planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/vashadze321.jpgსაქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით , საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძესა და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერკი ტუომიოიას შორის წერილები გაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილებში ხაზგასმულია საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში და ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა მრავალმხრივ ფორმატში. იხილეთ epn.ge
-
##image#9928#1#ბათუმში მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები’’ გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. კონფერენციას ასევე ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლებისა და საქმიანი სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მთავარი თემებია აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივები, კანონის უზენაესობის საკითხები და დემოკრატიული რეფორმები, ასევე გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და ხალხთა შორის კონტაქტები, როგორც ევროინტეგრაციის კატალიზატორი. View the full article
-
2010. სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ფინალში, იოჰანესბურგში ესპანეთმა ჰოლანდიას დამატებით დროში 1:0 მოუგო. გოლი ანდრეს ინიესტამ გაიტანა. ესპანეთის ნაკრებს ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა. ესპანეთი გახდა პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი “ძველ” კონტინენტს მიღმა მოიგო. ჰოლანდია მუნდიალის ფინალში მესამედ დამარცხდა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=12eb835e-eb9f-478a-a482-fa4fdabdad10.jpg&size=500 View the full article
-
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანელი ჩოგბურთელის, ენდი მარეის, ოჯახში სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს. ენდის მეუღლე კიმ სარსი, ქმრის მსგავად, ჩოგბურთთან ბავშვობიდანვეა დაკავშირებული და რა გასაკვირია, რომ ჩოგბურთი მათი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=b76205e5-a377-4675-ac9a-0650e02f739a.jpg&size=500 View the full article
-
ალესანდრო დელ პიერო კარიერას ტაილანდის ჩემპიონატში გააგრძელებს. იტალიური პრესის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელი ტაილანდური “მუანტონგ იუნაიტედის” შეთავაზებას უკვე დათანხმდა. საუბარია 2-წლიან კონტრაქტზე და წლიურ ხელფასზე - 5 მილიონ ევროზე. მხარეებმა კონტრაქტს ხელი შეიძლება დღესვე მოაწერონ.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=f875ba3b-0d50-4b42-be48-0583a818fca0.jpeg&size=500 View the full article
-
29 წლის სლოვაკმა ჩოგბურთელმა დანიელა ჰანტუხოვამ ჟურნალ EშPN Bოდყ Iსსუე-ს გამოცემა დაამშვენა, რომელიც ყოველწლიურად გამოდის და რომლის თემატიკაც შემდეგია: “სხეული, რომელზეც ვოცნებობთ”.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=a286ab90-e89a-403d-9dd5-4490543990ea.jpg&size=500 View the full article
-
პარაგვაის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ურუგვაელი ხერარდო პელუსო დანიშნა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=f2836cda-5375-4d97-8537-6a9426eacdf5.jpg&size=500 View the full article
-
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ალესანდრო დელ პიეროსა და ტაილანდური კლუბის, “მუანტონგ იუნაიტედის” სატრანსფერო შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გავლენიანი იტალიური გამოცემა იუწყება, რომ 37 წლის ფეხბურთელს ჯერაც არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს თამაშს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=bad12f8d-c9f3-4af0-9bc1-410786b9dbb3.jpg&size=500 View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/ivanishvili31-300x179.jpgკოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. შეხვედრა ბათუმში გაიმართა და მას კოალიციის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ მაია ფანჯიკიძე და დავით უსუფაშვილი, ევროკავშირის მხრიდან კი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი და ევროკომისარის კაბინეტის წევრი ალიონა ობრუსნიკოვა. შეხვედრა მეგობრულ და გულთბილ ვითარებაში ჩატარდა. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. ევროკომისარი ფულე დაინტერესდა კოალიციის საარჩევნო პროგრამითა და სამომავლო გეგემებით. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის, მისი პრიორიტეტებისა და პოლიტიკური გეგმების თაობაზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/china.jpeg84 წლის ჩინელმა პენსიონერმა ცან ჯინფანმა სქესი შეიცვალა. ჯინფანის განცხადებით, რომელმაც ახლა ქალის სახელი ი ლინი აიღო, ის თავს ქალად ყოველთვის გრძნობდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ სხვასხვა ჰორმონებთან და მალამოებთან ექსპერიმენტები დაიწყო. მას შემდეგ, რაც ი ლინმა შეიტყო, რომ მას სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება შეუძლია, მან ფული შეაგროვა და ოპერაცია გაიკეთა. გასულ წელს სქესი 2000 ჩინელმა შეიცვალა, ი ლინი კი მსოფლიოში ყველაზე მოხუცი ტრანსსექსუალი გახდა. იხილეთ epn.ge
-
<img src = "img/multimedia/a10230.jpg" > droni.ge
-
გთავაზობთ ახალ კრიმინალურ დრამას განგსტერებზე მონადირენი (Gangster Squad), რომელიც გამოვა 2012 წლის 7 სექტემბერს. სიუჟეტი ვითარდება 1949 წელს, ლოს ანჯელესში. ერთი დაჯგუფების ლიდერი მიკი კოენი არის ძალიან ბოროტი ადამიანი, მას მთელი ქალაქი ხელში უჭირავს და ფულს შოულობს ნარკოტიკებსა და იარაღების გაყიდვაში, პროსტიტუციაში და ასე თუ გაგრძელდა მისი გავლენის საზღვრები გაიზრდება. თან მას იცავენ არა მარტო The post Gangster Squad / განგსტერებზე მონადირენი – ტრეილერები appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/Tugushi2-300x185.jpgსახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ჟურნალისტებისთვის სხვა საინფორმაციო სააგენტოებისა თუ მედია საშუალების წამომადგენელთა მხრიდან შეურაცხყოფის მიყენებასა და მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დაბრკოლებების შექმნას მიუღებლად თვლის. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ექსპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო ორი კვირის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა არაერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ნაწილ ჟურნალისტთა მიერ სამუშაო პროცესში სხვა ჟურნალისტებისადმი დაბრკოლებების შექმნა და უპატივცემულო და არაკოლეგიური დამოკიდებულების გამოვლენა. უდავოა, რომ ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელს და ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, აქვს უფლება თავისუფლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. ამავდროულად აუცილებელად მიმაჩნია ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტებმა დაიცვან ეთიკის ნორმები და პროფესიული სტანდარტები. ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრონ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. მით უფრო მიუღებელად ვთვლი სხვა საინფორმაციო სააგენტოებისა თუ მედია საშუალების წამომადგენელთათვის შეურაცხყოფის მიყენებას და მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დაბრკოლებების შექმნას. მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, მათ წარმომადგენლებსა და მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ყველა პირს, საქმიანობისას მკაცრად დაიცვან პროფესიული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც შეურაცხმყოფელია სხვა კოლეგებისადმი, პროვოცირებას უკეთებს კონფლიქტს და ქმნის დაპირისპირების საფრთხეს”, – ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას ჰპირდება."აუცილებლად ვთვლი კვლავ დავუბრუნდეთ გამარტივებული პროცედურით რუსეთის მოქალაქეობის მათთვის დაბრუნების საკითხს, ვინც საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო, ასევე საბჭოთა კავშირსა და რუსეთის იმპერიაში დაბადებულთა პირდაპირ შთამომავლებს", - განაცხადა პუტინმა ელჩებთან გამართულ თათბირზე.მისივე თქმით, "იმ თანამემამულეთა როლი, რომლებიც მუდმივად საზღვარგარეთ ცხოვრობენ, საფუძვლიან ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
წარმოგიდგენთ ახალ საშინელებათა ფილმს The Possession, რომელიც გამოვა 2012 წლის 31 აგვისტოს. ფილმი დაფუძნებული არის რეალურ მოვლენებზე. სიუჟეტი ვითარდება ერთ ოჯახში, სადაც მამა ბავშვს უყიდის ერთ ზარდახშას, რომელიც აღმოჩნდება მისტიკური, მასში ცხოვრობს ერთი ბოროტი სული, რომელიც ზარდახშის პატრონს ბევრ ცუდს გაუკეთებს… ფილმში კი მონაწილეობენ: ჯეფრი დინ მორგანი (Jeffrey Dean Morgan), რომელიც თამაშობდა სატელევიო შოუში ზებუნებრივი The post The Possession – პირველი ტრეილერი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
თორნიკე შენგელიამ მეორე თამაში ჩაატარა ნბა-ს კლუბ “ბრუკლინ ნეთსის” შემადგენლობაში და საზაფხულო ლიგის წინა შეხვედრისაგან განსხვავებით უფრო შედეგიანად ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა 14 წუთი და 20 წამი დაჰყო მოედანზე “ბოსტონ სელტიკსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში – ამ ხნის განმავლობაში მან 8 ქულა მოუტანა თავის გუნდს და 4 მოხსნა მიითვალა. მეორე მეოთხედის შემდეგ შენგელიას გუნდი 14 ქულით იგებდა, თუმცა შემდეგ “ბრუკლინ ნეთსიმ” ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და დამარცხდა - 73-82. შემდეგ შეხვედრას შენგელია და მისი თანაგუნდელები “ფილადელფიასთან” გამართავენ. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=d5040d0c-b8ae-4d40-b469-8c9bb064eea9.jpg&size=500 View the full article
-
ესპანეთის ქალაქ უესკაში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი XXXII OPEN INTERNACIONAL DE AJEDREZ DE BENASQUE, რომელშიც სამი ქართველი მოჭადრაკე: თორნიკე სანიკიძე (რეიტინგი-2596), კონსტანტინე შანავა (2578) და გიორგი მარგველაშვილი (2552) ასპარეზობს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=45774dd7-0357-4943-802f-56ae35aba723.jpg&size=500 View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/dbd2bfd5ff67fe432b8eb97072a581f0.jpg NDI პარლამენტის წევრის ნუგზარ წიკლაურის მიერ ტელეკომპანია PIK-ის 20:00სთ-იანი ახალი ამბების გამოშვებაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/6999120605_top_altitude_001_001.jpg6 ივლისს, ცნობილი მთასვლელი და ბეისჯამპერი, პარაშუტით ხტომაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვალერი როზოვი უშბის მთის სამხრეთ მწვერვალიდან - 4300 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა<span>. სრულად ორიგინალი
-
გიორგი კიკონიშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge