Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ბრიტანულ ამხანაგურ დაპირისპირებაში შოტლანდიელებმა ინგლისელებს მოუგეს და ახალი სეზონის წინ დადებითი განწყობა შეიქმნეს. "ახალციხელები" სეზონის დაწყებამდე (14 აგვსიტო) კიდევ ერთი მატჩის გამართვას მოასწრებენ, შემდეგ კი წინ პრემიერლიგის პირველი ტური და "მანჩესტერ იუნაიტედი" ელით იხილეთ fanebi.com
  2. იტალიურმა "მილანმა" "პანათინაიკოსთან" ფრედ 0:0 ითამაშა და შემდეგ პენალტების სერიაში მოუგო. არადა ბერძნებს შეხვედრის არბიტრმა 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალათ, მოტივი - თამაშგარე მდგომარეობა იხილეთ fanebi.com
  3. "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი სერ ალექს ფერგიუსონი BBC-სთვის გამოცხადებულ ბოიკოტზე უარის თქმას აპირებს. ამის გაკეთებას მას ინგლისის საფეხბურთო და მწვრთნელთა ასოციაციები აიძულებენ. რამდენიმე დღის წინ ეს ორი ორგანიზაცია ფერგიუსონს სანქციებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ BBC-ს გადაცემა 'Match of the Day'-სთვის და Radio 5Live-ის პროგრამებისთვის 7 წლის წინ გამოცხადებულ ბოიკოტს არ შეწყვეტდა. იხილეთ fanebi.com
  4. მადრიდის "რეალის" ახალწვეული სამი ხედირა გუნდს "ლოს ანჟელეს გალაქსისთან" მატჩში დაეხმარება, ამის შესახებ ესპანური სააგენტოები იუწყებიან. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ფეხის თითის ტრავმის გამო მადრიდელთა უკანასკნელი ვარჯიში გამოტოვა და იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ხედირა გუნდს ვერც მომავალ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებდა. იხილეთ fanebi.com
  5. http://b.pix.ge/b/i67q9.jpgფრანგული "მარსელი" არ ამბობს უარს,იტალიური "ფიორენტინას" ფორვარდ,ალბერტო ჯილარდინოს გადაბირებაზე.ინფორმაციას ავრცელებს footballpress.net. უახლოეს მომავალში,დიდიე დეშამი და კამპანია,აპირებენ,რომ მორიგი შეთავაზება გაუგზავნონ ჯილარდინოს "მარსელში" გადასვლასთან დაკავშირებით.ამჯერად "მარსელი" მზადაა 12-13 მილიონი ევრო გადაიხადოს ფეხბურთელის სანაცვლოდ.შესაძლოა ეს წინადადებაც უარყოფილი იქნეს იტალიელთა მხრიდან,რადგანაც "იები" ჯილარდინოს სანავლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვენ. სრულად იხილეთ
  6. http://b.pix.ge/w/hsq1o.pngკიდევ ერთი ლამაზი და სასიამოვნო დღე ჩაიწერა ქართული ჰეთრიკის ისტორიაში. დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ქართველ გულშემატკივართა არმია რიკოთა გაღმა და რიკოთს გამოღმა ქუჩაშია გამოსული, სტვენითა და შეძახილებით აღნიშნავენ იმ ორ გამარჯვებას რომელიც საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულ ნაკრებმა მიაღწიეს. ფეხბურტელების და სამწვრთნელო შტაბის მონდომებამ მთელი ერი გაახარა. სრულად იხილეთ
  7. http://a.pix.ge/y/xjoai.pngევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის, ლვოვის "კარპატისთან" საპასუხო მატჩი მწარედ დაგვამახსოვრდა. უკრაინელებთან შინაც დავმარცხდით, მაგრამ მხოლოდ შედეგს ვინ ჩივის, შესაძლოა ამ მატჩმა კიდევ უფრო მწარედ დაგვამახსოვროს თავი. საქმე ის არის, რომ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ლვოველებთან მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრის მხრიდან ვანდალიზმს ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა ტრიბუნაზე ემოცია უნდა იყოს, მაგრამ ტრიბუნიდან მოედანზე სხვადასხვა საგნის სროლა ძალადობაა. ამას ყოველთვის სანქცია მოჰყვება და ისევ ჩვენი კლუბი დაზარალდება. სამწუხაროდ, სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე... "კარპატისთან" თამაშის მსვლელობისას, გვერდითი მსაჯის ქმედებით აღშფოთებულმა ულტრაფანების ერთმა ჯგუფმა, ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს. ბუნებრივია, ყოველვე ეს მატჩის დელეგატს არ გამორჩენია, ოქმშიც დააფიქსირა და უეფაშიც წარადგენს. შესაბამისად, იმერული კლუბი უეფადან ფინანსურ სანქციას ნამდვილად ვერ ასცდება. სხვათა შორის, გამორიცხული არ არის უარესიც - ანუ სტადიონის დისკვალიფიკაცია და ევროტურნირების ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგში დაყენებაც არ არის გამორიცხული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ვაიგულშემატკივრის ვანდალური საქციელის გამო, შესაძლოა ზესტაფონი ევროტურნირების გარეშე დარჩეს. არა და, იმერული კლუბის მესვეურებმა თანხები არ დაიშურეს, სტადიონი ევროსტანდარტამდე აიყვანეს, ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ გუნდს მშობლიურ არენაზე ეთამაშა და ზესტაფონს დიდი ფეხბურთი სწვეოდა. ახლა კი რა ხდება? ამ ვანდალური ფაქტის გამო, სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ზესტაფონში ევროტურნირების მატჩები აღარ ჩატარდეს. ამ ვაიქომაგების საქციელი ზესტაფონელმა გულშემატკივრებმაც დაგმეს და ვანდალიზმის წინააღმდეგ მწვავედ გალაშქრება მოითხოვეს. ბუნებრივია, როცა ასეთი საფრთხის წინაშეა ქართული კლუბი, ძალადობასთან ბრძოლის გააქტიურებაა საჭირო და ამ მხრივ "ზესტაფონიც" გაისარჯა. იმერული კლუბის მესვეურებმა საქმეში სამართალდამცავი სტრუქტურები ჩართეს. როგორც გავიგეთ, უკვე დადგენილია ვანდალიზმის მომწყობი ულტრაფანების ვინაობა და მათ მალე დააკავებენ.ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით. "კარპატისთან" მატჩის მსვლელობისას მომხდარი ვანდალური ფაქტის გამო, უეფადან ფინანსურ სანქციას ნამდვილად ვერ ავცდებით. ამ საკითხს უეფაში განიხილავენ და გადაწყვეტილებასაც გვაცნობებენ. იმედი მაქვს, სტადიონის დისკვალიფიკაციას გადავრჩებით. ამ ფაქტმა შესაძლოა ზესტაფონი უფეხბურთოდ დატოვოს. ბუნებრივია, ამან ჩვენი გულშემატკივარი აღაშფოთა და ძალადობის წინააღმდეგ სერიოზულ ბრძოლას ვიწყებთ. ვანდალიზმის გამო შესაძლოა ჩვენი ქალაქი დიდი ფეხბურთის გარეშე დარჩეს, ამას კი ვერავინ აიტანს", - გვითხრა სერგო ფუტკარაძემ. სრულად იხილეთ
  8. http://b.pix.ge/t/w9m2w.jpgიტალიური "მილანის" ქართველმა ლეგიონერმა,კახა კალაძემ ჯერ ვერ გადაწყვიტა თუ სად გააგრძელებს იგი საფეხბურთო კარიერას მას შემდეგ,რაც მას ამოეწურება მოქმედი კონტრაქტი.შეგახსენებთ,რომ ქართველი მცველი გუნდთან 2011 წლამდე არის დაკავშირებული. "დავრჩები იტალიაში თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატში გადავბარგდები,ამ ეტაპზე არ ვიცი.თავდაპირველად მე "მილანთან" კონტრაქტი მაქვს შესასრულებელი,აი მერე უკვე სად წავალ ძნელი სათქმელია,თუმცა დარწმუნებული ვარ იქნება არაერთი ვარიანტი", - განაცხადა 32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა. სრულად იხილეთ
  9. <p style="text-align: center;">http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100805-25-liverpool_rabotnicki.jpgგთავაზობთ ვიდეოს სადაც ასახულია ჯო კოულის თამაში რაბოტნიკის წინააღმდეგ, იგი ნამდვილად იყო საუკეთესო ფეხბურთელი ამ მატჩში. View the full article
  10. http://b.pix.ge/t/x4t2q.jpgრომის "ლაციო" ბრაზილელი ჰავბექით,ერნანესით გაძლიერდა,ინფორმაციას ავრცელებს Tuttomercatoweb. "სან პაულუს" 25 წლის ფეხბურთელმა,5 სეზონის ხანგრძლივობის კონტრაქტი გააფორმა "ლაციოსთან". არაოფიციალური ინფორმაციით ერნანესის ტრანსფერი "ლაციოს" 11 მილიონი ევრო დაუჯდა.აღსანიშნავია რომ ამ თანხის 75% მიიღებს "სან პაულუ". სრულად იხილეთ
  11. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/pred-gerrard.jpg საფეხბურთმა კლუბმა ლივერპულმა აღტაცებაში მოიყვანა ყველა როდესაც მათ გამოაცხადეს რომ გახსნეს ონლაინ ბუცების ოთახი. აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ოფიციალური ლივერპულის ბუცები და სხვა სავარჯიშოები. საფეხბურთო კლუბი ლივერპული გახდა პირველი კლუბი მსოფლიოში რომელმაც ამგვარი ღონისძიება მოაწყო და გააკეთა. ბუცებს ყველას ახატია კლუბის ლოგო, მაგრამ ფანებს შეუძლიათ საკუთარი გემოვნებით დააწერინონ ბუცზე სახელი და ნომერი. ბუცებს კერავს “ადიდასის” ფირმა საფეხბურთო კლუბის ოფიციალური სპონსორი. დღესდღეობით შესაძლებელია და წარმოდგენილია ბუცები გასაყიდად შემდეგი სახელებით:სტივენ ჯერარდი, ჯეიმი კარაგერი, დირკ კიუიტი, მაქსი როდრიგესი. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/f50-lfc.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/f50-shankley.jpg View the full article
  12. http://u.goal.com/104500/104570hp2.jpg პოპულარულმა სპორტულმა საიტმა GOAL.COM-მა გამოაქვეყნა ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფორვარდების ათეული. სიას ლიდერობს დორტმუნდის ბორუსიის ვარსკვლავი მარიო გოეძე . ხოლო ლივერპულელი დანი პაჩეკო კი 10-ეულში 2 ადგილზეა. სრული სია იხილეთ სრულიადში 1. მარიო გოეძე 2. დანი პაჩეკო 3. ჯამეს როდრიგესი 4. ფილ ჯონსი 5. გაელ კაკუტა 6. სონ ჰენგ მინი 7. ტიაგო ალქანთარა 8. აბელ ჰერნანდესი 9. ჯანო ანანიძე 10. ფილიპ კაუტინიო View the full article
  13. http://images.icnetwork.co.uk/upl/dailypost/jul2009/5/6/daniel-pacheco-986066566.jpg დანი პაჩეკომ ისაუბრა თავის მიზნებზე, მას უნდა გახდეს ძალაინ წარმატებული ფეხბურთელი ენფილდზე როი ჰოჯსონის მწრთვნელობის პერიოდში. დანიელ პაჩეკო იყო საუკეთესო ფეხბურთელი თავის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე 19 წლამდე ასაკში. ლივერპულის 47 ნომერმა გუშინ ნორმალურად ითამაშა რაბოტნიკის წინააღმდეგ, ლივერპულმა ეს თამაში უდავო უპირატესობით მოიგო ანგარიშით 2:0. პაჩეკომ თამაში მარჯვნიდან დაიწყო შეტევაში, მაგრამ შემდეგ მან მარცხენა ფლანგზე გადაიწია და კარგად მოერგო კლუბის ტაქტიკას. დანი:“ძალიან გახარებლი ვარ, ეს იყო ჩემი პირველი მატჩი პირველ გუნდში როდესაც მე ვითამაშე სტადიონზე 90 წუთის განმავლობაში”. “მე არ უნდა მოვეშვა და უნდა ვივარჯიშო ძალიან ბევრი როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი, ამის მეშვეობით მე ბევრად უკეთესი ვიქნები და იმედი მაქვს ამის მეშვეობით მე როი უფრო ბევრ შანსს მომცემს თავის გამოჩენის”. “გუნდმა ითამაშა ნამდვილად შესანიშნავად, ძალიან მაღალი იყო თამაშის ტემპი და ბედნიერი ვარ რომ მე ამ შესანიშნავი მატჩის მონაწილე ვიყავი”. “მე ვითამაშე მარცხენა ფლანგზე და თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი, არც მიფიქრია ის რომ უფრო წინ წავსულიყავი”. “მე ვითამაშე ოთხშაბათს, როი მესაუბრა მე მატჩის დაწყებამდე, მე მას ვკითხე თუ როგორი იყო ჩემი ფიზიკური მდგომარეობა, მან მიპასუხა რომ მე კარგად ვიყავი ფიზიკურად მომზადებული და ისიც მითხრა რომ მე მის გუნდში ძირითადში უნდა მეთამაშა იმ კონკრეტულ მატჩში”. “მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ყველაფერი კარგი გავაკეთო ლივერპულისთვის და ვაჩუქო ამ კლუბს ყველაფერი საუკეთესო”. “მე ვშრომობ ძალიან ბევრს რადგანაც მინდა მოვიპოვო კიდევ ერთი შანსი და როდესაც მე შანსი მომეცემა მინდა ვიყო ბევრად უკეთესი ვიდრე წინა მატჩში, მინდა გავუმჯობესდე”. პაჩეკოს ასევე კითხეს თავის უდიდესი სიამაყეზე როდესაც მან 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატში მოიგო ოქროს ბუცი, და შეეჯიბრა ფერნანდო ტორესს გატანილი 4 ბურთით. “ძალიან ბედნიერი ვარ მანდ როდესაც ვითამაშე, ასევე მოვიგე ტიტული ეს ორმაგი სიხარულია ჩემთვის და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, უკეთესო იქნებოდა ფინალშიც გაგვემარჯვა, ეს ყოველტვის ლამაზ მოგონებად დარჩება ჩემს მეხსიერებაში”. <p style="text-align: center;"> View the full article
  14. მთაში ამბობენ, იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს იცოცხლებ, არამედ იმას, როგორ მოკვდებიო. მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის ჯარისკაცი გიორგი ანწუხელიძეც ასე ფიქრობდა. ცოტა ხანს იცოცხლა, სულ რაღაც 23 წელი, მაგრამ კაცურად გალია თავისი წილი წუთისოფელი. გაზიარება [ეკა ლომიძე. 22:58 06-08-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFxbWdcaFSI/AAAAAAAAD-Q/s-y_EwpiU64/s200/tushi-copy-2.jpgალვანელი თუში ბიჭი ცხვარსაც მწყემსავდა და დედასთან ერთადაც შრომობდა, უვლიდა ოჯახს... ერაყიც მოიარა, როგორც მშვიდობისმყოფელმა, 2008 წლის შემოდგომაზე ისევ უნდა წასულიყო. მაკა ჩიკვილაძე, გიორგის ქვრივი: "6 აგვისტოს მე და ჩვენი შვილი ლევანი გორის რაიონში, სოფელ ძევერაში გაგვგზავნა დასასვენებლად. რა იცოდა, რომ ომი დაიწყებოდა. 7 აგვისტოს გამთენიისას დავურეკე, შინ იყო, ეძინა. ვთხოვე, გული ცუდს მიგრძნობს, არეულობაა და თუ გამოგიძახებენ, თავს გაუფრთხილდი-მეთქი". ...ის ვაჟკაცურად დაიღუპა. ტყვედ ჩავარდნილმა სამაგალითო გმირობა გამოიჩინა. მისი წამების ფაქტები ჯალათებმა უკვდავყვეს - ერთ-ერთ სეპარატისტს მობილური ტელეფონით გადაუღია ამაზრზენი ვიდეოკადრები: ქართველ ტყვეთაგან ყველაზე მაღალს, ვაჟკაცური გარეგნობით გამორჩეულს მისცვივდებიან სეპარატისტები, მოსთხოვენ, დაიჩოქოს და მიწას აკოცოს. არ ემორჩილება და დაუზოგავად ურტყამენ სახეში (გვამს არც ერთი კბილი აღარ ჰქონდა შერჩენილი), მოითხოვდნენ, მტრის ინტერესების მიხედვით მიეცა ჩვენება. კადრებში გარკვევით ისმის დაკითხვის ტექსტი. ერთ-ერთი ტყვის სიმტკიცის გამო გაოცებას ვერ ფარავს და კადრში ისმის, ძალიან ძლიერი ბიჭიაო. ზოგი თავის მოჭრას უპირებს, ზოგი დახვრეტას, ვიღაც ცდილობს, მისი მოკვლა გადააფიქრებინოს ბანდას, იქნებ ინფორმაცია გამოვტყუოთ, ნუ მოვკლავთო, მაგრამ გიორგის გაუტეხელობა მოთმინების ფიალას უვსებს მხეცებს. ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოს ღობესთან მიაგდებენ და ჯერ რიგრიგობით შესდგებიან წიხლით, მერე კი... კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს გაუჩინარდა ცხინვალის ომში. 5 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მოგვიანებით, გადმოსვენებულ ათ ქართველთაგან ერთ-ერთი მისი ცხედარი აღმოჩნდა. გიორგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს. "როდესაც მისი სიკვდილი დადასტურდა და ის საშინელი ვიდეოკადრები გავრცელდა, მხოლოდ წამების დასაწყისის ნახვა შევძელი და დავრწმუნდი, რომ გიორგი აღარ მყავდა, მაგრამ დღემდე ველოდები, ელოდებიან გიორგის დედა და ჩემი შვილები - ლევანი, რომელიც მაშინ მხოლოდ ათი თვის იყო და ანა, რომელიც მამის სიკვდილიდან 7 თვეში დაიბადა. გიორგიმ სქესი არ იცოდა, ოცნებობდა ქალიშვილზე და აუხდა... საუბედუროდ, სტრესმა თავისი ქნა - გოგონა ტრავმული დაიბადა, ცალი ფილტვი თვე-ნახევარი არ ეხსნებოდა და აპარატზე იყო მიერთებული", - იხსენებს მაკა. გიორგის დაღუპვიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა აგვისტოს ომთან დაკავშირებული კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც რუსი და ოსი სამხედრო პირების მიერ გიორგი ანწუხელიძის წამებასა და დახვრეტას ეხება. "მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ გიორგის წამება მისი ეთნიკური წარმოშობითაც იყო განპირობებული. მას არ აპატიეს, რომ საქართველოს მოქალაქე იყო. იურისტების განმარტებით, დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) მოთხოვნები. იმ ამაზრზენ კადრებში ჩანს ჯალათების სახეები. მოვითხოვთ მათ დასჯას და რუსეთისგან მორალურ და ფინანსურ კომპენსაციას. ამბობენ, რომ სტრასბურგში სარჩელის განხილვას წლები სჭირდება. ჩვენ დაველოდებით და ვიბრძოლებთ სასურველი შედეგის მიღებამდე. იოლი არ არის ჯარისკაცის ცოლობა, არც გმირის ცოლობაა იოლი და კიდევ უფრო რთულია გმირის ქვრივობა. მეც მმართებს გმირობა და ახლა შვილებთან ერთად ამისთვის ვიბრძვი", - ამბობს მაკა."კვირის პალიტრა" "გმირი - ყველაზე ხანმოკლე პროფესიაა ამქვეყნად"უილ როჯერსიhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  15. ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი მკაცრად აფასებს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი საოცრად უმწეო და დაუცველია: გაზიარება [ხათუნა ჩიგოგიძე. 22:54 06-08-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFxaaSXSPzI/AAAAAAAAD-I/8Gwg2UPbET4/s200/inashvili_irma_572088322.jpg- ქალბატონო ირმა, ერთ დროს გამომცემლობა ”სამშობლოდან” ჟურნალისტები გამოაძევეს, შემდეგ კი მათი ბედი დევნილებმაც გაიზიარეს. რაზე მეტყველებს ამგვარი ფაქტები?- მსგავსი ფაქტები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებას არ უყვარს თავისი ხალხი. ყველაფერი, რაც აქ კეთდება დემოკრატიის სახელით, ადამიანების საზიანოდ არის მიმართული. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი საქართველოში ძალზე მწვავედ დგას, რადგან ირღვევა თითქმის ყველა ნორმა: მედია არ არის თავისუფალი და ამასთანავე ართმევენ საკუთრებას, არ არის დაცული ადამიანის სიცოცხლის უფლებაც კი. ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოყარეს ჟურნალისტები გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობიდან, როგორ დაულუქეს ტექნიკა, როგორ შეაჩერეს ჟურნალისტური საქმიანობა, რაც ყველა საერთაშორისო კონვენციითა და კანონით აკრძალული ქმედებაა. აქვე იკვეთება მეორე საკითხიც - როგორ ეპყრობა სახელმწიფო დევნილებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - იმ დევნილებს, რომლებიც გაჩნდნენ მიხეილ სააკაშვილის წაგებული ომის შემდეგ, ეს ხელისუფლება რაღაც ყურადღებას მაინც აქცევს, მაგრამ იმათ, ვინც 1990-იან წლებში დაკარგა თავისი სახლ-კარი, სააკაშვილის რეჟიმი ექცევა როგორც უცხოებს! ხელისუფლება თითქოს ჯიუტად იმეორებს: გავაკეთებ რასაც მინდა, მინისტრად დავნიშნავ ვისაც მინდა, წერეთ რაც გაგეხარდებათ, გავყიდი რომელ შენობასაც მინდა, ან ვაჩუქებ ვისაც მინდა… - დევნილები ჩივიან, რომ მათ ისეთ ადგილებში უპირებენ ჩასახლებას, სადაც მინიმალური პირობებიც კი არ არსებობს…- როდესაც დევნილს სადღაც ასახლებ, იმის ნახევარი კი არა, ორჯერ უკეთესი პირობები უნდა შეუქმნა, რაც ჰქონდა. არადა, ასახლებ სადღაც, უდაბნოში, სადაც არც კომუნიკაციაა, არც არაფერი. ვიმეორებ, მათ არ უყვართ საკუთარი ხალხი. არ შეიძლება დაყო მედია შენიანად და მტრად, დაყო დევნილები, პედაგოგები, ექიმები, ჟურნალისტები შენიანებად და მტრებად. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალადობრივ გარემოში და ამ ძალადობის გამოვლინებას ვხედავთ თითქმის ყველა სფეროში. გამომცემლობა ”სამშობლოს” მაგალითი სწორედ ამაზე მიგვანიშნებს. სად უნდა წავიდეს ახლა ეს ხალხი?! მათი ბრალია, რომ დევნილები გახდნენ?! ერთ ციფრს დაგისახელებთ: მხოლოდ საკრებულო 3 მილიონზე მეტს იღებს ბიუჯეტიდან ბენზინის, ტელეფონისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო გადასახადების დასაფარავად. ჩნდება კითხვა, როცა შენთვის მილიონებს ხარჯავ, დევნილებისთვის რას აკეთებ? რაც შეეხება მათთვის შემოსულ დახმარებებს, ეს თანხა სააკაშვილის რეჟიმის განმტიკიცებისათვის დაიხარჯა. - ქალბატონო ირმა, როგორ შეაფასებდით ქართულ მედიაში არსებულ სიტუაციას?- ამ ქვეყანაში მედიაჯგუფებს აფინანსებენ ფონდები, რომლებიც პირდაპირ მიბმული არიან ხელისუფლებასთან. მთელი ძალისხმევა იქ მომუშავე ჟურნალისტებისა მიმართულია იქითკენ, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტები წარმოჩინდნენ რადიკალებად და მარგინალებად. რადიკალებსა და მარგინალებს კი საერთაშორისო ფონდები არ აფინანსებენ. მწვავედ დგას ჟურნალისტური პატიოსნების საკითხიც. ამ ხელისუფლებამ გარყვნა ქართველი ჟურნალისტების ძალიან დიდი ნაწილი, თითქმის 80 პროცენტი. თქვენ ნახეთ როგორ დატოვა ”იმედი” ოცდაათმა ჟურნალისტმა და ერთ ღამეში როგორ დასაქმდნენ ”ტიბისი ტვ”-ში. ასეთი ფაქტები ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილია. ჩემი ნება რომ იყოს, ჩვენს პრეზიდენტს და მინისტრთა კაბინეტს ჭუბერის გზას ფეხით გამოვატარებდი. იცით, რატომ? - კოდორის ხეობის შენარჩუნება არანაირ პრობლემასთან არ იყო დაკავშირებული, კოდორი ამ ხელისუფლებამ გააჩუქა! -დასასრულ, ქალბატონო ირმა, საზოგადოებას აინტერესებს, როდის გააგრძელებს მუშაობას რადიო ”ობიექტივი”?-დაფინანსება არც გვაქვს და არც გვქონია ამიტომ, რადიო ”ობიექტივის” ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. თუ მუშაობას დავიწყებთ, ეს ისევ ჩვენივე ძალებით უნდა მოვახერხოთ. "კვირის პალიტრა" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  16. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, გივი კარტოზიას ბიუსტს სპორტის სასახლესთან მთელი ღამის განმავლობაში მოჭიდავეები, ძეგლის შემსრულებელთან ერთად დარაჯობდნენ. გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 22:47 06-08-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFxYo74x_ZI/AAAAAAAAD-A/0Q8yaEP6GDQ/s200/aaaaaaaa.gif...შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლე გივი კარტოზიას სახელს ატარებს. საქმე იმაშია, რომ წუხელ ძეგლის ავტორს, გიორგი შხვაცაბაიას პარლამენტიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ბიუსტი სპორტის სასახლის ინტერიერს აუშნოებს და რომ მისი სხვაგან გადატანა უნდათ. ამის შესახებ პრესა.გე–ს უთხრეს: ძეგლის შემსრულებელმა, იოსებ ზურაბიშვილმა და მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ჭიდაობაში, ლუკა კურტანიძემ, რომელიც ახლახანს ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოში“ გაწევრიანდა. “წუხელ, ღამის პირველ საათზე ძეგლის ავტორმა, გიორგი შხვაცაბაიამ დამირეკა და მითხრა, რომ ძეგლის გადატანას აპირებენ. ამის შესახებ ძეგლის ავტორს პარლამენტის კულტურისა და სპორტის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ასანიძის მოადგილემ დაურეკა (გვარი სამწუხაროდ არ ვიცი) და გააფრთხილა. იმ წუთას წამოვედი და მას შემდეგ აქ ვდგავარ. ამათმა ხომ ღამ–ღამობით იციან ძეგლის გადატან–გადმოტანა?! გათენდა და ჯერჯერობით არავინ მოსულა. გივი კარტოზია იყო ლეგენდარული ადამიანი. მე წილად მერგო პატივი, მისი ქანდაკება ბრიონჯაოში ჩამომესხა. ახლა აქ, სპორტის სასახლესთან ჩემთან ერთად არიან ღვაწლმოსილი ადამიანები: ბიჭიკო შელია, გივი კარტოზიას ბავშვობის მეგობარი; ჯიმი ხეცურიანი, ამ ქანდაკების ერთ–ერთი სულის ჩამდგმელი და სხვები. ეს ადამიანები 2 წელი იბრძოდნენ იმისთვის, რომ ეს ქანდაკება აქ აღმართულიყო და ბოლოს ქალაქს აჩუქეს ბუმბერაზი, ლეგენდარული კაცის ქანდაკება, რომელიც აქ მიმდინარე წლის ივნისში, ყოველგვარი წესის დაცვით დაიდგა. შეგახსენებთ, რომ ქანდაკება დგას სპორტის სასახლის სალაროების მხარეს, აქ დაგეგმილი ღონისძიების რეკლამა, რომ იკვრება, აი, მაგის წინ, ბოლნისის ულამაზეს ქვაზე და აბსოლუტურად არავის არაფერში არ უშლის ხელს. ამ ძეგლის აქედან გადატანა არის ამათი დაჟინება და მეტი არაფერი; ხალხი ბუმბერაზი ადამიანებს და მათ ძეგლებს, რომ ხედავს, აი, ეს არ მოსწონთ! მე ამის თქმის არ მეშინია. სიღნაღში ამირანის 12–მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკებასთან ღამით, ქურდულად მივიდნენ და გადააგდეს, ხევში ჩაჩეხეს. თბილისში მაგალითად, არც პრომეთეს დადგმა უკითხავთ ვინმესთვის და არც აღება – ამ ძეგლთანაც ქურდულად მიიპარნენ, აიღეს და ბორჯომის პარკში გადაიტანეს. ახლა გივი კარტოზიას ქანდაკებას რას უპირებენ, არ გვეუბნებიან. ასე ხომ არ არის – არ მინდა და უნდა ავიღოო?! აუცილებლად “რევოლუციის“ მერე უნდა ჰქონდეს გმირობა ჩადენილი, ადამიანმა პატივისცემა რომ დაიმსახუროს?!“ – ამბობს პრესა.გე–სთან საუბრისას ძეგლის შემსრულებელი, იოსებ ზურაბიშვილი. მისივე განმარტებით, ძეგლის ოფიციალური გახსნა სექტემბრშია დაგეგმილი, ოლიპმპიურ კომიტეტთან და ჭიდაობის ფედერაციასთან ერთად. პრესა.გე პირველად მერიის პრესსამსახურს ტელეფონით დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მერიამ გივი კარტოზიას ბიუსტის გადატანის შესახებ არაფერი იცის – “რადგან სატელეფონო ზარი პარლამენტიდან იყო, უმჯობესია იქ გაარკვიეთ რა ხდებაო“. პარლამენტის პრესსამსახურში გიორგი ასანიძის მობილური ტელეფონის ნომერი მოგვცეს, მაგრამ სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება ვერ შევძელით – ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დავინტერესდით, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ჭიდაობაში, ლუკა კურტანიძეს ხომ არ უცდია პირადი კონტაქტებით გაერკვია რას უპირებენ გივი კარტოზიას ბიუსტს. აღმოჩნდა, რომ მანაც ძეგლის ავტორისგან შეიტყო მისი გადატანის ამბავი და სხვა არაფერი იცის: “ამ ძეგლის გადატანის საკითხს როგორ შეფუთავენ და მიაწვდიან საზოგადოებას, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. როცა ეს ამბავი შევიტყვე, ჩემი პირველი რეაქცია იყო აღშფოთება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის და იმ ადამიანის, რომელიც აღვიზარდე გივი კარტოზიას, ლევან თედიაშვილის, რომან რურუას და ასეთ სახელოვანი და ლეგენდარული სპორტსმენების მაგალითებზე, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ მოუტანეს დიდი სიხარული. მადლიერი ვარ, რომ წილად მერგო პატივი, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენზე, გივი კარტოზიაზე, რომელიც იყო: ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი და ადამიანი, რომელიც ქართული ადათ–წესებით, ღირსეულად იყო აღზრდილი და ამ წესის მატარებელი გახლდათ. მან უამრავ ადამიანს მოუტანა უდიდესი სიხარული, როგორც ლეგენდარულმა სპორტსმენმა და რომ არა გივი კარტოზია, რომ არა რომან რურუა, რომ არა ლევან თედიაშვილი, რომ არა ამო ციმაკურიძე..., რომლებმაც მსოფლიო არენაზე ქართული სპორტის ისტორია შექმნეს, არ იქნებოდა ის გამარჯვებები, რომელსაც დღესაც აღვნიშნავთ. სირცხვილია, როდესაც კითხვის ნიშანი ისმება, შეეფერება თუ არა გივი კარტოზიას ბიუსტი, მისივე სახელობის სპორტის სასახლის ფასადს. საერთოდ, ქვეყნები გმირებს იგონებენ; ჩვენ გმირები გვყავს, რომელთაც ჩქმალავენ, ანადგურებენ, მათი ძეგლები სადღაც მოფარებულში გადააქვთ და წინ ისითი ღირებულებების წარმოჩინებას ცდილობენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამაქცეველია. ყველაფერი იქით მიდის, რომ ღირსეული ადამიანების ისტორია უნდათ წაშალონ, რომ უფრო მორჩილი და მართვადი ერი მიიღონ, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ – საქართველომ და ქართველმა ერმა, საუკუნეები გამოიარა და ასე ადვილად დასაბეჩავებელი რომ იყოს, ჩვენი ერი საერთოდ გაქრებოდა. ძალიან ბევრ სფეროში ახლა ამ ყველაფერს შინაგანად გამოხატავენ და მოვა დრო და ამას მოჰყვება დიდი აფეთქება, რომელიც პირისაგან მიწისა აღგვის ამ უღირსობის და უმეცრების დამკვიდრების მცდელობას“.presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიესალმება ერსა და სამხედროებს შორის რამდენიმე წლის წინ არსებული დამოკიდებულების დაძლევას. გაზიარება [22:35 06-08-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFxVyalYoHI/AAAAAAAAD94/qZGfqbpqerE/s200/iliaII.gifჯარი უცხო იყო ერისთვის, დღეს გამთლიანდნენ ჩვენი ერი და მხედართმავრები; ვისურვებდი, უფრო მეტად დაახლოებულიყვნენ ისინი ერთმანეთს, - აღნიშნა პატრიარქმა დღეს მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გვირგვინით შეამკო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები. ილია მეორემ ქართველი ჯარისკაცები დალოცა და აღნიშნა, რომ სადაც არის მშენებლობა და ერთობა, იქ არის ღმერთი. ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს,- დასძინა უწმინდესმა. 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წელი სრულდება.interpressnewshttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  18. http://b.pix.ge/k/6kuj7.png– ბატონო სოლვიკ, ახალი სეზონი კვირას იწყება, როგორ მოემზადა გუნდი და როგორია განწყობა – მძიმე და დაძაბული განვლილი სეზონის შემდეგ ჩემს ფეხბურტელებს მცირეოდენი დასვენების საშუალება მივეცი თუმცა მაინც მოვახერხეთ ერთი ამხანაგური მატჩის გამართვა საკმაოდ ძლიერ და კარგ გუნთთან – და თქვენმა გუნდმა 0–4 წააგო... – დიახ მართალია თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ ეს არ იყო ოფიციალური მატჩი, პირადად ჩემთვის მტავარი იყო საქმეში მენახა ის ფეხბურთელები რომელთა გამოყენებასაც ახალ სეზონზე ვაპირებ – ბატონო სოლვიკ, სულორი სატრანსფერო ბაზარზე სეზონის დაწყებამდე არ აქტიურობდა, კარგახანია ახალი ფეხბურთელი არ შეგიძენიათ ... – წინა ჩემპიონატზე თითქმის სხვა შემადგენლობით გამოვდიოდით, პლეიოფის წინ ჩვენ საგრძნობლად გავაძლიერეთ გუნდი და ვთვლით რომ ეს საკმარისია. ხელმძღვანელობა ფულს გონივრულად ხარჯავს, სულ ახლახანს დასრულდა ვანის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია რაც ასევე მნიშვნელოვანია სრულად იხილეთ
  19. http://b.pix.ge/u/o449r.jpgმადრიდის "რეალის" ნახევამრცველი კაკა,იძულებული გახდა შეეწყვიტა მოსამზადებელი ეტაპი ტრავმის გამო.მან განაცხადა,რომ ტკივილები მას ჯერ კიდევ სმოფლიო ჩემპიონტის მიმდინარეობისას აწუხებდა,აგრამ ახლა აუტანელი გახდა ამის მოთმენა,დღეს ფეხბურთელმა ბელგიის ერთ-ერთი პრესტიჟული კლინიკა დატოვა,სადაც მან "მენისკის" ოპერაცია გაიკეთა.უახლოეს დღეებში ფეხბურთელი მადრიდში დაბრუნდება,სადაც იგი კვლავ გააგრძელებს მკურნალობის კურსებს და სარეაბილიტაციო პერიოდსაც მადრიდშივე გაატარებს.ექიმების ვარაუდით ფეხბურთელი სამ-ოთხ თქვეს ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს,თავად ფეხბურთელს კი სწამს,რომ ძალიან მალე მოახერხებს იგი მწყობრში ჩადგომას და ფეხბურთის თამაშს.ინფრომაცია გაავრცელა პოპულარულმა AS-მა. სრულად იხილეთ
  20. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainformacio-6-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainformaci.jpg itvს ლინკი
  21. http://a.pix.ge/w/8m11m.pngლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველმა,მიხაელ ბალაკმა,სურვილი გამოთქვა 2012 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესახებ.მას სურს,რომ ევროპის ჩემპიონატზე ბუდესნაკრების ღირსება დაიცვას. Sport1-თან ინტერვიუში,ბალაკმა აღნიშნა,რომ იგი არ აპირებს სანაკრებო კარიერის დასრულებას და სურს კვლავ ითამაშოს სანაკრებო დონეზე. "რაღათქმაუნდა თუ არ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა,მე მსურს,ვითამაშო 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე.რაც შეეხება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს,ამაზე რაღა დავმალო და ნამდვილად არ ვფიქრობ,სავარაუდოდ ამ დროისთვის კარიერა დასრულებული მექნება", - განაცხადა ბალაკმა,რომელიც სექტემბერში 34 წლის გახდება. შეგახსენებთ,რომ ბალაკმა გამოტოვა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრავმის გამო.გემრანიამ გათამაშებაზე ყოფილი კაპიტნის გარეშე მესამე ადგილი დაიკავა და ბუნდეს გუნდს ფილიპ ლამი კაპიტნობდა.უნდა აღინიშნოს,რომ მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა აღნიშნა,რომ მას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგაც ექნება ამბიცია გერმანიის ნაკრების კაპიტნობაზე. სრულად იხილეთ
×
×
  • შექმენი...