Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი Achiko1972 -ს მიერ

  1. რუსეთთან შEერთების შემდეგ საქართველოს მოსახლეობაც და ტერიტორიებიც გაიზარდა

     

     

    გაიზარდა რუსეთის იმპერიის ტერიტორია ისტორიულად ქართული მიწებით, 1921 წელს საქართველომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაკარგა ტერიტორიების 1/3, ხოლო 1990-2008 წლებში კიდევ დამატბით დარჩენილის 20%.

     

     

    მოსახლეობას რაც შეეხება ჟორდანიას დროინდელი საქართველოს მოსახლეობა იყო ამიერ-კავკასიის მოსახლეობის 2/3, ეხლა 1/3-საც ძლივს აღწევს. ის მითი, რომ რუსეთთან შეეღტებისას 75 000 ვიყავით, სრული სისულელეა, იმიტომ, რომ მაგ ციფრის დასახელების მომენტში რუსეთთან შეერთებული იყო მხოლოდ ქართლ-კახეთის სამთავრო, სადაც აღწერა მხოლოდ მსხვინ დასახლებულ პუნქტებში შეიძლებოდა ჩატარებულიყო, ისიც საკმაოდ უზუსტო, ვინაიდან მოსახლეობის 95-98%-ს საერთოდ არ ესმოდა რუსული და დიდად რას ეკითხებოდნენ, ვერც გაიგებდა. აღწერა არ შეხებია საერთოდ დასავლეთ საქართველოს, ჩრდილოთ საქართველოს (მაშინ საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულს), სამხრეთ საქართველოს.

     

    ეს იყო სამამულო ომი გიტლერი საბჭოთა ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხის აოხრებას აპირებდა, ქართველები არ შევდიოდით არიულ რასაში,

    ბევრი ქართველი მოხალისედ წავიდა ომში, ისინი ისევე იბრძოდნენ ფრონტზე როგორც სხვა საბჭოთა კავშირში შემავალი ერები, რაიმე განსაკუთრებული მოპყრობა არ ყოფილა

    ასევე უამრავი იბრძოდა მოხლისედ არიელი გერმანელებისმხარეს, სწორედ იმიტომ, რომ რუსული კოშმარის დასასრულად სწორედ გერმანელებს მიიჩნევდნენ, არჩევანის შემთხვევაში, პირადად მე დამპყრობელად უპირობოდ რუსს გერმანელი მირჩევნია.

     

     

    მანამდე რუსებმა იქიდან აფხაზები რომ გარეკეს? დიახაც, ის ტერიტორია დაიცალა ადგილობრივი აფხაზი მოსახლეობისგან და მასობრივად დაიწყო ქართველების მიერ აფხაზეთის ათვისება, შემდეგ კი რაც მოხდა, ომი დავიწყეთ და აფხაზებმა რუსების დახმარებიტ გამოდევნეს ის ხალხი რომელიც მათი წარმოდგენით იყო ოკუპანტი,

    მართალია და ერთადერთი, ვინც მათ დასაცავად ხმას იღებდა, ისევ ქართველები იყვნენ, იმიტომ, რომ გაასახლეს ძირძველი აფხაზები, რომლებთანაც ქართველებს არანაირი დაპირისპირება არ ჰქონიათ, ყოფით პრობლემებს თუ არ ჩავთვლით, როგორიც არაერთი იყო იგივე გურულებსა და მეგრელებს შორის, იყო იმერლებსა და რაჭველებს შორის, ქართლელებსა და ხევის მოსახლეობას შორის და ა.შ. დატოვეს სწორედ ისინი, და ჩაასახლეს კიდეც უამრავი ისეთიც, ვისაც გამოიყენებდბნენ და გამოიყენეს კიდეც ჩვენს წინააღმდეგ.

    ხო, აფხაზეთი რუსეთმა შეუერთა საქართველოს,

    ეს პირველად მესმის, ამაზე ვერაფერს ვიტყვი.

    გარდა ამისა, რუსეთის შემადგენლობაში ქართველების რაოდენობა კი არ შემცირდა ერთი ორად გაიზარდა, ესაა მთავარი ფაქტი

    რუსული (განსაკუთრებით საბჭოთა) პროპაგანდა!

  2. დარმწუნებული ვარ რომ აჩიკომ იცის საქ. ისტორია და ისიც იცის რამელა ბოროტება მოგვიტანეს

    ირანელებმა, არაბებმა, თურწმებმა, ხაზრებმა, თუქმრეუნლმა ტომებმა, ხორაზმელებმა თუ თუნდაც ლეკიანობამ (დაგესნტური ტომები დამპყრობლები არ იყვნენ)

    გავიხსენოთ სულაც რამდნეი კახელი გადაასახლეს ირანში, რა გამალებული ტყვეთა სყიდვა მიმდინარეობდა დას. საქართველოში,

    ისე წარმოაჩნენენ თითოქს საქ. იყო აყვავებული და დალხინებული ქვეყანა და მოვიდა ბოროტი რუსი და ფეხქვეშ გათელა ჩVენი სუვერენიტეტი და ძემაკრაწია

     

     

    მოკლედ ძალიან ისტორიებში გადავვარდით :)

     

    ელემენტარული არითმეტიკით მივყვეთ:

     

    ყველაზე დიდი მსხვერპლი, რაც ისტორიულად ცნობილია საქართველოში რომელიმე დამპყრობლის შემოსევისას, ესაა 100 000 მოწამე, ერთი ომის შედეგად, რასაკვირველია.

     

    მარტო მეორე მსოფლიო ომში საქართველომ ოფიციალურად დაკარგა 128 000 მებრძოლი ადამიანი.

     

    შაჰაბასმა კახეთის აოხრების შემდეგ ფერეიდანში გადაასახლა 300 000 ადამიანი.

     

    სულ რაღაც 18 წლის უკან, რუსებმა აფხაზეთიდან გამოასახლეს ოფიციალური მონაცემებით სადღაც 300 000 ადამიანი.

     

     

    თუ სტატისტიკურად მოვთვლით რამდენი ადამიანია დაღუპული 1800 წლიდან საქართველოში რუსების წყალობით, მერწმუნე, ნამდვილად ახლოსაც ვერ მოვა ეს ციფრი მანამდელი დამპყრობლების მსხვერპლათან.

     

    ყველაზე ძირითადები გამოვყოთ: თავიდანვე ალექსანდრე ბატონიშვილის აჯანყებები, კახეთის, ფშავ-ხევსურეთის, იმერეთის, გურიის აჯანყებები რა სისხლშიც იხშობოდა და მერე რა დონის ეგზეკუციებვი ეწყობოდა მოგეხსენებათ.

     

    25 წლიანი სამხედრო ბეგარა რუსულ ჯარში, რაც დემოგრაფიულად სპობდა ქართველ ერს, იმიტომ, რომ მიჰყავდათ საუკეთესოები სადღაც 18-20 წლის ასაკში, აქედან ბედნირები 45 ასაკისები ბრუნდებოდნენ შინ მინიმუმ დაავადებულები, ან ხეიბრები, ფაქტიურად უშთამომავლოები.

     

    იაპონიის ომი.

     

    პირველი მსოფლიო ომი

     

    რუსული რევოლუციის წლები

     

    რუსების მიერ ინსპირირებული სომხეთ-საქართველოს ომი და ოსების აჯანყება

     

    გასაბჭოება და მთელი ქართული არისტოკრატიის (სამოქალაქო-სამხედრო) ფიზიკურად მოსპობა.

     

    1924 წლის აჯანყება.

     

    წითელი ტერორი 1936-38 წლები.

     

    მეორე მსოფლიო ომი.

     

    ომის შემდგომი რეპრესიები ე.წ. ტყვედნამყოფებზე ნადირობა.

     

    1953 წლის მერე რეპრესიების ახალი ტალღა (სსრკ-ში ძირითადად მარტო საქართველოში) ე.წ. ანტისტალინური რეპრესიები.

     

    1956 წელი

     

    1989-2008 წლები პერმანენტული ომები თბილისში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

     

     

     

    დაახლოებით მაინც თუ შევკრებთ ამ საშნინელებათა მსხვერპლთა რიცხვსმ ვერანაირი შაჰაბასი ამას ვერ გადასწონის.

     

    რაც მთავარია: საქართველოს ისტორიაში პირველებმა რუსებმა შეძლეს საქარველსო სახელმწიფოებრიობის მოსპობა, ბაგრატიონების განადგურება და ქართული ეკლესიის, როგორც ასეთის მოსპობა.

     

    რუსების მმართველობისას დაიხურა (მეფის დროს, რევოლუციამდე) 800-მდე!!!! მოქმედი ეკლესია-მონასტერი. რაც დარჩა ან გადაკეთდა, ან უკეთეს შემთცხვევაში გადაიღება უნიკალური ფრესკები.

     

    რუსეთში გაიზიდა უნიკალური საეკლესიო და საერო განძი, რაც მანამდე ვერ მოახერხა ვერცერთმა დამპყრობელმა ასეთი მასშტაბით.

     

    ყოველთვის ხდებოდა წახალისება ყველა ჩვენი მტრისა და მოშურნის რუსების მიერ: 1775 წლის აღამაჰმად ხანის შემოსევა და თბილისის სასტიკად აოხრება მთლიანად რუსების დაგეგმილ-ინპირირებული იყო ქართული სახელმწიფოს საბოლოოდ წელში გასატეხად და ხელში ჩასაგდებად.

     

    ყველაფერი კეთდებოდა ქართველოს დასაბეჩავებლად, მასში ყოველივე ვაჟკაცურისა და ბრძოლისუნარიანობის ჩასაკლავად. მეფის რუსეთის დროს, ქართლ-კახეთში უზომოდ გავრცელებული ჭიდაობის შეჯიბრებვიც კი აიკრძალა ერთი პერიოდი, რათა ძლიერი ქართველები არ გამოსულიყვნენ.

     

    რამდენი რამე ჩამოვთვალო კიდევ?! :) არადა ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარები, რაც რეალობაში მოხდა ამ 2 საუკუნის განმავლობაში.

  3. ჩვენს დამპყრობლებში ყველაზე ჰუმანურები ეგენი იყვნენ და პროგრესისი მომტანნი,

     

     

    ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები.

     

     

     

    პროგრესი კი არა, თუკი რაიმეს გადაგვარება იყო შესაძლებელი თეორიულადაც კი, ყველაფერი გადაგვიგვარეს, მუქთახორა, ლაჩარი დსა სხვისი ხელის შემყურე ერად გვაქციეს, რომელსაც ასანთის წარმოების თავიც კი არ აქვს დღეს დამოუკიდებლად.

     

    თემურ ლენგს რაც შეეხება, მანდ ცოტა სხვა ისტორიაა, საკმაოდ გრძელი და რთული, ძალიან მარტივად და ზერელედ რომ ავხსნა, თემურ ლენგს, ბოდიში და მაგრად ეკიდა საერთოდ საქართველოც, მისი სახელმწიფოებრიობაც, რელიგიაც, ისტორიაც, აწმყოცა და მომავალიც. ჰქონდა კონკრეტული სურვილი, ლოიალურობა საქართველოს სახელმწიფოსგან და სტაბილური შემოსავალი აქედან ხარკის სახით. სწორედ ამ უკანასკნელზე გამუდმებული უარების გამო აწიოკა და აწიოკა ქართული სამთავროები 6 ჯერ, იმიტომ, რომ ამპარტავან ქართველებს როგორ გვეკადრებოდა ვინმესთვის რაიმეს მიცემა, სამაგიეროდ ქვეყანა კი შემოგვადნა ხელში. ცნობისათვის, თემურ ლენგს სომხეთი საერთოდ არ აუწიოკებია და დაურბევია, იმიტომ, რომ პატიოსნად იხდიდნენ ხარკს. რა ჯობდა და რატომ, ეს სხვა თემაა და საკმაოდ ვრცელიც.

     

    ისე, ეგ თემურ ლენგიც მაგარს უბერავდა, რა იმისთანა ინტერესი უნდა ჰქონოდა ამ საქართველოსი, რომ არ დაეზარა და 7 ჯერ მონღოლეთიდან საქართველომდე წამოვიდა ჯარით, ბოლო-ბოლო ან არ ეზარებოდა მაინც ამხელა გზაზე ცხენით ჩაქჩაქი?! :) მე-7 მგზავრობისას კი ჩაძაღლდა კიდეც.

  4. ჩემის აზრით რუსებთან დაპირისპირების არა მხოლოდ სამხედრო არამედ ინტელექტუალური, მორალური და ნებელობითი

    შესაძლებლობაც არ გვქონდა

     

     

    არცერთ დამპყრობელს რუსებამდე იმდენი ზიანი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რაც მათ, რუსებმა მოგვაყენეს. აბსოლუტურად ყველა სფეროში: სახელმწიფოებრივ, ტერიტორიალურ, დემოგრაფიულ, რელიგიურ, ზნეობრივ, საზოგადოებრივ სფეროებში ქართველ ერს უდიდესი ზიანი მიადგა.

     

    თუკი რამ სასიკეთო მოხდა ამ პერიოდში ქართველი ერისთვის, ეს რუსებმა მხოლოდ საკუთარი, რუსეთის იმპერიის საკეთილდღეოდ გააკეთეს და არამც და არამც ქართველებისთვის სასიკეთოთ.

  5. აქ, მე როგორც მივხვდი, იმაზეა საუბარი, არჩევნებზე რატომ არ დადიხართ და რატომ უშვებთ ხელიდან შანსს საკუთარი წვლილის შეტანისა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვისო.

     

    ბერძნების ტერმინოლოგიით თუ ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში მეც იდიოტი გამოვდივარ :D და რაც მთავარია, ასე ეს ამბავი ჯერ არ გამხარებია და ამით არ მიამაყია აქამდე :D :D

     

     

    ეხლა მე მაქვს არჩევნების მომხრეებთან შეკითხვა. ნებისმიერი მოვლენის შეფასება ინდივიდუალური და სუბიექტურია, მე ვთვლი, რომ 1990 წლის მერე საქართველოში არჩევნები, როგორც ასეთი, საერთოდ არ ჩატარებულა და ბოდიში და სად უნდა წავსულიყავი??? პრინციპულად არ მიყვარს არანაირ შოუებში და დადგმებში მონაწილეობა და ამ ყველა შემდგმომ "არჩევნებასც" ზუსტად ასე განვიხილავ. ამიტომა, ოდნავადაც არ მაწუხებს ის ამბავი, რომ მე არ ვმონაწილეობ ჩემი ქვეყნის წინასწარ დაგეგმილ და დადგმულ ნგრევაში. ღვთის წყალობით, იმედია როდესმე მოვესწრები იმ დროსაც, როცა მართლა რაიმე ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი არსებობა ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

  6. აუჰ.... შოთი და ყველი...

     

     

    დაგბანთ ეხლა ყველას

     

     

    ყველამ რა დააშავა, მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ!!! © "გამზრდელი" :D

  7. სასურველი პოლიტიკური წყობა!

     

     

     

    დილას - პახმელიაზე ხაში;

    შუადღეს - კაი სადილი;

    საღამოს - ჩასკდომა დილამდე;

    დილას - პახმელიაზე ხაში;

    შუადღეს - კაი სადილი;

    საღამოს - ჩასკდომა დილამდე;

    დილას .......

     

     

     

     

    ოღონდ ეს ყველაფერი კაი დოლ-გარმონით და ფეხზე ადგომით!!!

  8. პირველი აქცია დაგეგმილია კახეთში, რომელიც დაიწყება საგარეჯოდან და მის ყველა რაიონს მოიცავს.

     

     

    წალენჯიხიდან არ იწყებოდა ხოლმე, ტრადიციულად?! :what:

     

     

    ამ კახეთისგან რაღა უნდათ?! არადა მანდეთ ვაპირებ ზუსტად წასვლას ხვალისთვის...

  9. გილოცავ! ღმერთმა მრავალს დაგასწროს! გაიხარე!

     

     

    ერთი ნათეასვი მყავს, ისიც დღეს - გიორგობასაა დაბადებული და საერთოდ ბორია :D დაარქვეს, ასე, რომ ბატონო სეხნიავ, ღმერთმა მრავალ გიორგიბასაც და არჩილობასაც და ყველა სხვა დღესასწაულსაც დაგასწროს საყვარელ ადამიანებთან ერთად!!!

  10. Армянская церковь призвала власти Грузии признать Геноцид армян

     

    Епархия Армянской Апостольской Церкви в Грузии призвала грузинские власти признать Геноцид армян.

    К призыву присоединились Союз армян Грузии, Национальный конгресс армян Грузии, Союз армян Аджарии, Ассоциация армянских женщин Грузии «Шушаник», Грузинское представительство международной ассоциации Панармянских игр, Союз армянских писателей Грузии «Вернатун», Ассоциация армян Грузии «Нор серунд» и Ассамблея армян Тбилиси. 27 апреля они с призывом обратились к президенту и парламенту Грузии с просьбой признать и осудить Геноцид армян в Османской Турции.

    Они также отметили, что только так Грузия может внести вклад в дело предупреждения подобных событий в будущем. Авторы призыва упомянули также, что и в турецком обществе сегодня активизировались призывы к признанию и осуждению. По их словам, грузинские армяне верят, что, несмотря на ряд обстоятельств, Грузия признает и осудит Геноцид армян, тем самым засвидетельствовав свою приверженность справедливости и истине.

    http://www.armtoday....&PagePosition=1

     

     

    მოდი ჯერ აფხაზეთში თქვენი "ბაგრამიანელები" და არამარტო მათი, ყველა იმ სომეხის ქმედების ოფიციალური შეფასება გააკეთეთ, ვინც 90-იან წკლებში საქართველოს წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდნენ და უდიდესი წვლილი მიუძღვით აფხაზეთიდან ქართველების გამოყრაშითქო და მერე ვნახოთთქო რააა... თავხედობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?!

     

     

    მე პირადად (ვინ მეკითხება, მაგრამ მაინც) რასაც სომხები ამბობენ 1915 წლის მოვლენებზე, არანაირად არ მიმაჩნია გენოციდად, ამ სიტყვის მნიშვნელობად. რათქმაუნდა იყო უზარმაზარი ტრაგედია, მაგრამ გენოციდი არანაირად. სიტვასიტყვით რომ ითარგმნოს, ეს ნიშნავს გენის, ანუ მოდგმის მოკვდინებას, განადგურებას. რეალურად, მე რამდენადაც ვიცი, სომხები აჯანყდნენ თურქი მმართველობის წინააღმდეგ რუსების წაქეზებით, შემდეგ რუსებმა, როგორც სჩვევიათ "გადააგდეს" და შეატოვეს ეს აჯანყებული სომხები თურქებს მარტო, თურქებმაც გარკვეული საბრძოლო შეტაკებების შემდეგ, ადვილად დაამარცხეს აჯანყება და ადგნენ და სომხური მოსახლეობა გადაასახლეს მაშინდელი რუსეთის იმპერიის საზღვრისპირა რაიონებიდან სამხრეთ თურქეთის მიმართულებით, ადგილზე ყოველგვარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გარეშე, აი ის მსხვერპლი, რასაც სომხები გენოციდს ეძახიან, მოხდა გზაში, ამ გადასახლების დროს, იმიტომ, რომ გზაში საშინელ პირობებში უხდებოდათ სომხებს გადაადგილება.

     

    კიდევ ვიმეორებ, იყო საშინელი ტრაგედია, ძალიან მეცოდება ის დაღუპული და გამწარებული ხალხი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ იქ იყო უამრავი ბავშვი, ქალი და მოხუცი, მაგრამ გენოციდი რასა ქვია, მასობრივი დახვრეტები, მკვლელობები და ა.შ. არ ყოფილა, მე რამდენადაც ვიცი. მაგისთანა გადასახლებები და ტრაგედიები ბევრ ერს აქვს თავის თავზე გამოცდილი, მათშორის არაერთხელ ჩვენც.

  11. http://www.myvideo.ge/?video_id=1307291

     

     

    იმედი თავის სტიქიაშია!!! :D

     

     

    ძალიან გაუტკბათ ეტყობა მოდელირება :D

     

     

    ათასობით ადამიანია ქუჩაში გამოსული და ბარაკ ობამას ლიკვიდაციას ზეიმობს!!!

  12. ქართული ენის!!! ასე უფრო ზუსტი იქნება შეფასება.

     

     

    მართალი გითხრათ, ამაში მთლედ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ქართულის მოსმენას, რა ქართულითაც არის ნათარგმნი უცხოური ფილმები, ჯობია საერთოდ თუ არ მოუსმენთ, განსაკუთრებით მოზარდი თაობა, რომელიც ღრუბელივით ისრუტავს ამ ფრაზებს და მერე წარმატებით ამკვიდრებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. (მარტივი მაგალითი_ ამის დედაც, ჯეკ! ეს ფრაზა სწორედ რომელიღაც ამერიკული ფილმის ქართული თქრგმნიდან გაჩნდა და ლამის გამარჯობასავით გახდა ყოველდღიურ ქართულ მეტყვლებაში).

     

     

    გარდა ამისა, ამ ტიტრებით უბრალოდ ინგლისურის არმცოდნე მაყურებელი მოაშორეს ტელეეკრანს, მეტი არაფერი, რასაც მე პირადად, მივესალმები კიდეც :) ვინც ინგლისურად ისმენს, ის ტიტრებიანი ფილმით რატომ დაიტანჯავს თავ, ისედაც შეუძლია მოიძიოს ინგლისური ვერსია ფილმის და იქ უყუროს.

     

     

    ქართულ ენას ნამდვილად არამგონია ამით რაიმე მოაკლდეს, პირიქით, შიძლება ნაკლებად დაბინძურდეს.

  13. მე რამდენადაც გავიგე, მოდერი იმისთვისაა საჭირო, რომ როცა ეთი ადამიანი აგინებს მეორეს, მოდერმა უნდა დაბანოს მაგინებელი, თუ მეორემ ასევე გინებით უპასუხა, ისიც ზედ უნდა მიაყოლოს. როცა მოდერი ამას იზამს, ეს ორივე მოუტრიალდება და შეიძლება აგინოს მერე მოდერს. ასე, რომ გინების რაოდენობა მოდერის არსებობის გამო მატულობს! :D უბრალო არითმეტიკაა.

     

    გარდა ამისა, თუ ვინმემ უადგილო ადგილას გახსნა თემა, თავის ადგილას უნდა გადაიტანოს.

     

    მეტი მე მოდერის ფუნქცია ვერ გავიგე, მე მაპატიეთ.

     

     

    ამ ორი ფუნქციის შესრულება, ჩემის აზრით, თავისუფლად შეუძლია ადმინისტრაციას, თანაც მათ მიმართ პრეტენზიების ნაკლები უნდა იყოს წესით, ბოლო-ბოლო იმ არგუმენთით, რომ ფორუმი ჩვენია და როგორც გვინდა, ისე იქნება, მორჩა :D

     

     

    ასე, რომ მე ხმას ვაძლევ იმას, რომ მოდერი არ გვინდა საერთოდ, უფრო სწორად რომ ვთქვა, თავის თავის მოდერი თავად იყოს ყველა და ნუ მისცემს თავს იმის უფლებას, რასაც სხვისგან ვერ/არ მოითმენდა, ან არ ესიამოვნებოდა.

  14. ეტყობა მსოფლიოში ანტიტერორისტული ოპერაცია აღარაა უკვე პრიორიტეტული, თავის გასაკეთებელი გააკეთა უკვე ამ ანტიტერორისტულმა კამპანიამ და ამ მითმაც, სახელად "ბენ ლადენი", ამიტომ რაღაც ახალს უნდა ველოდოთ, ეს აფრიკულ-არაბული "რევოლუციების" გამოძახილს გავს. აშკარად რაღაც ახალ ერას იწყებენ.
  15. სულ სიაფანტია ეგ ყველაფერი

     

    :yes:

     

     

    http://ihero2012.com/newhero.html

     

    ტყუილად არაფერი ჩნდება ინტერნეტში, თანაც ასეთი გაფეტიშებული :) ასეთი გმირები ხალხს სჭირდება, ჰოდა გმირების და მითების გამოცხობასაც რა უნდა?! :)

  16. კი მაგრამ მანდ რა უნდა წერეთელს?

     

    სტადიონთან არ არის წერეთლის ძეგლი?

     

     

    წერეთელი არის ავტორი!!!

     

    ძეგლს ჰქვია: დიდი გაუგებრობა!!! :D:D

     

     

     

     

     

    მჟავანაძეს რომ ანახეს პირველად თურმე ფილმი "ბაშიაჩუკი", ტირილი დაუწყია, ეს აკაკი წერეთელი ვინაა, გამაცანით ერთი, რა იქნებაო :D:D

  17. არქივების ამოყრა შეიძლება თუ რა იდგა ადრე ლენინის ძეგლის ადგილას, არ უნდა იყოს რთული ამის გაგება

     

     

    ოპერის შენობა.post-5198-017634100 1303996852_thumb.jpg

  18. სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაური, 29 წლის გიორგი ჭკადუა საქართველოში დაბრუნდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მეზღვაურის მამამ ოთარ ჭკადუამ განუცხადა, გიორგი თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში, სადაც ოჯახი ცხოვრობს, გუშინ ჩავიდა. მეზღვაური ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩივის.

     

     

    ეს ჭკადუა ან თელავში როგორ მოხვდა, ან მერე თელავიდან ზღვაზე მეზღვაურად??? :what:

     

    ისე, ნეტა კახელი მეზღვაურები თუ არსებობენ? :D ალაზანზე გასაბერი ნავით არ ითვლება!!!

     

     

    ისე ვულოცავ დაბრუნებას მასაც და ყველა მის თანამშრომელსაც, რა ფასიც არ უნდა დამჯდარიყო მათი გათავისუფლება, ყოველთვის ვიტყვი, ძალიან კარგი მეთქი!

  19. ხანდახან როგორ მინდა ხოლმე რომ მართლა ეგეთი ძლიერები და მნიშვნელოვნები ვიყოთ! :D ჯანდაბას, არ აქვს მნიშვნელობა სახელებს და გვარებს...

     

    შტაბობანა გამახსენდა, ბავშვობაში, ეზოში... კაი დრო იყო

     

     

     

    ეგეთი რამ თავისუფლად შეიძლება მომხდარიყო გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ამიერკავკასიის მოსახლეობის 2/3-ს შეადგენდა და დანარჩენ 2 რესპუბლიკაძე შეუდარებლად განვითარებული იყო... ეხლა კი, სამწუხაროდ... რავიცი.. რავიცი...

×
×
  • შექმენი...