, იტალიელ სპეციალისტს ლოდინი დიდხანს ნამდვილად არ დასჭირვებია. იხილეთ fanebi.com
-
http://a.pix.ge/e/z953l.jpgბრაზილიური "სანტოსის" მოთამაშე,ვესლი,შესაძლოა უახლოეს მომავალში ბრემენის "ვერდერის' ფეხბურთელთა რიგებს შეუერთდეს.სატრანსფერო შეთანხმება გუნდებს შორის სავარაუდოდ ორ დღეში დასრულდება. FootballPress-ის ცნობით ბრემენულ გუნდს ფეხბურთელის ტრანსფერი 6,5 მილიონი ევრო დაუჯდება. სრულად იხილეთ