planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ჩინეთი სტიქიურმა უბედურებებმა მოიცვა. ქვეყნის უმეტეს რეგიონში წყალდიდობაა. ჩინური მედიის ცნობით, მეწყერმა უკვე შეიწირა 130 ადამიანის სიცოცხლე.… ლინკი მედიანიუსზე
-
itv გია ყარყარაშვილმა „ქართული ლეგიონი“ დააფუძნა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/yaryarashvili-150x150.jpgაფხაზეთში და ცხინვალში საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანები და თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი იოფიცრები სამოქალაქო გაერთიანებას აფუძნებენ. „ქართული ლეგიონის” მიზნებზე დღეს განცხადება გაერთიანების დამფუძნებელმა გია ყარყარაშვილმა გააკეთა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/legioni.jpg itvს ლინკი -
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg მაიკლ მაინვილი თბილისი – გეგმამ, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთიდან მომავალი მთავარი გაზსადენის ნაწილის გაყიდვას აპირებს, ქართველებსა და სომხებში იმის შიში გააჩინა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი პოლიტიკური მტრების ხელში მოხვდება. საქართველოს პარლამენტმა გასულ თვეს სამხრეთ-ჩრდილოეთის მილსადენზე, რომელიც რუსეთიდან სომხეთისკენ მიდის და რომელიც მანამდე გასაყიდად აკრძალული ”სტრატეგიული ობიექტების” სიაში იყო შეტანილი, კანონით დადგენილი პრივატიზაციის აკრძალვა მოხსნა. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ გაიყიდება მხოლოდ აქციათა მცირე ნაწილი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ქართველში ამან შეშფოთება გამოიწვია – ისინი შიშობენ, რომ მყიდველი სავარაუდოდ რუსეთი იქნება, ხოლო სომხეთში იმაზე სწუხან, რადგან ამ საკვანძო მილსადენის წილი შეიძლება მისმა სასატიკმა მტერმა, აზერბაიჯანმა შეიძინოს. ობიექტის გაყიდვამ შეიძლება გაამწვავოს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიის არასტაბილურ რეგიონში. ეს რეგიონი მჭიდროდ უკავშირდება დასავლეთის იმ ძალისხმევას, რომლის მიზანია კასპიის ზღვიდან მომავალი ნავთობი და გაზი რუსეთის გვერდის ავლით ევროპას მიეწოდოს. მილსადენის პრივატიზების წინა მცდელობამ დასავლეთის ღრმა შეშფოთება გამოიწვია, რადგან იქ ზოგიერთი წუხდა, რომ ეს განამტკიცებდა მოსკოვის პოზიციას რეგიონში ბუნებრივი აირით მომარაგებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მხოლოდ მილსადენის ნაწილობრივ პრივატიზაციაზე ფიქრობს და პოლიტიკური შეშფოთების მიზეზებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ”ჩვენ შეგვეძლო მომავალში განგვეხილა IPO (აქციების პირველადი განთავსება), ან რაღაც ამგვარი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, დაახლოებით 10-20 პროცენტით. მაგრამ ჩვენ არასდროს გავყიდით მილსადენს მთლიანად”, – უთხრა მან AFP-ს წინა კვირას მიცემულ ინტერვიუში. ”მას მთლიანად გააკონტროლებს და უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობა”, – განაცხადა გილაურმა. მაგრამ საქართველოს ოპოზიცია შიშობს, რომ მიუხედავად დღევანდელი მთავრობის დაპირებისა, დაიტოვოს აქციათა უმეტესობა, მილსადენის გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნა მომავალში კარს გაუღებს შესაძლო სრულ პრივატიზაციას და რუსული გაზის სახელმწიფო გიგანტი „გაზპრომი“ მთავარ, პოტენციურ მყიდველად მოიაზრება. რუსეთს და საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდათ და ბევრი იმას შიშობს, რომ ქვეყნის გოლიათ ჩრდილოელ მეზობელს საბოლოოდ საქართველოზე კონტროლის აღდგენა აქვს გადაწყვეტილი. ”არსებობს შიში, რომ თუ ის გაიყიდება მას ან პირდაპირ „გაზპრომი“ იყიდის ან მისი შვილობილი კომპანია”, – ამბობს ლევან ვეფხვაძე, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და პარლამენტის წევრი. მისი პარტია აკრძალვის მოხსნის წინააღმდეგი იყო. ”პრობლემა ისაა და რეალურად ჩვენ ვითხოვდით იმას, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დამოკიდებული მთავრობის სურვილზე, არამედ მას კანონი უნდა არეგულირებდეს”, – ამბობს იგი. ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ „გაზპრომისთვის“ მილსადენის მიყიდვა („გაზპრომმა“ ადრე ასეთი ინტერესი გამოთქვა) რუსეთს საქართველოში სამხედრო ინტერვენციის იურიდიული გამართლების საშაულებას აძლევს. ”რუსეთმა ახლახანს მიიღო კანონი, რომელიც მას ნებას რთავს თავისი საკუთრების დასაცავად საზღვარგარეთ გამოიყენოს სამხედრო ძალა”, – ამბობს ლადო პაპავა, საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდის ექსპერტი. ”“გაზპრომი“ სახელმწიფო კომპანიაა. თუ ის იყიდის მილსადენს, ეს უკვე არა პრივატიზაცია, არამედ უცხო ქვეყნის მიერ განხორციელებული ნაციონალიზაცია იქნება”. სომხეთში მილსადენის შესაძლო გაყიდვამ იმის შიში გააჩინა, რომ ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანი, რომელიც უკვე არის საქართველოს მთავარი ენერგეტიკული პარტნიორი, შეძელბს მილსადენის წილის ყიდვას ერევანზე ზეწოლის განსახორციელებლად. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიდი ხანია მიმდინარეობს კონფლიქტი მთიანი-ყარაბახის, ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებული ანკლავის გამო, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში, სასტიკი ომის შემდეგ ბაქოს კონტროლს აღარ ექვემდებარება. ”არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ აზერბაიჯანმა იყიდოს ქართული მილსადენის წილი და ეს სახიფათოა სომხეთისთვის, რადგან მთიანი ყარაბახის კონფლიქტი გადაწყვეტილი არ არის”, – ამბობს სომეხი პოლიტოლოგი სტეფანე გრიგორიანი. ”აზერბაიჯანი ამ გაზსადენს ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენებს”, – ამბობს იგი. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ საქართველო მილსადენის გაყიდვას დააპირებს, დასავლეთის მთავრობებს შეუძლიათ სცადონ თბილისზე გავლენის მოხდენა, რათა უზრუნველყონ მილსადენის გადაცემა მეგობრულად განწყობილი მყიდველისთვის. როდესაც საქართველომ 2005 წელს პირველად წამოაყენა მილსადენის პრივატიზაციის იდეა, შეერთებულმა შტატებმა 50 მილიონი გამოყო მისი სასწრაფო აღდგენისათვის. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი იმისთვის გადაიდგა, რომ გაზსადენი რუსების ხელში არ მოხვედრილიყო. საქართველომ თანხმობა განაცხადა და დადებული შეთანხმების თანახმად, ხუთი წლით აკრძალა მილსადენის გაყიდვა. ეს ხუთი წელი 2011 წლის აპრილში იწურება. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/dedamiwa-150x150.gifხანძრის თორმეტი კერა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო მოსალოდნელი რისკები. აწყურსა და ბორჯომში მალე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას დაიწყებენ, თუმცა ტერიტორია ჯერჯერობით კვლავ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ტემპერატურის ვარდნას და ნალექიანობას სინოპტიკოსები უახლოესი ათი დღის განმავლობაში არ ელოდებიან. ქართველი სპეციალისტები გლობალური დათბობის თაობაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/prognozi.jpg itvს ლინკი
-
http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=0a50ecca-57f1-48de-82a9-b1b8f0b23a8f.jpg&size=350ჰვანი “ლივერპულს” 480 მილიონ ევროს სთავაზობს. ამ კვირაში, ჩინელი ბიზნესმენი კენი ჰვანი ოფიციალურ წარდგინებას გააკეთებს “ლივერპულის” 480 მილიონ ევროდ შესყიდვის თაობაზე. Daily Telegraph-ის ინფორმაციის თანახმად, 46 წლის მეწარმემ, უკვე დაასრულა მოლაპარაკებები ბანკ Barclays-თან, რომელიც თავის მხრივ, მერსისაიდული კლუბის გაყიდვითაცაა დაკავებული. ამავე გამოცემის თქმით, შესაძლოა კლუბის ლოგომაც ჩინური იერი მიიღოს, ისეთი, როგორსაც სურათზე ხედავთ. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/devnilebi1-150x150.jpgშენობაში, რომელიც წლების წინ მელორაციის ინსტიტუტის საკუთრება იყო, რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს. დღეს დილით, მათთან პოლიციის ძველი თბილისის სამმართველოს წარმომადგენლები მივიდნენ და მისი ერთ დღეში დატოვება მოსთხოვეს, ისე, რომ ალტერნატიული ფართი არ შეუთავაზებიათ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/machabeli.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/saxalxo-kreba-150x150.jpgაგვისტოს ომის შედეგებზე და კონფლიქტის დარეგულირების გზებზე წარმომადგენლობითი სახალხო კრების ინიციატივით გამართულ შეხვერდაზე იმსჯელეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/saxalxo_kreba_09_08_2010flv_000005680.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sagareo-saqmeta-saministro-150x150.jpgესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა… http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sagareo.jpg itvს ლინკი
-
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში გიორგი ენუქიძე 14 აგვისტოს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გაემგზავრება. ენუქიძე ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სამაგისტრო პროგრამას გაივლის. ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი უნივერსიტეტში კონკურსის წესით შერჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა გაგზავნას ითვალისწინებს. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ორი მოხელე გაემგზავრება და ერთი მათგანი სწორედ კახეთიდანაა”-განაცხადა კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაგზავნი კანდიდატურის შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. სწავლების ხანგრძლივობა 10თვეა. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/tsu-xubua1-150x150.jpgუნივერსიტეტის რექტორი ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და სამართალდამცველებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/xubua.jpg itvს ლინკი