planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ციებ–ცხელებაა. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით თავი მოვუყაროთ ყველა ტრანსფერს, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში 5 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა. შემდგომში განხორციელებული ტრანსფერები სტატიას პერიოდულად დაემატება. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg სარედაქციო წერილი ავტორიტარიზმის აღმასვლა და ობამას თავისუფლების პროგრამა ამ შაბათ–კვირას მოსკოვში მილიცია დემოკრატიის მხარდამჭერ მომიტინგეებს ცემდა და იჭერდა, რის გამოც გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდა. თეთრმა სახლმა ობამას ხელმძღვანელობით „შეშფოთება“ გამოთქვა. მშვენიერია. სენატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმაც მსგავსი განცხადება გააკეთა, ოღონდ მისი გამონათქვამები გაცილებით მკაცრი იყო. „ეს ტრაგედიაა“, – თქვა სენატორმა მაკკეინმა. „პოლიტიკური დისკურსის კრიმინალიზაცია და მასზე ზეწოლა ძალადობის გზით, თანამედროვე რუსეთში გრძელდება. მიტინგის დარბევის სასტიკმა ზომებმა ცხადყო, რომ არანაირ „გადატვირთვას“ რუსეთის მთავრობის მხრიდან საკუთარი უფლებადამცველელების მიმართ, ადგილი არ ჰქონია“. სხვაობა დიდია. ავტორიტარიზმი ძალას იკრეფს, დემოკრატია საფრთხეშია, ხოლო კითხვა, თუ ვის მხარესაა ვაშინგტონი – პასუხგაუცემელია. ჯერჯერობით ობამას ადმინისტრაციის პოზიციის ახსნა თავშეკავებული ფრაზებით ასე შეიძლება: „დაბნეულები არიან“. პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ობამამ ხელი გაუწოდა თეირანს, პეკინს და მოსკოვს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში ტონს დაუწია. მაგრამ შარშანწინ, კაიროში წარმოთქმულ სიტყვაში, ობამამ ერთგულება გამოთქვა ისეთი მთავრობების არსებობის იდეის მიმართ, რომლებიც ხალხის ნებას გამოხატავენ. არაბული აუდიტორია ამ სიტყვებმა შთააგონა. პრაქტიკაში, თეთრმა სახლმა შეცდომა დაუშვა, როდესაც არჩევანი თითქოსდა რეალისტური „ამოქმედების“ სასარგებლოდ გააკეთა, დაინახა რა უმცროსი ჯორჯ ბუშის პოზიციაში მცდარი იდეალიზმი. მაგრამ ამ მიდგომამ ვერ გაამართლა და ამერიკის ინტერესებს ავნო. რუსეთში პრეზიდენტ ობამას „ გადატვირთვის“ ძალისხმევას, შეიარაღების შემცირებაზე ახალი ხელშეკრულება და მოსკოვის მხრიდან ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების მხარდაჭერა მოჰყვა. რა თქმა უნდა, უფრო მეგობრული ურთიერთობების დამყარება – ცუდი არ არის. მაგრამ მოსკოვში შთანხმება ხომ პრეზიდენტმა ბუშმაც გააფორმა, რომლის თანახმადაც უფრო მეტი იარაღი ნადგურდებოდა, ვიდრე ამ ახალი ხელშეკრულებით, ხოლო კრემლმა მისი მმართველობის დროს გაეროს სანქციების სამ პაკეტს დაუჭირა მხარი. მთავარი სხვაობა ის არის, რომ ადმინისტრაციას არ სურს იმ საკითხების წამოჭრა, რომელიც რუსეთის უმაღლეს ლიდერს, ვლადიმერ პუტინს აღიზიანებს. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ ჩვენი ლიდერები „კავშირის არ არსებობას“ უსაფრთხოებას და რუსეთის ავტორიტარიზმისკენ გადახრას შორის. ამერიკის თავშეკავებულობა კრემლის და სხვათა პოლიციელებს საშუალებას აძლევს უფლებადამცველების მიერ ანთებული ნებისმიერი წითელი ხაზი გადაკვეთონ. ოპოზიციის ათობით აქტივისტს, მათ შორის – ელცინის ეპოქის ვიცე–პრემიერ ბორის ნემცოვს – პოლიციამ შაბათს ცემა და დააპატიმრა. ყოველი თვის 31 რიცხვში დემოკრატიული და უფლებადამცველი ორგანიზაციები კრემლის მიერ იგნორირებული რუსეთის კონსტიტუციის 31–ე მუხლის მხარდასაჭერად, რომელიც შეკრების თავისუფლებას უზრუნველყოფს, მიტინგებს მართავენ. ზედიზედ უკვე მეცხრედ, მიტინგი აკრძალეს და ძალის გამოყენებით დაარბიეს. თითქოს ბრეჟნევის ეპოქის მსგავსად, ახალმა კანონმა, უშიშროების კომიტეტის შთამომავალს, ნებისმიერის დაპატიმრების უფლება მისცა, ვინც „ქმნის პირობებს დანაშაულისთვის“, უფრო ზუსტად კი მილიციას ფაქტობრივად ყველა ქმედებაზე კარტ–ბლანში აქვს. ეს არამხოლოდ შეურაცხყოფს ამერიკის პრინციპებს, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს ინტერებს. რუსეთთან, რომელიც რეპრესიებს აწარმოებს, საერთო საქმის კეთება არ შეიძლება. კაიროში, ოაბამას მიერ წარმოთქმული ლამაზი სიტყვებით შთაგონებული არაბები, ასევე იმედგაცრუებულები არიან. აშშ–ს პოლიტიკა ეგვიპტის მიმართ შესანიშნავია. აშშ–მ ამ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროგრამები ორჯერ შეამცირა. ამ წლის მაისში ეგვიპტემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა (რომელიც უკვე ოცდაცხრა წელია რაც მოქმედებს) კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა, აშშ–ს სიტყვა არ დაუძრავს. დემოკრატიზაციის პროგრამები იორდანიაშიც შემცირდა. იორდანიამ, ისევე როგორც მეორე, შედარებით ზომიერმა არაბულმა სახელმწიფო მაროკომ, ხელისუფლების კონცენტრირება მონარქიის ინსტიტუტის ირგვლივ მოახდინა და პოლიტიკური ოპოზიციისა და სიტყვის თავისუფლების მოქმედებაზე ახალი შეზღუდვები დააწესა. ბუში ამ რეგიონში პოპულარული არ იყო, მაგრამ მისი ბრძოლა დემოკრატიისთვის შედეგიანი იყო. მხოლოდ 2005–2006 წლებში თერთმეტი კონკურენტული არჩევნები ჩატარდა. სამხრეთ ამერიკაში ყველაფერი ძველებურადაა, რაც შეშფოთების საფუძველია. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, „ცივი ომის“ დასრულებიდან პირველი ოცი წლის განმავლობაში იქ დემოკრატია გაიფურჩქნა. მაგრამ ახლა, ვენესუელას, ბოლოვიას, ეკვადორს და (როგორც ყოველთვის) კუბას დიქტატორები მართავენ. ისევე როგორც არაბულ სამყაროში, აშშ–მ შეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ავტორიტარებთან მოლაპარაკებას შეეცადა. კიდევ რით შეიძლება ეს დადასტურდეს, თუ არა რეპრესიებით? ირანში, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა „მწვანე რევოლუცია“ ჩაახშო და მის ატომურ პროექტზე მოლაპარაკებებში აშშ მოატყუა. ჩინეთში, ახლახანს დანიშნულმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ სიტუაციას დიალოგში ყურადღების გადატანის ფაქტორი უწოდა. პეკინმა გაბედა და დისიდენტებთან ბრძოლა წამოიწყო, ისე რომ არ შეეშინდა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ამისთვის გაკიცხავდა. ობამას ადმინისტრაციის ცალკეულმა ელემენტებმა, შესაძლოა, უკვე დაიწყეს „გადატვირთვის“ ხარვეზების გაცნობიერება. ივლისში კლინტონმა პოლონეთის კრაკოვში დემოკრტიაზე ენერგიული სიტყვა წარმოთქვა. მან კონკრეტულად ჩამოთვალა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ვენესუელა, ეგვიპტე და ეთიოპია. „რკინის ფარდაზე“ ჩერჩილის სიტყვის გახსენებით, კლინტონმა განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რკინის მარწუხები, რითაც მთელი მსოფლიოს სახელმწიფოები ნელ–ნელა ანადგურებენ სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის სულს“. კლინტონის თქმით, აშშ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის აქტივისტების, ჟურნალისტების და ორგანიზაციების დახმარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს. მიუხედავად იმისა, რომ აქედან დიდი სარგებელი არ ყოფილა, მან ასევე პირობა დადო, რომ იმუშავებს კორუფციით დასნეულებულ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთან და არაბული ქვეყნების ლიგასთან. სიტყვების საქმით გასამყარებლად, აშშ–მ უფრო მეტი უნდა გააკეთოს – გამოექომაგოს ციხეებში მყოფ რუსებს, მატერიალურად დაეხმაროს კუთხეში მიმწყვდეულ ირანელ დემოკრატებს და ასე შემდეგ. საერთაშორისო ვითარებაში საკმაოდ ცხადი და შემაშფოთებელი ტენდენციები გამოიკვეთა. უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც სულ უფრო მეტ სახელმწიფოში პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების უკუსვლა და არა ზრდა შეიმჩნევა, რაც ნათქვამია Freedom House –ის ყოველწლიური ანგარიშის 2010 წლის გამოცემაში. ამერიკამ მხარი უნდა დაუჭიროს მთელი მსოფლიოს ხალხების უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი ლიდერები და საკუთარი მოსაზრებები თავისუფლად გამოხატონ – ეს ჩვენი ძველი პარტიათაშორისი ტრადიციაა. წელიწადნახევრის განმავლობაში, ობამამ აშშ–ს პოლიტიკის აქცენტი ისეთ ადამიანებთან დიალოგისკენ მიმართა, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე კონტროლს აძლიერებენ. დადგა დემოკრატიული „გადატვირთვის“ დრო. ობამას თავისუფლების პროგრამა ხომ გააჩნდა? ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/photo1-150x150.jpg“ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია დღეს ფიროსმანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/zaza-gabunia.jpg itvს ლინკი
-
მიუხედავად იმისა,რომ სანტოსმა გუშინ ღამით 2-1 დასთმო ვიტორიასთან.საბოლოო ჯამში 3-2 გაიმარჯვა და გუნდის ისტორიაში პირველად შეძლო მომავალი წლის კოპა ლიბერტადორესის თასიზე გასვლა. იხილეთ fanebi.com
-
დღეს თბილისში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა ირანელი ქალების მხარდასაჭერად მესამე საპროტესტო აქცია გამართა. აქცია ამჯერად კანცელარიასთან გაიმართა და მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დააფისქიროს თავისი პოზიცია ირანში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. „შეწყვიტოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ადამიანების, განსაკუთრებით, ქალებისა და მოზარდების დევნა, წამება და სიკვდილით დასჯა“–ამ შინაარსის განცხადების გაკეთებას თხოვენ მთავრობას აქციის მონაწილენი. პროტესტი საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქინე აშთიანისა და კიდევ ათი ირანის მოქალაქის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას მოჰყვა. პირველი საპროტესტო აქცია საქართველოს მოქალაქეებმა ირანის საელჩოსთან 19 ივლისს გამართეს. მეორე კი –24 ივლისს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით „საქინეს საერთაშორისო დღე“ გამოცხადდა და მსოფლიოს 31 ქალაქში საქინეს, რომელსაც ქმრის ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის თანაორგანიზატორი ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას, ბრაზილიის პრეზიდენტისა და თურქეთის პრემიერ–მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მსგავსად, შეუძლია ირანის ისლამურ რესპუბლიკას მიმართოს, საქინე აშთიანისთვის განაჩენის შეცვლის მიზნით. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საქართველო–ირანის ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდა და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების შესახებ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
fanebi.com- გასპერინი: სკული ინტერის ფეხბურთელია
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
როგორც fcinter1908.it იტყობინება,რომ ჯუზეპე სკული უკვე ინტერის ფეხბურთელია. იხილეთ fanebi.com -
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/10/20/torres3.jpg შარშანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ახალი დამრიგებლის, როი ჰოჯსონის წინამძღოლობით პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლივერპული” მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე მონდომებით ემზადება ახალი სეზონისთვის შარშანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ახალი დამრიგებლის, როი ჰოჯსონის წინამძღოლობით პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლივერპული” მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე მონდომებით ემზადება ახალი სეზონისთვის. მართალია, მერსისაიდელები ევროპის ლიგის გათამაშებაში უკვე ჩაებნენ, თუმცა, ინგლისში სეზონის გახსნად მაინც პრემიერლიგის სტარტი მიიჩნევა და იმ დროისთვის ძირითად შემადგენლობას მსოფლიოს ჩემპიონი ფერნანდო ტორესი დაუბრუნდება. “ელ ნინიო” სადღეისოდ ინდივიდუალური გრაფიკით ვარჯიშობს , “ლივერპულის” წევრობით ბედნიერია და გუნდის ერთგულ მომხრეებს კარგ თამაშს ჰპირდება. - მოგვიანებით მსოფლიოს ჩემპიონობას მოგილოცავთ. ზაფხულში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ, ალბათ, უფრო პირიქითაა… - როგორც ნებისმიერი ესპანელი, გასული მუნდიალით მეც ბედნიერი ვარ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელი ერთხელ ხდება, ამიტომაც განსაკუთრებულ გუნება-განწყობაზე ვარ. წინა სეზონს იდეალურს ვერ დავარქმევდი, მაგრამ მუნდიალის მოგებამ ყველა უარყოფითი მომენტი გადაფარა. ამასთან გულიანად დასვენებაც მოვასწარი, ახლა კი “ლივერპულთან” ერთად მონდომებით ვემზადები. ძალიან გამიხარდა ბიჭების ნახვა და სერიოზული მიზნების გადალახვა დავისახეთ მიზნად. - მუნდიალის მსვლელობისას ტრავმებმა გაგაწამეს. ამ მხრივ სადღეისოდ როგორი მდგომარეობაა? - არაფერი მაწუხებს. მოუთმენლად ველი “ლივერპულის” პირველ მატჩს. 2 კვირაში ოპტიმალურ კონდიციას და სათამაშო ფორმას უნდა მივაღწიო, მაგრამ გუნდის პირველსავე ვარჯიშზე ვიგრძენი, რომ ამას შევძლებ. ძალიან დიდ დახმარებას მიწევენ გუნდის ექიმი და ფიზიოთერაპევტი. ერთი სიტყვით, “ენფილდზე” ყველა პირობა შემიქმნეს, სასურველი ფორმა უსწრაფესად რომ აღვიდგინო. - პარტნიორების, მწვრთნელებისა და მედპერსონალის დამსახურება მნიშვნელოვანია, მაგრამ თავადაც ხვდებით, პრემიერლიგის მორიგი გათამაშების სტარტამდე ინტენსიური მუშაობა რომ მიგიწევთ… - რასაკვირველია, ასეა. სამუშაო განწყობა კი დიდად გამიზარდა ოჯახის წევრებთან ორკვირიანმა ურთიერთობამ. ამასთან მოუთმენლად ველოდი კლუბში დაბრუნებას იმ დღიდანვე, როცა სამუნდიალე მზადება “ფურია როხასთან” ერთად დავიწყე. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა, მითუმეტეს გაჩემპიონება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებოა, მაგრამ თავში მაინც “ლივერპულის” ამბები მიტრიალებდა – ახალი მწვრთნელი, ახალი პარტნიორები, წინასასეზონო მიზნები… ყველაფერი ეს ძალიან მაინტერესებდა. - ესპანეთში ენფილდელთა ახალმა დამრიგებელმა როი ჰოჯსონმა ჩამოგაკითხათ. როგორი საუბარი შედგა მასთან, რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე “ფულჰემის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა? გუნდის სამომავლო პერსპექტივაზე საინტერესო საუბარი შედგა თქვენს შორის? - ჩემთვის მოულოდნელი და საპატიო იყო, როცა მისტერ როიმ გუნდის ერთ რიგით წევრთან შესახვედრად ამხელა გზა გაიარა და პირენეს ნახევარკუნძულზე ჩამომაკითხა. ჩვენ შორის საინტერესო დიალოგი შედგა. ჰოჯსონმა დაუფარავად გამიმხილა საკუთარი სამუშაო გეგმა და ისიც მითხრა, რა როლს დამაკისრებს “ლივერპულში”. ჩემი ღრმა რწმენით, კლუბის ხელმძღვანელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს, როდესაც გუნდიდან წასული რაფა ბენიტესი როი ჰიჯსონით ჩაანაცვლეს. მასთან მცირეხნიანმა ურთიერთობამაც კი დამარწმუნა, ერთობლივი მუშაობით ბევრს რომ მივაღწევთ. ჯერჯერობით ინდივიდუალური გრაფიკით, განცალკევებით ვემზადები, თუმცა, მალე ბიჭებთან ერთად მოვემზადები სამომავლო ბატალიებისთვის. - სტივენ ჯერარდმა საჯაროდ დაადასტურა, რომ “ენფილდ როუდიდან” ფეხს არ მოიცვლის და პრემიერლიგის სტარტს მოუთმენლად ელის. იგივე განწყობითაა ჯო კოული, რომელმაც უკვე მოასწრო “ლივერპულის” შემადგენლობაში ტესტ-მატჩების ჩატარება. თქვენც საბრძოლველად ხართ მომართული. აქედან გამომდინარე, “ლივერპულმა” შარშან დაკარგული პოზიცია უნდა დაიბრუნოს და მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იომოს… - სტივსა და ჯოსთან კარგახნიანი გასაუბრება უკვე მოვასწარი. კოულის თაობაზე მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ამგვარი ტიპის მოთამაშე “ლივერპულს” ძალიან ესაჭიროებოდა. ჯო ჩვენ გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს. ამაში ყველანი მალე, პრემიერლიგის სასტარტო მატჩების დროს დავრწმუნდებით. ჩემი მიზანი შეძლებისდაგვარად სწრაფად მწყობრში ჩადგომა და თანაგუნდელებთან ერთად თამაშია. - ჯო კოულის “ენფილდზე” გადასვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მის საფეხბურთო შესაძლებლობებზე არავინ დავობს, თუმცა, “ლივერპულის” ქომაგთა ნაწილი თვლის, იგი “ჩვენი” მოთამაშე არააო. შეიძლება ამგვარ მიდგომას დავეთანხმოთ? - არავითარ შემთხვევაში. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, “ენფილდზე” კოული თბილად მიიღეს, ერთგვარი გაუცხოების მომენტი ქომაგთა ნაწილის კი გასაგებია – ჯო უკვე 28 წლისაა და საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი, 8 სეზონი ლონდონურ “ჩელსიში” გაატარა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივარი მას პირველივე ოფიციალური მატჩიდან შეეჩვევა და “თავისიანად” ჩათვლის. ჯოს თამაშის მანერას რაც შეეხება, მოხიბლული ვარ მისი საასპარეზო სტილით. საერთოდაც, ამგვარ ფეხბურ¬თელებს “ლივერპულის” ახალ, კიდევ უფრო მაღალ დონეზე გაყვანა ხელეწიფებათ. ჯოს პასის სიზუსტე და კულტურა აღტაცებას იწვევს. ამგვარი ნიჭით ხელის თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მოთამაშეა დაჯილდოებული. ეჭვიც არ მეპარება, რომ იგი ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე ჩაეწერება “ლივერპულის” შემადგენლობაში. მეტსაც მოგახსენებთ – ჯო კოული აგვისტოდან გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდება. - ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ჯომ განაცხადა, რომ მისი სათამაშო პრიორიტეტი თქვენთვის მაქსიმალურად დი¬დი რაოდენობის საგოლე სიტუაციების შექმნაა… - დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. როი ჰოჯსონი რამდენიმე ტაქტიკურ მონახაზს ამზადებს, რომლის დასრულების დროსაც მე მოწინააღმდეგის მეკარის სიახლოვეს ხელსაყრელი სიტუაცია შემექმნება. ეს ძალიან მახარებს. ისიც სასიამოვნოა, პარტნიორად ჯო კოული რომ მეყოლება. ჩვენი მხრიდან მე და “ლივერპულის” უკლებლივ ყველა წევრი, არაფერს დავიშურებთ საიმისოდ, ახალი პარტნიორები გუნდსაც და ქალაქსაც მაქსიმალურად მოკლე პერიოდში რომ გაუშინაურდნენ. ეს ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა. - თქვენ პირად გეგმებზე რას გვეტყოდით? - ინგლისის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, ამიტომაც ყოველ მატჩში ეს რენომე უნდა დავიცვათ. ტრადიციულად, “ლივერპულისგან” ტიტულს ითხოვენ. წინა სეზონში ჩვენი ერთგული ქომაგები გაწბილებულები დავტოვეთ, წელს ისინი უნდა გავახაროთ. ჩემი მიზანიც საკლუბოსთან თანხვედრაშია – კარგი თამაში და ბევრი გოლის გატანა. ვფიქრობ, ამას მოვახერხებ. - ჩვენი საუბრისას “ლივერპულის” მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებთ. -უპირველესად რით გხიბლავთ ენფილდური კლუბი? - ყველაფრით. ნებისმიერი ადამიანისთვის პირველი შთაბეჭდილება ბევრს ნიშნავს. როდესაც აეროპორტიდან გუნდის ბაზას მივაშურე, სტივენმა და ჯეიმიმ ისეთი დახვედრა მომიწყვეს, თავი შინ მეგონა. სხვა ფეხბურთელებთანაც საერთო ენა უსწრაფესად გამოვნახე, გულშემატკივრებისგან კი სიყვარული ვიგრძენი. ამის დავიწყება შეუძლებელია. ლივერპულში ბედნიერი ვარ. ყველანი ერთად არაფერს დავიშურებთ საიმისოდ, გუნდმა პრემიერლიგა რომ მოიგოს. “ენფილდზე” მოსვლის პირველივე დღიდან ეს ჩემი ოცნებაა და უმთავრეს ამოცანად რჩება. <p style="text-align: left;"> View the full article
-
მადრიდის რეალი საფეხბურთო კლუბ ამერიკას დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა მეტოქე. იხილეთ fanebi.com
-
http://b.pix.ge/t/hs2km.jpgროგორც Il Corriere dello Sport გვამცნობს,შესაძლოა ტურინის "იუვენტუსმა" მოლაარაკებები დაიწყოს მადრიდის "რეალთან" კარიმ ბენზემას ტრანსფერის თაობაზე. ტურნული გუნდის მესვეურებმა,მას შემდეგ დაიწყეს ბენზემაზე სერიზულად ფიქრი,რაც "ვოლფსბურგელი" ედინ ჯეკოს სატრანსფერო ამბები ჩაუვარდათ.საკომპენსაციო თანხასთან ერთად ტურინის "იუვენტუსი" მადრიდულ გუნდს ამაურის სთავაზობს. სრულად იხილეთ
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/haaretz2.gif იოსი მელმანი ”ურთიერთობა ისრაელსა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრულია და ჩვენ ნამდვილად გვესმის ისრაელის სიტუაცია. ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს იმას, რომ ჩვენ თავდაცვითი შეიარაღების შეძენას ვცდილობთ და არასდროს გვჭირდებოდა თავდასხმითი იარაღი, რადგან არასდროს გვქონია თავდასხმის განზრახვა”. აგვისტო საქართველოს ელჩისთვის ისრაელში, ვახტანგ ჯაოშვილისთვის განსაკუთრებულად ბედნიერი არ არის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიცხის ტალღა ისრაელს დააცხრა. 7 აგვისტოს რუსეთთან ომის 2 წლისთავი სრულდება. ამ ომში რუსეთმა საქართველო სერიოზულად დაამარცხა, მისი ტერიტორიების დიდი ნაწილი ხელთ იგდო (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და 300,000 ადამიანი ლტოლვილად აქცია. 37 წლის ელჩი თელ-ავივში ცოლთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ის პროფესიონალი დიპლომატია – თბილისის უნივერსიტეტის პოლიტიკური გეოგრაფიის ფაკულტეტზე და პარიზის სორბონის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ საქართველოს საგარეო სამსახურის სხვადასხვა რანგი გაიარა. პირველად თანმდებობაზე 1999 წელს, ისრაელში დაინიშნა და აქ სხვადასხვა სტატუსი ეკავა, მესამე მდივნიდან საკონსულოს სამსახურის უფროსამდე. შემდეგ ის პარიზში, საქართველოს საელჩოში პირველ მდივნად მსახურობდა და უკვე 2009 წლის მარტში, რუსეთთან ომის შემდეგ ისრაელში ელჩის თანამდებობაზე დაბრუნდა. ბატონო ელჩო, ხომ არ გრძნობს საქართველო თავს ისე, თითქოს ისრაელმა უღალატა? ”არა, აბსოლუტურად, არა”. თქვენ იცით, რაზე ვლაპარაკობ. რუსეთთან ომის წინ, თქვენ თავდასხმითი იარაღის შესაძენად ისრაელს მიმართეთ, მაგრამ ისრაელმა უარი გითხრათ, ხოლო შემდეგ თავდაცვითი მიზნებისთვისაც შეამცირა იარაღის გაყიდვები და სამხედრო დახმარება. ”ურთიერთობა ისრაელსა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრულია და ჩვენ ნამდვილად გვესმის ისრაელის სიტუაცია. ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს იმას, რომ თავდაცვითი შეიარაღების შეძენას ვცდილობთ და არასდროს გვჭირდებოდა თავდასხმითი იარაღი, რადგან არასდროს გვქონია თავდასხმის განზრახვა.” მოგეხსენებათ, რუსეთი ისრაელზე ზეწოლას ახორციელებს, რომ მან იარაღი არ მოგყიდოთ. „დიახ, ჩვენ ვიცით რუსეთის ზეწოლის შესახებ და ვაპროტესტებთ ამას და იმასაც, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოსთან ისრაელის ურთიერთობა ირანისთვის რუსეთის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარის A-300-ის მიყიდვას დაუკავშიროს. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი წუხს ამ შესყიდვის გამო და მის აღკვეთას ისურვებდა“. როგორც ჩანს, ისრაელი დანებდა რუსეთის ზეწოლას. „ჩვენ მართლა გვესმის ისრაელის დაძაბული მდგომარეობის“. რამდენადაც ცნობილია, ისრაელმა შეაჩერა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვა და შეწყვიტა სამხედრო მრჩევლებისა და მწვრთნელების გაგზავნა. „მე არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი რადგან ის დაკავშირებულია განსაკუთრებულ ვითარებასთან და არხებთან, რომლებშიც ჩართულია ორივე ქვეყანა“. დაუშვა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც ყველაფრის მიუხედავად რუსეთთან ომი დაიწყო? „ევროპის კავშირის საგამოძიებო დელეგაციამ სრულიად ცხადად და გადაწყვეტით განაცხადა, რომ ომი არ დაწყებულა 2008 წლის 7 აგვისტოს. ის დაიწყო უფრო ადრე რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციებით. რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ომი თავისი ემისრების – სეპარატისტული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეშვეობით აწარმოა. რუსეთის სპეცჯარები ქართულ სოფლებს 7 აგვისტომდე ესხმოდნენ თავს და ჩვენ მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების დაცვას ვცდილობდით“. ერთი წუთით მაინც თუ გიფიქრიათ ომში გამარჯვებაზე? „არა. ჩვენი მიზანი ჩვენი მოქალაქეების, კერძოდ კი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების დაცვა იყო“. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განწყობა საქართველოში საუკეთესო არ არის. „ჩვენი უპირველესი მიზანი 300 000 ათასილტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნებაა. ჩვენ ვლაპარაკობთ არა მხოლოდ ქართველებზე, არამედ სომხებზე, რუსებზე და ქართველ ებრაელებზეც კი. გაეროს რეზოლუცია ითხოვს ამის შესრულებას და საზღვრების მეთვალყურეობისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას. საერთაშორისო ზედამხედველობის გარეშე იმაში დარწმუნება, რომ რეზოლუცია შესრულდება, შეუძლებელია“. რა მოუვიდა ლტოლვილთა საკუთრებას? „სამწუხაროდ, ზოგიერთი სახლი უცხოელებმა ჩაიგდეს ხელში. ამიტომაცაა, რომ საერთაშორისო ძალების მეთვალყურეობა გვჭირდება? თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც იცნობს არაბულ-ებრაულ კონფლიქტს და ნამდვილად იცით, რომ 1949 წლიდან გაერო იღებს რეზოლუციებს, რომლებშიც ისრაელს პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნებას სთხოვს, მაგრამ ახლაც კი, 60 წელზე მეტი გავიდა და რეზოლუცია არ შესრულებულა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთივე იქნება თქვენი ლტოლვილების ბედი? „თქვენ შეიძლებოდა ასეთ დასკვნამდე მისულიყავით. მაგრამ მგონია, რომ ეს ორი სიტუაცია განსხვავებულია. პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნება პირდაპირ უკავშირდება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს გაეროს იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ორი სახელმწიფოს, ებრაული და არაბული სახელმწიფოს შექმნას მოითხოვს. საქართველოში სხვა სიტუაციაა. აქ ერთი სახელმწიფოა და არა ორი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ძალიან ცოტამ აღიარა – ისეთებმა, როგორიცაა ვენესუელა და ნაურუ. საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილს ცხადად ესმის, რომ ეს წარმონაქმნები მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერით არსებობს. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ერთიანია“. მაგრამ მე მაინც გეკითხებით რამდენად შეიძლება გაეროს რეზოლუციის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს ადგილზე მიმდინარე მოვლენების გამო. ”ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებას იმისთვის, რომ გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებები ისე შესრულდეს, როგორც დაიწერა”. როგორ ფიქრობთ რა მოხდება საქართველოში მომავალი ორი- ხუთი წლის განმავლობაში? ”მე შეთანხმებისა და კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ ვიხრები. ჩვენ არასდროს გვსურდა სამხედრო შეტაკება და აღარ გვინდა ახალი ომი. ჩვენ წინ ვიხედებით და ფაქტია, რომ ვახორციელებთ ჩვენს ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენი მიზანი ნატოში გაწევრიანებაა, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის სამხედრო სტაბილურობა და ევროპის კავშირში შესვლა, რათა კეთილდღეობას მივაღწიოთ. ამ თვალსაზრისით, ისრაელი მართლაც მეგობარია და მას შეუძლია დიპლომატიურ ფრონტზეც და ფინანსური ინვესტიციებითაც დახმარება აღმოგვიჩინოს. ორიგინალი ორიგინალი