Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://b.pix.ge/s/q9qgf.jpg გლები მოხარული იქნება თუ ინგლისში გააგრძელებს ასპარეზობას. რამოდენიმე კვირის წინ მერსისაიდელებმა მიიღეს წინადადება რომელიც მასკერანოს და ალექსანდრე გლების გაცვლას ისახავდა მიზნად, აგრეთვე წითლები + 15მლნ. მიიღებდნენ, გუშინ კი ალექსანდრე გლებმა და მისმა ოჯახმა ინგლისში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, გლები სიამოვნებით გააგრძელებს ინგლისის ნებისმიერ გუნდში ასპარეზობას, ლივერპული კი მისთვის იდეალური ვარიანტი იქნება. შეგახსენებთ რომ ალექსანდრე გლები პრემიერლიგაში არსენალის ღირსებას იცავდა. ინფორმაციის წყარო: The Sunday People View the full article
  2. ბერძენი თავდამსხმელი,ანგელოს ხარისტეასი ამიერიდან ფრანგული პირველი ლიგის გუნდის,"არლს–ავილიონის" მოთამაშე იქნება.ინფორმაციას ავრცელებს ცნობილი გამოცემა L'Equipe.2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს ბურთის მფლობელი,უახლოეს დღეები გააფორმებს კონტრაქტს ფრანგულ გუნდთან,რომელიც 3 წლით იქნება განსაზღვრული. მისი გადაბირება ფრანგულ გუნდს 5 ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდება.ხარისტეასი პირველი ფეხბურთელი არ არის "არლ–ავილიონისა",აქამდეკლუბის შემადგენლობას შეურთდა ანგელოს ბასინასი,რომელიც გასულ სეზონში ინგლისურ "პორტსმუთში" გამოდიოდა. სრულად იხილეთ
  3. მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელმა თავდამსხმელმა,დიეგო ფორლანმა,რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა,იმედი გამოთქვა,რომ მისი გუნდი მოახერხებს და მოიგებს უეფას სუპერ თასს.ინფორმაციას ავრცელებს La Repubblica.შეგახსენებთ,რომ ეს შეხვედრა გაიმართება მონაკოში 27 აგვისტოს,ლუი მეორის სახელობის სტადიონზე. "ჩვენ წარმოდგენილნი ვიქნებით,როგორც უეფას ევროპის ლიგის თსის გამარჯვებულნი,მაგრამ ვფიქრობ,რომ ჩვენ ყველანაირი შანსი გვაქვს წარმატების მიღწევისთვის."ინტერში" შესაშური დონის ფეხბურთელები თამაშობენ,მაგრამ "ატლეტიკოში" მოთამაშე ფეხბურთელების პროფესიონალიზმის მჯერა.ვიმედოვნებ,რომ ჩვენ საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებთ,იმისათვის,რათა ტიტულოს დავეუფლოთ" – განაცხადა ფორლანმა. სრულად იხილეთ
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainformacio_16_08_2010flv_000027800-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainformacio_16_08_2010flv_000027800.jpg itvს ლინკი
  5. http://s51.radikal.ru/i131/1008/4b/525ffea3f5e2.jpgლივერპულის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან პურსლოუმ -ს სპორტული პროგრამის ჯურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ მას სჯერა კლუბში მოსალოდნელი ტრანსფერების. იგი დარწმუნებულია, რომ ლივერპულს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კვლავ ელის ცვლილებები საკლუბო შემადგენლობაში.”ვფიქრობ რამდენიმე ტრანსფერი კიდევ გველის. კლუბს ეყოლება ახალწვეულები, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ზოგიერთმა ჩვენმა ფეხბურთელმა დატოვოს კიდეც გუნდი. ხავიერს კლუბის დატოვება რამდენიმე მიზეზის გამო სურს, მაგრამ ჩვენ არ გვქონია ნორმალური შემოთავაზება სხვა კლუბებისგან, რომ მასკერანო მათთვის დაგვეთმო. როი ჰოჯსონი ბედნიერია მისი კლუბში დარჩენის გამო, მაგრამ არსებობს იმის შანსი რომ ხავიერმა დაგვტოვოს, ის შემოთავაზებას ალის. ”ლივერპულის წლევანდელი ტრანსფერებით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ ახალწვეულები აუცილებლად გაამართლებენ გულშემატკივრების მოლოდონს.” View the full article
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/photo5-150x150.jpgკომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან დევნილთა გამოსახლების და თბილისიდან მათი გასახლების თემის განხილვა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ხმაურით წარიმართა. თავმჯდომარის განცხადებამ, რომ პროცესმა მასიური და ძალისმიერი ხასიათი მიიღო, უმრავლესობის წევრები აღაშფოთა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/dolidze_16_08_2010.jpg itvს ლინკი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/batumimpg_000109383-150x150.jpgბრიტანელი მომღერალი კრის დე ბურგი ბათუმის შემდეგ სვანეთს სტურობს. ცნობილი ირლანდიელი ვარსკვლავი საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ბათუმიდან ვერტმფრენით გაემგზავრა, სადაც მუზეუმები და სვანური კოშკები მოინახულა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/cris_de_burgi_16_08_2010wmv_000003800.jpg itvს ლინკი
  8. http://s003.radikal.ru/i204/1008/80/f258334ec984.jpg ლივერპულმა საფეხბურთო კლუბ მიდლსბროს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება დაასრულა, რომლის შედეგადაც შეთანხმება მიღწეულია: როი ჰოჯსონმა 28 წლის ავსტრალიელი მეკარე ბრედ ჯონსი შეიძინა…ლივერპულმა ბრედ ჯონსის ტრანსფერთან დაკავშირებით მიდლსბროს ხელძღვანელობასთან მოლაპარაკება დაასრულა. მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და მალე პრემიერ ლიგაში მოთამაშე კიდევ ერთ ფეხბურთელს ვიხილავთ ლივერპულის რიგებში. ამჟამად ჯონსი მელვუდში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის. შეთანხმება მიღწეულია, ასე რომ კლუბი ახალ ფეხბურთელთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ინტერნეტ-გამოცემა Skysports.com-მა სატრანსფერო თანხაც დაასახელა : ავსტრალიელ მეკარეში ლივერპული 2.5 მილიონს გადაიხდის. ტრანსფერის დასრულებამდე დეტალების მოგვარებაღა დარჩა. View the full article
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sasaflaoeb-150x150.jpgერთი და იგივე საფლავის რამდენჯერმე გაყიდვისთვის ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლება ბადრი ღამბაშიძე დააკავეს. მან წლების წინ დაკრძალული მიცვალებულის ადგილი გაყიდა და ჭირისუფალს ოფიციალური გადასახადის 107 ლარის გარდა, დამატებით, ხელზე გამოსძალა 500 ლარი. რა შემთხვევაში არის შესაძლებელი საფლავის განმეორებით გათხრა ან მისი გასხვისება, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sasaplao.jpg itvს ლინკი
  10. /get_img?NrArticle=2247&NrImage=2 დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. სამინისტროსთან დაახლოებით 150 დევნილი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან სხვადასხვა დროს იძულებით გადაადგილებული პირები. აქციას რუპორით ხელში კონსერვატული პარტიის წარმომადგენელი, ლაშა ჩხარტიშვილი უძღვებოდა. ბოლო დროს დროებითი თავშესაფრებიდან ბევრი დევნილი გამოასახლეს. სამინისტროს წინ ნეტგაზეთი ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებსაც უკანასკნელ ხანებში დაატოვებინეს ისნის რაიონში მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ნაწილის და გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა. აქვე იმყოფებოდნენ დევნილები, რომელთაც სხვადასხვა შენობებიდან გამოსახლება აგვისტოს ბოლოს ელით. იურისტი ეკა ფოფხაძე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ამბობს, რომ დევნილთა გამოსახლების პროცედურებში დარღვევები აღინიშნებოდა. ნებაყოფლობითი გამოსახლებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირებს ხუთდღიანი ვადა უნდა მიეცეთ. ფოფხაძის თქმით, დევნილები ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაც იმყოფებიან, ვინაიდან შენობიდან გამოსვლაზე უარის შემთხვევაში, პოლიცია მათ ნივთების ფანჯრიდან გადაყრით ემუქრება. ისინი, ვისაც გამომცემლობა „სამშობლო“ დაატოვებინეს, გამოსახლების პროცესის განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ. ზოგი აცხადებს, რომ გამოსახლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა, ნაწილი კი ამბობს, რომ მომავალი ბედის შესახებ იცოდნენ. ახალგაზრდა ქალბატონი, მთვარისა ქოჩქიანი, რომელსაც ისნის სამხედრო ჰოსპიტალი 15 აგვისტოს დაატოვებინეს, აცხადებს, რომ შენობის დაცლა ნახევარი თვით ადრე მოსთხოვეს. ქოჩქიანი მარტოხელა დედაა. თავის ორ შვილთან და მეგობარ ქალთან ერთად იგი ნაცნობთან ცხოვრობს. „არავინ მყავს საერთოდ, როცა ჰოსპიტლიდან გამომაგდეს, მერიის საწყობში წავიღე ბარგი და ვიჯექი ქუჩაში. შემთხვევით გამოიარა ქალმა, რომელიც ოთხჯერ თუ ხუთჯერ მყავდა ნანახი და წამიყვანა სახლში თავისთან. თვითონაც ძველი ლტოლვილია. ნახალოვკაში პატარა ოთახი აქვს, ბეტონის მტვრიანი იატაკით, ტუალეტი შიგნითაა, გამოყოფილიც არ არის. ამ ოთახში ცხოვრობს ქმართან ერთად, ასე ვართ– მე, ჩემი დაქალი, რომელიც ჩემთან ერთად იჯდა ქუჩაში და წასასვლელი არსად ჰქონდა და ჩემი ორი შვილი“, – ამბობს კოდორის ხეობიდან დევნილი მთვარისა. ეკა ფოფხაძის თქმით, ე.წ. ახალი დევნილებისთვის სახელმწიფოს კოტეჯები ან საკომპენსაციო თანხა 10 ათასი ლარის ოდენობით აქვს გამოყოფილი. „მაგრამ პრობლემაც ის არის, რომ ხალხს ჯერ ასახლებენ და შემდეგ აძლევენ კომპენსაციებს, – ამბობს ის, – თუ ეს არის კოლექტიური ცენტრი, სადაც რეგისტრირებული არიან დევნილები, ამ შემთხვევაში დევნილთა გამოსახლების საკითხი რეგულირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ კანონით, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება დევნილი გამოასახლო, თუ მას არ მისცემ კომპენსაციას ან ალტერნატიულ ფართს“. თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ ყოფილ სამხედრო ნაწილში როინ გერსამიას ფართი 2008 წლის აგვისტოში მისცეს, როდესაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალი კახათის დატოვება და ექვსსულიან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა მოუწია. იგი გალის რაიონიდანაა. გარდა იმისა რომ დევნილია, გერსამია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. როგორც თავად ამბობს, უშიშროების სპეცნაზში მსახურობდა და 2002 წელს პარტიზანულ ბრძოლებში ათწლიანი მონაწილეობისას, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ორივე ფეხი დაკარგა. ყოფილი სამხედრო ნაწილიდან გამოსახლებულს წასასვლელი არსად ჰქონდა, ამიტომაც მისი ოჯახი რამდენიმე დღეა ვარკეთილში, ბლოკების საამქროში, ცხოვრობს, შენობაში, რომელიც მათ წვიმისაგანაც ვერ იცავს. /get_img?NrArticle=2247&NrImage=1 ასეთივე ბედი ელის გაგრელ თამარ ჯობავას, რომელიც აქციაზე ტრანსპარანტით მივიდა. 16 წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად მან რამდენიმე ბინა გამოიცვალა, სადაც ქირით ცხოვრობდა. 2008 წლის აგვისტოში კი ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ყოფილი ბაგა– ბაღის შენობაში მას შემდეგ შესახლდა, რაც ამ შენობიდან სამაჩაბლოდან და გორიდან დევნილები გამოასახლეს. ბაღში სულ 18 ოჯახი ცხოვრობს. არც ერთ მათგანს შენობაში ცხოვრების ნებართვა არ აუღია. „2008 წლის აგვისტოში თავის სატელევიზიო გამოსვლაში ბატონმა პრეზიდენტმა ყველა დევნილს უფლება მისცა, უმოქმედო სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ შენობაში შესულიყო. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ოთხი თვის გადაუხდელი გვქონდა ბინის ქირა, უკვე გვაგდებდნენ. როგორც კი ბაღში შევედით, მეორე დღესვე წერილობითი განაცხადი გავუგზავნეთ დევნილთა და განსახლების სამინისტროს და ისანი–სამგორის გამგეობას“, – ამბობს თამარ ჯობავა. თვრამეტივე ოჯახი გაფრთხილებულია, რომ აგვისტოს ბოლომდე შენობა უნდა გაათავისუფლონ. დევნილებს არც ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ და არც ფულად კომპენსაციას. იურისტი ეკა ფოფხაძე განმარტავს: „ყველა საცხოვრებელი არ არის კოლექტიურ ცენტრად რეგისტრირებული და იქ ახალ დევნილებთან ერთად ძველი დევნილებიც შევიდნენ, რომლებიც მანამდე ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობდნენ. მათ ისარგებლეს ამ ვითარებით, რაც უკანონოა, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დევნილთა შესახებ კანონით, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა დევნილი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოს. სახელმწიფომ მათი (ე.წ. ძველი დევნილების) მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს. ეს მისი ვალდებულებაა“. სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე კონსერვატული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განცხადება წაიკითხაა, რომელსაც დევნილთა ნაწილი აწერდა ხელს. დევნილები განცხადებაში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, კობა სუბელიანს მიმართავენ თხოვნით, რომ თბილისში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა თბილისის ფარგლებშივე მოხდეს და საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემამდე, ისინი კოლექტიური საცხოვრებლებიდან არ გამოასახლონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს აწუხებთ, თბილისის გარეთ მათი შესაძლო გადასახლებაა. აფხაზეთიდან დევნილმა ვერა ქობალიამ, რომელიც სხვა დევნილებთან ერთად მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ შენობაში ცხოვრობს, სამინისტროს ახალი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. ის შეშფოთებულია სამინისტროსგან მიღებული პასუხით, რომელშიც დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაა განმარტებული. გეგმის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების რეაბილიტაციას, დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემას და დაკანონებას ითალისწინებს. მეორე ეტაპი, რომელიც 2010-2011 წლებში უნდა განხორციელდეს, იმ დევნილებს ეხებათ, რომლებიც ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობენ. გეგმის ამ ნაწილის მიხედვით, მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გამოუყენებელი შენობების რეაბილიტაცია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (არა თბილისში) ახალი საცხოვრებელი სახლების აშენება, შემდგომში დევნილთათვის მათი კერძო საკუთრებაში გადაცემი მიზნით. ეკა ფოფხაძე ამ საკითხთან დაკავშირებპთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიციაზე საუბრობს: “ჩვენ ვთვლით, რომ უნდა იქნეს გათვალიწინებული ტერიტორიული პრინციპი. თუ დევნილი ათი ან მეტი წელი ცხოვრობს თბილისში, კერძო სექტორში, მას შორს, რაიონებში (როგორც ვიცით ზუგდიდის რაიონებზე იყო საუბარი) არ უნდა შესთავაზონ საცხოვრებელი. ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში ესეც გამოიწვევს დევნილის მდგომარეობის გაურესებას და მისი უფლებების შელახვას. თუ წლების განმავლობაში დევნილი თბილისში ცხოვრობდა, ზუგდიდის რაიონის რომელიღაც სოფელში არ უნდა შესთავაზო ბინა, არა იმიტომ, რომ ის რაიონი ცუდია ან სოფელია ცუდი. არამედ იმიტომ, რომ გამოდის, ეს ხალხი სრულიად თავიდან, მესამედ იწყებს ცხოვრებას, რაც ფსიქოლოგიურად და მატერიალურადაც მძიმე პროცესია”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. 17 და 18 აგვისტოს დაბა გუდაურს, მიმდებარე სოფლებს და ფასანაურის ნაწილს (სულ 1 441 აბონენტს) 5 საათით… ლინკი მედიანიუსზე
  12. გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის მოსახლეობას მეორე თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. როგორც კაჭრეთის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, მუნიციპალიტეტის გამგეობა… ლინკი მედიანიუსზე
  13. http://d.yimg.com/i//ng/sp/eurosport/20100816/25/d2beb53450eca360942bc6f97d6035ce.jpgლივერპული არ აპირებს გაასაჩივროს ჯოს გაძევებით დამტკიცებული 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია. ჯო კოულის გაძევება არსენალთან შეხვედრაში ფეხბურთელს 3 მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა. მატჩის შემდეგ როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ისინი დეტალურად შეისწავლიდნენ სიტუაციას და ამის შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, გაესაჩივრებინათ თუ არა აღნიშნული ფაქტი. ახლა კი, კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აცხადებს, რომ ლივერპულმა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ თავი შეიკავა. ასე, რომ ჯო კოულს სიტისთან, ვესტ ბრომვიჩთან და ბირმინგემთან შეხვედრების გამოტოვება მოუწევს. View the full article
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/201006092214-150x150.jpgკონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. როგორ ნაწილდება ფუნქციები პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უსაფრთხოების სფეროში, ვის ემორჩილება გენშტაბი და თავდაცვის სამინისტროს რა რეკომენდაციები გაითვალისწინა საკონსტიტუციო კომისიამ. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ და საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/avdacva.jpg itvს ლინკი
  15. ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავადაცვის სამინისტროში გამართულ საჯარო შეხვედრაზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის… ლინკი მედიანიუსზე
  16. ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავადაცვის სამინისტროში გამართულ საჯარო შეხვედრაზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...