Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. "პუტინისა და მედვედევის დაპირისპირება არ არის იმ დონის, რომ ჩვენთვის რამე სასარგებლო შედეგის მოტანა შეეძლოს. რუსეთში ძალაუფლება დარჩება მათ ხელში, ვისაც აქამდე ჰქონდა. სწორედ ამიტომ არის, რომ რუსეთს ჩვენ იმპერიას ვუწოდებთ. შეიძლება პუტინის შვილი ვერ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ ძალაუფლებას ისევ პუტინის კლანის ერთ ერთი წარმომადგენელი მიიღებს," - აცხადებს ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი "ახალ 7 დღესთან" საუბრისას. გაზიარება [ლევან ნასრაშვილი.18:24 14-09-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TJDXgeH2CGI/AAAAAAAAECg/Zf9fseIH5pU/s200/30502_118135674878355_100000457680515_191325_5651189_n.jpgპუტინსა და მედვედევს შორის ღია დაპირისპირებაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის, წინააღმდეგ რუსულ წამყვან ტელეკომპანიებში სკანდალური ფილმები გადაიცა. ბოლო დღეების განმავლობაში რუსული მედია ამ თემას აქტიურად აშუქებს. რუსი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ლუჟკოვის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის მთავარი ინიციატორი დიმიტრი მედვედევია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პუტინსა და ლუჟკოვს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ, მაშინ ნათელი ხდება, რომ მედვედევი პუტინის კადრს უპირისპირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილი აცხადებს: "არანორმალურია ის ფაქტი, რომ უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაშია ლუჟკოვი მოსკოვის მერი. გარდა ამისა, რუსეთში ყველამ იცის, რომ იგი მილიარდერია - უმდიდრეს ადამიანთა პირველ ათეულში შედის. ბოლოს და ბოლოს, ლუჟკოვსაც უნდა ჰქონდეს ნამუსი და დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს. მგონი, როგორც რუსულ საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ ელიტას, ლუჟკოვი ყელში ამოუვიდა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ინტრიგების მოგონება მედვედევ-ლუჟკოვის დაპირისპირებაზე ალოგიკურია. ლუჟკოვს არ გაუჭირდებოდა ქრთამის შეტანა როგორც მედვედევთან, ასევე პუტინთან იმ დოზით, რა დოზითაც მათი სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერს საზღვარი აქვს. სწორედ ამიტომ, მოსკოვის საზოგადოებას ამზადებენ იმ სიტუაციისთვის, როცა ლუჟკოვი მოსკოვის მერი აღარ იქნება. როგორც ჩანს, ლუჟკოვსაც უჭირს თანამდებობის დატოვება, რადგან მასთან ერთად წასვლა მოუწევთ მოსკოვის მმართველი კლანის სხვა წარმომადგენლებსაც - ახალი მერი მათ აუცილებლად გაათავისუფლებს დაკავებული თანამდებობებიდან. ამ კლანის წევრების შიშებიდან გამომდინარე, ლუჟკოვიც იძულებულია, თანამდებობას ჩაეჭიდოს. ცნობილია, რომ ლუჟკოვსა და პუტინს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ, ისინი პარტნიორებად მოიაზრებიან. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მედვედევი ღიად უპირისპირდება პუტინის კადრს...- მაშინ, როცა არჩევნები ახლოვდება, მედვედევს აწყობს, რომ დედაქალაქის სათავეში მისი კაცი იყოს. ანუ მედვედევმა უკვე დაიწყო ბრძოლა პრეზიდენტობისთვის?- იმ შემთხვევაში, თუ მედვედევსა და პუტინს რეალური კონკურენტი არ ეყოლებათ, არჩევნებისთვის დემოკრატიული ელფერის მისაცემად შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ასევე შეიძლება შეთანხმდნენ იმაზე, რომ ის გახდეს პრეზიდენტი, რომელიც რუსული საზოგადოებისგან უფრო მეტი მხარდაჭერის მიღებას შეძლებს, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ არჩევნებში სხვა რეალური კანდიდატიც იქნება, მაშინ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მათგანი მიიღებს მონაწილეობას. ქართველ საზოგადოებაში იდეოლოგიური მოთხოვნაა, რომ რუსეთში რაღაც ცუდი ხდებოდეს - ან იწვებოდეს, ან ლუჟკოვი და მედვედევი ჩხუბობდნენ, ან მედვედევი და პუტინი იყვნენ დაპირისპირებულნი. ჩვენ ეს მოთხოვნა გვაქვს, რადგან გვგონია, რომ ისინი თუ ცუდად იქნებიან, ჩვენ კარგად ვიქნებით, ამიტომ არის, რომ სულ რაღაც ცუდს ვეძებთ, ამ ყველაფერს სჯობს, რომ ჩვენს თავებში და ჩვენს ქვეყანაში ვეძებოთ პრობლემები. მედვედევ-პუტინის დაპირისპირებას გამორიცხავთ?- ვფიქრობ, მათი დაპირისპირება არ არის იმ დონის, რომ ჩვენთვის რამე შედეგის მოტანა შეეძლოს. რუსეთში ძალაუფლება დარჩება მათ ხელში, ვისაც აქამდე ჰქონდა. სწორედ ამიტომ არის, რომ რუსეთს ჩვენ იმპერიას ვუწოდებთ. შეიძლება პუტინის შვილი ვერ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ ძალაუფლებას ისევ პუტინის კლანის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიიღებს. "ახალი 7 დღე"<div style="text-align: justify;">
  2. საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრს ქრისტოს… ლინკი მედიანიუსზე
  3. დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” შემოსავლების სამსახურმა კომპანიებს “მაგთისა” და “ჯეოსელს” წინასწარი გადაწყვეტილების დოკუმენტი გადასცა. აღნიშნული კომპანიები… ლინკი მედიანიუსზე
  4. საქართველოში გერმანიის სახელმწიფო ტელევიზიების, რადიომაუწყებლობის, გაზეთების რედაქტორები და ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. გერმანელები თავიანთი გამოცემებისათვის საქართველოს შესახებ სიუჟეტებსა… ლინკი მედიანიუსზე
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif დინა სპრიცერი (ფრაგმენტი) კრიალა შავ ზღვასა და ქართული საპორტო ქალაქის, ბათუმის გარშემო მდებარე, ბურუსით მოცულ კავკასიის მთებს განათებული კოშკი დასცქერის. მისი ღამის განათება, რომელიც ჰორიზონტს ემიჯნება, იმ ახალ ნაგებობას გამოკვეთს, რომელიც ძველი ქალაქის მე-19 საუკუნის ფასადებთან კონტრასტში მოდის და სინათლის რბილ სხივში ახვევს ბულვარსაც, სადაც შეყვარებულები დასეირნობენ და ოჯახების კისკისი ისმის. დიდებული შენობა, რომელიც ყველაზე მაღალია სანაპიროზე, მეჩეთს, ბიბლიოთეკას ან მუზეუმს მოგაგონებთ. მაგრამ, როდესაც ამ ზაფხულს მარმარილოთი მოპირკეთებულ ვესტიბიულში შევაბიჯე, აღმოვაჩინე,რომ ნაგებობა ბევრად უფრო მოულოდნელი კულტურული საგანძური იყო: 203 ნომრიანი სასტუმრო შერატონი,რომელიც ამ ზაფხულს გაიხსნა, $80 მილიონი დაჯდა და ბათუმის პირველ საერთაშორისო ბრენდის მქონე ოტელად იქცა. ალექსანდრე დიდის მიერ, ეგვიპტეში ალექსანდრიის შუქურის მსგავსად ნაგები, ის იმის მანიშნებლად იქცა, თუ რას ესწრაფვის ბათუმი. თურქეთის საზღვარიდან 12 მილით დაშორებული, ოდესღაც გაცრეცილი საკურორტო ცხოველ რეკონსტრუქცია განიცდის. სულ ახლახანს, ოთხი წლის წინ, წყალი და ელექტროენერგია ქალაქს სპორადულად მიეწოდებოდა, მოქმედი საკანალიზაციო სისტემა არ არსებობდა და ქალაქის ისტორიულ ნაგებობს, ჩამორეცხილი საღებავი ამახინჯებდა. გადაწყდა არა მხოლოდ ეს პრობლემები, არამედ ქალაქმა აღადგინა ძველი ქალაქის ათობით ნაგებობა და დაასრულა ოთხმილიანი მოდური სანაპირო ბულვარის გაფართოებაც. ამ პროექტზე ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი $103.9 მილიონიანი ინვესტიციის ნაწილი დაიხარჯა. გაიხსნა უამრავი მაღალი კლასის რესტორანი, ღამის კლუბი და მონტე-კარლოს კაზინოებით ინსპირერებული სამი კაზინო. ბათუმის აეროპორტი ივნისში ამოქმედდა, სრულდება რეისები ბათუმსა და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს შორის, დაგეგმილია რეგიონის სხვა ქალაქების მომსახურებაც. მუშავდება ახალი პროექტები: კიდევ უფრო მეტი სასტუმრო (მათ შორისაა, რედისონი, რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს, ხოლო კემპინსკი – 2015-ში) ამოქმედება, ისტორიული უბნების აღდგენა და ეკო-ტურიზმის განვითარება. აქ იმ გეგმაზეც კი ფიქრობენ, რომლის თანახმადაც კერძო ინვესტორები თურქეთამდე გადაჭიმული ქვიანი სანაპიროსთვის ოქროს ქვიშას შემოიტანენ. მაინც რა არის დღეს მთავარი სანახაობა ბათუმში? ამწე კრანები. „ჩვენ თითქოს დროს ვეწევით“ – ამბობს თეიმურაზ დიასამიძე, აჭარის რეგიონი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ბათუმი სწორედ აჭარის დედაქალაქია. „ჩვენ ბედმა გაგვიღიმა და არ შეგვხებია კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ დასვნებელები ჯერ კიდევ გვაკლია“ – იხსენებს ის საქართველოს 1991 და 2008 წლების კონფლიქტებს, რომლებიც სეპარატისტული რეგიონების გამო მოხდა. ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ რჩება სადავო საკითხად. 1890 წლის ნავთობის ბუმის შემდეგ, როდესაც ისეთმა სამრეწველო მაგნატებმა, როგორებიც იყვნენ ბარონი ალფონს დე როტშილდი და შვედი ძმები, ნობელები, ბათუმი კეთილდღეობის სივრცედ აქციეს, ქალაქს, რომელშიც 120,000 მაცხოვრებელია, ასეთი საქმიანი მაჯისცემა არასდროს ჰქონია. რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ, წარმატებული პორტი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ნავთობსადენის სამშობლო იყო. მერე კი კომუნისტური დაცემის წლების ჯერი დადგა, ხოლო 2003 წელს საქართველოში დემოკრატიული ვარდების რევოლუცია მოხდა, რასაც თან მოყვა საყოველთაო ეკონომიკური რეფორმები და უცხოური კაპიტალის შემოდინება. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციის თანახმად, 2004-2009 წლებში ტურიზმში ჩადებული კერძო ინვესტიციები მთლიანად $311 მილიონს გაუტოლდა. აღმავლობის მაჩვენებელია 20 რესტორანი და 10 ღამის კლუბი, რომლებიც ბათუმში ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიხსნა და ღამის ცხოვრება ააღორძინა. მათ სათავეში ის ახალგაზრდა ქართველები უდგანან, რომლებმაც უცხოეთში იცხოვრეს. 30 წლის ქეთი ბოჭოროშვილი, თბილისის ღამის კლუბის „ბამბის რიგის“ პარტნიორი, აქ ახალი ღამის კლუბების მფლობელთა ტიპური წარმომადგენელია. „გასულ ზაფხულს დასასვენებლად ჩამოვედი ბათუმში და ვნახე, რომ მშენებლობები და დიდებული პროექტები იგეგმება, საერთაშორისო სასტუმროები, ახალი გზები“ – ამბობს ბოჭორიშვილი, მეწარმე, რომელმაც კონეკტიკუტში, ლუისვილის საშუალო სკოლაში ერთი წელი გაატრა, ხოლო მენეჯმენტს იტალიურ უნივერსიტეტში დაეუფლა. მე გავიფიქრე: „ვოუ, ბათუმი მშვენდება. და ვიფიქრე, რომ ჩვენ აქ უნდა ვიყოთ“. ბამბის რიგის ბათუმური წარმომადგენლობა აგვისტოში გაიხსნა, ქათქათა, Miami-meets-St.-Tropez დეკორით, ხოლო მენიუ შეიცავს როგორც ქართულ, ასევე კონტინენტურ კერძებსა და აგრეთვე სუშის. ბათუმი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიანაა დამოკიდებული ქართველ ზღვის მოყვარულებზე, ჯერ ისეთი ქვეყნების დამსვნებელების მოზიდვას ცდილობს, როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პორტს გასულ წელს 554,150 დამსვენებელი ეწვია, დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე 2006 წელს და ამჯერად სტუმართა უმეტსობა აჭარის ახლო-მახლო რეგიონებიდან იყო. მაგრამ ბოჭორიშვილს და კიდევ სხვას თვალი დასავლელ დამსვენებლზე უჭირავთ. აქამდე კლუბი იმ კარგად დავარცხნილი, მოდური ქართველების მეშვეობითაც კარგად მუშაობს, ვისაც მარკ ჯაკობსი მოსწონს და ვისაც შეუძლია თავისი საყვარელი მუსიკალური ფლეილისტი რუსულ, ქართულ და ფრანგულ ენებზე ჩამოარაკრაკოს. კლუბის გახსნა იმ ტალღას მოყვა, რომელმაც ახალი ბულვარი მოიცვა. ეს ბულვარი ყველაზე ხალხმრავალი ფეხით სასიარულო სივრცეა ბათუმში და მისი გახსნა ივლისში ფრანგი D.J.-ს მაია კ-ს კონცერტით აღინიშნა. ამ კონცერტს 40,000 მაყურებელი დაესწრო. მას ამშვენებს კუბისტური სკულპტურები, მხატვრული განათება და ავანგარდული კონსტრუქციები, რომელთა ავტორიც ესპანელი დიზაინერი ალბერტო დომინგოა (CMD Domingo and Lazaro Engineers). კაფეებით გადაჭედილ ძველ ბულვარზე უზარმაზარი ეშმაკის ბორბალია აღმართული, რომელიც აქ 2007 წელს დააყენეს, ხოლო მოცეკვავე შადრევანი მის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. შადრევნის ფერადი ჭავლი ტექნოსა და კან-კანის ჰანგებზე დახტის და საღამოობით, როგორც ჩანს, მთელს ბათუმს იზიდავს. აქ უკრაინელი მილიონერს უბრალო იტალიელი ტურისტის გვერდით შეხვდებით. მაგნოლიებისა და კიპარისების მწკრივს დიდ, თეთრი სვეტებით მორთულ კაფესკენ, „სანაპიროსკენ“ მივყავართ. ლამაზად მორთული მაგიდები გადაჭედილია ქართული დელიკატესებით, მათ შორისაა ოვალური აჭარული ხაჭაპური, გახეხილი ყველითა და კარაქიანი კვერცხით შეკმაზული. მიუხედავად ფუფუნების ეპოქის გარიჟრაჟისა, ვახშამი ბათუმში იაფია - საუზმე ორი კაცისთვის სანაპიროზე 20 ლარი ღირს, დაახლოებით 11 დოლარი. მაგრამ ბათუმს უნდა, რომ მისი მიმზიდველობა მხოლოდ პლაჟით არ შემოიფარგლოს. აქ მსოფლიოში სიდიდით მეორე ბოტანიკური ბაღებია. ისინი ქალაქის ჩრდილოეთით, 5.5 მილის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და მასში მცენარეთა 5,000 სახეობაა თავმოყრილი, მათ შორის 100 სხვადასხვა სახის ვარდი მთელი მსოფლიოდან. თქვენ შეგიძლიათ მოწყვიტოთ მანდარინი ციტრუსების ჭალაში და მიირთვათ ისინი სანამ იმ წყალსაცავებს გადაივლით, რომელიც ბაღის $2.17 მილიონიანი რეკონსტრუქციის პროცესში აშენდა. ტურისტულ კომპანიებს აქ დამთვალიერებლები იმისთვის მოყავთ, რომ ნაციონალუ პარკში „მტირალა“, რომელიც ბოტანიკურ ბაღს ემიჯნება, ჩანჩქერები და მინდვრის ყვავილები დაათვალიერებინონ. „ამ ცვლილებების წყალობით ჩვენ უკვე გვყავს ტურისტები ისრაელიდან, კანადიდან და შვეიცარიიდან“ – ამბობს ეკა გოგიბერიძე, 4 წლის წინათ გახსნილი სასტუმროს, ‘რჩეული ვილას“, ლეგენტური, მოდური შენობის მენეჯერი. „ისინი არ მიდიან პლაჟზე, მათ ბუნება და ძველი ბათუმი აინტერესებთ“. რაც შეეხება ძველ ბათუმს, პორტიდან გამომავალი ქუჩების ქსელი ჯერ კიდევ შენდება. ივნისში ქალაქის სხვადასხვა ნაწილი გადაითხარა და მტვრის ბუღით დაიფარა. (აჭარის მთავრობის ცნობით, გზის მშენებლობა ამ თვეში დასრულდება, ხოლო ძველი ბათუმის აღდგენა – 2011 წლის ბოლოსთვის). ბევრი ასაკოვანი ბათუმელი ბუზღუნებს ბათუმის ახალი სიკაშკაშის გამო, მაგრამ ახალგაზრდა ბათუმელებს ეს იმედისმომცემად მიაჩნიათ. „ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები და ტურისტები, რათა ქალაქს სიცოცხლე შთავბეროთ“ – ამბობს 30 წლის ხათუნა გოგიშვილი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ბათუმში საბერძნეთში სწავლის შემდეგ. „ბათუმი არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი, რომელიც უცვლელად უნდა შევინახოთ“. ორიგინალი ორიგინალი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/alasania2-150x150.jpgკონსტიტუციის ახალი მოდელის შესახებ საბოლოო საჯარო მსჯელობა უკვე შედგა. თუმცა ყველაზე მკაცრი და მწვავე შეფასებები ოპოზიციურმა პარტიებმა სწორედ მისი საჯარო განხილვის შემდეგ გააკეთეს. დღეს კონსტიტუციის შესახებ “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკარტები” საკუთარ ოფისში საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასთან ერთად, ქრისტიან-დემოკტარები კი პარლამენტში, დიპლომატებთან შეხევდრისას მსჯელობდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/alasa.jpg itvს ლინკი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/newsimg-150x150.jpgმიზეზი ქართული მხარის მიერ რუსეთის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმაა. რუსი დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისის სხდომას უნდა დასწრებოდნენ რომელიც ხვალ თბილისში გაიხსნება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/evrosabcho.jpg itvს ლინკი
  8. რომაელთა ბრაზილიელმა ცენტრმა განაცხადა,რომ "მგლებს" შეუძლიათ ნებისმიერ გუნდს მოუგონ. იხილეთ fanebi.com
  9. დღეს თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ საქართველო- თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით… ლინკი მედიანიუსზე
  10. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ანდრიეს ვენტერი… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlame-150x150.jpgსაპარალამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე საკუთარ შენიშვნებს უცხოელ დიპლომატებს აცნობს. საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა დღეს ქრისტიან-დემოკრატებმა გამართეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/qdm6.jpg itvს ლინკი
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamenti7-150x150.jpg„ქართული დასი” სამთავრობო საათზე პენსიების სესხად გაცემის მაღალ პროცენტზე, სამედიცინო დაზღვევაზე და სხვა სოციალური თემატიკის პრობლემებზე ისაუბრებს. ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით პირველი სამთავრობო საათი 30 სექტემბერს იგეგმება ხოლო მეორე, ოქტომბრის მეორე ნახევარში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/jondi.jpg itvს ლინკი
  13. საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადებით, საქართველომ ევროსაბჭოს დელეგაციის რუს წევრებს ვიზები არ მისცა… ლინკი მედიანიუსზე
  14. პოლიტიკური პარტია „ქართული დასის“ ლიდერის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდო ბაღათურიას ინფორმაციით, სექტემბერ-ოქტომბერში პარლამენტში ორი სამთავრობო საათი ჩატარდება.… ლინკი მედიანიუსზე
  15. მას შემდეგ რაც ჰერკულესმა ამ უიკენდებზე ბარსას სძლია ნოუ კამპზე თანაც ანგარიშით 0-2,გუნდის გულშემატკივრებმა მაღაზიებში ახალი მაისურის შეძენა გადაწყვიტეს.. იხილეთ fanebi.com
  16. კოპენჰაგენის მცველმა სალოვი ოტესენმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა. იხილეთ fanebi.com
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/cruise-150x150.jpgთურქეთის ქალაქი იზმირი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკა ერთობლივ ტურისტულ პროდუქტს, 1 ტურისტი - 2 ქვეყანა დანერგავენ. ამის შესახებ დღეს თურქ ბიზნესემნთა დელეგაციის თბილისში სტუმრობისას გახდა ცნობილი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/turqebi.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...