planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8404 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე
-
ეს არის ისტორია მეფე რიჩარდის არმიის ერთერთ მებრძოლზე, რომელიც ნორმანდიელი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდა და ლეგენდარული გმირი ხდება, რომლესაც რობინ ჰუდის სახელით ვიცნობთ... ლინკი გასწორებულია View the full article
-
ჟურნალი მოდელის კონსტრუქტორ 2010-5 View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png Eurasianet–ის “წიგნების მიმოხილვა”: ”დაე იყოს ჩვენი სახელი დიდი: მოგზაურობა კავკასიის დაუმორჩილებელ ხალხებთან” ავტორი: ოლივერ ბალა Basic Books ”კავკასია: შესავალი” ავტორი: თომას დე ვაალი Oxford University Press კავკასიასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევა: ”თუ მიგაჩნიათ, რომ რეალობას ჩასწვდით, წუთით შეიცადეთ”. მერე კი დაჯექით და წაიკითხეთ თომას დე ვაალისა და ოლივერ ბალას ახლად გამოქვეყნებული წიგნები: მათ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნოზირებადი და მოუსვენარი კუთხის არსებით პრობლემებში ჩახედვის საშუალება მოგვცეს. ჩეჩნეთისა და მთიანი ყარაბახის ექსპერტი დე ვაალი ლონდონის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტში მუშაობდა (IWPR), შემდეგ კი კარნეგის ცენტრში (Carnegie Endowment for International Peace) გადმოვიდა (ამბობენ, რომ მისი მოწვევა ცენტრში ერთი რამითაა განპირობებული: მან ვაშინგტონში კავკასიის საკითხების ანალიზი ახალი იდეებით უნდა გაამდიდროს). მისი წიგნი – ”კავკასია: შესავალი” ბრწყინვალე წყაროა ჟურნალისტებისა და დიპლომატებისათვის, ზოგადად ყველასთვის, ვისაც საკითხის წვდომა მოკლე ვადაში სურს. წიგნი ლაკონური, მაგრამ ყოვლისმომცველია: ილუსტრირებულია რუკებით და ფერადოვანი ჩანართებით, რომლებიც ყველაფერს მოიცავენ დაწყებულს ქართული ღვინიდან და საბჭოთა ფლორიდით დამთავრებულს (ასე უწოდებდნენ ერთ დროს აფხაზეთს). სამხრეთ კავკასიაზე, ჩვეულებრივ კონკრეტული ერთეულების ტერმინებში აზროვნებენ: ქართველებით დასახლებული საქართველო, სომხებით დასახლებული სომხეთი და ა.შ. მაგრამ რეალობა უფრო არაერთგვაროვანია: ისტორიკოსი რონალდ სანი იმ ფაქტზე აჩერებს ყურადღებას, რომ მეოცე საუკუნემდე საქართველოს ურბანულ კულტურაში (განსაკუთრებით დედაქალაქში) სომხები დომინირებდნენ. დე ვაალი კიდევ უფრო შორს მიდის: უფრო ადრე, წერს ის, თითქმის ნახევარი ათასწლელულის მანძილზე, თბილისი ფაქტობრივად არაბულ ცენტრს წარმოადგენდა, ხოლო მე-18 საუკუნეში დღევანდელი სომხეთი ძირითადად ”თათრებითა” და ქურთებით იყო დასახლებული. ამავე დროს დე ვაალი აღნიშნავს , რომ ”სპრასელებს კავკასიის დიდი ნაწილი ათასწლეულობით ჰქონდათ დაპყრობილი, ბევრად უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიდრე რუსებს”. (იყავით ყურადღებით: სპარსულმა ფაქტორი სამხრეთ კავკასიაში კვლავ იჩინეს თავს, პროგნოზირებს დე ვაალი, იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობანი გამოსწორდება). დე ვაალი აღწერს ცენტრიდანულ და ცენტრისკენულ ძალებს იმ მოვლენის მიღმა, რასაც ანალიტიკოსი პოლ გობლი კავკასიაში ”ხალხების გადაჯგუფებას” უწოდებს. ტრანსფორმაციები მართლაც დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და ეხებოდა არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ენებს, დამწერლობებს, რელიგიებს და კულტურულ იდენტობებს (ამ კონტექსტში გასაგები ხდება რატომაა მოთავსებული ბიბლიოთეკებში წიგნები საქართველოსა და აზერბაიჯანზე, წიგნებთან რუსეთსა და უკრაინის შესახებ და რატომ შეიძლება ტომები სომხეთზე ახლო აღმოსავლეთის განყოფილებაში იყოს გადამალული). შესაშური სიცხადითა და ლაკონურობით დე ვაალი 1918—1921 წლების ჭაობში მიგვიძღვება: პერიოდში, რომელიც აღსავსე იყო ომებით, მასობრივი მკვლელობებით, რევოლუციებით, გენოცდით, ოკუპაციებით, პოგრომებით, ჯაშუშობით და კონტრაბანდით. მეორე თავი იმ ტურბულენტურ პოლიტიკურ მოვლენებს აღწერს, რომელიც 1991 წლის შემდეგ დაიწყო. წიგნის ბოლოს მკითხველმა შეიძლება იკითხოს რას შეიძლება ნიშნავდეს ”ტერიტორიული მთლიანობა” და სხვა ამის მსგავსი საერთაშორისო ნორმა ისეთ არეულ-დარეულ სივრცეში, როგორიცაა კავკასია. არაა გასაკვირვი, რომ დღეს საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი განიცდიან იმას, რასაც დე ვაალი დიპლომატიურად ინკულზიური აზროვნების დეფიციტს უწოდებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ამ ქვეყნებს გადარჩენისკენ და რეგიონული ერთიანობის შეინარჩუნებისკენ მოუწოდებს, ხოლო ევროკავშირმა შესაძლოა აქ ფასილიტატორის როლი შეასრულოს. დე ვაალი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი და არა ჰგონია, რომ მგელი და ცხვარი ერთად მოძოვენ კავკასიაში, მაგრამ მას უკეთესობის იმედი აქვს და ამის მიღწევას ღირებულ მიზნად წარმოადგენს. ოლივერ ბალამ, ასევე ჟურნალისტმა, დე ვაალი IWPR-ში შეცვალა. წლების მანძილზე მუშაობდა ის კორესპონდენტად ყოფილ საბჭოთა კავშირში, სადაც ის რუსეთის ველური სამხრეთით მოიხიბლა. ”დაე იყოს ჩვენი სახელი დიდი” ამაღელვებელი მონათხრობია რუსეთზე და დიდი კავკასიის მთების ჩრდილოეთ ფლანგზე. ანაცვლებს რა ერთმანეთს ისტორიასა და რეპორტაჟს, ბალა ფოკუსს ჩერქზებისა და სხვა ჩრდილო კავკასიელი ხალხების (მათ შორის აფხაზების) იმ საგაზე ასწორებს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულნი. ის გვთავაზობს ძალიან იშვიათ მონათხრობს კავკასიურ ტრადიციებსა და ეტიკეტზე, ღირსებასა და სოციალურ ჩვევებზე, მათ დღევანდელ მანიფესტაციაზე. ბალას თქმით, ქცევათა ეს კოდექსი კულტურაში ”მთავრობის, ორგანიზებული რელიგიის ან ფულზე დაფუძნებული ეკონომიკის გარეშე” ვითარდებოდა. ამ სივრცეში თავშესაფრის მოძიება შეუძლებელი იქნებოდა სტუმართმოყვარეობის მკაცრი კოდექსის გარეშე, ხოლო მოგზაურები, რომელთაც ღამის გასათევი ვერ მოიძიეს, შეიძლება მძარცველებს ან კიდევ უფრო უარეს შემთხვევას ემსხვერპლონ. წიგნში ბალა მძლავრ ლიტერატურულ ილეთს იყენებს: თავიდან ის მკითხველს თანამედროვე თვითმკვლელ ტერორისტს, ან მასობრივ ხოცვა-ჟლეტას აღუწერს, შემდეგ დროში უკან გვაბრუნებს, რათა ამ მოვლენათა პირველმიზეზები გამოიკვლიოს. ეს ხერხი ეფექტურად მუშაობს, ერთი სული გაქვს ტექსტი უკან მოიტოვო და იყვირო: ”ეს ტრაგედია, ეს პაროდია ახლავე უნდა შეწყდეს” და მხოლოდ მერე აცნობიერებ, რომ ბალა აღწერს იმას, რაც ასწელეულების წინათ მოხდა. ან კიდევ: მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ბალყარების, მთაში მცხოვრები თურქული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფის რამდენიმე სოფელი გაანადგურეს. ივარაუდებოდა, რომ ეს ყველაფერი ყაბარდინო-ბალყარეთში მოთარეშე გერმანელმა სამხედროებმა ჩაიდინეს. ბალა ყვება, რომ საკითხი საბჭოთა სამხედროებმა გამოიძიეს და ძალიან საინტერესო დასკვნაც გამოიტანეს: გერმანელებმა ბალყარელები დახოცეს მას შემდეგ, რაც ამ ხალხმა მათთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხდა. ბალა წერს: ”NKVD-მ განაცხადა, რომ მან უკვე დააპატიმრა 845 ადამიანი 40, 909 ბალყარელიდან, რომლებიც ხუთ ხეობაში ბინადრობდნენ. მაგრამ უამრავი ”ბანდიტი” ჯერ კიდევ აფარებს თავს მთებს და მათ ნათესავები ეხმარებიან…” ოფიციალური ვერსია აბსურდული იყო. წლები დასჭირა იმას, რომ რეალური ისტორია ამოტივტივებულიყო. ”გერმანელი” მკვლელები საბჭოთა კავალერია აღმოჩნდა, რომელთაც NKVD-მ ბალყარელი ”ბანდიტების” ლიკვიდაციის ბრძანება მისცა. ეს მოხდა და ჯარმაც თარეში დაიწყო. იმას, თუ ვინ იყო რეალურად დამნაშავე, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან სტალინს ბალყარელებთან დაკავშირებით საკუთარი გეგმა ჰქონდა შემუშავებული: ”ღალატის, დანაშაულის და ძალადობის ნუსხა… დაუმორჩილებლობა საზარლად უნდა დასჯილიყო და ანგარიშში ერთ-ერთი ასეთი აღწერლიცაა. ”ზემოთ ჩამოთვილილიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად საკითხი გადაწყდეს ბალყარების შესაძლო დეპორტაციის გზით…”, ნათქვამია დოკუმენტში. ”ბალყარელებს პასუხი უნდა ეგოთ იმისთვის, რომ საკუთარ სახლებს მკვლელებისგან იცავდნენ. დეპორტაცია შორს არ იყო”. დეპორტაცია დაიწყო და ყველა გადარჩენილი ბალყარელი, დაახლოებით 38, 000 ადამიანი ყაზახეთში, ციმბირში და სხვა ადგილებში გადაასახლეს. ირონიულია, მაგრამ 1990 წ.წ. ერთ-ერთმა ბალყარელმა, რომელიც მასობრივ მკვლელობას გადაურჩა და რომელიც სტალინს წააგავდა, საბჭოთა ფილმში სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული სტალინის როლი შეასრულა. ირონიულია ისიც, რომ დღემდე, მიუხედავად ბალყარელების გამართლებისა, ბევრი რუსი (და არც ისე ცოტა კავკასიელი) მიიჩნევს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბალყარელები გერმანელებთან მართლა თანამშრომლობდნენ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის ოლიმპიადა კავკასიაში უნდა ჩატარდეს, ”კავკასია” და ”დაე იყოს ჩვენი სახელი დიდი” დროული წიგნებია. სწორედ ამ ადგილებში მოხდა უკანასკნელი რუსულ-ჩერქეზული ორთაბრძოლა, სწორედ აქედან გაუყენეს თავისი საგვარეულო მამულებიდან აყრილი ათასობით კავკასიელი ოტომანთა იმპერიის გზას. უამრავმა მათგანმა გზაში დალია სული (შეადარეთ ეს მე-19 საუკუნის აბორიგენი ამერიკელების თავგადასავალს. შეიძლება წარმოიდგინო, რა რეაქცია ექნებოდა მსოფლიოს ამერიკის მთავრობას ოლიმპიური სოფელი მაგალითად Little Bighorn-ში ან Wounded Knee-ში რომ აეშენებინა). 2008 წლის რუსულ-ქართული კონფლიქტის ფონზე, იმის განცხადება, რომ საქართველოს რაიმე მართებს თავისი ჩრდილოელი მეზობლის, არასწორი იქნებოდა. მაგარამ ბალა იხსენებს, რომ მე-19 საუკუნეში ქართველებმა რუსეთის ინსტიტუტებში ღირებული განათლება მიიღეს, უშუალოდ გაიცნეს ახალი ფილოსოფიური და პოლიტიკური მიმდინარეობები. ისიც მართალია, რომ დასავლელების უმეტესობა კავკასიას პირველად პუშკინის, ლერმონტოვის და ტოლსტოის ტექსტებში შეხვდა. ბალა იმაზეც წერს, რომ მეცხრამეტე საუკუნის რუსები აღფრთოვანებულები იყვნენ ალექსანდრე მარლინსკის რომანტიკული და მძაფრსიუჟეტიანი ეპიზოდებით აღსავსე სათავგადასავლო მოთხრობებით. მარლინსკი თავზეხელაღებული დეკაბრისტი იყო, ეარშიყებოდა კავკასიელ ქალებს და ესწრაფოდა ბრძოლაში სიკვდილს (ორივე მიმართულებით სასურველს მიაღწია). სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი ქვეყნები სავსებით სამართლიანად ამტკიცებენ, რომ ისინი ახალ დროებაში ცხოვრობენ, მაგრამ რომანტიკული ნარატივი რეგიონში მაინც მნიშვნელოვან ძალად რჩება. რუსების შემდეგ, შესაძლოა ყველაზე მეტად მთის ხალხით ბრიტანელები მოიხიბლნენ. დე ვაალისა და ბალას მკითხველები შეხვდებიან ფრაგმენტებს ჯონ ბედდელის ტექსტებიდან (ის წერდა კლასიკურ ტექტებს, ისეთებს როგორიცაა ”კავკასიის გაუვალი ფერდობები” და ”რუსების მიერ კავკასიის დამორჩილება), ეგზოტიკურ ფრაგმენტებს 1913 წელს გამოცემული გზამკვლევიდან, 1840 წელს, გერმანელი მოგზაურის ბარონ ავგუსტ ჰაქსგაუზენის მიერ დაწერილი წიგნიდან და ა.შ. და ა.შ. ამ წიგნებში უამრავი გასაოცარი და ამავე დროს საზარელი ამბავია აღწერილი, მაგრამ ავტორები არსდროს ტკბებიან იმით, რასაც თომას გოლცი (კავკასიით მოხიბლული კიდევ ერთი ექსპერტი) ”ბუმ-ბუმ” რეპორტაჟს უწოდებს. ავტორების მიზანი არასდროს გამხდარა ძალადობის ეპიზოდებით შოკის გამოწვევა. პირიქით, ესაა ღრმა ნაფიქარლი ულამაზეს, მაგრამ თვითდესტრუქციულ რეგიონზე, რომელშიც თვითონ თომას დე ვაალს და ოლივერ ბალას უამრავი ხიფათი გადახდენიათ და სადაც მეგობრები და კოლეგები დაუკარგავთ. მოკლედ, ამ რეგიონმა მათ ცხოვრებას დაღი დაასვა. მკითხველს, ეს წიგნები ნამდვილად აღუძრავს კავკასიაზე მეტის შეცნობის სურვილს და შესაძლოა იქ მოგზაურობაც მოანდომოს. ორიგინალი ორიგინალი
-
მტკივნეული განშორების გადატანის შემდეგ ბენს უძილობა ტანჯავს.რვა თავისუფალი საათის გადასატანად ის სუპერმარკეტში ღამის მორიგედ იწყებს მუშაობას, სადაც მთავარი ამოცანა მომსახურე პერსონალის არის დროსთან ბრძოლა. მოულოდნელად ის თავის თავში აღმოაჩენს არაჩვეულებრივ ნიჭს, რომლითაც მას დროის შეჩერების საშუალებას აძლევს, რაც ბიძგს აძლევს მის ხელოვნების ტალანს. View the full article
-
ფილმის გმირი ერთი შეხედვით პატიოსანი ამერიკელია , იგი შერიფის მოადგილედ მუშაობს , მაგრამ მისი წესიერი სახე მხოლოდ მასკაა. სინამდვილესი ახალგაზრდა დაუნდობელი მკვლელია... View the full article
-
ეროტიკული კომიქსი (რუსულად) 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg შარლოტა მენეგო გასულ კვირაში, ნიცაში, ქართული ბანდის ორი წევრი დააკავეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დანაშაულებრივი ქსელები, საფრანგეთის ხელისუფლებაში სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. გასულ კვირას, ნიცას კრიმინალურმა პოლიციამ ბანდიტური დაჯგუფების, ოცდაათწლამდე ასაკის ორი ქართველი მეთაური დააკავა. „ერთ–ერთი მათგანი ესპანეთში ფულის გათეთრების ცნობილი საქმის მონაწილეა და ექსტრადაციის მოლოდინშია. მეორე კი ეჭვმიტანილია სხვა ქართველი ბანდიტის მკვლელობის ორგანიზებაში. ეს ფაქტი ქალაქ ნიცაში, ერთ–ერთ სახლში მოხდა, დანაშაული მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ“, – ამბობს გამომძიებელი. კავკასიური წარმომავლობის (ძირითადად საქართველოდან, ჩეჩნეთიდან და სომხეთიდან) დანაშაულებრივი ქსელი განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს ნიცას ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რის გამოც პოლიცია განსაკუთრებულ სიფხიზლეს იჩენს. „ეს პრობლემა ახლახანს გაჩნდა. დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს ჯგუფები ჩვენს სანაპიროზე გააქტიურდნენ“, – აცხადებენ ნიცას პოლიციაში. გასულ ხუთშაბათს, კავკასიურმა ბანდამ განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი. ოთხი ჩეჩენისგან შემდგარმა ჯგუფმა პოლიციელი მაშინ სცემა, როდესაც ის სიგარეტს ყიდულობდა. „სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელს სახის არეში უამრავი დარტყმა მიაყენეს და შემდეგ მოსაკლავად განწირული, ორ ავტომანქანას შორის ჩააგდეს“, – ყვება პოლიციის პროფკავშირების წარმომადგენელი ლორან ლობრი და დასძენს, რომ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალი, არანაირ წესებს არ ექვემდებარებიან და ხშირად სერიოზულად არიან შეიარაღებულები“. თუმცა ამ კრიმინალური დაჯგუფების ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელი – კოსპირაციაა. მარტში ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ევროპული ოპერაციის შემდეგ, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ კრიმინალები საგანგებოდ ყოველთვის კარგად ჩაცმულები არიან და პოლიციის ყურადღება რომ არ მიიპყრონ, ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ. მაფიის თავკაცებიც კი საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების წესს მისდევენ. ოპერაცია „იავას“ წყალობით, 69 პირის დაკავება მოხერხდა, მათგან ოთხი მეთაურის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია და შვეიცარია). მათგან 3 საფრანგეთში დააპატიმრეს. მრავალი კვირის განმავლობაში გამომძიებლები სწავლობდნენ ქურდობის, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეებს, ფულის გათეთრების ოპერაციებს, ფულის გამოძალვისა და მკვლელობების დაგეგმვის ფაქტებს. „ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაცია“ გამოძიებამ, ამ დაჯგუფებათა შემადგენლობა ამხილა, რომლებსაც კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ („კანონიერი ქურდები“ – ქართული და რუსული მაფიის თავკაცები). „ეს არის ერთ–ერთი ყველაზე უკეთ სტრუქტურირებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია ევროპაში, რომელიც თითქმის სამხედრო წესებით მოქმედებს“, – აღნიშნავს კრიმინოლოგი ალენ ბოე. „ჯგუფები ევროპის მრავალ ქვეყანაში არიან გაფანტული. თითოეული ჯგუფი, რეგიონალური ზედამხედველს ექვემდებარება, რომელიც შემოსავლის 10%–ს იღებს“, – ამბობს იგი. „ამ ფულით საერთო სალარო ივსება და საიდანაც შესაბამისი ღონისძიებების ფინანსდება“. ერთ–ერთი გამომძიებლის აზრით, რეალურად ფული ხშირად სხვადასხვა მომგებიან საქმეში, მაგალითად ნავთობისა და ნარკოტიკების ბიზნესში იდება“. მისი თქმით „მათი საფრთხე არამხოლოდ იმ სასტიკი მეთოდებშია, რომელსაც იყენებენ, არამედ ეკონომიკურ ძალაუფლებაში, რომელსაც აღწევენ“. მისივე თქმით, ეს კრიმინალური დაჯგუფებები დასავლეთის ქვეყნებში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მათ ქვეყნებში მათ წინააღმდეგ დიდი წმენდები განხორციელდა“. ორიგინალი ორიგინალი
-
2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ მაგისტრის ხარისხის მფლობელ ალექსანდრე კვიტაშვილს საშუალება მისცა, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა. ჯერ უცნობია, რექტორის არჩევნებზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიტაშვილს მთავრობის მხარდაჭერას უკვე დაჰპირდა. ჯერ კიდევ ორი თვის წინათ, პროფესორის აკადემიური ხარისხის არქონის გამო, ყოფილ შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოვალეობის შემსრულებლად ვერ აირჩევდნენ. 2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონში აკადემიურ ხარისხთან დაკავშირებით ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნა. 2010 წლის 16 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. ცვლილების მიხედვით, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის რექტორის თანამდებობის დაკავებისას, აღარ არის სავალდებულო, რექტორის კანდიდატურაზე წარდგენილ პირი პროფესორი იყოს, რაც ცვლილებებამდე 22–ე მუხლის მე–2 პუნქტით იყო გათვალისწინებული. ცვლილების შედეგად, მხოლოდ მაგისტრის ხარისხის მქონე მინისტრი (მასკის პროგრამაში გამარჯვების შედეგად, ჩაირიცხა ნიუ იორკის უნივერსიტეტში http://moh.gov.ge/page.php?51) თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. 16 ივლისს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 22–ე მუხლის მე–3 პუნქტს დაემატა 31 პუნქტი; „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შეიძლება განისაზღვროს რექტორობის კანდიდატისათვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.“ ამ პუნქტის ჩამატებით, რექტორის კანდიდატურაზე არჩევნებისას, შესაძლებელია, ბაკალავრის ხარისხის მქონე პირმაც წარადგინოს საკუთარი თავი. 31 აგვისტოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თანამდებობიდან წასვლის განცხადება დაწერა. იმავე დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილი თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, საბჭოს 8 წევრის თანხმობით, აირჩია. კვიტაშვილის უალტერნატივო კანდიდატურა საბჭოს წევრებს ყოფილმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ სურგულაძემ წარუდგინა. მიუხედავდ იმისა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა მინისტრის პოსტი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის გამო დატოვა, ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის, იყრის თუ არა კენჭს რექტორის არჩევნებზე. 31 აგვისტოს, საღამოს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა. სააკაშვილმა კვიტაშვილის დროებით რექტორის თანამდებობაზე არჩევა მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ესაუბრა: ,, განათლებაში უმაღლესი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვლაპარკობთ კომპიუტერებზე, უცხო ენის სწავლებაზე, პირველ რიგში, ინგლისურის. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტის დიპლომი არ უნდა გაიცემოდეს საქართველოში, თუ ადამიანმა ერთი უცხო ენა მაინც არ იცის. რა ფაკულტეტზეც არ უნდა იყოს სტუდენტი, თუ მან ენები არ იცის, ეს არ არის საუნივერსიტეტო განათლება. ამის დანერგვას დრო დასჭირდება, მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს დღეს უნდა მოხდეს. თანამედროვე მსოფლიოში საგზურს ვერ მისცემ მას, ვინც ენა არ იცის. ვერც ენა და ვერც კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს ფუნდამენტურ განათლებას. ენა და კომპიუტერი – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ის შეიძლება გამოიყენო ცუდი მიზნებითაც, სიბნელე გაავრცელოს ვიღაცამ ინტერნეტით და გაავრცელოს განათლებაც. რამდენად გამოიყენებ ამას სწორი მიზნით, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაქვს ფუნდამენტური განათლების სტანდარტი მაღალი. ამიტომ, რაც პოტენციალი არსებობს, უნდა გადავარჩინოთ. ჩვენ ბევრი რაღაცა დავკარგეთ გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ რაც არსებობს, ის უნდა გადარჩეს და განვითარდეს და უნდა დაინერგოს ახალი სტანდარტები, – ბოლოსკენ სააკაშვილმა კვიტაშვილი შეაქო და დახმარებასაც დაჰპირდა, – მმართველობის ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ასევე მიღებული გაქვთ ფუნდამენტური განათლება და იმედია, რომ ამ ყველაფერს ქვეყნის საკეთილდღეოთ გამოიყენებთ. ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით, მოგცემთ დამატებით ფინანსებს, მატერიალური წახალისება უნდა გაიზარდოს. განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქართულ სახელმწიფოს არ აქვს, ამიტომ ყველაფერს, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია, გააკეთებს’’. რატომ შეხვდა პრეზიდენტი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას რექტორის არჩევნებში? რატომ ესაუბრა მას უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე? და თუ არ აქვს გადაწყვეტილი კვიტაშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რატომ გაცვალა მან მინისტრის თანამდებობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე? სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დეკემბერში გაიმართება. ექსპრეტი განათლების საკითხებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მართვის ინსტიტუტის პროექტის დირექტორი, სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ საკუთარი მთავრობის წევრის მიმართ გამოთქმული ღია მხარდაჭერა უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს ყოფილ მინისტრს რექტორობის სხვა კანდიდატებს შორის, თუ ის მონაწილეობას მიიღებს რექტორის არჩევნებში. ასეთი მხარდაჭერა ასევე გავლენას იქონიებს საბჭოს წევრებზეც. ,,მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ფაქტი პოლიტიკური ელიტის მხრიდან განიხილება დანიშვნად და არა არჩევად, რაც უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის იდეას ანგრევს. ასეთი დამოკიდებულება ამცირებს იმ აკადემიური საბჭოს ძალაუფლებას, რომელსაც რეალურად უნდა ჰქონდეს უფლება, ეს ადამიანი აირჩიოს, ან არ აირჩიოს, – ამბობს ჯანაშია, თუმცა ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივესიტეტზე კონტროლის მექანიზმების გამკაცრება თსუ–დან ხუბუას წასვლით უფრო კარგად გამოჩნდა, – რეალურად, სახელმწიფო ზეწოლის გამო წავიდა წინა რექტორი. ის უფრო ნიშანდობლივია, რომ სახელწიფოს უნდა მეტი კონტროლი ჰქონდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, ვიდრე ის, თუ ვინ გახდება შემდეგი რექტორი’’. ახალაგზარდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ლალი პეტრიაშვილის განმარტებით, ,,განათლების შესახებ კანონში’’ არ არის ჩადებული ცალკე პუნქტი, რომელიც ხელისუფლებლებას პირდაპირ აუკრძალავს ჩარევას უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობაში, თუმცა დამოუკიდებლობის პრინციპები კანონში გათვალისწინებულია. საიას იურისტი, ლალი პეტრიაშვილი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით მეცნიერების დარგების თავისუფალ, სამართლიან და სოციალური სამართლიანობის გარემოში განვითარებას (,,განათლების შესახებ კანონი’’ მე–03 მუხლის პირველი ნაწილის ,,ჩ“ ქვეპუნქტი). გარდა ამისა, აკადემიური საბჭო, რომელიც უნივერსიტეტს მართავს, აირჩევა თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე. უნივერსიტეტის რექტორი კი, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებებს ასრულებს, ასევე აირჩევა ფარული კენჭისყრით საბჭოს მიერ. ,,ნეტგაზეთი“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებსაც ესაუბრა. ქეთევან მარშავა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენელი, ამბობს, რომ კანონში შეტანილ ცვლილებაზე საბჭომ უკვე იმსჯელა. ,,ეს საკითხი მეც მაღელვებს, თუმცა კანონი კანონია, ამიტომ საბჭო აცილებას ვერ მისცემდა ამ ადამიანს იმის გამო, რომ მას პროფესორის ხარისხი არ აქვს. ეს შეზღუდვა კანონში მოიხსნა“. ზურაბ დავითაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელი საბჭოში, ფიქრობს, რომ პროფესორის ხარისხის აუცილებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქციები ექნება უნივესიტეტის რექტორს. თუ რექტორი მხოლოდ მეცნიერებისა და სწავლის პროცესს გაუძღვება უნივერსიტეტში, მაშინ პროფესორობის ხარისხის ქონას დავითაშვილი აუცილებლად მიიჩნევს. ,,თუ რექტორმა პასუხი უნდა აგოს იმაზეც , ვთქვათ, ტენდერი როგორ ჩატარდება, თანხები როგორ დაიხარჯება უნივერსიტეტში, უნივესიტეტის სასადილოდან ჭიქები და თეფშები არ დაიკარგოს, მაშინ აღარ არის საჭირო, რომ იგი პროფესორი იყოს. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად, საჭიროება მეტია, იყოს კარგი მმართველი’’, – გამარტავს დავითაშვილი. იმისათვის, რომ პირს ასისტენტ– პროფესორის ხარისხი მიენიჭოს, აუცილებელია იყოს დოქტორანტი ან დოქტორის ხარისხის მფლობელი; ასოცირებული პროფესორს, დოქტორის ხარისხთან ერთად, უნდა ჰქონდეს სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება და ასევე – გამოქვეყნებული შრომები; სრული პროფესორი კი უკვე კონკრეტული დარგის სპეციალისტია - ამ დარგში უკვე ცნობილი, წამყვანი სპეციალისტი. სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც წესი, ფაკულტეტზე ერთი სრული პროფესორია, კათედრის ხელმძღვანელი. 29 სექტემბერს აკადემიური საბჭოს 12 წევრიდან რვას საბჭოში ყოფნის ვადა ეწურება. უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებამდე თსუ–ს საბჭო ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდება. დეკემბერში კი თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორს საბჭოს ახალი წევრები ძველებთან ერთად აირჩევენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/a1260373956-150x150.jpgახალგორის ერთადერთ მოქმედ სკოლაში სწავლა რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სასწავლო პროგრამით დაიწყო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/davitaia.jpg itvს ლინკი