planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/economist.jpg ვარდების რევოლუციის შემდეგ 7 წელი გავიდა და საქართველომ გრძელი გზა გაიარა. ბათუმის ხუთმილიან ზღვისპირა ბულვარზე, ჰამაკები და სათამაშო მოედნები ჩამწკრივებულა, აქვეა მოცეკვავე შადრევნები, თამაშობენ ბავშვები და ოჯახები დასეირნობენ. ათი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც აჭარა, საქართველოს სამხრე-დასავლეთით მდებარე მწვანე კუთხე, რომლის რეგიონალური დედაქალაქიც ბათუმია, ასლან აბაშიძის, ძალაუფლებისმოყვარე კაცის, პირადი მამული იყო. ის ამ ადგილის მფლობელი უფრო იყო, ვიდრე მმართველი და არასდროს ჩნდებოდა თავზეხელაღებული დაქირავებული მცველების არმიის გარეშე; ქალაქის ქუჩებს კეტავდნენ მაშინ, როდესაც მის ვაჟს ლამბორჯინიზე რბოლა მოუნდებოდა. დანარჩენი საქართველოსგან საკონტროლო პუნქტებით მოწყვეტილი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდიდა დღეს ეს სათუთი, მიმზიდველი საკურორტო ადგილი საქართველოს კაპიტალისტური მიღწევების ექსპოზიციაა, გადასვლის მოდელი და რეკლამა იმისა, თუ როგორი შეიძლება გამხდარიყო აფხაზეთი, ჩრდილოეთით მდებარე სეპარატისტული რეგიონი, იმ შემთხვევაში, თუ ორი წლის წინ, რუსულ-ქართული ომის შემდეგ რუსეთი მის ანექსირებას არ მოახდენდა. ისევე, როგორც ნებისმიერი რეკლამა, ბათუმი სრულ სურათს არ წარმოაჩენს. სანაპიროსგან მოშორებით, საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრების დამთრგუნველ ნიშნებს წააწყდებით. მაგრამ ცვლილებები აქ მართლაც მოხდა და არა მხოლოდ ბათუმის ქუჩებში წამოჭიმულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, რესტორნებსა და კაზინოებში, რომლებიც თურქი მოთამაშეებითაა სავსე. ცვლილება იმაში მდგომარეობს, თუ როგორ იმართება აჭარა. ისე, რომ, ფაქტიურად ზოგიერთი რუსი მაღალჩინოსანი სწუხს კიდეც იმ არასახრბიელო უფსკრულის გამო, რომელიც აჭარასა და მოუწესრიგებელ აფხაზეთს შორის წარმოიქმნა. აჭარის გუბერნატორმა 38 წლის ლევან ვარშალომიძემ აჭარას უფრო ბევრი გაუკეთა, ვიდრე საკუთარ თავს. ის ძველ ბათუმში მოაბიჯებს, ჯინსებში, მცველები არსად ჩანან, ადგილობრივები მასთან მადლობის სათქმელად მიდიან და ამ ჟესტში არაფერია იძულებითი. ვარშალომიძე ქართველთა იმ კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს 200 3 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მიაღწიეს. პრაქტიკულად, საქართველო, ყველა თავისი პრობლემით, ახალგაზრდების ხელშია, პრაგმატული თაობის ხელში, რომელმაც უკუაგდო საბჭოური პიროვნების კულტები, პრივილეგიები და პარანოია. მერაბ მამარდაშვილი, ქართველი ფილოსოფასი, წერდა: ”საბჭოთა ადამიანი უხილავი ცვლილებების პროდუქტია, დეგენერაციისა და პროგრესირებადი დეფორმაციის. ამ ცვლილებათა ჯაჭვის მოცილება ძნელია. შესაძლოა ისინი უკვე შეუქცევადია კიდეც”. არც ერთი პოსტ-საბჭოტა ქვეყანა არ გათავისუფლებულა მთლიანად თავისი მემკვიდრეობისგან, მაგრამ საქართველომ ამ ჯაჭვის გადაგდებაში ბევრს გაუსწრო. გია ყანჩელი, 75 წლის ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ამბობს: ”წინათ ჩემი თაობის ღირსეული ადამიანები ცდილობნენ არ ყოფილიყვნენ საბჭოელები. დღესაც ისევ ვცდილობთ არ ვიყოთ საბჭოელები, მაგამ ახალი თაობა სხვანაირია. მათ არ სჭირდებათ ძალისხმევა – ისინი უბრალოდ თავისუფალნი არიან იმ ზეწოლისა და სიცრუისგან”. საქართველომ სტალინისტური რეპრესიების გამო ძალიან ბევრი გადაიტანა, მაგრამ საბჭოთა ეპოქაში მან თამაშის წესების დაცვა და სისტემისგან სარგებლის მიღება ისწავლა. ის საბჭოთა იმპერიის სათამაშო მოედნად იქცა, ღვინის, კულტურისა და გართობის წყაროდ. მაგრამ როდესაც იმპერია დაინგრა, საქართველო თითქმის გაკოტრებულ ქვეყნად იქცა: ბანდიტიზმისა და ეთნიკური კონფლიქტების გამო დისფუნქციური და დასახიჩრებული. 2003 წლისთვის ძალადობა თითქმის შეჩერდა, მაგრამ სახელმწიფო მაინც სუსტი და კორუმპირებული რჩებოდა. დღეს საქართველომ ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი და ის კავკასიის ვარსკვლავად მოგვევლინა. ის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე ნაკლებადაა კორუმპირებული და მსოფლიო ბანკის შეფასებით, აქ ბიზნესის წარმოება ყველაზე ადვილია. ქვეყნის ლიბერალიზებულმა ეკონომიკამ გაუძლო რუსულ ემბარგოს, ხოლო რუსეთთან ომის პირისპირ სახელმწიფო კიდევ უფრო კონსოლიდირებული გახდა. პოლიცია არ იღებს ქრთამს და სინათლე ფუფუნება აღარაა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ხალხს ასეთი წარმატება აღარ აკვირვებს. ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია, რომელიც მოხდა, ცნობიერების ტრანსფორმაციაა. სათამაშო მოედანი – სხვა არაფერი საქართველოს გარდაქმნა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან არა-საბჭოთა ქვეყნად 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციით დაიწყო. მაშინ 36 წლის მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა თავიდან მოიცილეს 75 წლის ედუარდ შევარდნაძე. ეს არ იყო სვლა დიქტატურიდან თავისუფლებისკენ, როგორც ამას ზოგჯერ დასავლეთში ხატავენ. შევარდნაძე დიქტატორი არ ყოფილა და ზოგიერთი რეფორმატორი მისი პროტეჟეც კი იყო. ეს უფრო საზოგადოებრივი და თაობათა ცვლა იყო, ანუ როგორც ამას ლევან რამიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი უწოდებს, თითქმის კულტურული რევოლუცია. რაღა თქმა უნდა, ელიტები შეიცვალა. ახალი გვარდიის ზოგიერთი წევრი, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, დასავლეთში იყო ნასწავლი და ნამუშევარი. სხვები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოვიდნენ. უმეტესობა 40 წლისაც არ იყო. არც ერთს არ ჰქონდა საბჭოთა ბიუროკრატიული ბაგაჟი და ყველა იყო დამუხტული თავისი ქვეყნის აღდგენისა და თანამედროვე სახელმწიფოდ გარდაქმნის იდეით. ამ რევოლუციის მთავარი მხარდამჭერი დედაქალაქი არ ყოფილა. თბილისი, ტრადიციულად ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ სოფლებსა და პატარა ქალაქებში, სადაც ოჯახური სტრუქტურები და ინდვიდუალიზმი უფრო ძლიერია, საბჭოთა წესებს უფრო სუსტად ჰქონდა მოკიდებული ფეხი. ახალი მმართველი კლასი თბილისის ინტელიგენციასთან, რომელმაც გვიანი პერიოდის საბჭოეთში უკიდეგანო ძლევამოსილება შეიძინა, თანხმობას არ ეძებდა. იმით გაღიზიანებული, რომ სააკაშვილმა პატივისცემა დააკლო, ბევრი მის მმართველობას დაუპირისპირდა. ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იგონებს, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ მას თეატრის ცნობილმა დირექტორმა დაურეკა და ციხიდან თავისი იმ მსახიობების გამოშვება სთხოვა, რომლებიც მთვრალ მდგომარეობაში ჩხუბის გამო დაიჭირეს. მერაბიშვილმა უარი უთხრა და ამით სახელმწიფოსა და მის კულტურულ ელიტას შორის დამკვიდრებული განსაკუთრებული ურთიერთობები დაარღვია. რეფორმატორებს თავი შორს ეჭირათ პოპულარული ლეგენდისაგანაც ქართული ექსცეპციონალიზმის შესახებ. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ინტელიგენცია და მათი ნაციონალისტი ოპონენტები ამ მითის მორგებისათვის იბრძოდნენ (დღეს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი მის გამოცოცხლებას ცდილობს). ახალგაზრდა, დასავლური განათლების მქონე ელიტას აღიზიანებდა სადღეგრძელოებითა და სიმღერებით გაჟღენთილი გაუთავებელი ქეიფები, მოცალეობის ეს დღესასწაულები. მათ ალტერნატიული ნაციონალური ნარატივის გავრცელება დაიწყეს – შრომისმოყვარე, დინამიკური და ევროპული ქვეყანა: ”სინგაპურის ელემენტების მქონე შვეიცარია” – როგორც ერთხელ განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს მოდერნიზაციის პროცესი ენერგიული იყო, სასტიკიც კი. გია სულხანიშვილი, ბიზნესმენი და მამარდაშვილი ყოფილი სტუდენტი ამბობს: ”მთავრობამ საბჭოთა პრაქტიკების ნგრევა დაიწყო და გაანადგურა გარემო, რომელიც წარმოშობდა ნეპოტიზმს, თვალთმაქცობასა და მოცალეობას.” ცვლილება მით უფრო გამაოგნებელი ხდება, როდესაც საქართველოს სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შევადარებთ, მათ შორის რუსეთსაც. ”ისევე, როგორც რუსეთში, საქართველოშიც იყო კანონი, მაგამ იყო არაფორმალური წესებიც, რომლებიც კანონს ახშობდა” – ამბობს სულხანიშვილი. ”ეს წესები ძირითადად წარსულს ჩაბარდა”. ერთ ღამეში რეფორმატორებმა გააუქმეს საგზაო პოლიცია, რომელშიც 1500 კაცი მსახურობდა და ის ამერიკული ყაიდის საგზაო პატრულით (2300 მოსამსახურე) შეცვალეს. ახალი თანამშრომლები არა მხოლოდ იმით იყვნენ მოტივირებულნი, რომ ღირსეულ ანაზღაურებას იღებდნენ და ახალ მანქაანებს მართავდნენ, არამედ იმითაც, რომ მათი ახალი ბოსები არ იღებენ ქრთამს. ყველა სამინისტრო და 30,000 ბიუროკრატი გადახალისდა. მთავრობამ შეამცირა ბიუროკრატული პროცედურები, პრივატიზება გაუკეთა ყველაფერს დაწყებული სასტუმროებიდან საავადმყოფოებით დამთავრებული და ფული ახალი გზების ასაშენებლად გამოიყენა. ლიბერალიზაციის დიდი წილი კახა ბენდუქიძის, ლიბეტარიანული ტიპის მაგნატის ინიციატივით განხორციელდა. მან თავისი ქონება რუსეთში შეიძინა მანამდე, სანამ ვლადიმერ პუტინი ბიზნესზე ზეწოლას დაიწყებდა. საქართველო, ამტკიცებს ბენდუქიძე, ისეთი ღარიბი იყო, რომ მხოლოდ რადიკალური რეფორმები უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ ის იმასაც აცნობიერებს, რომ ეკონომიკური რეფორმებს ჰუმანურობა და საგანმანათლებლო პროგრამები უნდა უმაგრებდეს ზურგს, რათა ახალი ნაციონალური ელიტა დაიბადოს. 2007 წელს მან თბილისში დააფუძნა თავისუფალი უნივერსიტეტი, სადაც კანონი, ბიზნესი და ენები ისწავლება. ყოველი კურსდამთავრებული ახალი სტუდენტის დაფინანსების ვალდებულებას იღებს, რაც ქართულ საზოგადოებაში ერთიანობის განცდას ქმნის. ვირტუალური დემოკრატია? 2003-ში ახალგაზრდა, ენერგეიული, ინგლისურენოვანი სააკაშვილი საბჭოთა სტილის ნომანკლატურული ჩინოვკინისგან ხილულად განსხვავდებოდ. დღეს უკვე კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობა წამოიზარდა. ისინი ისეთივე ლიბერალურნი, ისეთივე პრო-დასავლელები არიან როგორც პრეზიდენტი. ამ თაობის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ძალაუფლებითაა შეპყრობილი, აპროტესტებენ ცენტრალიზაციას და პოპულიზმს. მათთვის სახელმწიფო წმინდა ძროხა როდია, ის საბაზისო მომსახურებისა და უსაფრთხოების პროვაიდერია. ზოგიერთი მათგანის თქმით, გადამწყვეტი ეტაპი 2007 წლის ნოემბერში დადგა, როდესაც სააკაშვილი ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივის პირისპირ აღმოჩნდა, პოლიციის სპეცშენაერთები დემონსტრაციისა და სატელევიზიო კომპანიის დასარბევად გააგზავნა. მთავრობა აცხადებდა, რომ ის ასე მოქმედებდა, რათა გადატრიალება აეცილებინა თავიდან. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო საქართველო და გარე სამყარო. შორენა შავერდაშვილი, ყოველკვირეული ჟურნალის ”ლიბერალის” რედაქტორი, რომლესაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული, ამბობს, რომ ამ მომენტიდან სააკაშვილი უფრო ხელისუფლების შენარჩუნებითაა დაინტერესებული ვიდრე რეფორმებით. ”ის გაუცხოვდა და შემდეგ კი დაუპირისპირდა ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე მეტად სურდა ტრანსფორმაციის კატალიზირება” – ამბობს ის. სააკაშვილი რამდენიმე ყოფილი მოკავშირე ახლა მის ოპონენტებად იქცნენ. ქაღალდზე საქართველოს ყველა ის ინსტიტუტი აქვს, რომელიც დემოკრატიას შეესაბამება. სინამდვილეში მათგან მხოლოდ რამდენიმე ფლობს რეალურ ძალაუფლებას. პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობას სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეადგენს, ნომინალურ ინსტიტუციად იქცა. პოლიცია და სასამართლო პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. საკვანძო გადაწყვეტილებებს ახლო გარემოცვის წრეში იღებენ ისინი, ვისი გავლენაც დიდად სცილდება მათ სამსახურეობრივ სტატუსებს. დემოკრატიული ინსტიტუტები ხშირად ეწირება მიზანშეწონილებას – საუბედუროდ სააკაშვილის იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც მან ორი წლის წინ მიიღო და სამხრეთ ოსეთს მძიმე არტილერიით შეუტია , რუსეთს შემოჭრის საბაბი მისცა. სიტუაციას არც ოპოზიციის სიჭრელე უწყობს ხელს და არც სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე. ოპოზიცია ხშირად საკუთარი თავის დიკრედიტირებას უკეთ ახერხებს, ვიდრე მთავრობა. როგორც შორენა შავერდაშვილი ამბობს: „მთავრობა რწმუნდება, რომ ჩვენ მალე ვერ მოვმაგრდებით“. ბიზნესმენები უფრთხიან ოპოზიციის დაფინანსებას და რეკლამის განთავსებას კრიტიკულად განწყობილ ქართულ მედიაში, რადგან მთავრობის განაწყენების ეშინია. სააკაშვილი უფრო მოდერნიზატორია, ვიდრე დემოკრატი. მაგრამ იმისთვის,რომ მის მიერ ჩატარებული რეფორმები შეუქცევადი გახდეს, საქართველოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები სჭირდება, უპირველესად ყოვლისა დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა. მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ ამას უბრალო დირექტით ვერ მიაღწევ, ეს ყველაფერი ფესვგადგმულ ტრადიციად უნდა იქცეს, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა აღიაროს, ასე რომ გარკვეული დროის განმავლობაში, მისი რწმენით,მთავრობა იმისთვის, რომ სამართალი მართოს, საუკეთესოდაა აღჭურვილი. ეს არგუმენტი მით უფრო სახიფათოა, რაც უფრო დამაჯერებლად ჟღერს. ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა კონცენტრირებული სააკაშვილისა და მერაბიშვილის, მისი საშიში შინაგან საქმეთა მინისტრის ხელში. ეს ძალიან ავისმომასაწავებელია ქვეყნისთვის, რომელშიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხელისუფლება მშვიდობიანად არ გადაცემულა. ახლად შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო მეტ ძალაუფლებას პარლამენტსა და მის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრს გადასცემს. მაგრამ სააკაშვილის ოპონენტები ამბობენ, რომ შემოთავაზებული რეფორმები ლიმიტირებულია. ისინი შიშობენ, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მაგალითს გაყვება და როდესაც 2013 წელს მისი პრეზიდენტობის ვადა გაივლის, ის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება. თუ ის ამას გააკეთებს, თავისსავე მემკვიდრეობის განადგურების რისკს შექმნის. კოლაფსის შემდეგ მიუხედავად პროგრესისა, საქართველო მომავალი მყიფეა. ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და რუსეთთან ურთიერთობანი ნორმალიზებული არაა. ის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის დიდი სამხედრო ძალა დგას, საქართველოს უსაფრთხოებისთვის კვლავაც სახიფათოა. არსებობს იმის რისკიც, რომ სააკაშვილი ამ საფრთხეს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გამოიყენებს. ამ წლის დასაწყისში სატელევიზო არხმა, რომელსაც პრეზიდენტის მეგობარი აკონტროლებს ეთერში კიდევ ერთი რუსული შემოჭრის შესახებ ინსცენირებული დოკუმენტური ფილმი გადასცა. ქართველები პანიკამ აიტანა. მიზანი ფილმის, რომელიც თითქოს სააკაშვილის დასტურით მომზადდა (თუმცა არხმა ეს უარყო), მოსახლეობის მობილიზება იყო. მაგრამ სანაცვლოდ მოსახლეობა აღშფოთდა. და მიუხედავად ამისა მენტალური ცვლილება, რომელიც საქართველოში მოხდა, გაართულებს ქვეყნის უკან დაბრუნებას. 25 ივნისს პოლიციამ სტალინის მშობლიური ქალაქის გორის ცენტრალურ მოედანს ალყა შემოარტყა და უკუნ ღამეში დაშალა დიქტატორის ძეგლი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლასაც გადაურჩა და 2008 წლის რუსულ დაბომბვებსაც. ეს ფაქტი არც არავის უზეიმია, არც გაუპროტესტებია. ქართველები წინ მიიწევენ. ორიგინალი ორიგინალი
-
შუასაუკუნეების ინგლისი შავი სიკვდილის ჩრდილში მოექცა. ამ აპოკალიპტურ სამყაროში, რომელიც შიშითა და ცრურწმენებითაა შეპყრობილი, რამდენიმე ბერი იკრიბება ერთი მიზნით - იპოვოს ის, ვისაც ძალუძს შავი ჭირისგან მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნოს. View the full article
-
3d анимация персонажей на основе технологии DMS. Суть ее заключается в достаточно точной имитации нервно-мышечной системы человека, при этом процессор компьютера используется для имитации деятельности человеческого мозга. Понятно, что схема сильно упрощена, но даже несмотря на это движения моделек получаются крайне реалистичными. Добиться такого уровня естественности локомоции в Max или Maya практически невозможно. View the full article
-
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. დიდი ხნის წინ, ერთ ქვეყანაში კეთილი ბატონი და მისი ულამაზესი ცოლი ბედნიერად და მდიდრულად ცხოვრობდნენ... მაგრამ, მათ სახლში უბედურებამ დაისადგურა და... ოჯახის მეპატრონე დაქვრივდა... მისი ერთადერთი ნუგეში ქალიშვილი - ლილიანა იყო, რომელსაც ზღაპრული სილამაზის გამო ფიფქიას ეძახდნენ. ცოტა ხანში მამამ სახლში ახალი დიასახლისი - ულამაზესი, მაგრამ ყინულისგულიანი ქალბატონი - კლაუდია მოიყვანა, რომელმაც გოგონა დანახვისთანავე შეიძულა... View the full article
-
http://b.pix.ge/l/yim2c.jpgხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე არსენალი პირველ მატჩს გამართვას საშინაო არენაზე პრემიერლიგის ეგიდით.პირველი მატჩი არსენალმა პრემიერლიგის 2010/11 სეზონის ენფილდ როუდზე ჩაატარა და მერსისაიდელებისგან 1 ქულა წამოვიღეთ.ბლექპულმა კი პირველ მატჩში უიგანი გაანდაგურა 0-4.ემირეითზე ორივე გუნდი დანაკლისებით გავლენ.მეთოფეებს დისკვალიფიკაციის გამო გამოაკლდებათ ახალი შენაძენი ლორან კოსიელნი რომელმაც ძალიან კარგი შტაბეჭდილება დატოვა ლივერთან მატჩის შემდგომ.ასევე ტრავმის გამო მატჩს გამოტოვებს არსენალიდან : ბენდტნერი,ნასრი,დენილსონი,რამსი და ფრიმპონგი.ბლექპულის შემდაგენლობაში დისკვალიფიკაცია არა მაგრამ ტრავმები ნამდვილად არის ბლექპულს დააკლდება : რეჩუბკა,ეუელი,საუტერნი,ალმონდი და კლარკი.ეს კი გუნდების ბოლო 10 მატჩი: http://b.pix.ge/y/xmay8.png ეს კი გუნდების ურთიერთშეხვედრები მთელი ისტორიის მანძილზე : http://a.pix.ge/o/parkk.png გუნდების განაცხადი: http://a.pix.ge/j/4dee1.png ამ მატჩს პირდაპირ ეთერში გვთავაზობს საიტი : livetv.ge View the full article
-
გოგონების სურეთები სულ 381 View the full article
-
პროფესიონალი დაქირავებული და დამწუხრებული მეომრების ჯგუფი ბარნი როსომის მეთაურობით იღებს დავალებას - ნებისმიერ ფასად იპოვონ და გაანადგურონ ტირანი-დიქტატორი, რომელიც შიშის ზარს ცემს მსოფლიოს მოსახლეობას და რომელიც ქაოსს თესავს ჩრდილოეთ ამერიკულ ქვეყნებში. ამ რთული მისიის შესრულებისას, ურთულეს სიტუაციებში და ომებში გამოცდილი როსის მეომრები წააწყდებიან სხვადასხვა ურთულეს დაბრკოლებებს. View the full article
-
ჟურნალი Ego 08 2010 View the full article
-
http://assets2.liverpoolfc.tv/uploads/crests/premier%20league%20crest%20jpegs/263x268/away/art_mcity_lfc_pl.jpg სრულიადში ამ გუნდების ბოლო მატჩები პრემიერ ლიგაში და ბოლო ხუთ-ხუთი შეხვედრაპრემიერ ლიგაში ბოლო ხუთი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის: სიტი 0 – 0 ლივერპული ლივერპული 2 – 2 სიტი ლივერპული 1 – 1 სიტი სიტი 2 – 3 ლივერპული სიტი: მოგება 0; წაგება 1; ფრე 4. ლივერპული: მოგება 1; წაგება 0; ფრე 4 ბოლო ხუთი მატჩი: ლივერპული 1 – 0 ტრაბზსპონსორი ლივერპული 1 – 1 არსენალი ლივერპული 2 – 0 რაბოტნიკი მიუნხენ გლადბახი 1 – 0 ლივერპული რაბოტნიკი 0 – 2 ლივერპული ტიმისოარა 0 – 1 სიტი ტოტენჰემი 0 – 0 სიტი სიტი 2 – 0 ვალენსია ბორუსია 3 – 1 სიტი ინტერი 3 – 0 სიტი სიტი: მოგება 2; წაგება 2; ფრე 1. ლივერპული: მოგება 3; წაგება 1; ფრე 1. View the full article
-
<p style="text-align: center;">http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01384/daniel-agger_1384258c.jpg უახლოესი ინფორმაცია ტრამვილებულებზე მელვუდიდან. როიმ განაცხადა, რომ აგერს არ ახსოვს მატჩი არსენალთან. ლივერპულის მცველმა მიიღო ტვინის შერყევა მას შემდეგ, რაც გადაეფარა არსენალის ფეხბურთელის მიერ ჩაწოდებულ ბურთს. კარაგერმა როის ანიშნა შეცვლაზე, თუმცა როის სამივე ცვლილება გამოყენებული ქონდა. მას შემდეგ რაც ჯო კოულმა მიიღო წითელი ბარათი ლივერპული 10 კაცით დარჩა. აგერმა საოცარი ერთგულება და მოებრძოლი ხასიათი გამოაჩინა, იგი დაბრუნდა მოედანზე, რადგან “წითლები” ისედაც 10 კაცით იყვნენ. გარდა ამისა, მთელი სამწვრთნელო შტაბი უარზე იყო. ამ დროისათვის აგერი ისევ ტრამვირებულია და გაურკვეველია გავა თუ არა სიტის წინააღმდეგ. ხავიერ მასკერანომ გამოტოვა მატჩი თურქების წინააღმდეგ მაგრამ სიტუაცია თუ არ გარტულდა იგი იქნება სიტის წინააღმდეგ. View the full article
-
”მონიტორინგი მიმდინარეობდა ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფს საშუალება მიეცა, საკნებში არსებული აუტანელი უჰაერობა და სიცხე დაეფიქსირებინა, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის”- ასე აღწერს სახალხო დამცველი ზუგდიდის #4 საპყრობილის მდგომარეობას ზაფხულში. ზუგდიდის (#4)და ბათუმის (#3) სააპყრობილეების გეგმური მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველმა 20 აგვისტოს გაავრცელა. ორივე საპყრობილე ომბუდსმენის წინა ანგარიშების რეკომედაციების შესაბამისად ლიკვიდაციას ექვემდებარება. რეკომენდაციები, ჯერჯერობით, გათვალისწინებული არ არის, ორივე საპყრობილე კი გადატვირთულია. ამჟამად ზუგდიდის საპყრობილეში 453 პატიმარია მოთავსებული (მათ შორის, 15 ქალი და 8 არასრულწლოვანი), რაც აღემატება დადგენილ ლიმიტს – 305 პატიმარს. გადატვირთვაა ბათუმის საპყრობილეშიც -სახალხო დამცველის მონიტორინგის პერიოდში საპყრობილეში 697 პატიმარი იყო მოთავსებული, მათ შორის, 29 ქალი და 5 არასრულწლოვანი. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ზუგდიდის საპყრობილის საყოფაცხოვრებო პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: ”ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებული და ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად არ ექვემდებარება გარემონტებას. ამავე მიზეზის გამო, შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების გაქრობა დაწესებულების ტერიტორიიდან”. უჰაერობას და სიცხეს საპატიმროში უწყლობაც ემატება - ზუგდიდის საპყრობილეში პატიმრებმა ომბუდსმენის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ წყალი საკნებს დღეში სამჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მაქსიმუმ 3 საათით მიეწოდება. ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის საპყრობილე ერთ–ერთი ყველაზე პრობლემურია სამედიცინო მომსახურების კუთხით - პაციენტები ვერ იღებენ ექიმ-კონსულტანტთა კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. ადგილობრივი ე.წ. სამედიცინო სტაციონარი, რომელსაც ორი საკანი აქვს დათმობილი, არ შეესაბამება ელემენტარულ სტანდარტებს. მათში შეუძლებელია სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა. ამასთან, ზუგდიდის საპყრობილეში 2010 წლის თებერვლიდან აღარ ხორციელდება ფსიქიატრის ვიზიტები. ”პატიმრები ასევე აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა და ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი პრეტენზია თანამშრომელთა მიმართ არ გამოუთქვამთ. მხოლოდ ერთეულებმა აღნიშნეს, რომ პატიმრების მიმართ გრძელდება არასათანადო მოპყრობა, თუმცა კონკრეტული მაგალითების დასახელებისგან თავი შეიკავეს” - ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის მიერ დღეს გავრცელებული მონიტორინგის ანგარიშში. ზუგდიდის საპყრობილეს შეახებ ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ კარცერში მოთავსებულ პატიმრებს ჰქონდათ ლეიბი და თეთრეული. თუმცა აღნიშნულმა პატიმრებმა განაცხადეს, რომ კარცერში ყოფნის პერიოდში ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით და აბანოთი. დანარჩენი პატიმრები გასეირნების უფლებით ყოველდღიურადსარგებლობენ, კვირის გარდა, ხოლო აბანოთი - კვირაში ერთხელ. ზუგდიდის საპყრობილის მსგავსად, ფსიქიატრული დახმარებით ვეღარ სარგებლობენ პატიმრები ბათუმის #3 საპყრობილეშიც. სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, განსხვავებით სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებისაგან, ბათუმის საპყრობილეში არ ხორციელდება სხვადასხვა ექიმ სპეციალისტთა სისტემატური ვიზიტები, რის გამოც ადგილობრივი პატიმრები მოკლებულნი არიან სამედიცინო სერვისს. საპყრობილეში დადიან მხოლოდ – რენტგენ-ლაბორანტი, ექოსკოპისტი და ლაბორანტი. ბათუმის საპყრობილეში პრობლემურია წყლის მიწოდება, რაც ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, ბათუმის წყლის მომარაგებაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, თუმცა სახალხო დამცველის ოფისი ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია რეგულარულად ამარაგებს პატიმრებს წყლით, რომელიც დაწესებულებაში ცისტერნებით მიაქვს ადგილობრივი წყლის მომარაგების სამსახურს. ამ ფაქტს, მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, პატიმრებიც ადასტურებენ. #3 საპყრობილეში კიდევ ერთი პრობლემა სატელეფონო კავშირია, რომელიც მონიტორინგის დროს უზრუნველყოფილი არ იყო. მონიტორინგის დროს საპყრობილეში აუტანელი სიცხე იყო - ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველის ცნობით, ეს კლიმატურ პირობებთან იყო დაკავშირებული, ყველა საკანსა და დერეფანში გამწოვებია დამონტაჟებული და ყველა საკანს აქვს ვენტილატორები. სასურველია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, პარაზიტებისა და მწერების საწინააღმდეგო ზომების მიღების გახშირება. ზუგდიდისა და ბათუმის საპყრობილეებამდე, სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი ქუთაისის N#2, ასევე გეგუთის #8 და ხონის #9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში განახორციელა. მონიტორინგის მიხედვით, გეგუთის საპყრობილეში, სადაც რამდენიმე თვის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო, ახლა მდგომარეობა გაუმჯობესდა. აქ მოთავსებული მსჯავრდებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა, მათთან მოპყრობის მხრივ, საგრძნობლად გაუმჯობესდა. თანამშრომლები მათ აღარ ექცევიან გამომწვევად და დამამცირებლად, აღარ ხდება მსჯავრდებულთა უმიზეზოდ დასჯა. კარცერში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა განაცხადეს, რომ არც კარცერში ყოფნისას, არც მას შემდეგ, მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თებერვალში გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმართა უმეტესმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა. როგორც მაშინ პატიმრებმა ომბუდსმენის წარმომადგენლებს უთხრეს, შიმშილობიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, მსჯავრდებულებთან მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები. მსჯავრდებულებმა მათ განუმარტეს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. კერძოდ, მსჯავრდებულთა კარცერში უმიზეზოდ მოთავსებას და მათზე ფიზიკურ ზეწოლას. მსჯავრდებულთა განმარტებით, მასობრივი შიმშილობის მიზეზი აღნიშნული დაწესებულების კარცერში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალება იყო. ამ შეხვედრის შემდეგ გეგუთის ციხეში შევიდა სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი. საცხოვრებელ კორპუსებში მათ ჩხრეკაჩაატარეს, შემდეგ რამდენიმე პატიმარი სიით გამოიძახეს, ხოლო დანარჩენებს უთხრეს, რომ საკვების მიღების დრო იყო. მსჯავრდებულთა განმარტებით, ის მსჯავრდებულები, რომლებმაც საკვებზე უარი განაცხადეს, სპეცრაზმის ე.წ. „კორიდორში“ გაატარეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს . ამის შემდეგ 200–მდე მსჯავრდებული, პირველ რიგში კი ის პატიმრები, რომლებმაც შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს, სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით მოპოვებული მასალები სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავასმარტში გადაუგზავნა. ომბუდსმენის ოფისის მიერ 13 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციით, პატიმრების მიმართ არასათანდო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ომბუდსმენის მიერ ზოდელავასთვის მასალების გადაგზავნიდან თითქმის ხუთი თვე გავიდა. ჯერჯერობით, არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა გიორგი ტუღუში იმედოვნებს, რომ გამოძიება ეფექტურად და გონივრულ ვადებში წარიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
”მონიტორინგი მიმდინარეობდა ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფს საშუალება მიეცა, საკნებში არსებული აუტანელი უჰაერობა და სიცხე დაეფიქსირებინა, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის”- ასე აღწერს სახალხო დამცველი ზუგდიდის #4 საპყრობილის მდგომარეობას ზაფხულში. ზუგდიდის (#4)და ბათუმის (#3) სააპყრობილეების გეგმური მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველმა 20 აგვისტოს გაავრცელა. ორივე საპყრობილე ომბუდსმენის წინა ანგარიშების რეკომედაციების შესაბამისად ლიკვიდაციას ექვემდებარება. რეკომენდაციები, ჯერჯერობით, გათვალისწინებული არ არის, ორივე საპყრობილე კი გადატვირთულია. ამჟამად ზუგდიდის საპყრობილეში 453 პატიმარია მოთავსებული (მათ შორის, 15 ქალი და 8 არასრულწლოვანი), რაც აღემატება დადგენილ ლიმიტს – 305 პატიმარს. გადატვირთვაა ბათუმის საპყრობილეშიც -სახალხო დამცველის მონიტორინგის პერიოდში საპყრობილეში 697 პატიმარი იყო მოთავსებული, მათ შორის, 29 ქალი და 5 არასრულწლოვანი. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ზუგდიდის საპყრობილის საყოფაცხოვრებო პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: ”ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებული და ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად არ ექვემდებარება გარემონტებას. ამავე მიზეზის გამო, შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების გაქრობა დაწესებულების ტერიტორიიდან”. უჰაერობას და სიცხეს საპატიმროში უწყლობაც ემატება - ზუგდიდის საპყრობილეში პატიმრებმა ომბუდსმენის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ წყალი საკნებს დღეში სამჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მაქსიმუმ 3 საათით მიეწოდება. ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის საპყრობილე ერთ–ერთი ყველაზე პრობლემურია სამედიცინო მომსახურების კუთხით - პაციენტები ვერ იღებენ ექიმ-კონსულტანტთა კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. ადგილობრივი ე.წ. სამედიცინო სტაციონარი, რომელსაც ორი საკანი აქვს დათმობილი, არ შეესაბამება ელემენტარულ სტანდარტებს. მათში შეუძლებელია სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა. ამასთან, ზუგდიდის საპყრობილეში 2010 წლის თებერვლიდან აღარ ხორციელდება ფსიქიატრის ვიზიტები. ”პატიმრები ასევე აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა და ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი პრეტენზია თანამშრომელთა მიმართ არ გამოუთქვამთ. მხოლოდ ერთეულებმა აღნიშნეს, რომ პატიმრების მიმართ გრძელდება არასათანადო მოპყრობა, თუმცა კონკრეტული მაგალითების დასახელებისგან თავი შეიკავეს” - ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის მიერ დღეს გავრცელებული მონიტორინგის ანგარიშში. ზუგდიდის საპყრობილეს შეახებ ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ კარცერში მოთავსებულ პატიმრებს ჰქონდათ ლეიბი და თეთრეული. თუმცა აღნიშნულმა პატიმრებმა განაცხადეს, რომ კარცერში ყოფნის პერიოდში ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით და აბანოთი. დანარჩენი პატიმრები გასეირნების უფლებით ყოველდღიურადსარგებლობენ, კვირის გარდა, ხოლო აბანოთი - კვირაში ერთხელ. ზუგდიდის საპყრობილის მსგავსად, ფსიქიატრული დახმარებით ვეღარ სარგებლობენ პატიმრები ბათუმის #3 საპყრობილეშიც. სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, განსხვავებით სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებისაგან, ბათუმის საპყრობილეში არ ხორციელდება სხვადასხვა ექიმ სპეციალისტთა სისტემატური ვიზიტები, რის გამოც ადგილობრივი პატიმრები მოკლებულნი არიან სამედიცინო სერვისს. საპყრობილეში დადიან მხოლოდ – რენტგენ-ლაბორანტი, ექოსკოპისტი და ლაბორანტი. ბათუმის საპყრობილეში პრობლემურია წყლის მიწოდება, რაც ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, ბათუმის წყლის მომარაგებაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, თუმცა სახალხო დამცველის ოფისი ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია რეგულარულად ამარაგებს პატიმრებს წყლით, რომელიც დაწესებულებაში ცისტერნებით მიაქვს ადგილობრივი წყლის მომარაგების სამსახურს. ამ ფაქტს, მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, პატიმრებიც ადასტურებენ. #3 საპყრობილეში კიდევ ერთი პრობლემა სატელეფონო კავშირია, რომელიც მონიტორინგის დროს უზრუნველყოფილი არ იყო. მონიტორინგის დროს საპყრობილეში აუტანელი სიცხე იყო - ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველის ცნობით, ეს კლიმატურ პირობებთან იყო დაკავშირებული, ყველა საკანსა და დერეფანში გამწოვებია დამონტაჟებული და ყველა საკანს აქვს ვენტილატორები. სასურველია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, პარაზიტებისა და მწერების საწინააღმდეგო ზომების მიღების გახშირება. ზუგდიდისა და ბათუმის საპყრობილეებამდე, სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი ქუთაისის N#2, ასევე გეგუთის #8 და ხონის #9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში განახორციელა. მონიტორინგის მიხედვით, გეგუთის საპყრობილეში, სადაც რამდენიმე თვის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო, ახლა მდგომარეობა გაუმჯობესდა. აქ მოთავსებული მსჯავრდებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა, მათთან მოპყრობის მხრივ, საგრძნობლად გაუმჯობესდა. თანამშრომლები მათ აღარ ექცევიან გამომწვევად და დამამცირებლად, აღარ ხდება მსჯავრდებულთა უმიზეზოდ დასჯა. კარცერში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა განაცხადეს, რომ არც კარცერში ყოფნისას, არც მას შემდეგ, მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თებერვალში გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმართა უმეტესმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა. როგორც მაშინ პატიმრებმა ომბუდსმენის წარმომადგენლებს უთხრეს, შიმშილობიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, მსჯავრდებულებთან მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები. მსჯავრდებულებმა მათ განუმარტეს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. კერძოდ, მსჯავრდებულთა კარცერში უმიზეზოდ მოთავსებას და მათზე ფიზიკურ ზეწოლას. მსჯავრდებულთა განმარტებით, მასობრივი შიმშილობის მიზეზი აღნიშნული დაწესებულების კარცერში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალება იყო. ამ შეხვედრის შემდეგ გეგუთის ციხეში შევიდა სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი. საცხოვრებელ კორპუსებში მათ ჩხრეკაჩაატარეს, შემდეგ რამდენიმე პატიმარი სიით გამოიძახეს, ხოლო დანარჩენებს უთხრეს, რომ საკვების მიღების დრო იყო. მსჯავრდებულთა განმარტებით, ის მსჯავრდებულები, რომლებმაც საკვებზე უარი განაცხადეს, სპეცრაზმის ე.წ. „კორიდორში“ გაატარეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს . ამის შემდეგ 200–მდე მსჯავრდებული, პირველ რიგში კი ის პატიმრები, რომლებმაც შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს, სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით მოპოვებული მასალები სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავასმარტში გადაუგზავნა. ომბუდსმენის ოფისის მიერ 13 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციით, პატიმრების მიმართ არასათანდო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ომბუდსმენის მიერ ზოდელავასთვის მასალების გადაგზავნიდან თითქმის ხუთი თვე გავიდა. ჯერჯერობით, არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა გიორგი ტუღუში იმედოვნებს, რომ გამოძიება ეფექტურად და გონივრულ ვადებში წარიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01378/dirk-kuyt_1378471c.jpg დირკ კუიტის აგენტმა განაცხადა რომ მისი კლიენტით მილანის ინტერი დაინტერესდამას შემდეგ რაც რაფაელ ბენიტესი ლივერპულიდან ინტერში გადაბარგდა არაერთხელ შეეცადა წითლების ვარსკვალების გადაბირიებას თუმცა ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა, ამჯერად კი ბენიტესს ლივერპულის ჰოლანდიელი ნახევარმცველი დირკ კუიტი მოუნდა. კუიტი ბენიტესმა 2006 წელს გადმოიყვანა ფეინორდიდან და გუნდის მთავარ ფერსონად გახადა. კუიტმა როც მოინდომოს იტალიაში გადასვლა შეთანხმების მიღწევა ძაან გაჭირდება. არის რაღაც შომოთავაზება იტალიელებიდან თუმცა დირკს ჯერ არ გადაუწყვეტია ენფილდის დატოვება, მას შეუძლია ლივერპულის მიტოვება და ინტერში გადასვლა მაგრამ შეუძლია დარჩენა, არჩევანი მასზეა, განუცხადა კუიტის აგენტმა რობ იანსენმა Voetbal International-ს. წყარო: skysport.com View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg ენდრიუ რატმანი ბრიუსელი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოხშაბათს (11 აგვისტოს) თავის კოლეგა კეტრინ ეშტონთან სატელეფონო საუბრისას, საჭიროდ არ ჩათვალა აღენიშნა, რომ მოსკოვი საქართველოსთან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავდა. ოთხშაბათს, შუადღისას ცნობილ სატელეფონო საუბარში მათ რუსეთის ხანძარზე ისაუბრეს: ქალბატონმა ეშტონმა მსხვერპლის გამო წუხილი გამოთქვა, ბატონმა ლავროვმა კი ევროკავშირს წევრი ქვეყნების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მაგრამ ბლოკი გაოცებული დარჩა, როდესაც ამ საუბრიდან სულ ცოტა ხანში რუსი გენერლის ალექსანდრე ზელინის განცხადების შესახებ შეიტყო, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა „იტარ–ტასმა“, „ინტერფაქსმა“ და „რია–ნოვოსტიმ“ გაავრცელა, რომ მოსკოვმა საქართველოს სადაო რეგიონში, აფხაზეთში, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა S-300 განათავსა. „მას [ლავროვს] არაფერი უთქვამს ამ თემაზე. ჩვენ ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთ საათში, ან ოდნავ მოგვიანებით შევიტყვეთ“, – უთხრა ევროკავშირის ერთ–ერთმა თანამშრომელმა EUobserver–ს. ოთხშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთს S-300–ის სისტემა აფხაზეთში ორი წელია აქვს, მაგრამ ვერ დაადასტურებს ცნობას მათი განახლების შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ვებ–გვერდს განუცხადა, რომ მასაც არ შეუძლია რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება, რადგან მის ოფიცრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე არ უშვებენ. „ამ წუთისთვის სიტუაცია მშვიდი, მაგრამ არაპროგნოზირებადია. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები შემდგომში სიტუაციის დაძაბვას უწყობს ხელს“, – თქვა მისიის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა. „სამხედრო ექსპერტებმა მითხრეს, რომ ეს უბრალოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებია და არა სტრატეგიული რაკეტები, რაც იმას გულისხმობს, რომ მათი გამოყენება მხოლოდ სამიზნე თვითმფრინავებისთვის შეიძლება“. ადგილზე სიმშვიდის მიუხედავად, ევროკავშირის დიპლომატები იმას განიხილავენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხზე ოფიციალური განცხადების გაკეთება. „ეს მართლაც სერიოზული საკითხია და იმ ფაქტის მორიგი დემონსტრირებაა, რომ რუსული მხარის ქმედებები ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან შეუსაბამოა“, – განაცხადა საქართველოში მოქმედმა ერთ–ერთმა დიპლომატმა, იგულისხმა რა ეროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმებული რუსეთ–საქართველოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა საკუთარი ჯარი ომამდელ პოზიციებზე უნდა გაიყვანოს. საქართველოს მთავრობა ასეთი თავშეკავებული არ გახლდათ. „აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს უკიდურესად სახიფათო, პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხუთშაბათის განცხადებაში. S-300–ის ამბავი გერმანია–რუსეთის ინიციატივის ფონზე ხდება, რომლის თანამხად მხარეები ევროკავშირი–რუსეთის ახალი, უმაღლესი დონის უსაფრთხოების კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელის მიზანიც პოსტ–საბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტაა. „ეს იმის ნიშანია, რომ მიუხედავად ევროკავშირი–რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებისა 2008 წლის ომის შემდეგ, სიტყვებს და საქმეს შორის სერიოზული სხვაობაა. ამ (ახალი) კომისიის შესახებ განცხადებით – ჯერ–ჯერობით არაფერი გამოდის“, – განაცხადა თბილისში არსებული საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსმა, ლოურენს შიტსმა. „ერთი საქმეა, თქვა ისეთი რამ, რისი მოსმენაც იცი რომ შენს კოლეგას სურს და აბსოლუტურად სხვა რამ არის რუსეთისთვის საკუთარ გეოპოლიტიკურ პროგრამაზე უარის თქმა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონი) მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა კი ამ პროგრამის ნაწილია“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainformacio-20-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/azerbaija1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/photo8-150x150.jpgშეიქმნება თუ არა ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაცია და რა ტიპის შეიძლება იყოს ის. ბათუმში ილჰამ ალიევის სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის მიერ გახმიანებული ეს იდეა არა მხოლოდ რეგიონული მედიის, ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ყურადღების ცენტრშიც მოექცა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/azerbaija.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg რეინ მიულერსონი 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში გაჩაღებული სასტიკი კონფლიქტი ერთ წერტილში გაიყინა. რეინ მიულერსონი ამბობს, რომ ომი და ჩიხი, რომელშიც დღეს საქართველო და რუსეთი იმყოფებიან, მხოლოდ ამ ორი ქვეყნის საქმე არ არის. რეგიონში პრობლემის მოგვარებისთვის, თითოეულმა დაინტერესებულმა მხარემ დიდი დიპლომატიური სიმამაცე უნდა გამოიჩინოს. 1994 წლის ზაფხულში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის ფარგლებში, კავკასიაში ვიმყოფებოდი. სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბახის ირგვლივ სასტიკად დაიძაბა და ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდებოდა ისტორიები ურთიერთმტრობასა და მსხვერპლზე. რეგიონში კონფლიქტების წარმომავლობაზე მეტნაკლებად ობიექტური სურათის შესაქმნელად, რჩევა ჩემს ბაქოელ გიდს ვთხოვე. მეორე დღეს ამ ძალიან განათლებულმა ადამიანმა ვასილი ველიჩკოს წიგნი მომიტანა, სახელწოდებით „კავკასია: რუსული საქმე და ტომთაშორისი საკითხები“ (წიგნი პირველად 1904 წელს გამოქვეყნდა, 1990 წელს კი ის ხელახლა გამოიცა ბაქოში; წიგნის ინგლისური თარგმანი – Kavkaz – დღეს აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს ვებ–გვერდზეა ხელმისაწვდომი). რუსი ავტორი რეგიონის ზოგიერთ მთიელი ტომის (დღევანდელი სტანდარტებით) მიმართ უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი. 1990 წლის გამოცემის ბოლო გვერდზე ნათქვამია, რომ წიგნში მკითხველი შეხვდება „ზოგიერთ დაუსაბუთებელ და უსიამოვნო შეფასებას აზერბაიჯანელ ხალხზე“. მკითხველი წიგნს საკმარისად უნდა გაეცნოს იმისთვის, რომ აღმოაჩინოს, რომ მასში სომხების პოტრეტიც („კიდევ უფრო ვულგარულები, ვიდრე ებრაელები“) ცალსახად ნეგატიურია. მაგრამ ერთ–ერთი კავკასიელი ერის მიმართ, ვასილი ველიჩკო მაინც კეთილგანწყობილია. თავში „ძმები–ქართველები“ ხაზგასმულია რუსების და ქართველების (ორი მართლმადიდებელი ხალხი, რომლებიც გაერთიანდნენ „ნებაყოფლობით, უპირობოდ და სამუდამოდ“) სულიერ და რელიგიურ ნათესაობას. ეს იმაზე მინიშნებაა, რომ თუკი პირობით შედარებებს გამოვიყენებთ, ურთიერთობა საქართველოს და რუსეთს შორის (პროცესი, რომელიც 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებით დაიწყო) მართლაც ნაკლებად გავდა იძულებით კავშირს, ვიდრე რუსეთის იმპერიის (და რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის) სხვა ეგრედწოდებული „ნებაყოფლობითი მიერთებები“. დიახ, საქართველოს, რომელიც მუდმივად დიდი სახელმწიფოების (სპარსეთი, ოსმალთა იმპერია და რუსეთი) ჩრდილში იმყოფებოდა, არასდროს და არაფერი აურჩევია რეალურად დამოუკიდებლად. თუკი ამ, და ასევე ყველა მომდევნო ისტორიულ პერიოდს თვალს გადავავლებთ, ის რაც მოგვიანებით რუსეთს და საქართველოს შორის მოხდა, ორმაგად გამაოგნებელია. იმდენად გამაოგნებელი, რომ ვინმეს რომ ჩემთვის რამდენიმე წლის წინ ეკითხა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნა, ყველაზე ნაკლებად სავარაუდო რომლებს შორისააო, ჩემი სიის სათავეში ეს ორი ქვეყანა მოხვდებოდა. მაგრამ ეს მოხდა და ცივი ურთიერთობების და მტრობის ფონზე, გაგრძელდა. მტრობა, რომელიც 2000–იანების შუა წლებში გაიზარდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოში ომში გადაიზარდა, იმის ილუსტრაციაა, თუ რა სწრაფად შეიძლება დაინგრეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა, და რა რთულია შემდეგ ნდობის და კეთილმეზობლობის აღდგენა. ომის ფესვები აგვისტოს ქვემეხები დიდი ხნის გუგუნის შედეგი იყო. ასეთი სიტუაციის ჩამოყალიბებაში, რომელიც უბედურებით დასრულდა, საკუთარი წვლილი ყველამ შეიტანა: საქართველოს პირველი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქედმაღლურმა, უგუნურმა და დანაშაულებრივმა პასუხმა სახელმწიფოს ეთნიკურ უმცირესობათა (დიდწილად აფხაზთა და ოსთა) თვითგამორკვევის შესახებ მოწოდებებზე, ამ უმცირესობათა ლიდერების ანგარებიანმა მისწრაფებებმა, რუსეთის ეგოისტურმა და არაკომპეტენტურმა ჩარევამ, ასევე კონფლიქტის თითოეული მხარის ხელისუფლების სერიოზულმა არაადექვატურობამ. საქართველოს და რუსეთს შორის მტრული ატმოსფერო თბილისის 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაზლიერდა. ხოლო 2007–2008 წლებში შესაძლო ომზე გაფრთხილებები ისმოდა ყველა მეტნაკლებად ავტორიტეტული საინფორმაციო სააგანტოების ცნობებში, მათ შორის OpenDemocracy–შიც (იხ. მაგალითად Donald Rayfield, “Russia vs Georgia: a war of perceptions” [2007 წლის 24 აგვისტო], Robert Parsons, “Georgia, Abkhazia, Russia: the war option” [2008 წლის 13 მაისი] და Thomas de Waal, “The Russia-Georgia tinderbox” [2008 წლის 16 მაისი]). საბოლოოდ, მტრობიდან შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმე მივიდა, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოუთმენთლობისა და ექსცენტრული შეხედულებების გამო. სააკაშვილი ამ ბრძანებამდე (2008 წლის 7–დან 8 აგვისტოს ღამით სარაკეტო შეტევა დაეწყოთ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე) მიიყვანა, როგორც სწრაფვამ „აღედგინა კონსტიტუციური წესრიგი“ „გამოყოფილ რეგიონებზე“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე „ყველა აუცილებელი შესაძლებლობის“ გამოყენებით, ასევე მისი რეგიონალური პოლიტიკისადმი ბუშის ადმინისტრაციის (რომელიც რუსეთს ისეთ ქვეყნად განიხილავდა, რომელიც ალყაში უნდა მოექცია) უპირობო მხარდაჭერამ. რუსული მხარის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახლადგამომცხვარი მტრის დასასჯელად მხოლოდ საბაბს ელოდნენ, ეს ნამდვილი საჩუქარი გახდა. ამის გამო გაჩაღებულ საშინელ ხანმოკლე ომში, ყველა მონაწილე, საერთაშორისო და განსაკუთარებით ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ მოქმედებდა. დასავლელი ლიდერების და დასავლური საზოგადოების პირველი მისწრაფება კონფლიქტში რუსეთის დადანაშაულება იყო. მაგრამ ბევრი ავტორიტეტული წყარო განსხვავებულ ვარაუდს გამოთქვამდა. 2008 წლის ნოემბერში Der Spiegel წერდა: „უკვე მაშინ ბრიუსელის ნატოს შტაბ–ბინის ოფიცრებისთვის ერთი რამ ნათელი იყო: კონფლიქტი ქართველებმა გააჩაღეს და მათი ქმედებები გაცილებით დეტალურადაა გათვლილი, ვიდრე უბრალო თავდაცვა ან სპონტანური პასუხი რუსეთის პროვოკაციაზე. ნატოს ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ დარტყმა, რომელიც საქართველომ სამხრეთ ოსეთის პოზიციებზე მიიტანა დაგეგმილი იყო, რათა მოგვიანებით ყველა შემდგარი ფაქტის წინშე დაეყენებინათ. სწორედ ამიტომ უდგებოდნენ ქართველები ასე მშვიდად იმ სროლებს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ომის დაწყებას უძღოდა წინ. ნატოს ოფიცრები კიდევ უფრო ცხადად აცნობიერებდნენ იმას, რომ ეს შეტაკებები ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაამართლებდა საქართველოს ომისთვის მზადებას“ (იხ. „Did Saakashvili Lie? The West Begins to Doubt Georgian Leader“, Spiegel International, 2008 წლის 15 ნოემბერი) 2009 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის (შეიქმნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ინიციტივით) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, მსგავსი დასკვენებია: „ღია საბრძოლო მოქმედებებს სათავე დაუდო ფართომასშტაბიანი ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყებამ ქალაქ ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის 7–დან 8 აგვისტოს ღამით ჩატარდა“. ომის დროს ორივე მხრიდან დაფიქსირდა სასტიკი დარღვევები. ომისგან გაჩენილი ტანჯვა და უბედურება, ასევე ურთიერთობები, რომლებიც კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ ჩიხში შევიდა, პოლიტიკოსებისა და მშვიდობისმყოფელთათვის ყველაზე დიდი პრობლემაა. „გადატვირთვის“ დაპირება ფაქტობრივად, ომის დასრულებისთანავე, რუსეთმა, რომელიც თავს გამარჯვებულად გრძნობდა, საბედისწერო ნაბიჯი გადადგა, როდესაც 2008 წლის 25 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რა თქმა უნდა, ამაში საკუთარი როლი ითამაშა 2008 წლის თებერვალში შეერთებული შტატების და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების გადაწყვეტილებამ ეღიარებინათ სერბეთისგან გამოყოფილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკა კოსოვო. მაგრამ მოსკოვის არჩევანი, გარდა იმისა, რომ ის საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებოდა, როგორც მე ამას იმ დღეებში –ში ვწერდი, პოლიტიკურად ბეცი და კონტრპროდუქტიული იყო (იხ.“The world after the Russia-Georgia war“, 2008 წლის 5 სექტემბერი). დამოუკიდებლობის (თუნდაც უკანონოს) აღიარების შეცვლა, ძალიან რთულია, ხოლო მათი დაბრუნება პატრონთა წიაღში, ვინც დამოუკიდებლობის ხილს გემო გაუგო, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის, ფაქტობრივად შეუძლებელია. საერთაშორის სასამართლოს აზრით, რომელმაც 2010 წლის 22 ივლისს აღიარა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია „ზოგად საერთაშორისო სამართალს არ არღვევს“, შესაძლოა ოფიციალურად სწორია, შესაძლოა დამამშვიდებელიც, მაგრამ მას შეიძლება ყველაზე „ფეთქებადსაშიში“ შედეგები მოჰყვეს (იხ. ფლრიან ბიბერის სტატია „Kosovo, Serbia and Bosnia: after the ICJ“, 2010 წლის 28 ივლისი). ეგ კი არა, მე რომ გამომეცხადებინა ჩემი ტალინური სახლი პატარა მიწის ნაკვეთით ესტონეთისგან დამოუკიდებლად, მეც კი არ დავარღვევდი ზოგად საერთაშორისო სამართალს. თუმცა, რომელიმე მეზობელ სახელმწიფოს ჩემი ბოდვითი დეკლარაცია რომ ეღიარებინა, ის ალბათ დაარღვევდა ზოგად საერთაშორისო სამართალს, რადგან ეს ჩემი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა გახდებოდა. საერთაშორისო სასამართლოს საკითხის ფორმულირება უნდა შეეცვალა და არ უნდა მოეხდინა კონცენტრაცია კოსოვოს დეკლარაციის კანონიერებაზე, არამედ წესებზე, რაც დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მესამე სახელმწიფოების რეაქციას ეხება (რადგან უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ საერთაშორისო სამართალი გამოყოფის საკითხებისადმი გულგრილია). თუმცა ასეთი წვრილმანები უინტერესოა, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე მომავალი დამოუკიდებელი ტერიტორიებისთვის, მაგალითად მთიანი ყარაბახისთვის, სადაც საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება იმედისმომცემ პრეცედენტად განიხილება. რაც შეეხება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ამ ტერიტორიების შესაძლო და რეალური მომავალი სტატუსი არც თუ ცუდად და მრავალმხრივ გაანალიზა OpenDemocracy–ის ბევრმა ავტორმა (იხ. სტატიები: დონალდ რეიფილდი „Georgia, two years on: a future beyond war“, 2010 წლის 5 აგვისტო; ნილ აშერსონი „Abkhazia and the Caucasus: the west’s choice“, 2010 წლის 6 აგვისტო); ალექსანდრე რონდელი „Sakartvelo: a political prospect“, 2010 წლის 11 აგვისტო; და ჯორჯ ჰიუიტი „Abkhazia: two years of independence“ 2010 წლის 13 აგვისტო). აზრთა მრავალფეროვნება იმას ადასტურებს, რომ ამ პრობლემის მოკლევადიანი, ან თუნდაც საშუალოვადიანი გადაწყვეტის პოვნაც კი, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებდა, ფაქტობრივად შუძლებელია. მსგავსი გადაწყვეტა შეიძლება გაჩნდეს საერთაშორისო წესრიგში არსებითი ცვლილებების შემდეგ – და არამხოლოდ კავკასიის რეგიონში (იხ. ივან კრასტევის სტატია „Russia and the Georgia war: the great-power trap“, 2008 წლის 19 აგვისტო) აქ ბევრი რამ დამოკიდებულია რუსეთის ურთიერთობების განვითარებაზე მის საკვანძო პარტნიორებთან და თანამოსაუბრეებთან, რომელთა რიგებშიც შედიან შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ნატო. გასაგებია, რომ ასეთი საყოველთაოდ მომრიგებლური გადაწყვეტილება (თუკი ის ბუნებაში შეიძლება საერთოდ არსებობდეს) რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება – მეტიც, ის მხოლოდ მისი დახმარებით შეიძლება შემუშავდეს. ჩემს სტატიაში, რომელიც OpenDemocracy –ში 2008 წლის შემოდგომაზე გამოვაქვეყნე, მე ვვარაუდობდი, რომ ახლახანს დასრულებული ომი (როგორც ეს მოგვიანებით თავად სააკაშვილმაც აღნიშნა) არა იმდენად რუსულ–ქართული იყო, რამდენადაც რუსულ–დასავლური. უფრო ფართო თვალსაზირისით, ეს მართლაც განზოგადოებული ომი იყო, სადაც ქართველები და ოსები გეოპოლიტიკური ბრძოლის დაფაზე პაიკები აღმოჩნდნენ. რუსეთის საკითხების ერთ–ერთი ყველაზე მკვეთრი ამერიკელი ექსპერტი სტივენ კოენი წერდა: „ვფიქრობ, ჩვენთვის ეს საბედისწერო ნიშანი იყო: 2008 წლის ეგრედწოდებული „რუსულ–ქართული“ ომი. მართალია მას „რუსულ–ქართული“ უწოდეს, მაგრამ იგივე წარმატებით მას შეიძლება ვუწოდოთ განზოგადოებული „რუსულ–ამერიკული“ ომი. ვაშინგტონმა შექმნა სააკაშვილის ქართული რეჟიმი და მის მხარდაჭერას განაგრძობს. ამერიკელი სამხედრო სტრატეგების დახმარებით ვაშინგტონმა შექმნა ასევე ამ რეჟიმის მხარდამჭერი სამხედრო ძალები“ (იხ.US-Russian Relations in an Age of American Triumphalism: An Interview with Stephen F. Cohen”, Journal of International Affairs, 63/2, გაზაფხული–ზაფხული 2010). ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობების „გადატვირთვა“, რომელიც პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა 2009–10 წლებში აამოქმედეს ამ კონტექსტში პოქიზიურ ნაბიჯად შეიძლება განიხილებოდეს. მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას და გონივრულ გადაწყვეტილებებს (მაგალითად, შეიარაღების შემცირებაზე), აუცილებელია დაემატოს უფრო რადიკალური აზროვნება, რომელიც ზუსტად ასახავს თანამედროვე ისტორიის ფაქტებს. გლობალურ ძალთა ბალანსის შეცვლა, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების რისკი, ტერორისტული აქტების და სხვა საერთაშორისო დანაშაულების მუდმივი საფრთხე, ასევე ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემები – შემოქმედებით და მამაც პასუხებს მოითხოვს. სიმამაცის პლუსები ერთ–ერთი ასეთი შესაძლებლობა, რომელიც ბევრს დღემდე წარმოუდგენლად მიიაჩნია იმაშია, რომ რუსეთი თავად უნდა გახდეს ნატოს წევრი. ეს ვარაუდი, ისტორიული მოგონებების და დღევანდელი წინათგრძნობების მსგავსების წყალობით, რეფლექსურად მიუღებელია რუსეთის ბევრი მეზობელი ქვეყნისთვის. მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი კურსის მიმდევრობა საკუთარ თავში პოტენციურ სარგებელს მოიცავს, მისგან ბოლომდე უარის თქმა რისკებთანაა დაკავშირებული. ჩარლზ კუპჩანი ამტკიცებს, რომ „რუსეთის გამორიცხვამ ჩრდილოატლანტიკური თანამეგობრობიდან შეიძლება თავად ნატოს ავნოს. იმადროულად, მისი გაწევრიანება ორგანიზაციაში მისი უახლოესი მეზობლების ინტერესებშია, რომელთა ლიდერების წინაშე, „რთული ამოცანა დგას, რაც რუსოფობიის დონის შემცირებაში მდგომარეობს, რაც რეგიონის პოლიტიკურ განწყობებს მნიშვნელოვნად კვებავს“ (იხ. ჩარლს კუპჩანი „NATO’s Final Frontier“, Foreign Affairs, 2010 წლის მაისი/ივნისი). ამ თვალსაზრისით, პოზიტიური ნიშანია პოლონეთის და რუსეთის ურთიერთობების დათბობა „მეორე კატინის“, 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, რომელმაც პოლონეთის პრეზიდენტის და სახელმწიფო ელიტის უამრავი წარმომადგენლის სიცოცხლე შეიწირა. პრეზიდენტ მედვედევის სიტყვები (რომელიც მან 2010 წლის 16 ივლისს რუსეთის ელჩების წინაშე წარმოთქვა), „პოლონეთთან ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია რთული ისტორიული მემკვიდრეობის გადალახვაზე“, იმაზე მიუთითებს, რომ კატასტროფის შემდეგ ჩამოყალიბებული შემრიგებლური განწყობა დიდხანს შენარჩუნდება (იხ. კშიშტოფ ბობინსკის სტატია „Poland’s second Katyn’: out of the ashes“, 2010 წლის 13 აპრილი). რუსეთის ნატოსთან მიერთება შეიძლება დაეხმაროს რუსეთის საშინაო პოლიტიკის მიმართულების ცვლას უკეთესობისკენ და პოზიტიური გავლენა მოახდინოს კრემლის პოლიტიკაზე დასავლეთის და უშუალო მეზობლების მიმართ, რომელთა რიცხვში საქართველოც შედის, რომლის ლტოლვაც ნატოსკენ ის ერთ–ერთი ფაქტორი გახდა, რამაც ომს ბიძგი მისცა. იმავდროულად რუსეთი, რომელიც დასავლეთის ახლო პარტნიორია, გაცილებით სანდო გარანტია იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ვიდრე რუსეთი, რომელიც ეჭვიანი დამკვირვებელია. მაგრამ თუკი გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი შესაძლებლობა განხორციელდება, საეჭვოა ეს იმით დასრულდეს, რომ გამოყოფილი (ან დაკარგული) ტერიტორიები ავტომატურად დაბრუნდება საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ლოკალურმა ინტერესებმა და მისწრაფებებმა, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან გამოყოფის სურვილი გაუჩინა, შესაძლოა საერთაშორისო ინტერესებს გადააჭარბოს. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ პოლიტიკურ გარემოებებში, ამ ტერიტორიების კონკრეტული სტატუსი შესაძლოა იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდეს, ვიდრე ის დღევანდელ მომენტშია. ასეა თუ ისე, არსებობს შესაძლებლობა, რომ მასშტაბური ცვლილებები საერთაშორისო წესრიგში, რომლებიც შესაძლოა შემოქმედებითი აზროვნების გავლენით მოხდეს, შეძლებს ამ რთული დავების გადაწყვეტას. ერთი საუკუნის შემდეგაც კი ვასილი ველიჩკოს, რომლის წიგნიც 1904 წელს გამოქვეყნდა, მისი მიმდევრები ჰყავს, რომელთა გამონათქვამებიც შესაძლოა უფრო ფრთხილია, მაგრამ რომლებიც მასსავით იყენებენ ისტორიას (და ამით ბოროტად სარგებლობენ) პოლიტიკური მიზნებისთვის. როგორც ფილიპ პულმანის რომანი The Good Man Jesus and The Scoundrel Christ („კარგი ადამიანი იესო და ნაძირალა ქრისტე“) გვასწავლის, თუკი არის ადგილი, სადაც ისტორია ძალიან ხშირად ხდება მსახური ან პატრონი და ძალიან იშვიათად – მასწავლებელი, იქ გზა ეხსნება პოლიტიკას, რომელიც განმსჭვალულია დაპირისპირებით; დისკუსიებს, რომელიც სავსეა ბრალდებებით; მედიას, რომელსაც არ ძალუძს სტერეოტიპების დაძლევა; და ხელისუფლებას, რომელიც შიშზე დგას. კავკასია – ერთ–ერთი ის ადგილია, სადაც ისტორიას ძალიან ხშირად და ზედმეტად შერჩევით იყენებენ პოლიტიკური ელიტების მიმდინარე ინტერესების გამართლებისთვის. ისინი აკონტოლებენ წარსულს და ყურადღებას არ აქცევენ იმას, თუ როგორ საფრთხეს უქმნის ის მომავალს. ამ რეგიონის ხალხები, იმ ქვეყნების ხალხები, რომლებიც ბარიკადის ორივე მხარეს დგანან, დიდი თუ პატარა ხალხები – ყველა მათგანი უკეთესის ღირსია. ორიგინალი ორიგინალი
-
საეკლესიო კალენდარი კვირა მოციქულისა მატათიასი, რომელი დაიდგინა იუდას წილ განმცემლისა (იქადაგა) საქართველოში, დაახლ. 63); მოწამისა ანტონი ალექსანდრიელისა;… ლინკი მედიანიუსზე