planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში "ლივერპული" გაანადგურა.შეხვედრა "სიტის" ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა,რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა.გთავაზობთ შეხვედის ვიდეო მიმოხილვას. სრულად იხილეთ
-
ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ საგადასახადო პოლიტიკა მკვეთრად გამკაცრდა. გაზიარება [ლევან სეფისკვერაძე. 00:52 24-08-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/THLffLLt6rI/AAAAAAAAD_Y/AXzlf_XcTIE/s200/30046_126582014021528_100000091898559_325907_4791456_n.jpgგადასახადები გაეზარდათ: კაზინოებს, ტოტალიზატორებს, უმაღლეს სასწავლებლებს (ეს უკანასკნელნი ჯერჯერობით გაურკვევლობაში არიან) და ახლა უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მომავალში შესაძლებელია გადასახადები ავტომფლობელებსაც გაეზარდოთ. თუ ასე მოხდა, გაზრდილი გადასახადებით, განსაკუთრებით ძველი მანქანების მფლობელები დაზარალდებიან. ჯემალ გაფრინდაშვილი: ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში: “თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს პირველ რიგში ტაქსისტებს შეუქმნის პრობლემას, რადგან მანქანა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სხვა მძღოლებისათვისაც არ იქნება სახარბიელო სიტუაცია, მაგრამ მათთვის მანქანის გაჩერება ასეთი დიდი უბედურება არ იქნება. ტაქსისტებს ვურჩევდი, რომ აქედანვე დაიწყონ ფიქრი გამოსავალზე. ჩემი აზრით საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ რამდენიმე (2-3) ტაქსისტი შეამხანაგდება, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა გაყიდონ თავიანთი ძველი მანქანები. (კარგი იქნება, თუ აზერბაიჯანში გაყიდიან, რადგან იქ მანქანები საკმაოდ ძვირი ღირს) და აღებული ფულით საზიაროდ ერთი ახალი ტაქსი იყიდონ. მალე თბილისში ტაქსების რიცხვი გამო ძალიან შემცირდება და ერთმა ახალმა, ლიცენზირებულმა ტაქსმა დიდი შანსია, რომ სამ ძველ მანქანაზე მეტი ფული იშოვოს. ტაქსისტებმა დააწესონ მანქანის მოხმარების განრიგი და სათითაო დღე იმუშაონ ახალნაყიდ მანქანაზე. ამ გზით არც სამსახურის გარეშე დარჩებიან, დასვენების დღეებიც ექნებათ და რაც მთავარია, ეყოლებათ ახალი მანქანა, რომელსაც ნებისმიერ დროს გაყიდიან ნორმალურ ფასად. სულ მალე თბილისში ძალიან გაიზრდება ტაქსით მგზავრობის ფასები. საქართველო ეკონომიკური განვითარებით ყველაფერში თურქეთს ემსგავსება და გამონაკლისი არც ტაქსის ფასები იქნება. ეს შეიძლება მგზავრებისათვის ცუდია, მაგრამ კარგი იქნება ტაქსისტებისათვის, რომლებიც ტაქსების რაოდენობის შემცირების მიუხედავად უმუშევრები აღარ დარჩებიან. სხვა, არატაქსისტ მძღოლებს რას ურჩევდით?- ცნობილი ფირმის ახალი მანქანის შეძენა ძალიან ძვირია და მის ფასს საქართველოში ცოტა ვინმე თუ შესწვდება, ამიტომ მძღოლებისათვის უკეთესი იქნება, თუ ახალი, მცირელიტრაჟიანი და რაც მთავარია შედარებით იაფფასიანი მანქანების ყიდვაზე დაფიქრდებიან. მაგალითად კაცს ჰყავს, 1988 წლს გამოშვებული ძველი “მერსედესი” რომელსაც სადღაც 1300-1600 დოლარის ფარგლებში გაყიდის. სანამ დროა მძღოლმა საქართველოში თუ ვერა, აზერბაიჯანში გაყიდოს ეს მანქანა და მასში აღებული ფულით ვთქვათ 1500 დოლარიანი ახალი “დაიჰაცუ” შეიძინოს. რა თქმა უნდა “დაიჰაცუ” ვერასოდეს ვერ მივა “მერსედესის” დონეზე, მაგრამ სულ უმანქანოდ დარჩენას ნამდვილად სჯობს. გარდა ამისა, მცირელიტრაჟიანი მანქანები ძალიან ცოტა საწვავს ხარჯავენ და შესაბამისად იაფი შესანახიცაა, ეს კი უფულო მძღოლისათვის დიდი შეღავათი უნდა იყოს. მერე ეს მძღოლი თუ ფულს იშოვის, იყიდის ახალ ძვირადღირებულ მანქანას, მანამდე კი იაფი იაპონური მანქანით მოუწევს ფონს გასვლა. კახა ფანჩვიძე, მძღოლი, ეკონომისტი: “მანქანის საბუთებს ქართველი მძღოლები ყოველთვის აყალბებდნენ, როცა გასაყიდი ავტომობილისათვის წლების დაკლება სურდათ და ახლა, როდესაც ამის აუცილებლობა მთელი სიმძაფრით დადგება, ყველა შეეცდება თავის ავტომობილს გამოშვების წლები შეუმციროს. ასეთი რაღაცეები ალბათ თავის დროზე ყველა იმ ქვეყანაში ხდებოდა, სადაც ანალოგიური კანონი მიიღეს, მაგრამ ეს საქართველოა და ჩვენთან უფრო ბევრი შეეცდება საბუთების გაყალბებას. ბევრ მძღოლთან მიწევს ურთიერთობა და ერთი მძღოლიც კი არ მინახავს ისეთი, რომელიც არ ფიქრობდეს ამდაგვარ მაქინაციაზე. თუ ხელისუფლებამ გამყალბებელი მძღოლების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარება დაიწყო, მაშინ ავტომობილის მფლობელებიც არ გაჩერდებიან და შეიძლება აქციებიც კი მოაწყონ. თუმცა საბოლოოდ ალბათ მაინც ბოლოს ყველაფერი ჩაიფარცხება და სწორედ ამიტომ ვურჩევ მძღოლებს, რომ სანამ დროა, იფიქრონ ძველი მანქანების თავიდან მოშორებაზე. მე მძღოლების მხარეზე ვარ და არ მინდა კანონი ისევ მათ შეუტრიალდეს ცუდი მხრიდან”. სატრანსპორტო დაგეგმარების სპეციალისტი კობა გოროზიაც საუბრობს გამოსავალს არსებული სიტიაციიდან, თუმცა იგი ჯემალ გაფრინდაშვილისაგან განსხვავებით, ქართველ მძღოლებს ძველ მანქანებზე დაწესებული დიდი გადასახადის გადახდას ურჩევს და მიიჩნევს, რომ ბევრი “მარიაჟი” მძღოლისათვის მანქანის სახლში დაყენება უმჯობესია. კობა გოროზია, სარტანსპორტო დაგეგმარების სპეციალისტი: “უმჯობესია მძღოლები აქედანვე შეეგუონ არსებულ რეალობას და გადაწყვიტონ რამდენად სჭირდებათ მანქანა და რამდენად უღირთ მასზე დაწესებული გადასახადის გადახდა. პირველ როგში უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ასაკის ძველ მანქანაზე ერთნაირი სიდიდის გადასახადი არსად დაწესებულა. 1976 წელს და 1989 წელს გამოშვებული მანქანები ორივე ძველად ითვლება, მაგრამ გადასახადში განსხვავება ნამდვილად არის. 76-წლიანი მანქანის მძღოლმა ეს გადასახადი რომც არ გადაიხადოს, მას ასეთი ძველი მანქანის მოვლაში და მისი ნაწილების ყიდვაში იმდენი ფული მისდის, რომ მეეჭვება დაწესებულ გადასახადზე ბევრად ნაკლები იყოს. ამ მძღოლს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს დაფეხვილი მანქანის ნაგავსაყრელზე გადაგდება. პირადად მე გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ავტომანქანებით მხოლოდ იმ ადამიანებმა უნდა ისარგებლონ, რომლებიც ამით ფულს შოულობენ. მათი მანქანა ძველიც რომ იყოს, მაინც უღირთ ფულის გადახდა, რადგან მანქანა მათი სამსახურის აუცილებელი ნაწილია. ხოლო მათთვის, ვისთვისაც მანქანა “მარიაჟობასა” და თავმომწონებობას ნიშნავს, გადასახადის დაწესება მართებულია. საერთოდ, ისიც კარგი იქნება, თუ ასეთი ადამიანები სახლებში დააყენებენ მანქანებს. ავარიების უმრავლესობა ხომ სწორედ მათი მიზეზით ხდება. სულაც არაა აუცილებელი ყველა პრანჭია გოგო და მოქეიფე ბიჭი მანქანაზე წამოსკუპდეს. ვისაც მანქანა სჭირდება, ის ძველ მანქანაზე გადასახადსაც გადაიხდის და თუ საჭირო გახდება გაიჭირვებს და ახალ მანქანას იყიდის” presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ჟურნალი Private_Sex 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
ჟურნალი-ეროტიკული კომიქსი View the full article
-
ფილმის გმირს ახალგაზრდა მიმზიდველ ქალს ლორენს აქვს უძრავი ქონების საშუამავლო ფირმა , მაგრამ ბიზნესი არც თუ ისე კარგად მიდის . ერთხელ ქანს ჩაუვარდება კარგი შეკვეთა მან უნდა გაყიდოს მდიდრული სახლი ჩიკაგოში , მაგრამ რებეკა მსხვილი აფიორის მონაწილ გახდემა და თანაც ბინის მეპატრონეები მოკლულები აღმოჩნდებიან .... View the full article
-
კომედია ეროტიკულ სპორტული ელემენტებით . გულშემატკივართა გუნდი დიდ ჩემპიონატისთვის ემზადემა , მაგრამ გზა ჩემპიონობისკენ ძაან რთულია ..................... View the full article
-
http://b.pix.ge/f/9u2w0.jpgგთავაზობთ ლივერპულის შემადგენლობას სიტისთან მატჩში. რეინა ჯონსონი – კარაგერი – შკრტელი – აგერი ლუკასი კიუიტი – ჯერარდი – იოვანოვიჩი ნ’გოგი – ტორესი სათადარიგო: ჯონსი – ბაბელი – აურელიო – კირგიაკოსი – მაქსი – პოულსენი – პაჩეკო. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainf-23-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainf-26.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/robaqidze-150x150.jpgტრაგიკულად დაღუპული ბუტა რობაქიძის დაბადების დღე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სანთლებით და სპეციალური ღონისძიებით აღნიშნეს. ბუტა, იგივე ამირან რობაქიძე თავის დაბადების დღეზე, 2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მოკლეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/buta.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/7-noemberi-150x150.jpgმოძრაობა ‘’7 ნოემბერი” ნიკოლოზ პაპუნაშვილთან და პიერ ჟან ვერგელანთან შეხვედრას მოითხოვს. მათი აზრით ფრანგ სტუმრებს არა ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებათ საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/7-noemberi1.jpg itvს ლინკი
-
24 აგვისტოს, 10:00 საათზე, თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობაში, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მხარეს 382 000 ლარის ღირებულების რადიაციის პერსონალური დეტექტორები გადაეცემა. 24 აგვისტოს, 11:00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი უპასუხებს. 24 აგვისტოს, 11.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი #23-ე საჯარო სკოლას ეწვევა. მის: უზნაძის ქ. №59 24 აგვისტოს, 11.00 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე კახეთის რეგიონს ეწვევა, სადაც რეგიონულ სატყეო სამმართველოში არსებულ ვითარებას გაეცნობა. 24 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული 750 ახალი სახელმძღვანელო გადაეცემა. მის: დიმიტრი უზნაძის ქ. # 52 24 აგვისტოს, 12.00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლო განცხადება საქართველო-აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობების დამყარების თაობაზე”. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #19, ბინა #29 24 აგვისტოს, 14:00 საათზე, ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” საქართველოში მომხდარ ხანძრებთან და გარემოს დაცვის სამინისტროშო მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მის: ს. კანდელაკის ქ. #55 იხილეთ epn.ge
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების გასაჩივრების შედეგების გამოქვეყნება 25 აგვისტომდე გადაიდო. ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი აბიტურიენტებს პასუხობდა, რომ შედეგები 20 აგვისტოს იქნებოდა ცნობილი, თუმცა თარიღმა 23 აგვისტომდე გადაიწია. ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაია გაბუნია ამბობს, რომ აპელააციის შედეგები ცნობილი საბოლოო სიებთან ერთად, 25 აგვისტოს, გახდება. აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადის შეტანა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ 9 დან 14 აგვისტომდე შეეძლოთ. გაბუნიას თქმით, შესული განცხადებების რაოდენობა 2000 აღწევს. ცენტრის დებულებით, აპელაციის შედეგები არა უგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს. ,,თუ აბიტურიენტი გასაჩივრების შედეგებს არ დაეთანხმება, მას შეუძლია საჩივარი უკვე სასამართლოში შეიტანოს. აბიტურიენტის საჩივარის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი ვალდებული იქნება დაამატოს იგი ჩარიცხულთა სიებს”, - ამბობს ეროვნული გამოცდების ცენტრის იურისტი სოფო გიორგაძე. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების გასაჩივრების შედეგების გამოქვეყნება 25 აგვისტომდე გადაიდო. ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი აბიტურიენტებს პასუხობდა, რომ შედეგები 20 აგვისტოს გახდებოდა ცნობილი, თუმცა თარიღმა 23 აგვისტომდე გადაიწია. ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაია გაბუნია ამბობს, რომ აპელაციის შედეგები, საბოლოო სიებთან ერთად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადის შეტანა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ 9 –დან 14 აგვისტომდე შეეძლოთ. გაბუნიას თქმით, შესული განცხადებების რაოდენობა 2000 აღწევს. ცენტრის დებულებით, აპელაციის შედეგები არაუგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს. ,,თუ აბიტურიენტი გასაჩივრების შედეგებს არ დაეთანხმება, მას შეუძლია საჩივარი უკვე სასამართლოში შეიტანოს. აბიტურიენტის საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი ვალდებული იქნება, იგი ჩარიცხულთა სიებს დაამატოს”, - ამბობს ეროვნული გამოცდების ცენტრის იურისტი სოფო გიორგაძე. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
</p>/get_img?NrArticle=2273&NrImage=1 ქალაქში, სადაც ყოველწლიურად სამი საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება, კინოთეატრი აღარ ფუნქციონერებს. კინოთეატრი „თბილისი“ რემონტდება, თუმცა ამ შენობაში კინოდარბაზი აღარ იქნება, კინო “ინტერნაციონალი“ კი გაუმართავია. იგი ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო შენობების ნუსხაშია შეტანილი და მყიდველს ელოდება. ბათუმში სამი - ანიმაცური ფილმების, საავტორო კინოსა და მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ყოველ მათგანს სხვადასხვა კატეგორიის მაყურებელი ჰყავს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. წელს ფესტივალების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ორგანიზატორებს ახალი საზრუნავი აქვთ - სად ჩაატარონ კინოფესტივალი. „კინოთბილისი“, სადაც ფესტივალები იმართებოდა, თავდაპირველ ფუნქციას კარგავს, შენობაში კინოდარბაზი აღარ იქნება. გაუმართავია კინოთეატრი „ინტერნაციონალიც“, აქ დიდ ეკრანზე ფილმი ბოლოს ერთი წლის წინ, საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის, „თოფუზის“ მიმდინარეობისას აჩვენეს. „ინტერნაციონალი“ გასული საუკუნის 20-იან წლებში აგებული მოდერნის სტილის შენობაა, კინოთეატრს „აპოლო“ ეწოდებოდა. დღეს ძველი „აპოლოს“ შენობიდან მხოლოდ კედლის ერთი ფრაგმენტია დარჩენილი. გასულ წელს, აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მათე ტაკიძემ, ბათუმში მოქმედი კინოფესტივალების ორგანიზატორებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ „ინტერნაციონალს“ ძველი სახელი და ფასადი დაუბრუნდებოდა. კინოთეატრის მენეჯმენტში ანიმაციური ფილმების ფესტივალის, „თოფუზის“ ორგანიზატორები უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი, თუმცა იდეა მხოლოდ იდეად დარჩა. „თოფუზის“ დირექტორი, ზურა დიასამიძე ამბობს, რომ შენობის მოწესრიგება დაიწყეს, მაგრამ მალე არაოფიციალურად ითქვა შენობის გაყიდვაზე და იძულებულნი გახდნენ „ინტერნაციონალი“ დაეტოვებინათ. ზურა დიასამიძე ამბობს, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ „ინტერნაციონალის“ კინოდარბაზი ისევ დაბინძურებული და დანგრეული დახვდა. მათე ტაკიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მისი მინისტრობის დროს სამინისტრო „აპოლოს“ რეაბილიტაციაზე მუშაობდა, არქიტექტორების ჯგუფთანაც ჰქონდათ შეხვედრები და “თემა პრაქტიკულად მოგვარებულია“. თუმცა, ამის შესახებ არაფერი იციან არც სამინისტროში არც კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული ღონისძიებათა და სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსური დაგეგმვის დეპარტამენტებში. ახლა „ინტერნაციონალი“ ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო შენობების სიაშია შეტანილი. სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შენობა პირობიანი აუქციონით იყიდება, თუმცა სამინისტროში დაზუსტებით ვერ ამბობენ, რა პირობებზეა საუბარი. „შენობა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დგას, ამიტომაც პირობებში იგულისხმება ფასადის იერსახის შენარჩუნება“, - ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში და არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, პირობებში კინოდარბაზის შენარჩუნებაც იყოს გათვალისწინებული. ბათუმში ერთადერთი მოქმედი კინოთეატრი „თბილისი“ მაყურებლის სიმრავლით არ გამოირჩეოდა, ფილმის ჩვენებას, საუკეთესო შემთხვევაში, სულ რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ბათუმში კინოს დიდ ეკრანზე მაყურებელი არ ჰყავდა, თუმცა სიტუაცია მთლიანად იცვლებოდა შემოდგომაზე, როცა ტურისტული სეზონის მიწურულს ბათუმში კინოფესტივალები იწყება. კინოფესტივალებზე მაყურებელი ინტენსიურად დადიოდა და ორგანიზატორები უკვე საუბრობდნენ, რომ ბათუმში კინო დაბრუნდა. ბათუმის საავტორო კინოფესტივალი, რომელიც წელს მეხუთედ იმართება, კინოჩვენების მოწყობას ბათუმის დრამატულ თეატრში გეგმავს. საავტორო კინოს ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი, რომელიც ასევე კავკასიის ტურიზმის სკოლის დირექტორია, ამბობს, რომ კინოთეატრის არარსებობა სერიოზულ პრობლემას ქმნის: „თუ ქალაქს აქვს პრეტენზია ევროპული ქალაქის სტატუსზე - კინოთეატრი თანამედროვე კულტურის მნიშვნელოვანი ადგილია და მისი არსებობა აუცილებელია. თუ გვინდა, რომ ბათუმი ფესტივალების ქალაქად იქცეს (რაც საკმაოდ კარგი და სწორი მიმართულებაა), შესაბამისი ინფრასტრუქტურა აუცილებლად უნდა არსებობდეს“. მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი, განათლებისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, მათე ტაკიძეა. მართლმადიდებლური კინოფესტივალი დრამატულ თეატრში გაიმართება. კითხვას, რამდენად მისაღებია თეატრში კინოს ჩვენება, ფესტივალის დირექტორი უპასუხოდ ტოვებს. ანიმაციური ფილმების ფესტივალის -„თოფუზის“ მენეჯმენტს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გაიმართება კინოფესტივალი, ცნობილია მხოლოდ თარიღი, 7-10 ოქტომბერი. ანიმაციის ფონდის განვითარების დირექტორი, ფესტივალ „თოფუზის“ ორგანიზატორი, ზურა დიასამიძე ამბობს, რომ თეატრში ფესტივალის ჩატარება ცუდი გამოსავალია, რადგან კინოს ჩვენებას თავისი ესთეტიკა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ, ტექნიკურ პრობლემებზე: „ფილმი ქუჩაშიც შეიძლება აჩვენო, მაგრამ რატომ, როცა ამხელა ქალაქს, სასტუმროებს ვაშენებთ?! ჩვენი კინოფესტივალის მთავარი მაყურებელი ბავშვები არიან. გასულ წელს კინოფესტივალზე ათი ათასამდე ბავშვი იყო მოსული. ბავშვებს უყვართ და უნდათ კინო, მაგრამ უფროსების მძევლები არიან, რომელთაც ვერ გადაუჭრიათ ეს საკითხი“. ზურა დისამიძე მიიჩნევს, რომ თუკი კინო ბათუმში ვერ იქცა მიმზიდველ ბიზნესად, სასურველია, პასუხისმგებლობა თავის თავზე ქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღოს. ევროპაში მუნიციპალური კინოთეატრების მუშაობის შესახებ „ბათუმელებს“კინოკრიტიკოსი, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი, ნინო ძანძავა ესაუბრა. იგი ამბობს, რომ ასეთი კინოთეატრები ევროპის ბევრ ქალაქშია: „თუკი ქალაქის მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს კინოთეატრი, რასაკვირველია შეუძლია შეისყიდოს და მართოს კინოთეატრი. მუნიციპალური კინოს პროგრამები განსხვავებულია. ისინი კომერციულ კინოს ნაკლებად სთავაზობენ მაყურებელს და უფრო მეტად რეტროსპექტივებს, საავტორო, საფესტივალო ფილმებს აჩვენებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ძველ ფილმებს აჩვენებენ და მუნიციპალური კინოთეატრი არაპოპულარულია. პირიქით, ასეთ კინოთეატრებს ბევრი მაყურებელი ჰყავს საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში... ეს დამოკიდებულია მენეჯმენტზე. ბათუმისა და თბილისის მაგალითზე, სადაც მაყურებელი დადის ფესტივალებსა და რეტროსპექტივებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ასეთი კინოთეატრები შეიძლება იყოს პოპულარული“. „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიასთან დაკავშირება სცადა იმის გასარკვევად, რა გეგმები აქვს ბათუმის მერიას კინოთეატრთან დაკავშირებით, თუმცა განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტში ამ საკითხზე საუბარი არავინ ისურვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
</p>/get_img?NrArticle=2273&NrImage=1 ქალაქში, სადაც ყოველწლიურად სამი საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება, კინოთეატრი აღარ ფუნქციონერებს. კინოთეატრი „თბილისი“ რემონტდება, თუმცა ამ შენობაში კინოდარბაზი აღარ იქნება, კინო “ინტერნაციონალი“ კი გაუმართავია. იგი ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო შენობების ნუსხაშია შეტანილი და მყიდველს ელოდება. ბათუმში სამი - ანიმაციური ფილმების, საავტორო კინოსა და მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ყოველ მათგანს სხვადასხვა კატეგორიის მაყურებელი ჰყავს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. წელს, ფესტივალების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ორგანიზატორებს ახალი საზრუნავი აქვთ - სად ჩაატარონ კინოფესტივალი. „კინოთბილისი“, სადაც ფესტივალები იმართებოდა, თავდაპირველ ფუნქციას კარგავს, შენობაში კინოდარბაზი აღარ იქნება. გაუმართავია კინოთეატრი „ინტერნაციონალიც“, აქ დიდ ეკრანზე ფილმი ბოლოს ერთი წლის წინ, საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის, „თოფუზის“ მიმდინარეობისას აჩვენეს. „ინტერნაციონალი“ გასული საუკუნის 20-იან წლებში აგებული მოდერნის სტილის შენობაა, კინოთეატრს „აპოლო“ ეწოდებოდა. დღეს ძველი „აპოლოს“ შენობიდან მხოლოდ კედლის ერთი ფრაგმენტია დარჩენილი. გასულ წელს აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მათე ტაკიძემ ბათუმში მოქმედი კინოფესტივალების ორგანიზატორებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ „ინტერნაციონალს“ ძველი სახელი და ფასადი დაუბრუნდებოდა. კინოთეატრის მენეჯმენტში ანიმაციური ფილმების ფესტივალის, „თოფუზის“ ორგანიზატორები უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი, თუმცა იდეა მხოლოდ იდეად დარჩა. „თოფუზის“ დირექტორი, ზურა დიასამიძე ამბობს, რომ შენობის მოწესრიგება დაიწყეს, მაგრამ მალე არაოფიციალურად დაიწყეს ლაპარაკი შენობის გაყიდვაზე და იძულებულნი გახდნენ, „ინტერნაციონალი“ დაეტოვებინათ. ზურა დიასამიძე ამბობს, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ „ინტერნაციონალის“ კინოდარბაზი ისევ დაბინძურებული და დანგრეული დახვდა. მათე ტაკიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მისი მინისტრობის დროს სამინისტრო „აპოლოს“ რეაბილიტაციაზე მუშაობდა, არქიტექტორების ჯგუფთანაც ჰქონდათ შეხვედრები და “თემა პრაქტიკულად მოგვარდა“. თუმცა, ამის შესახებ არაფერი იციან არც სამინისტროში, არც კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ღონისძიებათა და სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსური დაგეგმვის დეპარტამენტებში. ახლა „ინტერნაციონალი“ ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო შენობების სიაშია შეტანილი. სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შენობა პირობიანი აუქციონით იყიდება, თუმცა სამინისტროში დაზუსტებით ვერ ამბობენ, რა პირობებზეა საუბარი. „შენობა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დგას, ამიტომაც პირობებში იგულისხმება ფასადის იერსახის შენარჩუნება“, - ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში და არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა პირობებში კინოდარბაზის შენარჩუნებაც იყოს გათვალისწინებული. ბათუმში ერთადერთი მოქმედი კინოთეატრი „თბილისი“ მაყურებლის სიმრავლით არ გამოირჩეოდა, ფილმის ჩვენებას, საუკეთესო შემთხვევაში, სულ რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ბათუმში კინოს დიდ ეკრანზე მაყურებელი არ ჰყავდა, თუმცა სიტუაცია მთლიანად იცვლებოდა შემოდგომაზე, როცა ტურისტული სეზონის მიწურულს ბათუმში კინოფესტივალები იწყებოდა. კინოფესტივალებზე მაყურებელი ინტენსიურად დადიოდა და ორგანიზატორები უკვე საუბრობდნენ, რომ ბათუმში კინო დაბრუნდა. ბათუმის საავტორო კინოფესტივალი, რომელიც წელს მეხუთედ იმართება, კინოჩვენების მოწყობას ბათუმის დრამატულ თეატრში გეგმავს. საავტორო კინოს ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი, რომელიც ასევე კავკასიის ტურიზმის სკოლის დირექტორია, ამბობს, რომ კინოთეატრის არარსებობა სერიოზულ პრობლემას ქმნის: „თუ ქალაქს აქვს პრეტენზია ევროპული ქალაქის სტატუსზე - კინოთეატრი თანამედროვე კულტურის მნიშვნელოვანი ადგილია და მისი არსებობა აუცილებელია. თუ გვინდა, რომ ბათუმი ფესტივალების ქალაქად იქცეს (რაც საკმაოდ კარგი და სწორი მიმართულებაა), შესაბამისი ინფრასტრუქტურა აუცილებლად უნდა არსებობდეს“. მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი განათლებისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, მათე ტაკიძეა. მართლმადიდებლური კინოფესტივალი დრამატულ თეატრში გაიმართება. კითხვას, რამდენად მისაღებია თეატრში კინოს ჩვენება, ფესტივალის დირექტორი უპასუხოდ ტოვებს. ანიმაციური ფილმების ფესტივალის -„თოფუზის“ მენეჯმენტს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გაიმართება კინოფესტივალი. ცნობილია მხოლოდ თარიღი, 7-10 ოქტომბერი. ანიმაციის ფონდის განვითარების დირექტორი, ფესტივალ „თოფუზის“ ორგანიზატორი ზურა დიასამიძე ამბობს, რომ თეატრში ფესტივალის ჩატარება ცუდი გამოსავალია, რადგან კინოს ჩვენებას თავისი ესთეტიკა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ ტექნიკურ პრობლემებზე: „ფილმი ქუჩაშიც შეიძლება აჩვენო, მაგრამ რატომ, როცა ამხელა ქალაქს, სასტუმროებს ვაშენებთ?! ჩვენი კინოფესტივალის მთავარი მაყურებელი ბავშვები არიან. გასულ წელს კინოფესტივალზე ათიათასამდე ბავშვი იყო მოსული. ბავშვებს უყვართ და უნდათ კინო, მაგრამ უფროსების მძევლები არიან, რომელთაც ვერ გადაუჭრიათ ეს საკითხი“. ზურა დისამიძე მიიჩნევს, რომ თუკი კინო ბათუმში ვერ იქცა მიმზიდველ ბიზნესად, სასურველია, პასუხისმგებლობა თავის თავზე ქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღოს. ევროპაში მუნიციპალური კინოთეატრების მუშაობის შესახებ „ბათუმელებს“კინოკრიტიკოსი, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ნინო ძანძავა ესაუბრა. იგი ამბობს, რომ ასეთი კინოთეატრები ევროპის ბევრ ქალაქშია: „თუკი ქალაქის მუნიციპალიტეტს სურს, ჰქონდეს კინოთეატრი, რასაკვირველია, შეუძლია შეისყიდოს და მართოს იგი. მუნიციპალური კინოს პროგრამები განსხვავებულია. ისინი კომერციულ კინოს ნაკლებად სთავაზობენ მაყურებელს და უფრო მეტად რეტროსპექტივებს, საავტორო, საფესტივალო ფილმებს აჩვენებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ძველ ფილმებს აჩვენებენ და მუნიციპალური კინოთეატრი არაპოპულარულია. პირიქით, ასეთ კინოთეატრებს ბევრი მაყურებელი ჰყავს საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში... ეს დამოკიდებულია მენეჯმენტზე. ბათუმისა და თბილისის მაგალითზე, სადაც მაყურებელი დადის ფესტივალებსა და რეტროსპექტივებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ასეთი კინოთეატრები შეიძლება იყოს პოპულარული“. „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიასთან დაკავშირება სცადა იმის გასარკვევად, რა გეგმები აქვს ბათუმის მერიას კინოთეატრთან დაკავშირებით, თუმცა განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტში ამ საკითხზე საუბარი არავინ ისურვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/hurriyet.jpg ჯემ ოგუზი როგორც იუწყებიან, გასულ კვირაში, პრეზიდენტ დიმიტრი მედვდევის ვიზიტის დროს ერევანში, რუსეთმა და სომხეთმა სამხედრო სფეროში მთელ რიგ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, რომელთა ნაწილიც არ გამოქვეყნებულა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ხელშეკრულებაა, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზებს სომხურ ქალაქ გიუმრიში იჯარის ვადას 25–დან 49 წლამდე უხანგრძლივებს. ბაზაზე, რომელიც ოფიციალურად 1997 წლიდან მოქმედებს, ახლა 5 000 რუსი ჯარისკაცია, ასევე გამანადგურებლები მიგ–29 და საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები S-300. მედვედევი ამტკიცებს, რომ ამ ბაზის მიზანი – „სამხრეთ კავკასიასა და ზოგადად ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა“. მაგრამ, ბევრ ანალიტიკოსს, განსაკუთრებით თურქეთსა და აზერბაიჯანში მიაჩნია, რომ ეს შეთანხმება შეიძლება შეფასდეს, როგორც ანკარას და ბაქოს ირიბი გაფრთხილება. ამ მოსაზრების მომხრეთათვის, ხელშეკრულება რეგიონში ახალი ალიანსების წარმოქმნას ადასტურებს. ფაქტობრივად, ამ პოზიციის სასარგებლოდ მეტყველებს ასევე ის განცხადებებიც, რომლებიც სომხეთის ხელისუფლებამ ვიზიტის შედეგების შესახებ გააკეთა. კერძოდ, პრეზიდენტმა სერჟ სარქსისიანმა აღნიშნა, რომ ბაზა გააფართოვებს საკუთარი გეოგრაფიული და სტრატეგიული პასუხისმგებლობის არეალს. ბევრის აზრით, ეს იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანში სულ უფრო ხშირად გაისმის სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნების შესაძლებლობა, რუსეთ–სომხეთის ცოტახნისწინანადელი ალიანსის აღორძინებაზე მიუთითებს. თუმცა, ანკარაში, თურქეთის მთავრობასთან დაახლოებული წრეეები ამ პესიმიზმს არ იზიარებენ. მათთვის ხელშეკრულება რუსეთის მორიგი მცდელობაა შეინარჩუნოს ბალანსი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის. თურქი მაღალჩინოსანი, რომელიც ამ მოსაზრებას იზიარებს, ვარაუდობს, რომ შეთანხმების მიზანი – სომხეთის მთავრობის დამშვიდებაა იმ ფონზე, როდესაც გავრცელდა ხმები აზერბაიჯანისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების მიყიდვასა და რუსეთის სურვილზე მოაგვაროს ყარაბახის პრობლემა. მეორე მაღალჩინოსანმა მირჩია, განსაკუთრებული ყურადღება მიმეპყრო ვიზიტის ეკონომიკურ მხარეზე. როგორც იუწყებიან, ერევანმა რუსეთთან გააფორმა კონტრაქტი სომხეთში საბჭოთა პერიოდში აშენებული ატომური ელექტროსადგურისთვის ორი რეაქტორის მიწოდებაზე. მეტიც, ამბობენ, რომ მხარეები შეიარაღების მიწოდებაზეც საუბრობდნენ. „რუსები ძალიან კარგი ბიზნესმენები გახდენენ. მათ ისწავლეს ვაჭრობა და ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ გარკვეულ მსხვერპლზე წასვლაც“, – აღნიშნა ირონიული ღიმილით ჩემმა თანამოსაუბრემ. მაგრამ მიუხედავად ამისა, თურქეთის საგარეოპოლიტიკური ისტებლიშმენტი სერიოზულად წუხს იმაზე, რომ სომხეთი ამ ხელშეკრულებით გადაწყვეტს, რომ აზერბაიჯანთნ მოლაპარაკებებში შეუძლია კვლავ არაკონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს. მაგალითად, ჩემი წყარო სამართლიანობის და განვითარების პარტიიდან, რომელიც თურქეთის პრემიერ–მინისტრ ერდოღანთან დაახლოებულია, ამტკიცებს, რომ ერდოღანი მართლაც ელის პრეზიდენტ მედვედევისგან და პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინისგან ძალისხმევას ყარაბახის პრობლემის მოგვარების საკითხში. მისი თქმით, თითქმის ყველა მოლაპარაკებებზე, სადაც რუსებთან ყარაბახის საკითხი განიხილებოდა, ამ მოლოდინზე ღიად საუბრობდნენ. პარტიის წარმომადგენელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია, და რომ რუსები ადრე მათ დახმარებას დაპირდნენ. ამ ფონზე, ვფიქრობ, დროულია ჩვენი რუსი მეგობრებისთვის იმ სიტყვების შეხსენება, რომელიც შარშან ერდოღანმა თითქოს რუსეთის ორ ლიდერს უთხრა: „ჩვენ, როგორც თურქეთს, არ გვსურს, რომ გარე ძალები ერეოდნენ პრობლემაში, რომელსაც რეგიონის ქვეყნები დამოუკიდებლად უნდა წყვეტდნენ“. რას ფიქრობთ? იზიარებენ კი რუსები ამ პოზიციას? თუ, მათი აზრით, მოკლევადიანი სარგებელი გრძელვადიან ურთიერთსარგებელზე მნიშვნელოვანია? ორიგინალი ორიგინალი