Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://zvigena.files.wordpress.com/2012/07/tatanashvili.jpg?w=700 აქტობე–ტორპედო 1:0 განმეორებით შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე აქტობე ტორპედოზე გაცილებით კარგი გუნდია – ყაზახები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ, უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს და ერთ გოლზე მეტი რომ ვერ გაიტანეს, ეს ცალსახად მეკარე მიგინეიშვილის დამსახურებაა, ვინც ათობით ძნელი ბურთი მოიგერია. ცუდი სანახავი იყო ასე უსუსურად მოთამაშე ქართული გუნდი. ყაზახების შემტევი ბიკმაევი სისხლს უშრობდა ჩვენს დაცვას და ლამაზი გატანილი გოლის გარდა, მრავალი სხვა ხიფათიც შექმნა ჩვენს კარებთან. იმედია ეს შეხვედრა კარგ გაკვეთილად გამოადგებათ ქუთაისლებს და ცოტა გუნდის გაძლიერებაზეც იზრუნებენ – გამოჩნდა, რომ ამ რესურსით ევროპულ საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთანაც კი ძალიან გვიჭირს თამაში. მეტალურგი–ტეუტა 6:1 </p> საპირისპირო სიტუაცია იყო მეტალურგის შემთხვევაში. ტეუტა რომ ვერაფერი გუნდია, ეს გუშინდელ მატჩში კარგად გამოჩნდა, თუმცა ამის ფონზეც რუსთაველთა ლაღი თამაში და დიდი ანგარიშით გამარჯვება მაინც ძალიან სასიამოვნოა. გუნდი ბოლო წლებია ძველებური სიხშირით აღარ იცვლის კონტინგენტს, ბირთვი როგორც იქნა ჩამოყალიბდა და მწვრთნელიც რიგიანი ყავთ. ეს ყველაფერი კი, რათქმაუნდა, წარმატების წინაპირობა ხდება. აღსანიშნავია თექთურმანიძე, რომელმაც ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა, რასაც ტატანაშვილის დუბლი, გეწაძე–მიქაბერიძის თითო–თითო გატანილი ბურთი მოყვა და ანაგარიშიც გამანადგურებელი დაფიქსირდა. მთლიანად რუსთაველები აზრიან, ლაღ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც საცქერად ძაან სასიამოვნო იყო. ამ ყველაფერს მესხზე არსებული კარგი მოედანიც უწყობდა ხელს (საქართველოში კი ვართ მსგავს რამეს მონატრებული, ბოლო წელი თუა, ამ მხრივ სიტუაცია რომ გაუმჯობესდა). საინტერესოა დინამოს ხელმძღვანელობა რას ფიქრობს, როცა მათ მიერ წინა სეზონში დაწუნებული თექთურმანიძე–ტატანაშვილი–კვარაცხელიას ტრიოს შესცქერის. ეს სამეული ნებისმიერ ქართული მაშტაბით ძლიერ გუნდს დაამშვენებდა. ტატანამ ორი გოლი ხომ გაიტანა, არც გონივრულ პასებს აკლებდა და დაბრძენებული ფორვარდივით, როცა მომენტი იყო, მიუხედავად იმის რომ გუნდი ასე იგებდა, არ ცდილობდა ბურთი ეთრია და სადაც საჭირო იყო, პარტნიორს პასს არ უგვიანებდა. საინტერესოა ბევრად ძლიერ პლზენთან ეს კონტინგენტი თავს როგორ წარმოაჩენს. წარმატებები! http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/524/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=524&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  2. ყველა ადამიანს უყვარს ამა თუ იმ მოვლენის კულისებში შეღწევა. რაღაცნაირად გრძნობ თავს, მაგარროჟულად. დაახლოებით ის პონტია, დიჯეი რომ უკრავს და უკან რომ ორი-სამი VIP უდგას და სულელივით იღიმება – ისინი დიჯეის იცნობენ. გუშინ მეც მომიწია ასეთ VIP-ად ყოფნა, თბილისის ლუდის ფესტივალზე. საიდან მოვხვდი მანდ – არ აქვს მნიშვნელობა. არცერთი კორექტული ადამიანი არ სვამს კითხვას, საიდან [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2330&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  3. ქემფერი — სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცოცხნარის თემი), მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ხაშურიდან 11,5 კმ სურამიდან — 6,5 კმ. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 145 კომლი, სულ 466 ადამიანი. სოფელი ქემფერი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1715 წელს შედგენილ რუის-ურბნისის სამწყსოს დავთარში, რომლის მიხედვით ამ პერიოდისათვის სოფელში ცხოვრობს 11 კომლი. მათი გვარებია: ანჩაფიშვილი, მიხლანჯი, საბაიკიძე, ჭაბუკაძე, იმედაშვილი, ირემაძე, ხარატი, ტაბატაძე. სოფელი ცნობილი ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ რუკაზე დატანილია ქემერტის სახელწოდებით, რომელიც მდებარეობს მდინარე ქემერტისწყლის (თანამედროვე მდინარე ტილიანა) ნაპირზე. XVIII საუკუნის ბოლოსათვის სოფელი უკვე ნასოფლარადაა ქცეული ლეკიანობის გამო. („კვალად აღსდგნენ ლეკნი და იწყეს ტყუენვა ქართლისა, დაესხნენ ორგზის ქარელსა და მოსწყვიდნეს მრავალნი მუნებურნი, კვალად მიუხდნენ და წარტყუენეს ყელქცეული აგრეთვე ქენფერი“ თეიმურაზ ბაგრატიონი „ახალი ისტორია“). XIX საუკუნის დასაწყისიდან კი იწყება სოფლის აქტიური დასახლება იმერული წარმოშობის მოსახლეობის მიერ (კერძოდ: ლაბაძეები ჩამოასახლეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშიდან, ლომიძეები - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევიდან ). 1832—1833 წლების კამერალური აღწერების მიხედვით ქემფერში ცხოვრობს 14 კომლი სულ 68 კაცი და 52 ქალი. იგივე აღწერების მიხედვით 1865 წელს ქემფრის მოსახლეობა შეადგენს 13 კომლს (8 სახელმწიფო და 5 ვალდებული), ხოლო 1886 წელს სოფელში უკვე 55 კომლი ცხოვრობს (166 კაცი და 127 ქალი, სულ 293ადამიანი), აქედან 19 კომლი იმერეთიდან გადმოსულები არიან. მათი გვარებია:ლაბაძე, ლომიძე, კიკნაძე, ბლიაძე, გოგილაძე, ჭანკოტაძე, ბარბაქაძე, თათარაშვილი, გიგაშვილი, გიკაშვილი და მურმანიძე. ამჟამად სოფელში ცხოვრობენ:ლაბაძეები, ლომიძეები, ლომსაძეები, ქურდაძეები, გელაშვილები, თათარაშვილები და სხვ. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/aaaaaaaaaaaaaaa.jpg კატეგორიები: მეცნიერება რეგიონები ტურიზმი View the full article
  4. ჩემ, სველ, აივანს ისევ ასდის თამბაქოს კვამლი.. როგორც სიყვარულს არ შეუძლია დათმოს გრძნობები ისე აივანს ვერ სცილდება სამარადჟამოდ გაჟღენთილი სუნი სიგარის... წვიმის დროს უფრო მიყვარდება.. ვსევდიანდები! შუაღამისას დაიწყო წვიმა!.. ანაზდად! ფოთლებისგან განძარცვულ ხის ტოტებს, ცეცხლის ალი რომ არხევსხოლმე აქეთ-იქით ანაზდად! ერთ დღეს (ზღაპარში) გამეღვიძა.. საეჭვოდ სასიამოვნო სიმშვიდე იყო!.. ისე მსუბუქად დადიოდა ყველა.. მეც ვუღიმოდი.. მხოლოდ იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ თევზებიც იღიმიან და როგორც ჩვენ, მათაც აქვთ გარშემო ბიოველი.. ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა! ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე! ძალიან მომინდა ერთი წუთით მაინც გავმხდარიყავი ოკეანეში მოცურავე ერთ-ერთი თევზი.. უარი ვთქვი! ცურვა არ ვიცი! შემეშინდა..... კარგი! გაგიმხელთ!.. ერთხელ თევზებს შევეჯიბრე გაღიმებაშ.. ისინი ისეთი ჰარმონიულები არიან.. დაძაბულობის გარეშე.. ლაღები! მაჯობეს.. არ მიყვარს ჯიბრი და მითუმეტეს გაჯიბრება! მომბეზრდა გაზით გამომშრალი ჰაერის სითბო! სიცივე უფრო მათბობს! ღრმად ვსუნთქავ და ვგრძნობ როგორ გადის ჰაერი სასულეში, ბრონქებსა და ბრონქიოლებში.. ვგრძნობ, როგორ მატულობს გულმკერდის მოცულობა ჩასუნთქვისას და პირიქით.. თოვლილით სისპეტაკე მომინდა კვლავაც! გაივლის წლები და ისევ იცოცხლებს დღიურები ანე ფრანკისა! და თუ ოდესმე ჩემ ყუთს ნახავ სახსოვრებისას... აღმოაჩენ თუ რამდენი რამ მომიძღვნია შენთვის.. სიძულვილი და სიყვარულიც, გრძნობებიც, სითბოც, ბევრი ურითმო სტრიქონები ლექსები ვითომ! ეს მონატრებაც მიჩუქნია და ამდენიხნის სიყვარულსაც გჩუქნი სამარადჟამოდ!.. გაივლის წლები და..... თუ ისრები საათისა დაეწევა ერთმანეთს მე მოვალ შენთან და გეტყვი, რომ მე ოთხიათას სამასოთხმოცი დღე ვფიქრობდი შენზე.. სათაურს ბოლოს დავწერ: აბსურდული ფიქრები, უკვე მერამდენე!.. ------------------------------------------------ შემოდგომაზე იყვავილა! ეს ფრაზა ამეკვიატა დღეს!.. დღეს ძალიან ბევრი ვიარე.. ფოთლებზეც ვიარე! სილამაზე გავთელე და ვეთამაშე! მინდოდა მხოლოდ მეფიქრა თუმცა ვიწყებდი თუ არა ფიქრს, ფიქრი არ ვითარდებოდა.. ჩემი ფიქრი წარსულია, წარსული მბეზრდება! ზოგადად ძალიან მალე მბეზრდება.. თუმცა საზღვარზე მეტად ერთგული ვარ! ერთგულება არ მბეზრდება! დღეს საკუთარ თავსაც ვპაპარაცობდი.. იცი რა საინტერესოა? ძალიან! რა ხანია ფურცლებთანაც არ მიმეგობრია! არადა პირობა დავდე ავტორომანს გავაგრძელებთქო! პირობას ყოველთვის ვასრულებ! ჩემ ავტორომანს ასე ქვია: ბედნიერი ვარ სევდიტ, ანუ აბაზანაში დუშის ქვეშ წვიმს!.. შენთვის დამითმია.. -------------------------------------- ბოლოს რა მითხრა ვერ გავიგონე... თავი დავხარე და ვიგრძენი, სწორედ ისე გამეღიმა, როგორ ღიმილსაც ვეძებდი ამდენ ხანს.. ჭეშმარიტად ვიღიმოდი.. იმის გამო, რომ თავი დახრილი მქონდა მხოლოდ ასფალტმა გაიზიარა ჩემი გაღიმება გულწრფელად!..იმ წამს, იმ წუთმა ყველაფერი შეცვალა.. უფალს გავუღიმე და სარკმელიდან ძალიან ლამაზ ნაძვის ხესაც! მერე მხოლოდ მე ვიყავი და სამყარო.. სხვა არავინ!.. სულ ვიღიმოდი.. ვუღიმოდი შენობებს, ზეცას.. ხეებს.. ფოთლებს ეცინებოდათ ჩემზე.. მანქანებსაც ვუღიმოდი.. კენჭებსაც და მიწისქვეშა გადასასვლელსაც გავუღიმე უნებურად.. ისინი მისმენდნენ!!ბუნკერსაც გავუღიმე და სრულიად თავისუფლებას(მოედანს) მივუძღვენი ჭეშმარიტი ღიმილი, ლოყების ტკივილამდე გაღიმება! საათს ავხედე.. ვერ აღვიქვი დრო! მაშინ ჩემთვის დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა.. ჩემთვის გაღიმების დრო იყო.. გაჩერებაზეც გაღიმებული ვიდექი და მძღოლსაც გაღიმებულმა დავუქნიე ხელი.. შემრცხვა.. მძღოლის! ღიმილში სასირცხვილო განა რამ იყო?!ჩქარი ნაბიჯით ამოვირბინე სახლში! მინდოდა მომესწრო და მეც დამენახა დიდ სარკეში გაღიმება! როგორც იქნა დავინახე, როგორი იყო ჭეშმარიტი ღიმილი.. ახლაც ღიმილით ვწერ.. სწორედ ისეთი ღიმილით, როგორითაც გამეღიმა "მაშინ" გულში! მაშინ გულმაც გაღიმების ფორმა მიიღო..უნებურად მეღიმება ახლაც!მე მომწონს ღიმილი -)))რა კარგიააა.........................გაიღიმეთ თქვენც, ჭეშმარიტად! ---------------------------------------------- მომენატრე.. რაღაც სხვანაირად, ჩემებურად მომენატრე! მომენატრე ყაზბეგივით და შუა აგვისტოში აგიზგიზებული ღუმელივით მომენატრე კოკისპირულ თავსხმა წვიმაში.. სიყვარულით მომენატრე და მონატრებით მიყვარხარ! მერე რა რომ ფუღურო ხესავით ჩემ სულსაც ყავს ჭია-მატლი, მაგრამ ხე ხომ ფესვებიდან იზომება!.. არ მინდა სიკვდილი, ალბათ გულის აჩქარებაც მომეჩვევა.. თოვლი ხომ წმინდა, სპეტაკია, ჩემსავით !.. ტალახში ამოსვრილი გუნდა სახეზე მომხვდა.. რეალობა ჩემი ცხოვრების სხვა ყოფილა, სულ სხვა! არარეალურ სამყაროში ვცხოვრობთ მე და ჩემი გარდაცვლილი შიოლა!.. ------------------------------------------- შუა ვერაზე, ერთ სინათლეჩამქრალ ოთახში, მანქანების ხმაური არ კმარა და clubshow_ს გჰგჰ ხუმრობები 15სანტიმეტრით გაღებული კარიდან ისმის.. ბედის ირონიის მეორე ნაწილს გავს, ჩემი რეჟისორობით! ჩემი სული ჰარმონიით ჩაესვენა საწოლზე მდებარე მძორში და მეც ალბათ ადამიანს დამიძახებენ ხვალ ცოდვილები! მკერდამდე ემოცია და ემოციის დასახარჯად რუსთაველის თეატრის წინ სირბილი რაღაც უცნაურს გავს.. თუმცა არა! ის შეუდარებელია, როგორც ორი მეგობარი დუმბაძის სახელობის თეატრის წინ, კიბეებზე ჩამომსხდარი, პლეხანოვზე! ო, რა მშვენიერია სამყარო ფერადი სათვალით, რომელიც მზის სხივს კი არ აკავებს, პირიქით, თვალის წვრილ კაპილარებში აყივლებს სისხლს! იმიტომ არ მძინავს, რომ მღვიძავს! ბალიშში ჩატენილი ბუმბულები ღრიჭინით ძილისწინ სამღერს მიგალობენ.. იავნანაო, ანუ ია ნანაშიო, რუსულად ასე ჟღერს! არაერთხელ მითქვამს: ** *** *********................ ღამემშვიდობის ჩემო! 2009წ. ----------------------------------------------- სულაც არ მინდა დაგემშვიდობო, თუმცა სახეზე არ მიტოვებ ღიმილისათვის სულ მცირე ადგილს! თან სწორედ ახლა როცა მთვარეზე თოვლი მოსულა და საგუნდაოდ მეძახიან ჩემიანები (ვარსკვლავები).. არა! არ ამოისუნთქო, პირიქით ღრმად ჩაისუნთქე და ერთ ამოსუნთქვას მიუძღვენი ეს სტრიქონები: მიყვარხარ, როგორც შეიძლება შეიყვაროს ახალშობილი წუთის წინ გამხდარმა დედა, როგორც შეიძლება შეიყვაროს ცოდვილი ღმერთმა, როგორც მხატვარს უყვარს ფუნჯი და როგორც დიდ გალაკტიონს უყვარდა მერი! ნუ გამიღიმებ თუ ღიმილს არ გგვრი, ტყუილი ხომ ყველაზე მეტად არ გიხდება, ჩემო! იცი, ახლა ვისურვე რომ პეპელა ვყოფილიყავი... სულ შენს გვერდით ვიფრენდი და გავაფრენდი, მე ხომ ახლაც ვაფრენ... თუმცა განსხვავებულად.. ფრაზებს ვაფრენ! ნუ დამივიწყებ, მაშინაც კი როცა სულ ყველას დავავიწყდები და მხოლოდ ჩემი სიტყვებიღა იფრენენ, ხან ღრუბლიანი, ხანკი ცისარტყელიანი ცისკენ! მე სურვილი არა მაქვს რა, მხოლოდ ერთისა: ..................... გვიყვარდეს! ................ 2009 კატეგორიები: ხელოვნება / ლიტერატურა View the full article
  5. მოლ­დო­ვას პარ­ლა­მენ­ტი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­მუ­ნის­ტუ­რი სიმ­ბო­ლი­კის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ნამ­გლის და უროს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვას აპი­რებს. ლი­ბე­რა­ლუ­რი პარ­ტი­ის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონ­პრო­ექ­ტი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სი­ის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ 2010 წლის დო­კუ­მენტს და­ე­ფუძ­ნა. დო­კუ­მენ­ტი მოლ­დო­ვა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტო­ტა­ლი­ტა­რულ კო­მუ­ნის­ტურ რე­ჟიმს კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კრი­მი­ნა­ლის ჩა­დე­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის პრო­პა­გან­დი­რე­ბა და კო­მუ­ნის­ტუ­რი სიმ­ბო­ლი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა იკ­რძა­ლე­ბა. მის მი­ხედ­ვით, მოლ­დო­ვას ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლა ემ­ბლე­მის გა­რე­შე რჩე­ბა: კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო სწო­რედ ნამ­გა­ლი და ურო, ასე­ვე გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნია. პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონ­პრო­ექტს მხა­რი 54-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა. იმის­თვის, რომ კა­ნო­ნი ძა­ლა­ში შე­ვი­დეს, კო­მუ­ნის­ტუ­რი სიმ­ბო­ლი­კის აკ­რძალ­ვას ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტიც უნ­და და­ე­თან­ხმოს. მე­ო­რე მხრივ, თუ რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი პი­რი დო­კუ­მენტს პარ­ლა­მენ­ტში და­აბ­რუ­ნებს, დე­პუ­ტა­ტებს შე­უძ­ლი­ათ ის ხელ­მე­ო­რედ მი­ი­ღონ. ამის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დო­კუ­მენტს ხე­ლი მო­ა­წე­როს. View the full article
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/trialeti-300x248.jpgტელეკომპანია “თრიალეთის” ინფორმაციით, კარალეთში მომხდარი ინციდენტისას მათ ჟურნალისტებზე ზოწოლა განხორციელდა. “კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში კოალიაცია `ქართული ოცნების~ ლიდერების დევნილებთან შეხვდრის გადასაღებად მისულ `თრიალეთის~ გადამღებ ჯგუფს ადგილზე მობილიზებულმა ბადრი ბასიშვილის ზონდერ-ბრიგადებმა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულმა პირებმა პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს. ერთ-ერთმა ქალბატონმა `თრიალეთის~ ჟურნალისტს მიკროფონი დაუმტვრია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტების დარბევაში მონაწილეობდნენ პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის ზონდერ ბრიგადების წევრები და ადგილობრივი მამასახლისები. ესენი არიან: გიგი გოჩაშვილი, ვანო მიდოდაშვილი, ლევან მაისურაძე, ბესო კახნიაშვილი. აქვე დაფიქსირდა პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის ავტომანქანაც. ეს არ არის `თრიალეთის~ ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის პირველი შემთხვევა. ჟურნალისტებზე თავდასხმის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ხაშურის რაიონში დაფიქსირდა, რის გამოც ჩვენ მივმართეთ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურას, თუმცა საქმე დღემდე გამოძიებული არ არის”, – აღნიშნულია “თრიალეთის” განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  7. ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, რუსთავის "მეტალურგი" "ტეუტას" დიდი ანგარიშით ამარცხებს. პირველ ტაიმში, მასპინძლებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. მე-14 და მე-19 წუთებზე, 2 ეფექტური გოლის გატანით, დუბლი თექთურმანიძემ გაიფორმა. 37-ე წუთზე, ტატანაშვილმაც გაიტანა და ის ანგარიში დააფიქსირა, რომლითაც "მეტალურმა" პირველ მატჩში იმარჯვა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=2d4d7ec1-4ae7-47cb-bffa-0ee0798113fb.jpg&size=500 View the full article
  8. რამდენიმე საათში საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ჩაებმება. სლოვენია კონტინენტის პირველობას მასპინძლობს, სადაც საქართველო С ჯგუფში თურქეთის, ესპანეთისა და ლატვიის ნაკრებებთან მოხვდა. ქართველების პირველი მეტოქე ლატვია იქნება, რომელთან საბრძოლველადაც ქართველები სრულად მობილიზებულები არიან.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=6e00d4f3-1e37-434a-8248-b0d27d92b603.jpg&size=500 View the full article
  9. "პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ დაადასტურა, რომ მისი გუნდი "მილანის" შვედ თავდამსხმელთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=9d26a679-b079-4e16-ab02-3e74d24d25e1.jpg&size=500 View the full article
  10. ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, "აქტობესა" და "ტორპედოს" შორის მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რაც ქუთაისელ ფეხბურთელებს ხელს არ აძლევთ. აგნარიშის გარდა, ქართველ გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს არც პირველ 45 წუთში ნაჩვენები თამაში აძლევს. შესვენებადმე, "აქტობემ" "ტორპედო" აშკარად დაჯაბნა და რამდენიმე ეპიზოდში, მასპინძლებს გატანაც მართებდათ, მაგრამ ქუთაისელთათვს სასიხარულოდ, ანგარიში არ გახსნილა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=628296b9-6d30-42ef-b043-acea8c69acf6.jpg&size=500 View the full article
  11. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, რუსთავის "მეტალურმა", ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ალბანური "ტეუტა" 6:1 გაანადგურა. პირველ მატჩში 3:0 მოგების შემდეგ, რუსთაველებს შემდეგი ეტაპის საგური თითქმის განაღდებული ჰქონდათ, მაგრამ მათ მეტოქე არც განმეორებით შეხვედრაში დაინდეს. პირველ ტაიმში, მასპინძლებმა "ტეუტას" 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. აქტივში დუბლი ჩაიწერა თექთურმანიძემ, ხოლო ერთხელ მეტოქის კარი ტატანაშვილმა აიღო. მე-2 ნახევარში გატანილი გოლით, დუბლი ტატანაშვილმაც გაიფორმა. სტუმრებს თითოჯერ გეწაძემ და მიქაბერიძემ გაუტანეს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=59a4d04b-2ec1-4081-8636-3a3bdf7fb378.jpg&size=500 View the full article
  12. სლოვენიაში დაიწყო ევროპის 20 წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ასპარეზობს თურქეთის, ლატვიისა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად. პირველი შეხვედრა ქართველ კალათბურთელებს ლატვიის ნაკრებთან ჰქონდათ. შეხვედრა ლატვიელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 88-50.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=10345a68-ca81-4a49-835d-73344b1d8082.jpg&size=500 View the full article
  13. ევროპის ლიგის 2012-13 წლების სეზონის გათამაშება წარუმატებელი გამოდგა "ტორპედოსთვის". ქუთაისური გუნდი გათამაშებას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ერთი კვირის წინათ, ქუთაისში 1:1 თამაშის შემდეგ, "ტორპედოს" ყაზახეთში აუცილებლად გატანა მართებდა, მაგრამ გოლს ვინ ჩივის, რომ არა მეკარე მიგინეიშვილი, გეგუჩაძის გუნდი განადგურებას ვერ გადაურჩებოდა. მთელი თამაშის განმავლობაში, "აქტობე" დიდ უპირატესობას ფლობდა. ყაზახებმა შეხვედრის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე, ბიკმაევის შორეული დარტყმით გაიტანეს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=aad263ca-a948-4202-9767-4b2e07dddc68.jpg&size=500 View the full article
  14. ბასკური "ბილბაოს" ახალგაზრდა მცველი ხავი მარტინესი აცხადებს, რომ იგი საკუთარ თავს "ბარსელონაში" ვერ ხედავს. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=f17ec868-6112-42f5-b0de-e1fea222e1ec.jpg&size=500 View the full article
  15. შვიდწლიანი შესვენების შემდეგ ევროტურნირებზე დაბრუნებულმა ქუთაისის "ტორპედომ" ევროპის ლიგაზე მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელები "აქტობესთან", 2 მატჩის ჯამში, მხოლოდ 1:2 დამარცხდნენ, მაინც შეიძლება ითქვას, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ევროპის ლიგას სამარცხვინოდ გამოეთიშა. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=cc36bc85-3faf-45ec-9f2c-fcc997f5921d.jpg&size=500 View the full article
  16. დღეს ქუთაისში,ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში 8, 10 და 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შორის ევროპის თასის გათამაშების უკანასკნელი, მეშვიდე ტურის პარტიები გაიმართა და ასპარეზობის საუკეთესო ნორჩი მოჭადრაკეებიც გამოვლინდნენ.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=f2ec52d0-421c-4dad-9af8-95d3346954c2.jpg&size=500 View the full article
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/10/lortqifanize.jpgკარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი პარლამენტის წევრს, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა. „რა კომენტარი უნდა გავაკეთო აბა, სუფრასთან ვზივარ, მეხუთე ჭიქას ვსვამ, ხვალისთვის გადავდოთ. პეტრე–პავლობას გილოცავთ,“ – განუცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – კახი კალაძე, გია ყარყარაშვილი, სოზარ სუბარი, გია ვოლსკი კარალეთის მაცხოვრებლები 15 ივლისს, გორში დაგეგმილ აქციაზე უნდა მიეწვიათ. გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. იხილეთ epn.ge
  18. სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია UTair-Ukraine Airline შე­მო­ვი­და და 25 ივ­ლი­სი­დან ყო­ველ ოთ­ხშა­ბათს რე­გუ­ლა­რულ რე­ი­სებს დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ას­რუ­ლებს. სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ავი­ა­კომ­პა­ნია 2009 წლი­დან ოპე­რი­რებს და ძი­რი­თა­დად უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის ბაზ­რებ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მის ფლოტ­ში არ­სე­ბუ­ლი თვით­მფრი­ნა­ვე­ბი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის და­ბა­ლი ხარ­ჯით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ბი­ლე­თი დო­ნეც­კის­კენ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით 365 ლა­რი ეღი­რე­ბა. View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tugushi2.jpgსაქართველოს სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები, კარალეთის ინციდენტში მონაწილე სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენის აპარატი კარალეთში, მოსახლეობასთან “ქართული ოცნების” შეხვედრისას მომხდარ ფაქტზე ახსნა-განმარტებებისა და ინფორმაციის მოპოვებას განაგრძობს. “საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გორის მოქალაქეთა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე და ჟურნალისტი დაშავდა. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გორის საავადმყოფო “გორმედში” აქციის დაახლოებით 13 მონაწილე სხვადასხვა დაზიანებით იმყოფება. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე დაუკავშირდა დაშავებულ ჟურნალისტებს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან სააგენტო “ინფო-9″-ის წარმომადგენლები თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, “მე-9 არხის” ჟურნალისტები ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია “თრიალეთის” წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. ჟურნალისტთა ზეპირი განმარტებით, მათ ნაწილს დაზიანებული აქვს ტექნიკა და ამჟამად, შსს გორის სამმართველოში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების მიზნით”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  20. სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნის მცხოვ­რებ­ლებს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ყა­ვა­ხა­ნე­ბის უს­ხვი­ლე­სი ქსე­ლის Starbucks-ის ყა­ვის და­გე­მოვ­ნე­ბა არც მე­ტი არც ნაკ­ლე­ბი პირ­და­პირ დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­ში შე­ეძ­ლე­ბათ. ბი­უ­რო – Robinson Funeral-ს სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნა­ში უკ­ვე მე­ოთ­ხე თა­ო­ბა მარ­თავს. ამ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის რო­ბინ­სო­ნია, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მას­თან, WSPA-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა, რომ ყა­ვის გა­ყიდ­ვა ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის­თვის ახა­ლი ხი­ლი არაა: მის­მა ბა­ბუ­ამ კუ­ბო­ე­ბის გა­ყიდ­ვა სულ თა­ვი­დან ჩვე­უ­ლებ­რივ მა­ღა­ზი­ა­ში და­იწ­ყო, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად სწო­რედ ყა­ვის და­სა­ლე­ვად შე­დი­ოდ­ნენ. რო­ცა ნა­ხა, რომ კუ­ბო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა ყა­ვით ვაჭ­რო­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ მო­გე­ბი­ა­ნი იყო, ძველ მა­ღა­ზი­ას ახა­ლი ნა­გე­ბო­ბა მი­ად­გა, სა­დაც დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­რო გახ­სნა. Starbucks-ის ორი­გი­ნა­ლუ­რი ოფი­სი დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­იწ­ყებს მუ­შა­ო­ბას და მი­სი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი ბი­უ­როს სა­მუ­შაო სა­ა­თებს და­ემ­თხვე­ვა. View the full article
  21. სა­მო­ქა­ლა­ქო კამ­პა­ნი­ა­ში – „ეს შენ გე­ხე­ბა“ – შე­მა­ვალ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა და მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ეს­ტროს კუთ­ვნი­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბის ფაქ­ტი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფერ­ხე­ბის მცდე­ლო­ბად შე­ა­ფა­სეს. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნაც­ხა­და, რომ მას საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნია იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ეს­ტრო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ასო­ცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის მიზ­ნით გა­უ­რიგ­და. ჯგუფ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის­კენ, ხო­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ჯა­როდ წარ­მოდ­გე­ნის­კენ მო­უ­წო­და. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტი უკ­ვე წარ­მო­ად­გი­ნა. ამ არ­გუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა აც­ხა­დებს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ეს­ტრომ ათა­სო­ბით სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნა შე­მო­ი­ტა­ნა. ამას­თან, მთელ პრო­ცესს გეგ­მავ­და და აკონ­ტრო­ლებ­და არა მა­ეს­ტრო, არა­მედ შპს ელი­ტა-ბურ­ჯი. გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის იყო, რომ სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი მე­სა­კუთ­რის ანუ გლო­ბალ კონ­ტაქტ კონ­სალ­ტინ­გი­სა და ელი­ტა ბურ­ჯის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ეს უკა­ნას­კნე­ლი მზად იყო ან­ტე­ნე­ბის ეტი­კე­ტე­ბის ხე­ლახ­ლა და­სამ­ზა­დებ­ლად და შე­სა­ფუ­თად რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი გა­და­ე­ხა­და. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სქე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სრუ­ლად ვერ მო­ხერ­ხდა და ტვირ­თის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სა­ბა­ჟო დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით მა­ეს­ტროს სა­კუთ­რე­ბაა, ეტი­კე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ისევ გლო­ბალ კონ­ტაქტ კონ­სალ­ტინგს ეკუთ­ვნის. View the full article
  22. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/9146levan_kalandaze1-291x300.jpg"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან კალანდაძე დღეს ოზურგეთის რაიონის სოფლების მოსახლეობას ხვდება. ჯუმათსა და ვაკიჯვარში შეხვედრის შემდეგ ლევან კალანდაძემ განაცხადა, სრულად ორიგინალი
  23. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/235child-refugees.jpgინდოელი უსახლკარო ბავშვები ქუჩაში მათხოვრობის გარდა, სხვადასხვა იდეებზეც ფიქროებენ. მათ გააკეთეს საკუთარი ბანკი, მომხმარებლებს თანხა ბანკში შეაქვთ სრულად ორიგინალი
  24. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/9140CIMG0856.JPG„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიაზ ზოსიძე ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ჩიხში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. სრულად ორიგინალი
×
×
  • შექმენი...