Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გუნდი სადაც ცუდი რეალობაა მაგრამ კარგი მომავალი. იხილეთ fanebi.com
  2. კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, “ხალხის პარტიის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე და მოძრაობა “არა!”-ს აქტივისტი ლევან ჩიტაძე პარლამენტის… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://www.polity.ge/images/catalog/hobby/hunting/nadiroba.jpg21 აგვისტოს გადამფრენ მფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად იწყება. polity.ge
  4. `ენერგო-პრო ჯორჯია” დევნილების დასაქმებას იწყებს. წეროვანში და გორის მიმდებარე სოფლებში ჩასახლებულ 110 დევნილს, რომლებმაც კომპანიაში მუშაობის სურვილი… ლინკი მედიანიუსზე
  5. დღეს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით საზოგადოებას ნადირობის წესები გააცნო. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  6. ჩემფიონშიფის კლუბმა "კრისტალ პალასმა" ოფიციალურად განაცხადა ლეგენდარული ჰოლანდიელი ნახევარმცველის ედგარ დავიდსის დამატების შესახებ. იხილეთ fanebi.com
  7. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/economy/puri.jpgსაქართველოში პური გაძვირდა. პურის საცალო ფასმა მაღაზიებში 10 თეთრით უკვე მოიმატა. როგორც მე-4 პურის ქარხნის დირექტორმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა, ფასის ზრდა ფქვილის გაძვირებამ გამოიწვია. polity.ge
  8. http://image.geotorrents.com/images/6qoa52ylzma4k70gsn2d.jpg როი ჰოჯსონმა გუშინდელი მატჩის შემდგომ ინტერვიუში მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა და კოულის თერთმეტმეტრიანზეც გააკეთა რამდენიმე კომენტარი. ჰოჯსონი : ”ვფიქრობ მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ თუ შეხვედრა ასე დასრულდა, ამაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. თუ პენალტის გოლად ქცევა ვერ მოვახერხეთ ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია.” ”მე ფეხბურთელებს შესვენებაზე ვეუბნებოდი, რომ მეტი ინტენსივობით უნდა შეგვეტია მეორე ნახევარში, რადგან უკვე ვფლობდით 1-ბურთიან უპირატესობას. პირველი ტაიმი ჩვენთვის არ იყო ისეთი კარგი, როგორიც უნდა ყოფილიყო. მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით კი მეორე გოლს ვიმსახურებდით, რითაც თურქეთში გასამართ შეხვედრაზე უფრო თავისუფლად გავემგზავრებოდით, საკუთარ თავში დარწმუნებულები.” ”ჯო კოული თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად თავად ავირჩიე, და ამაში მას ნუ დავადანაშაულებთ. მთავარი მაინც გამარჯვებაა. საკუთარი თავის რწმენა და წინსვლის მოტივაცია არ უნდა დავკარგოთ.” View the full article
  9. http://image.geotorrents.com/images/jqzx43desx5ehfs08dk6.jpg ჯო კოულმა აღიარა, რომ 15 წელია თერთმეტმეტრიანი არ გაუტანია. კიდევ ერთხელ გაფუჭებული პენალტის გამო კი ლივერპულმა მხოლოდ 1-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა ტრაბზონსპორი. ”ეს ნამდვილად ცუდი პენალტი იყო. ბოლო თერთმეტმეტრიანი 15 წლის წინ გავიტანე და ალბათ შემდეგი გატანილი პენალტისთვისაც 15 წელი მომიწევს ლოდინი.” ”ამ ეტაპზე, რაც მთავარია, გუნდმა მოიგო. ასე რომ ყველფერი რიგზეა.” კოულმა სადებიუტო შეხვედრა ლივერპულში არცთუ ისე წარმატებულად დაიწყო. პრემიერ-ლიგის პირველივე ტურში არსენალის წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო და მოედანს მიღმა აღმოჩნდა. ახლა კი – მეორე მატჩშიც ვერ დაიკვეხნის წარმატებით გაცუდებული თეტთმეტმეტრიანის გამო. ”რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლივერპულმა გამარჯვება მოიპოვა. ეს ძალიან გვახარებს და გუნდის თითოეული ფეხბურთელი ბედნიერია მიღწეული შედეგის გამო.” ”გოლების შექმნა, საგოლე პასების გადაცემა ჩემი საქმეა. და ბედნიერი ვარ როცა დაკისრებულ მოვალეობას კარგად ვასრულებ. უკანასკნელ შეხვედრებში 2-ჯერ მოვახერხე მნიშვნელოვანი პასების გაკეთება და ეს ძალიან მახარებს. ასეთი თამაში წინსვლაში შემიწყობს ხელს. ამ ეტაპზე ჩემი მიზანიც ესაა. რაც შეიძლება მეტად გამოვასწორო ჩემი თამაში და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.” ”მთავარი ხომ გუნდის წარმატებაა და არა ცალკეული ფეხბურთელის. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ეს შესანიშნავი შედეგია.” View the full article
  10. ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას - "საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს" სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოყვა. გამოხმაურების ავტორები გვადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით.”მიზანმიმართული სიცრუე” - ამ სათაურით გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მომხმარებელმა ბარბარე მარჯავიძემ, რომელშიც იგი ნეტგაზეთის ჟურნალისტს ნინო ძანძავას ინფორმაციის წყაროს გაყალბებაში ადანაშაულებს. ნეტგაზეთი საპატრიარქოს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გავრცელდა პრესრელიზი საქართველოს პატრიარქის გლდანის საპყრობილეში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. პრესრელიზის მიხედვით, ილია მეორეს ”რელიგიური პატიმრები” უნდა მოენახულებინა. ხოლო გამომგზავნის ელექტრონული ფოსტის მისამართი გახლდათ religiispatimrebi@gmail.com იმის გამო, რომ ეს არ გახლავთ საპატრიარქოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი, გადავწყვიტეთ, ინფორმაცია საპატრიარქოში გადაგვემოწმებინა. ჟურნალისტი ნინო ძანძავა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს ესაუბრა. სწორედ ამ სატელეფონო ინტერვიუს საფუძველზე გამოქვეყნდა ინფორმაცია. სოციალურ ქსელებსა და პოლიტფორუმზე გამოქვეყნებული კომენტარების მიხედვით, ”ნინო ძანძავა ასრულებს შემდეგ დავალებას, რომ ამ ბიჭების რწმენისათვის დაპატიმრებულობა დააყენოს ეჭვქვეშ და ეს პოზიცია მიაწეროს საპატრიარქოს. მოვიყვან ციტატებს მისი სტატიიდან „რელიგიური ნიშნით ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს აღარ აპატიმრებენ, ეს ბოლშევიკების ეპოქა აღარ არის" და ,,მაგრამ ისინი რელიგიური ნიშნით არა არიან დაპატიმრებულები. მათ ხულიგნობა ედებათ ბრალად, თორემ მართლმადიდებლები რომ არიან, ამის გამო არ დაუპატიმრებიათ" რომელსაც მიაწერს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს”. ფეისბუქის კიდევ ერთი მომხმარებლი ლევან ლევანიძე წერს: ”მე პირადად გუშინ ღამე ვესაუბრე მამა მიქაელ ბოტკოველს, რომელმაც თქვა შემდეგი რამ: ,,მე მსგავსი არაფერი მითქვამს, მე მათ ვუთხარი, რომ ეს ბიჭები არიან უდანაშაულონი და დღესვე გამოსაშვებები და საერთოდ სხვა თემაზე დამირეკეს და ეს მკითხეს მოულოდნელად, ვერ მივხვდი რას მეკითხებოდნენ, პროვოცირება მომიწყვეს და მე აუცილებლად დავუკავშირდები მაგ სააგენტოს და ამოვაღებინებ აღნიშნულ სტატიას". ეს გახლავთ ბოტკოველის პოზიცია. აქვე მინდა აღვნიშნო, ბოტკოველს რომც ეთქვა მსგავსი რამ, ეს იქნებოდა მისი პირადი აზრი. საპატრიარქომ კი თავისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა". ეს კი გახლავთ ინტერვიუს ჩანაწერი დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან, რომელსაც ჟურნალისტი ნინო ძანძავა ესაუბრა: განვმარტავთ, რომ ჩვენი (ნეტგაზეთის) მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ფაქტებსა და წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება და არა ვინმეს ლაქიობა, ვინც არ უნდა იყოს ის. პ.ს. თუკი მოგვაწოდებთ, სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ვიდეომასალას, რომელშიც ბარბარე მარჯავიძის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი გლდანის საპყრობილეში ასე მიმართავს პატიმრებს: ,,მთელმა საქართველომ იცის, რომ თქვენ უდანაშაულონი და რწმენისთვის დაპატიმრებულნი ხართ". მასალა შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მისამართზე editor@netgazeti.ge სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას "საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს" სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოყვა. გამოხმაურების ავტორები გვადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით.”მიზანმიმართული სიცრუე” - ამ სათაურით გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მომხმარებელმა ბარბარე მარჯავიძემ, რომელშიც იგი ნეტგაზეთის ჟურნალისტს ნინო ძანძავას ინფორმაციის წყაროს გაყალბებაში ადანაშაულებს. ნეტგაზეთი საპატრიარქოს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გავრცელდა პრესრელიზი საქართველოს პატრიარქის გლდანის საპყრობილეში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. პრესრელიზის მიხედვით, ილია მეორეს ”რელიგიური პატიმრები” უნდა მოენახულებინა. ხოლო გამომგზავნის ელექტრონული ფოსტის მისამართი გახლდათ religiispatimrebi@gmail.com იმის გამო, რომ ეს არ გახლავთ საპატრიარქოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი, გადავწყვიტეთ, ინფორმაცია გადაგვემოწმებინა საპატრიარქოში. ჟურნალისტი ნინო ძანძავა ესაუბრა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს და სწორედ ამ სატელეფონო ინტერვიუს საფუძველზე გამოქვეყნდა ინფორმაცია. სოციალურ ქსელებსა და პოლიტფორუმზე გამოქვეყნებული კომენტარების მიხედვით, ”ნინო ძანძავა ასრულებს შემდეგ დავალებას, რომ ამ ბიჭების რწმენისათვის დაპატიმრებულობა დააყენოს ეჭვქვეშ და ეს პოზიცია მიაწეროს საპატრიარქოს. მოვიყვან ციტატებს მისი სტატიიდან „რელიგიური ნიშნით ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს აღარ აპატიმრებენ, ეს ბოლშევიკების ეპოქა აღარ არის" და ,,მაგრამ ისინი რელიგიური ნიშნით არა არიან დაპატიმრებულები. მათ ხულიგნობა ედებათ ბრალად, თორემ მართლმადიდებლები რომ არიან, ამის გამო არ დაუპატიმრებიათ" რომელსაც მიაწერს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს”. ფეისბუქის კიდევ ერთი მომხმარებლი ლევან ლევანიძე წერს: ”მე პირადად გუშინ ღამე ვესაუბრე მამა მიქაელ ბოტკოველს, რომელმაც თქვა შემდეგი რამ: ,,მე მსგავსი არაფერი მითქვამს, მე მათ ვუთხარი, რომ ეს ბიჭები არიან უდანაშაულონი და დღესვე გამოსაშვებები და საერთოდ სხვა თემაზე დამირეკეს და ეს მკითხეს მოულოდნელად, ვერ მივხვდი რას მეკითხებოდნენ, პროვოცირება მომიწყვეს და მე აუცილებლად დავუკავშირდები მაგ სააგენტოს და ამოვაღებინებ აღნიშნულ სტატიას. ეს გახლავთ ბოტკოველის პოზიცია.აქვე მინდა აღვნიშნო, ბოტკოველს რომც ეთქვა მსგავსი რამ, ეს იქნებოდა მისი პირადი აზრი. საპატრიარქომ კი თავისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა". ეს კი გახლავთ ინტერვიუს ჩანაწერი დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან, რომელსაც ჟურნალისტი ნინო ძანძავა ესაუბრა: განვმარტავთ, რომ ჩვენი (ნეტგაზეთის) მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ფაქტებსა და წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება და არა ვინმეს ლაქიობა, ვინც არ უნდა იყოს ის. პ.ს. თუკი მოგვაწოდებთ, სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ვიდეომასალას, რომელშიც ბარბარე მარჯავიძის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი გლდანის საპყრობილეში ასე მიმართავს პატიმრებს: ,,მთელმა საქართველომ იცის, რომ თქვენ უდანაშაულონი და რწმენისთვის დაპატიმრებულნი ხართ". მასალა შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მისამართზე editor@netgazeti.ge სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. თბილისში, მტკვარში, 5 თვის წინ გაუჩინარებული “მერსედესის” მარკის ავტომობილი იპოვეს. ავტომობილი მეპატრონემ რესტორან “აფხაზეთთან”… ლინკი მედიანიუსზე
  13. თბილისის რამდენიმე უბანს დღეს 24.00. საათამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება. როგორც “მედიანიუსს” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”… ლინკი მედიანიუსზე
  14. სამეგრელოსა და გურიის რაიონებში საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის მეორე თაობის წინააღმდეგ შეწამვლა მიმდინარეობს. პირველი თაობის… ლინკი მედიანიუსზე
  15. ამიერიდან გორის მუნიციპალიტეტს საკუთარი სიმბოლიკა ექნება. მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი საკრებულომ უკვე დაამტკიცა. სიმბოლიკაზე მუშაობა წელიწადზე მეტხანს … ლინკი მედიანიუსზე
  16. გიშინ გახდა ჩნობილი,რომ "ცსკს" ნახევარმცველი მილოშ კრასიჩი "იუვეში" საბოლოოდ გადადის. დღეს კრასიჩი იტალიაში გაემგზავრა სამედიცინო შემოჭმებაზე,მანამდე კი ის გულშემატკივრებს დაემშვიდობა და გასცა რამოდენიმე კითხვას პასუხი. სრულად იხილეთ
  17. http://www.darryljon.dsl.pipex.com/trabhome5.jpg გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრის ფოტომასალასhttp://www.darryljon.dsl.pipex.com/trabhome1.jpg http://www.darryljon.dsl.pipex.com/trabhome2.jpg http://www.darryljon.dsl.pipex.com/trabhome3.jpg http://www.darryljon.dsl.pipex.com/trabhome5.jpg http://www.darryljon.dsl.pipex.com/trabhome7.jpg http://www.darryljon.dsl.pipex.com/trabhome4.jpg http://www.darryljon.dsl.pipex.com/trabhome6.jpg http://www.darryljon.dsl.pipex.com/trabhome7.jpg View the full article
  18. ჟურნალი Nuts_11_2009 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  19. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი ქსენია სობჩაკი წელს, ივლისში თბილისში მაისურით დასეირნობდა, რომელზეც რუსეთის პრემიერი პუტინი… ლინკი მედიანიუსზე
  20. JSI-ის (ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი) კვლევის თანახმად, საქართველოში 15-49 წლის ასაკის ქალების სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოა. კვლევის თანახმად, გარდაცვლილი ქალბატონების 45% ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული, მათ შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოზე მოდის. სტატისტიკა JSI-ის წელიწადნახევრიანი პროექტის ,,გადარჩენა” ფარგლებში მომზადდა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და 20-მდე საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭრით, 2009 წლის მარტში JSI-მ პროექტი სახელწოდებით ,,გადარჩენა” წამოიწყო. პროექტის მთავარი მიზანი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მექანიზმების დანერგვა იყო. სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში მომზადდა სახელმძღვანელო საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის, მისი ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეთოდების შესახებ. მსგავსი სახელმძღვანელო საქართველოში არ არსებობდა. ამ სახელმძღვანელოს გამოყენებით გადამზადდა 366 ოჯახის ექიმი და 79 მეან-გინეკოლოგი. ასევე პროექტი დაეხმარა თბილისსა და ქუთაისში არსებულ სკრინინგ ცენტრებს. მათ გადაეცათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა. პროექტის მენეჯერი ნინო კაკუბავა ამბობს, რომ პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის, რისთვისაც რამდენიმე კამპანია მოეწყო. ,,მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”, რომელიც მიმართული იყო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ და ,,სიბრძნის მარგალიტის კამპანია” - საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ. ,,დაბალი იყო ინფორმირებულობა თვით ექიმებშიც, რასაც აჩვენებს ჩვენი ტრეინინგამდელი და ტრეინინგს შემდგომი ტესტები. საკმაოდ გაიზარდა მათი ინფორმირებულობა და ცოდნა ამ დაავადებების შესახებ”, - განმარტავს კაკუბავა. მარიოტში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მონაცემებიც წარადგინეს. მონაცემების მიხედვით, 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის ივლისის ჩათვლით თბილისის სკრინინგ ცენტრში 18 459 ქალმა გაიარა მამოგრაფიული (ძუძუს) გამოკვლევა. აქედან 1,4 %–ს დაუფიქსირდა პათოლოგიური შედეგი ანუ აღმოაჩნდა ანომალური უჯრედები. ასეთი უჯრედების კიბოდ გადაგვარების პროცესი 10-15 წელი გრძელდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევა 20 853-მა ქალმა გაიარა. 12, 2 პროცენტს აღმოაჩნდა ატიპური (ანომალური) პაპტესტი (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევი შედეგი). ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის უფასო გამოკვლევები საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ინიციატივით დაიწყო. სკრინინგის პროგრამას ეროვნული სკრინინგის ცენტრი, თბილისის მუნიციპალიტეტი და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ახორციელებს. სკრინინგის მიზანია, აღმოაჩინოს ორგანიზმში გადაგვარებული (ანომალური) უჯრედების არსებობა ადრეულ ეტაპზე, როდესაც შესაძლებელია მათი მოცილება და, შესაბამისად, კიბოს თავიდან აცილება. საქართველოში სკრინინგული გამოკვლევა რეკომენდებულია 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისათვის, თუმცა, რიგ შემთხვევებში, გამოკვლევამ შეიძლება ვერ აღმოაჩინოს არსებული პათოლოგიური უჯრედები. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოკვლევების ჩატარება რეგულარულად, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...