planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-Tavdacv-aqtualuri---1.jpgთბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მინისტრ დიმიტრი შაშკინს ოთხი ახალი მოადგილე ჰყავს, აქედან ორი ბოლო წლებში მასთან ერთად მუშაობდა; მესამე შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის, ხოლო მეოთხე თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში დაწინაურდა.<span style="font-size: 10pt;" />შაშკინმა თანამშრომლებს პირველ მოადგილედ აკაკი სეფერთელაძე წარუდგინა, რომელიც მისი მოადგილე იყო როგორც განათლების მინისტრობის, ისე მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დროს. სეფერთელაძემ ახალ პოსტზე ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნული ნოდარ ხარშილაძე შეცვალა. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-euTo-aqtualuri-2.jpgთბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოიხსენიებს.<span style="font-size: 10pt;" />რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირები მიესალმნენ იმის გამო, რომ მასში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ არის მოხსენიებული, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე მონაკოში 5-9 ივლისს პოლონელმა დეპუტატმა მიხალ შჩერბამ წარადგინა, მისი თანაავტორი კი 36 პარლამენტარი იყო ცხრა ქვეყნიდან. საქინფორმი
-
გორის რაიონში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება. აგრესიულად განწყობილი ადამიანები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების სოფლებში შეხვედრების ჩაშლას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. უცხო პირები აგრესიას ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავენ. სოფელ ახალდაბაში ერთმა პიროვნებამ სააგენტო „ინფო 9“–ის ოპერატორს, თორნიკე თიბილაშვილს ჯერ გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა, შემდეგ კი მუშტი სახეში ჩაარტყა. 10 ივლისი, 2012 - 13:23 10 ივლისი, 2012 - 13:23 By: გოგა აფციაური, გორი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/i1341840117619128.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-auqcioni-aqtualuri-3.jpgთბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100%-სა და „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ზე აუქციონი დღეს, 18:00 საათზე, სრულდება. <span style="font-size: 10pt;" />აუქციონი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოაცხადა. უწყების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ზემოაღნიშნული აქციები აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა. საქინფორმი
-
რიგი ქვეყნის მთავრობებისა და ევროპარლამენტის კვალდაკვალ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ზონებად ოფიციალურად აღიარა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამაც. ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორიები" შეტანილი იქნა "საქართველოში არსებული მდგომარეობის" რეზოლუციაში, რომელიც მიღებული იქნა 9 ივლისს მონაკოში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე. აღნიშნულ სესიაზე რუსეთი იზოლაციაში აღმოჩნდა - ამ დოკუმენტის წინააღმდეგი მხოლოდ მოსკოვის დელეგაცია გამოვიდა.რეზოლუციაში გამოთქმულია საქართველოს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ცხინვალის „გენერალური პროკურატურის“ მთავარი გამომძიებელის როლანდ ჩიტაევის მკვლელობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მის პროფესიულ საქმიანობასთან. როგორც ცხინვალში აღნიშნავენ, ჩიტაევი იძიებდა მინიმუმ ორ გახმაურებულ საქმეს – „გენპროკურორის“ ყოფილი პირველი მოადგილის ელდარ კოკოევის საქმეს და კოკოითის „დაცვის“ სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ირბეგ ბეტეევის მანქანის დაცხრილვის ფაქტს.შეგახსენებთ, რომ ჩიტაევი თავისი სახლის მიმდებარე ქუჩიდან გაიტაცეს ორშაბათის 21.05 საათზე. სამ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-cxinvali-sazogadoeba-3.jpgთბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. ცხინვალში გენპროკურატურის მაღალჩინოსანი მოკლეს. ამის შესახებ ოსური მედია ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა სამხრეთ ოსეთის შსს ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-ndi-sazogadoeb-1.jpgთბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს. როგორც ორგანიზაციიდან იტყობინებიან, კვლევის თემაა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“. საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61307.jpg ორსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ კახეთის რეგიონში მდინარეების ადიდება გამოიწვია. გურჯანის რაიონში, ახტალისა და ნავთისხევის ადიდების გამო, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დროებით შეფერხებული იყო ტრანსპორტის მიმოსვლა. ფალიაშვილისა და 9 აპრილის ქუჩებზე დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. წყალი სარდაფებსა და პირველ სართულებზე შევიდა. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან. რეგიონის მასშტაბით, მდინარეებსა და ხევებში წყლის დონე მომატებულია. კახეთის რეგიონში კვლავ წვიმს. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-deputat-politika-2.jpgთბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 9 ივლისს ქვემო ქართლის შვიდი საარჩევნო ოლქიდან ექვსში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.<span style="font-size: 10pt;" />ქალაქ რუსთავში „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური იყრის კენჭს; გარდაბანში წარდგენილია ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე; წალკაში – აიკ მელტონიანი – 2004-2008 წლებში პარლამენტის მაჟორიტარი წევრი მრეწველთა პარტიიდან; დმანისში – პაატა ხიზანიშვილი – „ბანკი ქართუს“ ერთ-ერთი განყოფილების უფროსი; ბოლნისში – დარეჯან ხვისტანი-ჩხეტიანი – ექიმი; თეთრიწყაროში – მამუკა აბულაძე. საქინფორმი
-
http://zvigena.files.wordpress.com/2012/07/kutaisi-aktobe-1-11.jpg?w=700 გასულ ხუთშაბათს სტარტი ევროპის ლიგის გათამაშებამ აიღო და ჩვენი კლუბებიც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთნენ ტურნირში. ქუთაისის ტორპედო ყაზახურ აქტობეს დაუპირისპირდა, ხოლო რუსთავის მეტალურგი ალბანურ ტეუტას. ევროსარბიელის მატჩს ქუთაისი ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირველად მასპინძლობდა და მოლოდინიც დიდი იყო. თავადაც არ დავიზარე და თბილისიდან ქუთაისს ვესტუმრე. ბილეთის ფასი სულ რაღაც 3–დან 7 ლარამდე მერყეობდა, მაგრამ არ იყო დანომრილი. სტადიონზე ერთი საათით ადრე მისულებს ტრიბუნაზე ხალხი კანტიკუნტად დაგხვდა, მაგრამ დაუნომრავი ბილეთის გადამკიდე დასაჯდომად მაინც გაგვიჭირდა ნორმალური ადგილის შერჩევა. მერეც ბევრი გაუგებრობა მოხდა – დაგვიანებით მოსული ხალხი თავის კუთვნილ ადგილს ითხოვდა, რომელიც, რათქმაუნდა, შედარებით იაფფასიანი ბილეთის პატრონებს უკვე დიდი ხნის წინ შეევსოთ. შეხვედრა დაიწყო და მალევე გამოჩნდა ქუთათურებს დიდი ჯაფა დაადგებოდათ. აქტობე კარგად აგორებდა ბურთს და საწყისს წუთებში უპირატესობას დაეუფლა კიდეც. მატჩს წვრილად არ ავღწერ, ვისაც სურდა კი იხილა ტელევიზიით, ან საგაზეთო მიმოხილვას წაიკითხავდა. მოკლედ კი ვიტყვი, რომ შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა – მოჩვენებით უპირატესობას, რომელსაც ნელ ნელა ქუთაისელები დაეუფლენ, მხოლოდ ერთი გატანილი გოლი მოყვა. საპასუხოდ კი დაცვა ხშირად უხეშად ცდებოდა. ბოლოს სტუმრებმა აღარც გვაპატიეს და საპასუხო გოლი გაგვიტანეს, რითაც ჩვენთვის საკმაოდ არასასურველი ანგარიში 1:1 დააფიქსირეს. მაყურებელი გუნდით უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით დოლიძის არეული თამაში აღიზიანებდათ და ასევე ტლანქად მობურთალი გოცირიძე. მეორე ტაიმში ვალერი ბოლქვაძის შემოსვლამ შეხვედრა ცოტა კი გამოაცოცხლა, მაგრამ ეს ცდა, რამე შეცვლილიყო შეხვედრის ხასიათში, ცოტა დაგვიანებული აღმოჩნდა. ძნელია, განმეორებით შეხვედრაში ქუთათურთა წარმატება ივარაუდოს კაცმა – გუნდი სეზონს ახლა იწყებს და აშკარად ფორმაში არაა. საპირისპიროდ ყაზახეთში შუა გახურებული სეზონია და მართალია არც აქტობე წყვიტავს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ გუნდი აშკარად ჩვენებზე უფრო გააზრებულ და მოძრავ ფეხბურთს თამაშობს. ტორპედოსგან განსხვავებით რუსთაველებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს და მართალია სუსტ ალბანელებთან, მაგრამ მაინც, გასვლაზე 3:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე ადგილიც დაიბევეს. განმეორებითი შეხვედრები 12 ივლისს გაიმართება. რუსთაველები საშინაო არენის ნაცვლად მიხელ მესხზე დაუხვდება მეტოქეს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. იმედია ქუთათურებიც გამოიჩენენ ცოტა მეტ ფხას – ეს ეტაპი რომ დაძლიონ, კიდევ უფრო სუსტი მოლდოვური მილსამი ელით და ამასობაში იქნებ ფორმაც აკრიფონ და ჩვენი საზომით წარმატებული გამოსვლით გაგვახარონ ახლად დაწყებულ ევროსარბიელზე. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/513/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/513/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/513/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/513/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/513/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/513/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/513/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=513&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61306.jpg აჭარაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ნალექის გამო, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დატბორილია. კერძოდ, ჭავჭავაძის, ფარნავაზ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილი წყლითაა დაფარული. ასევე, პუშკინის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის გაუმართაობის გამო, წყალი ქუჩაში მიედინება. მახინჯაურში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალი დადგა, რის გამოც საავტომობილო საცობი წარმოიქმნა. აჭარაში დილიდან წვიმს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61305.jpg ძლიერმა წვიმამ ქუთაისში მოსახლეობა დააზარალა. ფოთის ქუჩაზე წყალი პირველ სართულებსა და სარდაფებში შევიდა. ადგილზე ამ წუთებში მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურები და მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა სარდაფებიდან. იწმინდება გზები და წყლის საწრეტი არხები. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-konferen-politika-1.jpgთბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი ატყუებს როგორც ევროპას, ისე ამერიკას, ის პროფესიონალი მატყუარაა. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კოალიციის ახალგაზრდული ფრთის კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ამ ტყუილის შედეგია, რომ გარკვეულ საერთაშორისო კვლევებში საქართველოს პირველი ადგილი აქვს აღებული. <span style="font-size: 10pt;" /> ივანიშვილის განცხადებით, დაუჯერებელია კვლევებში ასახული ფაქტები, თითქოს საქართველოში კორუფცია აღარ არსებობს. მისი თქმით, კორუფცია დღეს აღარ არის საშუალო რგოლში. საქინფორმი
-
აქ დაწერეთ თქვენი საყვარელი ლექსები, მხოლოდ გამორჩეულები და ორიგინალურები. ჩემთვის ასეთი უამრავია, მაგრამ დავიწყებ ერთით, რომელიც ცოტახნის წინ აღმოვაჩინე თემის კატეგორია: ხელოვნება / ლიტერატურა View the full article
-
საქართველოში წარმოებული პროდუქცია შესაძლოა, პენტაგონის შესყიდვების სიაში მოხვდეს. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა.თბილისში ქართულ-ამერიკული ორდღიანი სიმპოზიუმი მიმდინარეობს, რომლის დროსაც ქართული კომპანიები პენტაგონის სატენდერო პირობებს ეცნობიან."ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანაა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს და რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში შ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გაზეთ „ალიას“ ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი არ აკონკრეტებს თუ ვინ ცდილობს GPB-ს სახელით მოქალაქეებისგან კომენტარის აღებას. 10 ივლისი, 2012 - 10:53 10 ივლისი, 2012 - 10:53 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/jpg_0.jpg სრული ტექსტი View the full article
-
Silver Linings Playbook – პირველი ტრეილერი
planetanews posted a topic in გასართობი საიტების rss ზონა
გთავაზობთ ახალ კომედიურ ფილმს Silver Linings Playbook , რომელიც გამოვა 2012 წლის 21 ნოემბერს. ფილმში მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ჯენიფერ ლოურენსი (Jennifer Lawrence), რომელიც ალბათ ყველას გეცნობათ შიმშილის თამაშებიდან (The Hunger Games), ხოლო რობერტ დე ნირო (Robert De Niro), კრის ტაკერი (Chris Tucker) და ბრედლი კუპერს (Bradley Cooper) ალბათ ყველამ კარგად ვიცით ვინც არიან… The post Silver Linings Playbook – პირველი ტრეილერი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article -
სტატიის ავტორი: მარიამ მუნჯიშვილი როცა ახალ გუნდში შევდივართ და ახალ სამსახურს ვიწყებთ, ბუნებრივია, გვხვდება ბარიერები, სირთულეები, რისი გადალახვაც გვიწევს, რომ ადაპტაცია მოვახდინოთ და გუნდმა მიგვიღოს. მისვლის პირველ კვირებში ყველაფერს უფრო მტკივნეულად აღვიქვამთ, უფრო ემოციურად, გვინდა სწრაფად გავერკვეთ ყველაფერში, მოვშინაურდეთ, მიგვიღოს გუნდმა და მათსავით სამსახურეობრივ რიტმში ჩავჯდეთ. ამის გამოცდილება თითქმის ყველას გვაქვს, უბრალოდ ზოგ შემთხვევაში მოვახერხეთ წარმატებით გადალახვა, ზოგში ვერა, რის გამოც ან ახალი სამსახურის ძებნა დავიწყეთ, ან ისევ დავრჩით, მაგრამ იქ გატარებული ყოველი დღე არასასიამოვნო, დაძაბული და უღიმღამო ყოფილა, რა დროსაც სულ უფრო ვშორდებით გუნდს. გავიხსენე ჩემი შემთხვევა – რა ბარიერები შემხვდა, როცა სამსახური დავიწყე და რა დამეხმარა ყველაზე მეტად სწრაფად ადაპტაციაში. ვკითხე ჩემს გარშემო ბევრ ადამიანს, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება. ახლა, მინდა თქვენც (ვისაც ეს ეტაპი გაქვთ ცხოვრებაში, ან სამომავლოდ მოგიწევთ) გაგანდოთ და გაგიზიაროთ ის, რისი ცოდნა და გათვალისიწინებაც, ვფიქრობ, ძალიან დაგეხმარებათ თქვენც და მეც სამომავლოდ, როცა ახალ გუნდში შესვლა მოგვიწევს. 1. პირველი 3-6 თვე არ დავუახლოვდეთ არავის კონკრეტულად. ვეცადოთ, ყველასთან ვიყოთ თანაბარ დისტანციაზე. თავიდან განსაკუთრებით, აჯობებს არც ძალიან ჩავხუჭუჭდეთ ვინმესთან და არც ზედმეტად დისტანციური დავიჭიროთ. ეს უკანასკნელი ცუდია იმიტომ, რომ არ მოგვცემს საშუალებას გავიცნოთ ეს ადამიანი, არასწორ დასკვნებს გაგვაკეთებინებს და უბრალოდ დავკარგავთ მას. ზედმეტი „დაახლობლებაც“ არ მოგვიტანს კარგს, ძალაუნებურად რომელიღაც ერთი წრის ტყვე აღმოვჩნდებით და ჩავიკეტებით. აჯობებს დავიჭიროთ მოზომილი, დისტანციური ურთიერთობა ყველასთან. ამასობაში გავერკვევით, როგორია არაფორმალური ურთიერთობების სტრუქტურა და უფრო სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ. 2. არასდროს არავისზე არ ვთქვათ ცუდი არავისთან. ისინი ამას აუცილებლად გაიგებენ და თან ისეთი ადამიანისგან, რომელსაც ცოტა ნაადრევად მივიჩნევთ ყველაზე ახლობელად. როგორც არ უნდა გვაიძულოს ეს გარემოებებმა, ვინმეზე ცუდი არასდროს არ ვთქვათ არავისთან. საკმარისად დიდი ხანი არაა, რაც ამ გუნდში ვართ, შესაბამისად არც არავის ვიცნობთ საკმარისად კარგად, რომ მათი შეფასება შევძლოთ - არც იმდენი ვიცით ვინმეზე, რომ ის უარყოფითად დავახასიათოთ და არც ვინმეს არ ვიცნობთ ისე კარგად, რომ მასთან სხვებზე აუგიანად ვისაუბროთ. 3. არასდროს არ ვიწუწუნოთ არაფერზე და არ გამოვხატოთ უკმაყოფილება, მინიმუმ პირველი 3-6 თვე. ეს არის პერიოდი, როცა გარემოს, საქმეს, თანამშრომლებს, იქაურ ატმოსფეროს ვეცნობით. ამ დროს აუცილებლად შეგვხვდება რაღაცეები, რასაც ჩავთვლით, რომ არასწორია და ასე არ უნდა იყოს, ან ჩვენთვის არის მოუხერხებელი და არ მოგვეწონოს. მაგრამ არასდროს არ ვიჩქაროთ უკმაყოფილების გამოხატვა, პირველი რამდენიმე თვე მაინც. ცუდი ტონია ეს, ისევე, როგორც თანამშრომლებზე ცუდის თქმა ვინმესთან. მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს ცუდს, ან რაც არ მოგვწონს, იმას უნდა შევეგუოთ. ამ დროის გასვლის შემდეგ, ბევრი რამე შეიცვლება, ბევრ რამეზე მივხვდებით, რომ როგორც არის, ისე უნდა იყოს და დავრწმუნდებით, რომ ძალიან სწორად მოვიქეცით, ამაზე პრეტენზიები რომ არ გამოვთქვით თავიდან. 4. დავსვათ რაც შეიძლება ბევრი შეკითხვა. მართალია თავიდან ყველამ გულდასმით შეიძლება არ გვიპასუხოს, ვერ მოიცალონ, მაგრამ მთავარია ჩვენ არ შეწყვიტოთ. ეს ადამიანების გაცნობაშიც დაგვეხმარება და საქმეშიც სწრაფად გაგვარკვევს, თან აქტიური, კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე ადამიანის იმიჯსაც შევიძენთ. მინიმუმ ჩვენთვის მარტო ჩუმად ჯდომა არ მოგვიწევს და სხვების თვალში მოსაწყენი ადამიანის შთაბეჭდილებას არ დავტოვებთ. პირიქით, კიდევ უფრო გავიხსნებით და ბევრ საჭირო რამეს გავიგებთ. 5. ვიმუშავოთ რაც შეიძლება ბევრი. მართლა უნდა ვიმუშავოთ ძალიან ბევრი. განსაკუთრებით პირველი სამი თვე არ დავზოგოთ თავი, არ მოვდუნდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო ყველა ასე შეიძლება არ იქცეოდეს. ბევრი მუშაობა დაგვეხმარება ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანთან გვქონდეს შეხება, მუშაობის კარგ ტემპს აგვაღებინებს და სხვებსაც თავს მოვაწონებთ ჩვენი მონდომებულობით. 6. ვეცადოთ ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს ხელმძღვანელთან. არ ვაფიქრებინოთ, რომ არაფერს ვაკეთებთ. ვუტრიალოთ გარშემო, შევეცადოთ სულ ინფორმირებული გვყავდეს, თავიდან მაინც განსაკუთრებით ჩავაყენოთ საქმის კურსში ჩვენს საქმიანობაზე, გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები, განსაკუთრებით რა მოგვწონს, შეკითხვების დასმასაც ნუ მოვერიდებით, ვეცადოთ ვიგრძნოთ მისი განწყობა, ვეცადოთ ვიცოდეთ, რას ფიქრობს და რას ელის, მაგრამ ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ თავი არ მოვაბეზროთ. 7. არ ვილაპარაკოთ წინა სამსახურზე ბევრი, მითუმეტეს კარგად. ამით ადამიანებს გავაღიზიანებთ, თუმცა არც ცუდის თქმაში არის რამე სარგებელი.. „ამას იქ ასე ვაკეთებდით..“, „ასეთ დროს იქ ასე ვიქცეოდით..“ და ა.შ. ეს ფრაზები არ გამოვიყენოთ და საერთოდ მოვერიდოთ შედარებების გაკეთებას ხმამაღლა. ვართ ახალ სამსახურში, ახალ გუნდში და აქ ეს არავის ესიამოვნება. ნურც წინა სამსახურის, ყოფილი უფროსის, ან თანამშრომლების დადებითად ან უარყოფითად დახასიათებებს დავიწყებთ. ეს არასდროს მოგვიტანს კარგს, არც სხვის თვალში მოგვემატება რამე და არც არავინ დაგვაფასებს უფრო მეტად, რომ დღეს არჩევანი მათ გუნდში ყოფნაზე გავაკეთეთ. 8. ხშირად შევთავაზოთ დახმარება ჩვენს კოლეგებს. შეიძლება არ დაგვიხმარონ, მაგრამ ჩვენ მაინც შევთავაზოთ. თუ დათანხმდებიან ჩვენს შეთავაზებას, ჩვენთვის უკეთესია, უფრო მალე ვისწავლით ბევრ რამეს, თუ არა მინიმუმ კეთილგანწყობას მაინც გავზრდით ჩვენს მიმართ, თუ იმისას არა, ვისაც შევთავაზეთ, ვინც დაინახა რომ ასე მოვიქეცით, იმათსას მაინც. 9. მოვერგოთ ამ კომპანიის კულტურას. კარგად დავაკვირდეთ, გავითვალისწინოთ და ჩვენც გადავიღოთ მათი წესები, ჩაცმულობა, კულტურა, ჩვენც გავითავისოთ ის, რაც ამ კომპანიის ნაწილია უკვე, ყველა იზიარებს და ყველასთვის საერთოა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სიგარეტის მოსაწევად დავიწყოთ სიარული, როცა იქამდე საერთოდ არ ვეწეოდით, ან ლუდის ან არყის სმაში შევუერთდეთ ხშირი დალევის მოყვარულებს მაშინ, როდესაც იქამდე საერთოდ წვეთსაც არ ვსვამდით. კარგ ჩვევებში და კარგ ღონისძიებებში ვეცადოთ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ და არ გამოვაკლდეთ მათ და ამით გავხდეთ ამ კორპორატიული ერთიანობის შემადგენელი. 10. შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. პირველი 3–6 თვე მაინც ყველანაირად ვეცადოთ, რომ არ გამოვხატოთ ჩვენი უხასიათობა. ყველაზე რთული პერიოდი გვაქვს ახლა, როცა ბევრი გულისტკენა შეიძლება შეგვხვდეს და არასასიამოვნო გარემოებებში აღმოვჩნდეთ. თანამშრომლების ნაწილი მაინცდამაინც კეთილგანწყობილები ჩვენს მიმართ შეიძლება არ იყვნენ, ბევრმა შეიძლება უყურადღებობა გამოიჩინოს, თავის წრეში მაინცდამაინც ახლოს არ მიგვიღონ, გვაგრძნობინონ, რომ ახლები და უცხოები ვართ, თანაც არაერთხელ – მიუხედავად ამისა, ძალიან უნდა ვეცადოთ, არ გამოვხატოთ, რომ გული გვაქვს დაწყვეტილი, ან ვინმეზე ვართ ნაწყენები, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და ყველა ყინული აუცილებლად გალღვება საბოლოოდ. ამჯერადაც დავრწმუნდებით, რომ კარგი ვქენით არ ვიჩქარეთ და ჩვენი გრძნობების მოთოკვა შევძელით. ___________________________ კიდევ არსებობს რამდენიმე წესი, თუ რჩევა, რაც შეიძლება გავითვალისწინოთ ასეთ დროს, თუმცა ვფიქრობ, ამათში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია, რაც დაგვეხმარება ბარიერების სწრაფად გადალახვაში. ვისაც გიდგათ ეს სირთულე დღეს, გისურვებთ მონდომებას თავდაუზოგავი შრომისთვის, ბევრ პოზიტივს და მოთმინებას. თქვენ აუცილებლად გახდებით გუნდისთვის ძალიან ძვირფასი წევრები! წყარო : strategy.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/AA%20logo_strategia_0_1_8_1.jpg ტეგები: ადგილი ახალ გუნდში კატეგორიები: ბიზნესი View the full article
-
დაღესტანელმა ძალოვანებმა სავარაუდო შეაიარაღებული იატაკქვეშელის დაღუპვის შესახებ განაცხადეს. სროლებს ადგილი ჰქონდა 04:25 ბუინაკსკის რაიონში - სოფელ ჩინკურბეს ახლოს, სადაც რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.როგორც დაღესტნის საგამოძიებო სამმართველოში განაცხადეს, სავარაუდო ბოევიკმა სამართალდამცავ ორგანოებს წინააღმდეგობა გაუწია. გარემოებები დგინდება. დგინდება ასევე მოკლულის ვინაობა. ჯერ-ჯერობით არ არსებობს მონაცემები ბუინაკსკის რაიონში აღმოჩენილი ამბოხებულთა რაოდენობის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98.jpg ტაქსიში სწრაფად ჩავჯექი და ყურსასმენებიც გავიკეთე, რადგან მიჩვეული ვარ და ყველამ იცის, როგორ უყვართ ტაქსისტებს გრძელი დიალოგების გაბმა,მაგრამ აბა ვინ მაცადა მუსიკის მოსმენა? წინა ტაქიმ რატომ არ წაგიყვანაო (შეამჩნია, რომ მის გაჩერებამდე, სხვამ უარი მითხრა) მეც ვუპასუხე, იმიტომ რომ თანხაზე ვერ შევთანხმდითთქო და აქედან დაიწყო მისი ისტორიაც, რომელსაც 8-ჯერ შეკვეცილს გიყვებით: </h6><h6>„- ტაქსისტობა რა პროფესიაა, მაგრამ ყველაფერს ცოდნა უნდა, მაგან ალბათ არც კი იცოდა აბაშიძე სად იყო. ისე, მე პატრული ვიყავი სანამ ტაქსზე დავჯდებოდი და მეგონა თბილისი ვიცოდი, „ტაქსაობა“ რომ დავიწყე, მივხვდი ნახევარი არ მცოდნია.“ ეს რომ მითხრა მაშინვე გამახსენდა ივანიშვილის 1 ივლისის გამოსვლა და ის მომენტი, სადაც მან უკანონოდ გათავისუფლებულ პატრულის თანამშრომლებზე ისაუბრა. რატომ არ ვიცი, მაგრამ მიზეზით დავინტერესდი და ვკითხე რატომ დაანებეთ პოლიციაში მუშაობას თავითქო და პასუხი ასეთი იყო: „-არავის გამოვუგდივარ, სიტუაცია რომ აირია, მივხვდი ჩემი ადგილი იქ აღარ იყო, გახსოვს აქციები რომ დაიწყო? მე ის კაცი არ ვარ საკუთარი ერის წინააღმდეგ წავიდე, ავდექი და წამოვედი. შვილების გამო ვნერვიულობდი, მაგრამ აგერ ვტაქსაობ, თბილისელი კაცი ვარ და მშიერი არ მოვკვდები. ახლა ივანიშვილის გამოჩენამ პატარა იმედი გააჩინა ხალხში, რომ რაღაც შეიცვლება. მეც თითქოს ველოდები რამეს. ამას წინათ ყოფილმა თანამშრომელმა შემომთავაზა, „ქართულ ოცნებაში“ ვარ, შემოდი შენცო, მაგრამ ვერიდები, რად მინდა ასეთ რისკზე წასვლა, ისე რომ დამემართოს, სულ უმუშევარი დავრჩე და მთავრობა არ შეიცვალოს, მერე ბავშვებს ვინ აჭმევს? ხოდა ვზივარ ასე ჩემთვის და ველოდები უკეთეს მომავალს“ ტაქსიდან გადმოსულს, ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. რამდენ პრობლემას წავაწყდით ერთ ჩვეულებრივ ტაქსში გამართულ დიალოგში. ჩვენი, ქართველების მთავარი პრობლემა – ვაკეთებთ იმას, რაც არ ვიცით პოლიტიკური შეხედულებებისა და ზნეობრივი წინააღმდეგობების გამო, ადამიანები სამსახურებს ტოვებენ დღეს, რომელიმე პარტიის წევრობა რიგითი ქართველისთვის „საშიშია“ გული დამწყდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მე არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/moscowtimes.jpg პოლ რიმპლი ყველასთვის მოულოდნელი იყო ნაბიჯი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადადგა, როდესაც შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პრემიერმინისტრად დანიშნა. პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონპროექტი პრემიერის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ; ესტაფეტა გადაცემულია. როგორც ჩანს, სააკაშვილი პუტინს არ მიბაძავს. მერაბიშვილი კი, შეიძლება ითქვას, საქართველოს მთავრობაში მეორე, ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურაა. ხელმძღვანელობდა რა საქართველოს პოლიციის ეფექტურ რეფორმებს, ის ნულიდან დაწყებული მწყობრი პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევა. მის სახელს უკავშირდება, როგორც დანაშაულის შემცირება, ასევე ოპოზიციის საპროტესტო აქციების დარბევაც. იგი, როგორც დიდი იარაღი, ფარდის უკან მოქმედებდა ჯადოქრის მსგავსად, ფარდის გარეშე კი, მერაბიშვილი ისევე ლაპარაკობს, როგორც ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი: ”დაგეგმილი მაქვს ვებრძოლო უმუშევრობას, ისევე, როგორც ვიბრძოდი დამნაშავეობისა და კორუფციის წინააღმდეგ მრავალი წლის განმავლობაში”. 3 ივლისს მერაბიშვილმა გამოაცხადა თავისი ოთხწლიანი, 12,2 მილიარდიანი პროგრამის შესახებ ხალხის სასარგებლოდ, რომლის ქვაკუთხედი მოქალაქეთა დასაქმება იქნება, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარება და ჯანდაცვა, იგივე საკითხები, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა დაუსახა თავის კამპანიას; ეს პაკეტი მოიცავს 3,6 მილიარდ დოლარს, ყოველთვიური პენსიების ოდენობის გაზრდას, 1,8 მილიარდი დოლარის გამოყოფას სოციალური პროგრამებისათვის, 2,4 მილიარდისა – სოფლის მეურნეობისათვის, ასევე 2,4 მილიარდისა – განათლების სფეროსათვის. მერაბიშვილის კიდევ ერთი დაპირება საქართველოში თითოეული ოჯახისათვის დაახლოებით 600 დოლარიანი ვაუჩერების გამოყოფაა. ქვეყნის წლიური ფედერალური ბიუჯეტი დაახლოებით 4,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. წინამორბედი პრემიერმინისტრების სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებიც კარგად გამოიყურებოდა მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ გაცხადებული მიზნისაგან სინამდვილეში შორს იყო. განსხვავება ისაა, რომ დღესდღეობით ივანიშვილმა ცეცხლი შეუნთო სააკაშვილის მთავრობას. მერაბიშვილმა ისიც კი აღიარა, რომ ”მთავრობამ ძალიან ცოტა რამ იცის უმუშევრობის პროგრამის შესახებ”. მანვე სასწრაფოდ შექმნა დასაქმების ახალი სამინისტრო. ზოგიერთები იმასაც აღნიშნავენ, რომ მერაბიშვილი თანამდებობრივად დაქვეითდა, რაც უაზრობაა. მან მოსთხოვა სააკაშვილს მის ადგილზე თავდაცვის ექს-მინისტრის, ბაჩო ახალაიას დანიშვნა; სხვები მერაბიშვილის ზემოაღნიშნულ პროგრამას საეჭვოდ, მემარცხენედ აღიქვამენ, ყბედობად მიიჩნევენ, ივანიშვილისადმი პოპულისტურ პასუხად თვლიან. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ”მერაბიშვილის დანიშვნა ვერ იხსნის ამ ხელისუფლებას”. ის ნაწილობრივ მართალიცაა, რადგან დანიშვნა თავისთავად აბსურდია, თუკი მთავრობა არ შეასრულებს თავის მიზნებს სამუშაო ადგილების შექმნის სახით. მერაბიშვილის დანიშვნა იმის მაუწყებელია, რომ საკითხის უგულებელყოფიდან 8 წლის შემდეგ, მთავრობა ამჯერად უკვე სერიოზულად ფიქრობს მის წინაშე არსებულ პრობლემაზე. ორიგინალი ორიგინალი
-
http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/images.jpg ქართუ ჯგუფი არის კომპანია, რომლის სახელსაც უკავშირდება მილიარდნახევრიანი საქველმოქმედო პროექტების განხორციელება საქართველოში. “2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ქველმოქმედებაზე სულ 1 156 081 151 ლარი დახარჯა. ქველმოქმედება ფონდების – “ქართუ”, “ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი” და ასოციაცია “ატუს” მეშვეობით ხორციელდებოდა. თანხა კულტურის, ხელოვნების, სპორტის, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სოციალურად დაუცველ პირთა დასახმარებლად გადანაწილდა. ფონდ “ქართუს” 2005-2010 წლებში ქველმოქმედების სახით დახარჯული აქვს 966 565 155 ლარი, “ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდს” – 56 186 113 ლარი, ხოლო ასოციაცია “ატუს” – 133 329 883 ლარი”. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/310898_10150325313952078_1816839153_n.jpg შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში”, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში”, აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში”. ,,თუკი საქარველოს ხელისუფლება ,,ქართუ ჯგუფის” აქციებს აუქციონის გზით გაასხვისებს მაშინ უცხოელი ინვესტორები და კომპანიები საქარველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო დავას დაიწყებენ”, -განაცხადეს ჟურნალისტებთან ,,ქართუ ჯგუფის” უცხოელი აქციონერების ადვოკატებმა. მათივე თქმთ, სს ,,ქართუ ჯგუფს” აქციონერი ბიძინა ივანიშვილი არა არის. ,,სს ,,ქართუ ჯგუფს” სულ 16 აქციონერი ჰყავს. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ,,ქართუ ჯგუფი” აქციონერი და მას არანაირი კავშირი არ გააჩნია სს ,ქართუ ჯგუფის” აქციონერებთან”, _ განაცხადეს ადვოკატებმა. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ,,ქართუ ჯგუფის” აქციებს მაინც გაასხვისებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება. ,,იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოხ ხელისუფლება არ შეისმენს ჩვენს განცხადებას და იგი იძულებითი აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს სს ,,ქართუ ჯგუფის” აქციებს, მაშინ ეს შეფასდება, როგორც უცხოელი ინვესტიციების ექსპროპრეაცია და უცხოელი ინვესტორები და კომპანიები, რომლებსაც წარმოვადგენთ დაიწყებენ საერთაშორისო სამართლებრივ დავას საქართვლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ”, _ განცხადა ადვოკატებმა. ვრცელდება ხმები, რომ “ქართუ ბანკი” ბანკის გაყიდვას ხელისუფლება მას შემდეგ აპირებს, რაც მას იგი მიიღებს ნატურალიზაციის შედეგად. თავიდან ბანკის ყიდვას თითქოს საქართველოს ბანკი აპირებდა, მაგრამ შემდეგ ეს ხმები გაიფანტა. ჩემი აზრით ბანკის გაყიდვა ან გასხვისება ნაკლებ სავარუდოა, რადგან არამგონია ხელისუფლებას საერთაშორისო სკანდალში გახვევა აწყობდეს. ყოველშემთხვევაში ეს პროცესი ოქტომბრამდე დროში გაიწელება. ბანკთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ კოალიციას და მის მხარდამჭერებს ვერ შეაჩერებს ხელისუფლების ვერანაირი გადაწყვეტილება, რომელიც უკანონობაზე და უსამართლობაზე არის დაფუძნებული. “სად წაიღებენ ბანკს? მხოლოდ 3 თვე დარჩათ, შემდეგ ყველაფერს უკან დავიბრუნებთ” – განაცხადა ივანიშვილმა. “ქართუ ბანკზე” ზეწოლა ხელისუფლებმა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე დაიწყო, მისი საინკასაციო მანქანის გატაცებით. ამას ბანკების შესახებ კანონში ცვლილება მოყვა, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო ქართუს გაკოტრებასთან, თუმცა ამანაც ვერ გამოიღო ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი. საბოლოოდ კი ბანკის პირდაპირი გზით ჩამორთმევით ცდილობენ მის განადგურებას. View the full article
-
16 წლის გოგონას ქორწილის ღამე პოლიციაში ავტორი ეთერ თურაძე 22:20 09.07.2012 მომავალმა მეუღლემ და დედამთილმა ჯერ კიდევ ქორწილის ბოლო სტუმრის გაცილებამდე მიიყვანეს პატარძალი ქობულეთის პოლიციაში. 16 წლის პატარძალს პოლიციაში ღამის პირველიდან დილის 6 საათამდე აიძულებდნენ ეთქვა, ვისთან და როდის ჰქონდა პირველი სექსი. გოგონას, რომელსაც პოლიციელები უწოდებდნენ უსირცხვილოს და სიმართლის დამალვის შემთხვევაში ნეკნების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ, ორი ექსპერტიზა ჩაუტარეს. ორივე დასკვნის მიხედვით გოგონა ქალწულია. http://3.bp.blogspot.com/-9jpJbDPkI8k/T_se83PK2FI/AAAAAAAAHq4/GPEkQCpzUEY/s200/foto%2Baraferkavshirshia%2Bstatiis%2Bgmirtan.jpg მისი პირობითი სახელია მარიამი. 16 წლისაა. მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც სასიძო, 26 წლის სიმონი (სახელი პირობითია) მივიდა მარიამის დედასთან შვილის ხელის სათხოვნელად, დედას გაუხარდა, „ვიფიქრე, ბავშვს დავალაგებდი...“ გააფრთხილა - „არ გეგონოს ქონების გამო გაძლევ“. დედას ერთი რამის ეშინოდა, რაც მომავალ სასიძოს გაუმხილა კიდეც, - მისმა შვილმა საჭმლის მომზადებაც კი არ იცოდა. სიმონმა გასცა დაპირება: „ეგ არ არის პრობლემა, ჩემს ჭკუაზე გავზრდი“. 40 დღის შემდეგ, 24 ივნისს დაინიშნა ქორწილი. დაახლოებით ღამის 11 საათის შემდეგ საძინებელში განვითარებულ მოვლენებს მარიამი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება: „შუქი აანთო და მითხრა, ზეწარი დასვრილი რატომ არ არის, ქალიშვილი არ ხარო. მეც დავხედე ზეწარს _ დასვრილი მართლა არ იყო. ძალიან შემეშინდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ იყო სისხლი. ვიფიქრე, ეტყობა რაღაც მჭირს-მეთქი. მეუბნებოდა მეთქვა, ვისთან ვიწექი. ვუთხარი, რომ შეიძლება ბავშვობაში რაღაც იყო. მერე დაიჩემა, გვარი მითხარი, ჩვენ შორის დარჩებაო. გვარიც ვთქვი. მაგრამ სახელი ვეღარ ვთქვი. ვინ მეთქვა, არ ვიცოდი“. სიმონი მარიამს ჩაცმას უბრძანებს და საქორწილო დარბაზში მიჰყავს, სადაც თავის დედას ხვდება. იქიდან მარიამის დეიდასთან მიდიან. მარიამს დეიდა უყვირის, მაგრამ სახლში არ იტოვებს. სიკოს მარიამი სოფლის პოლიციაში მიჰყავს და ითხოვს, მარიამს ხელწერილი დააწერინონ. პოლიციაში სიმონს უხსნიან, რომ ეს მათი საქმე არ არის. სიმონი გადაწყვეტს, რომ მარიამი დედასთან, მართასთან (სახელი პირობითია) გაუშვას მანქანით, მაგრამ თავისი დედის, ელენეს (სახელი პირობითია) მითითებით - „ხელწერილს აქ თუ არ აკეთებენ, ქობულეთში წავიყვანოთ, მერე შარს მოგვდებენ“ - ისევ პოლიციაში მიდიან, ამჯერად ქალაქ ქობულეთში. ქობულეთის პოლიციაში მარიამი მანქანიდან გადაჰყავს ორ პოლიციელს - ქალებს. ისინი საქმროს და სადედამთილოს ჰპირდებიან, რომ მარიამს ყველაფერს ათქმევინებენ. მარიამი: „ერთი იმას მეუბნებოდა, ერთი - ამას. კაცები მიყვიროდნენ. მერე დაწერეს, რომ აქტი თუ რაღაც მქონია ვიღაცასთან და ხელი მომაწერინეს. მეუბნებოდნენ, თუ არ იტყვი, ციხეში ჩაგაგდებთ, სამი წელი ციხეაო. იმ წუთას ოღონდ მომშორებოდნენ, სისულელეები ვთქვი.... არ ვიცი, ახლა ჩემს ხელმოწერას რა ეშველება. ხელი რომ მოვაწერე, მერე მითხრეს, რომ სახელი დამესახელებინა. დედაჩემს თუ არ მოიყვანთ, არაფერსაც არ ვიტყვი-მეთქი. მელოტი რომ იყო პოლიციელი, იმან მითხრა, ნეკნებს რომ დაგამტვრევენ, მერე იტყვიო“. გოგონას დაკითხვა დედის მისვლის შემდეგაც გაგრძელდა. დედა შეეცადა შვილის დაცვას, მაგრამ პოლიციელებმა გააფრთხილეს, რომ ხელს უშლიდა: „პოლიციაში აქამდე არ ვყოფილვარ. მითხრეს, ხელს ნუ გვიშლიო და მეგონა, არ მქონდა უფლება... ჩემი შვილი, იცით, როგორი დამხვდა... დედას შეუძლია მაგ დროს შვილს ეცეს და ცემოს, მაგრამ შვილი იმ მდგომარეობაში დამხვდა, თავისთავად მკვდარი იყო. მე რომ შევედი, ერთი მელოტი და ერთი შავგრემანი კაცი იყო, კომპიუტერთან ვინ იჯდა, აღარც მახსოვს. უყვიროდა მელოტი - წეღან ხომ გვითხარი, 13 წლის ასაკში რომ გქონდა სექსიო. მე მითხრა, შენს მოსვლამდე ამ ბავშვმა ყველაფერი აღიარაო...“ დილის ექვსი საათისთვის პოლიციამ დედა-შვილი სახლში გაუშვა. რადგან შვილი მუდმივად იმეორებდა, რომ სიმონის გარდა არავისთან ჰქონია ურთიერთობა, დედამ მარიამი 25 ივნისს ექსპერტიზაზე წაიყვანა სამხარაულის ბიუროში: „დასკვნაში წერია, რომ საქალწულე აპკი მთელია. 26-ში პოლიციამ წაიყვანა ექსპერტიზაზე - მათ დასკვნაშიც იგივე წერია... იცი, როგორ აწამეს ჩემი შვილი გასინჯვის დროს. თქვა, ცხოვრებაში არ გავთხოვდებიო. ისე მტკივნეული ყოფილა თურმე“. მარიამი ფსიქოლოგთანაც ჰყავდათ. მართა ამბობს, რომ შვილს რეაქცია არაფერზე აღარ ჰქონდა. ექიმთან მარიამი ადვოკატების რჩევით მიიყვანეს: „არც ჭამდა, არც ფეხზე დგებოდა, არც მელაპარაკებოდა. შვილი ცოცხლად დავმარხე და მეც დავიმარხე... ახლა ცოტა უკეთ არის, დამამშვიდებელი წამლების მიღებამ უშველა“. მართა ამბობს, რომ უნდა, შვილი ცოტა ხნით მაინც გაარიდოს სოფელს, მაგრამ არ იცის, სად წაიყვანოს. მართა: „უნდოდა ექთნობა ესწავლა. რომ ჩააბარებდეს, გავუშვებდი. არ ვიცი, როგორ დავეხმარო“. ქობულეთის პოლიცია ქობულეთის პოლიციაში მარიამის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წლამდე ასაკის მოზარდთან სქესობრივ კავშირს ეხება. საქმეს ნანა სურმანიძე იძიებს. „ბათუმელებმა“ ექვსი პოლიციელიდან იმ სამის ვინაობაც დაადგინა, რომლებიც 24 ივნისს ქობულეთის პოლიციაში მორიგეობდნენ და, სავარაუდოდ, მარიამი დაკითხეს. ერთ-ერთი მათგანი, ნინო ჩინჩალაძე იმ ღამით მარიამის მათთან მიყვანის ფაქტს ადასტურებს. კითხვას - რითი ხსნით 16 წლის არასრულწლოვნისთვის პოლიციაში ხელწერილის დადებას, ნინო ჩინჩალაძე ასე პასუხობს: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ნამდვილად ჟურნალისტს ვესაუბრები. თუ რამე გაინტერესებთ, საქმის გამომძიებელს მიმართეთ; საქმესთან დაკავშირებით ჩემთვის არაფერია ცნობილი, დანამდვილებით ვიცი, რომ ეგ გოგო პოლიციაში 24-ში მოიყვანეს. ის სულ სხვებმა გამოკითხეს“. „ბათუმელებთან“ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა საქმის გამომძიებელი, ნანა სურმანიძეც: „რამდენადაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მე არ ვარ კომპეტენტური და არც უფლებამოსილი, გითხრათ, რა მუხლით არის საქმე აღძრული“. ნანა სურმანიძემ უპასუხოდ დატოვა კითხვა - რის საფუძველზე დაიწყო ძიება 13 წლის ასაკში მარიამის სქესობრივი კავშირების დასადგენად, როდესაც ხელთ აქვს პოლიციის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანს სქესობრივი ურთიერთობა არავისთან ჰქონია? „ბათუმელებმა“ 24 ივნისის ღამეს კიდევ ორი მორიგე პოლიციელის ვინაობა დაადგინა, მაგრამ ზაზა მჟავანაძესა და ქეთი დევაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ნონა ნაკაშიძე,ექიმი-ფსიქოთერაპევტი: რასაც მიყვებით, ეგ თუ სიმართლეა, ეს არის ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ფაქტი. გარდა ამისა, ბავშვის უფლებების დარღვევა. მე, როგორც სპეციალისტი, იმ ეგრეთ წოდებულ ქმარს სექსუალურ ძალადობაში დავდებდი ბრალს. გამოდის, მან გოგოსთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება იმ მიზნით სცადა, რომ „დაედგინა“, ქალიშვილი იყო თუ არა. ამას ფსიქოლოგის ახსნა არ სჭირდება, ამას თვითონ გოგონა ხსნის - ოღონდ თავი დაენებებინათ და გვარი დაასახელა. სქესობრივი ურთიერთობის საკითხებში გაურკვეველ ძალიან ბევრ გოგოს აქვს ასეთი ცრურწმენა და შიში, - ვაითუ არ აღმოვჩნდე ქალიშვილი. არ არის აუცილებელი საქალწულე აპკის დარღვევას სისხლიც ახლდეს თან. კულტურალური წნეხის პირობებში, ამისი შიში აქვთ გოგოებს. იმედს ვიტოვებ, რომ ამ გოგოს უფლებებს კარგად დაიცავენ ადვოკატები. გარდა ამისა, ვთხოვ მშობელს, ხვალვე მიიყვანოს გოგონა ბავშვთა ძალადობის ცენტრში ბათუმში, სადაც ფსიქოლოგები სწორედ სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, მას მულტიფაქტორული რეაბილიტაცია სჭირდება. ძალიან მინდა კორექტული ვიყო, მაგრამ ამ გოგონას შემთხვევაში ადგილი აქვს კომპლექსურ „გადავლას“. მისთვის ძალიან მძიმე სტრესი მიუყენებიათ. ძალადობის მსხვერპლის მიმართ პოლიციის ასეთი აქტიურობა ჩემთვის გაუგებარია. ეს არის პროვინციული ენთუზიაზმი მათთვის პროვინციულად საინტერესო თემაზე. ერთი მხრივ, ეს სტიგმის შემცველი თემაა და ძალიან უნდა ვიზრუნოთ ამ გოგონას იმიჯზე, მეორე მხრივ კი, მიკროსოციუმს სჭირდება განათლება, მსგავსი რამ სხვას რომ არ დაემართოს. ადვოკატები მარიამის უფლებებს მზია დიასამიძე და ირაკლი შავაძე დაიცავენ. მზია დიასამიძე ამბობს, რომ განცხადება შეიტანეს მთავარ პროკურატურაში, სახალხო დამცველთან და მიმართეს სანდრა რულოვსს - საქართველოს პირველ ლედის. მზია დიასამიძე: „საჩივარს ვწერთ 144-ე მუხლის მე-3 პუნქტით. ეს არის პირის დამცირება, ან ღირსების, პატივის შელახვა, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. ასევე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტება არასრულწლოვნის მიმართ. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გვაქვს. ვთხოვე, ადვოკატი ვარ და მომეცით-მეთქი, მაგრამ გამოძიება არ დამთავრებულა და ვერ გადმოგცემთო. გამოძიებას აქვს გონივრული ვადა, თუმცა ეს შეიძლება რამდენიმე წელს გაგრძელდეს. როცა გოგო დაზარალებულად არის ცნობილი 140-ე მუხლით, მაგრამ ორი ექსპერტიზის დასკვნა უდევთ, რომ ის ქალწულია, გამოძიება აღარ უნდა გაგრძელდეს. საქმის აღძვრით ქობულეთის პოლიცია თავისი ქმედების გამართლებას ცდილობს, თითქოსდა გოგონამ, როგორც დაზარალებულმა, მიმართა მათ განცხადებით. ამ დროს გოგოს კი არ მიუმართავს, ის აიძულეს, ეთქვა სისულელეები, მერე დაკითხეს მოწმის სახით, მერე კი დაზარალებულად ცნეს“. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png | თანდართული ფოტო წარმოადგენს მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს და არ გახლავთ გოგონა, რომელზეც სტატიაშია საუბარი | http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article