planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg ნატოს სამხედრო შტაბ–ბინის შეუაგულში, ბელგიურ ქალაქ მონსთან, აშკარა რევოლუციას აქვს ადგილი: მგეგმავები ფიქრობენ, როგორ დაიცვან აღმოსავლეთ ევროპელი წევრები რუსეთის თავდასხმისგან. ცივი ომის დასრულებიდან წლების განმავლობაში არსებული ტრადიციით, რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენდა და ნატოს არ სჭირდებოდა სამოქმედო გეგმების შემუშავება გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ახლადმიღებული წევრების, მაგალითად ბალტიის ქვეყნების დასაცავად. ნატოს ჩინოვნიკების თქმით, დღეს სიტუაცია შეიცვალა, თუმცა საჯაროდ ამაზე საუბარი არავის სურს. ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი თემას ირიბად ეხება: „ჩვენ გვაქვს ყველა აუცილებელი გეგმა ყველა მოკავშირის დასაცავად და მხარდასაჭერად. ვფიქრობთ, რუსებს გაუკვირდებოდათ ეს ასე რომ არ იყოს. ეს ალიანსის – ძირითადი ამოცანაა“. გარდაქმნა, ნატოს მიერ მისი როლის გადაფასებას მოჰყვა. ბატონი რასმუსენი ნატოს ახალი კონცეფციის (რომელიც „სტრატეგიული კონცეფციის“ სახელწოდებითაა ცნობილი) პროექტს შემოდგომის მინისტერიალზე წარადგენს. საბოლოო ვერსიას ნატოს ლისაბონის სამიტზე, ნოემბერში დაამტკიცებენ. დოკუმენტი შეეცდება ავღანეთის ომის გაკვეთილები მოიცვას, ისეთი, როგორიცაა „ყოვლისმომცველი მიდგომის“ აუცილებლობა (სამხედრო ოპერაციების კოორდინაცია ეკონომიკურ რეკონსტრუქციასთან და პოლიტიკურ ქმედებებთან). მაგრამ სტრატეგიული კონცეფცია, ავღანეთის მიღმა ხედვასაც მოიცავს, რადგან ნატოს ქვეყნები იქ მიმდინარე ბრძოლისგან გამიჯვნაზე ფიქრობენ. სინამდვილეში, მაშინ როცა ავღანეთი, დიდწილად ამერიკის საქმე ხდება, ალანსი კვლავ საკუთარ ფუნქციაზე ღელავს. ერთი საკითხია, ახალი როლების ძიება: კიბერ– თავდაცვა და კავშირების დამყარება ინდოეთთან და ჩინეთთან. მეორეა, ნატოს ძირითად არსთან დაბრუნება, ეს კი მოკავშირეების დაცვაა. ბევრი პოსტ–კომუნისტური ქვეყანა და ნორვეგიაც კი იმაზე ღელავს, რომ ისეთ „ექსპედიციურ“ ოპერაციებზე კონცენტრაციამ, როგორიც ავღანეთია, ურთიერთდაცვის ფაქტორი დაასუსტა, რაც ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლითაა გათვალისწინებული. კრემლმა მათ ნერვიულობის საფუძველი გაუჩინა: რუსეთის მხრიდან პროვოცირებული კიბერ–თავდასხმა ესტონეთზე 2007 წელს, რუსეთის ომი საქართველოსთან 2008 წელს და ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთვნები რუსეთის დასავლეთით 2009 წელს, რომლის კულმინაციაც გახლდათ ყალბი ბირთვული დარტყმა ვარშავაზე. სამხედრო დაგეგმვაში უფრო მყარი პოზიციების შემუშავება მოკავშირეთა დამშვიდებას ემსახურება. და ამან ბატონ რასმუსენს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მეტი შესაძლებლობა მისცა, რასაც რუსეთთან ამერიკის „გადატვირთვაც“ დაეხმარა. ნატომ და რუსეთმა სამხედრო კავშირები აღადგინეს, რაც საქართველოში ომის შემდეგ შეწყვეტილი იყო, და მხარეები შეთანხმდნენ ასევე „21–ე საუკუნის საფრთხეების“ ერთობლივ განხილვაზე. ბატონ რასმუსენს სურს, რომ ნატომ ისეთი ანტისარაკეტო–თავდაცვის ქოლგა შექმნას, რომელიც ამერიკის ქსელს (ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შეზღუდული გეგმა) უფრო მცირე მასშტაბის სისტემებთან დააკავშირებს, რომლებსაც ნატოს წევრები და საფრანგეთის მსგავსი ქვეყნები ანვითარებენ. დამატებითმა ღირებულებამ 200 მილიონ ევროზე ნაკლები უნდა შეადგიონოს (260 მილიონი დოლარი), რაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში ბლოკის 28 წევრზე განაწილდება. რასმუსენი ამტკიცებს, რომ მტკიცე საერთოევროპული თავდაცვის უზრუნველსაყოფად ეს დიდი ხარჯი არ არის. მეტიც, რუსეთი შეიძლება პარტნიორიც გახდეს. ბატონი რასმუსენი ამბობს, რომ ეს სამხედრო და პოლიტიკურ დატვირთვას შეიძენდა „იმის დემონსტრირებისთვის, რომ თავდაცვის ფარი არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მისი დაცვისთისაა განსაზღვრული“. მისი თქმით, კრემლს არ ექნებოდა ვეტოს უფლება ნატოს ანტი–სარაკეტო ფარზე, მაგრამ ეს ორნი მონაცემების გაცვლას შეძლებდნენ. ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა რუსეთი ნატოს სარაკეტო–თავდაცვის სისტემის ნარჩენების მიმართ იმაზე ნაკლებად მტრულად განწყობილი, ვიდრე ის ბუშის დიდი ანტისარაკეტო „სახმელეთო სისტემის“ მიმართ იყო. მეტიც, საფრანგეთი, ეკონომიის პირობებში ამ ფასის მიმართ სკეპტიციზმს გამოთქვამს. ნატოს მთელ ევროპაში თავდაცვის ბიუჯეტების შემცირება მთელ ევროპაში, არა მხოლოდ სამხედრო ძლიერების დაკარგვის გამო აღელვებს, არამედ იმის გამოც, რომ ცოცხალი ფულით შეზღუდულ სამინისტროებს, შეიძლება ნატოზე ხარჯების დაზოგვის სურვილი გაუჩნდეს. ბატონი რასმუსენის ჩინოვნიკები შიშობენ, რომ ნატოს გაბერილი სტრუქტურის ზედმეტად მკვეთრმა შეკვეცამ, და ერთობლივი აღჭურვის პროექტების შეზღუდვამ, შეიძლება ალიანსის „წებოს“ გაალღოს. ბატონი რასმუსენი ფიქრობს, რომ ბიუჯეტების შეკვეცაზე სწორი პასუხი, არა ნატოს ერთობლივი პროეტების შემცირება, არამედ მათი გაზრდა იქნებოდა. ორიგინალი ორიგინალი
-
პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ციებ–ცხელებაა. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით თავი მოვუყაროთ ყველა ტრანსფერს, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში ყოველდღიურად ხორციელდება. შემდგომში განხორციელებული ტრანსფერები სტატიას პერიოდულად დაემატება. იხილეთ fanebi.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/acb1c1b07861da425f9563321a13adfa-150x150.jpg ფესტივალზე, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონებში მცხოვრები ოსების, აზერბაიჯენელების, ლეკების და უდინების ტრადიციების, ფოლკლორის და კულინარიის ამსახველ მასალები იქნება წარმოდგენილი. „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მოამზადებენ თავიანთ ტრადიციულ კერძებს და ჩვენ კი ქართული კერძებით გავუმასპინძლდებით. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მათი ტრადიციული ხალხური ცეკვებიც“ – განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა, ნანა ნერსესაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
Wow, I’ve finally managed to make time to release a WordPress theme to the public and hopefully it will be the first of many! My first theme, Deadline, is a powerful, professional, “News” or “Magazine” theme by nature and can be used for virtually any subject. Naturally, it comes packed with an impressive array of custom options and widgets allowing you complete control of your own installation. Deadline is suitable for a variety of users, from the occasional personal blogger to the full-scale newspaper publishers. The theme options and inbuilt custom widgets will have you controlling content layout, managing your own advertising, pulling in your latest tweets, showing your latest video, displaying your latest photos and much, much more. Deadline has been developed to not only look great out of the box but also be that perfect canvas for keen developers to be able to customise their own content-heavy website. Theme Demo, Screenshots and Download Here Theme Screenshots Enough garble, here’s what the theme looks like! http://www.ormanclark.com/blog/wp-content/uploads/2010/08/deadline-homepage.jpg http://www.ormanclark.com/blog/wp-content/uploads/2010/08/deadline-postpage.jpg Theme Demo, Screenshots and Download Here Theme Features Deadline sports a full range of options and settings, here are some of the main features. Valid XHTM Strict1.0 Tableless Design5 Colour Schemes (orange, red, green, blue, purple)Full Localisation Support7 Widget Areas7 Custom WidgetsLatest TweetsTabbed Content125×125 Ads300×250 Ad120×240 AdFlickr PhotosVideo Widget[*]Extensive Theme Options Mimics WordPress UI / no brandingCustom Logo UploadPlain Text Logo Support Custom Favicon UploadGoogle Analytics TrackingFeedBurner RSS SupportFeedBurner RSS to Email SupportAuthor Bios on Post PagesMuch More…[*]Content Configuration Configurable Homepage Content BlocksInbuilt Related Posts (same category)Featured Post Selection & Display[*]WordPress 3.0 Ready 2 Custom Menu Locations with pre-3.0 fallbackPost Thumbnail/Featured Image Support[*]jQuery Support jQuery Improved Drop-down MenusjQuery Powered “News in Pictures” Section[*]Social Networking Enable/disable sharingSelect which networks to allow[*]Page Templates Archives TemplateFull WIdth (no sidebar)jQuery improved Contact Form[*]Custom Default Images Custom default Gravatar supportCustom admin login logo support[*]Optional 468×50 Banner support[*]Pull-quote Shortcodes[*]Layered PSDs for customisation[*]Extensive Documentation Theme Demo, Screenshots and Download Here http://feeds.feedburner.com/~r/mynameisorman/~4/7WwKZCqqbhM kiria.ge
-
ლონდონის "ვესტ ჰემმა" ოფიციალურად დაადასტურა დანიური "მიდტიულანდისა" და ახალი ზელანდიის ნაკრების მცველის უინსტონ რიდის შეძენა. ტრანსფერი ლონდონურ კლუბს დაახლოებით 4 მილიონი ფუნტი დაუჯდა. იხილეთ fanebi.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/hiroshima_wideweb__430x323-150x150.jpg იაპონიის ქალაქ ხიროსიმას დაბომბვის შემდეგ 65 წელი გავიდა. სამგლოვიარო ცერემონიალს პირველად დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იაპონიაში. ცერემონიას ასევე გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნიც დაესწრება. 1954წლის 6 აგვისტოს ა.შ.შ.-მა დაბომბა ხიროსიმა. ატომური ბომბის აფეთქებას სულ 130 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იხილეთ epn.ge
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/103255269.jpg გთავაზობთ ფოტოებს ოფიციალური ვებ-გვერდიდან. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/103255831.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/nwszz_prop100805-02-liverpool_rabotnicki.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/103255273.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/103254932.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100805-33-liverpool_rabotnicki.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100805-09-liverpool_rabotnicki.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/103255595.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/103255605.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100805-25-liverpool_rabotnicki.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100805-28-liverpool_rabotnicki.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100805-38-liverpool_rabotnicki.jpg View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg მაიკლ მაინვილი ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსულ- ქართული ომის მსვლელობისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო ”მას კვერცხებით ჩამოკიდებდა”, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯიუტად რჩება ხელისუფლებაში და თანდათან დასავლეთთან ურთიერთობებსაც აღადგენს. ხანმოკლე, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელმაც 2008 წლის 7 აგვისტოს იფეთქა, ბევრს ასეთი შეკითხვა გაუჩინა: შეძლებს კი ცეცხლოვანი სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას და თავისი პატარა ექს-საბჭოთა რესპუბლიკის გადარჩენას პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსისგან. ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი მისი რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის აღსადგენად და რომ დასავლეთში მას ჯერ კიდევ ბევრი მიიჩნევს ემოციურ და არაპროგნოზირებად ლიდერად. მაგრამ მას შემდეგ, რაც შინ ფართომასშტაბიანი ოპოზიციური პროტესტი და რუსეთის მუდმივი ანტაგონიზმი ჩაამშვიდა, სააკაშვილმა ნელ-ნელა თავისი იმიჯის და მისი ქვეყნის პროდასავლური მისწრაფებების აღდგენა იწყო. ”ომის შემდეგ ძირითადად ისეთი განცდა იყო, რომ მან უზარმაზარი შეცდომა დაუშვა და დიდი ალბათობით, ეს მას სამუშაოს დაკარგვას უქადდა”, – ამბობს სვანტე კორნელი, სტოკჰოლმის ცენტრალური კავკასიისა და აზიის ინსტიტუტის კვლევათა დირექტორი. ”მაგრამ ეს არ მოხდა და ახლა მას რეალურად ბევრად უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვიდრე ეს ვინმეს ომის შემდეგ წარმოედგინა”. მთავრობამ მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატების ვიზიტების სერიით მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის იყვნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი. ”მანამდე ჩვენ მუდმივ კრიზისში, ან პრე-კრიზისულ ან პოსტ-კრიზისულ სიტუაციაში ვიყავით და ეს დასრულდა… ამ ბოლო წლების განმავლობაში, ახლა ნამდვილად საუკეთესო ატმოსფეროა”, – უთხრა ჟურნალისტებს სააკშვილის მაღალი რანგის მრჩეველმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით ილაპარაკა. რუსული ჯარი იმ ომის მსვლელობისას, რომელმაც ქართველებსა და სეპარატისტებს შორის, პრო-მოსკოვურ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იფეთქა, საქართველოში შემოიჭრა. რუსეთი აცხადებდა, რომ ის სამხრეთ ოსეთის ბინადართ იცავდა საქართველოს თავდასხმისგან, რომლის მიზანიც ძალის გამოყენებით რეგიონის დაბრუნება იყო, ხოლო თბილისი ამტკიცებს, რომ მან ჯარი რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ გამოიყენა. ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ, რომლის დროსაც რუსულმა ძალებმა უკუაგდეს საქართველოს არმია და ღრმად შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ევროკავშირის შუამავლობით საზავო ხელშკერულება დაიდო და კონფლიქტი დასრულდა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://i064.radikal.ru/1007/ac/ff901b180e40.jpg ეს კი გუშინდელი თამაშის ვრცელი 17 წუთიანი LFC-TV – ს უმაღლესი ხარისხის მიმოხილვა, სადაც ლივერპულმა 2-0 სძლია თავის მეტოქეს რაბოტნიცკის და ორივე თამაშის მიხედვით გადავიდა გათამაშების შემდეგ ეტაპზე საერთო ანგარიშით (4-0) ნგოგმა კვლავ თავი გამოიჩინა და გაიტანა გოლი, თუმცა თამაშისთვის რომ გედევნათ თვალყური ყველა დაინახავდით, რომ ნგოგს მინიმუმ ჰეთრიკის შესრულება შეეძლო…დანარჩენს კი თქვენთვითონ დააკვირდით.. . :: გადმოწერა :: . View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/xandzari1-150x150.jpg რიკოთის უღელტეხილზეხ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. სატყეო დეპარტამენტის უფროსის პაპუნა ხაჩიძის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული, რომლის ლოკალიზებაც ადგილობრივი ძალებით მოხერხდა. მისივე ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მონიტორინგის ჯგუფი მუშაობს. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/Meet+The+Press+7idy6g4mC0sl-150x150.jpg ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ეკონომიკურმა მრჩეველმა, კრისტინა რომერმა თანამდებობა დატოვა. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რომერს დიდი ხანია ამ გადაწყვეტილების მიღება სურდა. მათივე თქმით, კრისტინა რომერის შვილი კალიფორნიაში სწავლობს და იქ ერთად იცხოვრებენ. რომერის თანამდებობიდან წასვლის ოფიციალურ მიზეზად, სწორედ ეს ფაქტი დასახელდა. იხილეთ epn.ge
-
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ნანი დარწმუნებულია, რომ მომავალი სეზონი მის კარიერაში საუკეთესო იქნება და თვლის, რომ უკვე დროა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდეს. იხილეთ fanebi.com