Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. წინასწარი მონაცემებით,რომელსაც საქსატატი 14 სექტემბერს აქვეყნებს, 2010 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 197 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინვესტიციების კლება 2008 წლიდან დაიწყო. ამ წლის შემაჯამებელი მონაცემებით, 1 მილიარდ 564 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში, როცა 2007 წლის მონაცემებით, შემოსული ინვესტიციების რაოდენობა 2 მილიარდს აჭარბებდა. 2009 წელს საქართველოში შემოსულმა ინვესტიციებმა სულ 759,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2006 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 2005 წელს არსებული 450 მილიონი აშშ დოლარიდან 1.14 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 200520062007200820092010450 მილიონი აშშ დოლარი1 მილიარდ 14 მილიონი აშშ დოლარი2 მილიარდ 14 ათასი აშშ დოლარი 1 მილიარდ 564 მილიონ აშშ დოლარი759 მილიონ 1 ათასი აშშ დოლარი 1კვარტალი 76 მილიონი 2 კვარტალი 197 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: ჰოლანდია, ამერიკა და ვირჯინის კუნძულები ბრიტანეთში. ტრასნპორტი და კავშირგაბმულობა, მრეწველობა და უძრავი ქონება, ეკონომიკის ის სექტორებია საქართველოში,რომელშიც ინვესტირება ყველაზე ხშირად ხორციელდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. http://a.pix.ge/c/cgi87.jpg ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ კვირას ის აპირებს მანჩესტერის დამარცხებას, რათა კვლავ გაახაროს გულშემატკივარი. 26 წლის ფეხბურთელი 2009 წელს მანჩესტერის დამარცხებას (1-4) თვლის საუკეთესოდ, თავის მერსისაიდულ კარიერაში. მან იცის რომ, თუ კვლავ მოიპოვებს 3 ქულას ოლდ ტრაფორდზე, დიდ სიხარულს მოუტანს ფანებს. “ლივერპულს დიდებული ფანები ყავს, ისინი გვერდში გვიდგანან როდესაც კარგად ვთამაშობთ, როდესაც არ ვთამაშობთ კარგად, მაშინაც გვერდში გვიდგანან.” – განაცხადა ტორესმა. “მე ჩემს ძაღლს მთელ ქალაქში ვასეირნებხოლმე, როდესაც სერიოზული მოწინააღმდეგე გველის, მაგალითად როგორიც მანჩესტერია, ფანები ყოველთვის მოდიან, მამხნევებენ და წარმატებას გვისურვებენხოლმე.” “ნათელია თუ რამდენს ნიშნავს მანჩესტერთან მატჩი მათთვის. ჩვენ მრავალი წელია კონკურენტები ვართ. მანჩესტერის დამარცხება ყველაფერს ნიშნავს, ჩვენი გულშემატკივრისთვის.” “ჩვენ ორი ყველაზე წარმატებული კლუბი ვართ ინგლისში, მაგრამ ჩვენი ფანებისთვის სასიამოვნო ნამდვილად არაა, როდესაც ხედავენ მანჩესტერის ამდენ წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში.” ტორესმა ბოლო ორი ვიზიტის დროს ოლდ ტრაფორდზე, მოახერხა გოლების გატანა, 4-1-ის ჩათვლით და ეს საკმაოდ დიდი შედეგია პრემიერ ლიგაში. “ძნელად თუ ვინმე, როდესმე დაამარცხებს მანჩესტერს, ოლდ ტრაფორდზე და 4-1-ით დამარცხება ამ გუნდის თავისივე მოედანზე, ჩვენ ნამდვილად წარმოუდგენელი შევძელით.”-განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა. “ჩვენ თავიდან 1-0-ს ვაგებდით, და ეს გამარჯვება უფრო ამაღელვებელი გამოდგა.” “ამ მატჩში ჩემი გატანილი გოლით ანგარიში გავათანაბრე და ვფიქრობ ეს დღე იყო საუკეთესო, ჩემს მერსისაიდულ კარიერაში.” “ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა და შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ წელს შევძლებთ ტიტულის მოპოვებას და ასევე მანჩესტერის დამარცხებას.” ტორესმა ასევე უეინ რუნიზეც გააკეთა კომენტარი: “მათ რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი ყავთ, მაგრამ უეინ რუნი მათი გამორჩეული ფეხბურთელია. მე მართლა მომწონს, ის დიდებული ფეხბურთელია და ასევე სასაცილო ბიჭი. თამაშის შემდეგ ჩვენ ჩვეულებრივ ვსაუბრობთხოლმე.” View the full article
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/guardian1.jpg დევიდ ჰერსტი რუსეთში ერთგვარი პარტიული კონფერენციების სეზონი დადგა და ქვეყნის ორივე მმართველი საზოგადოებას მომავლის მისეულ ხედვას უზიარებს. ერთი კვირის წინ სოჭში, ვლადიმერ პუტინი სამი საათის განმავლობაში კლუბ „ვალდაის“ (უცხოელ ექსპერტების და ჟურნალისტების (მათ შორის the Guardian–ის) ჯგუფი)) წევრთა კითხვებს იგერიებდა და საბოლოოდ მათ აცნობა, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. გარუჯული პრემიერ–მინისტრი მხნედ გამოიყურებოდა, ხელები მოვლილი ჰქონდა, ძვირფასი პიჯაკი და მაისური ეცვა შეხსნილი საყელოთი. თუკი ფრანკლინ რუზველტი ოთხჯერ იყო პრეზიდენტი, მისთვის რატომ არ შეიძლება? პუტინმა უარყო რეგიონალური გუბერნატორების არჩევნების დაბრუნების იდეა და დამსწრეთ ზღაპარი უამბო იმის შესახებ, თუ როგორ არჩია ერთ–ერთმა არჩეულმა ჩინოვნიკმა უკანა კარიდან გაქცევა, რათა არ შეხვედროდა სტიქიისგან დაზარალებულ უკმაყოფილო გლეხებს. პარასკევს დიმიტრი მედვედევის ჯერი დადგა. მართლია, იაროსლავლში რუსეთის პრეზიდენტს გვერდს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მენ ბაკი და სილვიო ბერლუსკონი უმშვენებდნენ, თუმცა ამ ღონისძიებას რუსულ დავოსამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია. რუსეთს სურდა იმ იდეის უარყოფა, რომ რუსეთი – ავტოკრატიაა (განსაზღვრება, რომელიც სოჭში პუტინში პროტესტს აშკარად არ იწვევდა). „რუსეთში დემოკრატია არის. დიახ, ის ახალგაზრდაა, არასრულყოფილი, გამოუცდელი, მაგრამ ეს მაინც დემოკრატიაა. ჩვენ გზის დასაწყისში ვართ“. შესაძლებელია, მაგრამ თავად მედვედევზე ამას ვერ იტყვი. მისი სტატიის „რუსეთო, წინ!“ გამოქვეყნების შემდეგ ერთი წელი გავიდა, სადაც ის თავს დაესხა რუსეთის პრიმიტიულ, ნედლეულზე დაფუძნებულ ეკონომიკას, ქრონიკულ კორუფციას და ქაოსს, თავისუფლების არარსებობას და უსამართლო დამოკიდებულებას მოქალაქეებისადმი (ეს პირადად მისი სიტყვებია). თუმცა ამ ხნის გასვლის შემდეგ, რთულია არ გაგიჩნდეს კითხვა: და როდის აპირებს ის ბოლოს და ბოლოს დაადგეს რეფორმატორის რთულ გზას. ყველა ნიშანი არსებობს იმის, რომ ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა. იმავდროულად, სოჭიც და იაროსლავლიც მკვეთრი კონტრასტია იმის, თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში რუსეთის ხელისუფლება. ამის თაობაზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ანდრეი სოლდატოვის და ირინა ბოროგანის (ჟურნალისტური გამოძიების სპეციალისტები) წიგნი, რომელიც უშიშროების ფედერალურ სამსახურს ეძღვნება. წიგნი ამ თვის ბოლოს გამოდის. ავტორები ამტკიცებენ, რომ „კაგებეს“ ვეტერანის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის დღევანდელი უშიშროების ფედერალური სამსახური მის წინაპარზე უფრო მძლავრ და მრისხანე ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, ისინი ამას „ახალ არისტოკრატიას“ უწოდებენ. სიმპტომატურია, რომ წიგნი რუსეთის ფარგლებს გარეთ ინგლისურ ენაზე გამოიცემა, ვიდრე მის გაყიდვას ქვეყნის შიგნით შეეცდებიან. სოლდატოვი და ბოროგანი მხოლოდ იმის შესახებ წერენ, რაც იციან და რისი დამტკიცებაც შეუძლიათ. ისინი არ იყენებენ თეორიებს, რომლებსაც მყარი მტკიცებულებები არ გააჩნია, მაგალითად ლონდონში მოწამლული, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის ალექსანდრე ლიტვინენკოს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სწორედ პუტინი იდგა მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებების უკან, რასაც 200 ადამინის სიცოცხლე შეეწირა და რამაც მის კარიერას ბიძგი მისცა, ასევე ბრალდებებს ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებაზე. ეს მიდგომა მათ კვლევას დამატებით წონას სძენს. ორგანიზაცია, რომლის შესახებაც ისინი წერენ, ფესვები გაიდგა რუსული ცხოვრების ყველა ასპექტში – მედიაში, ბიზნესში, ინტერნეტში. საბჭოთა უშიშროების კომიტეტისგან ის ორი თვალსაზრისით განსხვავდება: პირველი – დღეს უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური კონტროლი გაცილებით ნაკლებად ხორციელდება, ვიდრე კომუნისტების დროს, და მეორეც, გენერლები, რომლებიც მას მართავენ, მდიდარ ადამიანებად იქცნენ, შეიძინეს უძრავი ქონება და აქვთ საქმიანი ინტერესები. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ახალი სიმდიდრის ყველაზე ნათელი მაგალითის ხილვა ელიტური რუბლიოვკის სამ მეტრიანი ღობეების მიღმა შეიძლება. საუბარია გზატკეცილზე მოსკოვის შემოგარენში, რომლის გასწვრივაც კრემლის მეპატრონეთა აგარაკები მდებარეობს. ამ გზას მეორენაირად, „მეფის გზასაც“ უწოდებენ, ივანე მრისხანეს საპატივცემულოდ, რომელიც ამ გზით სანადიროდ დადიოდა. საბჭოთა დროს ამ ადგილებში აგარაკებს პოლიტბიუროს და ცენტრალური კომიტეტის წევრები, მსახიობები და მეცნიერები აშენებდნენ. მათი მწვანედ შეღებილი ხის სახლები დღეს აგურის და ქვის მდიდრული აგარაკების ფონზე, რომლებიც მილიონობით დოლარად იყიდება, საწყლად გამოიყურება. ახლა“მეფის გზის“ განაპირას გაჩნდა Maserati–ის სალონები და ბინების რეკლამები, რომელთა ყიდვაც ბიუროკრატებს საკუთარი საყვარლებისთვის შეუძლიათ. 2006 წელს, საბჭოთა სამხედრო ავიაციის ყოფილმა პოლკოვნიკმა ვიქტორ ალქსნისმა, რომელიც სახელმწიფო დუმაში იმ ოლქიდან აირჩიეს, სადაც რუბლიოვკაც შედიოდა, აღმოაჩინა, რომ სახელმწიფომ ამ რაიონში კერძო პირებს მიწის 99 აკრი დაურიგა. ის გაიყო 90 მიწის ნაკვეთად, თანაც მათგან 38 ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფონდიდან კერძო საკუთრებაში გაიცა. თავის წიგნში სოლდატოვი და ბოროგანი წერენ, რომ გენერლები დოკუმენტებში სახელების და წოდებების გარეშე ფიგურირებენ. მათ უბრალოდ „სამხედროებად მოიხსენიებენ, რომელთა სამსახურის საერთო ხანგრძლივობა 15 წელზე მეტია“. ეს მხოლოდ ერთ–ერთია წიგნში მოყვანილი უამრავი მაგალითიდან, რომელიც იმაზე მიუთითებს, თუ ვინ მართავს რუსეთს სინამდვილეში. „ელიტური უძრავი ქონების დარიგება რუბლიოვკის ტყეებში, შესაძლოა კარიერის დასასრულში მყოფ გენერლებს ამშვიდებს, თუმცა არანაირად არ ამზადებს ახალ თაობას პატიოსანი არბიტრების და პატივცემული სამართალდამცველბის როლისთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – ასკვნიან ავტორები. ორიგინალი ორიგინალი
  4. დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.ჩხერიმელას ამ ტურში გასვლითი მატჩი ჰქონდა,მეტოქე წინა სეზონის მეორე ლიგის გამარჯვებული ბათუმის ადელი იყო. იხილეთ fanebi.com
  5. http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/gates_r_01.jpgყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, რობერტ გეითსმა სააგენტო "ინტერფაქსს" განუცხადა. polity.ge
  6. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის პირველმა ტურმა ჯანო ანანიძის გარეშე ჩაიარა, არადა ქართველი გულშემატკივარი უმაღლეს ევროპულ სარბიელზე დიდი ინტერესით ელის და იმედია ვალერი კარპინი მას მომავალ მატჩებში მაინც მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას. მოსკოველებმა კი სტუმრად "მარსელის" წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, გთავაზობთ ამ და ყველა სხვა შეხვედრის ვიდეომასალას იხილეთ fanebi.com
  7. http://www.polity.ge/images/catalog/world/america/green_card.jpgაშშ-ს მწვანე ბარათის ლატარიის ახალი გათამაშება 5 ოქტომბრიდან იწყება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ამერიკის საელჩოდან აცნობეს. polity.ge
  8. ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ დაიწყო, _ აცნობეს `მედიანიუსს~ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან. … ლინკი მედიანიუსზე
  9. მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი თანამდებობის დატოვებას აპირებს, _ იუწყება რუსული მედია. Dასახელდა მისი სავარაუდო შემცვლელებიც: ვიცე-პრემიერები: სერგეი… ლინკი მედიანიუსზე
  10. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსის განცხადებით, ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარი თავდაცვა უზრუნველყოს. აღნიშნულ საკითხზე … ლინკი მედიანიუსზე
  11. სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლასთან, კომპანია „ბილაინის“ ანძის დემონტაჟის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მასში დაახლოებით 200-მდე… ლინკი მედიანიუსზე
  12. ევროპის ქალაქებში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო წრის კიდევ რვა შეხვედრის პირველი ტაიმები. რამდენიმე შეხვედრაში გოლები უკვე გასულია, ჩვენც მოვლენების ონლაინ რეჟიმში თვალის მისადევნებლად წარმოგიდგენთ მათ ამსახველ ვიდეომასალას იხილეთ fanebi.com
  13. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად,… ლინკი მედიანიუსზე
  14. ხვალ საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიხსნება. … ლინკი მედიანიუსზე
  15. დღეიდან მატარებლით მგზავრობის მსურვლებს თბილისში ვაგზლის ცნობათა ბიუროში დასარეკად და ბილეთების დასაჯავშნად სხვა ნომრების აკრება მოუწევთ. … ლინკი მედიანიუსზე
  16. აჭარაში გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად ბათუმისა და ქობულეთის ქუჩები მთლიანად დაიტბორა. სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი ქობულეთის მუნიციპალიტეტს… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...