Jump to content
Planeta.Ge

nuaka

პლანეტელი
  • პოსტები

    747
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი nuaka

  1. სახელმწიფოში საზოგადოების ცხოვრებას არეგულირებს კანონი. კანონები გადმოცემულია სამართლის კოდექსებში. ქორწინება რეგულირდება აქტით, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მორალურ-ქონებრივს, სამემკვიდრეოს და ა.შ. ქორწინება განსაზღვრავს ოჯახს, როგორც სოციუმის მიკროუჯრედს და ამ უჯრედის თანამონაწილეობას მთლიან სოციუმში. ამიტომ, დაუშვებელია, რომ სოციუმის მიკროუჯრედად კანონით იქნეს დამტკიცებულ-გამყარებული ერთსქესიანი ქორწინებები, როგორც სოციუმის მიკროუჯრედის ნორმა. გადახრა, მიდრეკილება - არ უნდა იქნეს აღიარებული ნორმად.და გამყარებული- კანონით. მაგ ლოგიკით, მაშინ მულტიგამიაც უნდა დაუშვან როგორც ჰეტერო, ასევე ჰომოსექსუალების მიმართ. თუ ხედავთ საით მიექანება ეს ყველაფერი? ადამიანის დეგრადაციისა და გაცხოველებისაკენ. ამაზე მთელი ინსტიტუტები მუშაობს.
  2. მაგრამ სწორი იქნება თუ ბავშვს თავიდანვე, ანუ 3 წლის ასაკის მერე თავად მშობლები ეტყვიან ამის შესახებ. ძალიან გულწრფელი და ლამაზი ფორმით. ბავშვი ისეთია, რომ გულწრფელობას ეგრევე ღებულობს.ჯანსაღად.ადექვატურა დ. მაგ. უთხრან, რომ დიდხანს ცხოვრობდნენ ერთად მარტოდ, მოწყენილები.ძალიან უნდოდათ პატარა მშვენიერი ბავშვი ჰყოლოდათ, მაგრამ არ ჰყავდათ. მერე გაიგეს რომ არის ერთი სახლი, სადაც პატარა მშვენიერი ბავშები ცხოვრობენ და შეუძლიათ იქ ნახონ ბავშვი, რომლის დედიკო და მამიკო გახდებიან ჰოდა მართლაც მივიდნენ იმ სახლში და დაინახეს ანგელოსებივით ბავშვები, ლამაზები და საყვარლები, და უცბად თვალი მოჰკრეს მას, და მაშინვე იცნეს -აი ჩვენი შვილი ჰოდა წამოიყვანეს სახლში,იმიტომ რომ ძალიან უყვართ და ახლა ნამდვილი დედიკო მამიკო და შვილიკო არიან და ყველანი ძალიან ბედნიერები არიან ამ სიმართლით და სიყვარულით იცხოვრებს ბავშვი 7წლამდე და მერე როცა კვლავ დაებადება შეკითხვები,ასევე გულწრფელი პასუხები უნდა მიიღოს,შესაბამისი ფორმით, მაგრამ სრული სიმართლე. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა რომ მათ შორის ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩადგება.
  3. ბოჟე მოი...! გიპასუხე უკვე თუკი პირდაპირი რწმუნებულება გაქვს, უშუალო, პირადი გამოცდილებითი და სრულიად ცნობიერი რწმუნებულება იმისა რომ სული ხარ- ყოველგვარი ფანტაზიის და მონაჩმახის გარეშე, ეს რის რწმუნებულებას გაძლევს ამავდროულად? ღმერთი არის სული. სახარებაში ამბობს ამას ქრისტე, ხომ? გმადლობ. ჩმაგრამ ჩემს ინტერესებში არ შედის. : )მე მხოლოდ ჩემდამი დასმულ შეკითხვებს ვუპასუხე.
  4. რაზეა? ომზე თუ სიყვარულზე?
  5. ვფიქრობ რომ არა. რადგან, შენი ზუსტი და ადექვატურ დამოკიდებულება სრულად გამოიხატება მაშინ, როცა მოვლენა პირადად შეგეხება. სხვისა ჭირი-ღობეს ჩხირიო, ნათქვამია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ აღზრდას. შეიძლება ითქვას -განმსაზღვრელი. ბავშვები არასწორად იზრდებიან. მშობლები სრულიად გაუთვითცნობიერებლები არიან აღმზრდელობით საკითხებში. მაგ. იმაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის ბუნების -სამშვინველის და ფიზიოლოგიის სპეციფიკას 7 წლამდე ასაკში და 7-დან 14წ.ასაკში. და აღზრდის რა მეთოდები და რა ფორმები უნდა განხორციელდეს. რადგან ბავშვის ემოციები და განცდები, ზნეობრივ-ეთიკური ჩვევები სულ სხვა მიდგომებით და მეთოდებით ყალიბდება 7წ.მდე ასაკში, ხოლო 7-14 სრულიად განსხვავებული კრიტერიუმებით. და ეს უნდა განახორციელოს მშობელმა, რადგან არავის ნდობა არა აქვს ბავშვს ისე, როგორც მშობლის. ის არის მისი უახლოესი. ბავშვზე ზრუნვა არ ნიშნავს მის გამოკვებას,საყოფაცხ.პირობები თ უზრუნველყოფას და ქართული გაგებით "კარგი განათლების მიცემას." ბავშვზე ზრუნვა უპირვლესად მის აღზრდაში, აღმზრდელობით მუშაობაში გამოიხატება, რაც არის ძალიან რთული, ყოველწუთიერი პროცესი. ყველას არ შეუძლია ბავშვის აღზრდა. არ არის სავალდებული რომ ყველას ჰყავდეს შვილი. რადგან ბავშვის აღზრდა ისეთივე ნიჭია +სათანადო ცოდნა, როგორც, ტქვათ მუსიკის ტალანტი,ან მხატვრობის უნარი. უფლება ყველას აქვს, მაგრამ მოვალეობის აღება ყველას არ შეუძლია.
  6. უბრალოდ ბობი (პოლისმენი)
  7. ქართული საზოგადოება არ ცხოვრობს აწმყოში. დიდიხანია უკვე წარსულის ჩიხში ჩარჩა. ესაა ყველა პრობლემის თავი და თავი. და ვისაც აბარია განათლებაზე ზრუნვა, ის თვითონ გასანათლებელია. ვინ და რა გაარღვევს ამ "მოჯადოებულ წრეს?" ეჭვი მაქვს რომ პატიოსნების დეფიციტმა ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს ქვემოთ დაიწია. შედეგები ჯერ წინაა.
  8. იმიტომ რომ საზოგადოება არის მძულვარებით და ცინიზმით აღსავსე. და ყველაფერი კიდია. მამენტ საკუთარი სამშობლო ვისაც კიდია იმას თავისი შვილებიც კიდია და სხვისი ხომ კიდია და კიდია.
  9. chegesto ვინ არის ბიჭო შენი "ტო?" საიდან დავბრუნდი? რამე აღგითქვით?
  10. მე შემოგთავაზებდით სოციალური საკითხებს დამატებას მედიცინის განყოფილებაში. ანუ, რომ იყოს ასე - ჯანდაცვა და სოციალური სფერო:bushti: მგონი უფრო სრული მომცველობითია... მაგ. პოლიტიკასი ან მედიცინაში ვერ გახსნი სოციალურ საკითხებზე კონკრეტულ თემებს, ვთქვათ მაწანწალა ცხოველებზე, თავახდილ ბუნკერებზე და ა.შ. და კიდევ ერთი: მთელი გულით ვუსურვებდი პლანეტას ბორდელის გაუქმებას. ჩანს, რომ არ ჰყავს ამ განყ. აქტიური მომხმარებელი და ძალიანაც კარგი. არის ფორუმი სადაც შეუძლია დაიბანოს თავისი ჭუჭყი და ისე შემოვიდეს, სუფთა. რაღაცნაირად ლახავს ეს განყ. სოლიდურობის იმიჯს. თუ ეს სოლიდური ფორუმია, მაშინ ყველა განყოფილებაში შეიძლება რომ დემოკრატიული და ნორმალურ ადამიანური ფორმით გაიხსნას სხვადასხვა პრობლემატური თემები. საზიზღრობა და ავადმყოფობაა ეს ვერბალური ანანიზმი. ამ საიტის სერიოზულ იმიჯს და განვითარებისკენ სწრაფვასაც არ შეესაბამება. ჩემი პირადი აზრია. გმადლობთ.
  11. Pariz :bushti: არ მეგონა აქ თუ ამდენი კარგი ადამიანი იქნებოდა.
  12. აქ მაგაზე არაა დავა. კამათი სწორედ იმაზეა რომ თავისი გემოვნება მე არ მომახვიოს თავზე. მე თავზე ვახვევ ვინმეს ჰეტრო რომ ვარ?:bushti: ვაწყობ ამის გამო მანიფესტაციებს? არაა ხოდა ყველამ თავის გემოვნებას მიხედოს სპალნაში. რაც შეეხება პათოლოგიის ნორმად აღიარებას, ჩვენ ბოდიში! არ ვაღიარებ!
  13. maka შენ არასოდეს არ აგივარდება თავში. :მაკა:
  14. კი არ მჯერა, არამედ სრულიად კონკრეტული რწმუნებულება გამაჩნია სულის არსებობისა, ანუ იმისა, რომ ადამიანი საკუთრივი ცნობიერებით არსებობს ფიზიკური სხეულისაგან დამოუკიდებლად. და რომ, ადამიანი არის -სული. :bushti: ვგონებ მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხე.
  15. შიმპანზეებს კი არა საზოგადოდ ხერხემლიანებს, და უფრორე ძუძუმწოვრებს. იმიტომ რომ მათ გააჩნიათ ემოციების მატარებელი სხეული,ე.წ. "ასტრალური სხეული." ანუ ის, რაც გააჩნია აგრეთვე ადამიანს. ხოლო მცენარეებს ეს სხეული არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ 2 სხეული აქვთ -ფიზიკური (მინერალური) და ეთერული, ანუ სიცოცხლის სხეული. მინერალური სამყაროს საგნებს კი მხოლოდ ფიზიკური სხეული სხეული აქვთ. ადამიანს აქვს ეს სამივე ზემოთდასახელებული სხეული და ზემოთ ჩამოთვილილი ამ 3 სამყაროს წარმომადგენლობისაგან განსხვავებით კიდევ ერთი -ცნობიერების სხეული. როგორც ხედავ, ფიზიკური სხეული არის ის, რაც ყველა მათგანს გააჩნია. განვითარების ამ ეტაპზე ეს ერთი სხეული გააჩნდა ყველას -გაუდიფერენცირებლად. ანუ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არსებობდა ის დეფერენციაცია მინერალის, მცენარ. ცხოვ. და ადამიანის სახით, რაც დღეს გვაქვს სახეზე. და ეს აერთიანი ფიზიკური "სხეულიც" არ გახლდა მატერიის სახით არსებული. ამ ერთიან მასაში მოხდა დიფერენცირება. რაღაც ნაწილი განვითარდა. რაც იმასი გამოიხატება რომ შეიძინა ეთერული სხეული (სასიცოცხლო სხეული), ხოლო ნაწილი შეფერხდა ამ განვითარებაში და დარჩა "ფიზიკური სხეულის" დონეზე. ეს "შეფერხებული ნაწილია დღევანდელი მინერალური სამყაროს უშორესი წინაპარი. განვითარების შემდგომ ეტაპზე ასევე მოხდა ამ უკვე 2 სხეულიან (ფიზიკური,ეთერული) საერთო მასაში დიფერენცირება, იმის მეოხებით, რომ ნაწილი კვლავ წინ წავიდა განვითარებაში ხოლო ნაწილი ისევ შეფერხდა. ეს შეფერხებული (2 სხეულიანი) ნაწილი არის სწორედ დღევანდელი მცენარეული სამყაროს წინაპარი. განვითარებულმა ნაწილმა მომდევნო ეტაპზე შეიძინა ე.წ. ასტრალური, ანუ ემოციების, განცდების სხეული. ხოლო მოგვიანებით,შეფერხება -განვითარების პროცესის მეოხებით, ნაწილი ამ საერთო ორგანიზმისა კვლავ დაწინაურდა, ხოლო ნაწილი ისევ შეფერხდა. ეს შეფერხებული ნაწილია სწორედ დღევანდელი ცხოველთა საყაროს შორეული წინაპარი. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა პლანეტაზე, რომელიც ასევე განიცდიდა განვითრებას და ფორმაციებს გადიოდა -სითბური მდგომარეობიდან- გაზობრივი, ორთქლოვან-წყლოვანი და მკვრივ მინერალურ მდგომარეობამდე. ასე მოაღწია დედამიწამ დღევანდელ მინერალურ-მატერიალურ ფორმებამდე.რასაც ცხადია ეონები დასჭირდა. ხოლო გამკვრივების წყალობით შესაძლებელი გახდა დიფერენცირება ცალკეული ინდივიდუუმი ერთეულების სახით. ამან კი შესაძლებელი გახადა რომ კვლავ წინწასულ ნაწილს თავის თავში კერძოდ და საკუთრივ მიეღო ის, რასაც ჩვენ დღეს ცნობიერებას ვეძახით. და ეს წინ წასული ნაწილია ადამიანები -კაცობრიობის სახით. მაგრამ ეს პროცესი კვლავ გრძელდება. კაცობრიობა კვლავ ვითარდება და მასთან პლანეტაც. პლანეტასაც და კაცობრიობასაც, აგრეთვე ზემოთ ჩამოთვლილ სახეობებს წინ კვლავ მოელით ფორმაციები. ასე, რომ არაფერი არაა ერთხელ და სამუდამოდ მოცემული გაყინულ-გაქვავებული სახით, და არც "ღმერთს" აუქნევია სადირიჟორო ჯოხი ქვეყნიერების შესაქმნელად. ასეთია ევოლუციის ნამდვილი არსი და მდგომარეობა. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ შეფერხება-წინსვლის პროცესი არის ევოლუციის პრინციპი და ის დღესაც გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება. ასეთია სინამდვილე.
  16. ჰამურაპის საქართველო
  17. სრულიად საქართველოს მახათის მყრელთა კავშირი მიესალმება და უერთდება ამ საზოგადოებას. სსმმკ ჩვენი სლოგანია "დიდი მახათი." ის გამოხატავს და აერთიანებს საქართველოს პოლიტიკის მრავალსაუკუნოვან ტრადიცებს http://i032.radikal.ru/1003/a7/59d4af3ceb8d.gif
×
×
  • შექმენი...