planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Такой вывод они сделали после предотпускного заседания Совета Федерации, который одобрил три "антимедведевских" закона и забраковал "медведевский". Часть аналитиков считает, что сейчас демонстративно бракуется все, предложенное экс-президентом. По крайней мере, в Госдуме без движения лежит целый ряд его инициатив. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო საქართველოში აქტიურდება კონკურენტული საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, პოლიტიკური ცხოვრება ამ ამიერკავკასიურ რესპუბლიკაში დივერსიფიცირდება – დედაქალაქის საზღვრებს სცდება და სოფლებში გადადის. იმ ფონზე, როდესაც უმუშევრობა, ზოგიერთი შეფასებით 30%-ს აჭარბებს (ოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი 15,1%), საქართველოს მოქალაქეების ინტერესი ცხოვრების ხარისხის ისეთი ძირითადი ასექტების მიმართ, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, უფრო აქტუალურია, ვიდრე საარჩევნო პროცესის სამართლიანი მიმდინარეობით წუხილი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ვაშინგტონის არასამთავრობო ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ივნისის ანგარიშის ავტორები. NDI 2012 წლის არჩევნების მონიტორინგს ატარებს. გაცნობიერებული აქვს რა მსგავსი განწყობები, ოპოზიციური ალიანსი „ქართული ოცნება“ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოსახლეობას სოფლის მეურნეობაში მილიარდი ლარის (600 მილიონი დოლარი) ინვესტიციას დაპირდა. ეკონომიკის ამ სექტორში საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 55,6 % დასაქმებული. მოძრაობა „ქართული ოცნების“ თქმით, ისინი მნიშვნელოვან რესურსებს მიმართავენ ასევე განათლებისა და ჯანდაცვის მიზნებისკენ. მთავრობამ, თავის მხრივ, თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია. ივლისის დასაწყისში რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა აგრარულ სექტორში 4 მილიარდი ლარის (2,41 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას, ასევე დასაქმების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებში ახალი სამინისტროს შექმნას გეგმავს. წარსულში ასეთი დაპირებებით ბრძოლა დიდწილად საქართველოს დედაქალაქში, თბილისში გაიმართებოდა, სადაც ქვეყნის 4,6 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ცხოვრობს. მაგრამ ახლა, როდესაც დღევანდელი კამპანიის მთავარ ასპექტად დასაქმების პრობლემა იქცა, ბრძოლამ ქვეყნის სიღატაკით მოცულ რაიონებში გადაინაცვლა, იქ სადაც სამსახურის შოვნა მხოლოდ თბილისში გამგზავრებით შეიძლება. „სოფლებში სიღტაკის კვალი ყველას ატყვია“, ამბობს მოძრაობა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ცენტრალურ იმერეთის რეგიონში არჩილ კბილაშვილი. „აქ მეზობლისგან 5 ლარსაც (3,03 დოლარი) ვერ ისესხებ“. ბოლო კვირებში, „ქართული ოცნება“ და მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო აქციებს მართავდნენ, ამომრჩევლებს ხელს ართმევდნენ, პრეზიდენტი კი დამატებით სამედიცინო დაწესებულებებს ხსნიდა იმ სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში, რომლებსაც წინა საარჩევნო კამპანიების დროს ყურადღების ღირსად მხოლოდ პროფორმისთვის ჩათვლიდნენ. დედაქალაქის გარეთ მცხოვრები მაყურებელი, როგორც წესი, „დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე“ წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებს, მხოლოდ საკუთარი ტელევიზორების ეკრანებზე ადევნებდა თვალყურს, ამბობს პოლიტოლოგი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან გიორგი მარგველაშვილი. „ახლა კი ყველაფერი პატარა ქალაქების ტერიტორიებზე ხდება. ახლა ისინი ტელევიზორებში საკუთარ თავს ხედავენ“. როგორ აისახება ეს ერთი თუ მეორე მხარის შანსებზე არჩევნებში, ჯერჯერობით გაურკვეველია. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვფლობთ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების შესახებ თბილისის მიღმა დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობაზე. NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგები მოწმობს (გამოიკითხა 6, 299 ამომრჩეველი მთელი საქართველოს მასშტაბით), რომ რესპუბლიკის ბევრ მცხოვრებს უჭირს არჩევანის გაკეთება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დაპირებებს შორის. სოფლის მეურნეობის და სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდის საკითხებში ეს ორი პარტია ფეხდაფეხ მისდევს ერთმანეთს: დასაქმების სფეროში რესპონდენტების 28% მხარს უჭერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 24% – „ქართულ ოცნებას“; სოფლის მეურნეობაშიც ხმები 28%-დან 24% -ს შორის გადანაწილდა, პლუს მინუს 2%-ანი ცდომილებით. აღნიშნული სამი საკითხიდან სააკაშვილის პარტიამ მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში დაიკავა აშკარად წამყვანი პოზიციები, მოიპოვა რა რესპონდენტების 30%-ის ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ ნდობით განწყობილი 20%-ის წინააღმდეგ. სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა პრეზიდენტის პარტიის აშკარა უპირატესობა „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით (ელექტორატის 36% 18%-ის წინააღმდეგ), მაგრამ სახეზეა ისიც, რომ საზოგადოებრივ აზრში შეიძლება მოხდეს ძვრა. თებერვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი პროცენტულად 11 პუნქტით შემცირდა, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ გაიზარდა 8%-ით. დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ამომრჩევლების საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება მთავრობის და მისი პარტიის მაჩვენებლებს ქმედითი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, კორუფციასთან ბრძოლასა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას. „ეს არ არის მხოლოდ სიცოცხლისუნარიანობა, ეს არის სახელმწიფოს შესაძლებლობა რეალურად ფუნქციონირებდეს“, – ამბობს ის. „თუკი სახელმწიფო უუნაროა, თუკი ის შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან, სოფლის მეურნეობის საექსპორტო რელსებზე გადაყვანა ან საექსპორტო საცავების შექმნა კივისთვის ან სხვა რამ უბრალოდ არ შეიძლება“. გიორგი კანდელაკის აზრით, მართალია, ორივე ბანაკი შესაძლოა ერთი და იგივე ამოცანების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, მაგრამ მათ პროგრამებს შორის „უფსკრულია“: „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ შექმნის ჯანდაცვის საყოველთაო ფონდს, მაშინ როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს კერძო კონკურენციის „სტიმულირებისკენ“ ჯანდაცვის და სამედიცინო დაზღვევის სფეროში. „ქართველი ამომრჩეველი ბრძენია, ის კონტექსტში კარგად ერკვევა“, – დასძენს იგი. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარე გაიმარჯვებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გრძელვადიან გავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე, მიაჩნია პოლიტოლოგ მარგველაშვილს: „დედაქალაქი იწყებს იმის აღიარებას, რომ ის არ არის ის ერთადერთი ცენტრი სადაც პოლიტიკა კეთდება“. ორიგინალი ორიგინალი
-
როგორც მოგეხსენებათ,ივანიშვილის და ქართული ოცნების ოპონენტები ხშირად ცდილობენ,რომ მოახდინონ ივანიშვილის სიტყვების ინტერპრეტაცია და მას მიაწერონ,საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების დაბრალება.არ არსებობს კადრები ,სადაც ივანიშვილი ამბობს , რომ ომი საქართველომ დაიწყო. სამაგიეროდ,მან ახლა ძალიან კარგად განმარტა ტელეკომპანია “თრიალეთის” ეთერში გადმოცემული ინტერვიუს დროს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია და მინდა შემოგთავაზოთ ამ ვიდეოდან ამონარიდი,რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ საკითხით ბინძური მანიპულირება. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/logo_expresse.jpg თბილისი - საფეხბურთო კლუბ ,,მილანისა’’ და კიევის ,,დინამოს’’ ქართველი ვარსკვლავი კახა კალაძე ფეხბურთიდან წავიდა, მაგრამ დღეს ის საკუთარი კარიერის მანძილზე ყველაზე სასტიკ მოწინააღმდეგესთან – მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან – დაპირისპირებისთვის ემზადება. საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კახა კალაძე ახლახანს სპორტიდან წავიდა, მაგრამ მეორე ცხოვრება დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში. იგი შეეცდება, დეპუტატის სავარძლის მოპოვებას შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში. ,,როდესაც, ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განვაცხადე, ვთქვი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ ახლა იწყებოდა’’ – განაცხადა 34 წლის მცველმა. იტალიის „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, 34 წლის კალაძე შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად, რომელსაც მილიარდერი მაგნატი ხელმძღვანელობს, მაგნატი, რომელმაც პირობა დადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას დაამარცხებს. „ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე, რადგან ჩემს ქვეყანაში დიდი უსამართლობაა, ბევრი ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს“, – ამბობს კალაძე. პოლიტიკური დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმდიდრესი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სასამართლომ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით ათობით მილიონი დოლარით დააჯარიმა. ,,ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებას ეშინია ოპოზიციის’’ – მიაჩნია კახა კალაძეს, რომელიც ამ სანქციების უკან პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს. ,,დღეს, ჩვენ ვუპირისპირდებით უკანონობას და უსამართლობას’’, ამბობს ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც სახელი თბილისის ,,დინამოში’’გაითქვა. სწორედ ამ გუნდში დაიწყო მან თავისი კარიერა და საქართველოს ჩემპიონატში ხუთი ტიტული მოიპოვა მანამ, სანამ უკრაინის დედაქალაქის ლეგენდარულ კლუბში კიევის ,,დინამოში’’ განაგრძობდა მოღვაწეობას. ,,პოლიტიკაში ბევრად მეტი გამოწვევაა, ვიდრე სპორტში“, – მიაჩნია კახა კალაძეს, რომელიც მეტად რთულ მატჩებს ელოდება იმ ხელისუფლებასთან ბრძოლაში, რომელსაც არ სურს ძალაუფლების დაკარგვა. საქართველოს პროდასავლელი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მისი ქონება რუსეთში დააგროვა, იმაში ადანაშაულებს, რომ ის მოსკოვის ლაქიაა, რომელთანაც თბილისს 2008 წლის ზაფხულში ხანმოკლე ომი საქართველოს პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასამყარებლად. „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უზარმაზარი რუსული ფული მოდის საქართველოში პირდაპირი ბრძანებებით კრემლიდან“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა, მოსკოვის მოსისხლე მტერმა, და ამით მიგვანიშნა, რომ ქართული ოპოზიცია რუსეთიდან ფინანსდება. კალაძე ამბობს, რომ „აბსურდია“ ოპოზიციის დახასიათება „პუტინის ადამიანებად“ლადიმერ პუტინზე. ფეხბურთელი ხაზს უსვამს რუსეთ-საქართველოს კავშირების გაუმჯობესების აუცლებლობას, რომელიც დიპლომატიურ დონეზე შეწყვეტილია 2008 წლის ზაფხულის ომის შემდეგ. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსებთან დიალოგის დაწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და დისკუსიის დაწყება იმაზე, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ ტერიტორიები, რომელიც ახლა რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული“, ამბობს იგი. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსებთან დიალოგის დაწყება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რათა დისკუსია დავიწყოთ იმაზე, თუ როგორ დაიბრუნოს საქართველომ ტერიტორიები, რომელიც ახლა რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული“, – განაცახადა კახა კალაძემ, იგულისხმა რა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მეორე სეპარატისტული რეგიონი, რომლის დამოუკიდებლობაც მოსკოვმა ასევე 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ აღიარა. მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა, კახა კალაძე ქართულ მაფიასთან კავშირში დაადანაშაულეს. ამ გადაცემას კალაძემ, მის წინააღმდეგ განხორციელებული ,,ცილისმწამებლური კამპანია’’უწოდა. ,,არც წარსულში და არც ახლა, არაფერი საერთო მაფიასთან არ მაქვს’’, ირწმუნება კალაძე, რომელსაც, გამოკითხვებით, უდაოდ კარგი შანსები აქვს მაჟორიტარობისთვის, სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოში. ,, ამ რეგიონში, კალაძე გმირად ითვლება. არ გამიკვირდება, თუკი ის ამ ოლქში გაიმარჯვებს’’ – ამბობს ანალიტიკოსი გია ნოდია. ორიგინალი ორიგინალი
-
16:40 18.07.2012 ხვალ, ზუგდიდში მსახიობ გიორგი ფოჩხუას დაკრძალავენ. http://3.bp.blogspot.com/-dNpraej2xZ0/UAa1HH6WhTI/AAAAAAAAHvA/hTdPII-_cXk/s200/giorgi%2Bfochxua.jpg 11:00 საათზე, ვლაქერნის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძარში გიორგი ფოჩხუას პარაკლისს გადაუხდიან. 12:00 საათისთვის კი მიცვალებულს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც საზოგადოებას სამძიმარის გამოხატვის საშუალება მიეცემა. დღის მეორე ნახევარში კი ყველასათვის საყვარელ ზუგდიდელ მსახიობს მიწას მიაბარებენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი ფოჩხუა 6 ივლისს, ანაკლიაში იქნა მოკლული. ბოროტმოქმედი დაკავებულია. ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გიორგის ახლობლებს, განსაკუთრებით კი მის მეუღლეს და მცირეწლოვან ვაჟიშვილს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
-
16:02 18.07.2012 რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში დასრულდა მედია–კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელ ირმა ინაშვილსა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა. ირმა ინაშვილის თქმით, ფედერაციის წარმომადგენლებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მედიის უფლებების შელახვასთან დაკავშირებით. http://3.bp.blogspot.com/-7Vk8QIYpZOI/UAamy2rfGeI/AAAAAAAAHuw/a7GKIkW0dow/s200/irma%2Binashvili.jpgირმა ინაშვილი: " შევხვდი ფედერაციის წარმომადგენლებს. გადავეცი "ობიექტივის" მოხსენება საქართველოში ჟურნალისტთა და მედია-საშუალებების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი აწარმოებს. მოხსენებაში კონკრეტული ფაქტები იყო ასახული: გლობალtv-ს და "მაესტროს"ანტენების დაყადაღება, info 9-ის ჟურნალისტების ცემა და საქმიანობაში ხელის შეშლა, საბა წიწიკაშვილის და ჩვენი სხვა კოლეგების დარბევის ფაქტები... "ობიექტივის" წამყვანის მერაბ ჭიქაშვილის უკანონო დაპატიმრება და გასამართლება... ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე ოლივერ მონეი-კარლი გაოგნებული იყო... "ჩვენ ამ ფაქტების შესახებ არაფერი გვსმენია, არავის მოუწოდებია ინფორმაცია"... მე ვეკითხები:" კი მაგრამ, თქვენი წარმომადგენელი ხომ მუშაობს თბილისში... ვინმე ზვიად ფოჩხუაა, ის რატომ არ გაწვდით ამ ინფორმაციას?"... " თქვენგან პირველად მესმის, რომ ბოლო დროს საქართველოში ჟურნალისტები ასეთ წნეხის ქვეშ მუშაობენ და ასეთი ზეწოლაა მათზე". შეხვედრას ვესწრებოდით მე, გიორგი ფოფხაძე და მერაბ ბლადაძე". http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/jamestown1.jpg ვლადიმერ სოკორი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს გამოწვევათა უნიკალურ ნაკრებს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის, მისი სტაბილურობისა და შესაძლოა, ქართული სახელმწიფოებრიობისთვისაც კი. გამოწვევები მოიცავს: ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვას, რასაც სახელმწიფოს სრული ან ნაწილობრივი მიტაცება მოსდევს; რუსეთის სამხედრო ზეწოლას, რომელიც არჩევნებთანაა დაკავშირებული; პოსტსაარჩევნო არეულობის საფრთხეს და დასავლეთში გულუხვად დაფინანსებულ პოლიტიკურ აქტივობას საქართველოს მხარდაჭერის სტერილიზაციის მიზნით. როგორც ცნობილია, სხვა ქვეყნები არჩევნებთან დაკავშირებულ ერთ ან ორ მსგავს რისკს სხვადასხვა დროს აწყდებიან. მაგრამ არცერთი ქვეყანა, მით უფრო, სტრატეგიულად უმნიშვნელო, არ ეჯახება ერთდროულად ყველა ამ საფრთხეს არჩევნების ჩატარების დროს. ამ რისკებისა და გამოწვევების ერთობლიობა მართლაც უნიკალურია საქართველოსთვის. დიდწილად ეს რუსეთის პოლიტიკური ამოცანების და ამ ქვეყნის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკურ პროექტში ფულის რეინვესტირების შედეგია. რუსეთი ასევე იყენებს ზოგიერთ ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ თავისებურებებსა და ქცევის სტილს: მოუთოკავ ემოციურობას, პროვოკაციულ რიტორიკას, თანამედროვეობამდელ დამოკიდებულებას სახელმწიფოებრიობისადმი, პირადი ამბიციების საზოგადო ინტერესებზე მაღლა დაყენებას, რეფორმების პროგრამის არქონას და მოსკოვთან გარიგების ძიებას. ამ ტიპის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დამღუპველი გავლენა მოახდინეს საქართველოს ისტორიაზე 1991 წლის შემდეგ და ქვეყანას სამოქალაქო ომისკენ ან მსგავსი პროცესებისკენ უბიძგებდნენ. მას შემდეგ, რაც შარშან ოქტომბერში რუსული ბიზნესის ჩრდილოვანი სამყაროდან ქართულ პოლიტიკაში შეაბიჯა, მილიარდერი ივანიშვილი პოლიტიკური მხარდაჭერის გზით სახელმწიფოს მისაკუთრებას შეუდგა. თითქმის მთელი მისი ბიზნეს-აქტივები რუსეთშია და არა საქართველოში. ეს აქტივები 2004 წლის (ამ წელს ის საქართველოში დაბრუნდა) $4 მილიარდიდან 2011 წელს $6.4 მილიარდამდე გაიზარდა, გადააჭარბა რა საქართველოს მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტს, რაც იმ წელს $5.7 მილიარდს შეადგენდა. კრემლმა ნება დართო ივანიშვილს განეგრძო სიმდიდრის დაგროვება რუსეთში მისი საქართველოში ცხოვრების პერიოდშიც და დღესაც უფლებას აძლევს სარფიანად გაყიდოს რუსული აქტივების ნაწილი, რათა განმეორებით ჩართოს ის საკუთარ პოლიტიკურ პროექტში. ამ თვალსაზრისით საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია შორსაა ,,თანაბარი სათამაშო მოედნისგან“; ფინანსური ძალაუფლების კუთხით სიტუაცია მკვეთრად ივანიშვილის სასარგებლოდ არის (EDM, 13 მარტი, 16 მაისი). ივანიშვილი და მისი ორგანიზაცია მატერიალურ ძღვენს და მომსახურებას ჰპირდება ყველას, ვინც ხმას მისცემს მის „ქართული ოცნებას“; ბოლოდროინდელი მაგალითები მოიცავს: ,,ოცნების ბარათებს“ და ფურცლებს, რომელიც ახლახანს ქუთაისის აქციაზე გავრცელდა, და რომელიც სწორედ დახმარების შესახებ თხოვნების ჩაწერისთვის იყო განკუთვნილი; ასევე ფონდ „ქომაგის“ პოლიტიკურ ქველმოქმედებას. ეს ფონდი ნაწილობრივ ივანიშვილის შემოწირულობებით, ნაწილობრივ კი ინდივიდებისა და შვილობილი კომპანიების მიერ საზღვარგარეთიდან შემოსული საბანკო ტრანსფერებით ფინანსდება („ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სატელევიზიო არხები ხელს უწყობდნენ ფონდ „ქომაგის“ მოწოდებების გავრცელებას); ასევე თანამგზავრული თეფშების უფასო გავრცელება ოჯახებისათვის, ვისაც სურს ივანიშვილის მე–9 არხის პროგრამების მიღება; თბილისელებს ივანიშვილმა ელექტრომომარაგების კომპანიის შეძენა და ელექტროენერგიით მომსახურებაზე ტარიფის შემცირება შესთავაზა, რაც ამ კომპანიის წამგებიან რეჟიმში მუშაობას და ივანიშვილის სახსრებიდან მის სუბსიდირებას ნიშნავს. ასეთი დაპირებები დაბალშემოსავლიანი ამომრჩევლებისათვის სავსებით დამაჯერებლად ჟღერს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ელექტორატის ნაწილში ფართომასშტაბიანი სუბსიდირება უკვე განახორციელა: მის მშობლიურ საჩხერის რაიონში, თბილისის ინტელიგენციასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში (Civil Georgia, 1-12 ივლისი). ქართული კანონები საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ამომრჩევლის ფულადი სახსრებით მოსყიდვის პრევენციას ახდენს. არჩევნებთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ზედა ზღვრის დარღვევა სასამართლოს გადაწყვეტილებით უზარმაზარი ჯარიმებით ისჯება. მიუხედავად ამისა, მილიონობით, თუნდაც ათეულმილიონობით დოლარის ჯარიმების რეალიზება პრაქტიკაში, როგორც ჩანს, რთულია და ჯერჯერობით მას უმნიშვნელო შემაკავებელი ექფექტი აქვს ივანიშვილის ფულად რესურსებზე საქართველოში; ეს ჯარიმები ვერანაირად ვერ ზღუდავს ვაშინგტონსა და ბრიუსელში ლობისტური ფირმებისთვის გაწეულ მასშტაბურ ხარჯებს. საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები რუსული სამხედრო ძლევამოსილების ჩრდილქვეშ მიმდინარეობს. რუსული არმიის მობილური სამხედრო მანქანა სრულ მზადყოფნაშია ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა საქართველოში რუსეთმა შეიძლება მოქმედების საბაბად გამოყენოს და „წესრიგის აღდგენა“ მოინდომოს. ივანიშვილი და მისი გუნდი საზოგადოებრივ კვლევებში „ნაციონალურ მოძრაობას“ მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მაგრამ მედიასაშუალებებით იმუქრება, რომ მარცხის შემთხვევაში ქუჩის საპროტესტო გამოსვლებს დაიწყებს. (იხ. მეორე ნაწილი). დასავლეთის დიპლომატიური წრეები იზიარებენ საქართველოს მთავრობის შეშფოთებას მასზედ, რომ პოლიტიკურმა რყევამ და ძალადობრივმა ინციდენტებმა შესაძლოა გზა გაუხსნას რუსეთის ინტერვენციას. ეს გაუთვალისწინებელი სვლები ყურადღებით იქნა განხილული, თუმცა ოფიციალურ დონეზე საჯარო დისკუსია არ გამართულა. ასეთ განხილვას შეეძლო, ერთი მხრივ, წაექეზებინა უპასუხისმგებლო ქმედებები ოპოზიციის ზოგიერთი ელემენტის მხრიდან და მეორე მხრივ, რუსეთისათვის მიეცა სამხედრო დაშინების შესაძლებლობა. რუსეთის სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მეზობელ სომხეთსა და ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი წვრთნები უნდა ჩაატარონ. სექტემბერში დაგეგმილი წვრთნები მოიცავს რუსეთის შინაგანი ძალების მასობრივ განლაგებას საქართველოს ირგვლივ. ეს განლაგება იოლად შეიძლება გაფართოვდეს (2008 წლის მსგავსად) მომდევნო თვეში, ამჯერად ოქტომბერში, ქართული არჩევნების დასრულებისთანავე. საქართველოს პოლიტიკური ქვეტექსტისა და შემრიგებლური საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, რუსული ძალები კვლავაც შეძლებენ გადაერთონ საწრთვნელი მდგომარეობიდან ჩარევის მდგომარეობაზე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. მაშინ რუსეთიდან საგანგებოდ გადმოსროლილი შინაგანი ჯარები წვრთნებს ჩრდილოეთ კავკასიაში ივლისში გადიოდნენ, მაგრამ საბრძოლო მდგომარეობაში წინახაზზე დარჩნენ და მწყობრად გადავიდნენ შეტევაზე 2008 წლის აგვისტოში. შეერთებული შტატები ამჟამად (ისევე როგორც 2008 წელს) საკუთარი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიით, ხოლო ევროპა საკუთარი კრიზისითაა დაკავებული. მოსკოველმა პოლიტიკოსებმა შეიძლება იოლად ისარგებლონ ამ დროებითი შესაძლებლობით, რათა თავისი ქართული პრობლემა „გადაწყვიტონ“. ამისათვის კრემლს ორი რამ ესაჭიროება: პირველი, საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის კონფლიქტში გადაზრდა და მეორე, დასავლეთის თვალში ქართული საარჩევნო პროცესის იმ დონეზე დისკრედიტაცია, რაც საკმარისი იქნება პრევენციული დასავლური დიპლომატიის დასაბნევად ან კრიზისზე რეაგირების შესაფერხებლად. პირველ წინაპირობას საქართველოში ახლა შეურიგებელი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქმნიან, ხოლო მეორეს ვაშინგტონსა და ბრიუსელში – ძვირადღირებული ლობისტური კომპანიების ვრცელი ჩამონათვალი. =39622&cHash=ab31ef49aff15f55dd8e819ab8e20f5a&fb_source=message"]ორიგინალი ორიგინალი
-
Провинилась религиозная организация "Казыятское управление мусульман Приморского края", которая регулярно совершала обряды вблизи жилых домов и прямо на дороге. Возможно, есть о чем задуматься мусульманам, которые во время своих главных праздников устраивают настоящее столпотворение в Москве и Петербурге. View the full article
-
ნინო ბექიშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
Собчак считает, что ее внесли в "черные списки", потому газете запретили печатать статью о ней, а рассказавшую об этом журналистку выгнали с работы. "Интервью просто было неинтересным, и это не наш уровень", - уверяют владельцы издания. Уровень - легендарный, согласилась Собчак и рассказала анекдот про газету в туалете. View the full article
-
В ходе опросов следователями чиновники рассказали, будто всю неделю до наводнения тестировали систему оповещения. Так что когда она сработала в ночь бедствия, люди просто решили, что это снова учебная тревога. По данным МЧС, систему монтируют только сейчас. А в Госдуме озаботились общей неготовностью граждан к ЧС: будет новый закон, возвращающий к советскому опыту. View the full article
-
გთავაზობთ ახალი რომანტიკული კომედიის Hit and Run-ის ახალ ოფიციალურ Red Band ტრეილერს. ფილმი გამოვა 2012 წლის 24 აგვისტოს. სიუჟეტის მიხედვით ყოფილი მრბოლელი და ასევე ბანკის ძარცვის მონაწილე დაარღვევს კანონს, რათა წაიყვანოს საკუთარი შეყვარებული ნიუ-იორკში, სადაც მას ელოდება საოცნებო სამსახური. მაგრამ მათ მოსდევენ არასასურველი ადამიანები… თანაც ფილმში მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კრისტენ ბელი (Kristen Bell), ბრედლი The post Hit and Run – ახალი Red Band ტრეილერი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
Предписание переселиться на окраину было зачитано волонтерам в ультимативной форме и в таком духе, что их помощь больше не нужна. Администрация объяснила свое решение антисанитарией и жалобами жителей, что их детям им негде гулять. Ситуация стабилизировалась, настало время пиара, и властям независимые лица стали мешать, сделали вывод добровольцы. View the full article
-
სრული ტექსტი liberali.ge
-
Люди, лишившиеся домов и имущества, жалуются, что банки выбивают с них долги по кредитам. В коллекторской службе ссылаются на мошенников. В свою очередь, блоггеры помогают разоблачить негласную договоренность между теми, кто занимается разгрузкой помощи, оставляя самое нужное и лучшее себе. View the full article
-
14:42 16.07.2012 ელენე ფოჩხუას ინფორმაციით, მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია ზუგდიდის კაფე-რესტორან "როიალ პალასის" დაცვის თანამშრომელია. ის გიორგი ფოჩხუას გაუჩინარების დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა. http://4.bp.blogspot.com/-RuWzkm1oJrc/UAVQAIOcJ9I/AAAAAAAAHt8/gdI-f-kzGiQ/s200/elene%2Bfochxua.jpg"როგორც მე მითხრეს, ბექა ცობეხიას ანაკლიაში ფული არ ჰქონდა. მან ჩემი ძმა დაინახა, რომ სასტუმრო "ოქროს საწმისის" კაფეში ერთობოდა და თან ჰქონდა ძვირადღირებული ფოტოკამერა და ჯვრისწერის ბეჭედი. კაფედან გამოსულებს ცობეხია ჩემს ძმას გამოეცნაურა და გვერდზე გაიხმო. როგორც ვხვდები, ფული მოსთხოვა, გიორგი მას გაუძალიანდა. შემდეგ კი მოხდა ის ტრაგედია, რამაც გიორგის სიცოცხლე შეიწირა. ის ზღვაში გაძარცული და მოკლული გადააგდეს",-განაცხადა ელენე ფოჩხუამ. გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ელენე ფოჩხუამ განუცხადა, ბექა ცობეხია სამართალდამცავებმა აფხაზეთში დააკავეს. მისივე ინფომრაციით, ბექა ცობეხიასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული, რომლის ვინაობა და მომხდარი ტრაგედიის დეტალები დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ბექა ცობეხია გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დედამ, რიმა ცხაკაიამ გადმოიყვანა და სამართალდამცავებს ჩააბარა. გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, 1992 წელს დაბადებულ ბექა ცობეხიას, ბრალი წაეყენა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება. ასევე, დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ ბაძაღუა. | ბრალდებულის დედა | http://2.bp.blogspot.com/-IvUSYOqwjB4/UAVQifi5RyI/AAAAAAAAHuI/FcEYEGVTIdY/s400/beqa%2Bcobexia.jpg | ბრალდებული ბექა ცობეხია | http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
-
13:42 16.07.2012 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დააკავეს გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წ.დ ბექა ცობეხია, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. http://3.bp.blogspot.com/-dYrx-ZFZYWA/UAVK6DvrLrI/AAAAAAAAHtg/5uAFrNT9I6A/s200/giorgi%2Bfochxua..jpgდაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება. ასევე დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პლიციის თანამშრომელი, 1990 წ.დ ნიკოლოზ ბაძაღუა, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება). პოლიციის მიერ ამოღებულია გარდაცვლილის ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
-
Александр Селютин, которого за героизм представили к награде, пожаловался, что людей спасали, рискуя жизнями, а те опять бежали к своим домам, не понимая, что находятся на волосок от смерти. Сами пострадавшие безоговорочно винят власти, хотя, объективно, в трагедии есть и доля их собственной вины. View the full article
-
გთავაზობთ რკინის კაცი 3-ის (Iron Man 3) სურათებსა და ვიდეოს ცნობილი Comic-Con-ის გამოფენიდან The post რკინის კაცი 3 Comic-Con-ის გამოფენაზე appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
РФ и Запад стоят на пороге острой конфронтации. Пресса узнала, что сам Путин велел дипломатам вести жесткую линию. Ряд заявлений в таком духе уже сделал глава МИДа Сергей Лавров. Запад же может пойти по иракскому сценарию и начать искать в Сирии химическое оружие, которое СССР поставлял в 1980-е годы. View the full article
-
http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/fe6b07bf9971.jpg დღეს, დაახლოებით 13 საათისთვის თბილისის ცენტრალის მესამე სართულზე განთავსებულ კვებისა და მომსახურების ზონაში ვიჯექი, წვენს ვწრუპავდი ნელ-ნელა და რაღაცეებზე ვფიქრობდი. ზუსტად რაზე არ მახსოვს, მაგრამ ამ დროს მობილური ავიღე და ფეისბუქში შევედი. მე მუდმივად ვადევნებ ხოლმე თვალს მობილურით სიახლეებს. ამ დროს ვნახე, რომ ერთერთ ჩემს მეგობარს გაუქვეყნებია NDI-ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. მერე გამახსენდა, რომ სწორედ დღეს იყო დაანონსებული ამ შედეგების გამოქვეყნება. უფრო დაწვრილებით ვითხოვე შედეგების დაზუსტება, და პრესა.გე-ს თანამშრომელმა დამიპოსტა კიდეც ჩემს გვერდზე. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/Untitled1.jpg ბუნებრივია, ახალი არაფერი ყოფილა აქ პირადათ ჩემთვის, შედეგებით მე-როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერი აბსოლიტურად კმაყოფილი ვიყავი წამიერად. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ასეთი შინაარსის წინადადება დავპოსტე > “ქართულ ოცნებას NDI-ის მიხედვით დღეს მინიმუმ 45-50% აქვს. ეს შესანიშნავია. ტენდენცია გამოიკვეთა, ოცნება იზრდება, ნაცმოძრაობა მცირდება”. დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის შინაარსს ჩემი 5700-იანი ფეისბუქ სამეგობროდან ბევრი ვერ მიხვდებოდა. სააკაშვილის ხელისუფლება ყველაზე მეტად ინფორმაციას უფრთხის, თავისუფალ, მიუკერძოებელ ინფორმაციას. რომელიც არ ემსახურება ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდას და ასახავს სიმართლეს. მე პროფესიით პოლიტოლოგი ვარ, ყოველშემთხვევაში პოტენციური. ჩვენთან ასეა – თუ გინდა ძლიერი პოლიტიკოსი იყო პოლიტ. ტექნოლოგია უნდა გესმოდეს. რა არის პოლიტ. ტექნოლოგია? იმ სფეროებთან კავშირები, რომლებიც პოლიტიკას უკავშირდება. ეს არის სოციოლოგია და ფსიქოლოგია. მე არასოდეს დამიმალავს, რომ მაინტერესებს პოლიტიკა, შესაბამისად ყველა სხა დანარჩენიც მის გარშემო. ასე რომ, მეტნაკლებად ვერკვევი (ამჟამად სწავლის პროცესში ვარ) სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში. სოციოლოგია ის მეცნიერებაა, რომელიც იკვლევს საზოგადოებრივ აზრს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. დასავლეთში სოციოლოგია ძალიან განვითარებულია. მაგალითად საფრანგეთის უკანასკნელი არჩევნების დროს, ქვეყანაში ძალიან აქტუალური იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც ფაქტიურად ყოველ კვირა ტარდებოდა, უფრო მეტიც რამდენიმე კომპანია ატარებდა და პარალელურ შედეგებს დებდა ხოლმე. ასე იყო საბერძნეთშიც საპარლამენტო არჩევნების დროს. საქართველოში გაცილებით სხვანაირი სიტუაციაა. აქ სოციოლოგიური კვლევების ჩატარება ძალიან ძნელია. მარტივი მიზეზის გამო – შიში! ხალხი ვერ აფიქსირებს თავის აზრს შიშის გამო, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ქართულ კვლევებში დაფიქსირებული პასუხები: “არვიცი” და “უარი პასუხზე”. ამ არჩევანით ნებისმიერ გამოკითხვაში 35-40% სარგებლობს. ვინ არის ეს 35-40%? ადამიანთა რაოდენობა, რომელიც აფიქსირებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. 40% არ აპირებს ხელისუფლებას მისცეს ხმა. აი რატომ – ვინც დღეს ხელისუფლებას უჭერს მხარს, ის თვლის რომ დღეს პოზიციაშია, მის აზრს პოლიტიკური გავლენა აქვს. ამას დავუმატოთ, ფსიქოლოგიური მომენტი, რომლის მიხედვითაც “ხედავ ვინც ოპოზიციურად აზროვნებს ყველანაირად ვიწროვდება და იბლოკება, ამიტომ რადგან მე პოზიცია ვარ, პრივილეგირებული ვიქნები”. ანუ თუ რესპოდენტი ხელისუფლების მხარდამჭერია, 0-ია იმის ალბათობა რომ ის პასუხად “არვიცის” დააფიქსირებს, ან სულაც უარს იტყვის პასუხის გაცემა, თუ ვის დაუჭერს სავარაუდოთ მხარს. ასე რომ ამ ლოგიკით 36 % აქვს ნაციონალურ მოძრაობას. წინა კვლევის დროს ეს რიცხვი 49% იყო. ხოლო ამ კვლევაზე “არვიცი” და “უარი პასუხზე” სულ 38%-მა დააფიქსირა, ეს რესპოდენტთა კოლოსალური რაოდენობაა. განვიხილოთ მეორე მაგალითიც. ზოგს ჰგონია, რომ რადგან NDI საერთაშორისო ორგანიზაციაა, კვლევაში საველე სამუშაოებში უცხოელები მონაწილეობენ. ეს ასე არ არის. NDI უკვეთავს კვლევას რომელიმე ქართულ ორგანიზაციას და ის თავისი თანამშრომლებით ახორციელებს აღნიშნულ საველე სამუშაოებს. როცა NDI-ის ინტერვიუერი შედის რესპოდენტთან, იგი ხშირ შემთხვევაში (თუ არა ყოველთვის) ინტერვიუს დაწყებამდე ითხოვს რესპოდენტის სახელს, გვარს, მისამართს და პირად მონაცემებს. აი, აქ იმალება მთავარი საიდუმლო, რომელიც გამოქვეყნებულ პროცენტებს ეხება. მოიცა, მოდით დავფიქრდეთ, თქვენს ოჯახში, მოდის ადამიანი, გთხოთ, სახელსა და გვარს, პირად მონაცემებს, მისამართს, ამის შემდეგ ქართული რეალობიდან გამომდინარე ნუთუ უფიქრია ნავაროს, რესპოდენტთა რა ნაწილი იქნება გულწრფელი? დიახ, სწორედ შიშია ის მიზეზი, რომელიც საფუძველს გვაძლევს რომ ამ კვლევის შედეგებში ეჭვი შევიტანოთ. თუ გამოკითხვა ანონიმური არ იქნება, რა გარანტია აქვს NDI-ის, რომ არც იმ ადამიანთა ნაწილი იყო გულწრფელი ვინც არჩევანში ნაციონალური მოძრაობა დაასახელა? მიუხედავად ამისა, მე NDI-ის დღევანდელ შედეგებს, ასეთ დასკვნას მივცემდი – ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი იკლევს, (49 > 36), ხოლო პროპორციულად ამისა, ქართული ოცნების რეიტინგი მატულობს (10 > 18) თუმცა, ჩემი აზრით “არვიცი”-ში რომელიც ჯამში 38% შეადგენს, დაახლოებით 30% როგორც მინიმუმ ოცნების ამომრჩეველია. აი რატომ: “არვიცის” არ იტყვის ქდმ-ს ამომრჩეველი, რადგან მან კარგად იცის, რომ ხელისუფლება, მისი დაშინების მანქანით საკმაოდ ლოიალურად არის განწყობილი ქდმ-სთან, ასევე იქნება სხვა ოპოზიციონერი ამომრჩეველი, გარდა მეოცნებეებისა. ყველამ იცის, გამოკითხულთა 100%-მა რომ ქართული ოცნება მოწოდებულია არა იმისთვის, რომ პარლამენტში მოიპოვოს ადგილი არამედ გაიმარჯვოს, განსხვავებით ქდმ-სგან და გამყრელიძის პარტიისგან. ასე რომ მათ ზუსტად იციან, თუ რა რეპრესიული წნეხის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. არაერთ კვლევაში მიმიღია მონაწილეობა და კარგად მესმის ამომრჩევლის, ვიცი ისიც რომ რეგიონებში მოსახლეობას, საქონლისა და მიწის წართმევით ემუქრებიან, მხოლოდ იმიტომ რომ განსხვავებული აზრი აქვთ. ზოგს 80 ლარიანი შემწეობის დაკარგვის ეშინია, ამიტომ როცა სახლში მოდის ინტერიუერი, იწერს შენს მონაცემებს და გისმევს კითხვას, რას იზამ? რა თქმა უნდა შიშის ფაქტორის გამო შემოხაზავ ნაციონალურ მოძრაობას ან “არვიცის” მოდით ახლა NDI მეორე ჭრილშიც განვიხილოთ. მას შემდეგ, რაც ნავაროს კვლევის შედეგები გავიგე, გადავაწყდი ოქსფორდის კვლევითი ცენტრის შედეგებსაც, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის 42%-მდე ჰქონდა, ხოლო სააკაშვილს 30%. სიმართლე გითხრათ გამეცინა.. რადგან ზუსტად ახდა ჩემი რამდენიმეწუთისწინანდელი ვარაუდი. მე არვიცი რა ორგანიზაციაა ოქსფორდის კვლევითი ცენტრი, თუმცა არამგონია ის ნაკლებად ცნობილი იყოს ვიდრე NDI. მაგრამ იცით საინტერესოდ რა მეჩვენება? რატომ აქვს NDI-ში ოცნებას 18%, ხოლო აქ 42%? მესმის, რომ ნებისმიერ კვლევაში შეიძლება იყოს 3-5% სხვაობა, მაგრამ 24%-იანი სხვაობა 2 კვლევას შორის, რომელიც დროის ერთ შუალედში ჩატარდა? როგორც ხედავთ ოქსფორდის აზრით ნაცმოძრაობასას შემცირებული აქვს რეიტინგი, დაახლოებით 6%-ით. ეს 6% ჩემი აზრით რესპოდენტთა ის ნაწილია, რომელმაც ნაციონალების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, შიშის მოტივით. კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვიცნობ ოქსფორდის კვლევის დეტალებს, მისი ჩატარებისა და საველე სამუშაოების ფაქტებს, ამ კვლევაზეც შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ შიში აქაც არის. ზუსტად იგივე არგუმენტები შეიძლება მოიყვანოთ აქაც, რომლებიც “არვიცი”-ის ეხება და ასევე ნაციონალებისთვის ხმის მიცემას გამოკითხვაში. თუმცა მაინც დიდი სხვაობაა ამ ორ კვლევას შორის. საკმაო საუბარი შეიძლება ამ სხვაობის მიზეზებზე. მაგალითად მეტი ანონიმურობა, ინტერვიუერების ზუსტი მუშაობა და ა.შ მაგრამ ფაქტია ერთია რომ NDI-ის კვლევის შედეგები აბსოლიტურად არა ასახავს რეალობას. ჩემი აზრით ამ 2 კვლევიდან გამომდინარე დღევანდელი რეიტინგები ასე გამოიყურება: http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/g.jpg თუ ფიქრობ რომ NDI-ის შედეგების ჩემეული ანალიზი სწორია, მაშინ გაიზიარე, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს ეს.. View the full article