Jump to content
Planeta.Ge

nuaka

პლანეტელი
  • პოსტები

    747
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი nuaka

  1. nuaka

    ჯაზი

    ისტორიის სამხეცე
  2. რატომ არ უშვებენ წინა ფლანგზე ახალგაზრდულ ძალებს? ოპოებზე მაქვს საუბარი
  3. ლ ი ც ი მხიარული მილორდ იუმორი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
  4. შენ საუბრობ საბაბზე და ფორმაზე. მე ვსაუბრობ მიზეზზე და შინაარსზე. მას შემდეგ, რაც სულიერი ქრისტიანობის წარმმართვერლობა გავიდა საქართველოდან, მაინც იქნა გამოჩენილი იმდენი ზრუნვა, რომ ერის მშვინვიერი (და არა სულიერი!) წარმმართველობა აიღო მწერლობამ. მის სათავეში კი ხელდასხმული რუსთველი იდგა. ამ დროს ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომდევნო თაობების დიდი ოსტატები მხატვრული სიტყვისა, ხელდასხმულები არ გახლავან. თუმცა ჭეშმარიტი მწერლები ამ მხრივ არსად არ სცოდავენ(იდეოლოგიისა და "მესიანური" თავში ავარდნებისა'). პრინციპში - არც საეკლესიო მწერლობა (ჰაგიოგრაფია) სცოდავს. ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ერში, სადაც მასობრივ წერა-კითხვის უცოდინრობას ჰქონდა ადგილი, ყოველი მეორე ქართველი ჰაგიოგრაფიულ მწერლობას აბულბულებდა და მესიანური იდეოლოგიით იწამლებოდა? ცხადია ეს ასე არაა. ეს არის სრულიად სხვა პოლიტიკის ნამუშევარი. და ამ პოლიტიკის "მუშაობა" სწორედ თამარის კარის ისტორიიდან იწყება. :yes2: უცნაური გენაცვალე შენ! :2kiss:
  5. მე ხარ მე ხარ შენ ჩემი,აზრი და სიტყვა, გრძნობები აზრთან ჩაწნულ-ქარგული შენთვის მოვედი შენში ვარ ახლა სხვებისთვის - ბინდში გადაკარგული. არის შეხვედრა, როგორც სიზმარი, როგორც უკუნში წამის ნათება და წამის ყოფით -გულადქცეული მზე -წუთისოფლის დამუნათება. გარეთ ძებნილი -შენში ვარ ახლა რომ რა წამს ჩათვლემ ჩემით გფარავდე, რომ სულში მიგრძნო,-შენზე მლოცველი შენი ერთგული კუბოს კარამდე. ეძღვნება მე ხარ -ს
  6. ოოკ. ვერ მივატოვებ ასე შუა გზაში. ბატონო ლიც, შეგიძლიათ თქვენი საწინააღმდეგო მოსაზრებები სრულიად გაბედულად დაუპირისპიროთ. მე შევეცდები რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდე შეკითხვას. ეზოთერულმა ქრისტიანობამ პირველ 3 საუკუნის მანძილზე შექმნა უდედესი გნოსტიკური კულტურა, რომელიც IVს. დასაწყისში პირწმინდად განადგურდა სწორედ ქრისტიანობის, როგორც რელიგიის დამფუძნებელთა მიერ (ეგზოთერული ქრისტიანობა).ეგზოთერული (აღმსარებლობითი) ქრისტიანობა დაეფუძნა თეორიულ ბაზას (წმ.წერილები) და გარე რიტუალურ-სიმბოლურ მსახურებას. ქრისტიანობა, როგორც რელიგია მთლიანად განეყენა უშუალო რწმუნებულებითობას -ხელდასხმის ანუ ნათლობის (ზიარების) ნამდვილობას. ეგზოთერულ ქრისტიანობში მოხდა ამ სინამდვილის ჩანაცვლება სარიტუალო სიმბოლიკით. როგორც ვთქვით, საქართველოში ეზოთერული ქრისტიანობა გავრცელდა უადრეს, ვიდრე მის ეგზოთერულ რელიგიურ დამკვიდრებამდე. ეს იმას ნიშნავდა, რომ სულიერი წარმმართველობა მართებულ ორიენტაციას ემყარებოდა და Iს-დან მოყოლებული ეს აისახებოდა ქართველური ტომების ერად გაერთიანების ნიშნებზე -ენისა და კულტურის, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ქრისტიანული ხელდასხმას ღებულობდნენ ქართველი მეფეები. VI-XIს. კოლხეთში არსებობდა ეზოთერულმა ქრისტიანობის უძლიერესი სკოლა. ქართულ სინამდვილეში ქრისტიანული რელიგია (ეკლესია) და ეზოთერული ქრისტიანობა ერთიანობაში იმყოფებოდა. ეს ხაზი გრძელდებოდა პეტრე იბერის,13 ასურელი მამის,იოანე პეტრიწის, ანთიმოზ ივერიელის და ა.შ.მიერ. მეფე დავითის (აღმაშენებლის) ხელდასხმულობაზე მეტყველებს სხვადასხვა ფაქტები, რასაც ახლა აქ ვერ შევეხებით. მთავარი ხაზი, რომლითაც თემის შეკითხვას უნდა მივუახლოვდეთ ისაა, რომ მესიანურ გაგებაში მოიაზრებოდა არა ერის გამორჩეულობის პრიმატი,არამედ ის ჭეშმარიტება, რომ ქრისტიანული სულიერი იმპულსის მიმღებ სოციუმს გააჩნია მომავალი განვითარება თვითცნობიერების წილ.მსგავს მოზიარე ერებთან ერთად.ცნობილია ბაგრატიონი მეფეების მახვილზე წარწერა (მესიის მახვილი.ბაგრატოვანნი, დავითიანნი, სოლომონიანნი). როდის იბინდება მესიანური ანუ ხსნის) გაგება და როდის იცვლება ის მესიანისტური იდეოლოგიით? ეს მოხდა მაშინ, როცა საბედისწერო შეცდომა იქნა დაშვებული თამარის უკანონოდ გამეფების თვალსაზრისით. როცა მიტაცებული იქნა მის მიერ ხელდასხმა. როცა განიდევნა ქართული ქრისტიანული წიაღიდან სულიერი ეზოთერული ქრისტიანობა და როცა მოხდა ჰიპოსტსთან გატოლება. იმ დროს საქართველოში მოხდა მრავალი უკანონობის დაკანონება და იდეოლოგიური დამუშავება. ამან სამომავლოდ საბედისწერო შედეგები გამოიღო, რასაც ვხედავთ ისტორიულად.
  7. განაღამცა მას ეახელ. მისი ეტლი, არ თუ წბილი. მუნა გნახო, მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი.
  8. ეტყობა მიაწვი ან მაღალი ცეცხლი გქონდა. ხახვს სუნი არ უნდა აუვიდეს მძაფრი როცა დაბალზე და ნაზად შუშავ. პირიქით სასიამოვნო სურნელი აქვს ასეთნაირად მოშუშულ ხახვს. ან დიდხანს გააჩერე ძირა და პილპილი. თანაც ეს რაგუს სოუსი სულაც არაა ბრინჯისაა. ნიორი არ იშუშება საერთოდ. ვწუხვარ რომ ჩემი გამოისობით გაგიფუჭდა საუზმე:S
  9. გოლგოთას მისტერიის შემდგომ (რასაც ახლა აქ ვერ შევეხებით) არსებობდა ერთადერთი და უშუალო რწმუნებულებითი გზა იმის დასანახად და გასაგებად თუ რა მოხდა გოლგოთას მისტერიის სახით (დაახლ. რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ). ეს ერთადერთი და უშუალო რწმუნებულებითი გზა გახლდათ ე.წ. ხელდასხმა, რასაც აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც ნათლობას, და აგრეთვე როგორც ზიარებას. ანუ : რითი ნათლდებოდა ადამიანის აღქმა და რას ეზიარებოდა ის? რის უშუალო რწმუნებულებაში შედიოდა და როგორ? თავად ეს კითხვაც 2მიმართულებით უნდა განვმარტოთ: 1. უკვე საკმაოდ შემზადებული ადამიანების სამშვინველებს უშუალოდ ქრისტესა და მოწაფეებისაგან ეძლეოდათ ხელდასხმა (ეს სხვა თემაა) 2.ხოლო მსურველები იოანეს ნათლობის მეშვეობით შედიოდნენ ნათელხილვაში.ეს ნიშნავდა (თითქოს თემას ოდნავ ვშორდებით, მაგრამ ამას პირდაპირი კავშირი აქვს ეზოთერული ქრისტიანობის განმარტებასთან): მდინარე იორდანეში იოანე (თავად უდიდესი ხელდასხმული) ღრმად ძირავდა წყალში ნათლობის მსურველს და იქ აჩერებდა იმდენ ხანს,რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანის ეთერული (სასიცოცხლო და მეხსიერებისა და აზროვნების სხეული) სხეული გამოეყოს ფიზიკურ სხეულს, ისე, როგორც ეს ხდება ადამიანის გარდაცვალებისას. ამის შედეგად ადამიანი უკვე ეთრულ სხეულში აღიქვამდა თავის თავს და მთლ თავის განვლილ ცხოვრებას ჭვრეტდა როგორც ერთიან დიდ პანორამას (ასე ემართებათ მათაც,ვინც თითქმის შეეხება სიკვდილის კარიბჭეს და "უკან გამოაბრუნებენ", ვთქვათ კლინიკური სიკვდილის შემთხვევებშიც.) ადამიანი პირდაპირ რწმუნებულებაში შედიოდა სულიერი სამყაროს არსებობის მიმართ. ის პირადად რწმუნდებოდა სულიერი სამყაროს არსებობაში და ესაა სწორედ რწმენა(და არა ის ბრმა დაჯერება, რასაც დღეს ეკლესია რწმენას უწოდებს) ხოლო ამის შემდგომ ზუსტად გათვლილ წამებში ის იოანეს უკანვე ამოჰყავდა, ანუ "აბრუნებდა ფიზიკურ სხეულში. აქ შევჩერდები ახლა და შემდეგ განვაგრძობ. თუ შეკითხვები დაგებადებათ არ მოგერიდოთ.
  10. "ნახეს -მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე - გველსა.." მთელ საკაცობრიო განვითარებას იტევს ეს ერთი სტროფი.
  11. იმ იდეამ რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, ანუ უფრო სწორედ თავად იდეის პირველწყარომ -ქრისტიანული ხელდასხმის სახით საქართველოში შემოაღწია (გარკვეული რწმუნებულების თანახმად. და ეს არ გახლავთ ვისიმე ფანტაზიის ნაყოფი.ამის დადასტურებას ჩვენ ვნახავთ რეალობაში) ანდრია პირველწოდებულის მეშვეობით.პირველ საუკუნეში. ხოლო მეოთხე საუკუნეში საქართველოში გაფორმდა ინსტიტუციონალური ოფიციალური რელიგია -ქრისტიანობის სახით, რომელიც, როგორც ცნობილია კაბადოკიელმა "მოციქულთა სწორმა"-წმ. ნინომ შემოიტანა. ამდენად - საქართველოში უკვე IVს.-ში არსებობდა ეზოთერული ქრისტიანობის, ხელდასხმითი ქრისტიანობის სამსაუკუნოვანი ტრადიცია, როცა ის ეგზოთერული (გარე-სახალხო, მასობრივი, ინსტიტუციონალურ-აღმსარებლობითი) რელიგიის სახით გაფორმდა და ბიზანტიის მაგალითის მსგავსად სახელმწიფო პოლიტიკის მართვის ერთერთ ბერკეტად წარმოსდგა. იმისათვის, რომ მოკლედ, მაგრამ მკაფოდ განვავსხვავოთ ეს 2 მოვლენა და თანდათან მივუახლოვდეთ თემის ძირითად შეკითხვას, კიდევ 2 პოსტი დაგვჭირდება(ჩემდათავად) 1.რა არის ეზოთერული ქრისტიანობა და რა წარმმართველობას ახორციელებს ის ადამიანისა და ერის სოციუმის მიმართ 2.რა არის ეგზოტერული ქრისტიანობა და რა დამკიდებულებაში იმყოფება ის ეზოთერულ ქრისტიანობასთან. ამ მხრივ სანამ საქართველოს რეალობაზე ვიტყოდეთ, მანამდე ზოგადად არსებული ვითარება უნდა გავითვალისწინოთ, რასაც ადგილი ჰქონდა ახლო აღმოსავლეთში პირველი3 საუკუნის განმავლობაში ამ თვალსაზრისით.
  12. TATდამემოწმება ერთ შეკითხვას მაინც მოგცემ, დასაფიქრებლად და განსაზოგადებლად: როდესაც გაქვს გარკვეული ნივთიერებები და იცი მათი მნიშვნელობა და ბუნება, ვთქვათ -გოგირდი, ჟანგბადი და წყალბადი, მაშინ ისიც იცი, რომ თუ მათ შეუქმნი განსაზღვრულ პირობებს და შეაერთებ, აუცილებელი კანონის მიხედვით მიიღებ გოგირდმჟავას. მაგრამ ამ პირობების შექმნა მხოლოდ შენს ნებას ემყარება. დაარქვი ახლა ამას გინდა წინასწარმეტყველება და გინდა მკითხაობა. ამით საქმის არსი არ შეიცვლება. ზუსტად ასევეა სულიერ რეალობასთან მიმართებაში. მაგრამ შენ კარგად განსწავლული მატერიალისტიც არ ხარ ჯერ. ჰოდა განვითარებას გისურვებ. :2kiss:
  13. დღესდღეობით ადამიანი სამყაროსაც და საკუთარ თავსაც აღიქვამს მხოლოდ მატერიაში მყოფ ფიზიკურ სხეულში. მომავალში ის შეძლებს სამყაროს და თავისი პირადობის აღქმას ეთერულ სხეულში. უფრო მოგვიანებით -ასტრალურ სხეულში ხოლო ფინალში მატერიისაგან "თავისუფალ" ფიზიკურ სხეულში, რომელსაც არ ახასიათებს ის პროცესი რასაც "კვდომა" ჰქვია. ადამიანი შეძლებს ფიზიკური სხეულის მუდმივ კონსტრუირებას სიკვდილის გარეშე. სიკვდილი ხომ იმიტომ დგება, რომ ფიზიკური სხეულის ორგანოები ცვდება და უვარგისი ხდება სამშვინველის მომსახურებისათვის. ეს პერიოდი დადგება არა უადრეს, სანამ ადამიანი მთლიანად შეიმეცნებს მინერალის სამყაროს და სრულად აითვისებს მატერიის კანონებს. ამიტომაა, რომ ახლა ამ ეტაპზე ადამიანს მხოლოდ მინერალზე ზემოქმედება შეუძლია და ქმნის მინერალურ საგნებს. მაშინაც კი, როცა ის ცოცხალი ორგანიზმის შექმნაზე ექსპერიმენტირებს, მას სინამდვილეში კვლავ და კვლავ მინერალური სამყაროს კანონებთან აქვს საქმე. ეთერულ სხეულში აღმქმელი ადამიანი მიმავალში უკვე სიცოცხლის კანონებთან იურთიერთებს და მართლაც შეძლებს ცოცხალი ორგანიზმის შექმნას. -არა გამოყვანას უკვე არსებულიდან (ანუ მინერალურ სხეულში არსებულზე მანიპულირება), არამედ სრულიად ახალი სიცოცხლის ფორმის შექმნას. და ა.შ.-პერსპექტივა უსაზღვროა. :yes2:
  14. რეჰანი. ძალიან მიყვარს. ზაფხულში გაახმეთ და შეინახეთ. კერძებისთვის და სალათებისთვისაც. რეჰანის სალათს შემოგთავაზებთ. უგემრიელესს. ბლომად რეჰანის ფოთლები (ზამთარში ხმელი დაფქვილი) დაჭერით წვრილად. 2-3 ც. მაგრად მოხარშული კვერცხი ჩახეხეთ წვრილ სახეხეზე. 250გრ. ხაჭო კარგად გაქენით, შეურიეთ 150გრ წვრილად გახეხეილი ყველი. +1 თავი თეთრი ხახვი წვრილად დაჭრილი და საწურზე მდუღარე გადავლებული. შეურიეთ რეჰანიც. აურიეთ წვრილი წკირებით 200გრ. მაიონეზში (კარგი ხარისხის) სუფრაზე მიტანისას შუაგული გააფორმეთ შავი ზეთისხილით. უგემრიელესია.
  15. ის რაც იობის მიერ იქნა აღქმული და გამოხატული,სრულად გადმოსცემს მესიანობის პირველ ისტორიულ გაგებას. და საერთოდაც იუდაიზმში დაფიქსირდა სოციუმის ისტორიული აღქმა.იობის ისტორიის მოყოლა აქ ზედმეტია. მხოლოდ ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე,რა დასკვნამდეც მივიდა იობი, ყოველგვარი მისტერიალური თანამონაწილეობის გარეშე. მრავალი უბედურების შემდგომ (უახლოესი ადამიანების დაღუპვა, შვილების საკუთარი ხელით დამარხვა და ა.შ.) ყოვლად პატიოსან,წესიერ და ღვთისმოშიშ იობს ცოლი შენიშნავს, რომ მას არ დაეხმარა მისი ღმერთი გაჭირვებაში, არ შეიწყნარა იობი, მიუხედავად მისი მოშიშობის და სიმართლისა, და ამიტომ დროა ზურგი აქციოს იმ ღმერთს, რომელიც ვერ იხსნის ადამიანს. ამ გარემოებას ჩაღრმავებული და წვდომილი იობი ასე პასუხობს: "ყოველივე ის უბედურება, რასაც განიცდიან ადამიანები თავის ყოფაში, გამოწვეულია მათი(კაცობრიობის) ცოდვაში დაცემით.ღვთაებრივი საწყისისაგან მოწყვეტით და მისგან დაშორებით. ანუ დაშორებით სულის პრინციპისაგან (ვთქვათ -სულით გაღატაკებით.აქ ახალი აღთქმა გაგვახსენდება). მაგრამ, ამბობს იობი, ადამიანის ნება არ აღემატება უფლის ნებას,და შეუძლებელია, რომ ეს "დაშვებულობა" უფლის ნების მიღმიერი იყოს. ვინაიდან ერთი ნება არს (არსი არის -ნება.და აქ ისევ ახალი აღთქმა გაგვახსენდება-"იყოს ნება შენი დედამწაზე, როგორც ის არის ზეცაში"). ამიტომ, მას, ვისგანაც მოხდა ეს "დაშვება", თავადვე აქვს მისია, რომ გარკვეულ დროში მოახდინოს დაცემულობის აღდგენა, ანუ გაწმენდა იმ არამართებულობებისაგან, რაც "დაცემის" მიზანს არ შეესატყვისება, და მოახდინოს მათგან დახსნა.გზის ჩვენება კაცობრიობისათვის.კაცობრიობის იმ ნაწილისათვის, რომელიც მუდამ მისდევდა და კვლავაც გაჰყვება შემქმნელის მითითებულ გეზს.კაცობრიობის ამ რჩეული ნაწილისათვის ის თავად უშუალოდ გამოვლინდება ამ დახსნისათვის, ისევე, როგორც ის გამოვლენილი იყო მათთვის -დაცემამდე." ეს ვითარება მისტერიალურად განჭვრიტა მოსემ.ეს მდგომარეობა რელიგიურად გამოიხატა იუდაიზმში. და გამოითქვა იობის წინაშე გაცხადებულიდან. ეს ჭეშმარიტება შემდგომ ებრაელმა ერმა გაიზიარა და აიტაცა როგორც ეროვნული პრიმატი და მესიანისტური იდეოლოგია. ცხადია, დამუშავებული სახით. ერის ცნობიერების წარმმართველი იდეოლოგების მიერ. რადგანაც - იუდაიზმი მიეკუთვნება ეგვიპტურ-ქალდეურ კულტურას.ძველ კულტურას (ძველი აღთქმა) და არა ახალს -ბერძნულ-რომაულს,რომელ კულტურაშიც განხორციელდა გოლგოთას მისტერია. კაცობრიობის განვლილ გზაზე,მისტერიებსა და მითებში მუდამ არსებულმა მესიანურმა ხატსახოვანმა აზრმა ისტორიული გაგება შეიძინა იუდაიზმში და უშუალო წინამოსწავება განიცადა იმ აქტის რაც მართლაც განხორციელდა, მაგრამ არა როგორც რომელიღაც ეთნოსის ეროვნული პრიმატი, არამედ ზოგადკაცობრიული (სინამდვილეში -ღმერთ-კაცობრიული) აქტი. ახლა უკვე შეგვიძლია იმაზეც ვისაუბროთ როგორ განივრცო ეს სინამდვილე ქართული ეთნოსის და ერის მიმართ და რა ზეგავლენის სფეროებში შევიდა საქართველო ამ მხრივ, მოყოლებული Iსაუკუნიდან.
  16. name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="340" height="285"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center">რა არარომანტიული ნაროდია აქ name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="340" height="285"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center">
  17. ტიკის გარეშე აბა ვინ გაფრენილა
  18. მესიანურ იდეას კაცობრიობა ეზიარა უძველეს კულტებში და ჩვენ მითოსში ვხვდებით მის გამოძხილს (ოსირისის,ჰორუსის და უფრო უძველესი "ატლანტიდური" მითოსი კვეტცალკოატლზე) უძველეს მისტერიებში ხელდასხმული ამას ასეთნაირად განჭვრეტდა: "ოდესღაც სულიერი ზოგადკაცობრიობა თანდათან გამოეყო პრა საწყისს, დაშორდა მას (დაეცა) და მატერიაში დიფერენცირდა.პრა სულიერი სწაყისისაგან მოწყვეტა-დაშორებამ განაპირობა კაცობრიობის დიფერენცირება მატერიაში,ანუ თავად ადამიანის დიფერენცირება დუალურ არსებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აწ სიკვდილ-სიცოცხლის გზით "მოგზაურობს" სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის და ასეთნაირად ვითარდება. მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანი უფრო და უფრო ღრმად ეშვება მატერიაში და ის მატერიაში ყოფნისას თანდათან უფრო და უფრო შორდება სულიერ პრა საწყისს,ვეღარ აღიქვამს თავს სულიერ არსებად და "ხელში უვარდება"მატერიის ძალებს,რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაშვება, რაც სულიერ პრა საწყისში იქნა განჭვრეტილი და გააზრებული, როგორც ადამიანის თვითონობად გადაქცევა, და ამ მიზნით მისი მოწყვეტა სულიერი პრაცნობიებისაგან, თავის მიზანს ვეღარ მიაღწევს,თუკი ისევ ამ პრაცნობიერების მიერ არ "გატარდება ღონისძიება" -ამჟამად უკვე მატერიაში. რაც ადამიანს მისცემს ისეთ რამეს,რომლის მეშვეობითაც ადამიანს შესაძლებლობა ექნება გაუმკლავდეს მატერიაში დაძირვის ძალებს და დიფერენცირებას არ გადააქცევს დესტრუქტურიზაციად.ანუ თავისი არსების მოპოვების ნაცვლად არ გაანადგურებს მას. ეს "ღონისძიება" კი უნდა იყოს ისეთი აქტი,რომელიც გაცხადდება, როგორც უნივერსალური ცნობიერების განსხეულება მატერიაში.ის თავად უნდა შემოვიდეს მატერიაში და კაცობრიობის გენეტიკაში განბეჭოს ადამიანის თვითგადარჩენის იმპულსი.ეს იმპულსია -თვითცნობიერება, როგორც ადამიანის მეობა. მისი ჭეშმარიტი არსი და არსება." ეს მისტერიალური წვდომა იმაგინაციურად აისახა ზემოთხსენებულ მითოსში, როგორც უბიწო ქალწულისაგან ქვეყნიერების მხსნელის დაბადება, რომელიც აწამეს, დაფლეს და 3 დღის შემდეგ აღსდგა.-ეს სხვა თემაა ახლა და ამას არ გავყვებით, არამედ ვნახოთ, უფრო მოგვიანებით როგორ გაიაზრა ეს ჭეშმარიტება პირველმა მონოთეისტურმა რელიგიამ -იუდაიზმმა, რომელმაც პირველად დააფიქსირა მისტერიული ჭეშამრიტების ისტორიული გაგება. ეს გადმოცემულია იობის წიგნში. გავიხსენოთ მოკლედ.ეს საჭიროა რადგანაც აქვე შევნიშნავთ იუდაიზმისა და ებრაელი ერის მესიანობაზეც.
  19. wanderer ეს ნიკი საიდან გაქვს გულახდილ პასუხს არ ველი ვინც გულახდილი არ არის ის არის დაიზმენებული.
  20. ლ ი ც ი რთული თემაა.რამდენიმე საკითხს მოიცავს,რომელთა ზუსტი ცოდნის გარეშე პასუხგაუცემელი დარჩება მთავარი კითხვა უზერებს ვთხოვ მოიტევონ ამ საკითხების მეტ-ნაკლებად გამოწლვილვითი გაშუქება,რაც აგვაცილებს პასუხისმგებლობას ზერელე მსჯელობების და ნაჩქარევი დასკვნებისგან. თემის მთავარ კითხვას რომ გავცეთ პასუხი, უნდა ვიცოდეთ: 1.რა არის მესიანური იდეა. საიდან იღებს ის სათავეს და როგორ აისახება უძველეს კულტებსა და მითებში,როგორ გადმოდის მხსნელის და გმირის იდეა სოციუმის ცხოვრებაში -ლეგენდებსა და ზღაპრებში და ბოლოს როგორ ილექება ის სოციუმის ცნობიერებაში როგორც იდეოლოგია. მოკლედ რომ ვთქვათ -რა ისტორიას გადის მესიანური იდეა და სინამდვილე ღრმად მისტერიალური ჭეშმარიტებიდან მის ვულგარიზაციამდე -ერების ცნობიერებათა წარმმართველების(იდეოლოგების) მეშვეობით. 2.კონკრეტულად როგორ აისახა ეს პროცესი საქართველოში და რა გამოიწვია ამ პროცესმა, როგორც დღევანდელი შედეგები -ეროვნული ცნობიერების დაშლისა და შესაბამისად მისი საცხოვრისის დესტრუქტურიზაციის სახით. შევეცდები მოკლედ ვუპასუხო (ეს არ არის ადვილი)პირველ საკითხს და გზადაგზა თუ შეკითხვებიც დაიბადება კიდე უფრო ნათელი გახდება ის, თუ რაში და და როგორ მონაწილეობდა საქართველო, როგორც კაცობრიობის ნაწილი და რა დაკარგა მან, რის გამოც საცხოვრისსაც ჰკარგავს თანდათან.
  21. ნუეხა პირველი წინადადებიდან, რამენაირად გამოიყვანება მეორე? არანაირად. ლოგიკის საგანი "შეგეტენათ" იმ სემესტრის ბოლოსთვის. :2kiss: ახლა კი მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ:
×
×
  • შექმენი...