planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ნიუ–იორკის დეტექტივებს ალენ გემბლს და ტერი ჰოიტს მიტყავთ პოლიციის ბუღალტერია. გემბლს ასეთი სამუშაო მოსწონს, ჰოიტსისთვის კი ეს ნამდვილი ტანჯვაა. როდესაც ნაპარნიკებს შანსი გაუჩნდებათ ჩრდილიდან გამოსვლის გაირკვევა, რომ ბუღალტერიაში გემბლი და ჰოიტსი ტყვუილად არ გაუშვიათ... View the full article
-
უეინ რუნის გარეშე მოთამაშე სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა ფულემთან მატჩი კარგად დაიწყეს და სქოულზის საიუბილეო, რიგით 150-ე მანჩესტერული გოლით დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში თავს მოდუნების უფლება მისცეს და ტაბლოზეც ორი ერთიანი აციმციმდა. იხილეთ fanebi.com
-
ტოტენჰემმა და გალასმა წამატებით დაასრულეს მოლაპარაკებები. იხილეთ fanebi.com
-
როგორც ჩანს, წარმოდგენები იმის შესახებ, თითქოს პლანეტას 2012 წელს გაუგონარი კატაკლიზმები დაატყდება... გაზიარება [03:34 22-08-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/THBiiTPgx_I/AAAAAAAAD_Q/MaFdLmbcBGI/s200/2012.jpg...ტორტუგეროს ძეგლზე მაიას ცივილიზაციის ნიშნების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია. ძეგლი 1960 წელს აღმოაჩინეს. ქვაზე გამოსახულია ცხრილი, რომლის ნიშნები ცალკეულ კალენდრულ პერიოდს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხრილი საკმაოდ დაზიანებულია, მეცნიერებმა მისი შემონახული ნაწილის გაშიფვრა მაინც შეძლეს და დაადგინეს, რომ რამდენიმე გლიფი აღნიშნავს თარიღს, რომელიც თანამედროვე აღრიცხვით 2012 წელია. მკვლევარებმა ახლახან ახალი ვარაუდი გამოთქვეს, რომლის თანახმად ცხრილი 2012 წლით სულაც არ მთავრდება, რადგან ერთ-ერთი გლიფი 4772 წელს აღნიშნავს. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg ალექსანდრე რონდელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი ორი წელი საქართველოსთვის მკაცრი იყო. მაგრამ საშინაო პოლიტიკაში, ისევე, როგორც საგარეო ურთიერთობებში ქვეყანამ იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ეს ვინმეს ოდესღაც შესაძლებელი ეგონა, ამბობს ალექსანდრე რონდელი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და სამხრეთ კავკასიის პატარა და ახალგაზრდა ქვეყნის, საქართველოს მომავალი ღიად რჩება. ნებისმიერი რეალისტური შეფასება მისი პერსპექტივებისა ამ მოვლენებისა და მათი შედეგების გახსენებით უნდა დაიწყოს, უფრო ზუსტად კი იმით, თუ რა გავლენა იქონიეს მათ თბილისზე. იმას, რასაც როლანდ ასმუსმა „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შესძრა“ დაარქვა, გრძელი და მოკლევადიანი წინაპირობები ჰქონდა. არსებობდა ორი მიზეზი: ისედაც რთული რუსულ-ქართული ურთიერთობების მზარდი გამწვავება, რომელსაც დასავლეთის მხრიდან მისი ინტერესებისადმი სავარაუდო უპატივცემულობის გამო რუსეთის განაწყენებაც დაერთო; და უშუალოდ საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის გამო შექმნილი კრიზისი. იმ პირქუშ დღეებში, 2008 წლის 8-12 აგვისტოს, რუსული ჯარები საქართველოს დედაქალაქისკენ მოიწევდნენ. 12 აგვისტოს საზავო შეთანხმების დადების შემდეგაც კი ქვეყანაში ათასობით რუსი სამხედრო დარჩა. ისინი სამხრეთ ოსეთში და კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში განთავსდნენ. ორივე რეგიონი მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის აგრესიულმა პოზიციამ „ხუთდღიანი ომის“ მსვლელობისას და მის შემდეგაც მას (თავის მეზობლებთან და დასავლეთთანაც) დიდი ხნის ნალოლიავები პოლიტიკური მიზნების ხელახლა განცხადების საშუალება მისცა: ეს იყო ჰეგემონიის აღდგენის სურვილი „პოსტ-საბჭოთა“ სივრცის ნაწილზე მაინც (იხილეთ ივან კრასტევი „რუსეთი და ქართული ომი: დიდი სახელმწიფოს ხაფანგი“ 19 აგვისტო 2008); გარდა ამისა, ნატოსა და ევროპის კავშირისათვის იმის მინიშნებით, რომ აღმოსავლეთით შემდგომ ექსპანსიას აღარ მიიღებს, რუსეთი კიდევ უფრო მეტის მიღწევას იმედოვნებდა – მას საქართველოს დასავლეთზე ორიენტირებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოცილება და თბილისში უფრო მორჩილი ხელისუფლების დასმა უნდოდა; და ბოლოს სამხრეთ კავკასიაზე და მის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ მარშრუტებზე რეალური კონტროლის აღდგენა. (იხილეთ, „რეალპოლიტიკის დაბრუნება: ხედვა საქართველოდან“, 18 თებერვალი 2010). რუსეთმა შესძლო სამხედრო კონტროლის დაწესება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, რომლებსაც საქართველო სულ უფრო ხშირად უწოდებს „ოკუპირებულ რეგიონებს“. მაგრამ ამ ტერიტორიების დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა მოსკოვის გარდა მხოლოდ სამმა ქვეყანამ აღიარა (ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ), ხოლო თავისი უფრო დიდი ამბიციის განხორციელების საქმეში (მისთვის საძულველი ქართველი პრეზიდენდის გაძევება და ძალთა ბალანსის შეცვლა რეგიონში) რუსეთმა ნადვილად განიცადა მარცხი. მყიფე ეკონომიკა საქართველო ომიდან დაჭრილი, მაგრამ დაუმორჩილებელი გამოვიდა. მისმა სახელმწიფოებრიობამ გაუძლო გამანადგურებელ კონფლიქტს და მისი ეკონომიკა საერთაშორისო საზოგადოების გულუხვი ფინანსური დახმარების წაყლობით გადაურჩა ამავე დროს მიმდინარე გლობალურ ფინანსურ კრიზისს. მაგრამ მომდევნო თვეები მძიმე აღმოჩნდა. პოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე, ხელისუფლება შეზღუდულ გარემოებებში ცდილობდა შეემსუბუქებინა ომის შემდგომი ეკონომიკური პრობლემები – უმუშევრობა და სიღარიბე, რაც ტვირთად დააწვა ქართველ ხალხს. მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური გუნდი განვითარების ომამდე შემუშავებულ გეგმებს ეყრდნობოდა, ანუ ყოველწლიურ საგარეო ინვესტიციას, რომელიც თითქმის 2 მილიარდს უტოლდებოდა. ეს მაჩვენებელი ომის-შემდგომ პერიოდში, თავიდან თითქმის მეოთხედით დაეცა, რის გამოც ეკონომიკა თითქმის 4 პროცენტით შეიკვეცა. მაგრამ ინვესტიციებმა ნელ-ნელა ისევ იწყო მატება და ოფიციალური პირები ელიან, რომ 2010 წელს ეკონომიკა 5 პროცენტზე მეტად გაიზრდება. უცხოელი ინვესტორების ძიებას სააკაშვილი და მისი გუნდი საქართველოს ეკონომიკური მომავლისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომაც მთავრობა არნახულ ძალისხმევას სწევს იმისთვის, რომ საქართველო ისეთად ადგილად წარმოაჩინონ, სადაც მიმზიდველი ბიზნესკლიმატი და წესებია – „შესაძლებლობათა სივრცედ“ ბიზნესმენებისთვის. ამავე დროს სააკაშვილის კაბინეტში ეკონომიკის მინისტრების ხშირი ცვლა თავისთავად ასახავს ქვეყნის მკაცრ ეკონომიკურ ვითარებას. (იხილეთ დონალდ რეიფილდი, „საქართველო, ორი წლის შემდეგ: მომავალი ომის მიღმა“, 5 აგვისტო 2010) განვითარებადი პოლიტიკა პოლიტიკური არენაც ასევე იქცა გამოცდად. რუსეთთან მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომაც გაგრძელდა და დიპლომატიური კავშირები საბოლოოდ გაწყდა. მოსკოვი ისევ იმედოვნებდა სააკაშვილის მოცილებას. თბილისში პოლიტიკური ოპოზიცია ქუჩის საპროტესტო აქციების მობილიზებას შეუდგა. ისინი აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი, რომელსაც საეჭვო დემოკრატიული დამსახურებები აქვს და პასუხისმგებელია ტერიტორიების დაკარგვაზე, უნდა გადადგეს. თბილისის ცენტრში საპროტესტო გამოსვლები თვეების მანძილზე მიმდინარეობდა. გამოსვლებმა პიკს 2009 წლის მაისში მიაღწიეს, მაგრამ ხელშესახები შედეგები მათ არ მოჰყოლია. ოპოზიციამ, რომელშიც ღრმა განხეთიქლება არსებობდა და რომელსაც მხოლოდ სააკაშვილისადმი დაპირისპირებული პოზიცია აერთიანებდა, ვერ შესძლო საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ხელისუფლებაში მოსვლის გარდა სხვა რამ უნდა და ვერც იმაში (რომ თუ ის ხელისუფლებაში მოსვლას მოახერხებს) შესძლებს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას (იხილეთ რობერტ პარსონსი, „საქართველო კვლავ ზღვარზეა“, 20 მაისი 2009). უფრო მეტიც, ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ, რომელიც საპროტესტო გამოსვლებში დომინირებდა, დააფრთხო ბევრი ქართველი, რომელთაც ეშინოდათ, რომ შიდა კონფლიქტის ესკალაცია 1990-იანი წლების ქაოსს, კორუფციას და უკანონობას დააბრუნებდა. გარდა ამისა ხელისუფლებამ კრიზისის მართვის უკეთესი უნარები გამოავლინა (მათ შორის მოთმინებაც), ვიდრე ეს მსგავსი არეულობის დროს 2007 წლის ნოემბერში იყო. მაშინ მთავრობამ თბილისში გამართული ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა (იხილეთ რობერტ პარსონსი, „საქართველო კვლავ ზღვარზეა“, 16 ნოემბერი, 2007). მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ქუჩის გამოსვლებით თავისი მიზნების მიღწევა ვერ შესძლო, მისი ფრაგმენტაციის პროცესი კიდევ უფრო შორს წავიდა. ბრძოლის კიდევ ერთ ველად იქცა 2010 წლის ადგილობრივი და თბილისის მერის არჩევნები და მოთხოვნები საქართველოს საარჩევნო კანონის რეფორმირების შესახებ, რათა არჩევნები სამართლიანად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარებულიყო. მთავრობამ საარჩევნო კანონის ცვლილებათა საკუთარი წინადადებები წამოაყენა და ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ (ქრისტიან-დემოკრატები და ნაციონალ-დემოკრატები მათ შორის) მმართველ პარტიასთან, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ამ საკითხის გარშემო თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა . მაგრამ უფრო რადიკალურმა პარტიებმა უარი თქვეს მუშაობაში მონაწილეობაზე და ბრალი დასდეს მთავრობას იმაში,რომ ის ცდილობს დაიცვას თავისი ძალაუფლება და ნებისმიერი არჩევნების შედეგების გაყალბების გარანტიები მიიღოს. მართლაც 2010 წელი საქართველოსთვის ორივე მიმართულებით, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. აქამდე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გამოცდა გარკევული კომფორტით ჩააბარა: მან წარმატებას მიაღწია ადგილობრივ არჩევნებში, მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა თბილისის მერის პირველ არჩევნებში (რასაც ბევრი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიციად მიიჩნევდა). დედაქალაქში გამარჯვება მოქმედმა მერმა გიორგი (გიგი) უგულავამ, პრეზიდენტის ახლო მეგობარმა მოიპოვა. მან ხმების 55 პროცენტი მიიღო, ხოლმა მისმა მთავარმა კონკურენტმა, ირაკლი ალასანიამ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში, 20 პროცენტზე ნაკლები. ამით უგულავამ თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩენა უზრუნველყო. არჩევნების შედეგებმა ორმაგი გაკვეთილი მოგვცა – ქართველთა უმეტესობა გრძნობს,რომ მთავრობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ვითარება თბილისისა და სხვა ქალაქების ინფრასრუქტურის რეკონსტრუირებით; და წარმატებას მიაღწიეს იმ კანდიდატებმა, რომელთაც ყურადღება სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვაზე და სოციალურ დახმარებაზე ჰქონდათ გადატანილი. ეს ორიენტაცია „პრაქტიკულ საკითხებზე“, რომლებიც შორსაა ქუჩის დემოსტრანტთა მოთხოვნებისგან „ან ყველაფერი, ან არაფერი“, საქართველოს პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესების დასტურია. მმართველი პარტიის საარჩევნო გამარჯვებამ ნათელი მოჰფინა ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციას. მან ასევე მიანიშნა შემდგომ პაექრობაზე, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობისთვის გაიმართება. ირაკლი ალასანიამ, რომელსაც თბილისში უფრო დაბალანსებულ პოლიტიკოსად მიიჩნევენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა, რომ აპირებს თავისი „ალიანსი საქართველოსთვის“ ეფექტურ პოლიტიკურ ძალად გარდაქმნას, ისეთად, რომელსაც შეეძლება 2013 წელს გამარჯვებას მიაღწიოს. საქართველოს მომავლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალი კონსტიტუციას. პროექტი, რომელიც მთავრობამ შექმნა, შემდეგ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესებას გვთავაზობს, ესენია: პრემიერ-მინისტრის კანდიდატის შერჩევა, პარლამენტის თანხმობის გარეშე კაბინეტის წევრების დათხოვნა, იმპიჩმენტის პროცედურა და ადგილობრივი საკრებულოების უფლებამოსილებანი. მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები შიშობენ,რომ ის თავისი ორი საპრეზიდენტო ვადის ამუწურვის შემდეგ (მოქმედი კონსტიტუციით მხოლოდ ორ ვადაა დაშვებული) ძალაუფლებაში დარჩენის გახანგრძლივებას პრემიერ მინისტრის განმტკიცებულ პოზიციაზე მოსვლით გეგმავს, ხოლო შემდეგ, მოგვიანებით შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს პრეზიდენტობას. ამიტომ ზოგიერთი მათგანი ცდილობს შეაჩეროს ნებისმიერი ახალი კონსტიტუციის მიღება იმ პარლამენტის მიერ, რომელიც 2008 წელს აირჩიეს და რომელშიც სააკაშვილის მხარდამჭერნი სჭარბობენ. მომენტი ისტორიაში აგვისტოს ომს არ შეუცვლია საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაცია. 2010 წლის მაისის არჩევნებმა ამ ორიენტაციის განმტკიცება წარმოაჩინა – ამიტომაც საქართველოს დასავლეთიდან მაღალი რანგის პოლიტიკოსების მთელი წყება ესტუმრა და თავისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ყველაზე თვალში საცემი იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოგზაურობა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ეს მოგზაურობა თბილისში დასრულდა. აქ, 2010 წლის 5 ივლისს მან სოლიდარობის მტკიცე პირობა დადო და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული ჯარების ყოფნას არაერთხელ უწოდა „ოკუპაცია“. კლინტონმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს რუსეთის პრეტენზიებს თავის მოსაზღვრე ქვეყნებში პრივილიგირებული გავლენის სფეროების არსებობის შესახებ. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება დაერწმუნებინა – ამერიკას სურს ურთიერთობების „გადატვირთვა“ რუსეთთან, მაგრამ ამას არ მოყვება მათი ინტერესების მსხვერპლად შეწირვა. ეს და კიდევ სხვა ვიზიტები, მათ შორის ევროპის კავშირის საგარეოპოლიტიკური სამსახურის უფროსის კეტრინ ეშტონისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარ კუშნერის ვიზიტი საქართველოში ისე აღიქვეს, როგორც მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ჟესტი იმ დროს, როდესაც რუსეთთან ომის ორი წლისთავი ახლოვდებოდა, მით უფრო, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობებს, რომლითაც დასრულდა ომი (შეთანხმებას სარკოზი-მედვედევის სახელით იცნობენ). საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან კვლავ ეგზისტენციალურ პრობლემად რჩება მისთვის. ნებისმიერი პატარა ქვეყანა, რომელსაც გიგანტური მეზობელი ყავს, მასთან არა თუ ნორმალურ, არამედ კარგ ურთიერთობებს არჩევდა (იხილეთ დონალდ რეიფილდი, „საქართველო და რუსეთი: შენთან და უშენოდ“, 9 აგვისტო 2007). 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ეს ამ წუთისთვის შეუძლებელი გახადა და გამოუვალი სიტუცია, რომელიც უკვე არსებობდა სასტიკ ჩიხში შეიყვანა. ამ თვალსაზრისითა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედის გათვალიწინებით, საქართველო ორი წლის შემდეგაც ცხოვრებას ომით შექმნილ გარემოებებში განაგრძობს. მაგრამ სხვა მხრივ, ქვეყანა თანამედროვე ისტორიის ყველაზე სახიფათო მომენტებს გადაურჩა და ვითარდება. მომავალი მართლაც ღიად რჩება. ორიგინალი ორიგინალი
-
http://sportige.com/wp-content/uploads/2009/05/dirk_kuyt_wideweb__470x3650.jpg კუიტი: ლივერპულს არანაირი შიში არ აქ ორშაბათს გასამართ შეხვედრაში სიტის წინააღმდეგ. ჩვენ ჩავალთ და 3 ქულას წამოვიღებთ “სიტიმ დახარჯა 100 მილიონზე მეტი ამ სეზონში, რითაც გუნდი ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. კიუტი ფიქრობს რომ, სეზონის კარგი დასაწყისის შემდეგ, ლივერპული შეძლებს სიტის დამარცხებას. მას შემდეგ, რაც არსენალთან დავკარგეთ ორი ქულა, ამ მაჩის მოგება აუცილებელია. რათქმაუნდა მანჩინიმ შეიძინა ბევრი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ. არასდროს არ უნდა შეგეშინდეს მოწინააღმდეგეს. სიტიმ ბოლო სამი წელია მოუმატა თამაშს, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ მოვიპოვებთ გამარჯვებას, მიუხედავად იმისა, რომ თამაში მანჩესტერშია. ბევრი ფიქრობს, რომ ლივერპულს ცუდი კალენდარი აქვს, ჩვენ სიტის შემდეგ მალევე შევხვდებით კიდევ ერთ მანჩესტრერულ კლუბს იუნაიტედს, თუმცა ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. ჩვენ ძლიერები ვართ და კარგი შანსი გვაქ დავდამტკიცოთ რომ ეს ასეა”… – განაცხადა დირკ კუიტმა. ინფორმაციის წყარო: Liverpoolfc.tv View the full article
-
http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=ff605714-5f77-42c4-b25f-9fab55d71531.jpg&size=350კენი ჰვანი ლივერპულის ყიდვას აღარ აპირებს. ჰონკონგში ბაზირებულმა ჩინელმა ბიზნესმენმა კენი ჰვანმა ქვა მიაგორა ლივერპულის ამერიკელ მფლობელებს – ტომ ჰიკსსა და ჯორჯ ჯილეტს და უარი უთხრა კლუბის შეძენაზე. ლივერპული კარგა ხანია ყელამდე ვალებშია. ჰიკსმა და ჯილეტმა ინგლისური სუპერკლუბი სამი წლის წინ შეიძინეს და მასში ვალად აღებული ფული ჩადეს, თუმც ამით კლუბის ვალები მხოლოდ გაზარდეს და ბოლო ორი წელია მის გაყიდვას ცდილობენ. ჩინელმა სამრეწველო მაგნატმა კენი ჰვანმა რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ ის იყიდდა კლუბს და გარიგება ფაქტობრივად შემდგარი იყო. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰვანმა “შეწყვიტა ყიდვის პროცესი”. ლივერის არშემდგარ ახალ პატრონს თავისი მიზეზები აქვს, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური მაინც. მისი თქმით, ლივერპული ვერ დამკვიდრდებოდა აზიურ ბაზარზე, როგორც სავაჭრო ბრენდი და პატრონს ვერ მისცემდა მისი ვალებიდან ამოყვანის საშუალებას. “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გულდასმით ვსწავლობდით ლივერპულის გულშემატკივართა მოთხოვნებს და ფსიქოლოგიას. ეს დიადი კლუბია, რომელსაც მარტო ინგლისში ასი ათასზე მეტი აქტიური გულშემატკივარი და დაახლოებით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მაგრამ გამოკვლევათა შედეგებმა იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ის ვერ გაუწევდა კონკურენციას სხვა დიად ევროპულ კლუბებს აზიურ სამომხმარებლო ბაზარზე – ამბობს ჰვანი – თქვენ კარგად იცით, რომ კლუბში ამბიციური გეგმებით მოვდიოდი და მქონდა მისი ვალებიდან ამოყვანის გეგმა. აგრეთვე იგეგმებოდა სტადიონის კაპიტალური განახლება, მაგრამ ახლა მე ვწყვეტ მოლაპარაკებას, კლუბს კი ვუსურვებ, უახლოეს წლებში მიეღწიოს სასურველი მიზნებისთვის”. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/prokuratura-150x150.jpgმთავარი პროკურატურა ნიკოლოზ კვეზერელის საქმეზე გამოძუებას განაგრძობს. ამჯერად დაკავებულია ამხანაგობა ,,ბარნოვი 2″-ის ხელმძღვანელი ნინო ესაკია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/prokuratura1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ucxoeti-21-150x150.jpgუცხოეთში განვითარებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ucxoeti-21flv_000004000.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/leiboristebi3-150x150.jpgშრომის პარტია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესებას ითხოვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/zagani.jpg itvს ლინკი
-
დღეს Marca_მ გაავრცელა ინფორმაცია,რომ რეალს მარცხენა მცველი სურს. იხილეთ fanebi.com
-
http://www.whoateallthepies.tv/wp-content/uploads/2010/06/PA-5778616.jpg ჰოჯსონმა მასკერანოს და კიუიტის სავარაუდო ტრანსფერი უარყო “ჯერ იყო ჭორები რომ ხავიერ მასკერანო, გუნდის ყოფილ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს გაყვებოდა და იქ გააგრძელებდა ასპარეზობას, მაგრამ მთელი ზაფხული ამ ტრანსფერს მხოლოდ უაზრო ჭორები დაეყრდნო, შემდეგ როდესაც მასკერანოს ინტერში ტრანსფერი ჩაიშალა ფიქრობდნენ რომ ხავიერი კატალონიის ბარსელონაში გააგრძელებდა ასპარეზობას, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ხავიერ მასკერანო გუნდში რჩება და სეზონის ბოლომდე ჩვენს ღირსებას დაიცავს. რაც შეეხება დირკ კიუიტს, მთელი ზაფხულის განმავლობაში მის ტრანსფერზეც ვრცელდებოდა ჭორები, ამ ბოლო დროს კი მის ინტერში ტრანსფერს თითქოს ოფიციალური სახე მიეცა, მაგრამ მე მინდა გიტხრათ რომ მცირე შანსიც არ არსებობს რომ დირკმა გუნდი დატოვოს, მას მე დიდ შემართებას ვამჩნევ გუნდის მიმართ, რაც მაძლევს საფუძველს გამოვრიცხო მისი სავარაუდო ტრანსფერი” დაამშვიდა ჰოჯსონმა ლივერპულის და არამარტო ლივერპულის ფანები. View the full article
-
ჟურნალი Private 179 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
ჯერ იყო და Il Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია,რომ ალბერტო აქუილანი იუვეში გადავიდა.შემდეგ ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა.ახლა კი ოფიციალურად განაცხადეს,რომ რომას ყოფილი ვარსკვლავი,ახლა "ბებერ ქალბატონში" იასპარეზებს. იხილეთ fanebi.com
-
რეი ლიოტა ჯეკი მოდის აზრზე ნიუ მეხიკოს უდაბნოს შუა გულში. ვინ არის და როგორ აღმოჩნდა ამ დავიწყებულ ღმერთისგან ადგილას – ჯეკს არ ახსოვს. მახსოვრობაში დარჩა მხოლოდ რაგაც სროლის და ვიღაცისგან გაქცევის ნაწყვეტები. საბედნიეროდ ჯეკს გზაზე ადგილობრივი მაცხოვრებელი ვიკი აიყვანს, რომელიც მის ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებს. მისი დახმარებით ჯეკი ახლო მიდამოებს მოივლის და სცდილობს პატარა ახსნა მაინც იპოვოს იმ სიტუაციისთვის, რომელიშიც აღმოჩნდა. მალევე მას საშინელი სიმართლე გაეხსნება თვალკწინ. არმოჩნდება, რომ ჯეკი – განგსტერია, რომელმაც თავის მოკავირეებს ფული მოპარა ბანკის გაძარცვის შემდეგ. ახლა კი ნათელი მომავლის გასანაღდებლად მან უნდა გადაიხადოს ძველი ანგარიშები თავისი სისხლიანი წასულისთვის. View the full article
-
2დ და 3დ განზომილებაში სამუშაო ერთ-ერთი უძლიერსი პროგი View the full article
-
ჟურნალი XXL 09 2010 RU 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/mamradze-150x150.jpgპეტრე მამრაძე საკვებ პროდუქტზე ფასების მატებას გამოეხმაურა. „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით ფასების წელიწადის ამ დროს მატება და თან პროცენტულად დიდი ინდექსით მონოპოლიის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/mamradz.jpg itvს ლინკი
-
დასრულდა მატჩი ემირეითსზე არსენალის ბრწყინვალე გამარჯვებით 6-0. იხილეთ fanebi.com
-
http://a.pix.ge/s/y6wyx.jpgდღეს გავრცელდა ინფორმაცია,რომ არსენალი დაინტერესდა ბორდოს ფეხბურთელით.ლაპარაკი მიქაელ კიანიზეა.პრესის ცნობით არსენალმა უკვე გაუკეთა შეთავაზება სევილიას სკილაჩის თაობაზე და თუ ამ შეთავაზებაზე სევილია უარს იტყვის მაშინ მეთოფეები შეეცდებიან ბორდოს 26 წლის ცენტრალური მველი გადაიბირონ რომელიც ეროვნებით ფრანგია.მიქაელ კიანი ბორდოში 2009 წლიდან ასპარეზობს და იგი შეძენილი იქნა ლორიენისგან.ასევე მას 1 თამაში აქვს ჩატარებული საფრანგეთის ნაკრებში. View the full article
-
http://pt.uefa.com/MultimediaFiles/Photo/footballeurope/FootballEurope/92/21/60/922160_w2.jpg ლივერპული კვლავ ცდილობს გადმოიბიროს 24 წლის შვედი ნახევარმცველი ოლა ტოივონენი ლივერპული £5მლნ. ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას ფეხბურთელის გადმობირებაზე, მაგრამ ჰოლანდიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ £9მლნ. ითხოვენ, ლივერპული კი ამ თანხის გადახდაზე უარს აცხადებს. ლივერპულს აგრეთვე კონკურენტი გამოუჩნდა ტოტენჰემის სახით, მაგრამ ეს უკანასკნელი არც ოფიციალურ შეთავაზებას აკეთებს და არც ტრანსფერზე საუბრობს უბრალოდ ინტერესს გამოთქვამს. ფეხბურთელის ტრანსფერზე მისმა პირველმა მწვრთნელმა რომელთანაც კარიერა დაიწყო პატრიკ ვარნერმა და ლივერპულის თავკაცმა როი ჰოჯსონმა კომენტარები გააკეთეს. პატრიკ ვარნერი: “ოლა საკმაოდ ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელია, მას შესწევს გუნდში უნივერსალური როლი იკისროს და მისი ინდივიდუალური ოსტატობით გუნდს წარმატება მოუტანოს. ოლამ ჩვენთან 1 სეზონი ჩაატარა და ამ დროის განმავლობაში ხშირად დაგვამახსოვრა თავი. მას აქვს უნიკალური მონაცემები, რომელსაც იგი ბრწყინვალედ იყენებს. მისი სიმაღლე მას თავდასხმაში სათამაშოდ ეხმარება მისი, მსუბუქი წონა კი მას ხელს უწყობს გარემარბათაც ითამაშოს. ის საკმაოდ ჭკვიანი და საზრიანი ბიჭია რაც იმედი მაქვს დაეხმარება იმაში თავისი კარიერა წარმატებით გააგრძელოს, მე ვფიქრობ, რომ თუ მან კარიერა სხვაგან გააგრძელა, ჯობია გააგრძელოს ინგლისის ლივერპულში”. როი ჰოჯსონი: “ოლა ტოივონენი ჩვენთვის საკმაოდ კარგი შენაძენი იქნება, ის მე მაგონებს ფერნანდო ტორესს, რომელსაც ვფიქრობ რომ ოლა მოედანზე დიდ დახმარებას გაუწევს, ვფიქრობ ეს ის ფეხბურთელია რომელიც ლივერპულს ჭირდება და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ფეხბურთელმა კარიერა ლივერპულში გააგრძელოს”. თავად ფეხბურთელს კი მის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ არის ერთი ჩვენთვის სამწუხარო ფაქტი, ფეხბურთელი უკვე გამოჩნდა ევროპის ლიგაზე სიბირის წინააღმდეგ, რაც მას უფლებას არ აძლევს ევროპის ლიგაზე ლივერპულის სახელით ითამაშოს. View the full article
-
უახლოეს მომავალში საქართველოში მიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას არ უნდა ველოდოთ, ვინაიდან ქვეყანაში შესაბამისი პირობები უბრალოდ არ არსებობს. /get_img?NrArticle=2270&NrImage=2 მოკლე ისტორია 2004-2005 წლებში საქართველოს წამყვან ტელეარხებზე აქტიურად ტრიალებდა სარეკლამო რგოლები - “საქართველოში ინვესტირების დროა”. 2005 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2004 წელთან შედარებით, დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, თუმცა 2006-2007 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ქართული სტანდარტებით, ბუმი დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, 2006 წელს საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო 2007 წელს ორ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ინვესტიციების შემოდინების მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია კი 2008 წლის მესამე კვარტლიდან ფიქსირდება და ჯამში, 2007 წელთან შედარებით, 2008 წელს საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა. მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშო გახდა 2009 წელს, როდესაც შემოდინებული ინვესტიციების მოცულობა, 2008 წელთან შედარებით, კიდევ უფრო გაუარესდა და დაახლოებით 760 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. განსხვავებული რეალობა გასული თვიდან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ვებ გვერდებზე აქტიურად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიო ბანკის „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“ (Investing Across Borders 2010) მოხსენების მიხედვით, საქართველო, მსოფლიოს 87 ქვეყანას შორის, ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის. მსოფლიო ბანკის აღნიშნული კვლევის ყველა ინდიკატორით, საქართველო უცხოური კაპიტალის მიმართ სრულიად ღიაა და მათი კომპანიებისათვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებისათვის ყველაზე სწრაფად ხდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების (შპს) შექმნა. უცხოური კომპანია არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენას და არც იმის დასტურს, რომ უცხოეთში არსებული კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას შეუძლია „ონლაინ“ რეჟიმში საჯარო რეესტრის ვებგვერდზე რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები შეავსოს და საიდენტიფიკაციო ნომერი მიიღოს. კომპანიებს ქვეყანაში შეუძლიათ საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში გახსნან. არ არსებობს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიისათვის. ბიზნესის წამოწყება კომპანიას საქართველოში ყველაზე მცირე დროში (საწარმოს რეგისტრაცია ერთ დღეშიც არის შესაძლებელი) შეუძლია. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბიზნესის წამოწყება პოლონეთში 33 დღეს საჭიროებს, რუსეთში - 31 დღეს, საბერძნეთში - 22 დღეს, ბულგარეთში - 20 დღეს, სომხეთში - 18 დღეს, თურქეთში - 8 დღეს. ბიზნესის დაწყების პროცედურები ყველაზე მეტ ხანს, თითქმის 6 თვეზე მეტს, ანგოლასა (263 დღე) და ჰაიტიში (212 დღე) მოითხოვს. აღსანიშნავია, 4 დღეზე ნაკლებ დროში რომ ბიზნესის დაწყება მსოფლიოს არც ერთ გამოკვლეულ ქვეყანაში არ არის შესაძლებელი. მსოფლიო ბანკის კვლევა „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მსოფლიოს 87 ქვეყანაში აანალიზებს. კვლევის ინდიკატორები ფოკუსირებულია 4 თემატურ საკითხზე, კერძოდ, თუ როგორ ახერხებს უცხოური კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებას, საქმიანობის წამოწყებას, მიწის ფლობასა და ბიზნესთან დაკავშირებული დავების მოგვარებას. აღნიშნულ რეკლამირებულ კვლევის ფონზე საინტერესოა, რომ 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა და დაახლოებით 76 მილიონი შეადგინა. თუ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს მომდევნო კვარტლების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ აღემატება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ბოლო შვიდი წლის მანძილზე, ყველაზე მცირე იქნება. წარმოდგენილი კვლევა და არსებული რეალობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა წერია კანონში, თუ მისი აღსრულების მექანიზმი რეალური არ არის. საინტერესოა აღნიშნულ მოხსენებაში მოყვანილი ერთი ფაქტი. უცხოური კომპანია საქართველოში არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენასა და იმის დასტურს, რომ უცხოეთში არსებული კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. სწორედ ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტების წარდგენის საჭიროება არ არსებობს, საქართველოში ხშირად გამხდარა დავისა თუ სხვადასხვა ტიპის სპეკულაციების საგანი. კერძოდ, არაერთხელ თქმულა სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ საქართველოს ესა თუ ის სახელმწიფო კომპანია “ძალიან ცნობილმა” უცხოურმა კომპანიამ შეიძინა, თუმცა შემდგომში აღნიშნული “ძალიან ცნობილი” კომპანიის ვებ-გვერდსაც კი ვერავინ მიაკვლია. ასეთი ფაქტები საკმაოდ ბევრია, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის შემძენი “ენერგო პრო”, ან თბილისის წყლის მფლობელი “მულტიპლექსი”. არცთუ დიდი ხნის წინათ, ამ მხრივ, კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი გახმაურდა. ყველას ეგონა, რომ ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი არაბული კომპანია “რაკინ დეველოპმენტი” იყო. თუმცა ამ კომპანიის მფლობელმა ტელეკომპანია „იმედთან“ ყოველგვარი კავშირი უარყო. მოსალოდნელი შედეგები ინვეტიციების შემცირების ტენდენცია, ერთის მხრივ, საპრივატიზაციო ობიექტთა შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის არამდგრად პოლიტიკურ გარემოს უკავშირდება. მსოფლიო ბანკის კვლევაში “ბიზნესის კეთება 2010”, ინვესტორთა დაცვის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში არცთუ მოწინავე ორმოცდამეერთე ადგილზეა. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას არც უნდა ველოდოთ, ვინაიდან ქვეყანაში შესაბამისი პირობები უბრალოდ არ არსებობს, ხოლო მთელ რიგ შემთხვევებში, შეიძლება ითქვას, რომ გასული წლებში არსებული პირობებიც კი გაუარესებულია. ერთის მხრივ, 2008 წლის აგვისტოს ომმა ინვესტორებს აგრძნობინა “ქვეყნის პოლიტიკურად დაცულობის ხარისხი”. ამის ფონზე განცხადებები, რომ ომი არ დამთავრებულა და ყველა სოფელში სახალხო რაზმია შესაქმნელი, ქვეყანაში ინვესტორთა რაოდენობას ნამდვილად ვერ გაზრდის. მეორე მხრივ, დამოუკიდებელი სასამართლო არის იმის გარანტი, რომელიც ყველა ინვესტორს ქვეყანაში მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემდა, თუმცა ქვეყანაში ამ მიმართულებითაც სერიოზული პრობლემებია. სუსტი სასამართლოსა და სახელმწიფო სტრუქტურების უნდობლობის ფონზე, ბიზნესმენთა მნიშვნელოვან დასაყრდენად არაერთხელ ქცეულა კერძო არბიტრაჟი. თუმცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კერძო არბიტრაჟში სახელმწიფოსთან დავა შეუძლებელია. ამასთან, 2009 წლის 17 ივლისს “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოსთან დავის შემთხვევაში, ინვესტორებს აღარ აქვთ საშუალება, მიმართონ საერთაშორისო არბიტრაჟს და ეს დავა მხოლოდ ქართულ სასამართლოში უნდა გადაწყდეს. იქიდან გამომდინარე, რომ, ზოგადად, უცხოელი ინვესტორები გაცილებით უფრო ფრთხილები არიან, ვიდრე ადგილობრივი ბიზნესმენები და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებამდე, წინასწარ, დეტალურად სწავლობენ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, კანონში დასახელებული ცვლილება საქართველოში მათ აქტივობაზე აუცილებლად იმოქმედებს, თუ რიგ შემთხვევებში უკვე არ იმოქმედა. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებელად, მნიშვნელოვანია ინვესტორთა დაცვის პაკეტის მომზადება, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორთა პოლიტიკურ დაცულობას, ხოლო მეორე მხრივ, შესაბამის სამართლებრივ გარემოს. სრული ინფო(netgazeti.ge)

http://www.fc-arsenal.com/files/images/emirates_10.jpgეს სტატია ეხება ლონდონის არსენალის კარის დარაჯებს.როგორც მოგეხსენებათ არსენალის ყველაზე დიდი პრობლემა მეკარეა.ამჟამად გუნდის #1 და #2 მეკარეები შესაბამისან მანუელ ალმუნია და ლუკაშ ფაბიანსკია.არცერთი მათგანი კარგ შთაბეჭდილებს არ ტოვებს და შეიძლება ითქვას არსენალის ფანებს შეაძულათ თავი მათი გაუთავებელი შეცდომებით და არასტაბილურობით.მართალია ბევრი გვახსოვს ისეთი მომენტი სადაც მათ იხსნენს საკუთარი გუნდი გოლისგან.მაგრამ მეკარე რისი მეკარეა თუ ეს არ გააკეთა?მთავარი კი გადამწყვეტ მატჩებში დაშვებული შეცდომებია რაც ორივე მეკარეს ახასიათებს.ამ ფაქტს ცოტა ის ანეიტრალებს,რომ ორი შესანიშნავი მეკარე ეზრდება ლონდონის არსენალს.ვოიცე შესნი და ვიტო მანონე სწორედ ის ორი მეკარეა რომლის იმედად არის არსენალი.პირადად ჩემი სურვული იქნებოდა მიუხედავად მათი გამოუცდელობისა ეს ორი მეკარე მეხილა ყველა მატჩში თუ არა რამოდენიმე პრემიერლიგის ან თუნდაც ლიგის მატჩში კიპერად ამ სეზონში.ფაქტი ერთია,რომ არსენალს ამ სეზონში ახალი და კარგი მეკარე სჭირდება და შემდეგ საქმეს მანონე და შესნი გააგრძელებენ.მანონემ წინა სეზონში რამოდენიმე მატჩი ჩაატარა და საკმაოდ დადებითად თუ არ ჩავთვლით 1 შეცდომას.მის კარიერაში საუკეთესო მატჩი იყო ფულჰემის წინააღმდეგ.ჩვენ გტავაზობთ ამ მეკარეების ვიდეოებს: ვიტო მანონე vs ფულჰემი ვოიცე შესნი სტატია არის პირადად ჩემ მიერ დაწერილი და არ არის ნათარგმნი.გთხოვთ დააფიქსიროთ თვქენი აზრი მეკარეების თაობაზე. View the full article