რაც არ არსებობს,ნაკლებად შემაწუხებელია თვალისთვისაც და სინდისისთვისაც. მაგრამ, რაც თვალს აკლდება, სულს თუ არ ემატება, მაშინ სიცოცხლე მართლა კიტრადაც არ ღირს … ………………………………………………………………………. ცოდვა ის კი არ არის, რასაც იძულებით ვაკეთებთ, არამედ მაინც რომ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც აუცილებელი არ იყო. ………………………………………………………………………. ღალატი უაღრესად ადამიანური თვისებაა, მაგრამ ადამიანთა ცხოვრებაში დგება ჟამი, როცა ჩვეულებრივი უჩვეულოდ გამოიყურება, ადამიანური – არაადამიანურად… ………………………………………………………………………. ადამიანი, საბოლოო ჯამში, მაინც პრაქტიკული ცხოველია. ………………………………………………………………………. ქალი ხელისგულზე დაისვი, თავზე თვითონ დაგაჯდებაო. ………………………………………………………………………. თავად ადამიანობა მობეზრდა ადამიანს. ………………………………………………………………………. სიყვარულის დაუწერელი კანონით, ვინც გარბის, არა მარტო დამნაშავეა, არამედ წაგებულიც. ………………………………………………………………………. ყველა ადამიანი სიმარტოვისთვის ჩნდება საერთოდ, დედის მუცელშივე ეჩვევა სიმართოვეს და, ამდენად სიმარტოვე მისთვის თითქმის ბუნებრივი მდგომარეობაც კია, მაგრამ ვიდრე ამას მიხვდებოდეს, სწორედ სიმარტოვისგან თავის დაღწევას ცდილობს ყველანაირად, უპირველეს ყოვლისა კი, სიყვალურის მეშვეობით, რაც გარკვეული დროის მანძილზე გამარჯვების ილუზიასაც კი უქმნის, ოღონდ მერე კიდევ უფრო ძნელი, კიდევ უფრო მტკივნეული ხდება ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება, ანუ, სიყვარულის ანტიპოდთან შეგუება, ანუ სასჯელის მოხდა.