planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://s52.radikal.ru/i137/1009/5f/234e69a7a8f6.jpg როი ჰოჯსონი იანვარში მოსკოვის ცეესკას ფლეიმეიკერის, კეისუკი ჰონდას შეძენას გეგმავს. საზაფხულო ტრანსფერების პერიოდში როიმ ფეხბურთელების გაყიდვით გარკვეული თანხა დააგროვა და სწორედ ამ თანხით შეეცდება იგი ჰონდას შეძენას. როგორც იცით ლივერპულის ბოსი გეგმავდა თავდასხმის ხაზის გაძლიერებას, მას იმედი ჰქონდა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოახერხებდა კარლტონ კოულის, ან რომან პავლუჩენკოს გადმობირებას, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა ისინი თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. ამჟამად როი აპირებს მეტი კრეატიულობა შესძინოს დახევარდაცვას და იმედოვნებს, რომ იაპონელი კარგად მოამარაგებს საგოლე გადაცემებით “გაღარიბებულ” შეტევის ხაზს. კეისუკი ჰონდამ საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე და მან გამოთქვა სურვილი პრემიერ ლიგაში თამაშის. რუსეთის ლიგა მთავრდება ნოემბრის ბოლო კვირას და 24 წლის ფლეიმეიკერს შეეძლება გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს კარიერას. ჰონდა შეფასებულია 12 მილიონად. მისით ასევე რაფა ბენიტესიც იყო დაინტერესებული ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იაპონელი ჰოლანდიაში თამაშობდა. ლივერპულის გარდა მისით ბევრი სხვა ტოპ კლუბი იყო დაინტერესებული. ის გამოირჩევა ბურთის კონტროლით, კარგი პასებით და საჯარიმო დარტყმებით. View the full article
-
უიღბლოები – სპეცდანიშნულების ცენტრალური ბიუროს რაზმი განსაკუთრებული ოპერაციებისთვის. ერთერთი ასეთი ოპერაციის დროს ისინი შემთხვევით გადაეყრებიან ერთ უსიამოვნო ორგანიზაციის საიდუმლოს. ორგანიზაციას ურჩევნია ისინი გზიდან მოიშოროს, მაგრამ უიღბლოები მოახერხ ამ მახედან თავის დაღწევას. მათი მიზანია – საიდუმლო აგენტი მაქსი, რომელიც დგას ყოველი ბინძური საქმის უკან... IMDB Rating: 6.6/10 (6,608 votes) View the full article
-
პანიკური შეტევა მოუვიდა მიუხენის ბაიერნისა და გერმანიის ლეგენდას,მეჰმედ შოლს.იგი პირდაპირ ეთერში იყო გერმანიისა და ბელგიის ევროპის შესარჩევი მატჩის წინ,როცა ეს ყველაფერი მოხდა... იხილეთ fanebi.com
-
http://a.pix.ge/h/fn2c6.jpg გუშინ ლივერპულთა ფეხბურთელებმა ეროვნულ ასპარეზზე კარგად დაგვამახსოვრეს თავი… ინგლისი – ბულგარეთი 4:0 გოლები: დეფო (3, 61, 86), ადამ ჯონსონი (83) სტივენ ჯერარდი: 90 წუთი + 1 საგოლე გადაცემა *6,5 გლენ ჯონსონი: 90 წუთი *6,5 ესპანეთი – ლიხტენშტეინი 4:0 გოლები: ტორესი (18,54), ვილა (26), სილვა (62) ფერნანდო ტორესი: 58წუთი+2 გოლი *8,0(მატჩის საუკეთესო მოთამაშე) სან მარინო – ჰოლანდია 0:5 გოლები: კიუიტი(16პენ), ჰიუნტელაარი(38,48,67), ვან ნისტერლოი(90′) კიუიტი: 68 წუთი + 1გოლი *7,0 პორტუგალია – კვიპროსი 4:4 გოლები: ალონეტიფსი(3), უ.ალმეიდა(8), კონსტანტინო(11), მეიერლეში(29), დანი(50), ოკასი(57), მ.ფერნანდესი(60), ავრაამი(89) რაულ მეიერლეში: 90 წუთი + 1 გოლი *6,5 სლოვაკეთი – მაკედონია 1:0 გოლი:ჰოლოსკო(90′) მარტინ შკრტელი: 90წუთი + ყვითელი ბარათი *7,0 ფარერები – სერბეთი 0:3 გოლები: ლაზოვიჩი (14), სტანკოვიჩი (18), ჟიგიჩი (90′) მ. ივანოვიჩი: 90 წუთი + 1 საგოლე პასი *6,0 * Goal.com შაფასება View the full article
-
როცა ლონდონში ფარულად ხვდება ბრილიანტების შეტაანა, საქმეს ხელს ჰკიდებს შერლო ხოუმსი, რომელსაც ეხმარება ტომი და ჯერი და იწყება გამოძიება... View the full article
-
http://b.pix.ge/b/sonro.jpgლივერპულის ლეგენდამ ფილ ტომსონმა მისცა ინტერვიუ გაზეთ ”Liverpool Echo”-ს, სადაც ისაუბრა ფერნანდო ტორესზე და მის დანიშნულებაზე “წითლებში” … ”მე შეშფოთებული ვარ, როიმ ვერ შეძლო თავდამსხმლის გადმობირიება და მინიმუმ ზამთრის ტრანსფერამდე ტორესი მარტოდ-მარტო დატოვა თავდასხმაში. მხოლოდ ტორესი და ნგოგი კი ნამდვილად არ არის ის ძალა, რაც “ლივერპულისთვისაა” საჭირო. ყველა ტოპ კლუბს ჰყავს 4 მაღალი დონის ფორვარდი, ჩვენს გუნდში კი ასეთი სიმდიდრე არაა.” “ჩვენ დამოკიდებულები ვართ მხოლოდ ფერნანდო ტორესზე, რომელიც ბოლომდე გამოჯამრთელებული ჯერ კიდევ არაა, მიუხედავად ნგოგის ბრწყინვალე ფორმისა მას მაინც არ აქვს საკმარისი გამოცდილება პრემიერ ლიგაში სათამაშოდ.” “როი არ მალავდა, რომ მას სურდა კარლტენ კოული ეხილა თავის გუნდში, თუმცა კლუბები თანხასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. ამ ტრანსფერის ჩაშლაზე დიდად არ მწყდება გული. მას იმანაც შეუშალა ხელი, რომ ლივერპული ძირითადად ერთი ცენტრალური თავდამსხლით თამაშობს . მართალია, ტორესი ტოპ ფეხბურთელია და დამოუკიდებლად შეუძლია მატჩში გარდატეხის შეტანა, თუმცა ხშირად ის ტრამვირებულია ... ბოლო შეხვედრაში გუნდი კარგად გამოიყურებოდა. მოგება ამ თამაშის აუცილებელი იყო და ასევე აუცილებელი იყო კარის მშრალად შენახვა, რაც ფეხბურთელებმა მოახერხეს კიდეც.” View the full article
-
გუშინ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თავისი პირველი მატჩი ბევრმა წამყვანმა ნაკრებმა გამართა, რომელთაც საქართველოშიც უამრავი გულშემატკივარი ყავთ და მათ თამაშებს მუდამ დიდი ინტერესი სდევს ხოლმე თან. ვითვალისწინებთ რა იმას, რომ დიდი შანსია, ბევრმა თქვენგანმა ვერ შეძლო საყვარელი გუნდის მატჩისთვის თვალისმიდევნება, წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითადი შეხვედრის მთლიან ჩანაწერს გადმოსაწერ რეჟიმში იხილეთ fanebi.com
-
რამდენიმე წუთის წინ თურქეთის ქალაქ საქარიაში დასრულდა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, სადაც თურქეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ქართველ თანატოლებს უმასპინძლა და ჰასან ალი კალდიმირის ავტოგოლის წყალობით 0:1 დამარცხდა. თურქმა მცველმა გოლი ქართველთა სასარგებლოდ 50–ე წუთზე გაიტანა. იხილეთ fanebi.com
-
მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მაურინიოს ცუდი სიახლეები დაებედა. ამჯერად მან თავად განაცხადა, რომ უკანასკნელ ვარჯიშზე მარსელომ მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანს ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. იხილეთ fanebi.com
-
ალჟირის საფეხბურთო ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცი რაბაჰ საადანი დაკავებული პოსტიდან მას შემდეგ გადადგა,რაც მისმა გუნდმა აფრიკის შესარჩევზე ტანზანიასთან სენსაციური ფრე 1-1 ითამაშა. იხილეთ fanebi.com
-
გოგონების ეკრანის შპალერები სულ 230 სურათი View the full article
-
2008 წელს მსოფლიო შეირყა, ვინაიდან გაიგო ტონი სტარკის შესახებ - მულტიმილიონერი, პლეიბოი და გენიალური ინჟინერი, რომელმაც რკინის კაცის აღჭურვილობით შეიმოსა, 2010 წელს თქვენ კვლავ შეხვდებით ტონი სტარკს - ამჯერად ის ეჯახება რუს ბიზნესმენს და მომაჯადოებელ აგენტს IMDB Rating: 7.4/10 (53,968 votes) View the full article
-
ბიზნესმენი ვიქტორი თავის ცოლთან სოფიასთან ერთად მივლინებაში მიდის ვერონაში, მსოფლიოში ყველაზე რომატიკული სიყვარულის ქალაქში – რომეო და ჯულიეტას სიყვარულის. სოფია ვიქტორის გარეშე სცდილობს მოწყინებას თავი გაართვას და შეუერთდება ჯგუფს, როელიც პასუხობს სასიყვარულო გზავნილებს, რომლებიც ვერონაში მსოფლიოს მთელი ქვეყნიდან მოდის. ერთხელაც მას ხელში ჩაუვარდება 1951 წელს გამოგზავნილი წერილი დიდი ბრიტანეთდან, რომელშიც ვინმე კლერ სმიფი წერს თავის უსაზღვრო სიყვარულზე იტალიელის მიმართ ... IMDB Rating: 6.3/10 (2,998 votes) View the full article
-
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი წესით სახელმწიფო ქონების განაწილება უკვე მასშტაბურ სახეს იღებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა 70-მდე ობიექტი გააჩუქა, ზოგჯერ სიმბოლურ და ხშირად მიზერულ თანხად. გაზიარება [ლანა ბერიძე. 23:46 03-09-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIFQ-m0NhZI/AAAAAAAAEAo/4652z6K-0OE/s200/2010-03-11.jpgაქედან 5 საქმე სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ შეისწავლა. კერძოდ, როგორ გადასცა მიზერულ თანხად პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ს რამდენიმეათასიანი ქონება, ასევე, როგორ აჩუქა 1 აშშ დოლარად ტელეკომპანია "რეგიონ ტვ-ს" ("ალანიას") მთაწმინდაზე ქონება, საკრებულოს წევრ ინგა გრიგოლიას მამას რომან გრიგოლიას როგორ მისცა მიზერულ თანხად პეკინზე მიწა, ასევე როგორ დაასაჩუქრა საკონსტიტუციო სასამართლოს 10 მოსამართლე ძვირადღირებული სახლებით. ამას ეხებოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც გუშინ "ფონდ ღია საზოგადოება საქართველო"-ს ოფისში გაიმართა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე მოთხრობილია ტელეკომპანია "რეალტივი"-ს ოფისის შესახებ. "რეალტივის" ოფისი გორგასლის ქუჩაზე 3-სართულიან სახლშია განთავსებული. "სტუდია მონიტორი"-ს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით ეს სახლი "რეალტივის" არ ეკუთვნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, აწ გარდაცვლილი დავით კეკუას ოჯახის საკუთრებაა. "მონიტორის" ჟურნალისტმა ვერც სახლის რეალური მფლობელებიდან და ვერც ტელევიზიის ხელმძღვანელებიდან ვერ მიიღო პასუხი, თუ რის საფუძველზე გადაეცათ განკარგვის უფლებით ეს სახლი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს. ფილმის მიხედვით დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო საკუთრებას უმრავლეს შემთხვევაში სიმბოლურ ან მიზერულ ფასად განკარგავს. იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას ბადებს. საქართველოს კანონმდებლობით პრეზიდენტს არ აქვს უფლება, სახელმწიფო ქონება ამ ფორმით განკარგოს და გაასაჩუქროს. თუ რის საფუძველზე ან რა მოტივაციით გააჩუქა პრეზიდენტმა ზემოთ ჩამოთვლილი ქონება, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღეს. ფილმში ნაჩვენები გამოძიების მიხედვით, პრეზიდენტმა მიზერულ თანხად ქონება გადასცა მუსიკოს დავით ფორჩხიძეს. კერძოდ, 137 კვ მეტრი ფართი პეკინზე ფორჩხიძეს 14 ათას ამერიკულ დოლარად გადაეცა. ექსპერტების შეფასებით, ეს ფართი ბევრად მეტი - დაახლოებით 100 ათასამდე დოლარი ღირს. თავად მუსიკოსი მიზერულ თანხად ქონების შეძენას მისი გამორჩეულობით ხსნის "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად ჟურნალისტს ინფორმაცია არ მიაწოდა, თუ რის საფუძველზე მისცა პრეზიდენტმა ფორჩხიძეს ქონება მიზერულ ფასად. მეტად საინტერესო შემთხვევაა, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის 10 მოსამართლეს, ბათუმში პრეზიდენტმა სახლები გადასცა ასევე სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, რეალურად ამ სახლების ღირებულება ბევრად მეტია. თავად მოსამართლეების მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ამ სახლების ღირებულება რამდენიმე ათასია, 120 ათასი, 250 ათასი და ასე შემდეგ. მთლიანობაში 10 მოსამართლისთვის 10 ათას ლარად გადაცემული 10 სახლის ღირებულება მოსამართლეების მიერ შევსებული დეკლარაციების საფუძველზე 700 ათასი ლარია. თუმცა, როგორც ბათუმელი უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, ამ სახლების ღირებულება კიდევ უფრო მეტია. საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მგელაძეს პასუხი ვერ გასცეს, თუ რის საფუძველზე აიღეს ეს ქონება მოსამართლეებმა. 1000 ლარად გადაცემული სახლები 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ პირდაპირ მოსამართლეების საკუთრებაში გადადის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს კი 10 წლიანი ვადით ირჩევენ, ანუ 10-ვე სახლი უკვე მათი საკუთრებაა. რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, პრეზიდენტმა ამ ტელეკომპანიას საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე 226 ათასი კვ მეტრი მიწა გადასცა. ეს ის ადგილია, სადაც პროექტ "ვარსკვლავების აკადემია" მიმდინარეობდა და შენობაც ჩამოინგრა, რის ნიადაგზეც ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ადგილზე მიწის ღირებულება ძალიან ძვირია, ამავე მიწაზე 19 შენობა დგას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შენობები დაზიანებულია, მონიტორის ჟურნალისტმა მხოლოდ მიწის ღირებულება დაიანგარიშა და გამოვიდა, რომ "რუსთავი 2"-ს ერთ კვ მეტრში 40 ლარი აქვს გადახდილი მაშინ, როდესაც მერიას კანონის მიხედვით საბურთალოზე 1 კვ მიწის ნაკვეთის გაყიდვა 68 ლარზე ნაკლებად არ შეუძლია. აქაც კანონი დარღვეულია. აქაც რეალურად, ბიუჯეტმა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა, თუმცა რა მოტივაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც ამაზე გასცეს ჟურნალისტს პასუხი. რაც შეეხება ტელეკომპანია "ალანიას", აწ უკვე "რეგიონ ტვ", ამ არხს პრეზიდენტმა მთაწმინდაზე ზუბალაშვილების #34-ში 234 კვ მიწა სიმბლურ ფასად - 1 ევროდ აჩუქა. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში "მონიტორის" ჟურნალისტს ვერც არხის ხელმძღვანელობამ და ვერც ადმინისტრაციამ პასუხი ვერ გასცა. ფილმში ასევე საუბარია რომან გრიგოლიას, საკრებულოს წევრის ინგა გრიგოლიას მამას, როგორ მიჰყიდეს მიზერულ თანხად მიწის ნაკვეთი პეკინზე. კერძოდ 1310 ლარად რომან გრიგოლიამ 30-დან 50 ათას დოლარამდე ღირებულების ქონება შეიძინა. თავად რომან გრიგოლიამ "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა. ინგა გრიგოლია კი აცხადებს, რომ მამის ბიზნესთან მას შეხება არ აქვს, თუმცა რამდენიმე წლის წინათ ეს ქონება დროებით ინგა გრიგოლიას სახელზეც კი იყო გაფორმებული. ამის მიუხედავად გრიგოლია ამბობს, რომ რომან გრიგოლია იმიტომ, რომ ინგა გრიგოლიას მამაა, ბიზნესსაქმიანობას ვერ აიკრძალავს. გრიგოლია ვერც იმაზე პასუხობს, თუ რა დამსახურებისთვის გადაეცა მამამისს მიზერულ თანხად ქონება. რაც შეეხება ტელეკომპანია "რეალტივის" ფაქტს, აქ უფრო ბუნდოვანი შემთხვევაა - სახლი, სადაც "რეალტივის ოფისია", რეალურად ყოფილი შსს მაღალჩინოსნის, დავით კეკუას სიმამრს იაშა ბოჭორიშვილს ეკუთვნის, შეგახსენებთ, რომ, ოფიციალური ვერსიით, დავით კეკუამ 2008 წელს ციხეში თავი მოიკლა. "მონიტორის" ჟურნალისტი გარდაცვლილი კეკუას მეუღლესა და ოჯახის წევრებს ესაუბრა, მაგრამ მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ჟურნალისტმა ასევე მიმართა "რეალტივის" კითხვით, თუ რის საფუძველზე არის მათი ოფისი განთავსებული ამ სახლში, ასევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს "რეალტივი"-ს, მაგრამ ტელეკომპანიიდან პასუხი ვერ მიიღეს. ჟურნალისტი ასევე ეცადა, მოეპოვებინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სახლის ან ქირავნობის ან გირავნობის შესახებ, მაგრამ ასეთი დოკუმენტი საჯარო რეესტრში არ არსებობს. კითხვის ნიშნებს გარდაცვლილი კეკუას ოჯახის წევრების დუმილი და "რეალტივის" მიერ პასუხის გაცემაზე უარი კიდევ უფრო ამძაფრებს. თავად სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ 26-წუთიანი ფილმი თავად სცემს ძალიან ბევრ კითხვას პასუხს. "ფილმში ნაჩვენები ყველა შემთხვევიდან ნათელია, რომ პრეზიდენტი სხვადასხვა პირებს ჩუქნის ქონებას, ძირითადად მის მხარდამჭერებს, რისი უფლებაც, იურისტების განცხადებით, მას არ აქვს. გამოდის, რომ ფორმალურად პრეზიდენტი კანონს არ არღვევს, მაგრამ რეალურად კანონი დარღვეულია. 1000 ლარად რომ 120 ათასის ღირებულების ქონებას ყიდი, დანარჩენი 119 ათასი სად მიდის? გამოდის, რომ ნაჩუქარია და კანონი დარღვეულია",- განუცხადა "რეზონანსს" ნინო ზურიაშვილმა. მედია ექსპერტი ია ანთაძე აცხადებს, რომ აქ საქმე კორუფციის ნაირსახეობასთან გვაქვს."ფილმი ძალიან მომეწონა. პრაქტიკულად არ იყო ფილმში არაფერი, რამაც კითხვები დამიტოვა. რაც შეეხება ამ ფაქტების შეფასებას, ეს არის კორუფციის ნაირსახეობა და როდესაც პრეზიდენტი გადასცემს მიზერულ თანხად ამხელა ქონებას ადამიანებს ან ორგანიზაციებს, ამის მიღმა აუცილებლად იმალება პოლიტიკური ლოიალობა პრეზიდენტის და მისი გუნდის მიმართ.ძალიან საინტერესოა თავად ქონების მიმღები პირებისა და ორგანიზაციების ვინაობა. ერთი, ეს არიან მოსამართლეები. ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსებობის საკითხი ამ ფილმის მერე კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, და მეორე, ეს არის მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვისთვის. აქაც მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი, მესამე კი, არის პირდაპირი პრეზიდენტის და ხელისუფლების პიარი, ამ შემთხვევაში დათო ფორჩხიძის სახით. ასე რომ, ყველაფერი კეთდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამისთვის ადამიანებს ჩუქნიან რაღაცებს მიზერულ ფასად, რაშიც ცვლიან პოლიტიკურ ლოიალობას", - განუცხადა "რეზონანსს" ფილმის ჩვენების შემდეგ მედია ექსპერტმა ია ანთაძემ. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, რომლის ფონდმაც ეს გამოძიება დააფინანსა, ამბობს, რომ ახლა მთავარია, ამ გამოძიების შედეგად დაიწყოს სასამართლო მოკვლევა. "ეს საქმე აქ არ უნდა დამთავრდეს და არ დაივიწყოს საზოგადოებამ, რადგან როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გამოძიება კეთდება, აუცილებელია, მას ლოგიკური და სამართლიანი გაგრძელება მოჰყვეს". რესპუბლიკური პარტიის წევრი სოფო ხორგუანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს, მიზერულ და სიმბოლურ თანხად ვინმეს სახელმწიფო ქონება მისცეს. ეს არც ერთ კანონში არ წერია. "ყველა ქმედება, რომელიც ფილმში ვნახეთ, არის ანტიკონსტიტუციური, მაგრამ როგორ შეიძლება კონსტიტუციურობაზე საუბარი, როდესაც სწორედ ის ადამიანები იღებენ პრეზიდენტისგან საჩუქრებს, რომლებიც კონსტიტუციის სადარაჯოზე უნდა იდგნენ, ანუ მოსამართლეები. პრეზიდენტის ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე ისინი ხმას ვერ ამოიღებენ, რადგან თავად არიან ამ უკანონობის მონაწილეები. პრეზიდენტის ყველა ეს განკარგულება არის ანტიკონსტიტუციური და მათი ბათილად ცნობა შეიძლება, მაგრამ სად უნდა დააყენო ეს საკითხი, როდესაც თავად მოსამართლეების მოსყიდვას ემსახურება ეს ჩუქება და ისინი თავად არიან ამ დანაშაულში ჩარეულნი?" - განუცხადა "რეზონანსს" სოფო ხორგუანმა. მისივე თქმით, ამ ყველაფერში მედიაც არის გარეული, თან ძალიან ცუდად, და ამის მაგალითია ისიც, რომ ფილმის ჩვენებაზე არც ერთი ნაციონალური არხის ჟურნალისტი არ მივიდა გასაშუქებლად. "რეზონანსი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://www.rantaboutfootball.com/blog/wp-content/uploads/2009/08/Jonjo-Shelvey.jpg ჯონჯო შელვი შეიძლება ახლა იწყებს პროფესოინალურ კარიერას, მაგრამ ხუთშაბათს მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა სანაკრებო მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ. ლივერპულის ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისის 19 წლამდე ნაკრებს უკაპიტნა და გოლიც გაიტანა საჯარიმო დარტყმით. საბოლოოდ ინგლისმა 2-0 დაამარცხა სლოვაკეთის ნაკრები. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, ამ დღეს მის დას ბავშვი შეეძინა და ჯონჯო უკვე ბიძა გახდა! მან ასევე განახცადა, რომ ვერ ითმენს ისე უნდა ბავშვის ნახვა. “ეს დიდებული დღე იყო ჩემი ოჯახისთვის, ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის დიდი სიხარულია.” “ნაკრებმა საკმაოდ კარგად ითამაშა, დაწყებული მეკარიდან დამთავრებული ცენტრალური ფორვარდით. ასეთ მაღალ დონეზე თამაში საკუთარი ნაკრებისთვის ძალიან კარგია.” “გუნდში აშკარად გამარჯვების მენტალიტეტია, გვყავს რამოდენიმე საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშე.” “ჩვენ მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, მეც მქონდა რამოდენიმე კარგი შანსი, მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც კარგი თამაში ვაჩვენეთ. მცველებმა განსაკუთრებით კარგად ითამაშეს.” მატჩში თავი გამოიჩინა ასევე ლივერპულის ახალგაზრდა ფეხბურთელმა მაიკლ ნგოომ, რომელმაც პირველივე ტაიმში დააწინაურა ინგლისელები. View the full article
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/09/24/article-1215758-0307B2330000044D-730_468x286.jpgჯეიმის იმედი აქვს, რომ შაბათს ამხანაგურ მატჩში შეკრებილი მაყურებლები თბილ დახვედრას მოუწყობენ მაიკლ ოუენს. ლივერპულის ექს თავდამსხმელი პირველად ჩაიცმევს ძველი კლუბის მაისურს მას შემდეგ, რაც 2004 წელს იქნა გაყიდული მადრიდის რეალში. მიუხედავათ იმისა, რომ მაიკლი ლივერპულის ”მოსისხლე” მტრის მაისურით თამაშობს, კარას იმედი აქვს, რომ ენფილდი მას თბილად შეხვდება. კარა: “მე ვფიქრობ, რომ ის იმსახურებს დიდ პატივისცემას, გავიხსენოთ რამდენი რამ გააკეთა მან ლივერპულისთვის. ის იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი და იმსახურებს დიდ ფეხბურთელებთან თამაშს. მას არ სურდა გუნდის დატოვება, თუმცა მაინც მოუწია შემდეგ კი თავად განაცხადა, რომ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლამდე მისი კარიერა დანგრევის გზაზე იდგა, ძნელია უარი უთხრა პრემიერ ლიგის და მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ კლუბს. მანჩესტერში გადასვლის გამო ბევრი გულშემატკივარი განაწყენდა, თუმცა მას უნდა მიეღო ისეთი გადაწყვეტილება რომელიც აწყობდა მასაც და მის ოჯახსაც და მან უშეცდომო გადაწყვეტილება მიიღო” View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainf-3-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/toidz.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/images.jpgე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ქართული ისტორიული და რელიგიური ძეგლების მითვისების პროცესი დიდი ხანია დაიწყო. ინიციატორებად კი ოკუპირებული ტერიტორიების დროებითი მთავრობები სახელდებიან. რა მდგომარეობაშია ოკუპირებულ ტერიროტორიებზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლები და რა ბედი ელით მათ-ნახეთ თამარ კვარაცხელიას სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/dzeglebi.jpg itvს ლინკი
-
http://b.pix.ge/b/1f928.jpg ლივერპულის მთავარმა ექიმებმა ისაუბრეს ფერნანდო ტორესის ფიზიკურ მგომარეობაზე, რომლის თქმითაც ის აუცილებლად აღიდგენს ძველ, საუკეთესო ფორამს. … ავსტრალიელმა სპეციალისტმა არ დამალა თავისი აღფრთოვანება ტორესის გამოჯამრთელების და ფორმაში ჩადგომის სისწრაფეზე. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონმა გაიტანა მესამე ტურში “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ და გუნდს სამი ქულა ააღებინა ენფილდზე. პიტერ ბუკნერის აზრით, ამ გოლმა დაამტკიცა ტორესის სრული მზადყოფნის მოახლოვება. იგი მოხარულია, რომ სპეციალურმა მომზადებამ შედეგი გამოიღო. “ის დაიბრუნებს ძველ ფორმას და ითამაშებს უფრო კარგად, ჩვენ გაკვირვებულები ვართ ტორესის ასე ადრე გამოჯანმრთელებით. შედეგს გვიან ველოდით, თუმცა ტორესი დროზე ადრე გამოჯანმთელდება.” View the full article