planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რომის ლაციოს ურუგვაელ გოლკიპერს იმედი აქვს რომ მომავალ სეზონშიც ამ კლუბის ღირსებას დაიცავს იხილეთ fanebi.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/DSC_29002-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისში იმყოფება, სადაც მან კადეტთა კორპუსის შენობა გახსნა. ამასთან სააკაშვილი ტაბიძეების ოჯახს ესტუმრა. 18 წლის ცოტნე ტაბიძე წელს კანადაში ინფორმატიკაში გამართულ მსოფლიო კონკურსში ოქროს მედალი მოიპოვა. მიხეილ სააკაშვილმა ცოტნე ტაბიძეს წარმატებები მიულოცა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა აღუთქვა. იხილეთ epn.ge
-
- მოგესალმებით, ბატონო მიხეილ. - მოგესალმებით. ყოველთვის სასიამოვნოა ამერიკის ხმისთვის ინტერვიუს მიცემა. მე მახსოვს ჩემი თანამშრომლობა თქვენს რადიო სადგურთან 90-ან წლებში, როცა სტუდენტი ვიყავი ნიუ იორკში და ვაშინგტონში. ეს იყო მართლაც ძალიან კარგი გამოცდილება. - ბატონო პრეზიდენტო, 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები ამერიკის ისტორიაში მოუშუშებელ იარად დარჩა. დღევანდელი გადასახედიდან, რა ზეგავლენა მოახდინა ამ ტრაგიკულმა დღემ მსოფლიოზე და საქართველოზე. როგორ ეხმაურება საქართველო ამ დღეს? - რეალურად, 11-მა სექტემბერმა საფუძვლიანად შეცვალა მთელი მსოფლიო. მართლაც, ეს იმდენად არ ჩანდა მაშინ, როგორც ახლა გამოჩნდა, შემდგომ განვლილი პერიოდის განმავლობაში, ფუნდამენტურად შეცვალა თამაშის წესები მსოფლიოში, ფუნდამენტურად შეცვალა ასევე პრიორიტეტები. მე ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა მას შემდეგ. გაუარესდა და დამძიმდა სიტუაცია. იმიტომ რომ, როგორც იყო 11 სექტემბრამდე, რომ ჩაითვალა, რომ ცივი ომი დამთავრდა, რომ მსოფლიო მიდის პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, არაფერი ამას წინ არ დაუდგება და, საერთოდ, ყველას აქვს წინ ნათელი მომავალი. აღმოჩნდა, რომ სიტუაციამ უცებ მიიღო საკმაოდ უსიამოვნო შემობრუნება. ამის შედეგებს, პლანეტის მოქალაქეები და თითოეული ქვეყნები, განსაკუთრებით პატარა ქვეყნები ძალიან გრძნობს. - ბატონო პრეზიდენტო, გაეროს ბოლო რეზოლუციას გვინდა გამოვეხმაუროთ, რომელსაც თქვენ დიპლომატიური გამარჯვება უწოდეთ. - აქ საუბარია იმაზე, რომ არ უნდა იყოს დიდი თეორია იმაზე, რომ 450 ათასზე მეტი დევნილი, რომელიც გამოძევებულია თავისი სახლებიდან 450-დან 500 ათასამდეა. ამ ციფრს გააჩნია, როგორ დათვლი - რომ ამ ხალხს აქვს უფლება დაბრუნდეს საკუთარ სახლში, აღიდგონოს ღირსება, ქონებრივი უფლებები, დაბრუნდნენ იქ, სადაც დაიბადნენ, სადაც გაიზარდნენ, სადაც სკოლაში დადიოდნენ, სადაც შვილები გაუჩნდათ, სადაც მათი წინაპრები არიან დასაფლავებული. თითქოს ამის შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გამართა რუსეთის ფედერაციამ და იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე ქვეყნის ლიდერს, მაგალითად პრეზიდენტმა მედვედევმა დაურეკა, ზოგს ორჯერ დაურეკა, და ეს რაც ჩვენ ვიცით და ალბათ რაღაცეები არ ვიცით. და აქ საუბარია იმაზე, მიუხედავად ამ ყველა ზეწოლისა, შანტაჟისა , პირდაპირი მუქარებისა და ასეთი ღია დემარშები იყო, ეს არ არის კონსპირაციული თეორიები, წელს ინდოეთმა თავი შეიკავა, თუმცა შარშან ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ალჟირმა, ლიბიამ, ირანმა, ბოლივიამ, ეკვადორმა თავი შეიკავეს. დაემატა რუსეთს ერთ-ერთი კუნძულები, სოლომონის კუნძულები, კიდევ დაემატა თუ არ ვცდები სერბეთის ხმა იმ შანტაჟის გამო, რომლის ქვეშ და წნეხის ქვეშ ამყოფებდა რუსეთი სერბეთს. საბოლოო ჯამში ძალიან დიდი ქვეყნები გამოაკლდა და რაც მთავარია, ჩვენი მომხრეების რიცხვი გაიზარდა. ჩვენი კი არა ამ დევნილების. ასე, რომ ეს არის მართლა გარკვეულ წილად სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. იმიტომ რომ გაუგებარია, როცა შენ ასე ეწინააღმდეგები ელემენტარულ ადამიანის უფლებებს, როგორ შეიძლება გაამართლო ეს რაიმე დიპლომატიურ აუცილებლობად. ნუ რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციაში არის პოლიტიკურ-სამართლებლივი ნაწილიც, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამას, პრაქტიკულად არც არავინ არ აყენებს ეჭვქვეშ. უბრალოდ ბოლო ხანებში თვითონ რუსეთიც მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე იცავს თავის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვას, შეეგუა ამ აზრს, რომ დანარჩენი მსოფლიო ამ აზრს არასოდეს არ მიიღებს. მე მგონი ეს მათ გაითავისეს, რომ მათი წინასწარი იმედები, რომ ან ვინმე თუ რამე პირდებოდა მას, რომ მასობრივად ვინმე ამას მიიღებდა, აღიარებდა, გადაყლაპავდა, ეს ასე არ მოხდა. რა თქმა უნდა ერთი საკითხია, რომ იურიდიულად ამას არავინ არ მიიღებს. მეორეა, რომ რეალობა იქ მიწაზე, ადგილზე არის მძიმე და სამწუხაროდ დე ფაქტო ამის შესაცვლელად ბევრი არაფერი არ კეთდება, მაგრამ ესეც ძველი საკითხია. - ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 23 სექტემბერს სიტყვით გამოდიხართ. რა იქნება მთავარი აქცენტი და გზავნილი ამ სიტყვაში? - ნუ მთავარია... არაფერი ისეთი განსაკუთრებულს. გაეროში ჩვენ ყოველწლიურად ვახსენებთ იმას, რაც არის საქართველოს მდგომარეობა, პოლიტიკის პრიორიტეტები და სამწუხაროდ ჩვენი ოკუპაციის საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას როგორც არასდროს, ქონების მითვისების საკითხი ისევ დგას უფრო მწვავედ, ვიდრე არასდროს. ამავე დროს, ცვლილება არის ის, რომ საქართველომ დაანახა საოცარი პროგრესი მთელს მსოფლიოს, უკვე გაზვიადების გარეშე. ძალიან ბევრი საინტერესო პუბლიკაცია ჩნდება ამის თაობაზე. სხვათა შორის ბუმი არის მეზობელ ქვეყნებში , მაგალითად უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში და მათ შორის რუსეთის ინტელექტუალებშიც ქართულ რეფორმებზე, ამიერკავკასიის ქვეყნებში. ასე, რომ საქართველო დღეს სხვა ქვეყანაა. ქართული ფაქტორი ბევრად უფრო ანგარიშ გასაწევი გახდა. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, რომ მარტო ხალხს უნდა ვეცოდებოდეთ, არამედ არის ადამიანები, რომლებიც აღტაცებულია და აღტკინებულია იმის გამო რასაც საქართველო აღწევს, ეს თავისთავად სერიოზული სურპრიზია ჩვენი მტრისთვის და სასიხარულო ამბავია ჩვენი მეგობრებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი საკუთარი ხალხისთვის. - ორიოდე სიტყვით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე გვინდა გავაკეთოთ აქცენტი. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ. - აქ ეს არის, რომ ამ ამერიკის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაამკვიდრა ტერმინი ოკუპაცია, და ამაზე იურიდიული გავრცობა ხდება ამისი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ... ჩვენ ვამუშავებთ სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიას და ახლა უახლოეს მომავალში იქნება ახალი შეხვედრა ვაშინგტონში. ეს არის პროცესი და პროცესი ჯერ-ჯერობით მიდის საკმაოდ კარგად და საინტერესოდ. ზოგადად, ჩვენ დასაწუწუნებელი არაფერი გვაქვს. ზოგადად, იყო მოსაზრებები, რომ ამერიკაში დიდი ეკონომიკური კრიზისია, ამერიკის ადმინისტრაცია მთლიანად კონცენტრირებულია შიდა პოლიტიკაზე. ეს ნაწილობრივ გამართლდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაწილში ჩვენ რადარებში ვიმყოფებით საკმაოდ მაღლა და ჩვენი ურთიერთობები კარგად ვითარდება. და რამდენადაც წარმატებული იქნება საქართველო, იმდენად წარმატებული პარტნიორი ეყოლება ამერიკას და იმდენად სტიმული იქნება, რომ ძნელი იყოს ასეთი ქვეყნის მხარდაჭერაზე უარის თქმა, თუკი ვინმეს ასეთი სურვილი გაუჩნდება, თუმცა ასეთ სურვილს დღეს ვერ ვხედავ, როგორც ვამბობ და უფრო ადვილი იყოს ასეთი ქვეყნის მხარდაჭერა და იმედია ამ მიმართულებით ჩვენც კარგი ნაბიჯებით მივდივართ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epn.ge/wp-content/uploads/IMG_33596-150x150.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სერგი კაპანაძემ წინა კვირაში გამართული ვიზიტები წარმატებულად შეაფასა. როგორც სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე კაპანაძემ განაცხადა, საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იყო როგორც ეუთოს მდივნის ასევე, აშშ სახელმწიფო დეპარტემენტის თავმჯდომარის თინა ქეიდენაუს ვიზიტი. კაპანაძის განცხდებით, ეუთოს მდივანთან შეხვედრისას მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის ეუთოს საკითხები და სხვა თემები. იხილეთ epn.ge
-
liverpoolfc(ფანკლუბი) “კონჩესკის უიღბლო დებიუტი”
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://a.pix.ge/u/ff9im.jpgპოლ კონჩესკიმ “ბირმინგემთან” მატჩის დროს 78-ე წუთზე მიიღო ტრამვა, რის შედეგადაც მოუწია მოედნის დატოვება. ექიმები იუწყებიან, რომ შესაძლებელია მან ვერ მიიღოს მონაწილეობა სტიაუასთან შეხვედრაში. ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა მშვენივრად დაიწყო სადებიუტო შეხვედრა, იყო აქტიური, ერთვებოდა შეტევებში, მაგრამ მას ტრამვა გაუმიზეზდა და ბოლომდე ვერ მოახერხა თამაშის დასრულება. მის ნაცვლად მოედანზე გამოცდილი დანიელ აგერი შემოვიდა. ჰოჯსონმა თამაშის შემდეგ დაადასტურა, რომ ეს ცვლილება იყო გამაფრთხილებელი. “კონჩესკის რამოდენიმე კვირაა არ უთამაშია, რის შედეგადაც მან მუხლქვეშა მყესის ტრამვა გაიმიზეზა… მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად ჩვენ ის გავიყვანეთ მოედნიდან” – აცხადებს ლივერპულის ბოსი. “საერთო ჯამში მანდ კარგად ჩაატარა პრველი მატჩი, იყო კომპეტენტური და რაც მთავარია პროგრესირებადი სამომავლოდ!” იმფორმაციის წყარო : liverpoolfc.tv View the full article -
http://assets3.liverpoolfc.tv/uploads/assets/art_groupk.jpgევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება! “ლივერპული” “სტიაუა ბუქარესტს” უმასპინძლებს ენფილდზე. გთავაზობთ ბოლო მატჩების შედეგებს და მცირე სტატისტიკას. http://www.hotklix.com/theme/thumbs/nov_2009/1257486416.jpeg როგრც მოგეხსენაბათ ხუთშაბათს გაიმართება ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრები. ლივერპული საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება სტიაუას და სამი ქულის აღებას შეეცდება. ამ ჯგუპში ასევე გაიმართება მეორე მატჩი – “ნაპოლი” იტალიაში საკუთარ მოედანზე მიიღებს “უტრენტს”. http://4.bp.blogspot.com/_N4uf7xGOwcY/Se3AL_sZ3VI/AAAAAAAAABM/-inMvAQb-TU/S660/455px-Liverpool_FC-n_logo_svg.png ბირმინგემი 0 – 0 ლივერპული ლივერპული 1 – 0 ვესტ ბრომვიჩი ტრაპზსპონსორი 1 – 2 ლივერპული მანჩესტერ სიტი 3 – 0 ლივერპული ლივერპული 1 – 0 ტრაბსპონსორი ლივერპული: მოგება 3, წაგება 1, ფრე 1. გატანილი გოლების რაოდენობა:4. გატანილი გოლები რაოდენობა სახში:2 გატანილი გოლების რაოდენობა გასვლაზე:2 გაშვებული გოლები:4. გაშვებული გოლები სახში:0. გაშვებული გოლები გასვლაზე:4. http://fr.academic.ru/pictures/frwiki/83/Steaua.png გრასჰოპერი 1 – 0 სტიაუა სტიაუა 1 – 0 გრასჰოპერი სტიაუა 1 – 1 ტვენტე შერიფი 1 – 1 სტიაუა ფენერბახჩე 3 – 1 სტიაუა სტიაუა:მოგება 1, წაგება 2, ფრე 2. გატანილი გოლების რაოდენობა:4. გატანილი გოლები რაოდენობა სახში:2 გატანილი გოლების რაოდენობა გასვლაზე:2 გაშვებული გოლები:6 გაშვებული გოლები სახში:1. გაშვებული გოლები გასვლაზე:5 View the full article
-
ოთხი თანაკურსელი გოგონას ამბავი,რომლებიც უიქენდზე ტბაზე მიემგზავრებიან.ისინი ვერც კი წარმოიდგენენ,რომ მათ უკვე აკვირდებიან უცნაური ვეშაპები.. და შუაღამეს ელოდებიან რათა თავს დაესხან.. View the full article
-
ინფორმაცია ფაილზე: დასახელება: Wallpapers ფორმატი: JPG რაოდენობა: 30 რეზოლუცია: სხვადასხვა ხარისხი: HD ზომა: 10 MB View the full article
-
“ქობულეთის ფიჭვნარში ტურისტული კომპლექსი აშენდება. 27 ახალი შენობა ქობულეთის შესასვლელში განთავსდება. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მიწას ბიზნესმენებს სიმბოლურ ფასად გადასცემენ” - ეს არის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. ინფორმაცია, თავისთავად, პოზიტიური შინაარსის მატარებელია, ვინაიდან აჭარის რეგიონს, განსაკუთრებით კი ქობულეთს, კომუნისტების პერიოდში არსებული სასტუმრო ინფრასტრუქტურის გარდა (აქ არ იგულისხმება საოჯახო სასტუმროები), მრავალი წლის განმავლობაში ახალი არაფერი შეუძენია. ვითარება შეიცვალა 2004 წლის შემდეგ, როდესაც ეტაპობრივად დაიწყო მსხვილი კაპიტალური მშენებლობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქობულეთის ფიჭვნარის განაშენიანება, თავისთავად, მხოლოდ დადებითი მოვლენაა. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას თან ერთვის საქართველოს პრეზიდენტის საინტერესო განცხადება, რომელიც ცალკე აღებულ “ქობულეთის ფიჭვნარის” ეკონომიკურ პოლიტიკას ცდება და უფრო შორს მიდის. "ყველამ კარგად დამიგდოს ყური, ვისაც სახლში ან სადღაც ბანკში უდევს რამდენიმე მილიონი დოლარი. ბანკში და მუთაქაში ფული არ მოიმატებს და შეიძლება დაკარგოთ კიდეც. ჩვენ გთავაზობთ პროექტს, რომლითაც ეს ფული შეიძლება უახლოეს წლებში მინიმუმ გააორმაგოთ. მე გთავაზობთ - გავალამაზოთ ჩვენი ქვეყანა, დავასაქმოთ ხალხი და გავაორმაგოთ თქვენი ქონება. ამისათვის უფასოდ გამოგიყოფთ მიწას აქ, ქობულეთის ფიჭვნარში, უფასოდ მოგიყვანთ წყალსა და სხვა კომუნიკაციებს, უფასოდ გაგიკეთებთ პროექტებს და, რაც მთავარია, თუ მშენებლობა დაიწყება პირველ ნოემბრამდე და აიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალი წლის პირველ აგვისტომდე ამას განავითარებთ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში გათავისუფლდებით გადასახადებისგან. ამხელა სივრცე უაზროდ არის დაკარგული, გაანძრიეთ ხელი და დაასაქმეთ ხალხი. ჩვენი ინტერესი ტურისტების განთავსებაა.."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ეკონომიკაში გაუთვითცნობიერებელი ნებისმიერი ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი მეოცნებე, სხვისი ხელით საქმის მკეთებელი და “ყოვლისმცოდნე” ქართველებისათვის, ეს რიტორიკა უპირატესად მისაღები იქნებოდა, რადგან აღნიშნული განცხადების მოსმენისას, სწრაფად წარმოიდგენდა იმას, თუ როგორ გარბიან “მილიონერი ქართველები” ბანკებში მათ ანგარიშებზე არსებული მილიონების გამოსატანად, ან როგორ ხსნიან პრეზიდენტის მიერ ნახსენებ მუთაქებს, იქიდან მილიონებს იღებენ და შემდგომ კი უკვე როგორი ტემპებით აშენებენ 11 თვეში სასტუმროს ძირითად ინფრასტრუქტურას, ხოლო ჯამში როგორ მივიღებთ ქობულეთის ფიჭვნარში რამოდენიმე ათეულ ფეშენებელურ სასტუმროს, რომელშიც მრავალი ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო ცხოვრება უფრო მშვენიერი გახდება, ვიდრე მანამდე იყო. თუმცა დაწყებული ოცნების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის განცხადებას უფრო სერიოზულად ჩავუღრმავდეთ. ამ შემთხვევაში, არაერთ საინტერესო დეტალს აღმოვაჩენთ. საფუძველშივე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის მიერ გაცხადებული აქტივობების ნაწილი სრულიად შეესატყვისება ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აქტივობა მთელს საქართველოზე გავრცელდება და არა მხოლოდ ერთ რეგიონზე. განვიხილოთ უფრო დაწვრილებით პრეზიდენტის განცხადება: 1. "ყველამ კარგად დამიგდოს ყური, ვისაც სახლში ან სადღაც ბანკში უდევს რამდენიმე მილიონი დოლარი. ბანკში და მუთაქაში ფული არ მოიმატებს და შეიძლება დაკარგოთ კიდეც” - აღნიშნული წინადადება წარმოდგენილი განცხადების ყველაზე დამაფიქრებელი ნაწილია. პირველ რიგში, ეს განცხადება ძალიან ცუდი სიგნალია საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელთაც საკუთარი დანაზოგები ქართულ ბანკებს ანდეს, ახლა კი გაიგეს, რომ შესაძლებელია ბანკში განთავსებულ დეპოზიტებზე არა თუ დანაზოგი ვერ მიიღონ, არამედ სრულად დაკარგონ კიდეც. ამასთან, ამ განცხადებით დანაზოგების მქონე პერსონებს არანაირად არ გაუჩნდებათ სურვილი დამატებითი ინვესტირებისათვის, ვინაიდან ისინი ჩათვლიან, რომ თუ საქართველოში ყველაზე განვითარებულ საბანკო სექტორში არსებობს საკუთარი ფინანსების დაკარგვის რისკი, მაშინ სამშენებლო სფეროში ეს რისკი ხომ გაასმაგებულია. მეორე მხრივ, აღნიშნული განცხადება მაინცდამაინც სასიამოვნო მოსასმენი არ იქნებოდა “ომგამომვლილი” და კვლავ განვითარების გზაზე დამდგარი მეტ-ნაკლებად სტაბილური საბანკო სექტორისათვის, ვინაიდან პრეზიდენტის განცხადებაში ჩანს, რომ კომერციული ბანკები “ატყუებენ” ადამიანებს, ვინაიდან ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული ფული არ იმატებს და, უფრო მეტიც, არის დაკარგვის შანსიც. აღნიშნული განცხადების შემდეგ არის ალბათობა, რომ კომერციული ბანკებისადმი საქართველოს მოქალაქეთა ეჭვნარევი ნდობა კიდევ უფრო შემცირდეს. მესამე დეტალი, რომელიც განცხადების ამ ნაწილში შეიძლება ამოვიკითხოთ, არის ინფლაციური რისკი. კერძოდ, თუ ბანკში, სხვადასხვა პოლიტიკური რისკის გამო, შესაძლებელია პიროვნებამ დეპოზიტი დაკარგოს, მაშინ საინტერესოა, რა ემუქრება “მუთაქაში” განთავსებულ დანაზოგებს? გარდა კრიმინალური შემთხვევებისა, “მუთაქაში” განთავსებული დანაზოგების დაკარგვის “იდეალური შემთხვევა” ქვეყანაში არსებული ინფლაციაა. ამჟამინდელი ვითარება, ინფლაციური პოლიტიკის კუთხით, საგანგაშო ნამდვილად არ არის და მოსახლეობას ნამდვილად აქვს ლარის ნდობა გარკვეულ დონეზე (თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე დოლარის). აღნიშნული მოწოდების შემდგომ კი შესაძლებელია ბევრი ადამიანი დაფიქრდეს ლარის სტაბილურობის თაობაზე, ხოლო ქვეყანაში კი “ინფლაციის მოლოდინი” ჩამოყალიბდეს, რაც ეკონომიკურ პოლიტიკაში საკმაოდ “საშიშ” მოვლენად მიიჩნევა. 2. “ჩვენ გთავაზობთ პროექტს, რომლითაც ეს ფული შეიძლება უახლოეს წლებში მინიმუმ გააორმაგოთ. მე გთავაზობთ - გავალამაზოთ ჩვენი ქვეყანა, დავასაქმოთ ხალხი და გავაორმაგოთ თქვენი ქონება” - აღნიშნული ფრაზა, განსხვავებით ზემოთ განხილული მოწოდებისაგან, საოცრად მშვიდი და “მადისაღმძვრელია”, ვინაიდან თურმე შესაძლებელია, რომ უახლოეს წლებში სასტუმროს მშენებლობაში ჩადებული მილიონები გაორმაგდეს. საქმე ისაა, რომ სასტუმროს ბიზნესი, მითუმეტეს საკურორტო ზონაში, სადაც სასტუმროს მომხმარებელთა რიცხვი სეზონურობის მიხედივით იცვლება, ვერანაირად ვერ შეძლებს ინვესტირებული სახსრების სწრაფად გაორმაგებას სპეკულაციური ზემოგების გარეშე. 3. “უფასოდ გამოგიყოფთ მიწას აქ, ქობულეთის ფიჭვნარში, უფასოდ მოგიყვანთ წყალს და სხვა კომუნიკაციებს, უფასოდ გაგიკეთებთ პროექტებს” - მესამე შემოთავაზება ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, თუმცა მიწის უფასოდ გადაცემა ლიბერალური ეკონომიკის მიმდევართათვის მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს. რაც შეეხება წყლისა თუ სხვა კომუნიკაციების დანიშნულების ადგილამდე მიყვანას, სახელმწიფოს მოვალეობაცაა, ვინაიდიან არ არსებობს ფრაზა “უფასო”, ამ “უფასოში” ქვეყნის მოქალაქეების მიერ “ფული უკვე გადახდილია”, თუმცა კარგია, რომ სახელმწიფოს მიერ მისი ძირითადი ფუნქციების შესრულების ვალდებულების დეკლარირება ხდება. 4. “რაც მთავარია, თუ მშენებლობა დაიწყება პირველ ნოემბრამდე და აიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალი წლის პირველ აგვისტომდე ამას განავითარებთ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში გათავისუფლდებით გადასახადებისგან” - წარმოდგენილი განცხადება ყველაზე დამაინტრიგებლად გამოიყურება, ვინაიდან საკითხი ეხება გადასახადებისაგან გათავისუფლებას. თუმცა ეს განცხადება მაშინ იქნებოდა ყველაზე ეფექტური, თუ მოხდებოდა აღნიშნული პოლიტიკის ინიცირება მთელი საქართველოს მასშტაბით. ცალკეულ შემთხვევებში კი საგადასახადო შეღავათების ინიცირება, მარტივად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასასურველი და მაღალი რისკების შემცველია. სწორედ ცალკეული გამონაკლისებისათვის საგადასახადო შეღავათების მინიჭება ნიშნავს ერთი სფეროს ან ჯგუფის პრივილეგირებას მეორეს დისკრედიტაციის ხარჯზე. ეს კი ლიბერალური ეკონომიკისათვის სრულიად მიუღებელია. საგადასახადო სისტემის ეფექტიანობისა და სამართლიანობისათვის, საჭიროა საგადასახადო სისტემა იყოს ნეიტრალური, ანუ სისტემამ არ მისცეს უპირატესობა ერთ რომელიმე გადამხდელს და ამით არ დააზარალოს მეორე გადამხდელი. ამასთან, სტაბილური ბიზნესგარემოსათვის არასასურველია საგადასახადო კოდექსის მუდმივი ცვლილებებების რეჟიმში ყოფნა. ჯერ კიდევ “ეკონომიკური თავისუფლების აქტის” პრეზენტაციისას პრეზიდენტი აცხადებდა, რომ “ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს, ”გამონაკლისის სახით”, რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით.” “ამხელა სივრცე უაზროდ დაკარგულია, გაანძრიეთ ხელი და დაასაქმეთ ხალხი. ჩვენი ინტერესი ტურისტების განთავსებაა" - აი, ეს კი შესანიშნავი მოწოდება იქნებოდა არა კერძო სექტორისადმი, არამედ მთავრობისადმი, მხოლოდ მცირედი ცვლილებით: “ამხელა სივრცე უაზროდ დაკარგულია, გაანძრიეთ ხელი, შექმენით შესაბამისი ბიზნესგარემო და დასაქმდება ხალხი. ჩვენი ინტერესი ტურისტების განთავსებაა". სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://usa.icons.com/images/article_gallery/pepe_reina/profile/5817115.jpg გუშინდელი მატჩის გმირად შეგვიძლია ლივერპულის მეკარე, პეპე რეინა დავასახელოთ, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი გოლისგან. 28 წლის მეკარემ, მატჩის დასრულების შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა. –” ძალიან გახარებული ვარ, გუნდი რამოდენიმეჯერ ვიხსენი. მაგრამ უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს, თუ ჩვენ ამ მატჩს მოვიგებდით. გუნდს ჰყავს არაერთი ახალწვეული, რომელთაც დრო სჭირდებათ, რათა გუნდს კარგად შეეგუონ. უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტორიც: ჩვენ ყოველთვის რთული მეტოქები გვყავს. ჯერ იყო და არსენალს ვეთამაშთ, მერე მანჩესტერ სიტის, ახლა ბირმინგემს და მომავალ კვირაში ბედი ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერ იუნაიტედის წინაღმდეგ უნდა ვცადოთ. მთელს კონცენტრაციას ახლა ევროპის ლიგის შემდეგ მატჩზე ვახდენთ. როდესაც ხარ მეკარე, შენ უდიდესი მოვალეობა გეკისრება, გუნდი უნდა იხსნა გოლისგან. მოგვიანებით უკვე, როცა იხსენებ, ამ მომენტებს, როგორ უშველე შენს ნაკრებს, უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. ცუდია, რომ ფრე, 0:0 ვითამაშეთ. ზუსტად ვიცი, ხვალ უკვე აღარავის ემახსოვრება ჩემი სეივები და შეცდომები, სამაგიეროდ ანგარიში იქნება ყველასთვის ცნობილი.” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
http://b.pix.ge/w/e02oh.jpgგთავაზობთ პრემიერლიგის რამდენიმე პრესტიჟული კლუბის ძალიან საინტერესო სტატისტიკას – სტაბილურობა, მხარდაჭერა, ფორმის დიზაინი და ა.შ. http://4.bp.blogspot.com/_zmoEeqomXD4/SlbcxvA13FI/AAAAAAAACio/Xo5ROws0o70/s400/Liverpool-fc-logo.jpg ლივერპული გულშემატკივრებთან დამოკიდებულება 7.5 მოცდის ფაქტორი (დროის მიცემის) 7.0 გუნდის მართვა 7.0 ხარჯვა (რამდენად მდიდარია კლუბი) 7.0 სტაბილურობა 4.0 სტადიონი 8.0 მხარდაჭერა 9.0 ფორმის დიზაინი 8.0 გამოყენების ფონდები 6.5 web საიტების სიმრავლე 7.0 მსოფლიო მიღწევები 8.0 ახალგაზრდული სისტემა 5.0 http://img1.liveinternet.ru/images/attach/c/1//61/845/61845958_1279833610_Arsenal_FC_logo.png არსენალის რეიტინგს გულშემატკივრებთან დამოკიდებულება 7.0 მოცდის ფაქტორი (დროის მიცემის) 7.5 გუნდის მართვა 7.5 ხარჯვა (რამდენად მდიდარია კლუბი) 7.0 სტაბილურობა 8.0 სტადიონი 8.0 მხარდაჭერა 8.0 ფორმის დიზაინი 6.5 გამოყენების ფონდები 6.5 web საიტების სიმრავლე 8.0 მსოფლიო მიღწევები 8.0 ახალგაზრდული სისტემა 6.0 http://www.veryicon.com/icon/png/Sport/Soccer%20teams/Manchester%20United%20FC%20logo.png მანჩესტერ იუნაიტედი გულშემატკივრებთან დამოკიდებულება 6.5 მოცდის ფაქტორი (დროის მიცემის) 8.0 გუნდის მართვა 9.0 ხარჯვა (რამდენად მდიდარია კლუბი) 6.0 სტაბილურობა 7.0 სტადიონი 8.5 მხარდაჭერა 8.0 ფორმის დიზაინი 7.5 გამოყენების ფონდები 6.0 web საიტების სიმრავლე 7.0 მსოფლიო მიღწევები 9.0 ახალგაზრდული სისტემა 6.0 http://rise.espn.go.com/~/media/416F66ACD8574FF4AFEE297D05F8039D.ashx მაჩესტერ სიტი გულშემატკივრებთან დამოკიდებულება 7.0 მოცდის ფაქტორი (დროის მიცემის) 7.0 გუნდის მართვა 6.0 ხარჯვა (რამდენად მდიდარია კლუბი) 9.5 სტაბილურობა 5.0 სტადიონი 7.0 მხარდაჭერა 7.0 ფორმის დიზაინი 7.0 გამოყენების ფონდები 6.5 web საიტების სიმრავლე 6.0 მსოფლიო მიღწევები 6.0 ახალგაზრდული სისტემა 5.0 http://www.bestfreeicons.com/smimages/Tottenham%20Hotspur%20Icon.png ტოტენჰემი გულშემატკივრებთან დამოკიდებულება 7.0 მოცდის ფაქტორი (დროის მიცემის) 5.0 გუნდის მართვა 7.5 ხარჯვა (რამდენად მდიდარია კლუბი) 7.5 სტაბილურობა 6.5 სტადიონი 6.5 მხარდაჭერა 7.5 ფორმის დიზაინი 7.0 გამოყენების ფონდები 6.5 web საიტების სიმრავლე 6.0 მსოფლიო მიღწევები 6.0 ახალგაზრდული სისტემა 5.0 http://img1.loadtr.com/b-212433-aston_villa_logo.gif ასტონ ვილა გულშემატკივრებთან დამოკიდებულება 8.0 მოცდის ფაქტორი (დროის მიცემის) 4.0 გუნდის მართვა 8.0 ხარჯვა (რამდენად მდიდარია კლუბი) 6.5 სტაბილურობა 8.0 სტადიონი 8.0 მხარდაჭერა 7.0 ფორმის დიზაინი 8.5 გამოყენების ფონდები 7.5 web საიტების სიმრავლე 6.0 მსოფლიო მიღწევები 6.0 ახალგაზრდული სისტემა 6.0 View the full article
-
http://www.myliverpool.ru/_nw/49/49646408.jpg გთავაზობთ მატჩის “ბირმინგემი” – “ლივერპული” ფეხბურთელების შეფასებებს, სადაც საუკეთესო რეკორდული 9.0 ქულით პეპე რეინა იყო. http://www.admin.tktnow.org.uk/UploadedFiles/Birmingham-City-256x256.png 1.ბენ ფოსტერი 6.7 2.სტეპან კარი 7.0 5. როჯერ ჯონსონი 6.5 15.სკოტ დანი 6.5 6. რიამ რიდველი 6.5 7.სებასტიან ლარსონი 6.5 12.ბარი ფერგიუსონი 7.0 4. ლი ბოუველი 7.0 33.კრეიგ გარდნერი 7.5 16.ჯეიმს მაცფადენი 6.5 10.კამორ ჯერომი 6.5 შეცვლაზე შემოსულები: ნიკოლას ზიგიჩი - http://www.jellyvision.co.uk/uploaded_img/Liverpool_FC_logo%5B1%5D.png 25.პეპე რეინა 9.0 2.გლენ ჯონსონი 5.5 23.ჯიმი კარაგერი 6.0 37.მარტინ შკრტელი 5.0 3.პოლ კონჩესკი 5.0 17.მაქსი როდრიგესი 5.0 28. კრისტიან პოულსენი 5.0 21.ლუკას ლეივა 5.0 8.სტივენ ჯერრარდი 6.0 14.მილან იოანოვიჩი 5.0 9.ფერნანდო ტორესი 5.5 შეცვლაზე შემოსულები: დანიელ აგერი – 6.0 რაულ მეირელეში – 6.0 View the full article
-
http://a.pix.ge/f/6ra6w.jpg გუშინ ბირმინგემმა ლივერპულს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის დასრულების შემდეგ, ლივერპულის ამჟამინდელმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა კომენტარი გააკეთა. “– მოწინააღმდეგე კარგად იცავდა თავს. არტყავდა კარში, მაგრამ პეპე რეინა მოქმედებდა შესანიშნავად. უნდა აღინიშნოს ამ ადამიანის კარგი თამაში. მე ამ გუნდში მოვედი ჩემი მიზნებით, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ. ბევრს უჩნდება კითხვა: შესძლებს კი ლივერპული ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას? მე ამ კითხვაზე ყოველთვის ერთნაირი პასუხი მაქვს. მინდა ყველა გაიგოს და დაიმახსოვროს – დიახ, ჩვენ შევძლებთ ამას! ისიც კარგად ვიცი, რომ ყოველი თამაშის შემდეგ ყველა აკვირდება პრემიერლიგის ცხრილს და წინასწარ დასკვნებს აკეთებს, თუ რომელი გუნდი მოხვდება იმ საუკთესო top 4 – ში. ფერნანდო ტორესმა გუშინ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. ის ცდილობს მაქსიმალურად გამოადგეს ნაკრებს. გუნდის სტადიონზე გაყვანისას, არ ვცდილობ, ფერნანდო ტორესზე გავაკეთო სრული მობილიზაცია და მასზე წარვმართო მთელი თამაში. ვინაიდან ვიცი, თუ როგორ უჭირს ახლა მას. ვფიქრობ, კონჩესკიმ კარგი სტარტი აიღო. გუშინდელ მატჩში ხარისხიანად თამაშობდა 78– ე წუთამდე. რაც შეეხება აგერს, ვფიქრობ, პაული და დანიელი ერთმანეთს კარგად შეეწყობიან.” წყარო: liverpoolfc.tv View the full article