Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ფრანგული "ბორდო" აგრძელებს საკუთარი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელების დაკარგვას.ცნობილი გახდა,რომ გუნდი დატოვა გუნდის ერთ-ერთმა საუკეთსო მოთამაშემ - ვენდელმა.28 წლის ბრზილიელი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს.ინფორმაციას ავრცელებს FootballPress. შეგახსენებთ,რომ დღეს გახდა ცნობილი იოან გურკუფის "ლიონში" გადასვლის შესახებ ინფორმაციაც.რამდენიმე ხნის წინ კი ფერნანდო კავენაგის გადაბირების სურვილი ინგლისურმა "სანდერლენდმა" გამოავლინა. სრულად იხილეთ
  2. წერეთლის გამზირზე აკაკი წერეთლის სახელობის სკვერში შეკრებილმა გარემოვაჭრეებმა პროფესიული ლიგა _ საქართველოს გარემოვაჭრეთა პროფესიული კავშირი დააფუძნეს. … ლინკი მედიანიუსზე
  3. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი” საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის პროექტის განხილვის… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/so-150x150.jpgთბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში 8100 ჰექტარი მიწა სადაც ტყის მასივებია გაშენებული შესაძლოა ტყის ფონდიდან ამოიღონ. ეკოლოგიური სამართლის ცენტრი გარემოს დაცვის სამინისტროს ტყის დაცვას თხოვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ekol.jpg itvს ლინკი
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/dollarkey-150x150.gifსტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით საქართველოში გასულ წელს 658 მილიონი დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს რომ 2008 წელთან შედარებით შარშან ინვესტიციები 60 პროცენტით შემცირდა. მთავრობის ვარაუდს, რომ 2010 წელს მდგოამრეობა გამოსწორდება და ქვეყანაში მილიარდი დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვა ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/investiciebi.jpg itvს ლინკი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/robbery-in-progress-150x150.jpgსაბერძნეთში ბანკის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი ორი პირი წარმოშობით საქართველოდან არის. აღნიშნულ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/atenn.jpg itvს ლინკი
  7. ინგლისური "ბირმინგემი" დაინტერესებულია ჰოლანდიური "პსვ ეინდჰოვენის" მცველით,საქმე ეხება კარლოს სალსიდოს გადაბირების სურვილს.ინფორმაციას ავრცელებს ცნობილი FootballPress. პრემიერლიგის ბინადრები მზად არიან 30 წლის მექსიკელი ფეხბურთელის სანაცვლოს, მის ამჟამინდელ გუნდს, 3 მილიონი ევრო გადაუხადონ.აქვე აღვნიშნავთ იმსაც,რომ სალსიდოს გადაბირებით "ლივერპულიც" არის დაინტერესებული. სრულად იხილეთ
  8. 2010 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 913 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის… ლინკი მედიანიუსზე
  9. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8278 ლარის ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური … ლინკი მედიანიუსზე
  10. 2010 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან 1136 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/social-150x150.jpg„ხალხის პარტია” საქართველოში რამდენიმე ათასი მასწვალებლის ჩამოყვანას აპროტესტებს. პროექტ ,, ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში პრეზიდენტის ინიციატივით ბოლო ერთი თვის განამვლობაში ქვეყანაში ასობით ინგლისური ენის პედაგოგი ჩამოიყვანეს. „ხალხის პარტიის” წევრები შიშობენ, რომ ადგილობრივი პედაგოგების უმეტესობას უმუშევრად დარჩენა ემუქრება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/xalxis-partia.jpg itvს ლინკი
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/garevajroba-150x150.jpgაკაკი წერეთლის სახელობის სკვერში დღეს გარემოვაჭრეებმა ფროფკავშირის ლიგა დააფუძნეს, რაც მიზნად სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ისახავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/garevawroba.jpg itvს ლინკი
  13. 2010 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3507 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სტასტისტიკის ეროვნული… ლინკი მედიანიუსზე
  14. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/gazette.jpg ბრუს კონსტანტინო, Postmedia News, Vancouver Sun პრეზიდენტს ვანკუვერში ყინულის მოედანი იმდენად მოეწონა, რომ რამდენიმე ცალი საკუთარი ქვეყნისთვის შეუკვეთა ჯონ გუდვინთან 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის პირველ კვირა დღეს უცნაური სატელეფონო ზარი გაისმა. საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის რეფერენტმა მას უთხრა, რომ პრეზიდენტს დასავლეთ ვანკუვერის ყინულის ხელოვნურ მოედანზე სრიალი სურდა. როგორც ჩანს პრეზიდენტმა უნიკალური კანადური პროდუქციის შესახებ ზოგიერთი ქართველი სპორტსმენისგან შეიტყო და მისი გამოცდა საქართველოდან ჩამოტანილი საკუთარი ციგურებით სურდა. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ დორვალში მდებარე ხელოვნური ყინულის მოედნების მწარმოებელმა კანადურმა Synthetic Ice–მა საქართველოში ორი მოედანი დაამონტაჟა; დაგეგმილია კიდევ 14–მდე ასეთი მოედნის გაყიდვა, ერთი კონსტრუქციის – $125 000–ად. „ჩვენ ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ამ ტიპის ინვესტიციას მივიღებდით – ვერასდროს, მილიონი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ინტერვიუში Synthetic Ice–ის პრეზიდენტმა ფრანსუა ბილოდომ. „შანსი, რომ მასზე საქართველოს პრეზიდენტი ისრიალებდა, მილიონიდან ერთი იყო“. დროებითი მოედანი თამაშების დროს დამონტაჟდა და გუდვინმა არც კი იცოდა ამის შესახებ, როდესაც მასთან პრეზიდენტისგან დარეკეს. „შუადღემდე ის ხალხისთვის დახურული იყო, მაგრამ პრეზიდენტისთვის უფრო ადრე, დაახლოებით 9:45 გახსნეს“. მან თქვა, რომ სააკაშვილის ესკორტი დროულად მოვიდა, 42 წლის პრეზიდენტი გადმოვიდა, ჩაიცვა ციგურები და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში სრიალებდა 15X30 მეტრიან პოლიეთილენის ზედაპირზე. მას მწვანე სვიტერი და ჯინსი ეცვა. გარკვეული ხნის განმავლობაში პრეზიდენტთან ერთად ორი თინეიჯერი გოგონა (საქართველოს დელეგაციის წევრთა შვილები) სრიალებდა; იგი კი ბევრი კითხვას სვამდა ამ უნიკალური ზედაპირის ფასსა და მომსახურებაზე. „მან აღმოაჩინა რომ ამ ყინულზე სრიალი ოდნავ უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივ ყინულზე, მაგრამ თქვა, რომ მის ქვეყენაში მოზარდებისთვის მასზე სრიალი შესანიშნავი იქნებოდა“, – თქვა გუდვინმა. ასე რომ წაიღო რამდენიმე ბროშურა და მალე, ბილოდოს საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკები დაუკავშირდნენ და Synthetic Ice–სთვის ახალი, აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის კარი გაიღო. კომპანიამ ახლახანს დაამონტაჟა ხელოვნური ყინულის მოედნები მესტიასა და ბათუმში და ბილოდომ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ასეთი 10–დან 14 მდე მოედანი უნდა დაამონტაჟონ. კონტრაქტის თანახმად Synthetic Ice–მა ზედაპირის, ჯებირების, ბარიერების დამონტაჟება, ციგურები და ობიექტების ტექნიკური მომსახურება უნდა უზუნველყოს. „მათ ძალიან სურთ საკუთარ ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარება, და ამ გზით ამის გაკეთება გაცილებით იაფია, ვიდე 2.5 მილიონი დოლარის დახარჯვა ერთ ჩვეულებრივ ყინულის მოედანზე“, – თქვა ბილოდომ. „ელექტროენერგია ევროპაში ძალიან ძვირია, ამას (ხელოვნურ მოედნებს) კი გაყინვა არ სჭირდება“. Synthetic Ice მისი მოედნების უმრავლესობას ჩრდილოეთ ამერიკაში ყიდის, მაგრამ კომპანიამ ლუქსემბურგის, მაროკოს და ალჟირის ბაზრებზეც შეაღწია. გუდვინი ამბობს, რომ ის ამაყია, რომ სააკაშვილი კანადური ტექნოლოგიით მოიხიბლა და ბედნიერი მოვლენების სერია Synthetic Ice–ს ახალ ბაზარზე შეღწევის საშუალებას აძლევს. „ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა“, – თქვა მან, „თქვენ მსგავს რამეს ვერ დაგეგმავთ“. გუდვინმა თქვა, რომ სააკაშვილისთვის ვანკუვერის ვიზიტი ძალიან მძიმე იყო, რადგან აქ ქართველი მოციგურავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. მაგრამ გუდვინი საკმარისად ეკონტაქტა პრეზიდენტს მისი სამდღიანი ვიზიტის დროს რათა მიმხვდარიყო, რომ ის „შესანიშნავი კაცია“, რომელსაც ხალხთან ურთიერთობა უყვარს, რაც პერიოდულად მისი დაცვის თანამშრომლების ცხოვრებას აუტანელს ხდიდა. „როდესაც ის აეროპორტისკენ გაემგზავრა, ხელი ჩამომართვა, ორჯერ გადამეხვია და მითხრა, რომ ის მართლაც ძალიან აფასებდა იმ ყველაფერს, რაც ჩვენ მისთვის გავაკეთეთ“, – თქვა გუდვინმა. ორიგინალი ორიგინალი
  15. საქართველოს მთავრობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში ახალი სამოქმედო გეგმით იმუშავებს, რომელზეც ხსენებული საბჭო, იუსტიციის სამინისტრო, უწყებათაშორისი სამთავრობო… ლინკი მედიანიუსზე
  16. /get_img?NrArticle=2276&NrImage=7 დევნილთა ახალი საცხოვრებელი პირობები ძველთან შედარებით მოუწესრიგებელი და არაკომფორტულია. თვალჭრელიძის ქუჩიდან საყვირის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩასახლებულ დევნილებს უნიტაზები ოთახებში დახვდათ დამონტაჟებული. სოფელ ფოცხო-ეწერში აგვისტოში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში კი ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციისგან განსხვავებულია. ქ.თბილისში, საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში ორი თვეა, რაც თვალჭრელიძის ქ.#2–ში მდებარე ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს შენობიდან გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ახალ საცხოვრებელში დევნილებს უნიტაზი პირდაპირ საცხოვრებელ ოთახში დახვდათ დამონტაჟებული. კერძო სარემონტო სამსახურის ზედმახედველი აკაკი მამფორია, რომელმაც თავისი კომპანიის სახელწოდება არ დაასახელა, ამბობს, რომ ამ ფართის რეაბილიტაციისთვის მათხუთდღიანი ვადა მისცეს. რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებში საკანალიზაციო მილები შენობის გარედანაა გაყვანილი, გაკეთებულია ელექტრომომარაგების კაბელები და დამონტაჟებულია უნიტაზები. კედლები და იატაკი კი ისევ ძველ იერსახეს ინარჩუნებს. /get_img?NrArticle=2276&NrImage=5 საკანალიზაციო მილები სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი საყვირის ქუჩაზე პირველად 24 ივნისს იმყოფებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ "იმ დროისათვის შენობაში მძიმე საცხოვრებელი პირობები იყო. კერძოდ, დაზიანებული იყო სახურავი, არ იყო დამონტაჟებული სველი წერტილები, არ იყო ჩასმული კარ-ფანჯარა. შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები”. ხელმეორედ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შენობას 26 ივნისს მიაკითხეს: "სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა შესახლებიდან უკვე დაახლოებით 2 თვე გავიდა, საყვირის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები კვლავ მძიმე რჩება. ამასთან, დევნილთა განმარტებით, სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია”. სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია, ამიტომ დევნილები თავად ზრუნავენ საცხოვრებელი ფართების კეთილმოწყობაზე. ოთახში დამონტაჟებული უნიტაზები, ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, ზოგმა საპირფარეშოსათვის განკუთვნილ ოთახში გადაიტანა, ზოგმაც კი იქვე შემოღობა ფიცრებით, მუყაოთი თუ ფარდებით. /get_img?NrArticle=2276&NrImage=6 აფხაზეთიდან დევნილი ირმა არღვლიანი ამბობს, რომ ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო შენობაში ათი წელი ცხოვრობდა, ამიტომ საკუთარი საცხოვრებელი ფართი სველი წერტილებით უზრუნველყოფილი ჰქონდა. არღვლიანი იქვე პატარა სასურსათო მაღაზიასაც ფლობდა. „ვთხოვე, პატარა ფართი მოეცათ, სადაც იმ სურსათის გაყიდვას შევძლებდი, რომელიც ძველ მაღაზიაში მქონდა, მაგრამ ვინ რა მოგცა. ის მაღაზიაც აღარ გამაჩნია და რითი უნდა ვიარსებო, არ ვიცი“,- ამბობს აფხაზეთიდან დევნილი. იმის შესახებ, რომ დევნილები ძველ საცხოვრებელ ფართებში უკვე კარგად იყვნენ მოწყობილი, აქ ყველა ლაპარაკობს. ,,ახლა კი ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს”, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ვალოდია გურჩიანი. ამჟამად საყვირის ქ. #2-ში მდებარე შენობაში კიდევ ერთი სართულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც დევნილებმა, ვარდო გასვიანმა და ინგა მამფორიამ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადეს, დიღმის მასივში მდებარე რკინიგზის საავადმყოფოში ისინი უკვე 17 წელია ცხოვრობენ. დევნილები ამბობენ, რომ საავადმყოფოდან მათ აქ უპირებენ გადმოსახლებას. ,,გვითხრეს, რომ 31 აგვისტოს აქ გადმოვალთ საცხოვრებლად. მუშებმა უკვე საავადმყოფოს შენობის ნგრევა დაიწყეს”, - ამბობს გასვიანი. დევნილების თქმით, ახალ საცხოვრებელ სახლში ერთ სულ მოსახლეზე 12 კვადრატულ მეტრს გამოუყოფენ. ერთ სულიან ოჯახს კი – 18 კვადრატულს. ამავე შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ისეთი ოჯახებიც ცხოვრობენ, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, რაც აქ ჩაასახლეს. მათი საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო მოუწესრიგებელია. კარკასები, რომლებიც დახვდათ, თავად გადატიხრეს. ზოგიერთ ოთახში ჭერი ამ დრომდე არ არის, ამიტომ წვიმის დროს წყალი მუდმივად ჩამოდის. წყლის გაყვანილობაც დევნილებმა თავად გააკეთეს. საერთო ტუალეტით დაახლოებით 10 ოჯახი სარგებლობს. /get_img?NrArticle=2276&NrImage=9 სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ნახსენებია წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო–ეწერში გადასახლებული დევნილების მდგომარეობა. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ფოცხო-ეწერის დასახლებაში რეაბილიტირებულია 14 საცხოვრებელი კორპუსი (368 ბინა). აგვისტოში კი სოფელში 16 ოჯახი ჩაასახლეს. ,,შენობას მიეწოდება მუდმივი ელექტროენერგია, წყალი და ყველა პირობაა შექმნილი ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის”, - ვკითხულობთ ვებგვერდზე. სამინისტროსაგან განსხვავებული ინფორმაციაა სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშში. სოფელი ფოცხო-ეწერი ომბუდსმენის წარმომადგენლებმა 17-18 აგვისტოს მოინახულეს. ანგარიშში კი წერენ: ,,დევნილთა საცხოვრებელი ფართები რეაბილიტირებულია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემები. კერძოდ: დევნილებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, შენობაში დაზიანებულია იატაკი”. ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ დევნილები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. მათ არ აქვთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. ,,რამდენიმე დევნილს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ისინი მუდმივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას. უახლოესი სამედიცინო პუნქტი კი დასახლებიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს (კერძოდ, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში)”. საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გატარებულ იქნას შესაბამისი ღონისძიებები თბილისში, საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში და ასევე ფოცხო–ეწერის დასახლებაში მცხოვრები დევნილებისათვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. /get_img?NrArticle=2276&NrImage=1 /get_img?NrArticle=2276&NrImage=2 /get_img?NrArticle=2276&NrImage=8 /get_img?NrArticle=2276&NrImage=3 /get_img?NrArticle=2276&NrImage=4 ფოტოების ავტორი: ლიკა გიგინეიშვილი სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...