Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: ფეთთარ სუნას, რემზი გუნეშს და მულაზიმ… ლინკი მედიანიუსზე
  2. საქართველოს საპატრულო კატარღა „P–102“-მ, რომელიც იმყოფებოდა პატრულირებაზე , ჩაქვის საზღვაო რაიონში, თევზჭერის დარღვევის ფაქტზე, დააკავა თევზსაჭერი … ლინკი მედიანიუსზე
  3. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8283 ლარის ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
  4. ბათუმში ევროპის ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი მოეწყობა. შესაბამისი დავალება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის… ლინკი მედიანიუსზე
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/eurasia_review.gif მაიკლ ჩეჩირე რა პრობლემას ქმნის ეს S-300? ყველა ვინც ახალ ამბებს თვალყურს ადევნებს 1) სამხედრო სფეროდან და 2) რუსეთზე, გაიგებდა იმ რაკეტების შესახებ, რომლებიც საზენიტო–სარაკეტო ტექნიკის სფეროდან ერთგვარ მონსტრად და ნატოს (და ისრაელის) სამხედრო საჰაერო ძალებისთვის ტანჯვად იქცა. S-300 (ნატოს პარამეტრებით SA-10) – თანამედროვე რუსული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები S-300, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მოწინავეა. რაც შეეხება კავკასიას, S-300 იქაურ რადარზე ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა, რადგან ყველაზე დაძაბული ბრძოლა ამ ჰაერსაწინააღმდეგო ეფექტური სისტემის განთავსებაზე, ირანთან მიმართებაში მიმდინარეობს. ამ ქვეყანამ შეიძინა S-300–ის სისტემები და მის მიღებას ელოდება. საკმარისია იმის თქმა, რომ თუკი ეს გარიგება განხორციელდება, ის ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ირანის უკანონო ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ აშშ–ს და ისრაელის შესაძლო მოქმედებების შეკავებისთვის ძალიან სერიოზული ფაქტორი გახდება. თუმცა დღეს არ არსებობს იმის ასპროცენტიანი გარანტია, რომ მოსკოვი მართლაც აპირებს S-300 –ის ირანისთვის მიწოდებას, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება უკვე ხელმოწერილია. წარსულში, რუსეთის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ S-300–ის კომპლექსების მიწოდება გეგმის თანახმად განხორციელდებოდა. თუმცა, ბოლო დროს ამ თემაზე საუბარი ოდნავ მიჩუმდა. სინამდვილეში, ბოლო დროს რუსეთმა ირანთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა და ამ ქვეყანასთან თავის ძველ კავშირებს, ზეწოლის ბერკეტად იყენებს. თუმცა რუსეთის ბალანსის აქტი, მხოლოდ ირანთან კავშირების შენარჩუნების მცდელობა არ არის, ისე, რომ ამით დასავლეთი არ გაღიზიანდეს, თუმცა ეს ელემენტიც აქ გარკვეული დოზით არსებობს. საქმე ის არის, რომ ზემოქმედების ის ბერკეტი, რომელსაც S-300–ის მიწოდება წარმოადგენს, რუსეთის გეოპოლიტიკური სიძლიერის განცდას ბადებს. „ვიდრე ირანის პრობლემა იარსებებს, დასავლეთს რუსეთი დასჭირდება“, – განაცხადა ახლახანს Bloomberg–ის სტატიაში რაჯაბ საფაროვმა, თანამედროვე ირანის კვლევის მოსკოვური ცენტრის ხელმძღვანელმა, „ხოლო რუსეთს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის განცდა ექნება“. უდაოდ, S-300–თან დაკავშირებული საკითხი საერთო სტრატეგიის მხოლოდ ერთი შემადგენელია. ამ სიტუაციაში რუსეთს ირანთან ბერკეტების მთელი კრებული აქვს, ისეთები, როგორიცაა ღია ტექნიკური თანამშრომლობა ირანის ბირთვულ პროექტში. და მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს შეიძლება მსგავსი მიდგომა უთანხმოების და დაპირისპირების საბაბად მოეჩვენოს, უდაოა, რომ რუსეთის ძალისხმევას თავისი შედეგები მოაქვს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მის ისრაელელ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოს იარაღს აწვდიდნენ და მათი წრთვნის პროგრამებში უშუალოდ ომის დაწყბამდეც კი მონაწილეობდნენ, ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე თბილისს და თელავივს შორის ეს გარიგებები შეწყდებოდა, ისრაელმა რუსეთისთვის სწორედ იმ სათვალთვალო უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვა დაიწყო, რომლებსაც რამდენიმე თვით ადრე რუსული გამანადგურებლები საქართველოში აგდებნენ. ეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ძალიან მტკივნეულ და პარადოქსულ მომენტად იქცა. ისრაელი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მორალის თვალსაზრისით, ხოლო რუსეთმა მომავალში პოზიტიური ურთიერთობების დალაგებისკენ მიმართულ მცდელობას არ უპასუხა. მართალია, ამ მომენტისთვის, როგორც ჩანს S-300–ის მიწოდებები შეჩერებულია, მაგრამ რუსეთის მხარდაჭერით აშენებული ბუშერის ატომური ელექტროსადგური სულ მალე სრული საპროექტო სიმძლავრით ამუშავდება. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს გარდამტეხი მომენტი გახდება ირანული თეოკრატიის მცდელობაში შექმნას ბირთვული იარაღი. ასეთ ექსპერტთა რიცხვს მიეკუთვნება გაეროში აშშ–ს ყოფილი წარმომადგენელი ჯონ ბოლტონი, რომელმაც ახლახანს დაიჩივლა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ირანის ამ მიმართულებით სვლის შეჩერებისკენ არაფერს აკეთებს. იმავდროულად, მართალია, აშშ–რუსეთის „გადატვირთვის“ პოლიტიკაში რიტორიკა ჭარბობს, თუმცა ის ორმხრივ ურთიერთობებში რეალური მიღწევების თვალსაზრისით არაფერს იძლევა. მრავალი მიმომხილველის სიტყვების პერიფრაზითა და მათი შეჯამებით, შეიძლება ითქვას, რომ გადატვირთვაზე მოსკოვის მოლოდინი და იმედები არ აღსრულდება და არც შეიძლება აღსრულდეს, თუკი ვაშინგტონი არ შეიცვლის შეხედულებებს საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ნეოიმპერიალისტური მიზნების სასარგებლოდ. ჯერ–ჯერობით გადატვირთვის შედეგები ასეთია: შეთანხმების გაფორმება ბირთვული შეიარაღების უმნიშვნელო შემცირებაზე, რომელსაც ბევრმა რუსი სამხედროების საჩუქარი უწოდა (ამასთანავე მისი რატიფიკაცია შეიძლება არც მოხდეს); რუსეთის ირანისადმი პოზიციის ერთგვარი გამკაცრება; ასევე რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და აშშ–ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების საერთო განცდა. თუმცა, გადატვირთვამ რუსეთს საკუთარი მნიშვნელობის განცდაც გაუძლიერა. მაგრამ საჭიროა ერთი რამის მკაფიოდ გაცნობიერებაა: ახლო აღმოსავლეთში რუსეთის სტრატეგია დასავლეთის ვალდებულებათა მოცულობის გაზრდაში მდგომარეობს, მაგრამ ისე, რომ რუსეთისთვის ამას არანაირი ნეგატიური შედეგები არ მოჰყვეს. მოკლედ, კრემლს არ სურს, რომ დასავლეთი დამარცხდეს, მაგრამ იმავდროულად არ სურს შეერთებული შტატების გამარჯვებაც. ახლო აღმოსავლეთისკენ ყურადღების მიპყრობის მცდელობები შეიძლება ასევე შეფასდეს, როგორც მეთოდი არ მისცეს ვაშინგტონს მოსკოვის გამოწვევის საშუალება ამ უკანასკნელის ახლო საზღვარგარეთში, რომელისკენაც რუსეთმა საკუთარი ძალისხმევა მიმართა. ჯერ–ჯერობით რუსეთი მყარად დგას და ირანს S-300–ს არ აწვდის. რატომ? ჯერ ერთი, ეს მის უნდობლობაზე მიუთითებს. მაგრამ სირიას ხომ ასეთი თანამედროვე შეიარაღება უკვე აქვს. უფრო რეალური მეორე ვარიანტია: რუსეთს ირანისთვის ამ იარაღის მიწოდება არ სურს, რადგან ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მიწოდების შედეგად ისრაელის თავდასხმა ფაქტობრივად უშედეგო აღმოჩნდება. მაგრამ აქვე ჩნდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ახლა რუსეთი S-300–ის მიყიდვას აზერბაიჯანისთვის გეგემავს. ბევრი ამაში ხედავს მოსკოვი–სომხეთის მყარი სამხედრო კავშირებისთვის საპირწონის შექმნის მცდელობას. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბოლო დროს მოსკოვი–ბაქოს ურთიერთობები არსებითად გაუმჯობესდა, მიუხედავად აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიანი–ყარაბახის „რესპუბლიკის“ ირგვლივ არსებული უთანხმოებისა, რომელსაც ერევანი აკონტროლებს. ეს კიდევ ერთი გაყინული რეგიონალური კონფლიქტია. მართალია რუსეთი უკვე დიდი ხანია, რაც სომხეთის მთავარ მფარველად და მოკავშირედ ითვლება, თუმცა აზერბაიჯანის მაღალშემოსავლიანი გაზის და ნავთობის საბადოები მოსკოვისთვის მის ხანგრძლივ მილსადენურ თამაშში უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ სომხეთში მისი სამხედრო ყოფნის გაზრდით, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანული თავდასხმის წინააღმდეგ ერთგვარ გარანტიად აღიქვამს, რუსეთს აზერბაიჯანის დამშვიდება სურს. რა თქმა უნდა, ცოტას თუ სჯერა იმის, რომ რუსეთი კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის დახმარებით, მის სარფიან ენერგეტიკულ გარიგებებს საფრთხეს შეუქმნის. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ აქ როგორც ჩანს კიდევ ერთი ასპექტია. S-300–ის აზერბაიჯანისთვის მიყიდვის წინადადება, შესაძლოა ამ კოპლექსების ირანისთვის მიწოდების მაცნედ იქცეს. რატომ? წარმოუდგენელია, მაგრამ აზერბაიჯანი ისრაელის ახლო (თუნდაც შეუმჩნეველ) მოკავშირედ ითვლება. და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუნდება ამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემასთან ისრაელის დაშვება შეზღუდული ფორმით. რუსეთმა ამ შესაძლებლობის შესახებ რა თქმა უნდა იცის და არ არის გამორიცხული, რომ მას გათვლა სწორედ ამაზე აქვს. „დიახ, ჩვენ მივყიდეთ ირანს S-300“, – შეიძლება უპასუხონ რუსებმა ისრაელელთა პროტესტს, „მაგრამ ჩვენ მათი განადგურების შესაძლებლობაც მოგეცით“. სწორედ ასე მოიქცა ისრაელი 2007 წლის ბოლოს, როდესაც მისი თვითმფრინავები სირიის S-300–ით კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რათა სირიის ბირთვული პროგრამის ჩანასახები მოესპო. S-300–ზე გამარჯვებისთვის, ისრაელელებს შეიძლება უფრო სრული და ზუსტი ცოდნა დასჭირდეთ იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს კომპლექსი ტექნიკურად. საქართველოსთვის, S-300–ის სისტემის გავრცელებას და მათ განთავსებას ახალ ადგილებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ის პირდაპირ საფრთხეს არ შეიცავს. რუსეთის განცხადებამაც კი იმის თაობაზე, რომ მათ S-300 აფხაზეთში განათავსეს (თუმცა არსებობს ცნობები, რომ ეს სისტემა იქ უკვე ორი წელია რაც დგას) საეჭვოა რეგიონში ძალთა თანაფარდობაზე რაიმე სერიოზული გავლენა მოახდნოს. ერთადერთი რისი გაკეთებაც ამ სისტემებს შეუძლია – ნატოს თვითმფრინავებისგან აღნიშნული საჰაერო სივრცის დაცვაა. თუმცა ცხადია სხვა რამ. რუსეთის მიერ S-300–ის გაყიდვა და განთავსება ხაზს უსვამს კრემლის მისწრაფებას შექმნას ზეწოლის წერტილები და ფლობდეს მსოფლიოს საკვანძო რეგიონებზე გავლენის ბერკეტებს. დაფიქრდით შემდეგზე: დღევანდელ დღეს S-300 განთავსებულია სირიაში, სომხეთში, აფხაზეთში, ხოლო მალე ის შეიძლება გაჩნდეს აზერბაიჯანში. შეთანხმების თანახმად, ეს სისტემა ირანმაც უნდა მიიღოს. ფრანგული ვერტმფრენმზიდის „მისტრალის“ მიწოდებაზე დავით, რუსეთმა როგორც ჩანს ჩაშალა გარიგება, რომლის რეალიზაციაზეც ადრე ეჭვი არავის ეპარებოდა. ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი უარს ამბობს თავის თავდაპირველ პარტნიორობაზე გამორჩეულად საფრანგეთთან და ღია ტენდერის გამოსვლას გეგმავს, რომელიც, რა თქმა უნდა, მსოფლიოს უამრავი ქვეყნის ყურადღებას მიიპრობს, მათ შორის ესპანეთის და ნიდერლანდების. წარსულში ეს სახელმწიფოები აღნიშნული გარიგების მიმართ სერიოზულ დაინტერესებას ავლენდნენ. პრობლემა – ტექნოლოგიების გადაცემის საკითხია, რადგან საფრანგეთი მიწოდების პაკეტში მის ჩართვაზე უარს ამბობს, თუმცა თავდაპირველად ასეთი შეთანხმება არსებობდა. მოულოდნელად, რუსეთმა, პროცესში მისი განაცხადი შეცვალა და მოითხოვს ყველა სისტემის მიწოდებას, რითაც მთელ ამ პროგრამას ჩიხში აქცევს. მოსკოვი ახალ მონაწილეებს იწვევს, რითაც თამაშში ფსონებს ზრდის. ის ამით, საფრანგეთს და მის პროფკავშირებს უჩვენებს იმას, რომ რუსეთს სხვაგანაც შეუძლია ეძებოს ის, რაც მას სჭირდება. რუსეთმა უკვე დათესა უთანხმოება ნატოს რიგებში „მისტრალის“ მშენებლობაზე შეთანხმებით, ახლა კი უფრო შორს მიდის და საფრანგეთს აიძულებს ნატოს ისეთ მოკავშირეებთან შეჯიბრს, როგორებიც არიან ესპანეთი და ნიდერლანდები. ეს იქნება ბრძოლა იმაზე, თუ ვინ შეძლებს რუსეთისთვის ნატოს ყველაზე მოწინავე ტექნიკის ყველაზე დაბალ ფასად მიწოდებას. ცხადია, ყველა ცალკეულ შემთხვევაში რუსული სტრატეგია სხვადასხვა ქვეყნებზე გავლენის ბერკეტების მაქსიმალური გამოყენებისკენ და მათ შორის დაპირისპირების წარმოქმნისკენაა მიმართული. ესენია ირანი და ისრაელი, სომხეთი და აზერბაიჯანი, საქართველო და მისი კონფლიქტური რაიონები, დასავლეთი და აღმოსავლეთ ევროპა და ასე შემდეგ. ეს კონფლიქტები ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც მასშტაბებით, ასევე გეოპოლიტიკური წონით. მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო ნიშანი აქვს – რუსეთის ცბიერება და გავლენა და რაც ყველაზე სახიფათოა მუქარა და დაპირებები იარაღით მომარაგებაზე. გეშინოდეთ რუსების, რომლებსაც საჩუქრად იარაღი მოქვთ. ორიგინალი ორიგინალი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/arrest-10-150x150.jpgპოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილები – გიორგი ბოგვერაძე, ნიკა აბრამიშვილი და თამაზ ბახტაძე დააკავეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/policia_23_08_2010wmv_000004038.jpg itvს ლინკი
  7. პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით კონსერვატიული პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილისა და “ხალხის პარტიის” წევრის… ლინკი მედიანიუსზე
  8. ანკარაში გამართულ სხდომაზე, კონსორციუმ “ნაბუქოს” ხელმძღვანელმა კომიტეტმა მილსადენის გაზით მომარაგების ორი ხაზი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ევროპა აზერბაიჯანიდან… ლინკი მედიანიუსზე
  9. 2008 წლის 2 სექტემბერს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან ზუსტად ექვსი დღის შემდეგ, რუსეთის გეოდეზიისა… ლინკი მედიანიუსზე
  10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით მორიგი აუქციონი გაიმართა. სამინისტროს… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/gallery_4775_27_58130-150x150.jpgდღეს საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ თარიღის გამოცხადება 1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირსა და ნაცისტური გერმანიის შეთანხმებას უკავშირდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/23.jpg itvს ლინკი
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/0002-150x150.jpgსახალხო მკურნალის დომენტი გაგნიძის ბალახეული ნაყენი 12 სხვადასხვა უკურნებელ დაავადებას შველის. ჩამონათვალში კიბოცაა. დომენტი გაგნიძე ამბობს, რომ აღნიშნული მედიკამენტის ფორმულის გაყიდვა გერმანელებმა 500 მილიონ დოლარად შესთავაზეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/kibos-wamali.jpg itvს ლინკი
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/davit_chxatarashvili-150x150.jpgქვეყნის მთავარი პროკურორის მოადგილეს, დავით ჩხატარაშვილს „ლეიბორისტული პარტია” სახელისუფლო ჯალათს უწოდებს. პაატა ჯიბლაძე მას უამრავი დანაშაულის ორგანიზატორობაში თუ ოპოზიციის დისკრედიტაციაში კერძოდ კი, შალვა ნათელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმებშიც ადანაშაულებს. პაატა ჯიბლაძის განცხადებით, “ლეიბორისტული პარტია” აუცილებლად გააგრძელებს სახელისუფლო ჯალათების დასახელებას და მათ მხილებას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/leiboriste.jpg itvს ლინკი
  14. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg მარიამ არუთუნიანი ერევანი – სომხეთმა და რუსეთმა პარასკევს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ათწლეულების მანძილზე უგრძელებს ვადას, რაც სტრატეგიულ სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის გავლენას განამტკიცებს. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და მისი სომეხი კოლეგა სერჟ სარქისიანი, რუსეთის ლიდერის ვიზიტის დროს ერევანში ამ დოკუმენტის ხელმოწერის მომსწრენი გახდნენ. ხელშეკრულების თანახმად მოსკოვი განაგრძობს სამხედრო ბაზების იჯარას სომხეთში 2020 წლიდან 2044 წლამდე და განაახლებს აქ დისლოცირებულ მისიას, რომელშიც დაახლოებით 3,000 საქმხედროა ისე, რომ მან სომხეთის უსაფრთხოებაც უზრუნველყოს. შეთანხმება რუსეთს სომხეთისთვის შეიარაღებითა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფაშიც სთხოვს თანამშრომლობას. მედვედევიმა ხელშეკრულების ხელმოწერა იმის მისანიშნებლად გამოიყენა, რომ რუსეთი საკუთარ თავს რეგიონში ისევ წამყვან ძალად განიხილავს. ”რუსეთის, როგორც რეგიონის ყველაზე დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოს ამოცანა… მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნებაა” – განაცხადა მან. როდესაც ჰკითხეს ჩაერთვებოდა თუ არა რუსეთი კონფლიქტში, რომელშიც სომხეთი მონაწილეობს, მედვედევმა განაცხადა: ”რუსეთი თავის ვალდებულბებს მოკავშირეებთან ძალიან სერიოზულად ეკიდება”. სარქისიანმა განაცხადა, რომ შეთნახმება განამტკიცებს რუსეთის სამხედრო როლს სამხრეთ კავკასიაში, არასტაბილურ რეგიონში, რომელიც რუსეთის, ირანსა და ნატოს წევრ თურქეთს შორის მდებარეობს. ”რუსეთმა იკისრა ვალდებულება ერთობლივად ვუზრუნველყოთ სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო უსაფრთხოება და შესაბამისად აღჭურვოს შეიარაღებული ძალები თანამედროვე შეიარაღებით” – განაცხადა სარქისიანმა. შეთანხმებამ ”არა მხოლოდ გააგრძელა რუსული ბაზების ყოფნა სომხეთში, არამედ გააფართოვა მისი გეოგრაფიული და სტრატეგიული პასუხისმგებლობის სფეროც” – აღნიშნა სარქისიანმა. შეთანხმების გამო, ალბათ, მეზობელ აზერბაიჯანში განგაშის ზარს შემოკრავენ - ის ერევანთან სეპარატისტული მთიანი ყარაბახის გამო ძველ კონფლიქტსა და ქართულ კონფლიქტს შორის არის გამომწყვდეული. საქართველოს ორი წლის წინ რუსეთთან ხანმოკლე ომი ჰქონდა. სომეხი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეთანხმება შეაკავებს აზერბაიჯანს და ის აღარ დაიწყებს ახალ კონფლიქტს ყარაბახის გამო. მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, ცხადი არ არის ჩაერევა თუ არა რუსეთი ახალ ომში რეგიონში, რადგან კონფლიქტი სავარაუდუდ ყარაბახსა და მიმდებარე ტერიტორიებზე წარიმართება, ხოლო ისინი სომხეთის ნაწილს არ წარმოადგენენ. დაძაბულობა ყარაბახის გარშემო, სადაც სეპარატისტები, ეთნიკური სომხები, ერევანის მხარდაჭერით გამოვიდნენ ბაქოს კონროლიდან იმ ომის განმავლობაში, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა და რომელმაც, როგორც ამბობენ, დაახლოებით 30,000 სიცოცხლე შიწირა, მაღალი რჩება. წელს ორმხრივ სროლაში სულ ცოტა 10 სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანი არაერთხელ იმუქრებოდა, რომ რეგიონს ძალის გამოყენებით დაიბრუნებს და ბოლო წლებში თავდაცვის ხარჯები გააორმაგა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ელხან პოლუხოვმა განაცხადა, რომ მიუხედავად ახალი შეთანხმებისა ის ერთ რამეს იმედოვნებს – რუსეთი დაიცავს მანამდე აღებულ ვალდებულებას და სომხეთში დისლოცირებულ რუსულ ჯარებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ გამოიყენებს. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ასეთი ვალდებულება 2005-2007 წლებში აიღო, როდესაც საქართველოში, ახალქალაქსა და ბათუმში მდებარე ბაზებიდან, სამხედროები სომხეთში გადაჰყავდა. ”ჩვენ იმედი გავქვს, რომ მოსკოვი დაიცავს ამ ვალდებულებებს” – უთხრა მან AFP-ს. თურქეთის საზღვართან არსებულ სამხედრო ბაზაზე, ქალაქ გიუმრიში, დისლოცირებულია ქვეითი, საარტილერიო შენაერთები, სარაკეტო თავდაცვითი დანადგარები S-300 და საბრძოლო რაკეტები MiG-29. მედვედევი სომხეთს ორდღიანი ორმხრივი ვიზიტით ეწვია და დარჩა შაბათ-კვირასაც, რათა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის, მოსკოვის თაოსნობით მოქმედი რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერებთან არაფორმალურ სამიტს დასწრებოდა. ორიგინალი ორიგინალი
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/parlamen-150x150.jpgგია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას დევნილთა უფლებების დაცვას თხოვს. დეპუტატის თქმით სოფელ ფოცხოს დასახლებაში დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი პირობები საკმაოდ მძიმეა. დეპუტატი კობა სუბელიანის უწყებასა და პროკურატურას მიმართავს, რათა დევნილების გამოსახლების საკითხი შეისწავლონ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/cagara.jpg itvს ლინკი
  16. თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში არსებული. ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციის საფუძველზე, ამავე განყოფილების თანამშრომლების მიერ გატარებული… ლინკი მედიანიუსზე
  17. აგვისტოს ომის მეორე წლისთვაზე საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ახალგაზრდა ფრანგი… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...