Jump to content
Planeta.Ge

nuaka

პლანეტელი
  • პოსტები

    747
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი nuaka

  1. "რაზე" და თავისუფალ აზროვნებაზე. თვალის სინათლეზე, რომელიც მარტო ნათელს და ბნელს კი არ არჩევს, არამედ იმ ნათელსაც არჩევს, რომელიც სინამდვილეში ბნელია. ხოდა სასტიკად არ აწყობთ ეგ ე.წ."მართლმადიდებლებს" და ადამიანების გონების დასაბოლებლად მომუშავე მათს ინსტიტუტს. ამიტომ იარლიკები გამზადებული აქვთ: "სექტანტი","ურწმუნო" და ა.შ და ა.შ.
  2. ახლა უყურე: ბავშვისა და თაგვის ინსტიქტი, ანუ ადამიანისა და ცხოველის ინსტიქტი იმით განსახვავდება, რომ ადამიანს ცხოველისაგან განსხვავებით გააჩნია ინტელექტი, ანუ - თვითცნობიერება. და ამის გამო ადამიანი გარკვეული პროცენტით და გარკვეული მიმართებით "იმართება" ინსტიქტების მიერ. ანუ ინსტიქტი არის მართვის სფერო, და რისი მართვაც ჯერ არ ძალუძს ადამიანის ცნობიერებას, ის იმართება ინსტიქტით. უზუსტესად რომ გითხრა - იქ სადაც ადამიანის ცნობიერება ჯერ არ მუშაობს, მუშაობს სხვისი ცნობიერება. და ესაა ინსტიქტი.ინსტიქტის შემთახვევაში რომ უაღრესად აზრიან ქმედებებთან გვაქვს საქმე, ამაში ალბათ დამეთანხმები (ვგულისხმობ რეფლექსებს, სეკრეციის მუშაობას და ა.შ.ადამიანის აზროვნება სადაც ერთვება იმას არ ვგულისხმობ). ანუ - თაგვი - ჩართუ უთოს არც მიეკარება. თავიდანვე არ მიეკარება.რადგან მასზე მთლიანად ზრუნავს ინსტიქტი -მის გარეთ მყოფი ცნობიერება. ხოლო ბავშვი - მიეკარება ყველა ვარიანტში. რადგან ბავსვი არის ის არსება, რომელსაც ცნობიერება აქვს თავის თავში შიგნით.და ამიტომ ის ნაწილობრივაა მართული (როგორც ადამიანი) ინსტიქტით. ხოლო მას შემდეგ, რაც ბავშვი პირად რწმუნებაში შევა, ანუ პირადი, საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდება, რომ ცხელი უთო ხელს წვავს, ამის შემდეგ აღარ გაეკარება მას. არა დაჯერებით, არამედ პირადი რწმუნებულებით. რუსულადაც - სიტვა რწმენა- "ვერა" გამომდინარეობს "ვერნი"- ნამდვილიდან და საიმედოდან. რწმუნებულებას ნუ გააიგივებ რელიგიური ბჟუტურით დაბინდულ ამ სიტყვის "შინაარსთან,"როგორც ბრმად დაჯერებასთან. უპირობოდ მიღებასა და აღიარებასთან იმისა, რასაც პირადად ვერც ვხედავთ და არც გვესმის. რწმუნებულება სწორედ პირად რწმუნებას ნიშნავს. გტოვებთ კეთილი სურვილებით.
  3. ძვ.მეგობარო, მათემატიკის მეცნიერების რაობაზე ვმსჯელობთ ახლა ჩვენ? მე ვამბობ: იმისათვის რომ ადამიანმა გაიგოს თუ რა არის მათემატიკა ან მუსიკა, პირად რწმუნებულებაში უნდა შევიდეს ამ სგანთა მიმართ. კიდევ რანაირად გიტხრა?:boli: ახლა შენი მომდევნო არგუმენტი ხომ ვიცი, და ბარემ მაგაზეც გიპასუხებ: შენ: "კი მაგრამ მათემატიკა არსებობს, ხოლო სული -არ არსებობს" მე- " აქ ერთი სიტყვა უნდა დაუმატო, რომელიც მთლიანად ცვლის დამოკიდებულებას და ხედვის საპექტს. ეს სიტყვაა- "შენთვის" იყო პერიოდი, როცა კაცობრიობისათვის "არ არსებობდა" დედამიწის სიმრგვალისა და მზის გარშემო ბრუნვის აღქმა. ამიტომ მისთვის ეს რეალობა იყო მიუღებელი. შესაბამისად არ არსებობდა ამ აღქმის და ამ რეალობის გამომხატველი ცნებები. ანუ კანონები." ახლა გეუბნები- სული არ არსებობს შენთვის, რადგან მას ვერ აღიქვამ. კაცობრიობის უდიდესი უმრავლსობა ამას ვერ აღიქვამს ახლა და ჯერ. ამ სამყაროს, რომელიც არის პირველმიზეზთა და ა.შ და ა.შ. სამყარო, ისეთივე ემპირიკა გააჩნია, როგორც მატერიაში განფენილ სამყაროს, რომლის მიზეზსაც ის წარმოადგენს.და შესაბამისად გააჩნია კანონები, რომლის მეოხებითაც ის არსებობს. ევოლუციაში ყოფნა ნიშნავს ადამიანის ცნობიერების საფეხურების განვითარებას. ჰოდა,თვითცნობიერების საფეხურზე ადამიანში გამომუშავდება ზეგრძნობადი გამოცდილების (ემპირიკის) აღქმის უნარები. შეგიძლია არ მიიღო ეს აზრი, თუ შეძლებ, ყოველგარი ცინიზმის გარეშე,მაგრამ ამით რეალობა არ შეიცვლება. რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული უნარები გააჩიათ. არ ვგულისხმობ პარაფსიქოლოგებს და ათასი ჯურის "მომკითხაო-მოწინასწარმეტველო-მონათელმხილველო" ელემენტებს. ამ თემაზე დავამთავრე.:viking: ბავშვზე და თაგვზე ქვემოთ გეტყვი თორემ ეს პოსტი ძაან გაუსაშველოვდა და მეც მეჩქარება. ხო და კიდევ ერთი, -ზემოტაც ვთქვი და აქ დავამატებ: სულსაც ისევე აქვს თავის დამტკიცების ლოგიკა, როგორც მათემატიკას.მაგრამ საამისოდ შენ უნდა შემოხვიდე სულის სამყაროში,ისევე როგორც მე უნდა შემოვიდე მათემატიკის სამყაროში, რომ შენ მისი კანონები მიჩვენო. მაგრამ რომ შემოხვიდე, საამისოდ აღქმის ორგანოები გჭირდება რაც ჯერ არ გაქვს. და რაც არ გაქვს იმაზე ნუ იძახი რომ არ არსებობს. ვისაც აქვს გაატარე რა
  4. :viking:: შეუფერებლად მხიარულ განწყობაზე ვარ საიმისოდ რომ გიპასუხო :boli: მაინც შევეცდები ემოციური შეფასების მიცემა ოპონენტის მხრიდან მეტყველებს არგუმენტების უსუსურობაზე, ასე მაგ. (იხ. ქვემოთ):
  5. ყველაფრით კმა მყოფს სანატრელად გართობა დამრჩა:viking: რადგან არსებობს ვირტუალის ნეტ.არი ელვა რადგან აქაა დღეს სარდალთა თავშესაფარი რადგან მდებარებს აქვე, ჩვენს წინ- დიდგორი, ელბა.. რადგან აქ ითქმის და იხევა გრძელნი ლექსები რადგან აქა აქვს რეალობა გრძნობას და პათოსს რადგან მხოლოდ აქ-მთელი გრძნობით ითქმის გინება რადგან გინებას აქ მოჰყვება ჩასუნთქვა ფართო:boli: რადგან ჯიგრულად დედ-მამაზე დაგინებებს და რადგან ქვეყნისა სიყვარულზე გულსცემულ მჯიღებს რადგან ჭკუის და ჰორმონების ურთიერთობას ნაცვლად აქ არც ვინ რასმე აძლევს და არც რას იღებს :D:
  6. ლ ი ც ი ჰო.ჯერ შენს თავში უნდა გაიგო და შეიმეცნო რა არის ქალი იმისათვის რომ "გარეთ" გაუგო ქალს. დუალიზმს მოიცავს ყველა ადამიანი.ანუ ქალურ და მამაკაცურ თვისებებს ორივე სქესი ფლობს.საუბარია მშვინვიერ-ინტელექტუალურ დამოკიდებულებაზე. ასე რომ არ იყოს საერთოდ ვერ გაუგებდნენ ერთმანეთს ქალი და მამაკაცი. მამაკაცი არის ეგო. ხოლო ქალი თვითგაღება (ფიზიოლოგიურად ეს გამოიხატება ცოცხალი არსების შობაში). მას შემდეგ რაც მამაკაცი შეზღუდავს ეგოს და მეობიდან შეიმეცნებს თუ რა არის თვითგაღება,მას სრულყოფილად ეცოდინება ქალის ბუნება. მას შემდეგ, რაც ქალი შეიმეცნებს თავს თავში მეობას, ის სრულყოფილად გაიგებს თუ რა არის მამაკაცი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ მიაღწიონ გრძნობის იმ სიმაღლეს რასაც ქალურ-მამაკაცური სიყვარული ჰქვია, ანუ ნამდვილ ადამიანური სყვარული. და შენი დუალიზმიც მონიზმად გადაიქცევა. რადგან თითოეული მათგანი თავის შინაგან ბუნებაში იქნება გამთლიანებული. "მას ერთსა -მიჯნურობასა, ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან!"
  7. დიახ, მაგრამ აქ უმთავრესი გამოგრჩათ - ნება! ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამას ვინებებთ, ე.ი. თუ შევქმნით სათანადო პირობებს საამისოდ. ამას კი ნების თავისუფლება განსაზღვრავს. და იმისათვის რომ სავლე გახდეს პავლე, მარტო კანონი არ კმარა. პირადი ნებაა საჭირო. :yes2:
  8. აი უყურე: სამყარო ლოგოსის სამგვარად გახსნას წარმოადგენს. ყოველივე რაც ჩვენს მიერ აღიქმება და (ჯერ) ვერ აღიქმება, წარმოადგენს ცნობიერების სიცოცხლის ფორმების გაცხადებას. ეს უნივერსალური სამწევრიანობა ჩადებულია ადამიანშიც. გრძნობადი (სიცოცხლური) ელემენტი, როგორც შენ მას უწოდებ არის ამ ერთიანობის შუათანა წევრი და სწორედ მას მიეწერება ცოცხლი აღმქმელობა. რა შემოქმედებაზე იქნება საუბარი, თუ მას აღმქმელობა ("გრძნობადი ელემენტი") არ გააჩნია? ცნობიერება იხსნება სიცოცხლეში, სიცოცხლე ფორმაში, ხოლო ეს უკანასკნელი -ცნობიერებაში. ამას ქრისტიანულ რელიგიურ ენაზე სამება ეწოდება. ადამიანი არა მხოლოდ ანასხია ამ სამების, არამედ მასში პრაქტიკულად ქმედებენ ეს იმპულსები (ჯერ არაცნობიერად,სამომავლოდ-ყოვლად ცნობიერად.ზოგიერთისათვის ახლავე ცნობიერად). ამის მეოხებით ადამიანი მონაწილეობს უნივერსალურ შემოქმედებაშიც და თვითშემოქმედებაშიც (ჯერ არაცნობიერად). მაგრამ ცენტრალური წევრი არის სიცოცხლე ("გრძნობადი ელემენტი," სამშვინველი) და სწორედ ამ ცენტრალურმა წევრმა უნდა იგრძნოს, პირადად უნდა განიცადოს, პირადად უნდა აღიქვას ის რასაც ეწოდება მასში სიცოცხლე და სიყვარული. მოკლედ -ქრისტიანული რელიგიის, თეოსოფიის და თეოლოგიის ენაზე -ქრისტე. და ამას ვერ შეიმეცნებ ვერანაირი ტვინის ჭ ყ ლ ე ტ ვ ი თ და მეცნიერული ექსპერიმენტებით. ეს ტვინის მიერ შეუმეცნებადია. შემეცნებადია - გრძნობადი აღქმით. პირადად, უშუალოდ. როგორც თქვენს შეფს ხედავთ სამსხურში, ყოველგვარი თეორიების და მსოფლმხედველობის გარეშე. ამიტომაც- ერთი მეორეს სულაც არ უშლის ხელს. მაგრამ ვანილიან კრემს ჭკუათამყოფელი არ ჩაასახმს ჩაქაფულში. ვსემუ სვაე მესტო.
  9. რატომ არ ცვლიან? რა მოაქვთ მიზეზად? ისრაელიც გრუზიას ეძახის.ვინ შეადგინა მაგ თხოვნის ტექსტი?ეტყობა კარგად არ იყო თხოვნა დასაბუთებული.წყაროების დამოწმებით. არც დაესიზმრებოდა ის საშინელებები რაც ახლა ხდება და მოხდა. ქართველები ფიზიკურად ვეღარაფერს დაეპატრონებიან. ის კი არა ფიზიკურად კარგავენ. ქვეყანას ჰქვია საქართველო და სახელმწიფოსაც. რა, არ უნდა ერქვას?ესაც საკამათო გახდა?
  10. ლ ი ც ი სიყვარული არის ადამიანის არსება. იმიტომ რომ ის არის შემოქმედება. შემოქმედება კი უნივერსალურია. საზღვრები არა აქვს. რანაირადაა სიყვარული შემოქმედება? იმნაირად, რომ ამ დროს ადგილი აქვს საკუთარი თავის გაღებას. რა დონეზეც შეგიძლია რომ თავი გაიღო (უანგაროდ და არა რაღაცის გამო) სიყვარულის იმ დონეზე იმყოფები. შესაბამისად -შემოქმედების იმ წილს და ხარისხს ფლობ. შესაბამისად -ცნობიერების ის დონე გაგაჩნია. chegesto მთავარ კითხვას აიგნორებ მუსიე. პასუხი არ გაქვს და იმიტომ. სწორედ ეგაა რწმენა, ანუ პირადი რწმუნებულება. კაი, ცხელი უთოს მაგალითი არ გვინდა.პატარა ბავშვი,რომელსაც არ სჯერა, ხელს რომ დაიწვავს მერე აქვს პირადი გამოცდილება და აღარ ეკარება სხვა მაგალითი ავიღოთ მუსიკის ან მათემატიკის.პირად რწმუნებულებაში თუ არ შეხვალ, გეცოდინება რაიმე? ე.წ. "ურწმუნო თომას" ყბადაღებულ გავულგარულებულ გაგებას გულისხმობ ალბათ ქრისტეს მოწაფეები სხვადასხვა დონიდან შედიოდნენ სხვადასხვა რწმუნებულებაში. თომამ ხელდასხმა (ანუ პირდაპირი რწმუნებელება) მიიღო აღმდგარ ფიზიკურ (მატერიალური არ იგულისხმება აქ) პრა სახესთან მიმართებაში.სხვა თემაა ეს და იმედია განქიქებას არ დაიწყებ აქ. შორს.. მთავარია რა მიმართულებით იყურები.ემანდ მირაჟში არ ამოყო თავი.
  11. რა საჭიროა ორი თემა ერთიდაიგივე საკითხზე? http://planeta.ge/index.php?showtopic=13968 მე მეგონა ამ თემაში სხვა მიმართებით ხარვეზებზე იქნებოდა საუბარი და ერთი ორი აზრის გამოთქმა მსურდა. თქვენი ნებართვით.
  12. ბიჯოოოო ვახ რწმენა -პირადი რწმუნებულებაა მეთქი კაცო, აი პირადად რომ დარწმუნდები, იცი რა არის ეგა?;D რაღაცაზე გეუბნებიან გავარვარებულიაო და არ გჯერა, ვთქვათ, მაგრამ ხელს თუ დაადებ პირადად დარწმუნდები. ეგაა რწმენა. თქვენ სხვანაირად ჩაგაგონეს რწმენის მნიშვნელობა. ხოდა არ გაქვს შენ ჯერ ეს პირადი რწმუნებულება და ნუ იძახი საყოველთაო მასშტაბით დ კანონის ფორმას ნუ ანიჭებ იმას, რაც არ იცი და რისი პირადი რწმუნებულებაც არ გაქვს. ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება? ეს რა ჯიუტი ნაროდია შენ საიდან გაქვს გონება მაშინ იქნებ გაგვაგებინო? თუ არ გაქვს?: და შენ ამ გონებას ვერ ხედავ საყაროს კანონ-წესრიგის სახით? თუ არ არსებობს ასეთი? მაგარი იდეოლოგიური მუშაობაა ჩატარებული თქვენზე და ვერც ხვდებით რა სტერეოტიპებში ხართ. სად მიყავხართ მაგ სერეოტიპებს.
  13. რაღთქმა უნდა თქვენო განვითარებადობავ მაგრა ევოლუციას იმ გაგებით არა რა გაგებაც თქვენ გაგაჩნიათ - უმარტივესიდან ურთულესის წარმოქმნის თაობაზე. საქმის ვითარება აქ სულ სხვაგვარია. ეს ამ თემის ფარგლებიდან გადის. უნივერსალურად - ლოგოსის გარეშე არც არსებობს რაიმე. რას გულისხმობ არ მესმის ეს აზრი ვერ გავიგე,. დააზუსტე. მე არ ვსაუბრობ ფანტაზიებზე და გამონაგონზე. რეალობაზე ვსაუბრობ რეალურად. იანოშ კორჩაკი გაგიგონიათ? ან თედო ჟორდანია? როგორ ფიქრობთ - ჭკუიდან გადამცდარი ავადმყოფები იყვნენ? მე ასე არ ვფიქრობ.და სხვა მრავალი ფაქტის მოყვანა შემიძლია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრებებიდან. წინ მრავალი საოცრება გელის ეგაა თავი და თავი "უბედურება" მაგრამ ჯერ ვერ ხედავ. სანამ ასეთი განწყობა გაქვს. ხოდა რას გეუბნები მე აპა? რწმენა სხვა აეაფერია თუ არა პირადი რწმუნებულება, რაც შენ ამ ეტაპზე არ გაქვს. არ განიცდი პირად რწმუნებულებას იმ რეალობის, რომელსაც ვერ აღიქვამ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს რეალობა არ არსებობს. კი არ ვაწვრილმანებ, არამედ ერთი მთლიანობის დროში გამოვლენაზე ვსაუბრობ, მაგრამ შენ ვერ აღქვამ ამას. ჯერ კიდევ ბაბუა კანტმა იცოდა დროის დისკრეტულობის შესახებ, მაგრამ იმას კი აღარ უწყოდა, რომ თავად დროც დაიწყო "ერთ დროს" და ამიტომ თავად დროც რაღაცის გამოვლენაა თავის მთლიანში და ამით დასაზღვრული. ოკ ოკ. ბევრი მოგივა დღეს. ლაპარაკს ჯობია შენთვის მიუღებელ (უცხო) და საწინააღმდეგო აზრებზე ღრმად დაფიქრდე და არ კი ეჯიუტო და ეკამათო. ვითომც მესამე პირი ხარ. ეს ძალიან ეფექტური გზაა თვითგანვითარებისათვის. წარმატებები. : :2kiss:
  14. ამ საკითხში ყველა მეცნიერი ლუზერია, რადაგან ის ტვინში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს მიიჩნევს განმამირობებლად და არა განპირობებულად მეცნიერს ერთმანეთში ერევა მიზეზ-შედეგი. ქიმიური რეაქცია შედეგია სამშვინველში აღძრული იმპულსისა და არა ამ იმპულსის განმაპირობებელი.
  15. ამაზე ამ წუთას გიპასუხე. დასკვნა ესაა რასაც ახლა ამბობ ხოლო ის არის პირადი განცდა ძნელია ყრუს ესაუბრო ბახის მუსიკაზე, როცა მას ბრახუნიც კი არა აქვს პირადად აღქმული. ყურადღება მიაქციეთ: მე ვამბობ: მე მაქვს რასაც ვეფუძვნი. ჩემი საფუძველია მთლიანობა და არა ის ნაწილობრიობა -ამოთხრილი ორმო, რომელიც არ მოიაზრება როგორც საძირკველი იმ შენობისა, სადაც ადამიანმა უნდა იცხოვროს. მიზანი -ადამიანია და არა საძირკველი, შენობა და მითუფრო ორმო, რომლზეც შენ საუბრობ. :yes2:
  16. ის, რასაც ჩვენ ვარქმევთ ადამიანურ სიყვარულს, არის რაღაც უნივერსალური შემოქმედების ერთერთი გრადაცია. ეს გრადაციები ცხოველურ-ინსტიქტურ დონეებზე იწყება და ღმერთში სრულყოფილდება. ეს აქტი კი არც მეტი და არც ნაკლები -ადამიანში ხორციელდება. ადამიანი გადის სიყვარულის საფეხურებს ინსტიქტიდან -სულიერ ინტელექტამდე (ენტელეხიამდე) ხოდა რაც შენ აღწერე, ეგ არის სიყვარულის ძალიან დაბალი შრეები. ინსტიქტზე მიმაგრებული. თვითგადარჩენაზე, თვითშენახვაზე,დაკმაყოფილებაზე და მოდგმის გაგრძელებაზე. ინსტიქტებში განხორციელებული სიყვარულია ეგ. ამის შემდგომ უფრო მაღალი საფეხური მოდის, -ადამიანური სიყვარული.რომელიც უკვე სიყვარულის გამოისობით, ანუ ამ არსებითი გრძნობის ძლიერებით ადამიანს უარს ათქმევინებს საკუთარ კმაყოფილებაზე, ინსტიქტებზე,თვითშენახვაზე და თვითგადარჩენაზეც კი. აქაც მრავალი გრადაციებია. ამოუწურავი. ამიტომაა ეს თემა ამოუწურავი. რამდენი ადამიანიცაა -თითის ანაბეჭდების მსგავსად იმდენივე განუმეორებელი სიყვარული არსებობს.ადამიანის ნებისმიერი ქმედება არის მასში არსებული სიყვარულის ანაბეჭდი. როდის აღწევს ადამიანურ არსებაში ეს სიყვარული თავის უმაღლეს ფორმაციას? აი ესაა ძალიან საინტერესო საკითხი. რადგან სწორედ ამ საფეხურზე ხდება ადამიანის სრული მეტამორფოზა.
  17. ე.ი. ამით რას ვამბობ: სიყვარული რაიმე აქტზე აღძრული რეაქცია არ არის.სიყვარული არის ადამიანური არსების (განმსაზღვრელი) მახასიათებელი. რამდენადაც ადამიანს შეუძლია და აქვს სიყვარულის უნარი, იმდენად არის ის ადამიანი. მაგ: საკუთარი შვილი უყვარს ყველას( ნუ უმრავლესობას). ჰგონიათ, რომ ესაა ინსტიქტი, რომელიც სრულად გამოვლინდება შვილოსნობის აქტის შემდგომ.ანუ - აქტს მიეწერება ინსტიქტ.იმპულსის აღძვრა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არასოდეს არ გაუვლიათ ეს შვილოსნობის აქტი, და გაცილებით ძლიერი და თავგანწირული სიყვარულით გამოირჩევიან ბავშვების მიმართ. თუმცა ასევე, შესაძლოა შვილოსნობაგამოვლილ ადამიანებსაც ჰქონდეთ ეს ყოვლად არაინსტიქტური, არა საკუთარი პირმშოს, არამედ მომავალი ადამიანისადმი თავდადებული სიყვარულის გრძნობა. ამ შემტხვევებში ჩვენი საზომი ადამიანობისა იქნება ეს უკანასკნელი, და არა ის უმრავლესობა. გამომდინარე აქედან - თუკი სიყვარული არის ზოგადადამიანური უმაღლესი მახასიათებელი (თეზა) ხოლო ქალიცა და მამაკაციც ადამიანები არიან (ანტითეზა) მაშასადამე მათში არსებობს სრულიად უანგარო და თვითგაღებითი სიყვარულის გრძნობა (სინთეზეჰჰ) მარტივი სილოგიზმითაც კი დამტკიცდა მათ
  18. არავისტების და ქართველი მოჰიკანების ადგილი არ იქნება აქ ე.ი. (თავიდანვე კი ვიცოდი რომ არ იყო
  19. მისი ჭირისუფალია ყველა ქართველი ადამიანი. მისი დღევანდელი სავალალო მდგომარეობის. ამ განაცხადზე პასუხისმგებლობას იღებ?
  20. ასადისტებ? მამაკაცის შესახებ არსებობს ერთი რეალობა და დანარჩენი ყველაფერი მითია. ეს რეალობაა: აკეთებს იმას (ქალთან მიმართებაში) რაც უნდა როგროც უნდა და როცა უნდა. თუ დაინახავს რომ ასე ვერ იქნება,- დაახვევს. ზოგი ნელა, ზოგი სწრაფად. ქალები კიდე ათასნაირ მითებს თხზავენ ამ ელემენტარულ სინამდვილეზე.
  21. ასეთი პატარა და უკვე მატერიალისტი! თუ სიყვარული არსებობს ადამიანში, როგორც ადამიანის მახასიათებელი,როგორც ასეთი, მაშინ -ქალის და კაცისაც არსებობს,რადგან ქალი და კაცი ადამიანები არიან. ძააან მარტივად რომ ვთქვათ. აი უყურე: არც დამოკიდებული ხარ, არც სექსი გაქვს, არც პარტნიორია. გიყვარს და უყვარხარ.როგორც ადამიანი.და ამას გამოხატავ მისი კეთილისმყოფი ქმედებებით. ეს თავისთავად ხდება. ბუნებრივად. თუმცა, მართალია ადამიანების უდიდეს უმრავლესობას ჯერ არ შეუძლია სიყვარული, მაგრამ ამის მიხედვით ნუ ვიმსჯელებთ საერთოდ ადამიანის შესაძლებლობებზე. დრო მოვა მაგ აზრებს ჯინსებივით გამოიცვლი ღმერთმაც ქნას.
  22. უცნაურია იმიტომ, რომ პირველად გესმის ასეთი რამ უცნაურია ჩვენთვის ამბსოლუტურად ყველაფერი რასაც პირველად ვისმენთ და ვნახულობთ. ადამიანის მიზანი კი ისაა, რომ უცნაური გასაცნაურდეს მისთვის. ეს აზრები (ზემოთ) მხოლოდ აზრები არაა (აბსტრაქტული, ფანტაზირებული) ის სრულ სინამდვილეს შეესაბამება. დაე ადამიანს ნუ ჰგონია, რომ მისი წარმოდგენები სრულ სინამდვილეს მოიცავს. დრო იყო ადამიანს საერთოდ არ გააჩნდა წარმოდგენები ადამიანი ევოლუციური არსებაა და მასზე ერთხელდასამუდამო დასკვნის გამოტანა იმ მეთოდებით და საშუალებებით რაც დღეს გააჩნია ე.წ."მოაზროვნე" კაცობრიობას,არის არასწორი. ადამიანის არსების და სიცოცხლის ფენომენის გასაგებად საჭიროა ის მეთოდები, რომლებიც კვლევის ამ სფეროს შეესაბამება მისი არსებითიდან გამომდინარე. და არა ამ არსების რაღაცა მდგომარეობიდან გამომდინარე.რასაც ახლა აკეთებს მატერიალისტური მეცნიერება. მას საქმე აქვს მდგომარეობის ფორმასთან და არა თავად იმ არსებასთან, რომელიც ამჟამად იმყოფება ამ ფორმაში. ადამიანი არის ამჟამად მატერიაში მყოფი სულიერ-მშვინვიერი არსება. ხოლო მეცნიერება მას განიხილავს როგორც მატერიას და ამ დასკვნებს, ანუ ამ მდგომარეობაში მყოფობის შესახებ დასკვნებს ავრცელებს მთელ ადამიანურ არსებაზე. ლ ი ც ი კერძოდ რომელი ადგილის განმარტებას მთხოვ?
  23. nuaka

    ჯაზი

    name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="340" height="285"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center">
×
×
  • შექმენი...